შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბათობის თეორია (სრულად)


29-10-2015, 19:36
ავტორი N7
ნანახია 14 554

სარკის წინ კიდევ ერთხელ დატრიალდა, უკეთ შეათვალიერა საკუთარი თავი და უკმაყოფილო სახეზე კმაყოფილებამ გადაჰკრა. უკვე წელიწადია გასული, რაც სასწავლებელი დაამთავრა, ამასთან ერთად ყველა სხვა პროცედურაც და შეუძლია თამამად თქვას, რომ რაღაცად გამოდგება. შეუძლია დაიკვეხნოს ფილოლოგი ვარო, მაგრამ ვერ იტყვის კარგიო, რადგან ეს პირველი მცდელობაა საკუთარი თავის გამოცდის. სკოლაში უნდა წავიდეს, სასწაულად უნდა ბავშვობიდან მასწავლებლობა და ეცდება თავი მოაწონოს დირექტორს. სკოლის რანკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ბავშვები ესხდნენ გაკვეთილზე.
სახლიდან გავიდა, კარში გასაღები გადაატრიალა და რამოდენიმე კიბის გადაბიჯების შემდეგ, სადარბაზოდან ქუჩაში გავიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც იჯდა მაო ბებო იქვე, ბებერი კაკლის ჩრდილში და მარაოს ჩვეულად ინიავებდა.
–გამარჯობა, მაო ბებო! – ხელის დაქნევით მიესალმა.
–ბეაკო, ბებო, როგორ ხარ? – თბილად გაუღიმა მოხუცმა.
–კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ?
–ეჰ, როგორ იქნება ჩემნაირი ბებერი, ვზივარ და უაზროდ ვიქნევ ამ მარაოს! შენ საით გაგიწევია ამ პაპანაქებაში?
–ვაკანსიააო ერთ სკოლაში და ბედი მინდა ვცადო!
–უფალი შენკენ! წარმატებები, ბეაკო! – მიაძახა მაომ.
–მადლობა, მაო ბებო! – დაუბრუნა მანაც და კორპუსების ჩიხში შეუხვია.
ეს ჩიხი დიდად არ უყვარდა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, მხოლოდ აქედან გადიოდა უახლოეს გაჩერებასთან. ტელეფონზე საათს დახედა, ათის ნახევარი იყო უკვე. იმედი დაიტოვა, რომ ავტობუსს ამ ჯერად მაინც არ მოუნდებოდა საცობებში გაჭედვა და ავიდა კიდეც. როგორც ყოველთვის, ახლაც უამრავი ადამიანი იყო. დრო რომ ქონოდა მეტი, მორიგს დაელოდებოდა, მაგრამ ახლაც არ იყო დარწმუნებული, რომ ნახევარ საათში მივიდოდა, ასე რომ, მოუწია ასვლა.
რამოდენიმე წლის წინ, როცა უკიდურესად გაუჭირდა მარტოხელა დედას შვილის გამოკვება, ჩაცმა და ამავდროულად უნივერსიტეტის ხარჯების დაფარვა, მიუხედავად იმისა, რომ სრულ დაფინანსებაში იყო, ადგა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ჯერ ისედაც ობოლი გოგო, სულ მთლად დაობლდა. ერთი წლის განმავლობაში არანაირი წვდომა არ გააჩნდა დედასთან ბეას. არც ტელეფონი, არც კომპიუტერი და არც სხვა დანარჩენი, რითაც მათ ერთმანეთის მოკითხვა შეეძლებოდათ, არ ქონდათ, ამიტომაც ერთი წელი ჩაუვარდა უნივერსიტეტში ბეას, რომელიც წინასწარ გლოვობდა დედას. მერე უცხო ნომერი შემოვიდა ბეას ტელეფონზე და საბოლოოდ იწამა სასწაულები. დედა დაუბრუნდა და მის შემდეგ კომპიუტერით იქნებოდა ეს თუ ტელეფონით, კომუნიკაცია არ შეუწყვიტავთ. დედა მუდმივად უგზავნიდა ოფლით ნაშოვნ თანხას და გოგომაც შეძლო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება.
სკოლაში შევიდა და წვალებით მოძებნა კაბინეტი. ჯერ ათი აკლდა ათს. გაუკვირდა, რომ ავტობუსმა თავისებურები არ გააკეთა და როგორც ყოველთვის ხდება, აქაც არ დააგვიანდა. ეტყობა ბედნიერ ფეხზეა ამდგარი დღეს.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და იმის შემდეგ შევიდა, რაც იქიდან თანხმობა მოესმა. ლამაზი, ტანადი ქალის გვერდით იჯდა ძვალმსხვილი ქალი, რომელსაც ასევე არ აკლდა სილამაზე.
–გამარჯობა, – უხერხულობით მიესალმა. – ვაკანსიაზე ვარ მოსული...
–გოგონა, ჯერ ათი საათი არ არის! – მკაცრად ჩაილაპარაკა ტანადმა ქალმა და თვალები გადაატრიალა.
–არაუშავს, ათი წუთი არც იქით, არც აქეთ, – თბილი ღიმილით დაამატა მეორე ქალმა, უკმაყოფილო ქალს მკაცრად შეუბღვირა და მერე ბეას შემოდიო ანიშნა. – ვატყობ საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, არა? – ინტერესით შეათვალიერა.
–დიახ, – უხერხულად შეიშმუშნა ბეა. – სულ რაღაც ოცდაოთხი წლის ვარ, თუმცაღა ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული და გავლილი მაქვს ყველა საჭირო პროცედურა.
–მაშინ სწორ ადგილას მოსულხარ! – თბილ ღიმილს არ იშურებდა ქალი და ათვალიერებდა ბეას.
–არ მგონია გამოუცდელმა ბავშვმა გამკლავება შეძლოს თავისზე ცოტა პატარა ბავშვების, – აწიკვინდა ტანადი ქალი.
–თქვენ რომ სამუშაო დაიწყეთ, ბავშვობიდან დაგყვათ გამოცდილება? – განრისხდა ბეა, თუმცა შეძლო დიპლომატიურად წაეყვანა საუბარი. – თქვენც მიგიღეს სამუშაოზე და იქ შეიძინეთ გამოცდილება. მეც იგივეს ვაპირებ და თქვენთან თუ არა, სხვაგან მაინც მიმიღებენ.
–ლია, მგონი ზედმეტი მოგდის! – შეუღრინა ქალმა, რომელიც აშკარად კეთილად იყო განწყობილი ბეას მიმართ. – თქვენ კი, დაგვიტოვეთ თქვენი CV და ჩვენ განვიხილავთ და პასუხს მოგვიანებით გაგაგებინებთ.
–დიახ, გმადლობ! – თითქოს დაძაბულობა მოეხსნა, ფეხზე წამოიჭრა, თავი დაუკრა, დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.
მთელი გზა ნერვიულობდა და იმაზე მეტად იყო დაძაბული, ვიდრე იქ, ოთხ კედელს შორის.
ტელეფონი ამოიღო და დაქალის ნომერი მოძებნა. რამოდენიმეჯერ გავიდა და ადრესატმა, როგორც ყოველთვის, ახლაც მხიარულად უპასუხა.
–ან, არ გინდა სადმე წავიდეთ?
–წავიდეთ.
–იდეა გაქვს?
–გოგო, დაგავიწყდა? – თითქოს აზრზე მოვიდა ანკა.
–რა? – გაკვირვებულმა იკითხა ბეამ.
–დღეს არჩვაძეების დაბადების დღეა!
–ტყუპების?
–ხო.
–სულ გადამავიწყდა.
–ხოდა დალაგებულია გეგმები! ვიშოპინგოთ? – მხიარულად ჩასძახა.
–ნეტა ყოველ დღე არ ყიდულობდე ახლებს რა! – უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი ბეამ.
–ვითომ შენც არ გიჟდებოდე შოპინგზე რა!
–ნახევარ საათში ჩვენ მაღაზიასთან, – დაუთქვა ადგილი.
გაიგო კოცნის ხმა, რომელიც დაქალმა „გამოუგზავნა“, გაეცინა და გათიშა.
ანკა და ბეა ბავშვობიდან დაქალები არიან. უკვე თხუთმეტი წელია უძლებენ ერთმანეთს. ცხრა წლის იყო ბეა, ანკა კი ათის, ერთმანეთს რომ დაეჯახნენ და იმის გამო, რომ არც ერთმა დათმო პოზიცია, იმის შესახებ თუ რომელი – რომელს დაეჯახა, თმებით ითრიეს ერთმანეთი. მერე ბეას დედამ გაიგო ეს ამბავი და ანკასთან მიიყვანა სახლში მოსაბოდიშებლად შვილი, იქ კი აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყვნენ ისეთი აგრესიულები და კაპასები, როგორიც ერთი შეხედვით გამოჩნდა „ჩხუბის დღეს“ და დადაქალდნენ. იმის მერე სულ ორჯერ არიან ერთმანეთს გაბუტულები, ისიც მაქსიმუმ ერთი კვირა გაგრძელდა და ახლა შეხმატკბილეულები ცდილობენ გაუძლონ ერთურთს.
ზუსტად ნახევარი საათი დასჭირდა მაღაზიასთან მისასვლელად, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ. სულ აქ ნახულობდნენ იმას, რაც სჭირდებოდათ, ამიტომ აღარ უწევდათ სხვაგან ბოდიალი. თანაც მაღაზიისთვის მიებათ კაფე, რომელიც უკვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ექცათ გოგოებს.
–ანკა, სად ხარ? – ღრენვით ჰკითხა მას შემდეგ, რაც უპასუხა გოგომ.
–ხუთ წუთში მანდ ვარ. შენ თავს ვფიცავარ, აფციაურისხელა საცობებია, – ამოიზმუვლა და მძღოლის ყურთან დაყვირების ნაცვლად, ბეას დაუყრუა ყური „გააჩერეს“ ძახილით.
–ვთიშავ და მალე მოდი, – ჩასძახა გაბრაზებულმა.
–ფეხით მოვდივარ და ვეცდები მოვაღწიო მალე.
–მანქანა სად გააქრე?
–ვულკანიზაციაშია, – ჩაიფხუკუნა. – ავადაა.
–კიდე კარგად გიძლებს, – წარბები, უკმაყოფილების ნიშნად, კუშტად შეკრა და ხალხს შეავლო თვალი. – მოდი ახლა მე შევალ, იქნებ რამე ნორმალური ვიყიდო, თორე ამევსო შენ ხელში გარდერობი გამომწვევი კაბებით.
–ეე! არ გაბედო! – წამოიყვირა.
–რა გაყვირებს? ყველა ზედ რომ არ შეიხედო, არა?
–არა. მოვედი!
ბეას წინ აშკარად არც და ვერც იქნებოდა, ამიტომ უკან მიიხედა. ჰორიზონტზე მართლაც ჩანდა ანკა. თავისი სასაცილო სიარულით, გაჯგიმული მოარღვევდა ჰაერს. ფხუკუნი, რომელიც მისი დანახვისას დაეწყო, სიცილში გადაეზარდა.
–მე დამცინი? – თითი მკერდისკენ წაიღო ანკამ და წარბები ზემოთ აზიდა.
–აბა სხვას ვის უნდა დავცინოდე? – გადასაკოცნად წაიწია ბეა.
–შენ მოგხვდება! – შეუღრინა და ჰაერს უფრო აკოცა, ვიდრე დაქალს.
–შენც არ აგცდება! – ნიშნისმოგებით გაუღიმა და მაღაზიაში შევიდა. – უკვე აღარ შემიძლია ამ მოკლე, გამომწვევ კაბებში და იმედს ვიტოვებ არ იყოჩაღებ! – გამაფრთხილებელი ტონით უთხრა.
–კაი რა, ბეატრის! რანაირი ქალი ხარ შენ?
–რანაირი და ჩვეულებრივი! – პოზიცია არ დათმო.
–ნახე რა კარგი კაბაა! – წამში შეამჩნია მიმზიდველი კაბა და კი არ წავიდა, გაიქცა, თითქოს ვინმე დაასწრებდა.
–მე მაგას არ ჩავიცმევ! – როგორც კი დაეწია, მაშინვე მკაცრად მოახსენა.
–და მერე ვინ გეპატიჟება? – ამრეზით ახედა.
–ანკა, შენ აპირებ მაგის ჩაცმას? – ახლა ბეამ შეათვალიერა ამრეზით.
–ხო, რა იყო, ჩემ ფორმებს რა დაუწუნე? – კაბა დაუკითხავად ჩამოხსნა და გასახდელისკენ დაიძრა.
რამოდენიმე წუთი ბეა ტელეფონს ათამაშებდა ხელში და უკვე ბრაზით იბერებოდა. არ უყვარდა ეს გადაპრანჭული გოგოები და რა ექნა? მართალიც იყო, რა საჭიროა უკანალამდე ჩახსნილი კაბა გეცვას დაბადების დღეზე, როცა შეგიძლია ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმლით გამოცხადდე და თავისუფლადაც იყო?! არ ესმის და ამიტომაა, რომ ბოლო ორ დაბადების დღეზე, სადაც ანკას გარეშე მოუწია წასვლა, ჯინსის შარვლითა და უბრალო მაისურით იყო.
–დიდება შენს გამოჩენას! უკვე სამაშველოში ვრეკავდი! – სიცილით წაკბინა დაქალი და შემდეგ შეათვალიერა.
შავი, ბრჭყვიალებით გართული, კოჭებამდე კაბა, რომელიც მუხლს ზევით იყო ჩახსნილი და უკან ღრმად ამოჭრილიყო, უფრო ლამაზს ხდიდა ანკას.
–თმებს თუ დაიხვევ, იდეალური ხარ! – აღტაცება ვერ დამალა ბეამ.
–ღმერთს მადლობა, შენ რაღაც კარგი წამოგცდა! – გადაიხარხარა ანკამ და ბედნიერი დატრიალდა კიდევ ერთხელ სარკის წინ.
მერე გადაიხადეს და ბეას კაბის საყიდლად დაიძრნენ. ბევრი იარეს რიგებსა და განყოფილებებს შორის, მაგრამ ყველაფერზე ცხვირს იბზუებდა ბეა. მოსაწონს ვერაფერს ნახულობდა. ბოლოს ისევ თავად გააკეთა არჩევანი. კაბა მოეწონა. ვერ ვიტყვი, რომ კოჭებამდე იყო დაფარული და არ იყო მიმზიდველი, მაგრამ ამ გოგოს თუ ასეთი გემოვნება შეუჩინა ანკამ, რაღაცით კარგიც კია, იქნებდა ბედი გაეხსნას. კრემისფერი, მუხლს ჩაცელილი კაბა იყო, სულ ორი ან სამი სანტიმეტრით, დეკოლტე, მკერდის არესთან ბრჭყვიალებით გაფორმებული და დანარჩენი სადა. გაისინჯა და მოერგო თუ არა, მაშინვე განაცხადა, რომ ყიდულობდა. ფასმა ცოტა შეაცბუნა, მაგრამ უღირდა. ასე კაბა დიდი ხანია არ მოსწონებია და რა იცის, იქნებ მისი საბედოც ამ კაბამ მოიტანოს!
ფეხსაცმელზე უარი განაცხადა ბეატრისმა, მაქვსო, ანკამ კი ორი წყვილი შეიძინა.
საბოლოოდ, პარკებით დახუნძლულებმა დატოვეს შენობა. ბეას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და ჩანთაში ჩასახედად გაჩერდა. გაჩერდა და ვაი იმ გაჩერებას. ზურგზე მძიმე დარტყმა იგრძნო, ისღა გააცნობიერა, რომ ვიღაც ძლიერი დაეჯახა და მიწაზე განთხმულმა ტკივილისგან ამოიკვნესა. დამჯახებელი, რა თქმა უნდა, მამაკაცი იყო.
სანამ ბეა ასფალტზე ნებივროვბდა, მამაკაცი წამოდგა, გასუფთავდა. გოგო მაშინღა გამოფხიზლდა, როცა ჩრდილმა დაფარა და გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები. ფეხებიდან მზერა გამოწვდილ ხელზე შეაჩერა, შემდეგ იმასაც არ დასჯერდა და სახეზე შეხედა. თვალებზე თითქოს ბინდმა გადაჰკრაო, ვერ გაარჩია მამაკაცის სახე.
–ადგებით თუ კომფორტულია? – უცნობი დამჯახებელი მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა შეაფხიზლა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. ფეხზე წამოდგა და გასუფთავებას შეეცადა.
როცა თავადაც დაასრულა გასუფთავება, მამაკაცს უკეთ შეხედა. მისმა სიმპათიურობამ წამში დაატყვევა, მაგრამ ვულკანი ამოფრქვევას ლამობდა. პარკს გადახედა, რომელიც ტალახში გორავდა და საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან.
–დამეჯახე, წამაქციე, დამჟეჟე, კაბა გამიფუჭე და ირონიულ კომენტარსაც არ იშურებ? – გამოსცრა კბილებში გაბრაზებულმა.
–მაპატიე, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა, უბრალოდ მეჩქარებოდა და არც ჩემი კომენტარი ყოფილა ირონიული, – როგორც ბეას, ასევე ანკას გასაკვირად, მამაკაცმა თბილად გააგრძელა საუბარი, – წაქცევასა და დაჟეჟილობებს მე ვერ გამოვასწორებ, მაგრამ კაბას ახალს გიყიდი.
ბეამ გაკვირვებულმა ახედა თავისზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს და შემდეგ ტუჩები მობრიცა.
–არ მინდა ახალი! – განაცხადა მკაცრად და მოფხუკუნე დაქალს მუჯლუგუნი ვითომდა შეუმჩნევლად გაკრა.
–„მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია“? – სასაცილოდ გააჯავრა მამაკაცმა და დიდი ხნის ძმაკაცივით გადახვია ხელი. – ახლა მე და შენ ვიყიდით იგივე კაბას, ოღონდ ახალს და კიდევ რასაც ხელს დაადებ! უარს არ მივიღებ! – თბილად გაუღიმა და დატყვევებული ბეაც მორჩილად დაჰყვა დამანგრეველისა და ამავდროულად ამშენებელის ბრძანებას.
სახლში რომ მივიდა, ერთიანად აეტანა ემოციებს, რის გამოც მთელი სხეული უკანკალებდა. ასეთი რაღაც პირველად დაემართა. ასეთი თავაზიანი და სიმპათიური კაცი ცხოვრებაში პირველად ნახა. თანაც განწყობაც არ ჰქონდა ცუდი. ანკას სინამდვილეში მის გამო უთხრა უარი სალონში გაყოლაზე, მაგრამ არ უთქვამს სიმპათიებზე, რომლებიც ერთი ნახვით გაუჩნდა. ან კი როგორ უნდა ეთქვა, მიახლიდა ასე პირდაპირ, რომ ქალი, რომელსაც ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი არ ყოლია, ერთი ნახვით დაბრმავდა? საკუთარ პრინციპებს არ გადააბიჯებდა მაშინ, როცა იცოდა, რომ შემდეგ შეეძლო სხვა მოსწონებოდა და ეს მოწონება ერთ, რიგით ახირებად ჩაეთვალა.
საღამო უკვე ახლოვდებოდა. საჩუქარს ანკა არჩევდა ტყუპებისთვის, თავად კი ისღა დარჩენოდა გამზადებულიყო და დაქალისთვის გაევლო.
შხაპი მიიღო და მომზადებულ კაბაში ჩაძვრა. იმაზე უკეთ მოერგო, ვიდრე იქ, გასახდელში. ალბათ, მამაკაცის მაფია ერია. კაბა ჩაიცვა თუ არა, თმის გასაკეთებლად დიდი სარკის წინ დაჯდა. ეს სარკე უყვარდა, რადგან ეგონა განსაკუთრებულს აჩენდა, თან თითქოს „ვინ არის ყველაზე ლამაზიო“ კითხვაზე პასუხს მისცემდა შენო. არადა სარკე რა შუაში იყო, როცა თავად ქონდა ასეთი განსაკუთრებული აღნაგობა. ლამაზი სახე, ლამაზი ტანი, მოკლედ,არაფერი აკლდა. თმის კეთებაში, საკუთარ თავზე, გაწვრთნილი ქონდა ხელი. თანაც არც თუ ცუდი სტილისტი არის, ასე რომ, არ სჭირდებოდა სალონებში სიარული და მსგავსი „პრანჭიაობები“. ნუ ასე თავად ფიქრობდა, თორე ქალმა სალონიც არ უნდა მოიკლოს და მსგავსი უამრავი „პრანჭიაობა“. თმა ჩაიწნია, შემდეგ კოსად შეკრა და წინ ჩამოშლილი თმა, რომელიც უფარავდა სახეს, დაიხვია და ისე ჩამოიშალა. შემდეგ ლაკის მაღალქუსლიანები, რომლებიც თითქმის ხელშეუხებლად უმშვენებდნენ ფეხსაცმელების კარადას, გადმოიღო და მოირგო. უკვე ერთ წლამდეა, რაც დედამ ეს ფეხსაცმელები გამოუგზავნა, თუმცა მისი კომუნისტური შეხედულებები არ აძლევდა უფლებას, რომ თავი ამგვარი აქსესუარებით დაეტვირთა და ეს უპრეცედენტო შემთხვევაც ძალიან სპონტანურად მოხდა. მაკიაჟს რაც შეეხება, ძლივს შესამჩნევი ტუჩსაცხი წაისვა, კონტური გადაიტარა და თვალებიც მცირედად მიმოხაზა ლაინერით.
ტაქსი გამოიძახა და როგორც კი ფანჯრიდან დაინახა, რომ მოვიდა, კიბეზე დაეშვა. იმის გამო, რომ მაღალქუსლიანები წელიწადში ან ორწელიწადში ერთხელ ეცვა, ფეხები გამუდმებით უბრუნდებოდა და წვალებით ჩაიარა ათი საფეხური. სწორ მიწაზე რომ დადგა ფეხი, ამოისუნთქა და ტაქსიში ჩახტა. დაქალის მისამართი უკარნახა.
ტყუპები ჩვეულ ფორმაში დაუხვდნენ. სადღესასწაულო კოსტუმებითა და სახეზე უამრავი მაკიაჟით. ბეას დიდად ვერ ხიბლავდნენ ეს გოგოები, მაგრამ ანკას ვერ „უტეხავდა“. გაუტეხავდა და დაქალი თავს გაუტეხდა მას, ასე რომ, უსიამოვნებებს იცილებდა. მხიარული ღიმილით შევიდა სახლში. სახლში რა, ეზოში, რადგან მშვენიერი წვეულება ეზოში მოეწყოთ.
ვერაფრით აჰყვა ბეა წვეულების რითმს. ანკა კი ცეკვავდა და მხიარულობდა, მაგრამ ბეას ფიქრები ისევ იმ მამაკაცთან იყო. სახელის კითხვაც რომ ვერ მოიფიქრა, იმაზე ბრაზდებოდა. ეკითხა სახელი, სადაც მისი ნაყიდი კაბით უნდა იაროს, იქაც სახელის ცოდნა არაფერს აფუჭებდა, მაგრამ იმდენად დაიბნა, რომ ვერ მოიფიქრა არამც თუ რამე ეკითხა, ასევე ხმა ამოეღო.
–ბეატრის! – დაიყვირა ანკამ და მის მტევანს მისწვდა. – წამოდი იქ ვინ არის... – ჩურჩულზე გადავიდა.
–სად ვინ არის? – ფიქრებიდან ახლად გამოფხიზლებულმა ვერ მოახდინა ადაფტირება დაქალის ნათქვამთან.
–იქ, – თვალებით ანიშნა მარცხნივო და ბეაც ინტერესით შეუდგა თვალიერებას, თუმცა ზურგით მდგარ ხალხში ვერავინ ამოიცნო ნაცნობი.
–რა მინიშნებებით მელაპარაკები, მეტყვი ვინ არის? – გაბრაზდა ბეა.
–ის კაცია დღეს რომ დაგეჯახა და მერე მთელი გულისხმიერებით აღგიდგინა დაზარალებული კაბა, – სიცილით ჩაილაპარაკა.
–კაი? – აღმოხდა გაოცებულს და უფრო დაკვირვებით დაიწყო ხალხის ბრბოში უცნობ–ნაცნობი მამაკაცის ძებნა.
–ვისთან ერთად არის, არ გაინტერესებს? – კმაყოფილი სახე უკმაყოფილო გამომეტყველებამ შეანაცვლა.
–ვისთან? – პასუხის მოლოდინში მიაჩერდა დაქალს ბეა.
–შენი დაქალის დაქალი, ნია, – ფხუკუნით ჩაილაპარაკა.
–ნია? – უფრო გაოცდა ბეა.
–ხო.
–წარმოუდგენელია, – თვალები გაკვირვებისგან ჭყიტა და ჰორიზონტზე გამოჩენილ წყვილს შეავლო თვალი.
როგორც ჩანს, ნიამაც შენიშნა მეგობარი და ღიმილით დაიძრა მისკენ. მამაკაცისთვის, რომელსაც ასე თუ ისე ცნობდა ბეა, ხელმკლავი გამოედო და ღიმილით მოდიოდნენ ბეასკენ. როგორც ჩანდა, მამაკაციც ისეთივე დაბნეული იყო, როგორიც ბეა და მეტადაც.
–ბეატრის! – ღიმილით გაიწია ნია მისკენ და ჰაეროვნად გადაკოცნა.
–ნია, როგორ ხარ? – ნაძალადევად გაუღიმა თბილად.
–კარგად, შენ? აქ არ გელოდი...
–მეც არამიშავს. რა დამთხვევაა! – თავი ოდნავ გადაწია და მამაკაცს ახედა.
–უი, ხო. სულ დამავიწყდა! – წამოიძახა, – ეს გუგაა. გუგა, ეს ბეატრისია! – ღიმილით წარუდგინა ერთმანეთს უცნობ–ნაცნობები.
–ლამაზი სახელია ბეატრისი! – ორაზროვნად გაუღიმა მამაკაცმა და ამით ანიშნა, რომ არ იყო საჭირო დღევანდელი თავგადასავლების წარდგენა.
–მადლობ! – არც მან გამოაპარა ღიმილის მიღმა დამალული მრისხანება, თუმცა თავადაც არ იცოდა რამ განარისხა. უნდა უხაროდეს, ახლა უკვე სახელიც იცის!
მათი დიალოგი, რომელიც უსიამოვნოდ გაგრძელდებოდა, რაშიც ყველა დარწმუნებული იყო, ტელეფონის ზარმა შეწყვიტა. ბეას ურეკავდნენ. უცხო ნომერი იყო.
–მაპატიეთ, – უთხრა და მოშორებით გავიდა.
ისეთი ადგილი რომ ვერ ნახა, სადაც ხმა დახშული იქნებოდა და მხოლოდ მის ხმას ვერ გაიგებდნენ, სახლისკენ აიღო გეზი და კარით პირველივე ოთახში შევიდა, თანაც საგულდაგულოდ გამოკეტა კარი.
–გისმენთ, – უპასუხა მაშინვე, როგორც კი სიჩუმე დაიგულა.
–ბეატრისი ბრძანდებით? – ხმა მიეგება, რომელიც ძალიან ეცნობოდა.
–დიახ.
–გილოცავთ, სამსახურში აგიყვანეთ! – გახარებულმა ხელები მომუშტა და ტუჩის ცალ მხარეს უკბინა, რომ არ ეყვირა. – ხვალ თუ მობრძანდებით სკოლაში, საბუთებს და კაბინეტს დაგახვედრებთ, მოეწყობით და შემდეგ სექტემბრამდე დავემშვიდობებით ერთმანეთს!
–დიახ, მოვალ! უღმესი მადლობა! – გახარებულმა უთხრა.
–გაიხარე.
–ისა... – სწრაფად დააწია ხმა, სანამ ტელეფონს გათიშავდა.
–დიახ, გისმენ.
–რომელზე უნდა მოვიდე ხვალ?
–ცხრიდან – სამამდე ნებისმიერ დროს.
–კარგით, გმადლობთ და ხვალამდე.
–კარგად!
გათიშა თუ არა კავშირი, ცარიელ ოთახში კივილსა და ხტუნაობას მოჰყვა. რას წარმოიდგენდა ვინმე მის ხმას თუ გაიგებდა ან სახლთან ვინმეს რამე ესაქმებოდა. კარში თავი შემოყო მამაკაცმა და შემდეგ სხეულიც შემოტია.
–მშვიდობაა? – იკითხა და სავარძელზე მისვენებულ, დაღლილსა და ემოციებისგან დაცლილ ბეას გადახედა გუგამ.
–კი, – დაბნეულმა შეხედა მამაკაცს და უფრო დაიბნა, როცა გუგა შერჩა ხელში.
–ძალიან შემეშინდა, რაღა დაგიმალო! – კარი მიხურა და იქვე, დივანზე ჩამოჯდა.
–რამ შეგაშინა? – ღიმილით ჩაილაპარაკა ბეამ.
–ქალებზე ძალადობის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ასეთ ადგილებში ხშირია ასეთი საქმიანობები მამაკაცების მხრიდან, – მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა.
ბეას ტუჩის ცალ მხარეს ღიმილი შეეპარა.
–შენ ალბათ თავს მაჩვენებ...
–ანგელოზი არ ვარ, – წინადადება გააწყვეტინა და მოჭრით უპასუხა.
–ხო, კარგია! – გაეცინა.
–შენ რა გიხაროდა? – ეჭვნარევად კითხა.
–სამსახურში ამიყვანეს, – გახსენებაზე თითები გახლართა ერთმანეთში და „მეოცნების პოზიცია“ მიიღო.
–გილოცავ.
–მადლობ.
რამოდენიმე წუთით დუმილმა დაისადგურა ოთახში. უნდოდა ეკითხა ბეას ნია ვინ იყო მისი, მაგრამ ვერ გაბედა. თითქოს შებოჭილი იყო, რადგან იცოდა ასეთ კითხვებს სხვის საქმეში მოკირკიტეები სვამდნენ.
–ძალიან გიხდება ეგ კაბა, – ღიმილით აღნიშნა გუგამ.
–მადლობა, – სახეზე სიწითლე შეეპარა ბეას. ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ოთახში მკრთალი განათება იყო და როგორც თავად ვერ ხედავდა დეტალებში მამაკაცის სახეს, ალბათ ისიც ასევე ვერ დაინახავდა.
–ტყუპებთან რას აკეთებ? – როგორც ჩანდა, მამაკაცს არ სურდა დასრულება საუბრის.
–ანკას დაქალები არიან. ანკა ის გოგოა, ჩემთან ერთად რომაა, – დაამატა მას მერე, რაც მიხვდა ვერ გაერკვა სიტუაციაში მამაკაცი.
–გასაგებია, – ფეხზე წამოდგა, სიგარეტის ნამწვი იქვე მიდებულ საფერფლეში დატოვა, ჰალსტუხი, რომელიც დახვეწილ კოსტუმს უფრო დახვეწილს აჩენდა, გაისწორა. – კარგი ბეატრის, სასიამოვნოა შენთან საუბარი, მაგრამ ნია პანიკას ატეხს, – ღიმილით დაემშვიდობა.
–ასევე. კარგად! – დამშვიდობების მიზნით ფეხზე წამოხტა ბეაც, დაბნეული.
ამ ჟესტზე მამაკაცს გაეცინა, კარი გახსნა და გავიდა.
დარჩა ოთახში ყურებამდე გაკრეჭილი ბეა. რამოდენიმე წუთი უყურებდა კედელს გაშტერებული და იღიმოდა. გუგას პიროვნება ძლიერ ხიბლავდა, მაგრამ ნია ბარიერზე მეტი იყო, როგორც ჩანდა.
ოთახში ანკა შემოვარდა.
–დადაამ! – იყვირა და ბეა მისმა კისერზე კონწიალმა გამოაფხიზლა.
–გოგო, გაგიჟდი? – უმალ უსაყვედურა დაქალს.
–რაო გუგაჩკამ? – წარბები აათამაშა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
–რაო და მიყვარხარო, რას იტყოდა, – გაეცინა ბეატრისს და ჩამოკონწიალებული ანკა მოიცილა.
–მართლა? – წამოიყვირა გაოცებულმა და პირი გახსნა.
დასახურავად ნიკაპზე მოუჭირა ხელი ბეამ.
–არა. სამსახურში ამიყვანეს, ვიკივლე და შემოვიდა ძალადობა ხომ არ არისო, – ამაზე კიდევ უფრო გაეცინა.
–დაიცა და ნებითობა რომ ყოფილიყო, უნდა შემოვარდნილიყო უნახავივით? – ტუჩები დაბრიცა ანკამ.
–შენ არ ხარ ნორმალური, ხო იცი?! – რიტორიკული შეკითხვა დასვა და გარეთ გავიდა.
ხალხს შეერია. ხასიათზე მოსული წრუპავდა კოქტეილს და ტანს ნაზად აყოლებდა მუსიკას, რომელიც სმენას უხშობდა.
სწრაფი ტემპი მოულოდნელად შეიცვალა ნელი, წყნარი მუსიკით და ბეამაც ხელი ჩაიქნია. კოქტეილის გამოსაცვლელად დაიძრა ერთ–ერთი მაგიდისკენ. გამოცვლიდა კიდეც, იქ მისულს რომ არ დასწეოდა მამაკაცის სასიამოვნო ხმა, რომელიც ცხელ სუნთქვასთან ერთად კისერზე მიეფრქვა და სხეულში გასცრა ბეას.
–ხომ არ გვეცეკვა? – დაუკითხავად შეუცურა წელზე ხელი და ტანი ნელა აამოძრავა მამაკაცმა.
ბეა გაიტვრინა და გაფაციცებით დაელოდა მოვლენების განვითარებას. ეს ის მომენტი იყო, როცა დომინანტობას არამც თუ ცდილობდა, არამედ ვერც ბედავდა კიდეც.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ხელი ტუმბოსკენ გააცოცა და ტელეფონის ღილაკის მოძებნის შემდეგ, ძლიერად დააჭირა, რათა ჩაერთო. ჯერ ცალი თვალი გაახილა და ისე შეხედა ტელეფონზე მოციმციმე ციფერბლატს, შემდეგ მეორეც ჭყიტა და თავის თავზე გაავებული წამოფრინდა. „ღმერთო ჩემო! უკვე თორმეტია! რას იფიქრებს ის ქალი!“ – დაბალ ხმაზე ჩურჩულებდა თავისთვის და დაბნეული დაქროდა ოთახიდან ოთახში. ტანისსამოსიც არ გაემზადებინა. არ რა, უფრო ვერ. წუხანდელი საღამო გუგასთან ცეკვით დაგვირგვინდა. იცოდა ნიას პრანჭვების ამბავი და მუდმივად შიშით აცეცებდა თვალებს მთელი მუსიკის განმავლობაში, თუმცა ნია ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და ბეასაც, რა თქმა უნდა, მოსწონდა ეს ამბავი.
შხაპი რეკორდულად სწრაფ დროში მიიღო და ხელში მოხვედრილი პირველივე ტანისსამოსი მოირგო. ახლა ნამდვილად არ იყო დრო ათასი პროცედურისა და გაბრანჭვის. ან რა ეპრანჭებოდა, იქნებ გადაეფიქრა იმ ქალს მისი სამსახურში აყვანა, როცა ბეას დაუდევრობის ამბავს გაიგებდა. თუმცა არც ისეთი დაუდევარია, როგორც თავად ფიქრობს, რადგან ის ელოდება უმეტეს შემთხვევაში ანკას, ვიდრე პირიქით.
მარშუტკის გამოჩენას არ დალოდებია, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. მისდა საუბედუროდ, დღესაც არ აცელია არც ერთ წითელ შუქნიშანს, რის გამოც კარგად ილანძღა. მოხუცი მძღოლი მიმზიდველი ქალისკენ მზერას გააპარებდა, ჩაიღიმებდა და ისევ საჭეს მიუბრუნდებოდა. რამოდენიმე წუთში სკოლაში იყო.
მანდატური დაუხვდა იქვე. მანდატურ მამაკაცში თავისი სკოლის კლასელი იცნო და მხიარულად მოიკითხა. დიდი დრო არ ქონდა და მოკლე კითხვა–პასუხებით შემოიფარგლა.
–ახლა უნდა ავიდე დირექტორთან, სამსახურში ამიყვანა და რამოდენიმე საბუთიაო მოსაწესრიგებელიო. რომ ჩამოვალ, ვისაუბროთ, თუ არადა მომავალი წელს სხვაგან კი არ ვიქნები! – გამხნევების ნიშნად მხარზე ძმაკაცურად წაკრა ხელი. – ნუ იმ შემთხვევაში თუ ახლა არ დავაგვიანე უარესად და იმ ქალს არ გადავაფიქრებინე ჩემი აყვანა, – სიცილით გადმოსძახა უკვე კიბიდან და გაჯგიმულმა აირბინა უკანასკნელი საფეხურები.
კაბინეტის კართან მისულს, ჩიტივით აუფართხალდა გული და თავის თავს გაუბრაზდა. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული თითებით, რომელიც მოემუჭა, კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. იქიდან რომ თანხმობა მიიღო შესვლის ქვევით ჩააცურა თითები, რომლებიც სხეულთან ერთად ცახცახებდნენ და სახელური ჩამოსწია. მაშინვე ინანა რატო არ დალია წამოსვლის წინ ვალერიანი ან რამე სხვა დამაწყნარებელი საშუალება. ჩანთაში მაინც ჩაეგდო თუ მაინცდამაინც დალევა დაეზარა, მაგრამ მოფიქრება ხომ უნდა?!
–გამარჯობა, ბეატრის! – თბილი ღიმილით მიესალმა უკვე ნაცნობი და საყვარელი ქალი. სათვალე მოიხსნა და ფეხზე წამომდგარი მიეგება.
–გამარჯობათ... – სახელის უცოდინრობის გამო წაიბორძიკა.
–ბელა, – მიუხვდა დაბნევას ქალი და ხელი გაუწოდა. – მიხარია, რომ შენნაირი საყვარელი და კარგი თანამშრომელი შეიძინა ჩვენმა სკოლამ! – გაამხნევა, – იმედია მოგვიშინაურდები და გაკვეთილებზეც გეყოფა იმდენი გამბედაობა, რომ ბავშვებს მკაცრად მიუდგე.
–შევეცდები, – თქვა და თითების მტვრევას მოჰყვა.
–დაბრძანდი, რატომ დგახარ? – ღიმილით მიუთითა სკამზე და თვითონაც ჩაეშვა.
ბეამაც მიბაძა ქალს, ოღონდ შედარებით ჰაეროვნად ჩაეშვა სკამზე.
–იმედია დავმეგობრდებით, ახლა კი საბუთებსა და კონტრაქტებს მოგაწვდი და ხელი მომიწერე.
–დიახ.
გამოწვდილი ქაღალდები სინაზით გამოართვა და კალამს გადაწვდა.
–ჯერ წაიკითხე, იქნებდა ტერორის მოწყობაზე აწერ ხელს, – მის უმწიკვლობაზე გაეცინა ბელას.
–სიტყვაზე გენდობით! – გაიჯგიმა უფროსის გულწრფელობით გათამამებული ბეა და დანიშნულ ადგილებზე დატოვა კვალი.
–ახლა წამოდი, გაჩვენებ შენ კაბინეტს. შეგიძლია, თუ რამ მოგინდება, მოიტანე და მოაწყე შენ გემოზე!
დიდი დერეფანი გაიარეს. ბელას ნელი ნაბიჯებით, აღელვებული ბეა მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ცოცხალი პოზიტივი იყო და ნამდვილად ფორტუნა ბეას მხარეს იყო ამ შემთხვევაში, მაინც იყო რაღაც დაძაბულობა, რომელსაც ეს თამამი გოგო ვერ ხსნიდა.
კაბინეტი ულამაზესი აღმოჩნდა. ისეთი დიზაინის, თითქოს ბეატრისისთვის გაეკეთებინოს ვინმეს, რადგან სწორედ ასეთ სადა ოთახებზე ირევა.
–სასკოლო ავეჯი გამოვცვალეთ და რამდენიმე კვირაში ჩამოგვივა ევროპიდან ახალი. ვინაიდან და რადგანაც კერძო სკოლაა და მშობლებიც ფულს გვიხდიან, ვალდებულები ვართ კეთილი გარემო მოვუწყოთ მათ ბავშვებს.
ბეას გაეღიმა ქალის გულწრფელ ტონზე. გონებაში გაივლო როგორ მოაწყობდა ოთახს, მაგრამ ჯერ მორცხვობდა და ვერ შეძლებდა. ნუ რა მოწყობა უნდა, ყველანაირად კეთილ–მოწყობილი არის, მაგრამ მაინც არის შტრიხები, რომელიც უკვე გამოასწორა გონებაში.
–უღრმესი მადლობა, ქალბატონო ბელა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი! – გულწრფელი ბგერები ამოუშვა ყელიდან და ასევე გულწრფელად გაუღიმა.
–რას ამბობ! მიხარია, რომ ჩვენ სკოლაში იძენენ შენნაირი გამოუცდელი, თუმც კარგი პედაგოგები გამოცდილებას!
კიდევ რამოდენიმე მადლობა–არაფრის შემდეგ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ბეაც სახლისკენ დაიძრა. ნაცნობი მანდატური კარში არ დაუხვდა, თუმც არ წყენია, რადგან ახლა ემოციებით იმდენად იყო სავსე, რომ ბანალურ ლაპარაკს და „მომიკითხე–მოგიკითხეს“ ვერ აიტანდა.
გზიდან ანკას დაურეკა. მხიარულად მოახსენა თავისი ამბები და გააფრთხილა, რომ დღეს ბარში ამას აუცილებლად აღნიშნავდნენ. კარტიდან დანაზოგი თანხა მოხსნა და ბარში შეუკვეთა რაღაცეები, შემდეგ კი განსატვირთად სახლში ავიდა.
საღამო მალე მოახლოვდა. მითუმეტეს, რომ შუადღისას ანკა ესტუმრა, „უშენოდ საღამომდე როგორ გავძლებდიო“. ეს გოგო მეგრელია და რა გასაკვირია მისი აფერისტობის ამბავი. ანკა ცხადაიას თითქმის მთელი თბილისი იცნობს, თუმცა თავად როდი ახსოვს გუშინ რომელ ერთს წაეაფერისტა თავისი საქმისთვის. თუმცა უნდა აღიაროს ბეამ, რომ მასზე მაგარი დაქალი არ არსებობს მთელ ქვეყნიერებაზე. თუ აფერისტობს კიდე საჭიროა და წერტილი.
ბარში რამოდენიმე უახლოესი დაქალი დაპატიჟა. ძმაკაცებით ვერ დაიკვეხნის, სულ თითზე ჩამოსათვლელად ყავს ბიჭი მეგობრები. მამა მკაცრად ზრდიდა, არ სურდა, რომ თავის ქალიშვილს ნაადრევად დაედგა ბიჭებზე თვალი და ამ უკანასკნელი გარემოების გამო, არ იყო მიჩვეული ბიჭების გარემოცვას. რამოდენიმე „პაკლონიკიც“ მამამისმა მოაშორა. რომ დაუბრიალებდა ახმახი კაცი თვალებს ბიჭებს, კურდღლებივით გარბოდნენ ისინიც. და რა გასაკვირია, რომ ცხოვრებაში პირველად შეხედა ნორმალურად ბეამ მამაკაცს და პირველივე შეხედვის თანავე მოეწონა. თუმც არ იფიქროთ, რომ აქამდე ბიჭი არ მოწონებია. რამოდენიმე კონტაქტი ყავდა, ისე უბრალოდ, თითქმის ტელეფონით რომ იხსენებდა, მაგრამ სერიოზულად არც ერთზე უფიქრია.
გოგოები დათქმულ დროს უკვე ბარში იყვნენ. ელიტარული საზოგადოება ვერ ხიბლავდა ბეას, თუმცა ერთ–ერთი დაქალი საკმაოდ სახელგანთქმული და საპატივცემულო ოჯახიდანაა. ბეასა და ანკას სასიამოვნო სიურპრიზი დაუხვდათ ბარში. ნუ ანკას რა, ბეას, თორე ანკა ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ სიურპრიზის...
ბეა დიდი ხანი იყო წერით შეპყრობილი. განსაკუთრებულად დეტექტივი იზიდავდა და ისიც მუდამ წერდა და წერდა. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დაქალებმა იცოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ თხოვდნენ სტამბასთვის მიემართა ბეას, მტკიცე უარზე იყო, „რა ისეთს კიდე მე ვწერ, რომ ვინმემ დაბეჭდოსო“ – გაიძახოდა. დღეს კი, როცა სამსახურში აიყვანეს, გადაწყვიტეს ეს სიურპრიზი ენახებინათ, რომელიც უკვე გაკეთებული ქონდათ და სადაბადებისდღეოდ ინახავდნენ.
ვერ წარმოიდგენთ როგორ გაბედნიერდა ბეა. ყველაზე ნაკლებად ელოდა და ყველაზე მეტად გაუხარდა. ის შრომა, რომელიც ისევ თავისი თავისთვის ქონდა გაწეული, უფასდებოდა და რამოდენიმე ეგზემპლარად დაბეჭდილი წიგნი მალე სახელს გაითქვამდა საზოგადოებაში.
კარგად მოილხინეს. გოგოებმა ბევრი სვეს, თუმცა ბეა სასმელს არ გაკარებია. მალევე მოიმიზეზა, რომ ცუდად იყო და ბარი დატოვა. ჯერ ათი იყო, ფეხით მოუნდა გასეირნება. წიგნი გადაშალა და ლამპიონის მკრთალ შუქზე დაიწყო ასოების გარჩევა. თითქოს დარწმუნება უნდოდა, მართლა იდო თუ არა თავისი სული ამ წიგნში. არ დასცალდა დამოწმება, რადგან ძლიერად დაეტაკა ვიღაცას ან პირიქით, ის დაეტაკა მას, თუმცა როგორც იყო, ვიღაცის სხეული გზის პირას გაიშოტა და მის ზემოდან აღმოჩნდა ბეაც.
ცხელი სუნთქვა რომ მიეფრქვა, მაშინ გაახილა გოგომ თვალი და ნაცნობ თვალებს ჩააშტერდა, დასარწმუნებლად, რომ ნამდვილი იყო. დასისხლიანებულ სახეზე ხელი მოუსვა მამაკაცს და ამის მერე აღმოხდა.
–გუგა, კარგად ხარ? – კითხა და ფეხზე წამოიჭრა.
ხელი მიაშველა მამაკაცსაც წამოდგომაში და მასზე ერთი თავით მაღალს ქვევიდან გაუსწორა მზერა.
–კარგად ვარ, რადგან ისევ შენ დაგეჯახე! – შესძახა ომახიანად და გაიცინა.
–სულ სისხლიანი გაქვს სახე! – აღმოხდა ერთიანად აკანკალებულს.
ახლაღა მოისვა მამაკაცმა საფეთქელთან ხელი და სითხეს, რომელმაც თითები დაუსველა, დახედა.
წამში მოსწყდა ადგილს და ასფალტზე დაეცა.
–მიშველეთ! – მოჰყვა ყვირილს ბეა.
მთელი ღამე საავადმყოფოში გაათენა. არც იცოდა ამას რატომ აკეთებდა. ალბათ, იმ სიმპათიების გამო, რომელიც მამაკაცმა აღუძრა, მაგრამ ხომ იცოდა, რომ ნიასთან იყო ეს კაცი და შეეძლო მისთვის დაერეკა, არც თავად ეწვალა შემდგომ და არც მამაკაცი გაეწვალებინა წრიპინა ნიას ეჭვიანობით. მაგრამ იეგოისტა, თითქოს გულში ჩაიკრა და აღარ აპირებდა ვინმესთვის დაეთმო. მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვერ ხუჭავდა. შიში, რომელიც მაშინ განიცადა, როცა გუგას სისხლიან სახეს წააწყდა, ღამეც გაჰყვა და არ მისცა ნება მოდუნებულიყო. ფანჯრიდან შემოსული მთვარის მკრთალი ნათებით განათებულ მამაკაცის სახეს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ უნაკლო ნაკვთები ქონდა. ისეთი, ბევრ გოგოს რომ შეშურდებოდა.
ერთი წაქცევით გუგამ ტვინის შერყევა მიიღო, ოღონდ მსუბუქი, თუმცა, როგორც იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარა, საფეთქელამდე ბევრი არ აკლდა დაზიანებას.
ექიმებს მოატყუა ბეამ, რომ გუგას ცოლი იყო და საჭირო არ იყო სხვებისთვის ამ ამბის გაგებინება, თავად გააგებინებდა. ასე რატო მოიქცა თავადაც არ იცის, მაგრამ დილით, სანამ მამაკაცი გაიღვიძებდა, ტელეფონი მოპარა და ვარაუდით გადაურეკა მის ძმაკაცებს, ყველაფერი მათ მიანდო. მერე კიდეც გაიღვიძა გუგამ.
–დილამშვიდობის, – შეპარული ღიმილით მიესალმა და ფარდა ოდნავ გაწია, რათა მზის სხივები, რომელიც თვალებში აჭყიტებდა მამაკაცს, დაეფარა.
–დილამშვიდობის, – შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმითა და თავისებური, უნაკლო ღიმილით მიესალმა ისიც.
–ალბათ, საშინელი სურნელია, მაგრამ რამოდენიმე დღე მოგიწევს აქ გაჩერება... – მხრები აიჩეჩა და მის წინ, სკამზე ჩამოჯდა. – გახსოვს რა მოხდა? – ინტერესით მიაჩერდა გუგას მწვანე, ღრმა თვალებს.
–მკრთალად... – ნათქვამს სულის შემახონებელი ამოსუნთქვა დააყოლა.
–ცუდად ხარ? – შეშინდა ბეა.
–არა, ბეატრის. ვინმეს გააგებინე?
მიზანში გაარტყა, ის კითხვა დაუსვა, რომელიც უნდოდა ბეას.
–შენს რამოდენიმე მეგობარს დავურეკე, ყველამ მოვალო განაცხადა, – მხრები აიჩეჩა უდარდელად.
–ნიას არ დაურეკე? – ქალის გული თითქოს რაღაცამ გაწიწკნაო ამ კითხვაზე, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სულ ტყუილად.
–ნია... ნია არ გამხსენებია, – დაიბნა.
–მომაწვდი ტელეფონს, რომ დავურეკო?
ამაზე უფრო დაიბნა ბეა და რამოდენიმე წუთის ყოყმანის შემდეგ გაუწოდა მობილური.
–არ მინდა ნიამ იეჭვიანოს. ვიცნობ მას და ვიცი, რომ ეჭვიანობას არ დაკმარდება, – შეცბუნებულმა გადახედა გუგას, რომელსაც რაღაც სხვანაირი ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
–არ იეჭვიანებს, – ღიმილითვე უთხრა და პასუხს დაელოდა. რამოდენიმე წუთში ამცნობა მომხდარის შესახებ და ისიც გააფრთხილა, რომ დედამისისთვის არაფერი ეთქვა.
ამ უკანასკნელი ნათქვამისგან ბეამ გამოიტანა დასკვნა, რომ ერთად ცხოვრობდნენ ნია და გუგა, ესეიგი ცოლ–ქმარი იყვნენ, ესეიგი მამაკაცთან მისი შანსები ნოლის ტოლი იყო და მისი ადგილი აქ არ იყო.
–მოდი მე წავალ, – ფეხზე წამოდგა დაბნეული ბეა, როგორც თავის მოსაზრების სისწორეში დარწმუნდა.
–რატო? – გაოცებულმა ახედა ქალს გუგამ.
–როგორც ვხედავ ჯანმრთელად ხარ, უკეთ. მალე შენი მეგობრები და ნია მოვლენ და არ მინდა, რომ ვინმემ რამე ცუდად გაიგოს, – გულწრფელობისგან დაიცალა ქალი.
გუგას კიდევ ერთხელ შეეპარა ირონიული ღიმილი სახეზე, როცა მეგობრებისგან განაცალკევა ნია. ბეა, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა რატო იღიმოდა ასე ირონიულად და ეს ფაქტი აცოფებდა კიდეც.
–დარჩი, ბეა, – ცხელი ხელი მაჯაში წაავლო და გაუღიმა, ახლა უფრო თბილად. – ვხედავ როგორ გენთება თვალები ნიას ხსენებისას, – თბილი ღიმილი ისევ ირონიულით შეიცვალა. – მომწონს შენი ანთებული თვალები, მაგრამ წყნარი მირჩევნია, ამიტომ გეტყვი, რომ ნია ჩემი დაა.
სიბრაზისგან გაიბერა. თავის თავზე ბრაზდებოდა, თორე გუგა რა შუაში იყო. ყოველთვის ასეთი სულელი რომ იყო, იმაზე ბრაზდებოდა. აბა რა არის, ყოველთვის ალბათ–ით რომ ცხოვრობს ახალგაზრდა გოგო?
–გასაგებია, მაგრამ... – თავის დაძვრენას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო წინადადების დასრულება პალატაში რამოდენიმე მამაკაცი შემოცვივდა. ალბათ ისინი არიან, დილით რომ დაურეკა ბეამ.
–, როგორც გავიგეთ მაშინვე გამოვცვივდით! კარგად ხარ? – ერთ–ერთი შეშინებული მივარდა.
–ხო, კარგად ვარ. ბეას დავეჯახე და წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, გავენთხე მიწაზე, – გაეცინა, – ახლა ყველაფერი ათიანზეა.
მოკითხვა–მოკითხვით ილაპარაკეს. შემდეგ გუგამ მოიფიქრა, რომ დრო იყო კედელთან უხერხულად ატუზული გოგონა გაეცნო თავისი ძმაკაცებისთვის და თითით უხმო ბეას თავისთან. გოგო გასწორდა, მაგრამ არ მისულა გუგასთან. ჯერაც იმაზე ბრაზობდა, რომ ასეთი რაღაც დაუშვა და ხელი შეუწყო მამაკაცმაც. ხომ შეეძლო, რომ მანამდე ეთქვა და იყო და არა ცოლი და ათასი საზიზღრობა (ბეასთვის).
–ბიჭებო, ეს ბეატრისია, მას დავეჯახე, თანაც მეორედ! – სიცილით აღნიშნა.
–სასიამოვნოა! – თითქმის ერთ ხმად შესძახეს და შემდეგ ჯენტლმენურად გაეცნენ.
–მე ირაკლი ვარ! – წამოიძახა ერთ–ერთმა მხიარულმა. – ეს თოკოა, ეს კი ნიკო, – თავადვე გააჩნო დანარჩენი ორი.
–თქვენი სახელები ვიცოდი, დღეს რომ დაგირეკეთ, – უხერხულობისგან გაიკრიჭა ქალი.
–ბეა, შეგიძლია ბუფეტიდან ბიჭებს ყავა ამოუტანო? – მუდარით გადახედა გუგამ.
მორჩილი ბავშვივით დაჰყვა მამაკაცის ბრძანებას და პალატიდან გავიდა. ლიფტს არ დალოდებია, სწრაფად ჩაირბინა რამოდენიმე სართული კიბეებით და ნაცნობი კლინიკის ნაცნობ ბუფეტში შევიდა. 4 ქილა უნალექო ყავა იყიდა, თითო კი მაწონი და არაჟანი, რაც ახლა დაიშვებოდა გუგასთვის. ამჯერად კიბეებს ვეღარ მიენდო და დახუნძლული შევიდა ლიფტში. გამოსვლისას ცდილობდა, რომ წონასწორება შეეკავებინა და არ განთხმულიყო იატაკზე ყავებითა და რძეულობით. კართან რომ მივიდა, შესახსნელად შეყოვნდა, რადგან ხელები ქონდა სავსე და ვერაფრით წვდებოდა სახელურს. მათი ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა.
–ისაა? – იცნო ირაკლის მხიარული ხმა.
–არ ვიცი... დამაბნია... სულ ისეთია, სასწაული და ამავდროულად რაღაცნაირი... მგონია ვერ გავუგებთ.. – გუგას ხმამ დაარღვია სიჩუმე რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
–სცადე მერე , პირველი იქნება თუ უკანასკნელი, – ისევ ირაკლის მხიარულმა ბარიტონმა გაიჟღერა და სიცილს მოყნენ ბიჭები.
რამოდენიმე წამი კიდევ მოიცადა, დაბნეული იყო გუგას ნათქვამით. ნუთუ მასზე ლაპარაკობდნენ? ალბათ. და სწორედ ამან დააბნია, თანაც საოცრად. კარებს ცოცხალი თავით არ აღებდა, „ალბათ ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ ჩემზე, რომ მიხვდნენ ვუსმენდიო“ – გაიფიქრა. ძალიან სულელი გოგოა, საიდან უნდა მიხვდნენ ახლა ბიჭები, რომ გაიგო მათი საუბარი? ანდაც მიუხვდნენ, რა გაიგო ახლა ისეთი?
წვალებით მისწვდა სახელურს და წვალებით შეაღო კარი. ღიმილით გადმოხედეს ბიჭებმა. მერე თოკო წამოფრინდა მისაშველებლად და ხელიდან გამოგლიჯა ქილები და დაარიგა. ერთი ყავა თავისთვის დაიტოვა, მეორე ნიკოს მისცა, მესამე ირაკლის, მეოთხე ბეას და ხელში დარჩენილი მაწონი საჩუქარივით გაუწოდა გუგას.
–მეღადავები? – ამრეზით ახედა და ცარიელი ხელი ძმაკაცისას გაჰკრა.
–არ გიყვარს მაწონი? – სახე აკაფრულმა გახედა დამორცხვებით მამაკაცს და შემდეგ ბიჭებს, რომლებიც სიცილის შეკავების გამო გადაწითლებულიყვნენ.
–კარგი რა, ბეატრის, მაწონი რა სასმელი ან საჭმელია? – საყვედურით უთხრა და თოკოს ხელიდან გამოსტაცა ყავა.
–მითხრეს ყავა პაციენტისთვის არ შეიძლებაო... – დარცხვენილმა, უხერხულობით ჩაილაპარაკა.
–ეე, ჩემი ყავა! – პატარა ბავშვივით წამოიყვირა თოკომ.
–აი, გამომართვი, მე მაინც არ მინდა, – მხრები აიჩეჩა და ქილა თოკოს გაუწოდა.
მამაკაცმა გუგასკენ გააპარა მზერა, რომელიც უბრიალებდა მწვანე, დიდრონ თვალებს.
–იყოს, არ მინდა, – ბუზღუნით ჩაილაპარაკა და გაბუტული დაიძრა თავისი ადგილისკენ.
–კარგი რა, – შეეხვეწა ბეა, – მე მაინც არ ვარ ამის დამლევი, ისეც გული მიფრიალებს, – წამოცდა და მაშინვე კბილებში მოიქცია თავისი მოსაჭრელი ენა.
–გული გიფრიალებს? რატო? – გაკვირვებულმა გადმოხედა სამყაროზე დაბრუნებულმა ირაკლიმ.
–არ ვიცი, ალბათ წნევა მაქვს დაბალი, – მხრები აიჩეჩა. – არაფერია.
რამოდენიმე წუთი კიდევ ისაუბრეს. ბიჭებმა გუგას ხიფათობის ამბები მოუთხრეს უხერხულობისგან აწითლებულ ბეას. შემდეგ გაიხსნა, გაუგო ბიჭებს და მორცხვობის სიწითლე სიცილისამ შეცვალა. მერე ექიმიც შემოვიდა პალატაში. „საგანგაშო არაფერია და თუ გინდათ წაიყვანეთო“ – ღიმილით გადახედა პატარა ბავშვებივით მოფხუკუნე ბიჭებსა და გოგოს, – „მაგრამ წოლითი რეჟიმი ორი დღე მაინც სახლში!“ – სიმკაცრით დაამატა გუგას გასაგონად და თვალები დაუბრიალა.
გამოეწყვნენ და წამოიშალნენ.
ბიჭებმა თავიანთი არ დაიშალეს, ახლა რესტორანში წავალთ და ამ ამბავს აღვნიშნავთო! ბეა ვერ ხვდებოდა რა იყო აღსანიშნი, თავი რომ გაიტეხა და მცირედი ტვინის შერყევა მიიღო მამაკაცმა თუ რომ გამოწერეს. ბოლო უფრო ლოგიკური იყო, მაგრამ ამავდროულად არაადეკვატური.
ისევ ხუმრობები, ისევ ამბები, ცოტა სასმელი და ბევრი საჭმელი... ბეა არაფრის დიდებით არ იკარებდა სასმელს და საჭმლითაც მორიდებით ილუკმებოდა. მთელი დღე და ღამე თავთან გაათენა და არაფერი ქონდა ნაჭამი, მაგრამ მაინც არ აძლევდა თავს უფლებას, რომ ღორივით ჩამსკდარიყო ბიჭების დასანახად.
–ბეატრის, – მიმართა გუგამ, რომელსაც სულ ოდნავ შეცვლოდა ხმა, ჩახლეჩვოდა. „ალბათ სასმლის ბრალია“ – გაიფიქრა უცბად და ყურადღებით დაელოდა გაგრძელებას. – მინდა ჩვენი შეხვედრისა და გაცნობისა დავლიოთ! – ბოლო სიტყვა გამოკვეთა და ნამუსი შეუწუხა, უეჭველად უნდა დაელია.
–გუგა... – თავის დაძვრენას შეეცადა, მაგრამ როგორც კი მწვანე, მობრიალე თვალებს წააწყდა, მაშინვე დასტაცა ჭიქას ხელი და მოცინარ ირაკლის გაუწოდა – შემივსეო.
იმდენი ქნეს, რომ გოგო გრადუსში შეიყვანეს. ბეა გუგას ზედმეტადაც ენდობოდა, მისი მწვანე, სიცოცხლით სავსე, ნათელი თვალების სწამდა, თორე არასდროს იკადრებდა ამდენ ბიჭში დაჯდომასა და დალევას.
წამოსვლისას გუგამ არ დაიშალა მე წაგიყვან სახლშიო. ბიჭები ერთი მანქანით იყვნენ, გუგამ კი გადარეკა და ვიღაცას სიმკაცრით მოთხოვა: „მანქანა ამა და ამ ადგილად მოიყვანეო“.
–გუგა, მთვრალი ხარ, – ამოიკვნესა შეშინებულმა ბეამ.
მამაკაცმა მაჯაში ძლიერი ტორი ჩაავლო და მკერდზე აიკრო შეშინებული ქალი.
–მერე რა, მთვრალი კაცი ყველაზე ალალი კაცია! – გაუღიმა, თავი ნელა ჩააჩოჩა დაბლა და ცხვირი – ცხვირზე გაუხახუნა. ქალს გააჟრჟოლა და ისედაც მოკანკალე სხეული სულ მოეთენთა. საცა იყო გული წაუვიდოდა და გუგას მკერდს მისვენებული დალევდა სულს. – ბეა, შემომხედე, – ცალი ხელი გაათავისუფლა და ნიკაპზე მოუჭირა ორი თითი, შემდეგ ნელა ააწევინა თავი და თვალებში ჩააშტერდა. – როგორი სუფთა ხარ, – ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია და ნელა შეეხო ბეას ბაგეებს, რომელიც სხეულს ვეღარ გრძნობდა.
იმ წამს, მთვრალი კაცის ის კოცნა ყველაფერს ერჩია. ეს უმანკო გოგო, რომელსაც შეყვარებულიც არ ჰყოლია, პირველად კოცნიდა მამაკაცს, მთვრალს, მაგრამ ყველაზე სუფთას. კოცნიდა და მუხლები ეკვეთებოდა. მუცელში თითქოს გაზაფხული დგებოდა, ყველა მცენარე ერთიანად ყვავდებოდა და პეპლებიც იშლებოდნენ. მერე რა, მამაკაცის ტკბილ ბაგეებს თუ სასმლის გემო ერეოდა, მაინც ყველაზე გემრიელი იყო და ბეას ნება რომ ყოფილიყო, არასდროს მოსწყდებოდა. მინაბული მკლავებში აკვდებოდა მამაკაცს. წამწამები მჭიდროდ მიეერთებინა ერთმანეთისთვის და ცდილობდა აჰყოლოდა გუგას. ო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ გუგას როგორ გადაჰყავდა ჭკუიდან ქალი.
მერე მოსწყდა მამაკაცი მის ბაგეებს. დენდარტყმულივით გამოფხიზლდა და თვალები ჭყიტა. რამდენადაც მოეწონა პირველი კოცნა, იმდენად შეიძულა თავი. მადლობა ღმერთს მამაკაცი მოეგო გონს, თორე მეტი რომ მოენდომებინა, ისე გააგორებდა, თითქოს არაფერიო.
დარცხვენილმა, დასჯილი ბავშვივით თავი დახარა და შემდეგ უკან–უკან დაიწყო დახევა.
–ნუ გამირბიხარ, – მკაცრად, თუმცა ჩურჩულით წარმოთქვა მამაკაცმა და მაჯაში ჩავლებული ძლიერი მკლავით მისწია თავისკენ.
–არც კი გიცნობ... – ხმა აუკანკალდა ქალს.
–ბეატრის.. შემომხედე, – ნიკაპში ნაზად ჩაავლო თითები და თავი ააწევინა. – არ მიცნობ არ ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს გამიცნობ. პირველივე შეხვედრაზე გამაგიჟე... – თავისებური ღიმილი აჩუქა და ქალის ტკბილ ბაგეებს კიდევ წაეტანა. გაცოფებულმა ჰკრა ხელი მანამ, სანამ გონება შეწყვეტდა მუშაობას.
–საქმეც მაგაშია, რომ გაგაგიჟე... გთხოვ, ახლა ტაქის გამოვიძახებ და სახლში წავალ, მეორედ კი არ ეცადო მომიახლოვდე! – უკანასკნელმა სიტყვებმა მეხივით დაიქუხა.
ქალი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა რესტორანთან გაკვირვებული გუგა. კაცს ასეთი სითავხედე ჯერ არ ენახა არც ერთი ქალისგან, რადგან პირველივე დანახვისას გადარევდა ხოლმე ყველას. ალბათ, ეს სითავხედე იყო მიზეზი იმისა, რომ განუახლდა გაგიჟება კაცს.
ტაქსისთვის არ დაურეკავს, ანკას დაურეკა და სთხოვა, რომ თავისი მანქანით გამოსულიყო.
ანკამ მანქანა რამოდენიმე თვის წინ იყიდა, მაგრამ გადატვირთულ საათებში ქალაქში მოძრაობას ერიდება. გამოუცდელია და ეშინია, რომ ან ვინმეს გაიტანს, ან თავად გაიტანს ვინმე. ეს გადარეული გოგო სიცოცხლეზე უზომოდაა შეყვარებული და თავის თავს ვერ გამოუტანს განაჩენს.
სანამ ნაპირს მიუყვებოდა ბეა, ბევრი ფიქრი მოასწრო. ზოგადად, ფიქრი მისი განუყოფელი ნაწილია. არასდროს წყვეტს, რომ ძინავს, მაშინაც ასწრებს საზოგადო საკითხებზე ფიქრს. თავის ორ ქვეცნობიერს ხშირად ედავება და მათი დავიდან სწორი დასკვნა გამოაქვს. გუგაც თავისი ქვეცნობიერების ამორჩეულია. იმ საღამოს, როცა პირველად შეხვდა და მერე მეორედაც შეახვედრა ბედმა ერთმანეთს, მთელი ღამე მამაკაცზე ფიქრი არ შეუწყვიტავს, რამოდენიმეჯერ დაესიზმრა კიდეც და მიხვდა, რომ სიმპათიების გამოხატვა უღირდა.
მანქანის შუქმა თვალები მოსჭრა და ანკას მანქანა ამოიცნო. სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა თითქმის ცარიელი გზა და წინ ჩაუხტა დაქალს.
–მშვიდობაა? – გაკვირვებული მიაჩერდა აფორიაქებულ ბეას ანკა და საჭეზე თითები აათამაშა.
–წადი რა და ჩემთან მოგიყვები, – ამოიხვნეშა და საქარე მინას მიაშტერდა.
მთელი გზა უაზროდ მიედო საქარე მინისთვის თავი და ცდილობდა კონცენტრირება ახლანდელ სიტუაციაზე მოეხდინა და არ ეფიქრა გუგას ტკბილ ტუჩებზე.
სახლში რომ შევიდნენ, მაშინვე სამზარეულოსკენ აიღეს გეზი. ემოციებით დახუნძლულსა და დაღლილ ბეას მუხლები ეკვეთებოდა. ყავა გააკეთა ორი, თავისთვის და ანკასთვის და მის წინ მოკალათდა. ფინანს ლამაზი თითები შემოხვია და მუქ სითხეს ჩააშტერდა.
–გუგა ხომ გახსოვს? – ამოიხვნეშა და თავისივე ნახსენებ სახელზე ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა.
–ის ბიჭი, რომ დაგეჯახა, შემდეგ ნიასთან ერთად რომ იყო? – ღიმილით იკითხა.
–ხო და რაღაც გაოცება არ გეტყობა, – ამრეზით ახედა დაქალს.
–რატო უნდა შემეტყოს? ორივეს შუბლზე გეწერათ, რომ ერთმანეთი მოგეწონათ, – ენა გამოუყო და ყავა მოსვა.
–ნუ ბავშვობ რა, – დაუღრინა, – და თუ არ გაინტერესებს, მე სულ არ მეხალისება ამის მოყოლა.
–მიდი, მიდი, მოყევი, – ინტერესით აუთამაშდა თვალები.
–გუშინ, ბარიდან რომ გამოვედი, მაგ კაცს დავეჯახე, ისევ. წავიქეცით. თავი დაარტყა და ტვინის მცირედი შერყევა მიიღო. მთელი ღამე პალატაში გავატარე. დილით ძმაკაცებს დავურეკე თავისას და ვაცნობე მომხდარი. ნია მაგისი და ყოფილა. ბიჭები ძალიან მხიარულები აღმოჩნდნენ. დღესვე გამოწერეს გუგა და რესტორანში წავიდეთო, ატყდნენ. იქ დათვრნენ, ისინი წამოვიდნენ და დავრჩით მე და გუგა. მთვრალი ტუჩებზე დამაცხრა და ისეთი რაღაცეები მითხრა... – ჩაარაკრაკა. გახსენებაზე კიდევ ერთხელ მონახეს ჭიანჭველებმა სხეულში გზა.
–მოსწონხარ! – წამოიყვირა გახარებულმა და თითები აათამაშა მაგიდაზე მხიარულად.
–ნუ ბავშვობ–მეთქი! საიდან დაასკვენი? – ბრაზისგან ალი აუვიდა, არადა თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ ანკა მართალი იყო.
–გეძინება შენ, – სიცილით უთხრა და ფეხზე წამომდგარმა თბილად დაუსვა მხრებზე ხელი, განსამუხტად.
–იცი რა? მართალი ხარ, – თქვა რამოდენიმე წამის შემდეგ და ონკანთან მოფუსფუსე დაქალს გადახედა. – მეძინება! – წამოიყვირა გახარებულმა და ფეხზე წამოფრინდა. – დარჩები?
–აბა ახლა სახლში რა წამიყვანს, – ფანჯარაში გაიხედა იმის ნიშნად, რომ უკვე საკმაოდ დაღამებულიყო.
–შენი ოთახი მუდამ გელის! – მხიარულად ჩაილაპარაკა და ტანის ნარნარი რხევით წავიდა საძინებლისკენ.
ანკა ვერ მიხვდა რამ გაამხიარულა ასე უცბად გიჟი დაქალი, მაგრამ უნდა გამოუტყდეს ბეა თავის თავს, რომ ანკასგან იმის დასტურმა, რომ გუგას მოსწონს, გაახარა. მეტი რაღა უნდა ინატროს, იდეალური კაცია. იფიქრა ცოტას გააწვალებს, მაგრამ ის კი არ იცის, რომ კაცი ლოდია, მისი გატეხვა თვით ყველაზე საშინელი ან ყველაზე კარგი ხერხებითაც შეუძლებელია.
დილით ემოციებ განელებულს გაეღვიძა. რიგითი, ჩვეულებრივი დილა გათენდა და იცოდა. ჯერ ივნისის ბოლო რიცხვები იყო და უკვე ვერ ეტეოდა კანში. ერთი სული ქონდა როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ მიეშურა ჯერ მშობლიური რაჭისთვის და შემდეგ ზღვისთვის. დრო კი სათავისოდ იწელებოდა და იწელებოდა საუკუნესავით.
ჩაიცვა და ანკას ოთახში შეიხედა. როგორც ჩანს, დაქალმა ისევ მოასწრო ადგომა. პირდაპირი რეისით მიაშურა სამზარეულოს, სადაც ყოჩაღი ანკა ფუსფუსებდა, როგორც ჩანდა, რაღაც გემრიელობას უმზადებდა ბეას.
–დილამშვიდობის! – ძილისგან ოდნავ შეცვლილი ხმით მიესალმა ანკას, რომელიც მოულოდნელობისგან შეხტა.
–შემაშინე, – ღრენით ჩაილაპარაკა.
–ხდება ხოლმე, – გაიცინა ბეამ და გვერდით ამოუდგა.
–რას აკეთებ? – ჰკითხა და წარბები აათამაშა.
–რას და სალათს. აბა სხვა არაფრის პროდუქტი მოგეპოვება!
–დილაადრიან სალათი, – ამოიფშვინა და მაგიდაზე დაემხო. კიდევ ეძინებოდა. – აუ, ან, ყავაც რა, – თითები ჰაერში გაფშიკა და გაბრაზებულ დაქალს გაეკრიჭა.
–სადმე წავიდეთ, გავგრილდეთ, თორე ვიწვი, აღარ შენუძლია! – წამოიძახა რამოდენიმე წუთის შემდეგ.
–სად? – გაკვირვებულმა აწია თავი მაგიდიდან.
წამით დაფიქრდა ანკა და შემდეგ გახარებულმა წამოიძახა.
–ტყუპებს აქვთ აუზი, დავურეკო?
–ანკა, ყავა! – წამოიყვირა ბეამ.
დაფეთებული მიტრიალდა გაზქურისკენ და სისწრაფით გამორთო. შემდეგ ამოიფშვინა და „კიდევ კარგი ბევრი არ გადმოვიდაო“ – მხიარულად ჩაილაპარაკა.
–ახლა ტყუპების ცერცეტობას უყურე კიდე! – ამოიზმუვლა და ყავის ფინჯანი მიიჩოჩა.
–კაი რა, ფულიც დაგვეზოგება! – დაქალის მცირედი წუწუნი თანხმობად მიიჩნია ანკამ და ნომერი აკრიფა ტელეფონზე. რამოდენიმე წუთის საუბრისა და სამზარეულოში გასვლა–გამოსვლის შემდეგ მხიარულად აათამაშა წარბები, – სამზე მოდითო! – წამოიყვირა მხიარულად.
–ანკა, საცურაო კოსტიუმი გამიფუჭდა, – ახლაღა გაახსენდა ბეას.
–გავივლით მაღაზიაში და ვიყიდით, რა იყო მერე! – ვითომ არაფერიო ჩაილაპარაკა და სალათი გადაიღო.
სამზე ტყუპებთან იყვნენ. როგორც ყოველთვის, ახლაც ცანცარობდნენ გოგოები და დაუღალავად ყვებოდნენ თავიანთი საზაფხულო რომანების სერიის შესახებ. ანკამ რამოდენიმეჯერ გაკრა მუჯლუგუნი ბეას, გამხიარულდიო, მაგრამ ვერაფრით ვერ მხიარულდებოდა. ან კი როგორ უნდა გამხიარულებულიყო ამ ცირკის ჯამბაზების შემხედვარე?!
აუზიდან ამოვიდა და შეზლონგზე გაწვა. იმედი ქონდა, რომ ისევ არ აიწითლებდა თეთრ, ფითქინა კანს და ამჯერად მაინც გაირუჯებოდა. მწველი მზე უელვარებდა ისედაც მოპრიალე, გლუვ კანს.
თითქოს მწველ მზერას გრძნობდაო, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ვინმე უყურებდა. ტყუპებს სახლში არავინ ჰყავდათ. მშობლები სამსახურში იყვნენ და ბურთი და მოედანი მათი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა მწველ მზერას ბეა და იცოდა, რომ ინტუიცია არ ღალატობდა.
ნელა გააცოცა მზერა მარცხნივ და პატარა ღობის იქით უზარმაზარ სახლს მოავლო თვალი, რომელსაც ასევე უზარმაზარი ვერანდა ქონდა და ვერანდის მოაჯირზე „გამოკიდებულიყო“ ბეასთვის უკვე ნაცნობი და უკვე საყვარელი სილუეტი. რა საკითხავია, გუგა იყო.
მზერა, რომელიც შინაგანად სწვავდა, უკვე ნათელი იყო საიდანაც მოდიოდა. უნდოდა ეყურა გამუდმებით მამაკაცის უნაკლო სხეულისთვის, თანაც ნახევარი წელი მოეშიშვლებინა, და იმაზეც თანახმა იყო, რომ უნახავის ნერწყვები გადაეშვა ყელში ყოველ მეორე წუთს. მაგრამ რა ქნას იმაზე ამაყი თუ არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? მზერა უცბად ჩააჩოჩა თავის ჩანთაზე, მერე გადასწვდა, გახსნა, მაისური ამოიღო, გადაიცვა და ანკას გასძახა.
–წავიდეთ რა!
–სად გვეჩქარება? – თქვა უდარდელად და მოტივტივე გასაბერ ბალიშზე ნებივრობა გააგრძელა.
–მოდი აქ! – მკაცრად უთხრა, უფრო სწორად, დაიჩურჩულა.
ანკამ მობეზრებულად ამოიხვნეშა და აუზიდან ავიდა.
–გუგაა იქ, – დაიჩურჩულა და თვალები დაუბრიალა, – არ გაიხედო! – მკაცრად დაამატა.
–მერე რა? – მხრები უდარდელად აიჩეჩა.
–მერე რა და ის, რომ წასვლის დროა!
–კაი რა, ბეა... ნუ გაქვს კომუნისტური ხასიათი... – დაეღრიჯა გოგო.
–წამიყვანე მაინც სახლში და მოდი ისევ. ახლა მარტო რომ გავიდე, იფიქრებს გამირბისო...
–და მერე მასე არ არის? – ეშმაკურად აუთამაშა წარბები.
–არა... – სახე აეკაფრა მაშინვე ქალს.
–იცი რა? ნუ იბავშვებ და მიდი ახლა, გამოიწვიე, ქალი ხარ შენ და არა მაგის სათამაშო თოჯინა. როცა ხედავ განზე არ უნდა გარბოდე! – ახლა ანკამ დაუბრიალა თვალები.
–არ შემიძლია... ჩვეულებრივი კაცი არ არის... გამოვიწვევ და ცუდად დავასრულებ... – თვალი ისევ ვერანდისკენ გააპარა და ისევ შენიშნა უდარდელად „გამოკიდებული“ მამაკაცი.
–სცადე და ვერაფერს გააკეთებს. ხაფანგში გააბავ, აი, ნახე თუ არა! – თვალი ჩაუკრა და ისევ ვერანდისკენ წავიდა.
–გოგოებო! – გასძახა ბეამ ტყუპებს. – მაცივრიდან წვენებსა და საზამთროს გამოვიღებ, გაცივდებოდა!
როდესაც თანხმობა მიიღო, ანკას რჩევას მიჰყვა. გამომწვევი სიარულით გაემართა სახლისკენ. მხოლოდ მაისური ეცვა, ისიც ისეთი გამჭირვალე, რომ ყველაფერი ეტყობოდა. უკანალსაც არ უფარავდა და ისეც გამომწვევსა და მადის აღმძვრელ სხეულს უფრო ატყობდა სექსუალურობას.
სახლში შევიდა და პირდაპირ გაემართა სამზარეულოსკენ, სადაც მაცივარი ეგულებოდა. მთელი ეს გზა გრძნობდა მწველ მზერას, რომელიც არა და არ შორდებოდა. გულში გამარჯვებას ზეიმობდა, რადგანაც იცოდა, რომ გუგა ამ შემთხვევაში არაფრის მაქნისი არ იყო, მაგრამ ამავდროულად შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში, რადგან იცოდა მამაკაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი. ჯერ წვენები გამოიღო და ჭიქებიანად დატვირთული გავიდა გარეთ. შენიშნა, რომ მამაკაცი თავის ადგილზე აღარ იდგა. იფიქრა მოვიშორეო და უფრო გათავისუფლებული დაბრუნდა სახლში, საზამთრო რომ გამოიტანა. ღიღინით დაუყვა დერეფანს და სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან საზამთროს ჯამი გამოიღო და თეფშების ასაღებად დაიხარა. გასწორდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ წელზე ხელები შემოხვია ვიღაცამ. იმდენად მხურვალე იყო მისი ხელები, რომ დაიწვა ბეა. თავი თმაში, ყელთან ჩარგო სხეულმა, რომელიც ეკვროდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. იცნო ბეამ ნაცნობი სუნთქვა, ნაცნობი სიმხურვალე და ისედაც დამფრთხალი ასმაგად დაფრთხა.
–ესეიგი, ჩემი გამოწვევა გადაწყვიტე? – დაიჩურჩულა მკაცრმა და ამავდროულად თბილმა ბარიტონმა. – მაშინ გილოცავ, გამოგივიდა! – დაამატა და ერთი მოძრაობით მოაბრუნა ქალი თავისკენ.
ნელა დახარა თავი და ბეას გემრიელ ტუჩებს ისე დააცხრა, რომ ქალმა გააზრება ვერც მოასწრო. რომ გენახათ რა სასაცილო სანახაობა იყო.. ქალი, რომელიც სამზარეულოს კარადას მიყრდნობოდა და გაშტერებული, გახევებული და გაკვირვებული შეჰყურებდა მამაკაცს, რომელიც გაშმაგებული უკოცნიდა ოდნავ გახსნილ ბაგეებს, მონაცვლეობით.
ისეთი გემრიელი კოცნა იცოდა მამაკაცმა, რომ რა გასაკვირი იყო ბეას რეაქცია. თუმცაღა დენდარტყმულივით მოვიდა გონზე მაშინ, როცა მამაკაცი მოცილებული იყო მის ტუჩებს და დაჭყეტილი თვალები ოდნავ დაჭუტა.
–სერიოზულად? – იკითხა ხმის კანკალით.
ჯერაც მიკვირს სად ეტეოდა ამხელა გამბედაობა ამ ერთ ციცქნა ქალს.
–გემრიელი ტუჩები გაქვს! – თვალი ჩაუკრა და ბაგეები ირონიული ღიმილით გაეპო. – ერთი სული მაქვს მთლიანად როდის დაგაგემოვნებ! – კიდევ უფრო გაწელა ღიმილი და შეტრიალდა, გასვლა დააპირა. – მაგრამ შენთვისვე აჯობებს, არ დააჩქარო! – მიაძახა, ხელი აიქნია და კარში გაუჩინარდა.
დატოვა პირდაღებული, აღშფოთებული და ოდნავ შეხურებული ქალი სამზარეულოში. საიდან მოვიდა და საიდან გაქრა...
ემოციებით დაზაფრული მივიდა სახლში. ანკას სახლამდე გადასვლა დაეზარა და ისიც უკან მიჰყვა ბეას, რომელსაც, სიმართლე რომ თქვას, არ ქონდა თავი დაქალის სისულელეების მოსმენის, მაგრამ მოუწია. სამზარეულოში ისხდნენ და უკვე მილეულ დღეს განიხილავდნენ. რამდენი რამ გადახდა ბეას თავს და მაინც როგორ შეუდრეკელად მოემუწა პირი, სამაგიეროდ უთავგადასავლოდ დარჩენილი ანკა ტლიკინებდა და ტლიკინებდა, გაუჩერებლად. ბოლოს მოიფიქრა დაპაუზება და მოსმენის რეჟიმი გააქტიურა.
–აბა? მოგწონს გუგა, არა?! – წარბები სასაცილოდ აათამაშა და ყავა მოსვა.
–არა... – უდარდელად აიჩეჩა მხრები ბეამ, მაგრამ გუგას ხსენებაზე, უნდა აღიაროს, მთელ ტანში გაეფანტნენ ჭიანჭველები და მუცელში პეპლები.
–კი, როგორ არა! – წამოიყვირა გახარებულმა.
–დავუშვათ მასეა, მერე? არ ეტყობა რა მექალთანეცაა? – თვალები გადაატრიალდა და ონკანში ჩადო ჭიქა.
–რომელ კაცს არ უყვარს კარგი ქალები რა! – ხელი ჩაიქნია და გამოცარიელებული ჭიქა მიაწოდა.
–თუ ჩემთან ყოფნა უნდა, სხვისკენ არ უნდა გაიხედოს! – ცხვირი აიბზუა და ზედმეტად ეგოისტური, მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა.
–მერე მე კი არ უნდა მითხრა ეგ, იმას უნდა უთხრა! – სიცილით ჩაილაპარაკა და სიჩუმეთი დაღლილმა კიდევ ერთი იდეა წამოჭრა. – დღეს ბარში წავიდეთ.
–რა გვინდა ბარში? – გაკვირვებულმა გადახედა ბეამ.
–გავერთობით, – მხრები აიჩეჩა ანკამ. – აბა სახლში რა უნდა აკეთო.
–დავჯდები აივანზე, შემოვდებ მოაჯირზე ფეხებს, პლედში გავეხვევი, ავიღებ „ტრიუმფალურ თაღს“ და წავიკითხავ!
მართლაც ასე მოიქცეოდა. „ტრიუმფალური თაღი“ და თავისი აივანი ძლიერ უყვარს. შეუძლია იქვე წაიკითხოს ათიათასჯერ ეს წიგნი და არ მობეზრდეს.
–არ გამოვა! – წამოიყვირა ანკამ, რომელიც თვალებით ანიშნებდა „დაგერხაო“. – ჩაიცვი მიდი მალე, მეც ჩამაცვი რამე და მივდივართ! – თვალები დაუბრიალა და ამით ანიშნა, მალე თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო.
–ანკა, იმდენ ფულს ვხარჯავ, რომ ვეღარ ვთხოვ დედაჩემს! – გაბრაზდა ბეაც.
–ჩემზე იყოს ხარჯები!
–შენც უნდა გაწუხებდეს ნამუსი, შენი ხელფასით ტანსაცმლის ყიდვის მეტს არაფერს აკეთებ და ისევ შენებს აწუხებ!
–შენ ნუ დარდობ რა, – შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა. საძინებლისკენ გაეშურა, სადაც ტანის სამოსი ეგულებოდა და ბეასაც თავით ანიშნა წამოდიო. ამოიფშვინა და უგამოსავლოდ დარჩენილი დაჰყვა დაქალის ნებას.
ბარში მივიდნენ. სიტუაცია თავიდან ძალიან ჩვეულებრივი იყო. ისევ კოქტეილები, ისევ ნელი ცეკვები, ისევ სიცილი, ანეგდოტები, ნაცნობები და ბოლოს ბეას გააჟრიალა. კარში ირაკლი, თოკო და ნიკო რომ შენიშნა, სკამზე შეხტა და ანკას ფეხზე უბწკინა, რასაც მისი დაყვირება და ბარის ზედ შემოხედვა მოჰყვა. აღარ იცოდა ბეამ რომელი მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და დამალულიყო. ბიჭები უკვე მათკენ მოდიოდნენ. ერთ მხრივ ზედმეტადაც ბედნიერობდა, რადგან გუგა თან არ ახლდათ, მაგრამ არავინ იცოდა როდის გამოჩნდებოდა მამაკაცი და ხელახლა როდის აუკანკალებდა ქალს ყველა კუნჭულს.
–ბეატრის! – მხიარულად მიესალმა ირაკლი და გადაკოცვნის შემდეგ მის წინ მოკალათდა.
იგივე გაიმეორეს ბიჭებმაც.
–როგორ ხარ? – ღიმილით კითხა თოკომ.
–როგორ გამიხარდა შენი დანახვა! – წამოიყვირა ირაკლიმ ბავშვივით და არ აცადა პასუხის გაცემა.
–რამიშავს, ნელ–ნელა ვარ, – უპასუხა თოკოს შეკითხვას, – მეც გამიხარდა თქვენი დანახვა, ბიჭებო! – დაამატა კარგად მსახიობობის მთელი არსების მცდელობით.
ისე კი რატომაც არა? ამ პოზიტიური ბიჭების დანახვა მართლაც ძალიან გაუხარდა, უბრალოდ რაღაც ჭამდა შინაგანად და ვერ ხვდებოდა ეს შიშის იყო თუ – სიძულვილის, რადგან საშინლად არ უნდოდა გუგას აქ გამოჩენა.
–ბიჭებო, ეს ანკაა, ჩემი უახლოესი დაქალი, – ღიმილით მიუთითა ანკაზე, რომელიც ირაკლის მიშტერებოდა და „დორბლებს ყრიდა“ ისე, თითქოს სიმპათიური, ქერა ბიჭი არ ენახა. – ეს ირაკლია, ეს თოკო, ეს კი ნიკო, – სათითაოდ მიანიშნა და მუჯლუგუნი წაკრა, გამოფხიზლდიო.
–აჰ, სასიამოვნოა! – დენდარტყმულივით აყვირდა, რაზეც ბიჭები ახარხარდნენ და რაც გულით ეწყინა დაბნეულ გოგოს. – ნუ დამცინი, შენი ბრალია! – თითი უდარდელად გაიშვირა ირაკლისკენ.
ბიჭმა ცერა თითი მკერდისკენ წაიღო და გაკვირვებულმა იკითხა:
–ჩემი?
–დაივიწყე! – ამოიჩურჩულა აწითლებულმა ანკამ და კოქტეილი მოსვა.
ბიჭებმა სასმელი შეუკვეთეს და პირველივე სადღეგრძელო მათი შეხვედრის შესვეს.
–ანკა, – დაიწყო ირაკლიმ და გაკვირვებულ გოგოს მიაჩერდა. – ჩვენი გაცნობისა იყოს! – სიცილით ასწია ჭიქა ჰაერში.
–იყოს... – დარცხვენილმა, სააშკარაოზე გამოტანილმა ოდნავ შეარხია თავისი კოქტეილის ჭიქაც.
ამ გარემოებამ ცოტა გაამხიარულა შეშინებული ბეა, მაგრამ რა არის ეს ოხერი წუთისოფელი და ეს თითისტოლა თბილისი, ვერავის ვერსად რომ ვერ დაემალები. კარებში გუგა გამოჩნდა, კვლავინდებური, არაჩვეულებრივი ღიმილით. კოსტუმი გაიხადა, საკიდზე ჩამოკიდა და ნაცნობი სილუეტებისკენ დაიძრა, პიჯაკის სწორებით.
–გამარჯობაა! – ოდნავ გაიწელა და სიცილით მიესალმა საზოგადოებას, – ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, არა? – ანკას გახედა.
–ანკა, – თავი ოდნავ დაუკრა და თავი წარუდგინა.
–გუგა, – იგივე გაიმეორა მამაკაცმაც და ირაკლის გვერდზე მოკალათდა.
–მაპატიეთ, ერთ წუთში დავბრუნდები, – ფეხზე წამოდგა ბეა, მოკლე კაბა, რომელიც ჯდომისგან უფრო დამოკლებულიყო, გაისწორა და არეული ნაბიჯებით წავიდა საპირფარეშოსკენ, რომელშიც არაფერი ესაქმებოდა.
რამოდენიმე წუთში, როცა აღარ და აღარ გამოჩნდა ქალი, გუგა წამოდგა და მის სანახავად წავიდა.
დაბნეული ქალი საპირფარეშოს სარკის წინ იდგა, თავის ანარეკლს მისჩერებოდა და ღრმად სუნთქავდა. ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს მამაკაცი ისეთს, რომ ასე გიჟდებოდა, თუნდაც მისი სახელის გაგონებისას ან გაფიქრებისას. სალფეთქით შეისწორა მაკიაჟი, რომელიც ცივ ოფლს აერია. თმაც გაისწორა და კარის საკეტი გადაატრიალა. გავიდა თუ არა, სუნთქვა შეეკრა და ნელ–ნელა დაიწყო უკან დახევა.
–არაფერს დაგიშავებ, ბუა არ ვარ! – ხელები ზევით აზიდა იმის საჩვენებლად, რომ მართლაც არაფრის დაშავებას არ აპირებდა და თბილად გაუღიმა, ისე, ყინულებით სავსე გულსაც რომ გაალღობდა.
–რას აკეთებ აქ? – ხმის კანკალით ჰკითხა და შეეცადა მედგრად დამდგარიყო.
–უნდა ვისაუბროთ, – ბრძანების ტონით ჩაილაპარაკა.
–რა გვაქვს სასაუბრო? – ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბეას ბაგეები.
–ბეატრის, უნდა ვისაუბროთ–მეთქი! – ჰაერი გაარღვია მისმა უმკაცრესმა ბარიტონმა და ბეას რამოდენიმეჯერ დაბურძგლა.
–სად? – ხმა აუკანკალდა და მალე მისმა მუხლებმაც ატეხეს ცახცახი.
–ვერანდაზე გავიდეთ, – თავით ანიშნა იქითო და ზურგზე ნელი შეხებით უბიძგა.
ბეას თითქოს დენმა დაარტაო, შეშინებულმა მიხედა მის უკან მომავალ გუგას.
ვერანდაზე იყვნენ. გუგა მოაჯირს დაყრდნობოდა. ზუსტად ისე, როგორც დღეს შუადღისას და მზერა უაზროდ მიეშტერებინა უსასრულობისთვის. ბეატრისი კედელს მიჰკრობოდა და ამაოდ ელოდა როდის გააპობდა ჰაერს მამაკაცის უსიამოვნო და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო ხმა.
–ხვდები, რომ უსაზღვრო სიმპათიებით ვარ განწყობილი შენ მიმართ? – დაიწყო მანაც, როცა ამოისუნთქა და საჭიროდ ჩათვალა საუბრის წამოწყება.
–ეს... ეს რას ნიშნავს? – ფეტვის მარცვალივით დაიბნა ბეა, რომელიც თითქოს პირველად იგებდა, რომ ვიღაცას მოსწონდა.
–იმას ნიშნავს, რომ შენთან მინდა ურთიერთობა. თავიდან, როგორც კი მაგ ლამაზ თვალებში ჩაგხედე, მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ქაოსური იქნებოდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი მაგ შენს უძირო თვალებს და ვიბრძოლე შენთვის. ჩემს დანახვაზე ისე ფრთხები, თითქოს ეშმაკი ვიყო, – ნელა შემოტრიალდა ქალისკენ და პირდაპირი მიმართულებით დაიძრა. – მაგრამ ორივე ვხვდებით, რომ შენც მოგწონვარ, უბრალოდ ჩემი მკაცრი იერი გაშინებს, ჩემი მკაცრი კოცნა გაფრთხობს, – ვნება შეერია მის ხმას. მტევანი ქალის სახისკენ წაიღო და ნიკაპით ააწევინა თავი თავისკენ. – ერთხელ დამშვიდდი და ისე შემომხედე, იქნებ მაშინ მაინც დაინახო, რომ გუდით არ ვაპირებ შენს მოტაცებას და მერე სადმე, ნესტიან სარდაფში გამოკეტვას, – გაუღიმა და ოდნავ დაიხარა ქალის ბაგეებისკენ. ისევ დაეძგერა გამობურცულ, წითელ ტუჩებს, ოღონდ ამჯერად ისე ნაზად, ჯერ რომ არავისთვის უკოცნია.
ამჯერად ბეა მიხვდა, რომ მართლა სულელურად იქცეოდა და მამაკაცის კისერზე შემოაწყო კომფორტულად ხელები, შემდეგ კი აჰყვა ნაზსა და სათუთ კოცნაში. ალბათ, ასე, ერთმანეთის ალერსში დაიღვრებოდნენ, მაგრამ ბეა მოშორდა მის ბაგეებს.
–ალბათ, არ ხარ მართლაც საშიში, – ღიმილით უთხრა და თვალებში, რომელიც სიბნელეს ჩაემუქებინა, ჩახედა.
–ვხვდები, რომ ალბათობის თეორიით ცხოვრობ და ეს მომწონს! საშინლად მომწონს! – ისევ ვნებამ აურია ხმა და ისევ ბეას ტკბილი ბაგეებით ჩაიცხრო ის.
–ახლა კი, შევიდეთ, თორე ძებნას დაგვიწყებენ! – ისევ ბეა მოშორდა მამაკაცს და წინ არეული ნაბიჯებით წაიწია.
–წამექცევი! – სიცილით დაეწია მამაკაცი და წელში შეუცურა ძლიერი ხელები.
–საყრდენი ხარ! – გაეცინა ბეასაც.
–ვისი საყრდენი? – ზემოდან ინტერესით გადმოხედა მამაკაცმა.
–ჩემი... – ტუჩზე იკბინა ქალმა. – ჩემი საყრდენი! – დაამატა და გაუცინა.
–ათასნაირი ადამიანი მინახავს, მაგრამ, მათ შორის, შენ ყველაზე მეტად გიხდება ღიმილი!
ბეა გაწითლდა, თუმც ვერარაფერი უთხრა, რადგან მათკენ მომავალი ანკა და ირაკლი დაინახა. ქალი შეიშმუშნა და მამაკაცის ძლიერი მარწუხებიდან დახსნას შეეცადა, მაგრამ უფრო მიიკრო სხეულზე, მაგრამ ერთი პლიუსით, წელიდან ხელი კისერზე აიტანა. მათკენ მომავალ წყვილს გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ბეას თავზე აკოცა. იგივე გაიმეორა ირაკლიმ. ერთდროულად ახარხარდნენ ძმაკაცები.
–რა გაცინებს? – უხერხულობისგან დაწვრილებულმა სიბრაზით შეუღრინა გუგას .
–სასაცილოები ხართ, – ხმამაღლა უპასუხა და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.
–გილოცავთ, ძმა, მაგრამ ცოტა ხნით ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება! – დაგესლა მეგობრები ირაკლიმ.
ბეამ აღარ იცოდა სად დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი ძალიან, ძალიან მოსწონდა, მაინც მორცხვი გოგო იყო და ვერ მალავდა თავის მორცხვობას.
–გაგვიგრძელდა ალერსი! – ტუჩები სასაცილოდ მობრიცა გუგამ და ამის გამო ძლიერი ჩქმეტა მიიღო, რაზეც მთელი სახე აერია. – მეტკინა! – ამოიოხრა და ბრაზით ჩახედა ირონიულად მომღიმარ ბეას.
–როგორც ჩანს, პოზიციები შევცვალეთ! – თვალი ჩაუკრა, ხელი ააშვებინა და მიმზიდველი მიხვრა–მოხვრით დაბრუნდა ბარის მთავარ განყოფილებაში. ბიჭებს წინ დაუჯდა და გაუღიმა.
–აბა, რა ხდება? – ინტერესით მიაჩერდა.
–მარტო რატომ მოხვედი? – გაოცება ვერ დამალა ნიკომ.
–შენმა ძმაკაცმა გამაბრაზა! – თვალები გადდაატრიალა და შემთხვევით გაიხედა იქით, საიდანაც მოვიდა. ბრაზმორეული სახით მოიწევდა გუგა.
–ნუთუ? – სასაცილოდ დაბრიცა სახე თოკომ და ვისკის კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. – როდის გადაიქეცი ფისოვ თაგვების მწვალებლად? – წარბები აზიდა და სიცილის შეკავებას შეეცადა გუგას უარესად არეულ სახის შემხედვარე.
–მგონი ჩემი გოგო ბევრს საუბრობს, დათვრა, – გვერდზე მიუჯდა, თავისი „მარწუხი“ ისევ შემოჭდო კისერზე და მკერდზე მიიკრო.
–გუგა! – მკაცრი ტონით დაიჩურჩულა და ფშვენა ამოუშვა.
–უხდებით, ძმაო! – სიმპათიებს არ მალავდა თოკო.
–ხო? – ღიმილით მიაჩერდა ბეას. შემდეგ ვისკის სავსე ჭიქას მისწვდა და დაიწყო: – ჩემ ბეატრისს გაუმარჯოს!
გვიანობამდე აღნიშნავდნენ მეგობრები წყვილების ბედნიერებას. ახარებდათ და ავსებდათ ერთმანეთის სიხარული. თითქოს არც სათითაოდ და არც ცალ–ცალკე, დუეტებად არ იქნებოდნენ ისეთი სავსენი, როგორიც ასე, ერთად იყვნენ.
გუგამ რამოდენიმე ჭიქა დალია. როგორც ყოველთვის, ახლაც წინდახედულად მოიქცა. აბა მერე ვინ წაიყვანდა სახლში თავის გოგოს? როგორ ანდობდა სხვას მის თავს? ვერანაირად.
მთელი გზა მუსიკებს უსმენდნენ. ნაცნობ ჰანგებს აჰყვებოდა ხოლმე ბეა და თან იცინოდა.
–შენთვის უთქვამთ, რომ, ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივად მღერი? – კომპლიმენტებს არ იშურებდა გუგა.
–ნუთუ?! – სიცილით ჰკითხა და მამაკაცისკენ გადაიხარა, საკოცნელად. ოდნავ მისწვდა მის ბაგეებს და შემდეგ ისევ ადგილს დაუბრუნდა, რადგან არ უნდოდა ეს ბედნიერება ასე მალე ჩაეკლა.
სახლთან გაუჩერა გუგამ.
–გმადლობ, ამ უმშვენიერესი საღამოსთვის! – გადასვლის წინ, ჩვეულად, თბილად გაუღიმა ბეამ.
–კიდევ უამრავი და უკეთესი იქნება, – ქალისკენ გადაიხარა გუგა და წითელ ბაგეებს წაეტანა.
გადასვლისას ხელზე შეახო მამაკაცმა თავისი ძლიერი მტევანი და ბეამაც ინსტიქტურად გაუშტერა საკუთარი თვალები მის თვალებს.
–მინდა, რომ ჩემი ოჯახი გაგაცნო! – ოდნავ დაძაბულმა გაუღიმა.
ბეამ იცოდა რაოდენ რთული იყო ეს გადაწყვეტილება გუგასთვის. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. შესაძლოა დედამის არ მოსწონებოდა მისი არჩევანი, ანდა ბეას არ მოსწონებოდა მისი ოჯახი, თუნდაც ორივე ერთად და მოუწევდა ორ უძვირფასესს შორის არჩევნის გაკეთება. არაერთხელ ყოფილა ბეას ცხოვრებაშიც ისეთი მომენტები, როცა მკაცრი დილემის წინაშე მდგარა, მაგრამ მამაკაცისთვის უფრო სანერვიულოა ეს და კარგად იცის.
–ჯერ საკმარისად ადრე ხომ არ არის? – დაძაბულობა მასაც შეეპარა, მაგრამ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. სახეზე დაუსვა ხელი.
–არც ახლა არის ადრე და არც არასდროს იქნება გვიანი, რადგან მინდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაგიკავშირო შენ... – წინ ჩამოშლილი რამოდენიმე კულული ყურს უკან გადაუწია მამაკაცმა და ქალის ტუჩებს ისევდაისევ წაეტანა.
კიდევ ერთხელ იგრძნო ბეამ რა არის გაზაფხული როცა დგება მუცელში. მთელი სხეული ყვავის და მთელი სხეული ზეიმობს. უნდა აღიაროს, ყველაზე მეტად უყვარს გაზაფხული.
მთელი ღამე ფიქრობდა გუგას შემოთავაზებაზე. ძალიან ეშინოდა. აქამდე თუ გუგას სიახლოვეზე ფიქრი აფრთხობდა, ახლა მის ოჯახზე გადაინაცვლა ყოველივემ. რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა – გაფიქრებაზეც კი აკანკალებდა. საწოლში ბორგავდა, ვერ ისვენებდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. ჯერაც არ გამოეცვალა ტანსაცმელი, ისევ იმავე ფორმაში იყო. რამოდენიმე წუთით მისჩერებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თითქოს ცდილობდა მათში გუგა ამოებეჭდა, თუმც არ გამოსდიოდა. მაშინ გამოფხიზლდა, მისჯიბეში რაღაცამ, უფრო სწორად ტელეფონმა რომ ატეხა გულის გამაწვრილებელი წრიპინი. ამოაძვრინა ჯიბიდან და ეკრანს დააჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ვისი ნომერი იყო, ზუსტად იცოდა, რომ გუგა ურეკავდა. ეკრანს თითი გაუსვა და აკანკალებული ხელით გააქანა ტელეფონი ყურისკენ.
–გისმენთ, – თითქმის დაიჩურჩულა ისე, თითქოს ცდილობდა ვინმე არ გაეღვიძებინა.
–გაგაღვიძე?
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს აჭრილი ხმა ქონდა, მაინც ამოიცნო ბეამ, რომ საყვარელი მამაკაცის იყო.
–არა, მეღვიძა... – სახეზე თავისუფალი ხელი გადაისვა, გამოსაფხიზებლად.
–შეგიძლია ცოტა ხნით ქვემოთ ჩამოხვიდე? მომენატრე...
ქალს დაბურძგლა.
–ნასვამი ხარ... – ამოიჩურჩულა.
–უკვე გითხარი, რომ მთვრალი კაცი ყველაზე ალალი კაცია... – შეახსენა ნიშნისმოგებით.
ბეამ მთვარისა და ლამპიონის მეშვეობით განათებულ ნაცნობ მანქანას მოჰკრა თვალი. არადა ეგონა, რომ ხუმრობდა გუგა. ეს ხომ სიგიჟე იყო... ღამის სამზე.
–ამოდი ჩემთან, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
–რას ნიშნავს შენთან ამოვიდე? – გულახდილად გაიკვირვა კაცმა.
–იმას, რომ ამოხვიდე და აღარ მოგენატრო. მოდი, გელი.
თავის თავზე გაეღიმა. როგორ შეიცვალა, ასეთ მოკლე ხანში. ადრე რომ კაცს ეთქვა დაბლა ჩამოდიო შუა ღამით, აუცილებლად შეყრიდა სამეზობლოსა და პოლიციის მთელ რიგს, მაგრამ ახლა არ ეშინოდა, პირიქით – ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს, როცა გუგას სიახლოვეს იყო. ამ ერთ საღამოში, დიახ!
კარზე კაკუნმა შეაკრთო, ფიქრებიდან გამოიყვანა. ნელი და გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა რკინის კარებისკენ. ყველა საკეტი მიყოლებით გადაატრიალა და განზე გაწია კარი. კედელს მიყრდნობოდა გუგა, ფეხი გადაეჯვარედინებინა და თავისებურად იღიმოდა.
–მოდი ჩემთან, – გასწორდა და მოლოდინით გაშალა ხელები.
ბეამ არ გაუწბილა იმედები და ბარბაცით შეამცირა სიახლოვე, შემდეგ კი ძლიერად შემოჭდო მამაკაცის მუცელს ხელები და მკერდზე თავისუფლად მოარგო თავი. თავისი ნება რომ ყოფილიყო, არასდროს მოშორდებოდა საყვარელ მამაკაცს და გამუდმებით მოუსმენდა მის აჩქარებულ გულისცემას, მაგრამ მიხვდა, რომ დრო იყო მოწყვეტილიყო გემრიელ სურნელს, რომელიც მამაკაცის მაისურს დასტრიალებდა და ქალს ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა.
–შევიდეთ სახლში, – ხელები მოაშორა და გუგას გათავისუფლებულ ხელს ჩაავლო თავისი და სახლისკენ წაიყვანა მობარბაცე მამაკაცი.
მისაღებში შეიყვანა და დივნისკენ უბიძგა – დასაჯდომად. კაცს გაეცინა.
–რას მიპირებ? – შეპარვით ჰკითხა.
–აქ და ახლა, არაფერს, – თვალი ჩაუკრა.
–თითქოს ისევ ახლოს ვარ შენთან, მაგრამ მაინც სასწაულად მენატრები! – ამოიხვნეშა და ხელი დივნის ზედაპირს რამოდენიმეჯერ შეახო, იმის დემონსტრირებისთვის, რომ დამჯდარიყო ქალი.
მანაც იმედები არ გაუცრუა და მის გვერძე ჩამოჯდა. მამაკაცმა კისერზე შემოხვია მარწუხი. ქალმა კომფორტი ვერ იგრძნო, ამიტომ ტელევიზორის სამართავ პულტს გადასწვდა და შემდეგ მამაკაცის მუხლებზე კომფორტულად მოკალათდა. როდესაც გუგას შერხეულ წარბებს წააწყდა, თავი წამოწია და სასაცილოდ მოკუმა პირი.
–თუ გინდა, გავცვალოთ პოზიციები, – მხრები აიჩეჩა, – მაგრამ გაითვალისწინე, მიყვარს, როცა თავზე მეფერებიან და ვეფერები! – სასაცილოდ გაჭიმა ჰაერში საჩვენებელი თითი.
–დაწექი რა, – ლაპარაკით თავგასიებულმა ამოიხვნეშა და სამართავი პულტი ხელიდან გამოგლიჯა.
–ხანდახან როგორი ველური ხარ, – ამოიფშვინა მობეზრებულმა.
–შენ კი ღამით უფრო მიმზიდველი! – აღნიშნა.
ქალს სიწითლე შეეპარა ლოყებზე. კიდევ კარგი სიბნელე იყო. არა უკუნითი, მაგრამ მაინც.
–ჰა, აბა, მორცხვო გოგო, – სიცილით ჩამოხედა და თმაზე წაეთამაშა. – ეროტიკული თუ სათავგადასავლო?
ქალის უცნაურ გამოხედვაზე გადაიხარხარა.
–რა თქმა უნდა, სათავგადასავლო, – ღილაკს დააწვა და ეკრანს მიაჩერდა, თან თავზე ეფერებოდა ქალს. თითქოს თვითონ არ ყოფილიყოს მთვრალი.
რამოდენიმე წუთი მისჩერებოდა უინტერესო კადრებს ბეა, შემდეგ კი დაღლილობამ თავისი ქნა და ჩაეძინა. ფშვინმა რომ ამოუშვა, ღიმილით დააჩერდა გუგა. როგორი ლამაზი იყო... ხელში ბუმბულივით აიტაცა და ვარაუდით შეიყვანა ოთახში, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბეას ოთახს. სასწრაფოდ გახადა არაკომფორტული ჯინსები, შემდეგ ასევე არაკომფორტული მაისურიც და ქალის უნაკლო, ნახევრად შიშველი სხეულის დანახვაზე მძიმე ნერწყვი გადააგორა სასულეში. „ახლა არა! – მკაცრად შემოუძახა თავს. – ახლა არ უნდა აჰყვე ცდუნებას! – კიდევ ერთხელ შეუღრინა და თავადაც გაიძრო მაისური. ნამდვილად არ იყო სახლში წასვლის დრო და ხასიათი. გემრიელ ქალს გვერძე თავადაც ნახევრად შიშველი მიუწვა.
დილით ბეამ რომ გაიღვიძა, კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. გაკვირვებულმა დახედა მამაკაცს, რომლის სხეულზე კომფორტულად მოკალათებულიყო. არა, კი ახსოვს, რომ მის მუხლებზე ჩაეძინა, მისაღებში, მაგრამ ეს მისი ოთახია.. სასწრაფოდ დაიხედა ლამის მოშიშვლებულ მკერდზე და შეშინებულმა შეჰკივლა. გუგას გაეღვიძა, დაფეთებულს. წელზე იწვა და ზედ მძიმე სხეული ეწვა.
–მშვიდობა გაქვს მანდ? – სასაცილოდ ჩაილაპარაკა და თავის წამოწევას შეეცადა.
–არც ისე, – სახე აკაფრული გადაგორდა თავის მხარეს და გადასაფარებელში გაეხვია.
გუგას ამ ჟესტზე გაეცინა.
–უნაკლო სხეული გაქვს! – აღნიშნა და კიდევ უფრო გააწითლა ქალი.
–მეგონა წახვიდოდი... – დაბნეულმა შეცვალა თემა, ენის ბორძიკით.
–მეც მეგონა, მაგრამ ვერ წავედი... არაფერი არ მომხდარა, დამშვიდდი! – თბილი ღიმილით უთხრა.
ბეამ შვება იგრძნო.
მის წელზე შეაცურა მამაკაცმა ხელი და წამში გადმოაგორა თავის პირდაპირ. დაბნეული ქალი, ცოტა შეშინებულიც, მისჩერებოდა მის უსაზღვრო, მწვანე თვალებს. მარწუხები ძლიერად მოეხვია და სხეულზე აეკრო მამაკაცს ის და მისგან დაძვრენის შანსი მაქსიმალურად უტოლდებოდა ნოლს.
–ხომ წამოხვალ დღეს ჩემი ოჯახის გასაცნობად? – ინტერესით ჩააჩერდა ქალის თვალებს და ნერვიულად გაუღიმა.
–თუ შენ არ თვლი, რომ ადრეა, არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი, – წუხანდელი ფიქრის შედეგამდე მივიდა.
–ჰოდა გაემზადე, – შუბლზე აკოცა. შემდეგ ნელა დაუყვა ბეას უნაკლო სახეს და ბაგეებზე შეაჩერა ყურადღება. – ვგიჟდები შენს წითელ, მადის აღმძვრელ ტუჩებზე! – ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და დააცხრა.
ქალი დაბნეული დარბოდა ოთახიდან–ოთახში და ცდილობდა რაიმე, შესაფერისი მოერგო თავისი ტანისთვის. ის, რაც მოსწონდა გუგას, თავად არ მოსწონდა, ხოლო რაც თავად მოსწონდა, ის გუგას არ მოსწონდა. ორივე პირველად იყო ამ სიტუაციაში და ორივე ერთმანეთისთვის დაბნეულობის გაზიარებით განიმუხტებოდა. ბოლოს, ერთ–ერთმა კაბამ მოხიბლა გუგა, ასევე ბეაც მოიხიბლა თავისი კაბით, რომელზეც, რატომღაც, დღემდე არაფერი იცოდა და ეს საქმეც მოგვარდა.
დაძაბულმა რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და გუგას გადახედა.
–იცი... თუ... – სიტყვები ერთმანეთში აებლანდა და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ისე დააცხრა მის ტუჩებს გუგა.
–ასეთი დარწმუნებული ჯერ არ ვყოფილვარ!
მანქანიდან გადავიდა გუგა და ბეასაც გაუღო კარი. დიდი, ნაცნობი ჭიშკრის წინ აღმოჩნდნენ. კარი შეაღო გუგამ და დიდ ეზოში შევიდნენ. უამრავი ყვავილით მორთული ქონდათ ეზო, პირდაპირ სამოთხე გეგონებოდათ. იქვე ჰამაკი იყო ჩამოკიდებული, დიდი კაკლის ხის ქვეშ. პატარა ძაღლი, რომლისთვისაც დიდი რკინა მიებათ, ცქმუტავდა და დრო გამოშვებით უღენდა სტუმარს.
–ბელა! – გასძახა გუგამ.
სახლის კარი გაიხსნა და ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა ჰორიზონტზე. როგორც ჩანდა ბელაც არ იყო იმაზე ნაკლებად დაბნეული, ვიდრე ბეა, რომლის კეთილი დირექტორი, როგორღაც უკავშირდებოდა მის საუყვარელ მამაკაცს.
–ბეატრის? – აჩქარებული ნაბიჯებით წაიწია ბეასკენ ბელა. შემდეგ, რომ მიუახლოვდა, გაოცებულმა გადახედა შვილს, რომელსაც ხელი გადაეხვია ბეასთვის და გამოგლიჯა ქალი ხელიდან, გახარებულმა ჩაიკრა გულში.
ბეამ ის სითბო, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დედასგან არ უგრძვნია, იგრძნო. მიხვდა თუ რა კარგი არის, როცა მშობელს ეხუტები და ბოლომდე გაითავისა დედად ბელა. ჯერ როგორი დადებითი მუხტი მოდიოდა, სკოლაში რომ მივიდა, ამ ქალისგან, ახლა კი სრულად იგრძნო მისი დადებითი განწყობა. ყოველთვის ოცნებობდა ასეთ დედამთილზე და გუგასნაირ მამაკაცზე გვერდით, ახლა კი ოცნებები რეალობას უახლოვდებოდა და არაფერი იყო ამაზე უკეთესი.
–იცნობთ ერთმანეთს? – გაკვირვებულმა, მაგრამ მაინც თბილად მომღიმარმა გადახედა ბეასა და მშობელ დედას.
–ეს ჩვენი ახალი მასწავლებელია, იმდღეს რომ გესაუბრეთ, – ღიმილით გადახედა შვილს ბელამ. ო, როგორ უგავდათ ღიმილი დედა–შვილს.
–ა, ანუ ფილოლოგი! – წამოიძახა გაკვირვებულმა და მხრებ–აჩეჩილ ბეას გადახედა, შემდეგ მოულოდნელად დაიხარა მისი თავისკენ და ისეთი თბილი კოცნა დაუტოვა, თავი აუწვა. – შევიდეთ, – ბელას ანიშნა, რომ დრო იყო ოფიციალურ მხარეზე გადასულიყვნენ და ფეტვის მარცვალივით დაბნეული ბეა სახლში შეიპატიჟეს.
მდიდრულად გაწყობილ მაგიდასთან ისხდნენ ბეა, გუგა, ბელა და ნია. აშკარა იყო, ოჯახს არ უჭირდა, პირიქით, ისეთი სახლი ქონდათ ბეა ღმერთს ევედრებოდა „ოღონდ ახლა ყბა არ ჩამომივარდეს და სხვას არაფერს გთხოვო“.
–ძალიან მიხარია თქვენი ერთად ყოფნა, – თბილად გადახდა წყვილს ნიამ. როგორც ჩანდა არაფერი გააჩნდა საწინააღმდეგო.
ბეას სიწითლემ დაჰკრა სახეზე, როცა გაახსენა ცილისწამება ნიას მისამართით. ო, როგორ უნდოდა ეს ფიქრები გუგასთვის არ გაემხილა, რომელიც ახლა მის აწითლებულ ლოყებს უყურებდა და ირონიულად იღიმოდა.
–ჩვენც გვიხარია! – სიცილით აკოცა თავზე ქალს.
კარის ხმა გაიგეს. ბეა პატარა ბავშვივით დაფრთხა, თითქოს სახლში მარტო ყოფილიყო და ქურდი შეპარულიყო.
–ნუ ნერვიულობ, მამაჩემია, – უჩურჩულა მაშინვე, როცა აკანკალებული თითები შენიშნა გუგამ და ხელზე თავისი ძლიერი ტორი მოუჭირა.
მამაკაცი რომ შემოვიდა ოთახში, შეშინებული წამოფრინდა ბეა და ნაძალადევად გაუღიმა მამაკაცს, რომელსაც აშკარად ნია უფრო გავდა, ვიდრე გუგა.
–ვაჟა, ეს ბეაა! –გააცნო უმალ.
–სასიამოვნოა, – ქალის ხელს დასვდა და მთელი თავისი ჯენტლმენობით ეამბორა.
როგორც აღმოჩნდა, გუგას მშვენიერი ოჯახი ჰყავს. ის დაძაბულობა, რომელიც წუხანდელი საღამოს მერე ორივეს თან მოსდევდა, მოეხსნათ. რაღა უნდა ენატრათ ამაზე უკეთესი. საუკეთესო დროს, საუკეთესო ადგილას აღმოჩნდა ბეა და ამიტომ გაუმართლა ასე, მაგრამ ის მოსაზრება, რომ ყველაფერი ალბათ ბედის ბრალია, არ უნდა გააქროს.. ალბათობის თეორია ყოველთვის მყარი ვერ არის.
საღამოს წამოვიდა სახლში ბეა. პირველზე მისული რვამდე არ გამოუშვეს. ისაუზმეს, შემდეგ საბილიარდოშიც გაერთნენ, უნდა ვაღიაროთ, ბეას ცხოვრებაში მეორე მცდელობა ბილიარდის თამაშისა, ისევ კრახით დასრულდა, შემდეგ ივახშმეს, რატომღაც ბელამ აიჩემა – სახლი უნდა დაგათვალიერებინოვო და მოიარა ამხელა სახლი ბეამაც. ისეთი მოწესრიგებული იყო თითოეული კუნჭული სახლის, რასაც ვერ იტყვის გუგას ოთახზე. როცა გუგას ოთახს მიადგნენ, მამაკაცი პატარა ბავშვივით წამოფრინდა ზეზე და კარს გადაეფარა. სიცილით უარყოფა ყოველ ბეას თხოვნას, მაგრამ ქალმა მოიფიქრა რა უნდა გაეკეთებინა და, სუსტი წერტილის მიგნების შემდეგ, შეუწყვეტელად უღიტინა, სანამ არ დანებდა.
–ნეტა არ შემოვსულიყავი! – სიცილით წამოიძახა და აჩეჩილ საწოლზე დაემხო.
–მე გაგაფრთხილე! – სიცილში აჰყვა გუგაც და გვერდი დაუმშვენა ბეას.
–ამ ფანჯარას რაღას კეტავ ხოლმე! – ფხუკუნით ჩაუარა გვერდზე ბელამ და, ფარდის გადაწევის შემდეგ , გამოხსნა ფანარა.
–კარგია სუფთა ჰაერი! – სიცილით აღნიშნა ბეამ.
–სუფთა ოთახიც კარგია... – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ქალმა და ოთახში მარტო დატოვა „გვრიტები“.
ისევ უცნაურმა შიშმა დაუარა ბეას სხეულში. შიშმა გუგასთან განმარტოვების. ვერ ხვდებოდა ისევ რატომ დაეწყო ასეთი რაღაც, მაგრამ ფაქტია აწუხებს, თანაც საშინლად.
მომღიმარმა გუგამ ხელი წელის ქვეშ შეუცურა, მისკენ მიაცურა და საწოლზე გადააწვინა. იცოდა მამაკაცმა, რომ არავინ შემოუვარდებოდა ოთახში და ამიტომაც იყო ასეთი თამამი, ანდაც შემოვარდნოდა, აქეთ მოიხდიდა ბოდიშს. ზურგზე მწოლიარე ქალს ნახევარი სხეულით დააწვა და მის ბაგეებს დააცხრა. იგრძნო როგორ თრთოლავდნენ ისინი და დენდარტყმულივით შეეშვა. საწოლზე წამოჯდა.
–რა გჭირს, ბეა, – არც კი შეუხედავს ქალისთვის, ისე ჰკითხა.
არც ერთ ქალს ასეთი რაღაც არ დამართვნია მის გვერძე. შესაძლოა ბუნებრივიც იყო, რადგან ბეასთვის გუგა პირველი მამაკაცი იყო, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა რატომ. როცა ეგონა ყველა შიში ჩააცხრო მასში, კვლავ გამოიჩინა თავი ამ უსაქმურმა და ააცახცახა ქალის ყველა კუნჭული. დაბნეული ბეა სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ან კი რა უნდა ეპასუხა, როცა თავადაც არ იცოდა რა ჯანდაბა ემართებოდა? ასე, უბრალოდ გიჟდებოდა და იქვე ამთავრებდა ამბავს.
–სახლში წამიყვან? – იკითხა რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა სიჩუმე და სიტუაცია გაუსაძლისი გახდა.
–წაგიყვან, – დაბნეული წამოფრინდა ფეხზე მამაკაცი და ოთახიდან გავიდა.
ბეამ ტანის სამოსი გაისწორა და უკან მიჰყვა.
ყველას მაქსიმალური სითბოთი დაემშვიდობა, მაგრამ აღელვება მაინც ეტყობოდა. ბელას გაწვრთნილ თვალს რამეს გამოაპარებ? მაგრამ არ შეიმჩნია ქალმა, უდიდესი სითბოთი გააცილა სარძლო.
მთელი გზა არც ერთი არ იღებდა ხმას. როგორ უნდოდა ბეას პასუხების პოვნა. ეს სიტუაცია დეპრესიაში აგდებდა, კიდევ ერთხელ. იცის რა გრძნობა არის, როცა უკუნითი სიბნელე გიახლოვდა, მარწუხებს გხვევს და გითრევს ქვემოთ და უფრო ქვემოთ, თავისკენ, და აღარ უნდა ეს გრძნობა განიცადოს. პირველად მამა რომ დაკარგა, ის იყო კატასტროფა, შემდეგ დედა რომ იტალიისკენ გაეშურა და ოთხ კედელს შორის სიმარტოვის უდიდესმა, დაუძლეველმა განცდამ დაისადგურა, მაშინ ინატრა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა. ახლაც იგივეს ფიქრობს. ასეთი უსუსური რომ არის, ვერ იტანს.
–ტკბილ ძილს გისურვებ! – გადასვლისას დაემშვიდობა გუგა და შუბლზე მიაწება გახურებული ტუჩები.
ამჯერად არ დაბნეულა იმდენად ბეა, რამდენადაც გუგას სახლში, რამოდენიმე წუთის წინ. დამშვიდობების ნიშნად გუგას თითებს თავისი გადაატარა, სევდა შეპარული ღიმილით გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
მთელი ღამე ერთზე ფიქრობდა, დარჩენილი კრედიტები გამოეტანა, საჭმელი ეყიდა რამოდენიმე დღის სამყოფი და თავის მშობლიურ სოფელში გამგზავრებულიყო, რაჭაში.
ძილი არ მიეკარა არაფრით,ამიტომ გეგმის აღსრულებას შუა ღამიდანვე შეუდგა. ფეხზე წამოდგა, გარდერობის კუთხიდან პატარა სამგზავრო ჩანთა გამოაცურა, რამოდენიმე წყვილი ჩასაცმელი ჩადო და ცქმუტვით დაელოდა დილას. რადგანაც ოთახის ჩახუთულ გარემოში ვერ მოისვენა, აივანზე გავიდა. იდაყვებით მოაირს დაეყრდნო და თავი ხელებზე ჩამოდო. პლედში გაეხვია და ვარსკვლავებით გავსებულ ცას იმედის თვალით გადახედა.
–ნეტავ გამაგებინებდე სიგიჟემდე მიყვარს თუ სიგიჟემდე მძულს! – უთხრა მთვარეს და სახეზე მწველი სითხე იგრძნო.
–ყოველთვის ღიას ტოვებ კარებს? – ზურგიდან ნაცნობი, მკაცრი და ამავდროულად აჭრილი ხმის გაგონებაზე იმხელაზე შეხტა, კინაღამ აივნიან გადავარდა.
–გუგა... მთვრალი ხარ? – შეშინებული წამოდგა და ცრემლები სასწრაფოდ განდევნა სახიდან.
–მე მთვრალი ვარ და შენ ტირი? – მასთან ძალიან ახლოს მისულმა სახე ააწევინა და მთვარის შუქით განათებულ, აწყლიანებულ თვალებში ჩახედა. – საშინლად არ უხდება შენს ლამაზ თვალებს ეს ბინდი! – მკაცრად დაიჩურჩულა. – ხედავ? აღარ გეშინია ჩემი... – ღიმილით აღნიშნა ფაქტი და ბაგეებზე ნაზად აკოცა.
ბეას მართლაც აღარ ეშინოდა მისი. იცოდა, რომ ყველაზე კარგი იყო გუგას კოცნა, გუგას ჩახუტება, გუგას სიახლოვე და ისიც იცოდა, რომ ეს უაზრო შიში კარგს არაფერს მოუტანდა, ამიტომ აიძულა თავს შეეწყვიტა სისულელეები.
–შენს ოთახში ჩანთა შევნიშნე, სადმე მიდიხარ? – ხელები გაუშვა და სკამზე ჩამოდა.
თავის მუხლებს რამოდენიმეჯერ დაარტყა, რითიც ქალს ანიშნა, რომ უნდა მისულიყო. ისიც დანებდა და კალთაში ჩაუჯდა.
–რაჭაში ვაპირებდი წასვლას... – დაბნეულმა დაჰიპნოზებულივით წარმოსთქვა.
–კარგი ვარიანტია რაჭა, ერთად ხომ არ წავსულიყავით? – თმა უკან გადაუწია გუგამ.
–ანკას ვარ შეპირებული, რომ წავიყვან.. რომ გაიგებს წავედი, გამებუტება.
–პატარა ბავშვია, რომ გაიბუტოს? თუ არადა, ერთად წავიდეთ, ყველანი! – გიჟური იდეა შეაგება.
–ვინ ყველანი? – გაკვირვებულმა ჩახედა ნასვამ გუგას.
–მე, შენ, ირაკლი, ანკა, თოკო, ნიკო... – ჩამოთვალა თითებით.
–რატომაც არა! – წამოიყვირა გახარებულმა.
რა სჯობდა გუგასთან ერთად დასვენებას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, ამით არც ერთ მხარეს თუ არ გაანაწყენებდა.
შუა დღისას ბარში შეხვდნენ ერთმანეთს მეგობები. ძლივს დაითანხმეს ბეამ და გუგამ ბავშვები წასვლაზე. აიტეხეს ბიჭებმა „ყველა შენს სახლში ხო არ შევიყრებით, ტეხავსო“ და არ იცვლიდნენ აზრს. ბოლოს შეუფუცხუნა ბეამ და დაამატა:
–კიდევ რამოდენიმე დაქალს წამოვიყვან, რომელსაც არ იცნობთო, – თვალი ჩაუკრა და წარბების თამაშით გადახედა გუგას.
–ახალი დაქალები? – სიცილით შეხედეს ნიკომ და თოკომ ერთმანეთს. მიზანში გაარტყა ბეამ.
მეორე დღესვე ჩაბარგდნენ და დაიძრნენ. ირაკლი, ანკა, ნიკო და ლიკა ცალკე მანქანით წავიდნენ, გუგას ჯიპში კი, რა საკითხავია, ბეა, თოკო და თეაკო ჩასხდნენ. მთელი გზა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მკლავზე ძლიერად უჭერდა ბეა ხელს გუგას, ეშინოდა, მამაკაცი მოუკლებდა სვლას, შემდეგ კი ძალაუნებურად მიადგამდა ხოლმე გაზს და მიქროდნენ. ბეა ზედმეტად „ჭიანი“ აღმოჩნდა. სამჯერ გააჩერებინა მანქანა გუგას, ცუდად ვარო. მოითქვამდა სულს, ერთ კილომეტრში ისევ ცუდად ხდებოდა ასე. რაჭის გზა კი უაზროდ იწელებოდა.
როგორც ჩანს, ბიჭებს ბეას დაქალები მოეწონათ, თანაც ძალიან. რაღა უჭირთ, გამონახეს მეწყვილეები და ეგ არის. ორი დაქალი კიდევ ყავს ბეას, ვერ მოახერხეს ამ დღესვე წამოსვლა და „ორი დღის მერე გეწვევით წვეულებაზეო“ – დაუბარეს.
შორიდანვე ეტყობოდა სახლს, რომ საუკუნე არავის გაევლო შიგნით. ღობესაც კი უდიდესი აბლაბუდები ეხვეოდნენ. როგორ ვერ იტანდა ბეა მწერებს, მითუმეტეს თუ საქმე ობობებს ეხებოდა. არ გაუმართლა. პირველივე დღეს ხელზე ააცოცდა ობობა, დალაგებისას, რის გამოც იმხელაზე იკივლა, გუგა კინაღამ კიბეებიდან დააგორა. გაცოფებული და შეშინებული შევარდა ოთახში, რომელსაც ბეა ალაგებდა მამაკაცი და როცა შენიშნა რაზე აკივლდა ქალი, გაბრაზებულმა მოაცალა ხელიდან და თითებით გასრისა.
–ცოდოა! – წამოიყვირა ბეამ სანახაობაზე.
–მე არ ვარ ცოდო, კიბიდან რომ დამაგორე კინაღამ? – გაბრაზდა გუგა.
–შემეშინდა და... რა ვიცოდი შენ თუ კიბეებზე მიდიოდი, – მხრები აიჩეჩა ბეამ. – ძალიან მეშინია მწერების...
–მოდი ჩემთან, – ხელები გაშალა გუგამ და ქალი ჩაიხუტა. – რას დაგიშავებენ ეს უბედურები, – სიცილით უთხრა და თავზე ხმაურით აკოცა.
–კი ვიცი, რომ არაფერს დამიშავებენ, მაგრამ შენ თუ გსმენია ფობიაზე რამე? – აწყლიანებული თვალებით ახედა მამაკაცს.
–მსმენია, მსმენია, – სიცილით ჩაილაპარაკა და ქალის გემრიელ ტუჩებს წაეტანა. იდგნენ ოთახის შუაში და ერთმანეთს გემრიელ ბაგეებს უკოცნიდნენ.
–მაპატიეთ, სვიტერი უნდა ავიღო, – ოთახში ლიკა შემოვიდა.
–ხო... აი, იქ, მეორე უჯრაში დევს, – არასწორი მიმართულებით გაიშვირა თითი დაბნეულმა ბეამ.
–მანდ ჩვენი ჩანთა დევს, აქეთაშია თქვენები, – სიცილით შეუსწორა ბეას.
–აქ ძალიან ცივა, ხო იცით, – სვიტერი ამოიღო ლიკამ და მკლავებზე ხელები დაისვა, სიცივის ნიშნად.
–კი, – მოკლედ მოუჭრა გუგამ და ანიშნა, რომ დრო იყო მისი წასვლის.
როგორც ქალმა კარი მიიხურა, წელში შეუცურა ხელები გუგამ და თავისკენ ღიმილით მიიზიდა დაბნეული ქალი.
–ვგიჟდები, ასეთი სისულელეები ფეტვის მარცვალივით რომ გაბნევს ხოლმე, – სიცილით უთხრა და შუბლიდან მოჰყვა ქალის დაკოცნას.
–სხვა სტილის ქალი ხარ და ეს მომწონს ყველაზე მეტად შენში, – ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა და ბაგეებს წაეტანა.
სიამოვნებისგან აცახცახებული ბეა ძლივს ახერხებდა კოცნაში აყოლას.
–დაალაგებ თუ გავაგრძელოთ? – წამიერად მოსყდა ქალის ტკბილ ბაგეებს გუგა და მჭიდროდ დაჭერილ წამწამებს სიცილით ჩახედა, – გათენდა! – წამოიყვირა.
დენდარტყმულივით ჭყიტა ქალმა თვალები. ირონიული ღიმილი რომ შენიშნა მამაკაცის სახეზე, მკერდზე, როგორც შეეძლო, ძლიერად დასცხო მომუშტული ხელი და ბრაზმორეული გაშორდა კაცის ძლიერ მკლავებს.
–დამაბნეველი და სასიამოვნო კოცნა იცი, მაგრამ დალაგება მირჩევნია! – აღიარებითი ჩვენება მისცა მამაკაცს და იქვე მიგდებულ ცოცხს დასწვდა.
–ხშირად ნუ გადაიხრები ჩემს წინ, თორე იმ ყველაფერს დავაჩქარებ, რისთვისაც შენ ჯერ მზად არ ხარ! – თვალი ჩაუკრა და სიცილით დატოვა ოთახი.
–თავხედი! – ჩაილაპარაკა და დუდღუნით გააგრძელა პაწია ოთახის დალაგება.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ყველაფრის დალაგებას რომ მორჩნენ. ბიჭებს რა ენაღვლებოდათ, ტელევიზორს ლუდებით ხელში მისხდომოდნენ და კომედიურ ფილმზე დროდადრო ხმამაღლა ხარხარებდნენ. აი გოგოები კი გაწყდნენ წელში. ძალიან დიდი სახლი იყო, ექვსი უზარმაზარი ოთახის დალაგებას ეხუმრებით თქვენ? ბიჭებმა როგორც კი მათკენ მომავალი, ქანც–გაწყვეტილი გოგოები შენიშნეს, ახარხარდნენ. ბებია ქალებივით წაეკრათ თავებზე ბენდენები და ბოროტი მზერით ათვალიერებდნენ მოხარხარე ბიჭებს.
–იცით ძალიან გაგიტკბათ ტელევიზორის წინ ჯდომა და სასმელის წრუპვა! – ბღვერით აღნიშნა ბეამ. – ამიტომ, მე და გოგოებმა მოვიფიქრეთ, რომ ყოველ დილით სოფლის სამწყემსოს მიეხმარებით! – როგორც კი დაასრულა, მაშინვე შეეპარა ირონიული ღიმილი სახეზე.
–როგორ თუ სოფლის სამწყემსოს? – თვალები დაჭყიტა ირაკლიმ. გუგა მიუხვდა გოგოებს ჩანაფიქრს და ჩუმად იღიმოდა თავისი კუთხიდან, თან ბეას თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ ძალიან ძლიერად უყვარდა ეს ქალი.
–აი, ასე, ჩვეულებრივად! – სიცილით ააფრიალა თითი ბეამ. – როგორც ჩვენ დაგილაგეთ და დაგიწკრიალეთ მთელი სახლი, ისე მოუვლით სათითაო ძროხას! – სიცილით დაასრულა და გვერძე მჯდომ, პირდაღებულ ნიკოს მუჯლუგუნი გაჰკრა მხარზე, გამოფხიზლდიო.
–პონტი არ არის! – წამოიყვირა გაბრაზებულმა თოკომ, – მე და ნახირი ვმწყემსო? – ახარხარდა.
–ხოდა სახლიდან გაგაგდებთ! – ბოროტება ისევ შეერია ქალის მზერას.
–მადლობა მანქანის კომფორტული სავარძლების გამომგონებელს! – სიცილით წამოჭრა ირაკლიმ თავისი იდეა ბიჭებისთვის.
გუგა, რომელიც აქამდე ღიმილით ადევნებდა თვალს მოვლენებს, ფეხზე წამოიჭრა და წყნარი, გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა საყვარელი ქალისკენ. დაბნეულს ჩვეულად შეუცურა წელში ხელი და თავისკენ მისწია. თვალებში ჩააშტერდა და ღიმილით უთხრა:
–ხომ იცი, რომ მაგას ვერ გაგვიკეთებ! – ირონიულმა ღიმილმა დაურღვია სახის სწორი გამომეტყველება, რაზეც ქალი გამოფხიზლდა. ო, როგორ ვერ იტანდა მამაკაცის ცინიკურსა და ცივ სახეს.
–მაგასაც ვნახავთ, – მარწუხებიდან თავი დაიხსნა და გაკვირვებული კაცი დატოვა ჰაერში გაშეშებული.
–ანუ ხვალ დილიდან? – სიტიუაციის განმუხტვას შეეცადა ირაკლი.
–ჯერ სოფელთან არის შესათანხმებელი რაღაცები, – ჩაერთო ანკა, – ასე რომ, ხვალ გადარჩებით! – დაუმოწმა და გაბრწყინებულ შეყვარებულს სიცილით გადახედა.
ბეა უდარდელად ჩაეშვა გუგას ყოფილ ადგილზე და ტელევიზორის სამართავი პულტი ხელში აათამაშა. თანაც ირონიული ღიმილი უკრთოდა სახეზე, რადგან მამაკაცის საპირისპიროდ შეძლო სიტუაციის შეტრიალება, თანაც ეს ბრწყინვალე იდეაც ხომ მისი მოწოდებულია!
მთელი ღამე ბიჭები გოგოებს ეპირფერებოდნენ, ეხვეწებოდნენ დანდობას, მაგრამ არც ერთს არ გამოდიოდა. ზუსტად იცოდა გუგამ, რომ თუ ცდიდა, აუცილებლად გამოიღებდა ცდა შედეგს, მაგრამ თავმოყვარეობას არ აბიებდა, ბეასთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა. აბა რას გავდა ეს საქციელი? არ გაეკარებოდა ქალს ეს რამოდენიმე დღე და ამით ეცდებოდა მისთვის გაკვეთილის ჩატარებას.
გოგოების ნაწილი ერთ ოთახში შეიყუჟა, დასაძინებლად, მეორე ნაწილი – მეორეში. ბიჭებიც ასევე განაწილდნენ. ანკა და ბეა ერთ ოთახში მოთავსდნენ, რა საკვირველია. ცოტა ხნით ილაპარაკეს, ბიჭები განიხილეს. როგორც სჩანს, იმდენად მოიხიბლა ანკა ირაკლითი და ირაკლი ანკათი, რომ უკვე ქორწილის გეგმებსაც აწყობდნენ. აი ბეას ჯერი რომ დადგა, ქალმა ამოიფშვინა, ზურგი აქცია ანკას და სთხოვა, რომ ეძინებოდა და ხვალ გაეგრძელებინათ საუბარი.
ვერც გუგა დაიკვეხნის იმით, რომ მაშინვე დაიძინა. ტყუილად იწრიალა საწოლში და შემდეგ აივანზე გავიდა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა უსიამოვნო ბოლი. არ ეწევა, ზოგადად, მაგრამ ერთი კოლოფი ყოველთვის აქვს, რა იცი რა ხდება. ასე გახვია ბეამ უსიამოვნო ფიქრებში და მანაც გადაწყვიტა სიგარეტით ებრძოლა ფიქრებთან.
შუა ღამე იყო. გუგა ისევ აივანზე იდგა. იდაყვებით დაყრდნობოდა მოაჯირს და ვინ მოთვლის მერამდენე ღერს ეწეოდა. ტელეფონი აუწრიალდა ჯიბეში. სწრაფად ამოაცურა და ასევე სწრაფად გაუსვა სენსორს თითი.
–გისმენთ... ხვალ?... რა ხდება?... კარგი, წამოვალ... – მოკლე დიალოგით შემოიფარგლა, კავშირი გათიშა და აივნიდან იმ ოთახისკენ წავიდა, რომელშიც ბეა ეგულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი დიზაინის სახლი იყო, სასწაულებრივად უკავშირდებოდა ორი ოთახი აივანს. სწორედ ამ ორ ოთახში განაწილდნენ გუგა და ბეა.
დაუკითხავად შეაღო აივნის დამაკავშირებელი კარი და მთვარის მიერ მკრთალად განათებულ ოთახს მოავლო თვალი. გამოკვეთილად მოჩანდა ბეას პრიალა სხეული, რომელიც მკრთალ განათებას ირეკლავდა. ჩუმი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, არ უნდოდა ანკას გაღვიძება. საწოლის თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა. მშვიდად ეძინა ქალს და ოდნავ გახსნილი ბაგიდან უშვებდა ასევე წყნარ სუნთქვას. დაიხარა და შუბლზე აკოცა. ბურანიდან შეშინებული გამოვიდა ბეა და ასევე შეშინებული დააკვირდა ნაცნობსა და საყვარელ მამაკაცს, რომელსაც თავისი, ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
–მაპატიე, გაგაღვიძე... – ჩურჩულით დაიწყო, – უბრალოდ საქმეები გამომიჩნდა, აუცილებელი, ხვალ დილაუთენია თბილისში უნდა ვიყო, ამიტომ ახლავე მომიწევს წასვლა, – სევდა შეეპარა მის ღიმილს. როგორ არ უნდოდა დატოვება და ასე დანებება, მაგრამ უწევდა.
–კარგი, – დანებდა ქალი მარტივად. – მალე ჩამოხვალ? – თვალები აუწყლიანდა, რაც, წესით, არ უნდა გამოჩენილიყო ბნელ ოთახში, მაგრამ გუგას მახვილ თვალს რას გამოაპარებ? მაშინვე შენიშნა.
–არ იტირო რა... – შეეხვეწა. – გპირდები, რომ, როგორც კი მოვრჩები ყველაფერს, მაშინვე ჩამოვალ. შენგამო ვეცდები ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთო... – ისევ თბილად გაუღიმა და სანამ ქალი რამის თქმას მოასწრებდა, მანამ დაეტაკა დაუკითხავად მის მშვენიერსა და ტკბილ ბაგეებს და თავისებურად, ასევე ტკბილად დაუკოცნა ისინი.
უდიდეს სევდანარევ ბედნიერებას გრძნობდა ბეა. ჯერ ახლა შეერთდნენ და უკვე საქმეები. როგორ ვერ იტანდა ასეთ „მივლინებებს“, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, თავის გამო ვერ ათქმევინებდა მამაკაცს უარს სამსახურზე.
ღამე ფაქტობრივად არ სძინებია. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ყოფილიყო ამდენ ხალხში თუნდაც ერთი, ორი ან მეტი დღე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოეწონა ყველა და ძალიან გაითავისა, ოჯახად აღიქვა. გამთენიისას ჩაეძინა. რატომღაც იფიქრა, რომ თავისი ბრალია გუგას წასვლა. მას რომ ასეთი ეშვებიანი გეგმა არ შეემუშავებინა, იქნებ გუგაც დარჩენილიყო. „იქნებ გაბრაზდა და ჭკუის სასწავლებლად წავიდა“ – გაიფიქრა, – „ჰოდა სულელი გოგო ხარ, ბეა!“ – შეუფუცხუნა თავისმა ქვეცნობიერმა მაშინვე.
დილით კი არა, შუადღისას გაეღვიძა, უძილობის გამო. „ბავშვების“ ჟრიამული ეზოდან მოისმოდა. როგორც ჩანს, კარგად ერთობიან ბეას გარეშეც. აივანზე ხალათიანი გავიდა და ჟრიამულს აყოლილი მეგობრები შეათვალიერა. ბოთლები და მილები ეჭირათ და ერთმანეთს გამეტებით აბანავებდნენ. მეგობრების მხიარულ განწყობაზე მასაც ნაძალადევად გაეღიმა.
ოთახში დაბრუნდა, ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. როგორც წესი, დილაობით არ ჭამს, მაგრამ არც ცივი წყლის გადავლება უნდა, თანაც იცის, რომ ვერ გაერთობა, ამიტომ ჭამა ამობინა, კარაქი თხელ ფენად გადაუსვა პურს და წყალი გაზქურაზე შემოდო, გასაცხელებლად. მაგიდას მიუჯდა და ფიქრმა წაიღო. ისევ არ უვარდებოდა თავიდან ის აზრი, რომ გუგა მის გამო წავიდა. „ღირსი ხარ, ჩემო თავო! აბა რა დასჯები აგიტყდა!“ – უჯავრდებოდა საკუთარ თავს.
ჩაი გაიკეთა და ის იყო ჭამას შეუდგა, რომ ტელეფონი აზმუვლდა, რომელიც მაგიდაზე იყო მიგდებული. ტასო რეკავდა. უპასუხა.
–ბეაკო, იცი ვინ მომყავს? – ჩასძახა მხიარულად ყურმილში.
–ვიცი, მარიამი, – გაეღიმა.
–მარიამი დაივიწყე, არ უშვებენ სამსახურიდან, მერე კიდე, აგვისტოში, ზღვაზე უნდა წასვლა და ამდენ შვებუებას არ მისცემენ, – ჩამოარაკრაკა.
–აბა? – გაუკვირდა ბეას.
–რეზი ჩამოვიდა, – ნამიოკებით ცდილობდა მიეხვედრებინა სიტუაციის არსი ბეასთვის.
–ხო, მერე რა, რომ ჩამოვიდა. ვინ მოგყავს ეგ თქვი, – მკაცრად შეუღრინა.
–ვინ და რეზი მომყავს, – მხრიარულად წამოიყვირა.
–რა რეზი მოგყავს გოგო, სრულ ჭკუაზე თუ ხარ? – გაბრაზებულმა წამოიყვირა ბეამ.
–რა მოხდა მერე, წამომცდა, რომ შენთან მოვდიოდი და მთხოვა მეც წამიყოლეო, უარს ხომ არ ვეტყოდი?
–ვერ ეტყოდი ნიშნავს იმას, რომ ახლა ეტყვი! – მკაცრად შეუღრინა.
–ვერც ახლა ვერ ვეტყვი, ქუთაისში ვართ უკვე და მაღაზიაშია შესული..
–აი, სულ არ მაინტერესებს რა! იცი, რომ სხვა კაცია ჩემს ცხოვრებაში, კაცი, რომელიც მიყვარს, თანაც ძალიან და შენ ჩემს წარსულში ხელის ფათურით ცდილობ ამირიო ყველაფერი, არ გამოვა, ტასო, ა–რ–ა! – ბოლო სიტყვები გამოკვეთა და ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დაანარცხა. გაბრაზებულმა გათიშა.
მძიმე ნაბიჯების ხმამ დაუხშო ყურთა სმენა. ოთახში თოკო შემოვიდა.
–ამდგარხარ, – უთხრა და გაუღიმა. ბეამ იგრძნო რამდენად დაძაბული იყო ეს ღიმილი.
–ავმდგარვარ, – თავადაც დაეძაბა ყველა კუნთი და აუთრთოლდა სხეულის ყველა ნაწილი.
–მაპატიე, არ ვაპირებდი მოსმენას, უბრალოდ გავიგე რეზის რომ ახსენებდი და შემთხვევით მოვისმინე დანარჩენი დიალოგიც, – უხერხულსა და დაძაბულ ღიმილს არ წყვეტდა მამაკაცი. შუბლზე უფრო მძაფრად დაეტყო ვენები.
–არაუშავს, –დაიბნა ბეა.
–თუ გინდა, სამარე ვიქნები, – ტუჩებზე თითები გადაიტარა მამაკაცმა.
–რეზი ისაა, ვისაც ბავშვობიდან ვუყვარდი. მერე, უნივერსიტეტის პერიოდში, ვიღაც ბიჭი ამეკიდა, ამან დაჭრა, ისეთ ადგილზე, რომ არტერია დაუზიანდა იმ ბიჭს და გარდაიცვალა. რეზი საზღვარგარეთ გაიხიზნა, დღეს კი დაქალი მირეკავს და მახარებს იმ ფაქტს, რომ ის დაბრუნდა და ჩვენთან მოყავს... – ამოიხვნეშა, – რა უნდა გავაკეთო? – აცრემლებული თვალები, რომელიც მაგიდისთვის გაეშტერებინა, თოკოსკენ მიზიდა.
–გაგიგებს გუგა, თუ, რა თქმა უნდა, შენ არანაირ კავშირს არ დაამყარებ იმ ბიჭთან, – ისევ დაძაბული ხმით საუბრობდა, ოღონდ ამჯერად კბილებს აღრჭიალებდა.
–არ მინდა, რომ აქ მოვიდეს, ვიცი სულ ყველაფერს არევს... მიყვარს გუგა, სიგიჟემდე მიყვარს... – მხურვალე ცრემლმა დაუწვა სახე და სასწრაფოდ მოიშორა ხელის გულებით.
–ერთხელ გუგამ მითხრა, რომ ალბათობის თეორიით ფიქრობ და ეს მოსწონდა შენს აზროვნებაში, – თბილად გაუღიმა თოკომ, – ნუ გააქრობ ამ თეორიას შენი გონებიდან, რადგან ხშირად ყველაზე მართალია! – ესღა უთხრა და ოთახი დატოვა.
დაძაბული იჯდა და კედელს არ აცილებდა გაშტერებულ თვალს. გონებაში თოკოს აზრები უტრიალებდა და ფიქრობდა: „რა კარგი იქნებოდა, ისევ შემძლებოდა ამ თეორიის ამუშავებაო“. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ასე ტყუილად არ დაიძაბა თოკო, როცა ამბის მოყოლა ჩაათავა. ამ დაძაბულობას რაღაც უნდა ჰყოლოდა სათავეში, აუცილებლად და ეს აშინებდა, მთელ სხეულს უკანკალებდა.
ისევ ის საზარელი წლები გაახსენდა. უნივერსიტეტში მაშინ მეორე ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. მაქსიმალურად ირჯებოდა სწავლისთვის და ეს მის მიღწევებშიც აისახება. რეზი პირველი არ იყო, ვინც დასდევდა, მაგრამ ამ ბიჭს პირველივე კლასიდან მოსწონდა და ეს აშინებდა ბეას. სიჭკვიანე არასდროს გამოუვლენია ამ ბიჭს, ყოველთვის აძლევდა თავს უფლებას, რომ ცხელ გულზე ემოქმედა და ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ის საცოდავი ბიჭი მოკლა, რომლის მხოლოდ სახელი იცოდა ბეამ. იეჭვიანა, თუმცა რატომ და რაზე – ვერ ხვდებოდა ბეა, რადგან ისინი არასდროს ყოფილან ერთად. უბრალოდ, გათამამებული, მდიდარი ოჯახიდან წამოსული ბიჭი იყო რეზი და აძლევდა თავს უფლებას, რომ ყველაფერი თავის საკუთრებად ჩაეთვალა.
ვერ ხვდებოდა ვერც იმას, რატომ გააკეთა ტასომ ეს. იცოდა მისი წარსულის „მიღწევები“, რომელმაც გაანადგურა ბეა, ამიტომ არ უნდა წამოეყვანა მამაკაცი. მამაკაცმა რატომ გააკეთა ეს, თითქმის ნათელია და ადვილი მისახვედრი – ისევ ბოღმა სჭამდა, რადგან გაიგო ბეას ბედნიერების ამბავი, ალბათ.
ესეიგი, თუ ახლა ქუთაისში არიან, მაქსიმუმ ერთ საათში ჩამოვლენ, ესეიგი მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოს ბეამ და მეტად უნდა შემაგრდეს, რომ არ ეცეს და სათითაოდ არ გააცალოს თმა იმ საზიზღარ მამაკაცს.
ფინჯანი გარეცხა და თავისი ადგილი მიუჩინა. ერთისთვის გაწყობილი მაგიდაც აალაგა და ეზოში, ბავშვებთან გავიდა. უკვე აღარავინ მხიარულობდა. ზოგი ჰამაკში იჯდა, ზოგი მიწაზე და კარტს თამაშობდა. მხოლოდ თოკო არ ჩანდა არსად. „უეჭველად გუგას ელაპარაკება!“ – წარმოუდგინა ქვეცნობიერმა ქალს თავისი ფიქრები და მასაც ამის წარმოდგენაზე გააკანკალა.
–ბეაჩკა, ბურა არ გინდა? – ხელის აწევით გამოსძახა ლიკამ, რომელიც ნიკოსა და ანკას ეთამაშებოდა.
თანხმობის ნიშნად ოდნავ შეარხია თავი და მათკენ დაჰიპნოზებულივით წავიდა.
–კარგად ხარ? – შენიშნა ანკამ დაქალის მდგომარეობა და შეშინებულმა ჰკითხა.
–ხო, კი, – დაბნეულმა ძლივს უპასუხა.
–გუგა სადაა? – იკითხა ლიკამ და პასუხის მოლოდინში მიაშტერდა დაქალს.
–ქალაქში, რაღაც საქმე გამოუჩნდა და, – მოკლედ უპასუხა, მხრები აიჩეჩა და კარტზე ანიშნა, დავიწყოთო.
ზოგადად, უყვარს კარტით თამაში, მითუმეტეს ბურაში ჰყავს გაწვრთნილი გონება. აზარტში შესული მერვე ხელს თამაშობდა, ათით – ნოლს უგებდნენ ანკა და ბეა წყვილს, რომელსაც წაგება უკვე სიავეში გადასდიოდათ. ის იყო ბურას უნდა ჩასულიყო მოგებით ბედნიერი ბეა, რომ ჭიშკრის ხმა გაიგო და შეშინებულმა შეატრიალა თავი. მეტს არც და ვერც მოელოდა. ჭიშკარში მომღიმარი ტასო და მის უკან მომავალი საზარელი მამაკაცი შენიშნა.
დაფეთებული წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მათკენ. როგორ უნდოდა ისტერიკები ემართა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გზა, რადგან გუგას მეგობრები აქ იყვნენ, ასევე თავისი მეგობრებიც და თუ რეზის ვინაობა გამჟღავნდებოდა, ზუსტად იცოდა, ისინი არ დაინდობდნენ მამაკაცს.
–ტასო, რეზი, როგორ ხართ? – ნაძალადევი ღიმილით შეეგება და თან ყველას გასაგონად წამოიძახა: – გამიხარდა თქვენი ისევ ერთად ყოფნა!
იცოდა, რომ ამ წამოძახილით ნდობას დაკარგავდა თოკოში, რომელმაც უკვე ყველაფერი იცოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. მისი დაქალებიდან ყველამ იცოდა მომხდარი, თუმცა თითქმის არც ერთი არ ცნობდა რეზის, გარდა ტასოსი, რომელმაც თავად გააცნო ბეას მამაკაცი.
–გმადლობ! – ასევე ნაძალადევად გაუღიმა ტასომ, – უკვე მიყვარს რაჭა! – წამოიძახა გახარებულმა.
–ხო, იდეალურია აქაურობა! – დაეთანხმა ბეაც და მეგობრებისკენ წაიყვანა „წყვილი“.
სათითაოდ გააცნო ყველას და ყოველ გაცნობისას პირველი, რაც მის წარმოთქმულში იკვეთებოდა, იყო ის, რომ რეზი და ტასო შეყვარებულები იყვნენ. თოკო მხიარულად შეხვდა ამ ფაქტს, რადგან ჩანაფიქრს მიუხვდა ბეას და აშკარაა, მოეწონა კიდეც.
ისღა დარჩენოდათ, გუგასთან ეთამაშათ კარგად... თუმცაღა ეს ზოგადად ამ ოთხს დარჩენოდა, ვინც ნამდვილი ამბავი იცოდა, თუმც ბეას ჯერაც გასარკვევი ქონდა ტასოსა და რეზის ამბები.
საღამოს, როცა ყველა დასაძინებლად დაწვა, ბეამ ჩაავლო ხელი ტასოს და რეზისთვის ცალკე გამოყოფილ ოთახისკენ გააქცია. ოთახი იმიტომ გამოუყო, რომ ბიჭებთან არაფერი ებოდიალა. ეზოში ჩავიდნენ და სახლიდან მოშორებით წავიდნენ.
–საერთოდ ნორმალურები ხართ? – როგორც კი კარგად მოშორდნენ სახლს, ბეამ ხელი გაუშვა ტასოს, რომელმაც მტკივანი მტევანი ჭყანვით დაიზილა.
–ამის ბრალია, – ამოიკვნესა საცოდავად ტასომ და რეზისკენ გაიშვირა ხელი.
–არ მაინტერესებს ვისი რა ბრალია! – მკაცრად გააღრჭიალა კბილები ბეამ, – მიყვარს მე გუგა, მასაც ვუყვარვარ და როგორც ჩვენ დაგვინახავ, განზე იარე, გაფრთხილებ! – საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა გახევებულ რეზის.
–მიზანში თქვენი მომავალი ოჯახის დანგრევა არ მაქვს... – თქვა რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ გაოცებულმა.
–ჰო? – იკითხა გაბრაზებულმა ბეამ, – აბა, მოსალოცად ჩამოხვედი? – მწარედ ჩაიღიმა.
–შეიძლება მასეც ითქვას... ბეა, მე შვილი მყავს!
ქალმა ჯერ პირი დააღო, შემდეგ ჩაიცინა და მიახალა:
–დარწმუნებული ვარ, შეაპარე ვინმეს! – ირონიული ღიმილი აიკრა და უკან დაიხია. – იცოდე, მე გაგაფრთხილე! ის იკმარე, რომ დაუპატიჟებლად მესტუმრე და გტოვებ სახლში! – გამოსცრა კბილებში. – და ჰო, კიდევ, – გაახსენდა უცბად, – ორივე ითამაშებთ წყვილის როლს, თუ არა და, სჯობს ახლავე წახვიდეთ! – უთხრა და გაეცალა.
ასე არავისთვის გაუწევია მტრობა. უბრალოდ, მზად იყო ნებისმიერი რამის გაკეთებაზე, გუგასთვის. ხელები, რომლებიც აკანკალებოდა, ჯიბეში ჩამალა და სახლში თავჩახრილი ჩავიდა. გაუკვირდა მისაღებიდან მომავალი სინათლე და იქით წავიდა, სანახავად. თოკო იჯდა.
–ცუდი ღამე გაქვს? – სიჩუმე, რომელიც ოთახში იმ წამს გამეფებულიყო, ბეამ დაარღვია და გაუღიმა მისკენ მოხედილ მამაკაცს. კარის ჭრილში დადგა, ხელები გადაავარედინა მკერდთან და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
–შეიძლება ასე ითქვას, – სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა. დივანზე ჩამოჯდა და ხელით ანიშნა შემოდიო.
ქალმა კარი მიხურა და შევიდა. მის მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშვა და იდაყვის სავარძლის სათავეზე ჩამოდების შემდეგ, ხელს დააყრდნო თავი.
–თეაკო შემიყვარდა, მგონი, – ნერვიულად გადაისვა თავზე მამაკაცმა ხელი. ბეას ღიმილმა გაუპო ბაგეები.
–და რა განერვიულებს?
–საპასუხო გრძნობას ვერ ვხედავ, – სიგარეტის გამონაბოლქვი ღრმად შეუშვა ფილტვებში.
–იმიტომ ვერ ხედავ, რომ ჯერაც ვერ გაიცანი თეაკო... კარგია, რომ მითხარი. შეპარვით დაველაპარაკები შენზე, თუ გინდა, – დაამატა და თბილად გაუღიმა.
–არა, არ მინდა, – უარყო ქალის გეგმა სასწრაფოდ, – მე მინდა, რომ დაველაპარაკო! – ნერვიული ღიმილით აღუნიშნა თავისი გეგმა.
–კარგია, მაგრამ, სანამ რამეს ეტყვი, ნერვიულობისგან ნუ დაიღვრები, – სიცილით წამოდგა ფეხზე, – ყავას შემოგთავაზებდი, მაგრამ ისეც უძილობა გაწუხებს!
–არა, არ მინდა ყავა, – მადლობის ნიშნად თავი ოდნავ შეარხია და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა.
–ბევრი დაოჯახების სუნი მცემს! – სასაცილოდ დამანჭა სახე ბეამ და სიცილით გავიდა ოთახიდან.
თოკოსთვის ეს გოგო უკვე დაზე მეტია. ისეთი თბილია, საყვარელია, გამგებია... სრულებით არის დაბადებული გუგას ბედნიერებისთვის! და თეაკო?! თეაკო თოკოს სასწაულია. როგორი საოცარი გოგოა ისიც, მაგრამ ბეასგან განსხვავებით, იდუმალებით აღსავსე და, ალბათ, ესაა მთავარი, რაც მასში მოსწონს მამაკაცს. შუქი ჩააქრო და თავისი ოთახისკენ დაიძრა.
ანკა საწოლში არ დაუხვდა ბეას. გაეღიმა, რადგან დღეს ბავშვები ძალიან გაფანტულები, ლამპრებით არიან წასულები თავიანთი ბედის საძებრად... ბეასთვის კი ბედი შავებშია შემოსილი, დროებით მაინც. გამოიცვალა და წამოწვა. ძილი ისევ არაფრით ეკარებოდა. რამდენი ჩასთვლიმავდა რეზისა და გუგას ჩხუბი ელანდებოდა და ეღვიძებოდა. ბოლოს მოიფიქრა, რომ გუგასთვის არ უნდა დაემალა ეს ყველაფერი, რაც არუნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა მომხდარიყო უნდა დაერეკა, აქვე და ახლავე. ტელეფონს გადასწვდა, რომელიც ძველ ტუმბოზე, მტვერში ცურავდა და მამაკაცის ნომერი აკრიფა. არა, ჯერაც ვერ მოდის გონზე, დღეში რამდენჯერმე წმინდავს ოთახს და მაინც ამდენი მტვერია.
სასურველი ხმა რომ გაისმა ტელეფონში, ბეას ძალაუნებურად გაეღიმა.
–გაგაღვიძე? – ახლა მან კითხა მერყევი, ათრთოლებული ხმით.
–არა, ბეატრის, ჯერაც ვმუშაობ, – უპასუხა ჩახლეჩილი ხმით. – შენ რატომ არ გძინავს? – დაამატა მას შემდეგ, რაც დაძაბულობა იგრძნო.
–გუგა... უნდა ვილაპარაკოთ...
–ახლა არა, ბეა, ჩამოვალ და მერე, – დაძაბულმა უთხრა გუგამ და ბეა მიხვდა იმას, რომ გუგამ ყველაფერი იცოდა.
–მაპატიე რა, შენ თავს ვფიცავარ არაფერი არც ყოფილა და არც იქნება! – თვალები აემღვრა და აუწყლიანდა. როგორ უნდოდა ახლა გუგა მის წინ მდგარიყო, ჩვეულად აეწია ქალის თავი თავისკენ და თვალები დაეკოცნა მისთვის.
–ვიცი, ბეატრის... მიყვარხარ! – ხმა დამთბარმა დაამატა და ქალმა იგრძნო როგორ დაუდგა გაზაფხული მუცელში... ისევ.
–მენატრები, გუგა! – უკვე ატირებულმა, ბედნიერებისგან, უპასუხა.
–მალე ჩამოვალ და აღარ გამიშვა არსად! – სიცილით გაამხნევა მამაკაცმა. – ახლა კი ვიმუშავებ, კარგი?
–კარგი, ოღონდ არ გათიშო... შენ სუნთქვას მინდა ვუსმინო! – მამაკაცს გაეღიმა.
ისხდნენ, გუგა მაგიდას მიდომოდა და სწრაფად წერდა, ბეას კი ყურთან მიეტანა ტელეფონი და დაუღალავად უსმენდა მამაკაცის რიტმა დარღვეულ სუნთქვას იქამდე, სანამ ანგარიში არ ამოეწურა.
ელოდა იმას, რომ გუგა დაურეკავდა, მაგრამ რომ არ დაურეკა, ძილს შეეცადა. წინა ღამის თითქმის უძილოს, მარტივად ჩაეძინა, იმდენადაც, რომ ვერც გაიგო როდის შემოეტუზა საწოლში ანკა.
დილით ადრე გაეღვიძა, უფრო სწორად გააღვიძა ფარდებ–გადაწეული ფანჯრებიდან მომავალმა სხივის მწველმა სხივებმა. ფეხზე წამომდგარი გაიზმორა, ყოველდღიური, ოთხ წუთიანი ვარჯიშით გაიკაჟა სხეული, საღამურები გამოიცვალა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. კიბეები ვარაუდით ჩაიარა და სამზარეულოში შესული შეხტა. ყველაზე ნაკლებად ელოდა მამაკაცს იქ. ჯერ დაფიქრდა, ცხადია თუ სიზმარიო, შემდეგ შეუმჩნევლად იჩქმიტა ხელზე და რომ მიხვდა რეალობაში იყო, წამოიყვირა და ფანჯარასთან ატუზულ მამაკაცს მთელი სიძლიერით შემოჭდო მარწუხები წელზე.
–წუხელ აღარ დაგირეკე, მინდოდა დაგეძინა, რომ დღევანდელ სიურპრიზს მოქნილად დახვედროდი, – ღიმილით ჩახედა, სახე კვლავინდებურად, ჩვეულად ააწევინა და ღიმილისგან ოდნავ შეხსნილი, მონატრებული ბაგეები დაუკოცნა.
იმის შემდეგ, რაც ქალის საყვარელი სახე დაკოცნა, თავი აწია, შუბლზე მიაწება ცოტა ხნით კიდევ ტუჩები და შემდეგ დააკვირდა მის აწყლიანებულ თვალებს.
–როცა ტასომ დამირეკა, მეგონა იქ დამთავრდა ყველაფერი, – სევდიანად გაუღიმა, თუმცა ამ სევდაშიც მკვეთრად იგრძნობოდა ბედნიერების უდიდესი ნაპერწკალი.
–ჩვენი ისტორია არასდროს დამთავრდება! – შეაგულიანა ქალი, – ახლა კი ყავას თუ გამიკეთებ, დამავალებ.. ისეთი გადაღლილი ვარ, საცაა გადავიწვები, – ღიმილშიც ეტყობოდა, რომ მართლაც ძალიან იყო გადაღლილი.
ბეა წაცუნცულდა ყავის გასაკეთებლად, მხიარულად, მამაკაცის სიურპრიზით უზომოდ გაბედნიერებული. ეგონა, რომ ღრუბლებზე იყო, ბუშტი იყო და იბერებოდა და იბერებოდა, ბედნიერების გამონაბოლქვით.
–რას საქმიანობ, გუგა? – ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა, თანაც გართობა არ აწყენდა ამ სიცხეში გაზქურის წინ მდგომარეს.
–შენი უფროსი ვარ, – სიცილით მიახალა.
–როგორ? – გაოცებული შემოტრიალდა მისკენ ქალი.
–ოჯახის ბიზნესია კერძო სკოლების ქსელი, – ნიშნისმოგებით აზიდა ჰაერში თითი.
–სერიოზულად? – ვერ იჯერებდა ბეა.
–ჰო და გაგიმართლა, რომ დედაჩემის მართველობის სკოლაში მიხვედი ვაკანსიაზე, თორე გამოგისტუმრებდნენ სხვა მხრიდან, – თვალი ჩაუკრა და დაამატა: – რა ვიცი, სავსეს თუ მომაწვდი ყავის ფინჯანს, გამიხარდება.
დაფეთებული მიტრიალდა ბეა გაზქურისკენ და სასწრაფო წესით გამორთო. მაინც რა იყო ასეთი, ასე რომ გაიკვირვა, იმდენადაც კი, რომ ლამის გადმოსული ყავით დასვარა მთელი სამზარეულო. სავსე ფინჯანი წინ დაუდო მამაკაცს და მის წინ ჩამოჯდა.
–იმედია საუზმე არ გიყვარს, – დაიზარა ქალმა ამ დილაუთენია რაიმეს გაკეთება.
–შენდა საბედნიეროდ, არა, – სიცილით გაიქნია თავი მამაკაცმა და ყავას შეექცა. – თუმცა ძილი მიყვარს, თანაც ძალიან, და ვიმედოვნებ, რომ სადმე თავისუფალი ოთახი დარჩა, ჩვენთვის, – წარბები სასაცილოდ აათამაშა.
–მე არ მეძინება, – ცხვირი აიბზუა ბეამ, – თორე ისე, კი არის, იცოცხლე.
–ჰოდა, რადგანაც არის, წამოხვალ და მიმღერებ, რომ ტკბილად დამეძინოს, – ფეხზე წამოდგა და თითით ანიშნა წამოდიო.
–სერიოზულად? სიმღერა და მე ისე ვართ, როგორც ცა და მიწა, – ხელების სასაცილო ქნევით დაედევნა.
–მაგასაც მე ხომ არ გასწავლი! – ორაზროვნად ჩაილაპარაკა და მომდევარ ქალს ხელში ჩაავლო თავისი დიდი ტორები, აიკრო და როგორც ჩვევია, თავის აწევის შემდეგ, მაცდურად დაუკოცნა ბაგეები და ზევით აყოლის ნაცვლად, ქვევით ჩამოუყვა, ყელს რომ მიუახლოვდა, ის იყო ქალმა ბაგეები ერთმანეთს დააშორა და თვალები ნასიამოვნებმა მილულა, თითი მიადო ტუჩებზე გუგამ და სიცილით უთხრა: – აქ არაო.
–ერთხელ იქნება გადამრევ, – აღსარებასავით დაცდა ქალს.
–მეც ეგ მინდა, – თვალი ჩაუკრა და კიბის კიდესთან გაჩერდა, საით წავიდეო.
ხმაურით შეაღეს კარი. ვნებამორეულმა შეუცურა წელზე ხელი გუგამ და აწ მიხურულ კარს ააკრო. სწრაფად და მორიგეობით უკოცნიდა გემრიელ ტუჩებს, შემდეგ ქვევითაც ჩაუყვა და ის იყო ბეამ ნასიამოვნებმა ამოიკვნესა, მამაკაცის ზმუილის ხმა გაისმა ოთახში და დაფეთებულმა გახედეს ბურანში მყოფ, საწოლზე მწოლიარე რეზის გუგამ და ბეამ.

–რეზი, არ მახსოვს შენთვის ეს ოთახი მომეჩინოს, – გაბრაზებულმა შეუბღვირა მამაკაცს.
–არც მე მახსოვს ოთახში როდესმე ასე ვნებით ავსებულები შემომვარდნოდეს, – სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
გუგას თვალები ძალაუნებურად დაექაჩა და ვენები დაეძაბა. ბეამ იგრძნო, რომ არც ისე კარგი საღამო ელოდა, ამიტომ სწრაფად მიაწვა მამაკაცს, გადიო.
სხვა ოთახში გადაინაცვლეს და ამ ჯერად მამაკაცი არ მიახლოვებია ქალს. ისევ დაძაბულმა გარემომ დაისადგურა გარშემო. ღრმად ჩაისუნთქა ქალმა და მამაკაცს გადახედა, რომელსაც ხელები თავის ქვეშ ამოედო და ძველ ჭაღს მისჩერებოდა.
–შეიძლება კარგად მოწყობა ამ სახლის, – ბეასთვის მოულოდნელად ჩაილაპარაკა კაცმა ისე, რომ ჭაღისთვის თვალი არ მოუშორებია.
–იმდენი სჭირდება ამ სახლს, რომ აღარც ვფიქრობ, – ძალაუნებურად გაეღიმა ქალს.
–ჰოდა იფიქრე, რადგან მაინც მოგვიწევს მოწყობა ჩვენ გემოზე, – ღიმილით გადაატრიალა ქალისკენ თვალები გუგამ.
–გეძინებოდა შენ, რადროს ეგ არის, – მობეზრებულად ამოიფშვინა ქალმა და გუგას მკერდისკენ თავით წავიდა. წელზე ხელები შემოხვია და მთლიანი სხეულით აეკრო. გულზე თავი დაედო და რიტმულ გულისცემას უსმენდა.
–გადმომაწექი ბარემ ზედ, მაინც არ ხარ მძიმე, – სიცილით ანიშნა მამაკაცმა, რომ არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავს.
–ოო, დაიძინე რა! – დაღლილმა ამოუშვა ფშვინვა.
ბეას ჩაეძინა. არც თვითონ ეგონა, რომ დაეძინებოდა და არც მამაკაცს, მაგრამ დაეძინა. აი გუგა კი ვერ იძინებდა და მეტიც, რამდენჯერაც რამოდენიმე წუთის წინანდელი ინციდენტი ახსენდებოდა, იმდენჯერ ივსებოდა ბრაზით, ასე რომ, რა დააძინებდა. შემდეგ კი,თვითონაც შეცურა მორფეოსის სამეფოში, მგზავრობითა და მუშაობით დაღლილ–გადაქანცულმა.
შუა დღეს გადაცილებოდა, ბეამ რომ მონაცვლეობით ჭყიტა თვალები. გუგას სხეულზე ისევ იმ ფორმაში იყო აკრული, ოღონდ ამ ჯერად მამაკაცის დიდი ტორები წელის ოდნავ ქვემოთ, კომფორტულად მისვენებოდა. კედელზე მორგებულ ძველ საათს გახედა თუ არ იტყუება ეს საათი, უკვე ხუთი უნდა იყოს. ძალიან გაუტკბათ. ქალმა ხელები გადააწევინა მამაკაცს და მისი სხეულიდან საწოლზე გადაინაცვლა. ის იყო გუგასკენ შეტრიალდა, რათა გაეღვიძებინა, მის თვალებს შეხედა, მწვანე, მნათობ თვალებს, რომლებიც ალბათ ტკივილის გამო მორიგეობით იხსნებოდნენ და ოდნავ მოჭუტული უყურებდნენ ბეას.
–დიდხანს გვეძინა, იცი? – ღიმილით უთხრა მამაკაცს და შეუმჩნევლად მიჩოჩდა მის სხეულთან ახლოს.
–ხო, ვხვდები, – მზეზე ანიშნა, რომელიც უკვე საკმაოდ მიახლოვებოდა მთებს.
–არ მაკოცო რა, – გაბუტულმა დაბურცა ისეც დაბურცული ტუჩები და გვერდის საცვლელად მოემზადა, მამაკაცის მძიმე ხელებს რომ შეეჩეხა, წელზე რომ მარწუხებივით შემოხვეოდნენ და დაბნეულმა გადაიკისკისა.
–მაგიჟებ, – პათეტიკური ტონით, ხმა აჭრილმა ჩაილაპარაკა გუგამ და ქალის გემრიელ ტუჩებს მისწვდა.
–გაგიჟდი! – ამოიჩურჩულა და თმებში შეუცურა ხელი.
ერთმანეთის ფერებაში და მოსიყვარულებაში, ვნებამორეულებმა კიდევ ერთი საათი გაატარეს. გუგა ხვდებოდა იმას, რასაც უკვე ბეაც აცნობიერებდა, რომ ქალი მზად იყო, მაგრამ წელავდა დროს, თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდაო.
„გვრიტებმა“ კიდევ ცოტა ხანს იჭიკჭიკეს და ბოლოს ბავშვებთან ჩავიდნენ.
–ოჰ, გვიკადრეს! – წამოიძახა ანკამ და სიხარულის ნიშნად ტაში შემოკრა.
–როგორც ვხედავ, არც ისე იწყენთ, უჩვენოდ, – თვალი ჩაუკრა ბეამ.
–ბეაჩკა, წუწაობის სეზონს როდის უნდა შემოუერთდე? – ხელით ბოთლზე ანიშნა თეაკომ და სანამ თოკოს ყურადღება მოსული წყვილისკენ იყო, დრო იხელთა და ბოთლი ჩამოაცალა, შემდეგ კისკისით გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით.
ანკასკენ, რომელიც მიწაზე მოხერხებულად წამოკოტრიალებულიყო, წავიდა ბეა და გვერდზე მიუჯდა.
–ირაკლი საით არის? – ინტერესით ჰკითხა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა.
–მაღაზიაში წავიდა, ცოტა სასმელს და ტკბილეულს ამოიტანს, შემოგვაკლდა, ხო იცი, – სიცილით უთხრა.
–მიჰქარავთ! – სიცილით წამოიძახა ბეამაც.
–მივქარეთ უკვე, – პირზე ხელი აიფარა ანკამ და წამოჯდა.
–სერიოზულად? – თვალები ჭყიტა ბეამ.
–აბსოლიტურად, – გვერდზე მოდებული შოკოლადი ახლოს მოაცურა.
–ქალები რომ ერთ–ორ დღეში ორსულდებოდნენ, ვიფიქრებდი, რომ ორსულად ხარ და იმიტომ გააფრინე, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ სიყვარულმა გაგაფრენინა? – ძალდატანებითი სიმკაცრით შეუღრინა.
–ასე, ჩვეულებრივ, – მხრები აიჩეჩა ქალმა, შოკოლადის დიდი ნატეხი პირისკენ გაიქანა და მიწაზე გადაწვა, ცის საყურებლად.
–ეჰ, შენ რა გეშველება კი არა, მე რა მეშველება, შენ ხელში! – ამოიხვნეშა ბეამ და ფეხზე წამოდგა.
გუგა ხეს მიყრდნობოდა, ცალი ფეხიც მისთვის მიედო და სიგარეტს ეწეოდა. რა საკვირველია, მისკენ წავიდა ბეა.
–როდის მერე ეწევი? – ეჭვიანი ცოლივით შეათვალიერა მამაკაცი.
–არ ვეწევი, – ნამწვი დაბლა დააგდო და ფეხით ჩააქრო.
–მომელანდა ეტყობა, – ცალი წარბი ზემოთ აზიდა და თვალებში ჩააშტერდა მამაკაცს.
–ხანდახან ვეწევი, არ ვეჩვევი, – ქალის კისერზე ჩამოდო ხელები.
–მომაწევინებ? – ახლა გუგამ შეხედა გაოცებულმა.
–მომესმა? – ხმაში ბრაზი შეერია მამაკაცს.
უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
–მეც ხანდახან მოვწევ და არც მე მივეჩვევი, რა მოხდა მერე! – მხრები აიჩეჩა.
–შენ არ გაქვს სამაგისო ნებისყოფა! – მკაცრად დაიჩურჩულა მამაკაცმა.
–შენ რა იცი? – გაცოფებულმა ახედა.
–უყურე, – ღიმილით დაიხარა ქალის ტუჩებისკენ და აკოცა.
რამოდენიმე წამის განმავლობაში გახევებულს კოცნიდა. ქალს სიამოვნებდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რატომ გააკეთა ეს მამაკაცმა და მაგრამ ხვდებოდა, მაინც ვერ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას. ქალის ბაგეებს ოდნავ ირონია შეპარული ღიმილით მოსწყდა მამაკაცი და თითები თმაში შეუცურა ქალს.
–ხედავ? შენ იმის ნებისყოფაც არ გაქვს, რომ შემეწინააღმდეგო! – თვალი ჩაუკრა.
–იმიტომ არ გეწინააღმდეგები, რომ მიყვარს ეს შენი კოცნა! – გაავდა ბეა.
–სიგარეტიც სპონტანურად შეგაყვარებს თავს და შენ ვერ შეძლებ მასზე თავის დანებებას ისევე, როგორც ვერ ეშვები ჩემს ტუჩებს... – ხმა მოულოდნელად აეჭრა მამაკაცს.
–და შენც რომ არ გეყოს სამაგისოდ ნებისყოფა? – სახე აეკაფრა ქალს, მაგრამ მაინც არ ყრიდა ფარ–ხმალს. სიგარეტის გასინვა კი არ სურდა, უნდოდა თავისი მაგალითით ეთქვა მამაკაცისთვის, რომ არ მოეწია.
–სანამ გვერდზე მყავხარ, მანამ მყოფნის და თუ მიმატოვებ, შენ თავს მიაწერე ჩემი დამოკიდებულება, – თვალი ჩაუკრა და პოზიცია იცვალა.
ხელი წელში შეუცურა და მეგობრებისკენ წაიყვანა, რომლებიც რაღაცისთვის ემზადებოდნენ. რაღაცისთვის რა, კოცონს ანთებდნენ და გარშემო ადგილებს „ჯავშნიდნენ“.
–„ამის პატრონმა რა ქნას“ ითამაშებთ? – წარბების თამაშით გამოსძახა ლიკამ და ნიკოს მხარზე გაჰკრა ხელი, მიიწიეო.
–ვითამაშებთ! – ღიმილით დაუქნია თავი გუგამ და ცარიელ ადგილას, კოცონის წინ ჩამოჯდა.
–დედა მე ვარ! – წამოიძახა ანკამ.
–ჰო, მალე იქნები, ნუ ჩქარობ! – სიცილით მიაძახა ბეამ.
–ჰოდა ბევრს რომ ტლიკინებ, დაიხუჭე აბა! – შესძახა თავადაც გამხიარულებულმა და იმის შემდეგ, რაც დაიხუჭა, რაღაც მიმართულებით გაიშვირა თითი. –ჰო, გაიხილე და რა ქნას, დააყოლე! – დაამატა რამოდენიმე წამის შემდეგ.
ბეამ ბავშვებს მოავლო თვალი. ამ ქალს ადამიანების ამოცნობის საოცარი ოსტატობა გააჩნია, ერთი თვალის მოვლებით მიხვდა ვინც იყო, რადგან ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან და ადგილს ვერ პოულობდა.
–რა ქნას და თოკოს აკოცოს! – თითის ჰაერში გაშვერით წამოიძახა და გადაიკისკისა.
–სერიოზულად? – სასაცილოდ დამანჭა სახე თეაკომ.
–აბსოლუტურად, ოღონდ ლოყას არ ვგულისხმობ, იმედია მიხვდი! – თვალი ჩაუკრა.
თოკოს სიამოვნებამ გადაურბინა სახეზე. არა, ხომ უთხრა ბეას, რომ თავად მოაგვარებდა ყველაფერს, მაგრამ ეს საქმე უკვე ერთი ნაბიჯით წინ წაწევაა, რადგან კოცნითაც შეიძლება ადამიანის დამოკიდებულების გაგება.
–თეაკო, ადექი, – მოჩვენებითი სიმკაცრით უბიძგა გვერდიდან ტასომ. არა, ეს გოგო როგორ ყველაფერში ერევა, პირდაპირ ღიზიანდება ბეა!
სახე აკაფრული წამოდგა ფეხზე და არეული ნაბიჯებით წავიდა თოკოსკენ. როგორ რცხვენოდა, წარმოედგინა აბა ბეას?! მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ კარგად იცოდა სირცხვილის ამბავი ბეამ და მაინც „უჩალიჩებდა“.
თოკოს წინ მდგარს გული ეკუმშებოდა. მამაკაცი უღიმოდა, თავისებურად, ლამაზად და მისი ტუჩები ელოდა სანატრელ შეხებას. რროცა მამაკაცი მიხვდა, რომ შეუძლებელს აძალებდა ქალს, თავად მიაწევინა სახე და აკოცა. დიდხანს არ გაგრძელებულა კოცნა და ბეას გასაკვირად, თოკოს ინიციატივით შეწყდა. ალბათ შეეცოდა მამაკაცს ქალი, რომელიც სირცხვილით უკვე ვეღარსად იმალებოდა.
წრეზე მიყვებოდნენ. კარგად მხიარულობდნენ. სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს, ურტყავდნენ, ეხუმრებოდნენ.. ბოლოს გუგა დაიხუჭა. ჩვეული ფრაზა წამოიძახა ანკამ და წარბების თამაშით შეხედა ბეას, რომელსაც პულსი აუჩქარდა.
–ერთ კითხვაზე მიპასუხოს! – წამოიძახა გუგამ, დაუფიქრებლად.
–ბეა იყო! – ჩანაფიქრს მიუხვდა ლიკა და გახარებულმა ანიშნა გვერდზე მჯდომზე.
ბეამ დაბნეულმა შეხედა მამაკაცს. ელოდა, რომ შეეკითხებოდა ისეთ რაღაცას, როგორიცაა მაგალითად; „ჩემ გარდა ვინმე გყოლია?“, „ძალიან გიყვარვარ?“ ან მსგავს ბანალურობებს, მაგრამ როგორც პირი გააღო გუგამ სათქმელად, მაშინვე გაჩერდა დრო ბეასთვის და კინაღამ გულიც თავის ადგილს მოსწყდა.
–ცოლად გამომყვები? – ზარბაზნის ხმასავით გაისმა ბეას ყურებში მამაკაცის ბარიტონი. რამოდენიმე წამის განმავლობაში გადახარშვას ცდილობდა ნათქვამის, შემდეგ კი მოიფიქრა და ხმა ამოიღო.
–ალბათ, – ყურებამდე გაიკრიჭა და მამაკაცის ბაგეებს თავისი შეაჯახა.
***
ესაა ჩემი ფავორიტი ისტორია და, მიუხედავად იმისა, რომ სრულად უკვე იდო, არ გამიბრაზდებით იმედია ხელახლა დადებისთვის love
ახალ თავსაც მალე შემოგთავაზებთ love



№1  offline წევრი lonelygirl123

ვაიმე ძალიან კარგი იყო ოგოღნ მართლაა დავდნი დავიღვენთე და რავი რაა ძალიან მომეწონა იმაზე მოვკდვი სიცილით ღორივით არ ჩასკდაო რო გეწერა :D ძალიან კარგად წერ ველი ახალ ისტორიას

 


№2  offline წევრი N7

S o f i a
როგორ მიყვარს ეს ისტორია ❤️

lonelygirl123
ვაიმე ძალიან კარგი იყო ოგოღნ მართლაა დავდნი დავიღვენთე და რავი რაა ძალიან მომეწონა იმაზე მოვკდვი სიცილით ღორივით არ ჩასკდაო რო გეწერა :D ძალიან კარგად წერ ველი ახალ ისტორიას

დიდი მადლობა ჩემო კარგებო❤ მიხარია, რომ მოგეწონათ და მოგწონთ❤ ჩემთვისაც საყვარელი ისტორიაა❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Elenikoo

რა კარგაად წერრ<3333მომეეეწოონაააა ძააალიააან<333

 


№4  offline წევრი N7

Elenikoo
რა კარგაად წერრ<3333მომეეეწოონაააა ძააალიააან<333

მიხარია და გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

miyvars es istoria ❤️

 


№6  offline წევრი kettaketta))

ვაიიმე love არა მართლა საოცარი იყო winked აზრი იდო დიდი, სათაოურიც ორიგინალური და დასასრულიც გასაოცარი და სათაურის შესაბამისი love ვაუუ !! მაგარი ხარ ძალიან <33

 


№7 სტუმარი teo...

Dzalian magaria ,bravo martla magrad wer.kide veli shens aset istofiebs .magarixaaaarrrr

 


№8  offline წევრი N7

uchveulo
miyvars es istoria ❤️

kettaketta))
ვაიიმე love არა მართლა საოცარი იყო winked აზრი იდო დიდი, სათაოურიც ორიგინალური და დასასრულიც გასაოცარი და სათაურის შესაბამისი love ვაუუ !! მაგარი ხარ ძალიან <33

teo...
Dzalian magaria ,bravo martla magrad wer.kide veli shens aset istofiebs .magarixaaaarrrr

დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო, ძალიან დიდი პოზიტივები ხართ! სიტყვებით არ შემიძლია ემოციების გადმოცემა, მართლა... იმ ემოციების, რომელიც ასეთი ტკბილია და რომლების სათავეც თქვენ ხართ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9 სტუმარი teo....

Vgijdebi a.istoriaze dzalian sulshi hamwvdomia.madloba shenrom aseti umagresi xar.imediakidev dadeb aset lamazda tbilistorias.

 


№10  offline წევრი N7

teo....
Vgijdebi a.istoriaze dzalian sulshi hamwvdomia.madloba shenrom aseti umagresi xar.imediakidev dadeb aset lamazda tbilistorias.

ძაალიან დიდი მადლობა, მიხარია ძალიან <3 აუცილებლად love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა უნაკლო ისტორია იყო, თავისებური და შენსავით საოცარი.. არა რაა. ერთმანეთზე უკეთეს ისტორიებს რომ ქმნი ამას რად უნდა ლაპარაკი და ხომ იცი, რომ აღფრთოვანებული სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე მეც.
ყურებამდე შემიყვარდა თეაკოც, ბეაც და ყველა ვინც იქ იყო, რეზოს და ტასოს გარდა რა თქმა უნდა, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ ზედმეტნი, მიუხედავად მათი წარსულისა.
ისტორიაში, მითუმეტეს ასეთში, ნამდვილად უნდა ყოფილიყო ცუდი მხარეც, უარყოფითიც და არა მარტო დადებითი, ამიტომ ნამდვილად გამაგიჟა და თან როგორ მანერვიულაა.
რავიცი, წარმოვიდგენდი რეზოსა და გუგას ჩხუბს, ვფიქრობდი ერთ-ერთი სიცოცხლეს დაასრულებს მეთქი და უფრო ვიტანჯებოდი, რომ წარმოვიდგენდი ეს გუგა უნდა ყოფილიყო... არ ვიცი რა მემართებოდა. მეც მივლიდა გაზაფხული მუცელში და მეც მომინდა ასეთი საყვარელი გოგო :დდდ
ჰეჰ ^_^ მაგის ბედი ვინ მომცა.
ძალიან კარგი ხარ ჩემო გეჟოოოოოოოოო <3
საოცარი და გადასარევი იყო..
ვისიამოვნე მაგრად მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ, რომ ვკითხულობდი... <3 <3

love love love ვერავინ შეეწინააღმდეგება ჩემ გრძნობებს :დ
თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ და ვგიჟდები შენზეე ^_^
ასეთი სიყვარულის ისტორიას, რომ ქმნი თავად როგორი თბილი უნდა იყო love მართლა მაგიჟებს შენი ისტორიები გეჟოოოო wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline წევრი N7

ErckeMydass25
რა უნაკლო ისტორია იყო, თავისებური და შენსავით საოცარი.. არა რაა. ერთმანეთზე უკეთეს ისტორიებს რომ ქმნი ამას რად უნდა ლაპარაკი და ხომ იცი, რომ აღფრთოვანებული სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე მეც.
ყურებამდე შემიყვარდა თეაკოც, ბეაც და ყველა ვინც იქ იყო, რეზოს და ტასოს გარდა რა თქმა უნდა, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ ზედმეტნი, მიუხედავად მათი წარსულისა.
ისტორიაში, მითუმეტეს ასეთში, ნამდვილად უნდა ყოფილიყო ცუდი მხარეც, უარყოფითიც და არა მარტო დადებითი, ამიტომ ნამდვილად გამაგიჟა და თან როგორ მანერვიულაა.
რავიცი, წარმოვიდგენდი რეზოსა და გუგას ჩხუბს, ვფიქრობდი ერთ-ერთი სიცოცხლეს დაასრულებს მეთქი და უფრო ვიტანჯებოდი, რომ წარმოვიდგენდი ეს გუგა უნდა ყოფილიყო... არ ვიცი რა მემართებოდა. მეც მივლიდა გაზაფხული მუცელში და მეც მომინდა ასეთი საყვარელი გოგო :დდდ
ჰეჰ ^_^ მაგის ბედი ვინ მომცა.
ძალიან კარგი ხარ ჩემო გეჟოოოოოოოოო <3
საოცარი და გადასარევი იყო..
ვისიამოვნე მაგრად მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ, რომ ვკითხულობდი... <3 <3

love love love ვერავინ შეეწინააღმდეგება ჩემ გრძნობებს :დ
თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ და ვგიჟდები შენზეე ^_^
ასეთი სიყვარულის ისტორიას, რომ ქმნი თავად როგორი თბილი უნდა იყო love მართლა მაგიჟებს შენი ისტორიები გეჟოოოო wink

უნდა გაგაგიჟოს, აბა მარტო მე ხომ არ ვიქნები გიჟი? wink
მიყვარხარ მე შენ – პოზიტივო და შენი ასეთი დიდი პოზიტივები, მთელი დღე რომ გაკრეჭილს მატარებს! love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეეეე და მერე მე რომ ვერ ვხედავ შენს გაკრეჭილ სახეს :((( love

უსამართლობა არ არის?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline წევრი mariam m.k

Lamazi istoria iyo magram movlenebi advilad ganvitarda megona taso da rezi ragacas gegmavden magram mainc visiamovne.?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent