შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრამალის აჩრდილი -7-


29-10-2015, 18:32
ავტორი Firefly
ნანახია 2 443

ამინდი მოულოდნელად შეიცალა და საშინელი წვიმა წამოვიდა,ამას თან ჭექა-ქუხილიც დაერთო.დემეს ოთახი დავტოვე და ქვევით ჩავედი დაღლილი ვიყავი ამიტომ დაძინება გადავწყვიტე.გარეთ გავედი რომ სინათლე გამომერთო და სულ ერთიანად გავილუმპე,სირბილით გავიქეცი სახლისკენ და კარის გაღება ვცადე თუმცა ამაოდ არგაიღო....ვიღაცას შინგნიდან ჩაუკეტავს....აკანკალებულმა დავუწყე კარებს ჯაჯგური იმის, იმედით რომ გაიღებოდა...მოულოდნელად ცაზე დაგრეხილმა ელვამ და ქუხილმა ისე შემაშინა რომ შიშით შევხტი და ისტერიკული ტირილი ამიტყდა.კარებზე ხელლებს მთელი ძალით ვურტყამდი იქნებ ვინმემ გაიგონოს მეთქი თუმცა ამაოდ.სველი ვიყავი ერთიანად, სველი სამოსი ტანზე მეკვროდა და ცივი ქარიც სულ ერთიანად მითოშავდა კიდურებს,ძალაგამოცლილი ჩავცურდი კარებთან, ხელები მუხლებზე მოვიხვიე და თავი შიგ ჩავმალე.წვიმაც არ წყდებოდა,ქარი კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ფერდობზე განფელილ ხეებს ერთმანეთს ახეთქებდა....
გაყინულს მთელი სხეული მეწვოდა,თველები კი უნებურად მეხუჭებოდა.

***
ძმრის საზიზღარმა სუნმა გონება დაიწმინდა თუმცა,თვალებს ვერ ვახელდი თითქოს ქუთუთოები ერთმამეთზე იყვნენ მიწებებულები.ვგრძნობდი რომ ოთახში კიდევ იყო ვიღაც მაგრამ თავის აწევაც კი არ შემეძლო იმდენად ვიყავი დაუძლურებული.შუბლზე ვიღაცამ ხელი დამადო ალბად ამოწმებდა მქონდა თუარა სიცხე.მერე ამომიტივტივდა გონებაში გასული ღამე რომელიც გარეთ გავატარე, წვიმაში.თუმცა ვერ ვიხსენებდი სახლში ვინ შემომიყვანა.უკანასკნელად ავიბრძოლე და თვალები გავახილე ბუნდოვნად ვხედავდი ფანჯარასთან მდგომ სილუეტს და მასში ნიკა ამოვიცანი.
-როგორ ხარ?-მკითხა თბილი ხმით და თმაზე ხელი გადამისვა.ხმის დასაწმენდად ერთი ჩავახველე თუმცა ჩემი ხმა ვერაფრით ვიცანი.
-კარგად ვარ-ამოვიხრიალე და სულერთიანად ავკანკალდი.
-გცივა?-მომიახლოვდა და საბანი კარად გადამაფარა.ცოტა გავთბი და რული ხელახლა მომეკიდა.
"ტყეში ვიყავი,ისევ ძლიერად წვიმდა მეკი ყოველ გაელვებაზე ვხედავდი ზაზას რომელიც მკვლელი ღიმილით მიღიმოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო ამცირებდა ჩვენს შორის მანძილზე.მე შეშინებული მივიკვლევდი გზას ტყეში თან ბავშვის ტირილი მესმოდა...სახლს მივუახლოვდი კარები ისევ ჩაკეტილი იყო...-სალომე გამიღე!გამიღე კარი!-ვყვიროდი თუმცა ეს ხავილი უფრო იყო."
-ქეთი,ქეთი გაახილე თვალები-ვირაც მანჯღრევდა თვალები გავახილე და აღელვებული ნიკა დავინახე.
-ეს სიზმარი იყო,ცუდი სიზმარი ნუ ნერვიულობ.დამშვიდდი-ზურგზე ხელს მისვამდა და თან თბილი სიტყვებით მამშვიდებდა.
-ჩამკეტა...ძალით გააკეთა-ვსლუკუნებდი და მთელი ძალით ვეხუტებოდი ნიკას.
--დამშვიდდი მაგას მე მივხედავ.ახლა კი დროა რამე ჭამო რომ ძალები აღიდგინო-თვალი ჩამიკრა და წვნიანით სავსე თეფში დაიკავა ხელში.
-არ მშია-ამოვიბუძღუნე და თავზე საბანი წამოვიფარე.
-ჭამე თორემ დემე შეგიჭამს-გამიცინა.
-სადარის დემე?მისი ჭამის დროა!-წამოვიწიე უცებ.
-ვაჭამე და დაიძინა.ახლა მეორე ბავშვის უნდა მოვუარო-ისევ გაიცინა და ერთი კოვზი წვინიანი ძალით გადამაყლაპა.
-კარგი ბიჭი ხარ შენ!-გულწრფელად შევაქე ნიკა.
-რით დავიმსახურე?-
-დემტრეს რომ მიხედე-გავიცინე მე.-მეტი არმინდა არაფერის გემო არაქვს-უკმაყოფილოდ დავიჭყანე და საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე.საღამოს ნიკამ კიდევ ძალით მაჭამა და სიცხეც გამიზომა.არვიცი ასე რატომ იქცეოდა თუმცა არც მაინტერესებდა უბრალოდ ვტკბებოდი ასეთი ნიკათი!
ერთ კვირაში უკვე ჩიტივით ვიყავი ნიკას წყალობით.ნელი დეიდაც ჩამოვიდა ნიკას დავალებით ის დემეს უვლიდა,ნიკა მე(მეღიმება)...იმდენად მომაბეზრებელი იყო მთელი კვირის საწოლში გატარება უაზროთ,თუმცა რაღა უაზროთ როცა ასეთი ექთანი მყავდა.დილით ადრიანად ავდექი,შხაპი მივირე თმა გავიშვრე და ვიწრო ჯინსები ამოვიცვი ძევით პერანგი ჩავიცვი და სულ ღიღინით გავედი ოთახიდან.ერთი კვირა არ მენახა ჩემი პრინცი და გაგიჟებას ვიყავი.ნელიმ როგორც მითხრა ძალიან მიზეზობდა უჩემოდ.გაღიმებულმა შევაღე დემეს ოთახის კარები და ბედნიერმა ჩავიკარი გულში ჩემი ფუმფულა ბიჭი.
-როგორ მომენატრე შე ბაღლინჯო!-ლოყები დავუკოცნე სანამ ჩემი ბიჭიიი...-დე და -ამოიბლუყუნა დემემ და გამიღიმა.გული გამიჩერდა...ცრემლები შემომაწვა და ბავშვთან ერთად დავიწყე ხტუნავი.
-ჩემი დიდი ბიჭი!ჩემი ტკბილი ბიჭი!ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ!-ლოყებს ვუკოცნიდი ჩემს პრინცს.
-რამოხდა ქეთი?-მკითხა კარებთან მდგარმა ნიკამ.
-შენც გაიგე?-ვკითხე ღიმილით.
-რა?-გაიკვირვა ნიკამ თუმცა გაიგო დემეს პირველი სიტყვა.
-არაფერი.წავალთ მედადემე სასეირნოდ-გავუღიმე იმედგაცრუებულმა და კარებიდან გავედით.
ძალიან ლამაზია "ტრამალის აჩრდილი" თანაც ამდროს,როცა,გაზაფზულის პირველი ნაბიჯები იდგმება,ალუბალი ახლა ხსნის ულამაზეს ყვავილებს.მზე განსაკუთრებით კაშკაშებს და არე-მარეს ათბობს.მე დიდი სიამაყით ვუყურებდი ჩემს კალთაში მოკალათებულ ბავშვს და მეამაყებოდა რომ მე დავიმსახურე მისგან და ამხელა სითბო და სიყვარული მივიღე.

