პატარა გოგო, მიყვარხარ! (8)
-ნი, არ წავიდეთ? გვიანია უკვე. -ხო ჯობია, სანამ ჯერ კიდევ ერთობიან, მაშინ წავიდეთ. მერე რომ მივიდეთ, გაიგებენ რომ გაპარულები ვიყავით. -ხო, წამოდი. 10 წუთში ისევ კოტეჯებთან იდგნენ. ჯერ წვეულება არ დამთავრებულიყო. რა დროს დამთავრება იყო, ჯერ ახლა იწყებდნენ ( არა, ეს ხუმრობით, გართობა უკვე კარგა ხნის დაწყებული ჰქონდათ) -ნეტავ ვინ არის ეს გოგო ასეთი რომ, მის დახვედრას ასეთი წვეულებით რომ შეხვდნენ? -არ ვიცი. ეტყობა, ბანაკის უფროსის შვილია. არ გინდა ჩვენც წავიდეთ? -შენ წადი, თუ გინდა. მე კოტეჯში ვიქნები. -წამო რა! -არა, ძალიან დაღლილი ვარ, გთხოვ კარგი? -მაშინ მეც შენთან ერთად მოვდივარ. კაი? -კარგი. კოტეჯში რომ შევიდნენ, ძილი არც ერთს არ გაეკარათ. არა, იმიტომ რომ, ხმაური შემოდიოდა, იმიტომ რომ, კოცნაზე ფიქრობდნენ. რომელზეც ასე სასიამოვნოდ გააჟრჟოლათ ორივეს. -ნი... -ხო. -არ გეძინება? -ვერ ვიძინებ. -რატო ნი? -რა ვიცი. -სამაგიეროდ, მე ვიციი. გადმობრუნდი ჩემკენ. ნინეც გადმობრუნდა და მაშინვე გიგას ტუჩებს შეეჩეხა. -გაკოცებ, კაი? -... -ნიინეეე... -რა? -გაკოცებ რაა. ნინემ თვითონ აკოცა გიგას ტუჩებზე, ისე ნაზად რომ, ვერც კი მიხვდა, აკოცა თუ არა. მოშორებას აპირებდა როცა, გიგა ლოყაზე მიეფერა და ნაზად უთხრა: -სად მიიპარები ქალბატონო? -გიგა, გამიშვი რა. -შენ ხო მითხარი, მაკოცეო, ხოდა ჩუმად იყავი. გიგა ნაზად და მოწყვეტით უკოცნიდა აწითლებულ ტუჩებს და ნინეც ფისოსავით კრუტუნებდა. -ჩემი პატარა ფისო. -რა? -ჩემი პატარა ფისო ხარ. -დღეიდან ფისო უნდა დამიძახო? -ხოოო. ჩემი ფისო. -რატო? -კნუტივით კრუტუნებ. ნინე სულ გაწითლდა და სახე გიგას მაისურში ჩამალა. -გიგააა! -რა იყო? -დებილი ხარ. -მადლობა. ამ დროს ნინეს დაამთქნარა. -ფისო, გეძინება? -ქოოო. -მოდი ჩემთან ერთად დაწექი. ხო გინდა რო ჩაგეხუტო? -კი, მინდა. -ჩემი ფისო... -გიგა. -ხო. -მცივა. -მართლა? -კი. -თუ გინდა რო უფრო ჩაგეხუტო? ამ დროს იგრძნო რომ ნინეს მართლა გააკანკალა. -უი, მართლა გციებია. მოდი ჩემი კრუტუნა. -გიგა ეგრე ნუ მეძახი! -რატო? -არ მომწონს. -არა უნდა დაგიძახო! -არ დამიძახო რაა! გაბზარული ხმით სთხოვა ნინემ. -ფისო... გადმობრუნდი. ტირიხარ? -აა...არაა. -ნი, მართლა ტირიხარ. -არ... არ ვტი...რივარ მე..თქი ვ...ვახ! -ჩემი პატარა გოგო. რატო ტირიხარ? მე ხო გეხუმრები, პატარა. ნუ ბრაზდები, კარგი? შენ ხო იცი რო, შენ ცრემლებს არავის ვაპატიებ. ჩემი ანგელოზი, მოდი კარგად ჩაგეხუტო. ჩამეხუტები, ხო? -კი. მე რომ გთხოვე, რატომ არ ჩამეხუტე? იცი მე როგორ მეწყინა? -მოდი, ჩემო პატარავ, ნუ ნერვიულობ აი, აღარასდროს გაგაბრაზებ, გეუბნები. -ხო მპირდები? -კი. გახსოვს ხო, რო გითხარი პირობას არასდროს ვარღვევ მეთქი. -ხო. -ხოდა, დამიჯერე, კარგი? -კი. მჯერა შენი. -მოდი ჩემთან, პატარავ. გიგან ერთი ხელის მოძრაობით ნინე თავისკენ მიიზიდა და წელზე მოეხვია. -ფისო, გათბი? -კი. -გინდა კიდე უფრო გათბე? მიხვდა ნინე, რასაც გულისხმობდა გიგა და სასწრაფოს იუარა. -არა. არ მინდა. ესეც კარგად ვარ. -ოო, მე მინდა რა! თავი მხარსა და ნიკაპს შორის ჩამოუდო და ცხელი ტუჩებით ხმაურით აკოცა ყელში. -აუ გიგა მეღუტუნებაა! -კაი ვსიო. დაიძინე. ნინეს გიგაზე მიკრულს დაეძინა. სანამ დაიძინებდა ფიქრობდა თუ როგორ და როდის ჩაუვარდა გულში გიგა ასე ძალიან. ალბათ მაშინ როცა მისმა დანახვამ პირი დააღებინა, ან მაშინ როცა აეროპორტში ჩახუტება სთხოვა. ალბათ მაშინ შეუყვარდა როცა აკოცა და თავბრუ დაახვია მას გიგას კოცნით. თუმცა, გული რატომღაცრაღაც ცუდს უგრძნობდა. ეს ემოციებს დააბრალა და გიგას მიეხუტა. გიგაც ნინეზე ფიქრობდა. გიგას დანახვისთანავე შეუყვარდა ნინე. მისმა თვალებმა თავბრუ დაახვია და კინაღამ ისიც კართან ჩაიკეცა. გგონიათ, პირველად მაშინ დაინახა, როცა კართან დაინახა? არაფერიც, პირველად მაშინ დაინახა, როცა სკოლასთან ილოს ელოდებოდა და ნინე და ილო სკოლიდან ერთად გამოვიდნენ. თავიდან, გიგას ნინე ილოს შეყვარებული ეგონა და არჩევანი მოუწონა. როცა გაიგო რომ, ნინე ილოს შეყვარებული კი არა, და იყო, მასზე ფიქრი დაიწყო. როცა ილომ დაურეკა და სთხოვა, ნინეს ბანაკში გაყევიო, გიგამ ლამის აივნიდან ისკუპა სიხარულისგან. ილო თითქოს ხვდებოდა გიგას რაც სჭირდა და ხელი შეუწყო მათ დაახლოებას. ნინე სითბოსგან და სიამოვნებისგან უფრო და უფრო ეკვროდა გიგას. ისიც კიდევ უფრო მჭიდროდ ხვევდა ხელს და თბილ სხეულზე იკრავდა. -ჩემი ფისო... დაიძინე პატარავ... *** მეგობრებო, მაპატიეთ, გუშინ 12-ის მერე ვერ დავდე:( ტელეფონი დაჯდა და დამტენი თან არ მქონდა. იმედია მოგეწონებათ ეს თავი ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.