შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო ორისთვის 2

31-10-2015, 14:31
ავტორი EmyLee
ნანახია 2 087

როგორ მიყვარს წვიმა,თანაც გაზაფხულის..სუსხისა და სითბოს შერწყმა,ყვავილებისა და მიწის სურნელი,ისიც წვიმის დროს.მისი შესუნთქვისას გულისცემა ჩერდება,შემდეგ კი გამალებით იწყებს ”ბაგი-ბუგს”.. სულ პატარა ვიყავი როცა გავიცანი,არც სიყვარული ვიცოდი,არც "დიდური ურთიერთობები".მახსოვს ნელ-ნელა ჩემი გული რაღაც ამოუცნობმა გრძნობამ დაიკავა.ის 16 ის იყო,ჩემთვის ძალიან დიდი ბიჭი,ამიტომ ვთხოვდი ურთიერთობის შეწყვეტას,ის კი არ მეშვებოდა.1 თვეში სიყვარულში გამომიტყდა,მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი ,რომ სხვა გოგოებს არ ვგავდი და მე ყველასგან გამორჩეული ვიყავი.სწორედ აქედან დაიწყო ჩემი უძილო ღამეები,არა ვერ გამიგე მე მწუხარება კი არა სიხარული არ მაძინებდა,ჩემი გულის ჩემსავე ყურებში ცემა.მუცელში რაღაც ტალღის გავლა შევნიშნე,თავიდან დღეში ერთხელ,შემდეგ საათში ერთხელ და ბოლოს წუთში ერთხელ.ჩემი ღიმილი და თვალების ციმციმიც შესამჩნევი გახდა.ვხვდებოდი რომ მეც მიყვარდა,მაგრამ თქმას ვერ ვახერხებდი.თომამ 2 კვირა მომცა მოსაფიქრებლად,რომ კითხვაზე მიყვარდა თუ არა მეპასუხა "კი" ან "არა".
2009 წელი 24 აპრილი.ჩვენი დათქმული დღეც.ჩემი ახლობლის ქორწილი იყო,მანქანით მივდიოდი ოჯახთან ერთად.თომა მირეკავდა,მაგრამ ვერ ვუპასუხე ,შემდეგ შეტყობინება გამომიგზავნა
-რა მოიფიქრე?
-გიყვარვარ?
-კი ძალიან
-მეც
აი ასე გამოვუტყდი სიყვარულში.მთელი საღამო ტელეფონი ჩანთაში მქონდა,მხოლოდ გვიან ღამით ვნახე."მილიონი" შეტყობინება დამხვდა,"მილიონი" სიტყვა "მიყვარხარ","მილიონი" გამოტოვებული ზარი.სახლში დავბრუნდით,მე დასაძინებლად წავედი,დამირეკა,ხმა ვერ ამოვიღე თითქოს ენა გადამეყლაპოს,არც მას ულაპარაკია ბევრი,მკითხა როგორ ვიყავი და ტკბილი ძილი მისურვა.მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი,ვხვდებოდი,რომ ჩემში ყველაფერი შეიცვალა,სულ ყველაფერი,მისი არსებობაც კი მაბედნიერებდა.გაგეცინება და მხოლოდ 4 თვის შემდეგ დავთანხმდი შეხვედრაზე..
2 სექტემბერი
სკვერში შევხვდით ერთმანეთს,უნდა ითქვას პირველად.დავინახე მეტროდან ამოდიოდა.იყო მაღალი,ფართო მხრებით,ქერა ოდნავ გრძელი ხვეული თმით,თეთრი კანი,სწორი ცხვირი,ლამაზი ტუჩები და შავი თვალები,რომელიც ისე ციმციმებდა და ისეთი გრძნობით სავსე იყო,შემეძლო მისი ფიქრებიც კი წამეკითხა,"ჯინსი"ს შარვალი ეცვა,"კედები",მაისური წარწერით და თავზე შავი "შლაპა"..ძალიან სიმპატიური იყოო,ყველაზე კარგი..
გამოღიმა.. მე კი ერთიანად ვცახცახებდი,ნაბიჯის გადადგმაც კი გამიჭირდა,თომა მომიახლოვდა,ხელები ძლიერად მომხვია,როდესაც მისი სხეულის სიახლოვე და სითბო ვიგრძენი ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა,გაჩერდა დროც.ჩემი გული კი გამალებით ხტოდა..ყურში ჩამჩურცულა:
-ჩემო ლამაზო ხომ გიხარია შენს გვერდით რომ ვარ?
-კი..
-ძალიან მიყვარხარ
-მეც თომა
მეტს ვერაფერს ვამბობდი,ვხვდებოდი რომ ის იყო ჩემი ოცნება ჩ ე მ ი .. აღარ მახსოვდა არავინ და არაფერი,ზოგი მეგობარიც კი დავკარგე იმის გამო,რომ დრო არ მრჩებოდა მათთვის.მთელი საღამო ვსეირნობდით,მის სუნთქვას ვგრძნობდი,თითოეულ ჩასუნთქვას..
ასე გრძელდებოდა ყოველი დღე..
9 ნოემბერი - თომას დაბადების დღე
ეს დღეც ერთად გავატარეთ,ის 17 ის გახდა,მე მისთვის საჩუქარი მქონდა კულონი ჯვარცმით,ძალიან გაუხარდა,მთხოვა გაკეთებაში დავხმარებოდი,მაკოცნინა ჯვარზე,შემდეგ თვითონ აკოცა და დამპირდა რომ არასდროს მოიხსნიდა..მთელი საღამო მისი პიჯაკით ვთბებოდით ორივე,ხელებს მისი გაყინული ხელების სითბო მითბობდა გულს კი მისი სიყვარული.სახლში გამაცილა,უკვე გვიანი იყო,ქუჩაში მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა,შემდეგ სკამზე ჩამოვჯექით,ჩემი ხელები ეჭირა,ისე ძლიერად მომეხვია თითქოს გაქცევას ვაპირებდი..
-ჩემო ლამაზო,შენ ჩემი პატარა გოგო ხარ
-არა მე პატარა არ ვარ თომა
-უი სულ დამავიწყდა ჩემი დიდი გოგო ხარ.ღიმილს ძლივს იკავებდა
-თომა ჩემი წასვლის დროა
-კარგი ხვალ დამირეკე,მიყვარხარ
-კარგი მეც
რამოდენიმე თვე გავიდა და ჩვენი სიყვარული უკვე სიგიჯის ზღვარზეა,არ იფიქრო რომ ყველაფერი ასე მარტივად იყო,ბევრი ადამიანი ცდილობდა ჩვენს დასორებას,მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდნენ რომ ღმერთი თვითონაა სიყვარული და ის ყოველთვის ჩვენი მფარველი იქნებოდა..ხშირად ვჩხუბობდით მაგრამ ორივე ყოველთვის არასერიოზულად ვუყურებდით ამას,რადგან გვწამდა ერთმანეთის და ვიცოდით რომ ბოლოს კვლავ ერთად ვიქნებოდით..ამასობაში ერთი წელი გავიდა,საღამო იყო როცა ერთმანეთს შევხვდით
-ელი შენ იცი როგორ მიყვარხარ ისიც იცი,რომ მე სერიოზულად ვფიქრობ შენზე და ბუნებრივია შენი კოცნა კი არ მინდა,უფრო ძლიერი გრძნობა წყურვილლი მკლავს შენი ტუჩების შეხების
-მე უბრალოდ.. ჩემთვის პირველია.. დაა არვიცი..
-კარგი მე არაფერს დაგაძალებ.
ფეხზე წამოდგა და ბილიკს გაუყვა,მე გაუნძრევლად ვიჯექი ერთ ადგილას და სულ დასველებული მქონდა სახე ცრემლებისგან.2 წუთის შემდეგ დაბრუნდა,გვერდით მომიჯდა,ჩემი სიიცივისგან გაყინული ხელების გათბობას ცდილობდა,თან თვალებს მიკოცნიდა,შემდეგ მისი ტუჩები შემეხო.. ძალიან თბილი ტუჩები,ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი,მინდოდა დრო გაჩერებულიყო და ასე ვყოფილიყავით სამარადისოდ.ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი კოცნა იყო..
-ელი მიყვარხარ სიცოცხლე შენ ჩემი გულის ფეთქვა ხარ ჩემი ანგელოზი,შენ დაკარგვას ვერასდროს გადავიტან და ამიტომ ყოველთვის ერთად ვიქნებით..
-მეც მეც ძალიან მიყვარხარ
ჩვენი მზერა მოკაშკაშე ვარსკვლავთა გუნდმა მიიპყრო,საოცარი სილამაზე იყო თითქოს რაღაცას თამაშობენო.რომელიღაც აივნიდან მუსიკის ჰანგები ისმოდა,მაგრამ მე მხოლოდ მიისი ჩურჩული მესმოდა ყურებში გონებაში და გულში ”მიყვარხარ”ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო,ხოოლო იმ დღიდან ჩემი სულის ნაწილი გახდა..
4:50 საათი
ტელეფონზე ზარის ხმა აღარ წყდებოდა..
-გისმენ თომა
-ჩემო ანგელოზო გილოცავ შენ ჩემი დიიდი გოგო გახდი
-მადლობა სიხარულო მიყვარხარ
-ელ დღეს პირველზე გელოდები
-კარგი თომა ახლა დავიძინებ
13 საათი
-ელი აქეთ ვარ
-ხო გხედავ მოვდივარ
რესტორანში შევედით,მხოლოდ ჩვენ მუსიკა და მიმტანი ქალი რომელიც გამუდმებით გვიყურებდა და იღიმოდა,მან სამაჯური მაჩუქა ჩემთვის ახლა უკვე უველაზე ძვირფასი ნივთი
-უკაცრავად რას შეუკვეთავთ?
-წითელი ღვინო,ნახევრად მშრალი
-ახლავე მოგართმევთ
მუსიკის ხმა უფრო მკვეთრი გახდა,თომა წამოდგა ხელი გამომიწოდა,მთელი საღამო ვცეკვავდით,მის გულზე მქონდა თავი მიდებული,ჩვენი გულები ერთად ცემდა,ერთ ტემპში ძალიან ჩქარა..შემდეგ შუქი ჩაქვრა
-ეს თაიგული თქვენ.თომას ძალიან უყვარხართ
თავი სიზმარში მეგონა,მხოლოდ მისი ღიმილი მახსოვს და უამრავი უცნობი სახე,რომლებიც აღტაცებით უკრავდნენ ტაშს
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის თომა ძალიან მიყვარხარ
-მეც სიხარულო შენ ყველაზე წმინდა ხარ,ჩემი მომავალი
-თომა გვიანია სახლში უნდა დავბრუნდე,რომ მოვალ დაგირეკავ
-კარგი ელ ხვალამდე
სახლის კარი შევხსენი.ელი.. ელი გილოცავ ჩემო კარგო.. ელ რამხელა გოგო გაზრდილხარ თანაც რა ლამაზი..
მე ვერავის ვამჩნევდი უაზროდ ვიღიმოდი და ეს დღე ფილმის კადრივით მიტრიალებდა გონებაში.. დასაძინებლად წავედი
-ელი გაიღვიძე
-დე გთხოვ რაა ცოტაც
-არა ელი მოწესრიგდი მალე სტუმრები მოვლენ
ავდექი აბაზანაში შევედი ჩავიცვი და თომას დავურეკე
-ხო ელ
-იცი დღეს მგონი ვერ მოვახერხებ სახლიდან გამოსვლას
-საღამოს მოვალ და მაშინ გნახავ
-არვიცი თომა ვნახოთ
-კარგი.. და შეწყდა სიგნალი
სტუმრები მოვიდნენ სახლში ვიყავი მაგრამ ჩემი გონება სხვაგან იყო..
..ელისაბეტ.. ელ..
-ვინ არის?
-ღმერთო ეს ხომ თომაა
-დე თომაა ჩავალ
-არა ლეტი უხერხულია
-კი მაგრამ დედა
-შემოდი
შემდეგ ტელეფონზე გაისმა ზარის ხმა,ოთახში გავიქეცი
-გისმენ
-ელი ჩამოდი
-არ შემიძლია თომა
-გამოიპარე თორემ წავალ
-მაცადე
სახლიდან ჩუმად გავედი,კიბეები ჩავირბინე
-როგორ მომენატრე
-მეც
მაგრად ძალიან ძალიან მაგრად მომეხვია და ჰაერში ამიტაცა ღრუბლებამდე,არა ღრუბლების კიდე ზემოთ სამოთხეში.. ჩემთვის მართლაც სამოთხე იყო მასთან ყოფნა..
-ელისაბეტ მიყვარხარ და მინდა ძალიან მინდა ჩემი ცოლი გახდე
-მეც თომა მაგრამ ხოიცი ზაფხულამდე არ გამოვა
-კარგი ლეტი ზაფხულსი აუცილებლად თორემ აღარ შემიძლია მეტის მოთმენა
-კარგი
სინ გვიან ღამით დავბრუნდი,მალევე დამეძინა
დღეს კვირაა 8:49 საათი
-ხო ელ
-თომა გაიღვიძე წირვა 9 ზეა
-კარგი ნახევარ საათში გამოვალ
გავემზადე ფული ავიღე და წავედი
..უფალო მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებ,შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და არასოდეს მტოვებ მარტოს... ..უფალო შემიწყალენ უფალო შემიწყალენ უფალო შემიწყალენ.. აწ და მარადის..
-ელი მოდი აქეთ
-რა არის თომა?
-სანთელი აანთე,მინდა დამპირდე,რომ არავის შეიყვარებ ცმს მეტს და არასოდეს იქნები სხვასთან,მხოლოდ ჩმი ცოლი გახდები და მეტი არავისი
-გპირდები თომა სულ შენ მეყვარები
-მეც სიხარულო,ხატების წინაშ ვფიცავ რომ არცერთი გოგო არ მენდომება შენს მეტი და მხოლოდ შენ გახდები ჩემი ცოლი და შვილების დედა
-სამუდამოდ!
-სამუდამოდ!
..და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

პირველი ვაააააააააააააააააააააააააარ :(
მაგრამ ცრემლიანი და ლამის მკვდარი მე გესალმებათ...
საოცარი სიყვარულის ისტორიაა, საოცარი წყვილი. წარმოვიდგინე ყველაფერი და კითხვისას მგონი დროდადრო სუნთქვას ვწყვეტდი და ამას მაშინ ვიგებდი, ჰაერი რომ არ მყოფნიდა და ერთიანად ამოვიისუნთქებდი ხოლმე. როგორი ემოციური, საოცრება და რაღაც არამიწიერი გრძნობაა ეს სიყვარული, რას არ აკეთებინებს ადამიანს და როგორ არ აკეთებინებს.... სიყვარული ხილულთათვის ბრმა, ხოლო ბრმათათვის ხილული გრძნობააა. ერთხელ ვთქვი ეს და ამას ვფიქრობ ყოველთვის გავიმეორებ რადგან ასეა <3
ისე შემშურდა კიდეც შენი... ასეთი საოცრება მე ჯერ არ განმიცდია :დდ
დიდი მადლობა, ჩემი თხოვნა რომ გაითვალისწინე და უფრო დეტალურად წერ <33 ველოდები ახლა უკვე შემდეგ თავს.. <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№2  offline წევრი EmyLee

ErckeMydass25

სიყვარული სამოთხეა დედამიწაზე,განშორება ჯოჯოხეთი..
--------------------
Rain Of Native Girl

№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee

მაგაშიც გეთანხმები love

ხელი არ ჩაიქნიო წარსულზე, არ იცხოვრო წარსულით, გადადგი ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ და გააცოცხლე, დააბრუნე კვლავ წარსული! წარსული უნდა გახადო შენი მომავალი... იმედია ხვდები, რას ვგულისხმობ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№4  offline წევრი EmyLee

ვხვდები და იმედია შევძლებ ამას..
--------------------
Rain Of Native Girl

№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

შეძლებ... ყველაფერს შევძლებთ love ჩემი ლამაზი
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent