შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ვაიძულოთ ოცნებებს ახდენა - საუკეთესო იგავი


21-06-2015, 22:13
ავტორი goga27
ნანახია 5 857

სამყაროს შემოგარენში იყო ერთი მაღაზია, რომლის აბრები დიდი ხნის წინ ქარიშხალმა წაიღო, ხოლო მეპატრონეს მათი აღდგენა არც უცდია, რადგან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ისედაც იცოდნენ, რომ მაღაზიაში იყიდებოდა სურვილები.

ასორტიმენტი იყო უზღვავი, ამ მაღაზიაში თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა: იახტები, ბინები, ქორწინება, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ფული, ბავშვები, საყვარელი საქმე, ლამაზი ფიგურა, გამარჯვება კონკურსში, მანქანები, ძალაუფლება, წარმატება და კიდევ უამრავი რამ. არ იყიდებოდა მხოლოდ სიცოცხლე და სიკვდილი – ამ საკითხს წყვეტდა სათავო ოფისი, რომელიც სხვა გალაქტიკაში მდებარეობდა.

ყველა, ვინც მაღაზიაში მოდიოდა საკუთარი სურვილისთვის ( თქვენ წარმოიდგინეთ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელაც არ მოსულან ამ მაღაზიაში, ისხდნენ სახლებში და მხოლოდ ოცნებობდნენ) პირველ რიგში, ბუნებრივია, ცდილობდა თავისი ოცნების ფასის გარკვევას.

ფასები იყო განსხვავებული. მაგალითად, საყვარელი სამუშაო ერთი მხრივ, მყიდველებისგან მოითხოვდა უარის თქმას სტაბილურობასა და პროგნოზირებად მომავლზე, მეორე მხრივ კი, საჭირო მზადყოფნას საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად სამართავად და მასზე პასუხისმგებლობის სრულად ასაღებად, ასევე, თავიანთი ძალების რწმენას და თავისთვის უფლების მიცემას ემუშავათ იქ, სადაც მოსწონდათ.

ძალაუფლება გაცილებით ძვირი ღირდა — უარი უნდა ეთქვათ გარკვეულ რწმენებზე, მოითხოვდა უნარს, რომ ყველაფრისთვის მოეძებნათ გონივრული ახსნა, ესწავლათ ადამიანებისთვის უარის თქმა, სცოდნოდათ საკუთარი თავის ფასი ( ეს ფასი საკმარისად მაღალი უნდა ყოფილიყო), ესწვალა სიტყვა ,,მე”-ს გამოყენება, გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულებები თამამად, მიუხედავად სხვების აზრისა.

ზოგი ფასი საკმაოდ უცნაური მოგეჩვენებოდათ — ქორწინება თითქმის საჩუქრად იყო, ხოლო ბედნიერი პირადი ცხოვრება ძალიან ძვირი ღირდა: საჭირო იყო საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა მიეღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან, გაეცნობიერებინათ საკუთარი სურვილები, უარი უნდა ეთქვათ მისწრაფებაზე — დაეკმაყოფილებინათ გარშემომყოფთა სტერეოტიპული შეხედულებები, დაეფასებინათ ის, რაც აქვთ, მიეცათ საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მათივე ფასის და მნიშვნელობის გააზრების გზით, აუცილებელი იყო უარის თქმა მსხვერპლის როლიდან მიღებულ ბონუსებზე და ზოგიერთი ნაცნობისა და მეგობარის დაკარგვა.

მაღაზიის ყველა სტუმარი არ იყო მზად ამ ფასების გადასახდელად. ბევრი მათგანი დაინახავდა რა ფასს იმედგაცრუებული ბრუნდებოდა უკან. სხვები ხანგრძლივად იდგნენ დახლებთან ჩაფიქრებულები, ითვლიდნენ როგორ და სად ეშოვნათ საჭირო თანხა. ზოგიერთები წუწუნებდნენ მაღალ ფასებზე, ვაჭრობას იწყებდნენ და ფასდაკლებებით ინტერესდებოდნენ.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მთელ თავის დანაზოგს იხდიდნენ სანუკვარი სურვილისთვის. სხვა მყიდველები ბედნიერ სურვილშეძენილებს შურით აყოლებდნენ თვალს, ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ მაღაზიის მეპატრონე მათი ახლობელი იყო და სასურველი მათ მიეცათ ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მაღაზიის მეპატროს ბევრჯერ შესთავაზეს ფასების დაწევა, რაც მყიდველების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ ის ყოველთვის უარობდა და ამას ხსნიდა იმ მოტივით, რომ ამგვარი ქცევა გამოიწვევდა სურვილის ხარისხისს გაუარესებას.

როცა მას ეკითხებოდნენ ეშინოდა თუ არა გაკოტრების, იგი გააქნევდა თავს და პასუხობდა, რომ ყოველთვის იარსებებდა გაბედული ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარისკონ და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, უარი თქვან მიჩვეულ, პროგნოზირებად ცხოვრებაზე, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავის რწმენა, ძალა და შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი ოცნებები.

მაღაზიის კარებზე კი საუკუნეების განმავლობაში ეკიდა აბრა წარწერით — ,, თუ თქვენი სურვილი არ სრულდება ე.ი. საჭირო ფასი ჯერ კიდევ არ გადაგიხდიათ”.

იულია მინაკოვა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent