გატაცება. თავი 1
(დღევანდელი დღე) ყოველთვის რთულია დაწყება. შესავლები კი არასდროს მომწონდა. მე გატაცებული ვარ. დღეს ყველა ასე მიცნობს. (2014 წლის 17 სექტემბერი. მომხდარამდე რამოდენიმე დღით ადრე) ჩვეულებრივ სახლიდან გამოვდივარ. გარეთ ცივა და თბილ ქურთუკს ვიცვამ რომ კანკალი შევწყვიტო. ალბათ ცხვირიც გამიწითლდა უკვე რადგან ხელებზე სილურჯეები მაქვს. ნაცნობებს თბილად ვუღიმი და ბედნიერი მივაბიჯებ ჩემს მყუდრო სამსახურში. ყვავილების არც ისე ფართო მაგრამ ყველაზე კარგი მაღაზია მაქვს. შეკვეთები ბლომად მაქვს, ხელს კი ისიც მიწყობს რომ მაღაზია თბილისის ცენტრშია ტერიტორიულად. -ნია!- უკნიდან წკრიალა ხმა მომესმა. შევტრიალდი და ჩემი თანამშრომელი მაია დავინახე. -მაპატიე, ისევ დავაგვიანე.. -თქვა შეწუხებულმა, როცა როგორც იქნა მოაღწია ჩემამდე სირბილით. -ნახევარი საათი არაუშავს. მეტს ნუ გადააცილებ. მეც დავიგვიანე გამოსვლა თორემ საერთოდ არაფერს გეტყოდი. მაღაზიის გაღებაა მთავარი. წამოდი ერთად მივიდეთ. -ვთქვი და სწრაფად ავუყევით ქუჩას. მაღაზია ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობს ამიტომაც სიამოვნებით დავდივარ ყოველდღე, თანაც დილაადრიან გარეთ გამოსვლა სასიამოვნოა. რაც შეეხება ჩემს თავს. კიდევ ვიცი რა გინდათ იცოდეთ. მე მარტო ვცხოვრობ. მამა 2 წელია არ მინახავს. დედა კი ჩემს მეუღლიან ძმასთან ერთად ცხოვრობს. დედას ვენატრები ალბათ მაგრამ დანარჩენებთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს. ამიტომაც მარტო ვცხოვრობ. ეს პატარა მაღაზია კი ყველა სადარდებელს მავიწყებს. მე 21 წლის ვარ. ხო ძალიან ახალგაზრდამ მოვკიდე ამ საქმეს ხელი მაგრამ მთავარია რომ ყველაზე საუკეთესოდ გამომდის. თანაც საქმე საუკეთესოდ მიდის. პირადი ურთიერთობები კიდევ მოწესრიგებულია. სერიოზულად მოწესრიგებული, ნუ ცოტა მინუსებით მაგრამ მოწესრიგებული. მეგობრები?? ბევრი არავინ მყავს. არა გატყუებთ. თითქმის არავინ. მოკლეთ მაღაზია გავაღეთ. ახალი ყვავილებიი მოიტანეს და გადახარისხება დავიწყეთ. რამოდენიმე დამკვეთიც გავისტუმრეთ და სავარძელზე ჩამოვჯექით. -ჩაის დალევთ?-მკითხა მაიამ. -ფორმალობის გარეშე კი.-ვუპასუხე ღიმილით. მაია ჩაის გასაკეთებლად წავიდა ამასობაში კი ყვავილებს ახალი დამკვეთი ეწვია. მაშინვე წამოვდექი და გავუღიმე. -რით დაგეხმაროთ?? -გვირილები მინდა. ფერადი კონა. დედას ძალიან უყვარს. -დაბნეულმა თქვა ბიჭმა და გამიღიმა. -გვაქვს. ეხლავე გაგიმზადებთ. - ვთქვი და ყვავილებისკენ გავემართე. გზად ფერად ყვავილებს ვკონავდი და ხანდახან თვალს ბიჭისკენ ვაყოლებდი. ნერვიულად იდგა და ცქმუტავდა. ჩემი შეხედვის დროს კი ცდილობდა თავი შეეკავებინა. ყვავილების კონვა დავამთავრე და ეხლა შეფუთვაზე გადავედი. -ალბათ დედათქვენს ძალიან გაუხარდება.-საუბარი წამოვიწყე მე. -დიახ. დაბადების დღე აქვს. საჩუქარსაც ძალიან მოუხდება. აღარ ჩავძიებივარ. მაიამ ამასობაში ჩაიც მოიტანა. -ლამაზ ყვავილებში ლამაზი გოგონებიც მუშაობენ. -თქვა ბიჭმა და მაია ჩაათვალიერა. მაიამ ცხვირი აუბზუა. -კარგი ნუ გამიწყრები. ეს ერთგვარი კომპლიმენტია. -თქვა ბიჭმა. -გოგოებს ეარშიყები??-ჩემთვის ნაცნობი ხმა გავიგონე. გიორგი იყო და თვალები გამინათდა. წარბებ შეკრული იდგა და ბიჭს მიშტერებოდა. -ეს უბრალო კომპლიმენტი იყო. -თავი გაიმართლა დანაშაულში გამოაშკარავებულმა ბიჭმა. -თაიგული წაიღე და აქ აღარ დაგინახოო!!- მკაცრად თქვა გიორგიმ და თვალები გადაუბრიალა. ბიჭმა ყვავილები გამომართვა, ფული მაიას გადაუხადა და უხმოდ გავიდა გარეთ. -რასაკეთებ? ასე ხომ კლიენტები აღარ მეყოლება?? -მე კარგად, შენ??-ბუზღუნით თქვა გიომ და ჩამეხუტა. ვიტრინის მიღმა თვალი ისევ იმ ბიჭს მოვკარი. ყვავილები ურნაში ჩააგდო, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. -სხვათაშორის გეარშიყებოდათ.-დაამატა გიომ და ხელი გამიშვა. ეხლა სახეში მიყურებდა და ჩემი დაბნეულობა რომ შეამჩნია უფრო კარგად შემომხედა. -რა იყო?-მკითხა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -ახლახანს იმ ბიჭმა ყვავილები ურნაში ჩააგდო.. გიორგიმ უკან მიიხედა. -ალბათ გაბრაზდა. წამო რა, რამე ვჭამოთ. თან მარტო არ ვიქნებით, ბავშვებიც მოდიან. -ვინ ბავშვები? -ჩემი ძმა, საცოლით და მისი მეგობარი ნატა. -მაგ ნატათი ყველაფერი გააფუჭე. გეპრანჭება!! არ წავალთ. აქ ვიყოთ და ჩაი დავლიოთ. მაიამ ახლახანს გამიკეთა. -ნუ სულელობ. წავედით. ხელი ჩამავლო და ისევ ჩამეხუტა. -ქურთუკს ავიღებ დაიცა. იცოდე თუ რამე დავუშავე, არაფერს მეტყვი.-ჩავისისინე მე და ქურთუკი ავიღე. გიორგის მანქანით ერთ-ერთ კაფეში წავედით სადაც უკვე შეკრებილიყვნენ ბავშვები. ჩვენ მივესალმეთ და მაგიდას მივუსხედით. -შეკვეთაზე გელოდებოდით.-თქვა ნიკამ. -მე ცეზარი მინდა-ვთქვი და ტელეფონს ჩავაშტერდი მაიამ კიდევ ერთ შეკვეთაზე მომწერა. რაღაცეებს ლაპარაკობდნენ და არ ვუსმენდი. სინამდვილეში აქ ყოფნა სულ არ მინდოდა. აქ მხოლოდ 2 ადამიანი იყო ძვირფასი. გიორგი და ნიკა. ეს ორი გოგო ჩვეულებრივი კახპები იყვნენ. ნუ მხოლოდ ჩემთვის, მე ვინ მისმენდა?? ვიცოდი რომ ნიკას საცოლეს ეკას სხვა ბიჭი უყვარდა. ნიკასთან რატომ არის? იმიტომ რომ ფულის ხამია. როგორც უმრავლესობა. მე კი არავინ დამიჯერა. ამაზე მე და ნიკამ ვიკამათეთ და იმის გამო რომ ძალიან მიყვარს შევეშვი. ამ კახპას ოდესმე ჩამოცილდება, მე კი არ მინდა სისულელის გამო თუნდაც დროებით დავკარგო. -ეს კაბა ნიკამ მიყიდა.-თქვა უეცრად ეკამ. -თუ მისი ბარათით გადაიხადე და ამიტომ აწერ ნიკას?-ჩავიცინე მე. -ყოველთვის რატომ მეჯიბრები?-აწკმუტუნდა ეკა. -აცადე რაესმის, ყვავილების მეტი არაფერი იცის.-ახლა ნატა ჩაერთო. -თქვენ კი ფულის ახევის მეტი არაფერი იცით.-ვთქვი ყურადღება გაფანყულმა რადგან კაფის ვიტრინაში გვირილების ბიჭი დავინახე. ტელეფონზე ლაპარაკობდა და სიგარეტს ექაჩებოდა. -გეყოფა უხეშობა.ერთხელ მაინც შეიძლება შენი სულელური აზრები შენთვის დაიტოვო?? -უხეშად მითხრა გიორგიმ. -ნია სამსახურში რახდება?-ვითომც არაფერი მკითხა ნიკამ. -რავიცი. ახალი შეკვეთა მაქვს. საქორწინოდ უნდა მოვრთოთ რესტორანი და ხვალ სერიოზული საქმეები მაქვს.-ვთქვი და ყურადღება გვირილის ბიჭიდან ნიკაზე გადავიტანე. ამასობაში შეკვეთა მოეტანათ და გოგონებიც ამიტომ იყვნენ ჩუმად. -მაგ შეკვეთას გააუქმებ!-თქვა გიორგიმ. -რა? რატომ? -იქ ბევრი ხალხი იქნება და არ მომწონს. ჩემს გარეშე არ მიყვარს სადმე რომ მიდიხარ. -ეს ჩემი სამუშაოა!-ვთქვი მკაცრად. -ან ტინგიცი უნდა..-თქვა ნატამ. მინდოდა რამე ჩამერტყა მაგრამ გვირილების ბიჭმა მიიქცია ისევ ყურადღება. გზის მეორე მხარეს იდგა, მაგრამ გარკვევით ვხედავდი მე მიყურებდა. ჩემი დანახვა კი იოლი იყო ვიტრინასთან ახლოს, თანაც სახით გზისკენ ვიჯექი. -მართლა ტინგიცი ქვია ამ ყველაფერს!-იყვირა გიორგიმ და ხელზე მომიჭირა რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო. ისე მაგრად მომიჭირა რომ ტკივილისგან უნებურად ცრემლები ჩამომცვივდა. ნიკას გავხედე გაცეცხლებული მიყურებდა, ნატას დამცინავი გამოხედვა ვიგრძენი რომელმაც სახის მარცხენა მხარე ამიწვა და ეს ყველაფერი 2წამში. გიორგის ხელი აგდებულად მოვიშორე. ჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვედი. გიორგი გამომყვა და გზაში მეძახოდა რომ ასე მოქცევისთვის დავისჯებოდი. ქუჩის ბოლოსკენ გიჟივით გავრბოდი. იქვე სადღაც სკამზე ჩამოვჯექი, რომ აზრზე მოვსულიყავი.. დიახ, დიახ აი ამ მინუსებზე ვამბობდი თავში. ყველაფერი იდეალურად როდია. -შეიძლება რამით დაგეხმაროთ?-თავზე უცნობი წამომადგა. ავხედე. გვირილების ბიჭი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.