ნენსი, მე შენ გგრძნობ! 9
თავი 9 თითქოს ყინულივთ ცივ, მთის მჩქეფარე მდინარეში ჩამაგდეს და მე ძალა არ შემწევდა იქიდან ამოსასვლელად. გარშემო არავინ იყო, დახმარების თხოვნაც არავისთვის შემეძლო. დინებას მივყვებოდი, ხელ-ფეხი თითქოს გაშეშებული მქონდა, ვგრძნობდი სადაცაა ჩავიძირებოდი. ჩემს ოთახში ვმეცადინეობდი, სკოლის მასალას ჩამოვრჩი და ყველაფრის აღდგენა მინდოდა. ტელეფონი გამორთული მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ არ გავკარებივარ არც მას და არც ინტერნეტს. ახლა კი რატომღაც მომინდა, რომ ჩამერთო. ღილაკზე თითი დავაჭირე, პირველი წუთის განმავლობაში შეტყობინება არ მომსვლია. რაღაც მომენტში გული დამწყდა, შეიძლება ველოდი კიდეც ლილეს მესიჯს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მეგონა რომ მომწერდა. შემდეგ კი ხმოვანი შეტყობინება მოვიდა. სასწრაფოდ გავხსენი და მოვისმინე: „ნენსი, 25-ში 10 საათზე ჩემთან პატარა წვეულებას გეგმავს ჩემი და. მშობლები სოფელში მიდიან ორი დღით და სახლს გვიტოვებენ. მითხრა ვინც გინდა დაპატიჟეო. მოკლედ გელოდები. მიყვარხარ. აუცილებად მოდი. ანჩო“ ანჩო ჩემი კლასელი იყო, სულელი და საყვარელი გოგო. უკვე დიდი ხანია არსად ვყოფილვარ და გადავწყვიტე მასთან წავსულიყვი. ეს შეტყობინება გუშინწინ გამოუგზავნია, ახლა უკვე 25ია და საღამოს შვიდი საათი. დედას ვუთხარი ანჩოსთან ვრჩები-მეთქი, წვეულების შესახებ არაფერი მითქვამს. ფული გამოვართვი და წავედი. „ზარაში“ მოკლე, თეთრი, ტანზე მომდგარი, ნაქსოვ მაქმანებიანი კაბა ვიყიდე. ლიკას გავუარე, ათამდე მასთან ვიყავი და მერე ერთად წავედით. ლიკას გაუკვირდა რომ მივდიოდი, როგორ მოხდა შენ წვეულებაზე რომ მოდიხარო. მე უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და ყავის სმა გავაგრძელე. ანჩოსთან მივედით, მისი სახლიდან კი მუსიკის ხმა გამოდიოდა. კარი ღია იყო და პირდაპირ შევედით, ეს სიმღერა მეცნობოდა. Гансэлло - сам все знаю ლილემ მომასმენინა. მან თქვა პატარა წვეულება იქნებაო, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო. ჰოლშიც კი ბევრი ბავშვები იყვნენ. მე და ლიკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მას ეღიმებოდა მე კი უხერხულად ვიგრძნობდი თავს. -რა იყო გოგო არ მოგწონს აქაურობა? - მკითხა მხიარული ხმით. -არა, როგორ არა. ხო იცი არ მიყვარს ხმაური და ეგაა მხოლოდ. -რამდენიმე ჭიქას დალევ და სხვანაირად იჭიკჭიკებ. - თვალი ჩამიკრა და სახლში შევიდა. -დამელოდე გოგო, მარტო არ დამტოვო. ვეძახდი, მაგრამ ჩემი ხმა არ ესმოდა. კურტკა გავიხადე, იქვე დავდე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მისაღებ ოთახში გავედი. თვალებით ლიკას ვეძევდი და ამ დროს ერთი ბიჭი მოვიდა და სასმელი გამომიწოდა. -ეს რა არის? - ვკითხე დაინტერესებულმა. -კარგი რაღაცაა, შეგიძლია თამამად დალიო. რამდენი წლის ხარ? -თვრამეტის. - გამიღიმა და მეც გამოვართვი ჭიქა. ერთი ყლუპი მოვსვი და ყელი ჩამიწვა, საშინელი სახე მქონდა ალბათ. მას გაეცინა. -მიდი ბოლომდე დალიე და წამო უფრო კარგ რამეს გაგასინჯებ. - ჯერ დავფიქრდი, შეიძლებოდა კი ამ ადამიანის ნდობა? შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ჭიქა დავლიე. -ვაუ, ყოჩაღ. დამწყების კვალობაზე შესანიშნავია. წამო აბა აქეთ. - ხელზე ხელი მომკიდა და სამზარეულოში გავედით. იქ არავინ არ იყო. -შენ ვინ ხარ? - ვკითხე. -მე დემეტრე ვარ, მანჩოსთან ერთად ვსწავლობ უნივერსიტეტში. შენ? -მე მანჩოს დის დაქალი ვარ. მეთორმეტე კლასში ვარ. -ძალიან კარგი. მოდი მე არასდროს ვითამაშოთ კარგი? -კარგი. და რა უნდა დავლიოთ? -არაყი. -რაა? არაყი არასდროს დამილევია. -ახლა დალევ რა პრობლემაა. მართლაც, არ იყო არანაირი პრობლემა. თანაც სასმელმა გამბედაობა შემმატა, ამიტომ დავთანხმდი. -კარგი, მე დავიწყებ. მე არასდროს მყვარებია. - მან თქვა და გამარჯვებულის სახით შემომხედა, მე კი არ დამილევია, - რა ხდება ლამაზო რატო არ სვავ? -იმიტომ, რომ არ მყვარებია ბიჭი. - მეცინებოდა. -მართლა? -ჰო რა იყო. -კაი, შენი ჯერია. -მე არასდროს მომიწევია. -სერიოზულად? ღმერთო ჩემო . - ის იცინოდა. -რამე მოხდა? -კაი რაა. არა, ძაან კაია ეგ მაგრამ არც გაგისინჯია? -არა, არასდროს. -კაი მაშინ, მე ვსვავ. - თქვა და ერთ ყლუპად დალია მთელი ჭიქა. - ისევ ჩემი ჯერია, მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის. -ეეე გამომიჭირე. -მეც დავლიე არაყი. ასე ხუთ ჭიქამდე მაინც დავლიეთ და შემდეგ შევჩერდით. -ძალიან ლამაზი ხარ. - ის მიახლოვდებოდა. -მერე შენ ამით რა? -რას ფიქრობ ჩემზე? -ზედმეტად თავდაჯერებული ხარ და ვფიქრობ, რომ სიმპატიური ხარ, მაგრამ ფიქრობ ნებისმიერი გოგოს გულის მოგება შეგიძლია და ასე არაა. -მაინც რომელი გოგოს გულის მოგება არ შემიძლია? -არ ვიცი, იქნება ვინმე ასეთი. -შენ ხარ ასეთი? -შეიძლება ვყოფილიყავი კიდევაც უკვე დაკავებული რომ არ იყოს ჩემი გული, მაგრამ ახლა მაინც მარტო ვარ მე. -და რატომ? რა თქმა უნდა, საიდუმლო თუ არ არის. -ასე იყო საჭირო. გული დამწყდა, მაგრამ არაუშავრს, ცხოვრება გრძელდება. ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. შეიძლება ძალიანაც მეტკინა, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. -ეგ კარგია.- გაუხარდასავით. -რატომ? -იმიტომ რომ მე მომწონხარ. -კაი ერთი. -ჰო რა იყო არ შეიძლება? წამო ვიცეკვოთ. -კაი. სასმელი მომეკიდა, მაგრამ მთვრალი ნამდვილად არ ვიყავი, რადგან თავის გაკონტროლება კარგად შემეძლო. მისაღბ ოთახში შევედით და მუსიკის რიტმებს ავყევით. მას ხელები ჰქონდა ჩემს წელზე მოკიდებული, მე კი უბრალოდ დაბლა მქონდა დაშვებული და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მსიამოვნებდა მისი ყურება, უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს და მეტი არაფერი. -ნენსიიი წამო სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ. - ლიკა მომვარდა და ყურში ჩამყვიროდა. -წავიდეთ? - ვკითხე დემეტრეს. -კაი წამო. - გამიღიმა და უკან გამოგვყვა. მაგიდასთან მივედი და გავშრი. იქ ლილე იყო, ვიღაც ამაზრზენი გოგო ეჯდა გვერდით და მოკლე თმაზე ეთამაშებოდა. ის არც კი მიყურებდა, არც კი შემოუხედავს, ალბათ ვერ მამჩნევდა. მე ჩემი ადგილი დავიკავე, პირდაპირ მის წინ ვიჯექი და ჩემს გვერდით დემეტრე დაჯდა. ლილესთვოს თვალი არ მომიშორებია. ორივე ხელი ერთმანეთზე ქონდა გადაჯვარედინებული, მაგიდას ეყრდნობოდა და თან იმ გოგოს უყურებდა. შემდეგ როგორც იქნა აქეთ გამოიხედა, ქვევიდან ამომხედა და ყინულივით ცივი მზერა მესროლა. იმ გოგოდან ზიზღიანი მზერა ლილეზე გადავიტანე და მისი ცალყბად მომღიმარი სახე რომ დავინახე დემეტრეს გავხედე. -რამე მოხდა? - ყურში ჩამჩრჩულა. -არაფერი ისეთი. ლილემ იმ გოგოს ყელში აკოცა და ორივენი იცინოდნენ. -მოკლეთ, აბა დავიწყოთ. - ლიკამ კონიაკის ცარიელი ბოთლი დაატრიალა და კითხვას ანჩო უსვამდა დემეტრეს. -სიმართლე თუ მოქმედება? -სიმართლე. -დემე, ამჟამად ვინმე მოგწონს? -კი. - მან გაუღიმა და ისე უპასუხა. შემდეგ ჯერზე ის გოგო ლილეს გვერდით რომ იჯდა მე მისმევდა კითხვას. -სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება. - ლილემ რაღაც უჩურჩულა და შემდეგ მე შემომხედა. გოგომ მითხრა: -კარგიი, მაშინ იმ ბიჭს აკოცე გვერდით რომ გიზის. მე დემეს გავხედე -თუ გინდა ამას ნუ გავაკეთებთ. - მითხრა მან, შემდეგ ლილეს გავხედე. -ის ამას ვერ შეძლებს. ამის გაკეთება არ შეუძლია. ამასაც ვანახებ როგორ არ შემიძლია. დემეს მივუბრუნდი, ხელი თმაში შევუცურე, ახლოს მივწიე თავი მასთან და ცხვირი ცხვირზე მივადე. ჩემი ცხელი სუნთქვა ხვდებოდა სახეზე და უნდოდა ეკოცნა, მე კი ვაყოვნებდი, მინდოდა უფრო მეტად მოვნდომებოდი და უფრო ძლიერად ეკოცნა. ენა გადავუსვი ტუჩებზე, მან კი თვალები დახუჭა. მე ბოლოჯერ შევხედე ლილეს, ის ბრაზდებოდა, ძარღვები ნელ-ნელა ეჭიმებოდა და ნესტოებს ბერავდა. მე ეს მომწონდა, თვალები დავხუჭე, ენა ნელა შევახე მის ენას და გადავუსვი. -მგონი საკმარისია. - ლილეს გაღიზიანებული ხმა ჩამესმა. დემეს არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ მე გამოვეცალე. ღიმილიანი სახით შევხედე მას და კიდევ ერთი მშრალი კოცნა დავუტოვე. -სიმართლე თუ მოქმედება? - მკითხა ლილემ. -მოქმედება. - მაცდურად გამიღიმა და მითხრა: -მინდა რომ არაყი დალიო ჩემი დახმარებით. მან ჭიქა გაავსოდა ლიმნის ნაჭერი გამომიწოდა. მე დემეტრეს გავხედე, ლოყაზე მოვეფერე და ლილესკენ წავედი. მის ფეხებშუა დავდექი, თავი გვერდით გადავაწევინე, ლიმონი კისერზე წავუსვი და ოდნავ ხელიც მოვუჭირე. შემდეგ ჭიქა ხელში დავიჭირე და ლიმონი კბილებით დავაჭერინე, მის კისერზე ენა ნელა ავატარე და ყურზე ოდნავ ვუკბინე. შემდეგ არაყი დავლიე, მერე ლიმონს მეორე მხრიდან მე ვწოწნიდი და ნელ-ნელა მისი ტუჩებისკენ მივდიოდი. ლიმონი გამოვწიე და მაგიდაზე დავაგდე პირით, შემდეგ მგზნებარედ ვაკოცე და მისი ხელი ჩემს ფეხებშუა შევაცურებინე (რა თქმა უნდა, მაგიდის ქვეშ ამას ვერავინ ვერ ხედავდა) . მან ხელი მომიჭირა, მე კისერზე ვუკბინე და თმა მოვქაჩე ძლიერად. ის თითებს ათამაშებდა მე კი გავაჩერე სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მოვუნდი და გამოვეცალე. ლილეს თვალი ჩავუკარი, ტუჩზე ვიკბინე და ჩემს ადგილზე დავბრუნდი. დემეს უკმაყოფილო სახე ჰქონდა მაგრამ მე ის იმ მომენტში ყველაზე მეტად არ მანაღვლებდა. ლილე იმ გოგოს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა და მხოლოდ მე მიყურებდა, მე კი ვითომც არაფერი თამაშს განვაგრძობდი და ამჯერად მხოლოდ სიმართლეს ვირჩევდი. ხუთი წუთი გავიდა და საპირფარეშოში გავედი. ვიცოდი ლილეც გამომყვებოდა და ამიტომ გავაკეთე ეს. ასეც მოხდა, სამ წუთში ლილე შემოვიდა, კარგი არ მქონდა ჩაკეტილი. მან გასაღები რამდენჯერმე გადაატრიალა და შეამოწმა ხომ დაკეტილი იყო. კედელთან მიმიმწყვდია და ლაპარაკი დამიწყო. -რას მიკეთებ? რა გინდა? -... - მე ხმას არ ვცემდი. -ნენსი ნუ მაგიჟებ, მითხარი რა გინდა. -...- კიდევ არაფერს ვამბობდი, უბრალოდ მეღიმებოდა. ის ძალიან ახლოს მოვიდა, ისე ახლოს რომ ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხებოდნენ. მე ფეხი მოვხარე და მის მუხლებს შორის გავაჩერე. მან ფეხები გამაშლევინა წელზე შემომახვევინა და კედელზე მიმაკრა. -ეს გინდა? - თან კაბას მიწევდა, ტრუსის ქვეშ საჯდომზე მიჭერდა ხელს და მეუბნებოდა - ეს გინდა-მეთქი? მიპასუხე. -არა. ის გაჩერდა, გახშირებული სუნთქვა შეანელა და გულისცემაც შემინელდა. -მე მინდა რომ გითხრა რატომ მოვიქეცი მაშინ ასე. -რაა? - რამდენიმე წუთი ორივენი გაჩუმებულები ვიყავით სანამ დავმშვიდდით. შემდეგ კი დავიწყე სათქმელის მოყოლა: -მე ლეომ მაიძულა. მითხრა თუ ასე არ მოვიქცეოდი მოგკლავდა. ის საშინლად მომექცა, ყველაფერი გააფუჭა. მან მითხრა რომ ერთხელ შენ საყვარელი ადამიანი წაართვი და ასე იმიტომ გექცევა. ყველა შეყვარებულს გართმევდა ამის შემდეგ რადგან შური ეძია და ამას ფარულად აკეთებდა. ახლა კი გამოჩნდა რადგან მე ყველაზე ძვირფასი ვჩანდი შორიდან შენთვის და უნდოდა პირადად ეძია შური და კულმინაცია იქნებოდა ეს ყველაფრის. მან თქვა თუ რამეს გეტყოდი მოგკლავდა. მაშინ შემეშინდა, შენი დაცვა მინდოდა, თავზე ხელაღებული მეგონა. ახლა კი დავრწმუნდი რომ ერთი ნაძირალა ა და ის შენ ვერაფერს დაგაკლებს და ამიტომ გეუნები ამას. ლილე მიყურებდა, მე თავი ჩაქინდრული მქონდა ჩემს ფეხსაცმელებს ვაკვირდებოდი და არაფერს ვამბობდი. -გოგო რა სულელი ხარ. რატო დამიმალე. შენ მე როგორ უნდა დამიცვა. და ეხლა რითი მიხვდი რო ა? -მან მე.. - სიტყვებს თავს ვერ ვუბავდი. ხმა ჩამიწყდა. -რა ქნა. რა გაგიკეთა. - ძალიან, ძალიან ცუდს მიგრძნობდა გული. -ლილე არ გაბრაზდე გთხოვ. გეხვეწები თუ რამეს დაუშავებ და საფრთხეში ჩაიგდებ თავს ხმას აღარ გაგცემ. არაფერს არ გეტყვი იცოდე. -თქვი. - დინჯად და ნელა მითხრა. -მან - კიდევ დუმილი, ვერ ვბედავდი ამის თქმას, შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ამოვღერღე. - ჩემზე ძალა იხმარა. - სირცხვილისგან ცრემლები წამომცვივდა. -ახვარი - დაიყვირა და მუშტი კედელს დაარტყა. შემეშინდა და შევხტი. - აააააა - ყვიროდა გიჟივით და კედელს ხელებს და ფეხებს ურტყავდა. -გაჩერდი გთხოვ, ლილე გემუდარები არ ქნა იცოდე არაფერი. ეს რამდენიმე თვის წინ იყო. წარსულს ჩაბარდა ყველაფერი და გთხოვ დამშვიდდი. -ეგ როგორ გაბედა. რანაირად გააკეთა ეგ. , შენ როგორ შეგეხო ნენსიიი... ეგ ახვარი, დედას მოვუტყნავ. - კარებს მივარდა და გასაღები გადაატრიალა. -არა გთხოვ. არ გინდა ნენსი გემუდარები არ არის ამის ღირსიც კი ეგ დამპალი. -ჩემო გოგო, შენი ცხოვრების ნაწილი დაამახინჯა მაგ არაკაცმა და ასმაგად ამოვანთხევ. სისხლს დავღვრი მაგისას. მაგის თავს მოგიტან და გავხევ ცემაში. ავკუწავ მაგ ახვარს. მეშინოდა ისეთ რამეებს ამბობდა. -ეგ არ გააკეთო თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ. თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს და რამეს წარმოადგენს შენთვის შენთვის ჩემი გრძნობები. თუ რამე მნიშვნელობა აქვს იმას რაც ჩვენს შორის ყოფილა იმას, ყველაფრის გულისთვის გევედრები არ გააკეთო ეგ და ცხოვრება არ დაიმახინჯო. უბრალოდ დარჩი ჩემთან და დავივიწყოთ ყველაფერი. გთხოვ. ამას თუ არ იზავ იცოდე ახლა მართლა დაგშორდები. - მუდარის მზერით ვუყურებდი და ვთხოვდი არ წასულიყო. -მიყვარხარ პატარავ. - ის მოვიდა და ჩამეხუტა. მისგან ეს სიტყვები პირველად გავიგე, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მე ძალიან მეშინოდა არ გადაეფიქრა და არ წასულიყო, მაგრამ ისევ ჩემთან იყო, მეხუტებოდა და მკერდზე ვყავდი მიკრული. ხელებს მხვევდა და არ მიშვებდა. თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა. -მეც მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.