შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 5 თავი.


30-10-2015, 00:06
ავტორი MLM
ნანახია 7 217

ერთი სული მქონდა 5 საათი როდის მოვიდოდა, 15 აკლდა ადგილზე რომ ვიყავი. მეგონა არ დააგვიანებდა, ალბათ იმიტომ რომ,სახლიდან ზუსტად დათქმულ დროს ჩამოვიდა,პირველად რომ ვნახე მაიშინ. მინდოდა სახლთან მივსულიყავი, მაგრამ პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას და რა მივიღე? უკვე 20 წუთია ვდგევარ დებილივით, ტელეფონი ამოვიღე მივწეთქო, მაგრამ გადავიფიქრე, მერე ხელში დავიჭირე და აქეთ-იქით ვაქნევდი. თან ამოსასვლელისკენ ვიყურებოდი. ვიღაც გოგო გამოვიდა, იმ ფერის ტანსაცმლით მარიამს რომ ვაჩუქე, მან კი სანაგვეში მოისროლა და სიმწრით გამეღიმა, მერე სხვა მხარეს გავიხედე და უცბად გონებამ მარიამის სახე დამიყენა წინ. გავშტერდი. მან ხომ გადაყარა? თუ არააა? ტანში რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიანა, თან სასიამოვნო, სიამაყის, გაოცების, სიხარულის. გაღიმებული მივბრუნდი ნელა და დავრწმუნდი რომ საოცრად უბრალო და მომხიბვლელი გოგო მიღიმოდა, ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, რომ თამამად შემეძლო ამ სითბისთვის, სახელი დამერქმია და სიყვარული მეწოდბინა. მისკენ წავედი და ენა გადავყლაპე, არ ვიცოდი რა მეთქვა, იქნებ ჯობია გავუტარო ,,სანაგვე?“ გავივიფიქრე და მივუახლოვდი.
- დიდხანს გალოდინე? (გამიღიმა ოდნავ შესამჩნევად და წინ დამიდგა, გადაკოცვნა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან მარიამი აშკარად არ აპირებდა ასე მოსალმებას)
- არაა ამ წამს მოვედი, რო არ გითხრა მოვკვდები... სანაგვეში ხშირად ძრომიალობ ხოლმე? (ენამ წინ გამისწრო, თან გამეცინა, მან სახე დაალაგა და სერიოზული ტონით მითხრა)
- თუ სიმწარეს, სინაგლეს და მსგავს სისულელებს თავს არ დაანებებ მივბრუნდები.
- არა, რას მიბრუნდები, უბრალოდ ძალიან გამეხარდა, რომ არ გაიმეტე გადასაყრელად და თან დღეს ჩაიცვი, არ ვიცოდი როგორ გამომეხატა სიხარული დაა...
- საინტერესოდ გცოდნია სიხარულის გამოხატვა, (აშკარად ესიამოვნა ჩემი აღიარება და გაიცინა, მე კი მისმა გაცინებამ გამაცინა, ვგრძნობდი რომ დიდი რაოდენობით სითბო მეღვრებოდა გულში ისე რომ, მილიმეტრებსაც არ მიტოვებდა თავისუფალს.) აბა საით?
- ჯერ მანქანისკენ...
- კარგი (მანქანისკენ წავედით და უკან უნდა ჩავმჯდარიყავი, კარი რომ მიხურა და წინ გამიღო)
- აქეთ ქალბატონო, 1 კვირის უკან, ვიღაც ჭუჭყიანი გოგო ჩამიჯდა მანქანაში და ჯერ კიდე არ გამიწმენდია, ჩემი საჩუქარი ცოდოა გასაჭუჭყიანებლად
- ღვედი არ მიყვარს (თავი ვეღარაფრით გავიმართლე, მის მწარე ხუმრობაზე გაკიდებას არ ვაპირებდი)
- მერე არ გაიკეთო რა პრობლემაა?
- არც ჯარიმები არ მიყვარს (გავუცინე და წინ ჩავჯექი, როდემდე უნდა ვმდგარიყავით ასე)
- არავინ დაგიწერს ნუ გეშინია...
თავადაც ჩაჯდა და დაიწყო საუბარი. მე კი ღვედი შევიკარი
- ღვედმა არ შეგაწუხოს (სიცილით მითხრა, რაზეც უბრალოდ გავხედე და ვანიშნე, შენ კიდე ზედმეტად არ გამიშინაურდეთქო)
- კაი ეხლა მითხარი, წინ რატომ არ გიყვარს ჯდომა?
- უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე, სხვის მანქანაში ყოველთვის უკან ვჯდები
- და რატო? გინდა წარმოსახვაში წარმოიდგინო, მძღოლები როგორ გემსახურებიან? (ვეცადე ცოტა გავშინაურებოდი და დაძაბულობა მომეხსნა. თან კუს ტბისკენ წავედი)
- რამდენი წლის ვარო შემახსენეეე? (მკითხა, მე კი გამიკვირდა ეს უადგილო კითხვა)
- 26. რა შუაშია?
- რავიცი წესით სერიოზული და ჩამოყალიბებული კაცი უნდა იყო უკვე
- უკეთ რომ გამიცნობ, ჩემს ჩამოყალიბებას მერე დაინახავ (გადავხედე გავუცინე და ისევ წინ გავიხედე)

*************

სანამ არ მივედით უბრალოდ სიმღერებს ვუსმენდით, ალბათ ეშინოდა, თემა არ შემომელიოსო და ხმას არ იღებდა, მეც ჩუმად ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.
- მოგწონს?
- რააა?
- ქალაქი
- მოულოდნელი კითხვაა, რომლის აზრსაც ვერ ჩავწვდი (ვუპასუხე გაურკვეველმა)
- რავიცი რაც მოვდივართ სულ გარეთ იყურები დააა...
- აბა აქ საყურებელს ვერ ვხედავ ვერაფერს დააა... (მეც იგივე ტონით ვუპასუხე და ისევ გარეთ გავიხედე)
- აბა კარგად მიმოიხედე? ნახე რა ბიჭი გიზის გვერდით, არ ჯობია მაგას უყუროო? ან სარკე მაინც ჩამოწიე და შეხედე, რა გოგომ მოგანათოს თვალები, რაღა გარეთ იყურები? (გამეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ არაფერი ვუთხარი და ისევ გარეთ გავიხედე)
- აჰაა ანუ მეთანხმები რომ მაგარი ბიჭი ვარ?
- საიდან მოიტანე?
- დუმილმა მითხრა
- დუმილმა ის გოგო შეაქო, რომელიც სარკიდან შემომანათებს (მეც გავუიმე და ნიშნის მოგებით გავაჩუმე, მივხვდი კუს ტბაზე მივდიოდით, მაგრამ დიდად ეს აზრი არ მომეწონა, უკვე მალე ღამდება და შეიძლება შემცივდეს კიდეც. ჩემი სუსტი იმუნიტეტის გამო, კიდე შეიძლება გავცივდე, რაც არ მაწყობს, მაგრამ ამაზე ხოარ დავიწყებდი ლაპარაკს, ამიტომ ისევ გავჩუმდი)
- მოვედით, წამო
გადავედი და ტბასთან გავედით, ტბაზე გაწეულ ადგილზე მიმიყვანა,სადაც ერთი მაგიდა ძალიან ლამაზად იყო მორთული, მაგიდაზე თეთრი გადასაფარებელი ეფარა, ვარდის ფურცლები იყო მოფანტული, შუაში, ლამაზი სანთელი იდო, ერთი ცალი წითელი ვარდი კი თეფშის გვერდით იწონებდა თავს. რა სასიამოვნო იყო ეს ყველაფერიიი. ახლა მივხვდი, რატომ გადამეკიდა დღეს უნდა გნახოვო და გულში გამეღიმა მის რომანტიკულობაზრ.
- აბა გისმენ რა შევუკვეთოთ (როცა დავჯექით მკითხა)
- სულერთია
- კაი რააა, პიცა?
- იყოს პიცა
თავზე ახალგაზრდა გოგონა დაგვადგა და ზურამ შეკვეთა მისცა
- 2 ატმის წვენი, 1 პიცა, 1 ყველაზე გემრიელი ხაჭაპური, მარიამ ლუდს ხოარ დალევ? ან რამე სალათი ხოარ შევუკვეთოთ?
- პიცა და წვენი საკმარისი იქნება
- კარგით მაშინ, რაც გითხარით ის იყოს ჯერ-ჯერობით, (მადლობა გადაუხადა და როგორცკი გოგო წავიდა ხმა ამოვიღე)
- ხაჭაპური ზედმეტია.
- მშიაა, ამიტოოომ....
- მაშინ ისეთ ადგილზე წავსულიყავით, სადაც გემრიელად შეჭამდი
- ეხლა არ გამაფერნინო და არ მითხრა, რომანტიკული რაღაცეები არ მომწონსო
- კი რომელ გოგოს არ მოწონს?
- ხოდა დუქანში ხოარ წავიდოდით ჩვენს პირველ პაემანზე? (თან სიცილით თქვა და თვალებში ჩამაშტერდა) მომიყევი შენზე, რასაც საჭიროდ ჩათვლი ყველაფერი მომიყევი.
- ასე რა მოგიყვე? მკითხე და გიპასუხებ
- მე შენზე ყველა დეტალი მაინტერესებს, როგორი იყავი ახალშობილი, როგორ გაიზარდე, რა გამოიარე, რას მოღვაწობ, დასაწყისში იმით დავკმაყოფილდები რასაც მომიყვები (ახალშობილიოო? არაა მართლა ვერაა ეს ბიჭი, რა მოყვება მაგდენ რაღაცას?)
- რითი დავიწყო მკითხე და გიპასუხებ
- კარგი მე გკითხავ, ეხლა რას მოღვაწეობ?
- ვმუშაობ. უმაღლესი არ დავამთავრე, იმიტომ რომ ოჯახს არ მინდოდა დავწოლოდი გადასახადით, 18 წლის ასაკში ბუღალტერია ვისწავლე და მას მოყოლებული ბუღალტერი ვარ, ეხლა 3 ოფისის საქმე მაქვს, მაგრამ კიდევ ვაპირებ დავიმატო რამოდენიმე
- მერე ასწრებ?
- კი იოლია. სახლში ვმუშაობ მთავარია კომპიუტერი და ინტერნეტი მქონდეს. შემოსავალი მდიდრული არ მაქვს, მაგრამ საკუთარი თავისთვის მყოფნის, არ მიყვარს ფუფუნება. მთავარია საჭირო ნივთები მქონდეს (დამთბარი თვალებით მიყურებდა და აშკარად მთელი გულისყურით მისმენდა, რომ დავამთავრე გავჩუმდი )
- ეხლა ლოგიკური კითხვა უნდა დამისვა წესით... ,,შენ რას საქმიანობ?“ ( მითხრა და ამაზე ორივეს გაგვეცინა) რა არ გაიტრესებს?
- შენ რას საქმიანობ?
- მასე ჯობია. მე როგორც უკვე გითხარი ცეხი მაქვს. უმაღლესი დავამთავრე ბიზნესის მართვა, მაგრამ მანქანები უფრო მიზიდავს, დიდი ცეხი მაქვს გახსნილი, მანქანების შეკეთებაზე და რაღაცეები რაა, თან მანქანები ჩამომყავს აქ ვაკეთებ და ვყიდი. არ მიყვარს ფუფუნება, მთავარია საჭირო ნივთები მქონდეს. (აშკარად გამოკვეთა ჩემი ნათქვამი სიტყვები რაზეც გამეცინა, მაგრამ გავუტარე)
- ანუ შრომა გიყვარს.
- ხო უმუშევრად არ შემიძლია გაჩერება. ეხლა შენ მითხარი, თავისუფალ დროს რითი ერთობი?
- რავი გოგოებთან ერთად ყოფნით, ზოგჯელ ბილიარდის თამაშითაც
- ხოოო? გიყვარს?
- რავი სიამოვნებით ვთამაშობ და მგონი მასე გამოდის
- ძალიან კარგი. ძმის გარდა ვინ გყავს?
- დედიკო, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, ისევე როგორც აკო (კარგი იქნებოდა მეთქვა მამიკოცთქო, მაგრამ მოვიწყინე, მამაზე ვერაფერი ვერ ვუთხარი)
- კაია ეგენი მაინც რომ გყავს, მე და მყავს, რომელიც პატარა გათხოვდა, ახლა 20 წლისაა. რომ გაიპარა 16 წლის იყო. ძალიან დამამცირა მისი გაპარვით, და არასოდეს არ ჩავსულვარ მის ოჯახში, არ მინდოდა გადაკარგულ სოფელში გათხოვილიყო.როგორც ვიცი ვაჟკაცი ყავს რომელსაც ჩემი სახელი დაარქვა, ალბათ იფიქრა შემირიგდებაო, მაგრამ სიამაყეს ვერ გადავაბიჯე. ოდესმე მოვა დრო და გეტყვი ასე რატომ ვიქცევი
- თუ არ გინდა არ მომიყვე, არაა საჭირო (მივხვდი რომ არც მას აქვს დალაგებული და მშვიდი ოჯახი)
- რომ მინდა იმიტომ გიყვები (თან გამიღიმა და გოგონას საშუალება მისცა მაგიდა გაეწყო, მადლობა გადაუხადა ისევ და თავად ეცა პიცას, როგორც წესი ჯერ გოგოებს სთავაზობენ ხოლმე... ალბათ ძალიან შია. ამის ფიქრში ვიყავი და ჩემს თეფშზე გადმოიღო პიცა. შემრცხვა ჩემი ფიქრების... მერე წვენი დამისხა და ახლა თავის თავს მიხედა)
- მადლობა
- მადლობა მაშინ სახლთან რომ მიგიყვან, ეხლა გემრიელად მიირთვი. უბანში არ შეგიყვან დამშვიდდი (თან გაიცინა. ეტყობა მიმიხვდა, რატოც არ მინდოდა სახლში მოეკითხა, ამან გამახარა, ნელ-ნლა უფრო მომწონდა მასთან საუბარი და ყოფნა, მერე საუბარი გააგრძელა)
- მოკლედ სად გავჩერდი? დედა და მამა საზღვარგარეთათ წავიდნენ, რაც მირანდა გაიპარა, მაგრამ სხვადასხვა ადგილას. იქ მუშაობენ და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. რათქმაუნდა ვახსოვართ ორივეს, მაგრამ ამას ოჯახი არ ქვია. ოჯახი ერთიანი უნდა იყოს, სადაც სითბოთი და სიყვარულით უნდა იყოს გაჟღენთილი კედლები, მე ასე მიმაჩნია რავი.
- სად არიან?
- მამა გერმანიაშია, ის გზავნის მანქანებს და დედა საბერძნეთშია. გინდა მამაშენზე მომიყვე?
- მოსაყოლი არაფერია 8 წელია მიგვატოვა და სხვასთან ცხოვრობს. რთულად გადავიტანე ეგ პერიოდი. მრცხვენოდა გარეთ გამოხედვის, მაგრამ სამივემ ერთად, ახალი ცხოვრება ვისწავლეთ და დავიწყეთ, სადაც ჩემი აზრი, სითბო, სიყვარული და ერთმანეთის უდიდესი პატივისცემითაა კედლები გაჟღენთილი. (მინდოდა გავხუმრებოდი ამ სიტყვებით, მაგრამ მერე შემრცხვა იქნებ გული ვატკინეთქო) ბოდიში ცუდად არ მინდოდა მეთქვა
- საბოდიშო არაფერია, მიხარია ასე რომ ფიქრობ, მეც მეყოლება ეგეთი ოჯახი, სადაც სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთი იქნება კედლები გაჟღენთილი, აბა გემრიელია?
ამასობაში ჩამობნელდა კიდეც სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ლამპიონები აინთო, მაგიდასთან გოგო მოვიდა და სანთელი აანთი.
- ძალიან ლამაზია აქაურობა (დამთბარი ხმით ვუთხარი, ვარდი ხელში ავიღე, ნაზად გავიღიმე, ანუ შევიფერე და ღრმად შევისუნთქე მისი არომატი) რა მაგარი სუნი აქვსსს
- მიხარია თუ მოგეწონა.
ცოტახანი კიდე ვსაუბრობდით, აშკარა იყო ერთმანეთით იმაზე მეტად მოვიხიბლეთ ვირდე გვეგონა, ნეტა ასეთი გიჟი რომანტიკოსია თუ თავს მაჩვენებს? ვკითხე ჩემ თავს და სისულელე ვიკითხე
- ყველა გოგოსთან ცდილობ იგივე გააკეთო?
- მარიამ 1. ყველას თავი აღარასოდეს შეადარო და 2. არასოდეს მსგავსი არაფერი არ გამიკეთებია არავისთვის. ხო გაგიგია სიყვარულმა შენ კიარა გადარია ტარიელიო?(თან გაეცინა, კი მესიამოვნა რაც თქვა, მაგრამ ეს სიყვარული ცოტა უადგილო მომეჩვენა 1 კვირის გაცნობილზე)
- იციი, მე სხვანაირი ვარ ზურა, ურთიერთობებში არ მინდა აჩქარება, რა ურთიერთობაც არ უნდა იყოს ეს,
- სიყვარული რომ ვახსენე მგაზე ამბობ? მე არ მითქვამს მიყვარხართქო, მე უბრალოდ გამახსენდა ეგ აზრი, ვხედავ როგორიც ხარ და არასოდეს არაფერში არ აგაჩქარებ, წინ უამრავი დრო გვაქვს, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი და გრძნობებს მივცეთ უფლება, თავად დაარქვან სახელი ყველაფერს.
- უყურე შენ? საკმაოდ ჩამოყალიბებული ყოფილხარ (ვცადე სიტუაცია განმემხუტა და წინა საუბარი შევასხსენე ამ თემაზე)
- ხო არაა? ჯერ სად ხარ (მანაც გაიცინა. სიმღერები ისმოდა ქართულიც და ინგლისურიც. წყნარი სიმღერები იყო და საკმაოდ ძველიც, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ხვდებოდა ჩემს ყურს თითოეული სიმღერა. როდესაც Diana Ross-ის ლეგენდარული When you tell me that you love me გავიგე გაკვირვება ვერ დავმალე
- ვაიმეეე, ეს სიმღერა ისევ არსებობს? (წამოდგა და ხელი გამომიწოდა)
- შეიძლება? (თავი გვერდძე გადავწიე და ისე შევხედე ხუმრობს თუ არათქო, მერე ხელზე ხელი მოვკიდე და საცეკვაოდ გავყევი, ძალიან მოკრძალებულად მომხვია წელზე ხელები და ცეკვა დავიწყეთ, დაძაბული ვიყავი რაც აშკარად შეამჩნია და მითხრა)
- ვინ მღერის?
- Diana Ross-ი
- სიტყვებს მოუსმინე (და უფრო ჩამიკრა გულში, მეც გადავეშვი სიმღერაში და სიამოვნებაში ჩავიძირე, ყველა დაძაბულობა მომეხსნა, ისე ვიყავი მასზე ჩახუტებული, თან თავი მედო მის მხართან და ისე ვმოძრაობდით. ყელთან ვიგრძენი მისი სუნთქვა, რაზეც გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, მერე აშკარად ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი, წამით გაშეშდა, თითქოს სუნს აძლევს საშუალებას მისი სხეული გაჟღინთოსო და ამოისუნთქა, სიმღერის ბოლოს ძალიან ნელა დამატრიალა და მითხრა)
- განუმეორებელი ხარ
- ძალიან ნუ მაქებ, ვკომპლექსდები (ღიმილით ვუთხარი და აქამდე გაშეშებულები, რომლებიც ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით მივხვდით რომ მუსიკა დამთავრებულიყო და ადგილს დავუბრუნდით, კიდეც ვილაპარაკეთ ცოტა ტელეფონმა რომ დარეკა.)
- უნდა ვუპასუხო აკოა... გისმენ აკო
- ცოცხლები ხართ?
- კი (სიცილით ვუთხარი და ზურას გავხედე რომელსაც, ორივე ხელი მუშტად შეეკრა, ნიკაპი ზედ ჩამოედო და თბილად მიმზერდა)
- მალე მოხვალ? 11 დაიწყო უკვე
- უკვე ეგ დროა? წამოვალთ უკვე
- კარგი, რადგან ერთმანეთი არ დახოცეთ და სასიამოვნო ხმა გაქ გაგითიშავ ეხლა, ძაან არ დააგვიანო რაა
- კაი არ იდარდოთ მალე მოვალ, სადღაც 1 საათში (გზა რომ გამახსენდა მალე ვერ მივიდოდი დაახლოებითი დრო ვუთხარი, ტყუილში რომ არ ჩამთვლოდა და გავუთიშე.)
- წასვლის დროა ზურა
- როგორც იტყვი. (ისევ თბილად გამიღიმა და გოგონას ანიშნა ანგარიში მოეტანა)
- ჩემი ვარდი არ დამრჩეს (გავიღიმე და ვარდი ხელში ავიღე. მანქანამდე ხმა არ ამოგვიღია, დიდად არც გზაში გვილაპარაკია, რაღაცეებს ვეკითხებოდით ერთმანეთს, უბანს რომ მივუახლოვდით მითხრა)
- მადლობა დღევანდელი დღისთვის, იმდენად განსხვავებული და სასიამოვნო იყო ყველაფერი, თავი არარეალურ სამყაროში მეგონა (გაიცინა და მანქანაც გააჩერა)
- არა, ეს მე უნდა გითხრა მადლობა, ყველაფერი იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, ბევრი დაგიგეგმავს დღევანდელზე, ძალიან ვაფასებ იმას, რომ ასე ძალიან ინდომებ თავი მომაწონო, მაგრამ მირჩევნია ის ზურა გამაცნო ვინც სინამდვილეში ხარ, არ მინდა ასეთი გაგიცნო და მერე აღმოვაჩინო, რომ უბრალოდ თვალებს მიხვევდი
- გთხოვ დღევანდელი დღე არ გააფუჭო, ეს ყველაფერი გულით მინდოდა გამეკეთებინა და გავაკეთე, იმ ზურას გაიცნობ ვინც შემში ცხოვრობს და ძალიან ცოტა იცნობს, ამის დაპირება შმიძლია მარტო და დანარჩენს შენ გადაწყვიტავ მერე.
- კარგი უნდა გადავიდე გვიანია უკვე, (მანქანის კარი გავაღე და გადასვლას ვაპირებდი რომ მომაძახა)
- კაი შეხვედრისას არ გადამკოცნე, მარა ეხლა მაინც დამემშვიდობე წესივრად
- მაგის დროც მოვა (თვალი ჩავუკარი და უბნისკენ წავედი უზომოდ ბედნიერი და გაღიმებული, სადარბაზოში შესვლამდე უკან მივიხედე და ზურას მანქანა ისევ იქ იდგა, დებილივით ისევ გამეღიმა და კიბეებზე ავირბინე).
სახლში რომ დამინახეს არაფერი მკითხეს, უბრალოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი ისეთი ბედნიერი ვიყავი და ეს ჩემს თვალებში, ღიმილში და ქცევებში ჩანდა, არც მინდოდა ახლა არავისთან ლაპარაკი, უბრალოს ისევ იმაზე მინდოდა ფიქრი, რაც რამოდენიმე საათში განვიცადე, ლოგინზე გადავწექი და სმს მოვიდა:

******************

ამ გოგოზე მგონი უკვე ვარ შეყვარებული, იმდენად სხვანაირი ჩანდა იმასთან შედარებით, ვინც გავიცანი, ვერ ვიგებდი ის იყო თუ მისი ასლი,
- თურმე არც ამაყი და თავხედი, არ ხარ ქალბატონო მარიამ, არც განებივრებული და გატუტუცებული, გამეცინა ჩემ თავზე, რომ გადავიდა მანქანიდან და ისევ წამკბინა ეგეცკი მესიამოვნა, გაღიმებული ვუყურებდი სანამ თვალს მოეფარებოდა, ბოლოს ისევ გამოიხედა და მიიმალა, მანქანა დავძარი და წავედი, მერე უცებ გავაჩერე და ცეკვა გავიხსენე, სასწაული ემოციები მქონდა, მისმა თავის მხარზე დადებამ თითქოს ნებართვა მომცა მისი კოცნის, დავაპირე კიდეც მინდოდა ყელზე კოცნის კვალი დამეტოვა, მაგრამ როგორცკი დავიხარე ვიგრძენი როგორ დაიძაბა, ამიტომ გადავიფიქრე და მისი სურნელი შევისუნთქე, იმდენად სასიამოვნო იყო ადგილზე გავქვავდი, თვალები მქონდა დახუჭული და ვცდილობდი მისი სუნით მთლიანად გავჟღენთილიყავი, ასეც ვქენი, ამის გახსენებისას ისევ ის სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მერე მესიჯი მივწერე: ,,ძილინებისა მწარე ქალბატონო...“ და სახლისკენ წავედი, სადაც ისევ სახლში დამხვდა დამლაგებელი და გამიკვირდა, მითხრა საქმეებს შემოვრჩი და მივდივარო, დავემშვიდობე და ჩემ ოთახში შევედი, ლეპტოპი ჩავრთე და გუგლში ჩავწერე Diana Ross. ვიპოვე სიმღერა და გადმოვწერე, ჩავრთე, მოვუსმინე და კიდე ერთხელ გამახსენდა თითოეული ემოცია, თითქოს თავს არ ვაძლევდი უფლებას რამე დამვიწყებოდა. მერე დავწექი და დავიძინე. თვალი გავახილე თუარა ტელეფონი ავიღე და დავურეკე.
- დილამშვიდობისა მშვენიერო, ხოარ გაგაღვიძე?
- დიმალშვიდობის, არა მეღვიძა, უბრალოდ ჯერ არ ავმდგარვარ
- როგორ გეძინა?
- შესანიშნავად, თავად?
- მე უფრო შესანიშნავად. დღეს ცოტა რთული დღე მაქვს, სამსახურში მიწევს მთელი დღით ყოფნა და თუარ შეგეხმიანე...
- არ ვიფიქრო რომ დაიკარგე? (არ ვაცადე დასრულება და სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა მერე დასერიოზულდა და მითხრა)
- ხო, იმიტო რომ ძლივს გიპოვე და ეხლა სულ რო ყელში ამოგივიდე რასაც არ ვიზავ, მაინც აღარ დაგკარგავ
- ოხ, ვნახოთ ვნახოთ
- ნახავ... შენ რა გეგმები გაქ დღეს?
- მეც სამუშაო მაქვს დამიგროვდა საქაღალდეები, მერე ჩემ გოგოებს უნდა შევხვდე
- კაი მაშინ წარმატებებს გისურვებ და იცოდე მარტო საქაღალდეებზე და დაქალებზე არ იფიქრო რაა
- ისევე როგორც შენ...
სიტყვის თქმა აღარ დამაცადა ისე გათიშა. ტელეფონს დავხედე, გამეღიმა და ისე ვთქვი, მიყვარხარ...

*************************

დილიდან ძალიან კარგ განწღობაზე ვიყავი, მთელმა დღემ ღიმილში გაიარა, გოგოებს მოვუყევი ზურაზე. ცოტა ეწყინათ სოფის გარდა არავინ რომ არ იცოდა, მაგრამ მალე გაუარათ, 5 ხდებოდა რომ გადავწყვიტე მიმეწერა და მომეკითხა, მაგრამ გამახსენდა ისე გამაფრთხილა, მთელ დღეზე ვიფიქრე არ შევაწუხოთქო და გადავიფიქრე. სახლში ვიყავი უკვე რომ დამირეკა
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- რო შემხმიანებოდი დღეს უფრო კარგად ვიქნებოდი
- სიმართლე გითხრა?
- აბა მითხარი
- ვაპირებდი მოწერას 5 სკენ, მაგრამ ვიფიქრე არ მოვაცდინოთქო
- ანუ შენ კიდე ვერ მიხვდი ჯერ, რო შენ მაგის ძალები არ შეგწევს?
- ვერ მივხვდიი?
- ანუ... შენ შეუძლებელია შემაწუხო და ეგეთი სისულელეები? მე გითხარი მე ვერ შეგეხმიანებითქო.
- აააა, ხო ალბათ ვერ მიხვდი
- გამოსვლა შეგიძლია გარეთ? გავიაროთ სადმე?
- ეხლააა? (საათს შევხედე 7 ხდებოდა)
- ხო ეხლა, სახლში ვარ წყალი გადავივლე და გამოვალ, აქამდე ვერ მოვიცალე თორე უფრო ადრე მინდოდა გამოვლა
- ცოტახნით შემიძლია
- შენ ცოტახნით გამო და დანარჩენი მე ვიცი.
გავუთიშე და რადგან ცოტა ხნით ვაპირებდი გასვლას თავისუფალ სტილში გამოვეწყვე, დამირეკა ჩამოდი 5 წუთში, ისევ იქ გავაჩერებ სადაც გუშინო, მეც წავედი და უკვე ადგილზე დამხვდა, მანქანასთან მივედი თუარა გადმოვიდა და გადამკოცნა.
- მომენატრეე
- ასე უცებ?
- კაი წავიდეთ არ დავაგვიანოთ
- სად მივდივართ?
- სათამაშოდ
- რის სათამაშოდ?
- ბილიარდდდდდ
- აჰაჰაჰაჰა. მეღადავები?
- ნწუუ, მაინტერესებს როგორ თამაშობ (თვალი ჩამიკრა და გზას დავადექით )
იმდენი ვითამაშეთ მარტო 2 ხელი მოვუგე ისიც ძლივს, როგორც აღმოჩნდა სერიოზული მოყვარული ყოფილა, მერე კაფეში დავსხედით მე ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და მან მხოლოდ სიგარეტი მოწია და ნამცხვარი მიირთვა, ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს და ვიცინოდით ასევე ძალიან ბევრს, მერე წამოვედით და მანქანაში ნაცნობი სიმღერა გავიგე, გაკვირვება ვერ დავმალე
- ამას აქ რა უნდა?
- რას?
- ამ სიმღერას
- ააა, მეთქი რაზე ამბობსთქო, გაიცანი დაიანა, გუშინდელის მერე გადავწყვიტეთ მუდამ ერთად ვიყოთ ჩვენ სამნი... იმედი მაქ არ იეჭვიანებ...
- ძაანაც არ აჩქარდე, ფეხი არ გადაგიბრუნდეთ
- რა იყო ეხლა ეგ?
მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე,
- იცი რომ მაგ ღიმილის გამო, დაისჯები ერთხელაც?
- რატომმ?
- აი ეგეთი ყურების გამო კიდე უარესი მოგივა იცოდე (ცოტა მაიმუნობა გადავწყვიტე და უფრო დავათბე ჩემი მზერაც და ღიმილიც, მაინტერესებდა რას იზავდა)
- რატომ? არ მოგწონს?
მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გამოიწია, ვიფიქრე აქ დამერხათქო და დავფრთხი, სადღაც გაქრა ჩემი მაიმუნობა
- აი მასე ჯობია, თორე მეგონა ნაღმზე ვიჯექი და სადაცაა ავფეთქდებითქო (გულიანად გაიცინა და ცხვირზე ოდნავ მიჩმიტა) ჩემი სულელი გოგო.
- სულელი შენ ხარ...
ბევრი ვიკინკლავეთ, და თან ვიცინეთ...
უსაზღვრო პატივისცემა და დაფასება მქონდა ზურას მიმართ გულში, ასე რომ მცემდა პატივს და ცდილობდა სიფრთხილით მომქცეოდა, თითქოს ჩემი წარსული იცოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, აშკარა იყო მიყვარდებოდა და ეს ყველაფერი მაბედნიერებდა. უკვე თვეებია რაც ერთმანეთს თითქმის ყოველ დღე ვხვდებით და ერთმანეთით ვტკბებით, ამასთან ერთად ექიმებშიც დავრბივარ, იმდენი ანალიზი გამაკეთებინეს მეგონა სისხლი სულ ამომწოვეს ვენებიდან. უფრო მეტად ვგრძნობდი სისუსტეს, ამას კი ამდენ ანალიზებს და გადაღლას ვაბრალებდი. ბოლოს როგორც მითხრეს, გერმანიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხებიდან გავიგებდით რა ხდებოდა, ნერვები მეშლებოდა ექიმებზე, საიდან სად გამგზავნეს. მომატარეს ყველა და დიაგნოზი ვერ დასვეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი ზურათი რომ აღარცკი ვფიქრობდი პასუხებზე.


***************************
მარიამი საოცრად შემიყვარდა, ის ისეთი ლაღი, მხიარული, ჭკვიანი, თბილი და გაწონასწორებული აღმოჩნდა, ვერც წარმოვიდგენდი, ყოველ დილით და საღამოს ვლაპარაკობდით ტელეფონზე, ყოველი გათიშვის მერე ვეუბნეოდი გათიშულ ტელეფონს : მიყვარხარ სამუდამოდ. და ასე ვდებდი ტელეფონს, ბიჭები ვერ მცნობდნენ ისე ვიყავი შეცვლილი, ფულის მოგროვება მქონდა ისედაც დაწყებული, მაგრამ მაინც თავისუფლად ვხარჯავდი, ახლა ვფიქრობდი რომ უფრო გამეზარდა ბიზნესი და უფრო ბევრი შემეგროვებინა. წინ დიდი ამბები უნდა დამეტრიალებინა და მარიამი უნდა შემერთო ცოლად. მას კი არაფერი არ უნდა მოკლებოდა. მე მქონდა ეს გეგმები მაგრამ მისთვის ისიც კი არ მქონდა ნათქვამი რომ მიყვარდა, თავისთავად არც მას ქონდა მსგავსი რამ ნათქვამი, მე იმას მაინც ვეუბნეოდი რომ მომენატრა, ის კი არაფერს ამბობდა, თუმცა გულგრილი არ იყო ვგრძნობდი.

- აბა რას შვრები მზად ხარ?
- კი, რამდენ ხანში ჩამოვიდე?
- 5 წუთში.
- კაი
სარკეში კიდევ ჩავიხედე და თავი შევაფასე, ცოტა ვღელავდი ზურას ძმაკაცები უნდა გამეცნო თავის ოჯახებთან ერთად. გაბოს დაბადების დღე იყო და რესტორანში იხდიდა. ამიტომ შესაფერისად ვიყავი მეც ჩაცმული. მუხლს ცოტათი აცილებული ერთიანი კაბა მეცვა მუქი ბორდოსფერი, ტანზე გამოყვანილი თუმცა არა ძალიან მოტკეცილი, საკმაოდ დახვეწული და ლამაზი, შავი მაღლები, შავი კლაჩი და შავი შემოსაცმელი. ბორდოსფერი ბიჟუტერია. თმა უბრალოდ გავისწორე და მაკიაჟიც შესაფერისი გავიკეთე. საჩუქარი ავიღე და წავედი
- რა ლამაზი ხარ რომ იცოდე, თავში აგივარდებოდა (მითხრა და ნაზად გადამკოცნა, მე მადლობა გადავუხადე და მანქანის კარამდე მიმაცილა)
- ეგ რაარის?
- საჩუქარი...
- რატო უყიდე? ხო გითხარი მე ვიყიდი ორივეს ნაცვლადთქო?
- მეც ხომ გითხარი არათქო? მე ცალკე მინდოდა და არა შენ ხარჯზე
- მოვა დრო და მარტო ჩემ ხარჯზ იცხოვრებ, არა მარტო იცხოვრებ არამედ ისუნთქებ კიდეც. (გაგვეცინა ორივეს და თან მანქანა დაძრა) რა უყიდე მანახე მაინც?
- თელიანი ველის საუკეთესო ღვინო, თავისი ჩოხითა და ფაფახით
- რაა? მანახე აბაა
- შეფუთულია, ღვინოს დალევთ და სუვენირად შეინახავს ბოთლს, თავის ჩოხასთან და ფაფახთან ერთად
- ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ. დიდი ხანი იფიქრე??
- არაა. მე ხო ნიჭიერი ვარ...

მივედით, ყველა გავაცანი, ძალიან თბილად და შინაურად მიიღეს. სოსო წამით არ მოშორებია გვერდიდან და თან უხსნიდა როგორ შევიცვალე... მერე სიყვარულის სადღეგრძელოზე ყველა ფეხზე ავდექით ყველამ თავისი გულის სწორი ადღეგრძელა, ამ დროს უზომოდ თბილი და სიყვარულით სავსე მზერა მესროლა მარიამმა, მაგრამ უცბად ყველაფერი შეიცვალა, ვიგრძენი ვიღაც ჩამომეკიდა ყელზე და კოცნა დამიწყო, მერე მივუტრიალი უცნად და ნინა შემრჩა.

___________________
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც არ იზარებთ და ერთ სიტყვას მაინც მჩუქნიოთ კომენტარებში, ეს უზომოდ მახარებს. იმედი მაქვს დიდი და გემრიელი თავი გამომივიდა, შეცდომები მეპარება ხოლმე და ამისთვის ბოდიშს გიხდით. როგორ მოგეწონათ გამიზიარეთ :*:*



№1 სტუმარი darina

Au ra kargi tavi iyo, magram bolos ninam gaafucha, imedia mariami ar iechvianebs da zuras mousmens, tan am analizebzec vdardob, kargi gogo xar shen.

 


№2 სტუმარი lana

gelodebodi da aii shedegicc chemoo sixaruloo dzaliann miyvarxar amm mokle xanshik ise shemayvare tavii exla racc istorias sheexebaa dzaliann kargia magramm es nina ras gakvexe exla aqq vaa gtxovv ogond mariama zuras mousminos da zuramm auxsnas da gaugos gyxovv ra tore gulii gamiskdeba uejvelii mere ginda wg shenn:-:-) danarjeni momewona miyvarxarr

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

აიი ძაალიან მაგარია ვგიჟდები ამ წყვილზე და შენზე ასე დიდ და მსუყე თავებს რო დებ :D:D ვაიმეე ეხლა ესენი არ აჩხუბო გევედრები ეს ნინა საიდან მოეთრა ეხლა უუუფ

 


№4 სტუმარი მკითხველი

ვაიმეეეეე შენ ხომ არ იცი რა ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ? ნინას გამოჩენამ ცოტა დამაფრთხო მაგრამ მარიამის მჯერა. ზურამ ისე გააფრთხილა ნინა რომ დარწმუნებული ვარ ზურა არ მისცემს უფლებას მარიამს აწყენინოს... ვაიმეეე რა მოიცდის საღამომდეეეეე. უძლიერესი ხარ ავტოროო :*

 


№5  offline წევრი kora

miyvars es istoria da am cyvilze xo vgijdebi, iseti molodinit vucdi axal tavs da imedia nina sacadels ver miagcevs, dzlivs datba urtiertoba da ai dzaaalin dzalian gtxov ar achxubo.
madloba shen aseti msuye da gemrieli tavistvis <3
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი dadeshqeliani

აუ როგორ მიყვარს ესენი <3 რა ძაან კაი წყვილია love მარა ბოლოს ნინამ მომიშალა ნერვები angry

 


№7 სტუმარი good girl

au dzaan magari istoria yochagh :* gadacdeba tu aara tormetss egreve deb :D aba shen ici :*

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ამაღამ არ დადებ? მოვკვდები მე ამათზე ნერვიულობით recourse

 


№9  offline წევრი MLM

ყველას დიდი მადლობა თქვენი გამოვლენილი ინტერესისთვის. დაელოდეთ 00:00-ს ძალიან მაგარი თავი გელოდებათ. :* როგორვკი გახდება 12 დავდებ ახალს. წინ საინტერესო მოვლენები გელოდებათ :*

 


№10 სტუმარი tikacho

აუუ მოასპე ეს ნინარა :))) კაიხარრ :D ნიჭიეროო ❤

 


№11 სტუმარი Irma jojua

Vaimee es raiyo 5 tavi exa wavikitxe ,dzalian magari gogchoo xarrr, au ninas gulistvis arachxubo exa eseni raa ,male Dade Ra gtxov gtxov gtxov ❤❤❤❤

 


№12  offline წევრი MLM

Irma jojua
Vaimee es raiyo 5 tavi exa wavikitxe ,dzalian magari gogchoo xarrr, au ninas gulistvis arachxubo exa eseni raa ,male Dade Ra gtxov gtxov gtxov ❤❤❤❤

ვერ მოვითმინე და შემოვიხედე wink ახალი თავი უკვე მაქვს დადებული, ალბათ მოწმდებდა და მალე დაიდება.ისეთი კარგი თავია, მეც კი ველოდები რომ თქვენი ემოციები გავიგო wink ძილიც კი გამიტყდა. როგორ მიხარია რომ მოგწონთ თქვენ ხომ არ იცით? და ვინც არ იზარებთ და კომენტარს მიტოვებთ როგორ მაბედნიერებთ თქვენ ხომ არ იცით? love

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Es nina gamaputia erti ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent