შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რომ არსებობ... 2


29-10-2015, 19:17
ავტორი vaNga
ნანახია 1 658

2
უკვე ღამის ათი საათი იყო. შაბათი, ერთ-ერთი უღიმღამო დღე, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. მე ჯერ კიდევ ვერ მოვიცილე იმაზე ფიქრი, თუ ვინ შემოლაჯუნდა წინა ღამით ჩემ ბინაში და ჩემს საყვარელ კაბას ვინ დასტაცა ხელი?
შიშით, რატომღაც, ერთი წამითაც კი არ შემშინებია. რამე „ისეთის“ წაღება რომ სდომოდა ქურდს, უკეთესს მონახავდა.
ჩაიდანის წივილმა გამომარკვია ფიქრებიდან და ფაცხა-ფუცხით წამოვდექი ფეხზე.
სამზარეულოში გავედი და ჩაი გავიმზადე. ამ ყინვაში, მართლაც რომ საუკეთესო განსატვირთველი საშუალებაა.
მიყვარს მარტოობა, მაგრამ უკვე მოსაწყენი გახდა ჩემთვის სულ, ყოველდღიურად სახლში გამოყრუება და არავისთან ლაპარაკი. ახლა ყველაფერს მერჩივნა ჩემი ძმა გვერდით მყოლოდა და განუწყვეტლივ მოეშალა ნერვები.
ნიაკო ხშირად იყო ჩემთან, ის მიმსუბუქებდა მარტოობის სევდას, როგორც თავად უწოდებდა. პანიკაში ნამდვილად არ ვვარდებოდი. მომენტალურადა მინდებოდა ვინმე ისეთი მყოლოდა გვერდით, მე რომ სულ ვოცნებობდი. თბილი, წყნარი, გაწონასწორებული, მოსიყვარულე.
ახლა მთლიანად გადავერთე სხვა პლანეტაზე და ჩაის სითბოთი გავარვარებულმა ჭიქამ კინაღამ ხელები დამწვა. გამოვფხიზლდი და ჩემ თავზე გამეცინა, მომინდა რომანტიკა.
კარზე ზარის ხმა მომესმა და მეც მაშინვე დავდე ფინჯანი მაგიდაზე. ამ დროს მხოლოდ ნიაკო თუ იქნებოდა, ან მისი გადარეული ძმა.
-ო, მაისურაძეს სალამი!
ასეც ვიცოდი. მთვრალი ირაკლი მომადგა კარს - ნიას ძმა.
-მოდი, გადარეულო, -შემოვიპატიჟე შინ და კარები სწრაფად დავკეტე, რადგან წვივები მეკვეთებოდა სიცივისგან უკვე.
-ფეხშიშველი ნუ დატანტალებ, გაცივდები! -მითხრა მზრუნველად და გემრიელად შეექცა ჩემ მიერ მომზადებულ ჩაის, -კარგი ჩაია!
-არ გავცივდები და ეგ ჩაი ჩემი დალეულია.
-რა იყო მერე? კი არ მეზარება. -გაიკვირვა და ერთი ყლუპი კიდევ მოსვა.
-წამო მისაღებში, გავიყინე აქ. -ავიძუძგე ერთ ადგილას, შემდეგ კი მისაღებში მოთავსებულ დივანზე წამოვწექი და პლედი გადავიფარე. -რამ შეგაწუხა?
-რომ ჰკითხო არ ცივა, -ჩაიქირქილა.
-ნუ ირგებ მზრუნველი ბიჭის როლს! -წარბი მაღლა ავზიდე.
-რატომ იკბინები დღეს? -გაიკვირვა.
-ვიკბინები? სულაც არა, გეჩვენება.
-პატარა, ჭირვეული ბავშვივით იქცევი...
-ჩაი მომაწოდე, -შევაწყვეტინე.
-ჩემი დალეულია!
-რა იყო, კი არ მეზარება! -მის სიტყვებს ციტირება გავუკეთე.
-აჰა, -გამომიწოდა. ხელები შემოვხვიე და თითები გავითბე, -მოკლედ..
-გისმენ, -ვუთხარი და ხმაურიანად მოვსვი ჩაი.
-ნუ მაწყვეტინებ თუ მისმენ.
-კარგი.
-აჰა, კიდევ! -ხელი ჩაიქნია, გამეღიმა, -ნიამ მომიყვარ რაც მოხდა, შენ კაბაზე და ქურდებზე. მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე ცოტა ხნით, სანამ სიტუაცია დაწყნარდება.
-არაფერია დასაწყნარებელი! -აღვნიშნე ცინიკურად, -და საერთოდ, არაფერი არაა ამაში საპანიკო. ერთხელ იყვნენ და მაშინაც კაბა მოიპარეს, რატომ ვერ ვხვდები! მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ვხვდები, რომ მეორედ აღარ მოვლენ, რადგან პირველად არ წაუღიათ რამე ფასეული, არც მეორედ არ წაიღებენ.
-საიდან დაასკვენი? რომ გეუბნები, უნდა დამიჯერო. -წარბები შეკრა მკაცრად.
-არ ვარ ვალდებული დაგიჯერო, არც შენ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო. პრობლემა გადაწყვეტილია!
-ყველაფერს ასე მარტივად რატომ უყურებ? -ფეხზე წამოხტა ირაკლი, -ხომ შეიძლებოდა რომ რამე დაეშავებინათ? მერე რას აპირებდით?
-მაგრამ არ დაგვიშავა, მორჩა ლაზღანდარობა! -ხელი ჩავიქნიე.
უკვე ნერვებს მიშლიდა ამდენი ადამიანის ლექცია. გაუთავებელი ღაღადი იმის შესახებ, რომ მე საფრთხე მემუქრებოდა შედეგს მაინც არ გამოიღებდა, რადგან მე არ ვფიქრობდი ასე და მორჩა.
-ნუ ქიქინებ ახლა მოხუცი ქალივით, წამოხვალ და ვსო!
-არ წამოვალ, სულ ძალით რომ გამიყვანო, არ წამოვალ! -მკაცრ უარზე ვიყავი. -დღესაც რამე თუ მოხდა, წამოვალ, ისე არა.
-იცოდე, მეტყვი. -თითი დამიქნია, -არ დამიმალო.
-არა.
-დაიფიცე!
-ძმას გეფიცები!
****
ძლივს გავამწესე ონიანი სახლში და დავაჯერე, რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა და მისი შიშები ჩემ ცუდად ყოფნასთან დაკავშირებით უაზრო იყო.
ტელევიზორი ჩავრთე, რაღაც უაზრო შოუ გადიოდა, უღიმღამოდ ვუყურებდი. უცებ ქარმა დაუბერა ჩემი საძინებლიდან, გამიკვირდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დავკეტე.
გაკვირვებულმა შევჭმუხნე შუბლი და საძინებლისკენ წავედი.
ერთ ადგილას გავქვავდი, როცა ჩემზე 2 თავით მაღალ სილუეტს გავუსწორდი პირისპირ. თვალები ბუდიდან კინაღამ გადმომცვივდა, ქურდი შემრჩა-მეთქი, ვიფიქრე. სული კინაღამ განვუტევე, მგელივით ალივლივებულ თვალებს რომ წავაწყდი და ყველაზე სასაცილო ფრაზა „აქ დამთავრდა ჩემი სიცოცხლეო“ კიდევ უფრო სასაცილო ინტონაციით წამოვიძახე.
-არაფერს დაგიშავებ, -მითხრა მკაცრად და ჩემ კარადაში განარგძო ფოთიალი.
-მანდ.. რა გინდა, აბა? -ავბლუყუნდი ხმადაბლა.
-ბიუზჰალტერს ვარჩევ ჩემთვის და იქნებ, საცვალიც გქონდეს ჩემი სარგო. -ჩაილაპარაკა ცინიკურად.
-სულაც არ არის სასაცილო! -ვთქვი მკაცრად დამშვიდებულმა.
მე და ქურდი საოცრად მშვიდად ვესაუბრებოდით ერთმანეთს, როგორ მოხდა, რომ არ შევწუხდი?
-მერე ვინ თქვა, გაიცინეო? -სავარაუდოდ, წარბშეკრულმა გამომხედა.
-არც მეცინება.
-ასეთ დროს ადამიანმა მსგავსი განაცხადი რომ გააკეთოს, ან გიჟი უნდა იყოს, ან ზედმეტად ჯიუტი.. უკანასკნელი კი საშინლად არ მომწონს! -ჩაილაპარაკა ცბიერად.
რამდენადაც გაკსაკვირი არ უნდა ყოფილიყო, ამ წამს, მე მხოლოდ მისი ხმის ამოცნობაზე ვფიქრობდი. ვინ შეიძლება ყოფილიყო-მეთქი? მილიონჯერ ვკითხე საკუთარ თავს. კითხვაზე კი ერთი და იგივე პასუხი გავეცი.
-ვინ ხარ?
-ჭკვიანური შეკითხვაა! -თავი გადააქნია და ფოთიალი შეწყვიტა. -მგონი უნდა ხვდებოდე, ვინც ვარ!
-მერე ჩემ უჯრაში რა გინდა?!
-რა მალე გადახვედი შენობით ფორმაზე, ლამაზო. -ეშმაკურად ჩაიცინა, -ვფიქრობ, რა ზომის საცვლებს ხმარობ, მეორედ ხელცარიელი რომ არ მოვიდე.
-გაეთრიე აქედან, ახლავე! -გამოვცარი კბილებში, არადა სირცხვილისგან ოხშივარი ამდიოდა.
-არადა როგორ არ მიყვარს უზრდელი გოგონები, -დანანებით ჩაილაპარაკა და მომიახლოვდა.
მეც ინსტიქტურად უკან დავიხიე და დავიყვირე:
-პოლიციას დავურეკავ!
-კარგი, ახლავე მოგცემ ტელეფონს, -ჯიბეებში დაუწყო ძებნა, -უი, დამრჩენია!
-
მადლობა ყველას დადებითი შეფასებისთვის.
სიყვარულით, ზანდა ფაჩულია.



№1 სტუმარი ლიკაა

გააგრძელეეე.უკარგესი და უმაგრააი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent