ჯარისქალი 9
სამხედრო დასახლებას გავშორდით თუ არა მათემ მიწაზე ჩამომსვა და ზურგი ანერვიულებულმა შემაქცია. -ვერ ხარ კარგად ხომ? სად წამომიყვანე?-ენად გავიტლიკე მე და წელზე დოინჯი შემოვირტყი. ვერ გავიგე იმიტომ წამომათრია, რომ ახლა ასე ჩუმად იდგეს? თუ მეორედ უნდა გული მომიკლას. ის დღე გამახსენდა ''ვშორდებითო'' რომ მითხრა და ღაწვები გაბრაზებისგან ამიწითლდა. -შენ შემშალე, ნინე! შენ!-განადგურებული სახით გამომხედა და თმებზე ხელი გადაისვა, თითქოს ისწორებსო. მისმა სიტყვებმა დამამუნჯა. თვალები გაოცებისგან დამიწვრილდა და ისევ მასზე თავდასხმას ვაპირებდა, აქეთ რომ შემომიტია. -გგონია ადვილია ჩემთვის იმის ყურება, იმ გაფოფრილს რომ ეკურკურები? რის გამო, ნინე? ჩემ ჯიბრზე იქცევი ასე, თუ უკვე დამივიწყე...-წინადადების ბოლოს სევდა შემოაწვა. ისევ მე მადანაშაულებდა, ისევ ცდილობდა ჩემ შეცდომაში შეყვანას. ყველა გზა მომიჭრა, არადა მე რა გავაკეთე არასწორად... უნდა დამეჩოქა და შევხვეწებოდი არ მიმატოვო_მეთქი? თუ სახლში უნდა დავმჯდარიყავი და სიგარეტის ბოლით გამევსო იქაურობა... -როგორ არ გრცხვენია? კიდევ მე ვარ დამნაშავე? მე? ყოველთვის ერთად ვიყავით, შენ გულის ფეთქვას ვითვლიდი. მეგონა შენ ის იყავი, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი და როცა დამკარგე, მხოლოდ მაშინ დაიწყე ვიღაც კონსტანტინეზე ეჭვიანობა? შენი არ მესმის მათე...-არც მე დავუთმე და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი. მათემ ჩემ დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა. ასეც ვიცოდი! ნუთუ ჩემი ეჭვები სიმართლეს შეესაბამებოდა... ხელით მოვიწმინდე ცრემლები და ძალა მოვიკრიბე. -ვიცი... ყველაფერი ვიცი და გეთანხმები! ...მაგრამ აქ რომ გამომეცხადე... მე.... უსუსური არსება ვარ! რომელმაც არ იცის რა უნდა და რატომ. ყოველთვის რაღაც უცხოს ვეპოტინებოდი და როცა ჩემმა ძმამ სამხედრო ასაკს მიაღწია, ვალდებული გახდა აქ წამოსულიყო. შენც კარგად იცი რომ პრობლემები აქვს ფეხზე, სამწუხაროდ ექიმებმა ეს ვერ დაუდგინეს. არადა სტკივა... ყოველ ღამით გამაყუჩებელს სვამდა, მშვიდად რომ ეძინა. აქ ვერ გამოვუშვებდი... მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე თვე მაკლდა, დამრთეს ნება ლევანი ჩამენაცვლებინა. შენ ვერ გეტყოდი ორი წელი დამელოდე_მეთქი, მეგონა ჩათვლიდი რომ მიზეზებს ვეძებდი, მაგრამ ვცდებოდი... შენი ფასი ვერ ვისწავლე, ნინე! მაპატიე... გთხოვ, მაპატიე! ასეთი უიმედო მათე არასდროს მინახავს! მისი განწირული ხმა მარწმუნებდა რომ სიმართლეს ამბობდა. განა ის ოდესმე ტყუოდა ჩემთან მიმართებაში? ეს მე არ ვენდობოდი მას, თორემ ასე ადვილად არ დავიჯერებდი იმას, რომ სხვა შეუყვარდა. მე ვიყავი ასეთი აუტანელი! თვით მათესაც კი ხელს ვკრავდი, მაშინ როცა საქმე ურთიერთგაგებას ეხებოდა. მიყვარდა! ვუყვარდი! ...მაგრამ სადაც ეჭვია, იქ ყველა გრძნობა ნელდება... იმ წუთას ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი. მისი სითბო გამეზიარებინა... ტკივილი შემემსუბუქებინა... მეთქვა რომ მისი ბრალი არაფერი არ იყო... სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ძმა რომ არ გაწირა. საშინელ დანაკლისს ვგრძნობდი, ასე შორიდან რომ ვუყურებდი და სხეულზე არ ვეკვროდი. მეტის ატანა აღარ შემეძლო! კისერზე მთელი ძალით ჩამოვეკიდე და ბედნიერმა შევისუნთქე მისი სურნელი. მოულოდნელობისგან შებორძიკდა და უფრო ძლიერად ამიტაცა ხელში. -ჩემი სითბო... ჩემი გული...-ჩურჩულებდა ის და თმებზე მეფერებოდა. -ვისაც არ უნდა ვეკურკურო მათე, მხოლოდ ჩემი შენდამი გრძნობა იქნება გულიდან წამოსული!-კითხვაზე მხოლოდ ახლა ვუპასუხე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე. -ყველაზე წმინდა ხარ ნინე! შენ ჩემი ყველაფერი ხარ!-ფხვიერ მიწაზე ჩამოჯდა და მეც კალთაში მოხერხებულად მომაკალათა. -რა კარგია ასე...-ჩაიღიმა მან და ხეს ზურგით მიეყუდა. -ასე როგორ?-ეშმაკური ღიმილით ვკითხე მე და ტუჩები ოდნავ შევახე გაუპარსავ ლოყაზე. -ასე!-ტუჩებზე დამეკონა და ამოსუნთქვის საშუალებაც არ მომცა. ვერ ვიტყვი რომ უარზე ვიყავი, მაგრამ ეს ჩემ შესაძლებლობებს აღემატებოდა. მუცელზე მოვუღუტუნე და როგორც იქნა შევძელი მისგან თავის დაღწევა. ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და თავად წავეტანე მის ბაგეებს. სანამ თავდავიწყებაში გადავეშვებოდი, კიდევ ერთხელ შევავლე საყვარელ ნაკვთებს თვალი და მათეს საყელოზე მოვქაჩე. ჯერ კიდევ ბნელოდა, შექმნილმა სიტუაციამ უკან დაბრუნება რომ გვაიძულა. ფეხშიშველი ვიყავი და ქვებზე და ეკლიან მცენარეებზე მთლად დამეფხაჭნა ფეხები. წუწუნის თავიც არ მქონდა, ისე გამაბრუა ბედნიერებამ. ეიფორიაში ვიყავი და ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი. -ნინე!-მისი ხმა მისწვდა ჩემ ყურთასმენას და უმალ მივაპყრე ინტერესით სავსე მზერა. -მათე!-ავკისკისდი მე და მომეჩვენა რომ ექომაც მომბაძა. -ნინე! სიცილ-ხარხარით მივრბოდით გორაზე და ვცდილობდით ერთი-მეორესთვის გაგვესწრო. უეცრად თხრილში ჩავვარდი და ფეხი გადამიბრუნდა. ერთი ამოვიკვნესე და იქვე ჩავიკეცე. ჩემ ასეთ მდგომარეობაზე დანახვისას მათეს სახე შეეცვალა და მაშინვე ჩემთან ჩაიმუხლა. -გტკივა?-კოჭზე თითი შემახო თუ არა, წივილ-კივილი აღმომხდა. ნეტავ მოვიტეხე თუ ვიღრძე? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მათე ბიჭი ჩემ გვერდითაა და მეც არაფერი მიჭირს. -კი, მაგრამ ძალიან არა...-ჩავილუღლუღე და ადგომა ვცადე. სულ ტყუილად! ისევ მოწყვეტით დავეცი ძირს. -იდეა მაქვს!-შესძახა არველაძემ და ხელში ამიტატა. ტერფში წვა ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჩვენი კოტეჯების წითელი სახურავები რომ შევნიშნე, მხარზე ხელი დავკარი. -ახლა რა უნდა ვქნათ? მინდოდა ისე მოვქცეულიყავით, თითქოს არც არაფერი მომხდარა...-სრუტუნით ვთქვი მე. -და რაში გადარდებს ვინ რას მიხვდება? თუ ისევ იმ ბებრუხანას ეხება საქმე...-თითი სიცილით დამიქნია და ნაბიჯი შეანელა. -არ მჭირდება შენი დახმარება!-შევყვირე ნაწყენმა. -ეს როგორ გავიგო?-გაოგნდა მათე. -როგორც გინდა! გგონია მართლა მომწონს ის სულელი? ჩემი არ გჯერა ხომ?-თვალი ავარიდე და ოთახიდან გამოსული ლელკა შევნიშნე. ისე ავნერვიულდი, ყველაფერი გადამავიწყდა. ახლა მან რომ გაიგოს ჩემი და მათეს ამბავი... თუმცა რა! ის ხომ ჩემი მეგობარია! ეს უნდობლობა ნერვებს მიშლიდა. ლელკას ხელი დავუქნიე და ისიც მაშინვე ჩვენკენ გამოექანა. -გეღირსათ?-გაბრწყინებული თვალებით გვკითხა და ფეხი მოინაცვლა. მე და მათემ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ. არა! არც ერთს არ დაგვცდენია ლელკასთან არაფერი! მაშ, გულთმისანია? რატომღაც ცუდი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. -რამე იცი და ჩვენ არ ვიცით?-არეულმა ჩავილაპარაკე და მათეს ვანიშნე, დამსვი_მეთქი. კი ვანიშნე, მაგრამ ვინ დამიჯერა. -წყალი არ დამილევია ქაბატო, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც გქონდა დაგეგმილი და ადვილად გაგაცურე. არც ისეთი ჭკვიანი ხარ, როგორც გგონია. ხომ გაგიგონია, მჯობნის ჯობნი არ დაილევა!-ვითარება ამიხსნა ლელკამ და მეც მივხვდი, რომ ჩემი მჯობნიც გამოჩნდა. ......................................................... დავათბე! ჩავაღუნღულე! იმედია მოგწონთ შექმნილი სიტუაცია და თქვენ სხვანაირ გაგრძელებას არ ელოდით! მათეს საიდუმლოც გაირკვა ამ თავში. ველოდები თქვენ შეფასებებს... იმედი, მაქვს გამახარებთ და გულს არ დამწყვეტთ. სიყვარულით სოფიკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.