***
11:58-ს აჩვენებდა საათის ციფერბლატი,თვალები ვერაფრით მოვხუჭე ხოდა მეც საწოლიდან წამოვდექი საღამურზე ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი წვენის დასალევად.დაზაფრულმა გამოვაღე მაცივრის კარები და ჩემი შავი ტორტის დანახვისას თვალები გამიბრწყინდა.თეფშზე გადმოვიღე წვენი წინ დავიდგი და გემრიელად მოვკალათდი სკამზე."შენი ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა ჩემი ნიკა უკეთობისაკენ.სალომეც რომელიც მეგონა ნიკას ისევ უყვარდა სახლიდან გააგდო" გამახსენდა ნუნუ დეიდას სიტყვები და სულ დავიბენი.თეფში ავიღე და ონკანი მოვუშვი რომ გამერეცხა როცა მუცელზე თბილი ხელები ვიგრძენი მერე ყელში გასაგიჟებელი კოცნა.
-არვიცი ეს როგორ მოახრეხე მაგარმ სიგიჟემდე მიყვარხარ პტარავ-

------------
ესეც შემდეგი თავი.იმედია მოგეწონებათ.ბოდიში შეცდომებისათვის გამიზიარეთ თქვენი აზრი.



№1 სტუმარი darina

uh ragacnairad gamatbo am tavma ai nika ki magaria ra, bolo winadadeba gabrwyinebuli tvalebut chavikitxe, magari gogo xar, miyvars sheni lamazi istoriebi.

 


№2  offline წევრი Firefly

darina
uh ragacnairad gamatbo am tavma ai nika ki magaria ra, bolo winadadeba gabrwyinebuli tvalebut chavikitxe, magari gogo xar, miyvars sheni lamazi istoriebi.

მადლობა მეც მიყვარს ყველა ჩემი მკითხველი♥♥
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი nia

Vaime gveshvela memgoni!
Magari gogo xar ra...
Velodebi axal tavs, cheni gogo ras izavs neta? <3<3<3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent