შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის ყვავილები (ნაწილი 4)


31-10-2015, 14:32
ავტორი Ignifex
ნანახია 1 897

ვიგრძენი,ნიკოლოზმა მხარზე კოცნა დამიტოვა,მერე კი ზედ თვალები მომადო და მოულოდნელმა სისველემ მიმახვედრა,რომ ტიროდა.
ჩემი აჩქარებული გული იმხელაზე ახმაურდა,ვინმეს ყური რომ დაეგდო,ალბათ გაიგონებდა კიდეც მის გუგუნს. თუმცა,იქ არავინ არ იყო ჩემი,უზარმაზარი კითხვის ნიშნის და ნიკას გარდა,ხოლო ეს უკანასკნელი ისედაც ყოველთვის გრძნობდა ჩემ გულს იმ წუთიდან,როცა პირველად მომიქცია მის თავისებურად თბილ მკლავებში. ზემოხსენებული კითხვის ნიშანი სიბნელით გაჟღენთილიყო და ქაოსჩამდგარ მზერას არ გვაცილებდა. მინდოდა,რომ მომკვდარიყო,ჩემსა და ჩემ მეუღლეს შორის გუშინდელი,ორი კვირის წინანდელი,თვენახევრის,ან ორი თვის წინანდელი გაუგებრობის მსგავსი არაფერი რომ აღარ ჩამოეგდო და ერთმანეთს ერთი სანტიმეტრითაც კი არ დავეშორებინეთ. უნდა ვაღიარო,ჩვენს ურთიერთობაში დიდი ბზარის გაჩენას ვერასდროს ახერხებდა,თუმცა არც პატარ-პატარა განხეთქილებები იყო სასიამოვნო. ზოგჯერ ძლივსშესამჩნევი,პატარა ნაკაწრი საზიზღარ ტკივილს იწვევს.
ნიკოლოზი ისე ძლიერად მიხუტებდა,მის სითბოს თითქოს ძვლებშიც კი ვგრძნობდი. მტკიოდა,მაგრამ ეს სასიამოვნო,თბილი ტკივილი იყო,რომლის ატანაც ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო,რომ რაც უფრო ძლიერად მიჭერდა ნიკა მკლავებს,მით უფრო მეტი იყო ჩემი გასკდომისა და ცრემლად დაღვრის შანსი. მანადგურებდა ის ფაქტი,რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო მის დასახმარებლად და გასაბედნიერებლად. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანია,რაც ამას შევეგუე,აქა-იქ მაინც იჩენდნენ ხოლმე თავს უბედურებამოწყურებული აზრები. თვალებდახუჭულმა,მკლავები უფრო მჭიდროდ შემოვხვიე და მის ზურგზე ხელები აკანკალებამდე მოვმუშტე,თითქოს მათში მოვიქციე ვერაგი კითხვის ნიშნის გული და შემდეგ ლამის ფიზიკურად ვიგრძენი,როგორ დაიღვარა მისგან ცრემლები,ყვირილი,ბრაზი და ტკივილი. ისინი ჩემი და ნიკოლოზისგან გამოწოვა ამა თუ იმ კამათის დროს.
იმ არარსებულ სივრცეში,რომელიც ჩემსა და ნიკას სხეულებს შორის იყო,გაუბედაობა ღაფავდა სულს და ამით გათამამებულმა:
-ნიკა,-ჩავიბუტბუტე,-რა მოგივიდა?
ყელის არეში მისი თმების ხახუნმა მიმახვედრა,თავი რომ გააქნია.
-არაფერი.
-ხო,გეტყობა,მეც მაგას ვფქირობდი!-პატარა ბავშვივით იქცეოდა. სინამდვილეში,გარკვეული წარმოდგენა მქონდა იმისა,თუ რა დაემართა.
რამდენიმე წამის განმავლობაში ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მერე ნიკამ მკლავები ოდნავ მოადუნა,თავი ასწია და უთქმელი სიტყვებით დატვირთული მზერა მომაპყრო. იმ მცირე სინათლეშიც კი დავინახე,თვალები ცრემლებდაცლილი,მაგრამ ემოციით სავსე რომ ჰქონდა,თითქოს კიდევ ერთხელ რომ ეტირა სევდას,მე,ცოტა ბრაზსა და იას გადმოგვღვრიდა ცრემლების ნაცვლად. ვიცოდი,იას რომ უკავშირდებოდა მისი მოულოდნელი ქმედებები. სხვა ვერაფერი აატირებდა.
უცებ,თითქოს სულში ყინულის ნატეხები ჩამიყარესო,ჟრუანტელმა დამიარა,მეუღლის მზერას ვეღარ გავუძელი და თავი მის ყელში ჩავრგე არასასურველი მოგონებისგან თავის დასაღწევად. იმედი გამიცრუვდა,როცა იქ არსებულმა სითბომ პირიქით,სიცოცხლის ძალა დაუბრუნა იმ საზიზღარ დღეს,როდესაც ია მიწას მივაბარეთ. ერთხანს ვებრძოდი,ისევ მთელი ძალით ვეკვროდი ნიკას იმ იმედით,რომ იგი ჩვენ შორის გაიჭყლიტებოდა და მოკვდებოდა,თუმცა უშედეგოდ. ვერაფერი დამავიწყებდა კუბოში ჩაწვენილ შვილს. გარდაცვლიდან დაკრძალვამდე არსებული დღეები სოფელში გაატარა,იქვე დავმარხეთ კიდეც. არ მინდოდა ჩვენ სახლში ყოფილიყო და ქალაქში,ასე ახლოს დაგვემარხა,ეს საბოლოოდ გამანადგურებდა,ჭკუიდან ახლანდელზე მეტად შემშლიდა და შემაზიზღებდა ჩემი საცხოვრებლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს. ნიკოლოზიც ჩემსავით ფიქრობდა.
იას საფლავზე სულ სამჯერ ვიყავი და ისიც იმიტომ,რომ აუცილებელი იყო. სააღდგომოდ მხოლოდ ჩემი მეუღლე და მისი მშობლები ჩადიოდნენ. მე მეშინოდა იქ ყოფნის და დიდხანს დარჩენის. არ შემეძლო,შინაგანად მკლავდა. მას შემდეგ,რაც დაკრძალვისას მესაფლავის ბარს ჩამოვეკიდე და შევევედრე,რომ ჩემი შვილისთვის მიწა არ მიეყარა,ყოველი მისვლისას ხელები მექავებოდა საფლავის გათხრის და იას ამოყვანის სურვილით. არ მინდოდა,გავგიჟებულიყავი. თუმცა,განა უკვე გიჟი არ ვიყავი?
-ახლა მეც იგივე უნდა გკითხო?-ყურში ნიკას ხმა ჩამესმა.-შენი ამბავი რომ ვიცი,ისე მიპასუხებ,როგორც მე. ან “რა შენი საქმეას” მომახლი.
-რა?-მხოლოდ ჩემი გაბზარული ხმის გაგონებისას მივხვდი,რომ ახლა უკვე მე ვტიროდი. უფროსწორად,ვაპირებდი ტირილს.
-”რა მოგივიდა?”-ჩემი ხმის წაბაძვით მკითხა. იდიოტია. ორი წუთის წინ ცრემლებს ღვრიდა,ახლა კი დამცინოდა.
-არაფერი,რა შენი საქმეა!
ძალით ჩაიცინა. მასაც ისევე არ ჰქონდა სიცილის თავი,როგორც მე. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი,თავზე ლოყა რომ მომადო.
-ტირილს რა აზრი აქვს?-ხელი მკლავზე ამისვ-დამისვა.
ცალი მხარი ავიჩეჩე.
-მე ერთი ვიცი,-განაგრძო,როცა ჩემგან სიტყვიერი პასუხი ვერ მიიღო,-მე და შენ,ორივეს გვეჩვენება,თითქოს სული გვტკივა. იქ არსებულ იარებს ვერაფრით მოარჩენ,იმიტომ რომ არ იცი,სად არის სული. შესაძლოა,არც არსებობს,ვინ იცის? სული მიუწვდომელია,მირა. მხოლოდ ტკივილმა იცის მისი ადგილსამყოფელი. ხოდა,ტირილი არაფერს არ შველის,გესმის? აზრი არ აქვს. მაგრამ,ადამიანები ვართ და ადამიანი ცრემლის გარეშე არაფერია.-საოცრად მომინდა,მის სიტყვებს ჩავხუტებოდი,-რა ვიმჭევრმეტყველე…
-ეგ სიტყვა არსებობს?-ჩავიქირქლე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა,იმ ღამით ცრემლები ჯანდაბაში მომესროლა.
-არა,-სახეზე ღიმილი აიკრა,-ისე,ეს ყველაფერი-ტკივილი,ემოცია,გრძნობა-ტვინშია. ანუ მთელი გულით მიყვარხარო,რომ გითხრან,იგივე იქნება,შარდის ბუშტით მიყვარხარო გითხრან.-არ ვიცი,რაზე ფიქრობდა იმ წუთებში,როდესაც მე დაკრძალვის მოგონებებში დავცურავდი,მაგრამ მივხვდი,რასაც ცდილობდა და გამიხარდა. გამიჭირდა,თუმცა რამდენიმე წამისწინანდელი გადაწყვეტილება ცრემლები შესახებ სისრულეში მოვიყვანე და:
-სულელი ხარ,-ჩავიბუტბუტე ყურებამდე გაღიმებულმა.
-ყვავმა ყვავს უთ..აუ!-მხარში მუშტი ვუთავაზე,-ნუ ძალადობ ჩემზე! და სისულელის კი არა,სიჭკვიანის გამოხატვა უფრო იყო ჩემი სიტყვები.
-მიჩივლებ?
-დაგახრჩობ,-ყელზე მისი ტუჩები ვიგრძენი და მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ტუჩებით აპირებ ჩემს დახრჩობას? იმხელა ტუჩები არ გაქვს,რომ ეგ მოახერხო.
-ვიმეორებ: ყვავმა ყვავს…
-არ მაქვს მე წვრილი ტუჩები!-თვალები დავიწვრილე.
-რადგან ტუჩების სისქით ვერცერთი ვერ დავიკვეხნით,-ისე განაგრძო,თითქოს ხმა არ ამომეღია,-მოდი,გავაერთიანოთ ჩვენი ტუჩები და ისე დაგახრჩობ! რას იტყვი?
შეკითხვა რიტორიკული აღმოჩნდა - პასუხის მოფიქრება არ დამცალდა,ისე დამაცხრა ტუჩებზე. და ვინ იცი,უკვე მერამდენედ გაუმართა ჩემმა გულმა გამალებული ბრძოლა ნეკნებს,რომლებიც თავისუფლებას არაფრის დიდებით არ აძლევდნენ. ნიკოლოზმა ცალი ხელი თმებში შემისრიალა,მეორეთი კი ლოყაზე მომეფერა. თვალები დამეხუჭა,ხელისგულები მხრებიდან მის სახეზე გადავანაცვლე და მონატრებულ გრძნობებში დავიკარგე. მკოცნიდა ნიკა და თითქოს თავისი ემოციების გასაღებს მაძლევდა ხელთ,მამშვიდებდა და მანუგეშებდა,რომ მარტო არ ვიყავი,რაც გასაოცარი იმედით მავსებდა. ვგრძნობდი,როგორ მპარავდა ტკივილს,განცდებს და ცდილობდა,დროებით მაინც დაევიწყებინა ისინი,განედევნა ჩემი გონებიდან,რათა თავისუფლად ამომესუნთქა.
-შენ კიდევ არ დამხრჩვალხარ?-მძიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებს შორის მკითხა,როდესაც კოცნა დავამთავრეთ. ტუჩები შუბლზე მომაკრო და თმაში შესრიალებული ხელი მომუშტა.
მხრები ავიჩეჩე.
***
დილით ნიკოლოზზე ადრე გამეღვიძა. ერთხანს ვიწექი,მეზარებოდა საწოლისა და ნიკას სითბოს დატოვება,მაგრამ ბოლოს მაინც მძლია ადგომის სურვილმა. არასდროს მყვარებია დილაობით დიდი ხნით წოლა,რასაც ვერ ვიტყვი ჩემ მეუღლეზე. ცივი იატაკისგან თავის დასაღწევად ჩუსტები ისე სწრაფად ჩავიცვი,რომ შემეშალა და მარჯვენა ფეხის მარცხენაზე აღმომაჩნდა. ღიმილით გავასწორე შეცდომა,საშინაო ტანსაცმელს ხელი დავავლე და გამოცვლისთანავე დავტოვე ოთახი. აბაზანაში თავის მოწესრიგების შემდეგ,სამზარეულოში შესულს ლამის გულმა მიმტყუნა,ვიღაცის ფიგურა რომ დავინახე,ჩემგან ზურგით მდგარი. რათქმაუნდა,ნიკა აღმოჩნდა.
-გული გამიხეთქე!
-აბა,გული?-მის პასუხზე თვალები დავიწვრილე,მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.
მაჯაზე შემოხვეული შავი სამაგრით თმა ცხენის კუდად შევიკარი,წყ ლის ჭავლს ჩაიდანი შევუშვირე და გაზზე შემოვდგი.
-ერბოკვერცხი შეგიწვა?-ვკითხე.
-ნწ,ჩაის დავლევ მარტო.
-კარგი,-საშრობზე დარჩენილი ჩაის ჭიქები კოვზებიანად დავაწყვე ბარზე და საშაქრეს დავწვდი.
-დათომ დამირეკა წეღან,მაღალი სიცხე აქვსო.
-ვის?-მშვენივრად ვიცოდი,ვისაც. ჩემმა მეუღლემაც იცოდა,რომ ვიცოდი.
-აი,იმ ბავშვს,რომელიც ნაგავში მოისროლეს,მირა!-ნიკოლოზი ჩემმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა. გამიკვირდა,აქამდე რომ ითმენდა.
მე ის ბავშვი არ მძულდა. მეტიც,ძალიან გამიხარდა,რომ გადარჩა,მაგრამ მეგონა,რომ მასზე საუბარი არ მოგვიწევდა და სხვა გზით წავიდოდა. შევცდი. ასე არც უნდა მეფიქრა,რადგან ნიკას კარგად ვიცნობდი. ალბათ შიშმა დამაბრმავა,თუმცა რისი მეშინოდა,კარგად მეც არ ვიცოდი.
-უნდა წახვიდე?-ვკითხე. ამის პასუხიც ვიცოდი.
-ხო,უნდა წავიდე.-არადა,მიხაროდა,წესით იმ დღეს ისვენებდა და მარტო ყოფნა აღარ მომიწევდა.
-კარგი,-ღრმად ჩავისუნთქე,-გამაგებინე როგორ იქნება.
-შენ არ წამოხვალ?
-რა აზრი ექნება ჩემს იქ ყოფნას? ტყუილად უნდა ვიდო,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვერაფრით დაგეხმარები.
-დამეხმარები,დამიჯერე!-მომიახლოვდა და ხელები მხრებზე დამაწყო,-ბავშვსაც დაეხმარები.
მშრალად ჩავიცინე.
-რანაირად? სისულელეებს ნუ ლაპარაკობ,რა!
-დამიჯერე,მირა,ახალშობილია,მაგრამ გრძნობს. ხელში რომ აიყვან და სითბოს გაუზიარებ,იგრძნობს. ბედნიერი იქნება,გესმის? იმ ადამიანმა,ვინც ნაგავსაყრელისთვის გაიმეტა,ცხოვრება დაუნგრია,მირა. მომავალში რაც არ უნდა ბედნიერი იყოს,თუ ეცოდინება,რომ მშობელმა უარყო,მისი სიხარული ყოველთვის ტკივილნარევი იქნება. ზრუნვა სჭირდება,სითბო და სიყვარული,ასეთ პატარა ასაკშიც კი. ვიცი,ახლა მეტყვი,ექიმები და ექთნები რისთვის ხართო,მაგრამ ეს სხვა რაღაცაა. მე სხვა რაღაცაზე,სხვანაირ სითბოზე და ზრუნვაზე გელაპარაკები,მირა. შენ...არ იტირო,რა!-ხელები ლოყებზე მომადო და ცერა თითით მომწმინდა გამოქცეული ცრემლი,მაგრამ ამაოდ. ახალი ტალღა მომწყდა თვალებიდან,რადგან მტკივნეულად გავიაზრე,თავს ასეთი მონდომებით რატომ ვარიდებდი ახალშობილს. მე იმ გრძნობის მეშინოდა,რისი გამოწვევაც იმ პატარას შეეძლო ჩემში. ძალიან,ძალიან მეშინოდა.
-მეცოდება,-ამოვიკნავლე და მეუღლის ნაქსოვ ზედას მთელი ძალით ჩავაფრინდი,-არაფერი არ დაუშავებია და ასე..ასე...ნიკა,ია როგორ უნდა გადაგვეგდო?! რა გული აქვს,მითხარი! ის როგორ გახდა დედა...მე შვილი და დედობის უფლება ერთად წამართვეს,მან კი..
-გეყოფა,მირა,მორჩა! მესმის,შენც კარგად იცი,როგორ მესმის შენი…
-როგორ არ უნდა გესმოდეს?-ლამის ისტერიკაში ჩავვარდნილიყავი,თუმცა,როგორც ყოველთვის,ნიკოლოზი იქ იყო. წელზე შემომხვია ხელები და მიმიხუტა.
-არ მინდა იქ,ნიკა,არ მინდა! მეშინია...ძალიან მეცოდება…-მსგავსი ქცევები ათასში ერთხელ თუ იჩენდა ხოლმე ჩემში თავს. იმის გააზრებისას,რომ ამჯერად ეს იმ პატარა ახალშობილმა გამოიწვია,მწარე ტაო მაყრიდა და რაც შემეძლო ძლიერად ვეკვროდი ნიკას. რამდენიმე წამის წინ ბავშვის განცდებზე რომ დაიწყო საუბარი,თითქოს ჩემში რაღაც გაწყდა,გადატყდა და ყველა ემოცია,რომელთაც კუთხეში ვკუჭავდი და ზედაც არ ვუყურებდი,ერთდოულად დამესხა თავს იგნორისთვის შურის საძიებლად. პირველად ასე იას დაკრძალვაზე დამემართა,გვამი ხელში რომ ავიყვანე და,მოგვიანებით,მესაფლავის ბარს რომ არაფრის დიდებით არ ვუშვებდი ხელს.
ჩემი პატარა,გაყინული ყვავილის გარდა არავის შეეძლო ჩემში ამდენი ემოციის გამოწვევას. აქამდე.
არც კი ვიცი,რას ვბუტბუტებდი შემდეგ,მხოლოდ ის ვიცი,როგორც მეფერებოდა ნიკა რადგან იცოდა,ჰაერივით მჭირდებოდა.
-გეყოფა,მირა,მორჩა...არ წამოხვიდე,რადგან არ გინდა,მე არ გაძალებ,ხომ იცი? თუ გინდა,დღეს არც მე არ წავალ…-თავზე მაკოცა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. იმის გააზრებისას,რომ ჩემ გამო სახლში დარჩებოდა,ცრემლების ახალმა გროვამ იწყო დენა.
ჩაიდანმა გულისგამაწვრილებლად დაიწყო წუილი.
***
სავარძელზე ვიყავი ჩამომჯდარი,კალთაში ტყემლის წითელი ტყლაპით სავსე თეფში მედო და ჩართულ ტელევიზორს არ ვუყურებდი.
ნიკოლოზი დაახლოებით სამი საათის წინ წავიდა. აპირებდა დარჩენას,მაგრამ დავიჟინე,წადი-მეთქი და ვინაიდან და რადგანაც ისედაც ძალიან უნდოდა ბავშვის ნახვა,დიდად არ შემწინააღმდეგებია.
კარგი იქნებოდა,ძალიან,ძალიან კარგი,თუ პატარა ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა. მე არ შემეძლო,მისი ცხოვრების ნაწილი გავმხდარიყავი. ჯერ არა.
დრო სახლის დალაგებით,ქათმის შეწვით,სალათის გაკეთებით,უბრალო,უკრემო ნამცხვრის გამოცხობით,ანასთან მობილურზე საუბრით და ფიქრით გავიყვანე. ნიკას ჯერ არ დაურეკავს.
ანამ მითხრა,კატო სახლში დაბრუნდაო. ბუნებრივია,რომ ეშინოდა,მაგრამ შიში არ არის კარგი.
საერთოდ არ არის კარგი. მეც მეშინოდა ჩემი ორსულობის დროს და მწარედ ამიხდა. საზიზღარია. მაგრამ,სამწუხაროდ,ძლევამოსილია იმდენად,რომ რთულია მისი უარყოფა და შენი არსებიდან განდევნა.
ტყლაპს პატარა ნაწილი მოვაგლიჯე და პირში ჩავიდე. სახე დავმანჭე,მჟავე აღმოჩნდა ზედმეტად. არადა,ტკბილი მინდოდა. ეტყობა,აერია ბებიას. ნიკოლოზი რომ გაიგებდა,მჟავე იყო,წამებში შესანსლავდა. ვირი.
ნეტავ ახლა რას აკეთებდა? ახალშობილი ჰყავდა ხელებში? ნეტავ,როგორი სუნი ასდიოდა პატარა ჟღალთმიანს?
ფიზიკურად თავისუფლად შემეძლო,მივსულიყავი. ნიკას უფლება ჰქონდა,ბავშვი ჩემთვის გადმოელოცა. გული უცნაურად თუ ამიჩქარდებოდა მისი დაჭერისას? ან იქნებ ისე მძიმედაა,რომ ჯერ არ შეიძლება მისი აყვანა? საინტერესოა,სიცივისგან დალურჯებულმა ტუჩებმა ფერი თუ დაიბრუნეს? ჩემი მეუღლე ამ წუთებში ალბათ მას უყურებდა და რაღაც ამოუცნობი გრძნობით ტკბებოდა,პატარა არსებები რომ იწვევენ ადამიანში.
სულიერად,რაღაც მაკავებდა წასვლისგან. შიში. ამაზრზენი შიში,რომელსაც არანაირი კარგი მხარე არ გააჩნდა. ნუთუ სიცოცხლის ბოლო წუთამდე მისი მონა-მორჩილი უნდა ვყოფილიყავი? განა იას გამო,მასზე შური არ უნდა მეძია? ო,როგორ მინდოდა,ზედ მიმეფურთხებინა,დამეგლიჯა და ფეხქვეშ გამეთელა.
“სცადე,დე. ცდა ბედის მონახევრეა”,დედას უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა,რომლებიც მე მეკუთვნოდა. ძაღლებისგან დაგლეჯილი რომ იპოვეს,ვეღარ ლაპარაკობდა. ეს მანამდე მითხრა,ძილის წინ,როდესაც დავიწუწუნე,ვერ ვიძინებ-მეთქი.
ნეტავ ახლა სადღაც უსასრულობაში,იას დედას მკლავებში ხომ არ ჩაეძინა?
ტელევიზორი გამოვრთე,ტყლაპიანი თეფში იქვე,ჟურნალების მაგიდაზე დავდე და სირბილით შევიჭერი საძინებელში,სადაც ქურთუკი და მის ჯიბეში ჩაგდებული მანქანის გასაღები მელოდებოდნენ.
ის იყო,ოთახიდან გამოვდიოდი,რომ რაღაც აზრმა გაჩერება მაიძულა. ბევრი რომ მეფიქრა ვიცოდი,საერთოდ წასვლას გადავიფიქრებდი,ამიტომ სწრაფად გამოვაღე გარდერობის კარი.
ბებიას მოქსოვილი თეთრი,ქათქათა,პატარა წინდები მოწყენილად მიმზერდნენ.
_____
გამარჯობა
ბოდიშის მოხდაც მერიდება უკვე,მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე დაწერა,იმედია გამიგებთ. winked
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,რომ ჩემთან ხართ და დაგვიანებების მიუხედავად კითხულობთ love love



№1  offline მოდერი ლილიანა

სულში მიძვრები პირდაპირი გაგებით და ყველა კუნჭულში მაწვეთებ ამ ქალის ტკივილს
საოცრად წერ
❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი tarashi

რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე , როგორ გამიხარდა შენ არ იცი. მეგონა შეწყვიტე წერა ძალიან კარგად გამოგდის და ფააგრძელე რა გთხოვ

 


№3 სტუმარი darina

Ar vici ra vtqva imdenad sulshi mwvdeba es ustoria, magari gogo xar da dagvianebazec ver gsayvedurob ise gavtbi am tavit, nikolozze ki ra vtqva namdvilad agar vici iseti magaria ubralod vgijdebi masze.

 


№4  offline წევრი Ignifex

ლილიანა
სულში მიძვრები პირდაპირი გაგებით და ყველა კუნჭულში მაწვეთებ ამ ქალის ტკივილს
საოცრად წერ
❤❤

tarashi
რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე , როგორ გამიხარდა შენ არ იცი. მეგონა შეწყვიტე წერა ძალიან კარგად გამოგდის და ფააგრძელე რა გთხოვ

darina
Ar vici ra vtqva imdenad sulshi mwvdeba es ustoria, magari gogo xar da dagvianebazec ver gsayvedurob ise gavtbi am tavit, nikolozze ki ra vtqva namdvilad agar vici iseti magaria ubralod vgijdebi masze.

ვაიმე,ხალხო! გამაგიჟებთ :დ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი შეფასებებისთვის,საოცრად გამახარეთ! love love არც კი ვიცი რა ვთქვა,სიტყვები არ მყოფნის winked
Maka Tetruashvili დიდი,დიდი მადლობა love love

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

აი გუშინ რომ მეგაბაიტები გამითავდა მობილურზე და რომ გავიაზრე წუხელ ამ ყველაფერს ვერ წავიკითხავდი, გადავირიე...
ქეთი, საოცრება ხარ...
"ადამიანი ცრემლების გარეშე არაფერია" - არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
უმშვენიერესი თავი იყო (და სულაც არ იყო პატარა)... ამდენი ტკივილის შემდეგ მხიარული ტალღა ძალიან მოუხდა...
როგორი კარგია ნიკა... გამგები, რეალისტი, მზრუნველი, თბილი, და იუმორი? ძალიან კარგი...
ბოლომ რაღაც დამმართა, თეთრი წინდები და მირას სურვილი...
წეღან დამიტოვეს კომენტარი ჩემს ისტორიაზე, ამაზე სერიოზული არაფერი წამიკითხავს საიტზეო... უნდა მოვიდნენ და ეს ისტორია წაიკითხონ...
იდეალური ხარ! <3

 


№6  offline წევრი Ignifex

lullaby
აი გუშინ რომ მეგაბაიტები გამითავდა მობილურზე და რომ გავიაზრე წუხელ ამ ყველაფერს ვერ წავიკითხავდი, გადავირიე...
ქეთი, საოცრება ხარ...
"ადამიანი ცრემლების გარეშე არაფერია" - არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
უმშვენიერესი თავი იყო (და სულაც არ იყო პატარა)... ამდენი ტკივილის შემდეგ მხიარული ტალღა ძალიან მოუხდა...
როგორი კარგია ნიკა... გამგები, რეალისტი, მზრუნველი, თბილი, და იუმორი? ძალიან კარგი...
ბოლომ რაღაც დამმართა, თეთრი წინდები და მირას სურვილი...
წეღან დამიტოვეს კომენტარი ჩემს ისტორიაზე, ამაზე სერიოზული არაფერი წამიკითხავს საიტზეო... უნდა მოვიდნენ და ეს ისტორია წაიკითხონ...
იდეალური ხარ! <3

მართლა დამადუმე. არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოვხატო ის უზარმაზარი მადლობა. საოცრად და იდეალურად ნამდვილად არ მიმაჩნია თავი და ჩემი ამბავი რომ ვიცი ვერც ვერასდროს მივიჩნევ,მაგრამ მადლობა,ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის,რომ შენ ასე ფიქრობ love ნიკოლოზი ლამის ჩავკბიჩო,შევახრამუნო. შოკოლადია love არ ვიცი საკუთარი პერსონაჟი ასე უნდა გიყვარდეს თუ არა,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ:დდდ მიხარია,რომ ისე ხედავთ ამ პერსონაჟებს შენც და სხვებიც,როგორც მე მინდა,რომ ხედავდეთ love
არ ვკითხულობ შენს "ვანილის კოცნას" (თუ აქ დაგიკომენტარეს),დასრულებას ველოდები,გამოცხვეს ბოლომდე და მერე ჩავიტკბარუნებ პირს love მაგრამ,დარწმუნებული ვარ,უმიზეზოდ მაგას არ გეტყოდნენ! მე შეყვარებული ვარ შენს წერის მანერაზე და ამიტომ love love არ ვიცი,რა გითხრა,კიდევ ერთხელ დიდი,დიდი,დიდი მადლობა! მაბედნიერებ,ძალიან ბევრს ნიშნავს შენი შეფასება ჩემთვის! love love

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს "გუგუნი" მოკლედ არ გეშვება რაა wink wink wink დასაწყისშივე მომხვდა თვალში, იგრძნობა გუგუნას გავლენა love
აი ისტორიას, რაც შეეხება, იმდენად მომხიბლა და გადამრია, რამდენჯერ დამიარა მე ჟრუანტელმა და სითბო რამდენჯერ ჩამოეღვენთა ჩემი ფიქრების მწვერვალიდან ვერ დავითვლი.. ყველაფერი იდეალურია, რაღაც საოცრება.. შენი ისტორია არ ვიცი რას მიკეთებს, ან შენ რას მიკეთებ. თითოეულ სიტყვაში იმხელა ტკივილი იგრძნობა და იმხელა ემოციას განგაცდევინებს, ხანდახან კი არა, სულ კითხვის დროს მგონია რომ მირა შენ ხარ და არა ქეთი, ჯერ 16 წლის გოგო, რომელსაც ამდენი რამ არ განუცდია. გეფიცები, მგონია რომ პირადად შენ განიცდი ამ ყველაფერს, შენ გტკივა, შენ გცივა და ისე რეალურად გრძნობ მირას დანაკარგს, რომ ეჭვი არ გვეპარება, მირა მეორე შენ ხარ!
ფაქტია უნდა დავიჯერო, ნელ-ნელა უნდა გავემიჯნო და ჩემი თავი დავარწმუნო, რომ შენ ქეთი ხარ და არა მირა, კითხვის დროს კი ერთმანეთში მერევით, მეკარგება რეალურობის აღქმა და ვერაფერი გამიგია...
სულში ჩამწვდა, განსაკუთრებით ეს სიტყვები...
"მე და შენ, ორივეს გვეჩვენება, თითქოს სული გვტკივა. იქ არსებულ იარებს ვერაფრით მოარჩენ, იმიტომ რომ არ იცი, სად არის სული. შესაძლოა არც არსებობს, ვინ იცის? სული მიუწვდომელია მირა, მხოლოდ ტკივილმა იცის მისი ადგილსამყოფელი. ხოდა ტკივილი არაფერს არ შველის გესმის? აზრი არ აქვს, მაგრამ ადამიანები ვართ და ადამიანი ცრემლის გარეშე არაფერია."
კიდევ ეს... "პასუხის მოფიქრება არ დამცალდა, ისე დამაცხრა ტუჩებზე და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გაუმართა, ჩემმა გულმა გამალებული ბრძოლა ნეკნებს, რომლებიც თავისუფლბას არაფრის დიდებით არ აძლევდნენ." სულში ჩამწვდომია, დამამუნჯააა love
მინდა გითხრა, რომ შენ მართლა საოცარი გოგო ხარ. ჯერ არ შემხვედრია ისტორია, ასეთი ტკივილი მოეყენებინოს ჩემთვისაც და მეც ასე მატკინოს გული, მაგრძნობინოს იმ საწყალი გოგოს ტკივილიი... და ნიკა და მირა ერთმანეთს როგორ უხდებიან, როგორი იდეალური წყვილი შექმენი, მე კი მჯერა, სადღაც, შორს, აქედან შორს, ცხოვრობენ წყვილი, სახელად მირანდა და ნიკოლოზი, ერთმანეთს ტკივილს უმსუბუქებენ, საოცრად უყვართ თითოეული შეხება, სიტყვა, ის სიყვარული, რამდენს იტევს მათი გულები, ვერ აღგიწერ როგორ მოქმედებს ეს ისტორია ჩემზეეეე. საშინლაააად, ხოდა კიდევ მინდა გაგრძელებაა love love
მაგრამ ერთი შენიშვნაც მექნება შენთან: კერძოდ, თავის შვილს გვამს უწოდებს, მართალია მკვდარია და ნამდვილად გვამი იყო, მაგრამ ვფიქრობ უხეშად გამოუვიდა, მოსიყვარულე დედა კი ასე მაინც არ მოიხსენიებდა მის მკვდარ შვილს... :(
სხვა დანარჩენიიიი...
საოცრად კარგი და გენიალური ხარ <3
გენიოსი, გენიოსი!!!!
როგორ განვიცადე ყველაფერი.
ისინი ბედნიერებას იმსახურებენ.. მირა ბედნიერებას იმსახურებს! <3 შენი იმედი მაქვს. ველოდები შემდეგს მოუ-მოუთმენლად love

მიყვარხარ გიჟოოო! <3 გენიოსო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ერკე სოღრრი, მაგრამ ნიკას პერსონაჟი საერთოდ არ ჰგავს გუგას პერსონაჟს, თუ რა თქმა უნდა ამას გულისხმობ :-D

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

lullaby
ერკე სოღრრი, მაგრამ ნიკას პერსონაჟი საერთოდ არ ჰგავს გუგას პერსონაჟს, თუ რა თქმა უნდა ამას გულისხმობ :-D

ამას არ ვგულისხმობდი :D :D :D ქეთიმ გუგას "გუგუნა" შეარქვა :დ ხოდა აქაც გული გუგუნებდაო, რამდენჯერმე აქვს ეს სიტყვა გამოყენებული love wink wink ამას ვგულისხმობდი :დ ქეთი მიხვდებოდა :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline წევრი Ignifex

ერკე,პმ-შიც გითხარი და აქაც გეტყვი უზარმაზარ მადლობას. მოკლე და პირქუში კომენატარი გამომივა,როგორც ყოველთვის,იმიტომ რომ მამუნჯებთ. ისე გამაბედნიერა შენმა კომენტარმა. აზრები მერევა,ვერ ვალაგებ :დ მრცხვენია,შენ გაბერილ კომენტარზე პატარა პასუხი როგორ გაგცე?! მაგრამ რა ვქნა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,ხოდა მადლობა და მეც მიყვარხარ! love გენიოსი :დდდ wink
მირას და ნიკოლოზს ოდესმე თუ შევხვდი,ჩავეხუტები გემრიელად. ძალიან,ძალიან,ძალიან მიხარია,რომ რაღაც გამომდის! და მირას ემოციები თქვენამდე მომაქვს. ვერ წარმოვიდგენდი,მართლა. შენ ვერ წარმოიდგენ,(მაგრამ წარმოიდგენ,შენც წერ და!) როგორ მოქმედებს ჩემზე შენი(თქვენი) კომენტარები.
გვამს რაც შეეხება,მადლობა შენიშვნისთვის,(^^)მაგრამ ეს ხომ მირაა,ერთ წამს მოსიყვარულე და მეორე წამს უხეში,თავისებური,უბრალოდ მირა. გვამი განზრახ დავწერე,ამ ერთხელ,შემდეგში აღარ მოხდება ასე :დ love love
კიდევ ერთხელ,მადლობა! ♥ ♥
ErckeMydass25
lullaby
ერკე სოღრრი, მაგრამ ნიკას პერსონაჟი საერთოდ არ ჰგავს გუგას პერსონაჟს, თუ რა თქმა უნდა ამას გულისხმობ :-D

ამას არ ვგულისხმობდი :D :D :D ქეთიმ გუგას "გუგუნა" შეარქვა :დ ხოდა აქაც გული გუგუნებდაო, რამდენჯერმე აქვს ეს სიტყვა გამოყენებული love wink wink ამას ვგულისხმობდი :დ ქეთი მიხვდებოდა :D :D

მარიამ,გუგუნა იგულისხმა,გუგა :დდდ თორემ ისე მართლა არ ჰგავს,საერთოდ wink love ჩემი გუგუნა :დ ერკე რომ ვწერდი მაშინვე შენ გამახსენდი:დდდ განზრახ არ შევცვალე feel wink love

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე კიდევ მაშინვე შენი შერქმეული მეტსახელი გამახსენდა, რაც საოცრად მოუხდა გუგას, ჩვენს გუგუნას :დ <3 ^_^ ჩემიც არის, მარტო შენი ხომ არა love love love
ხოდა ახლა მეც ასე ვეძახი, იქნებ ნინოსაც ასე დავაძახებინო ბოლო თავში?! ვნახოთ რა იქნება... აი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანე შენ, პირადად შენ, მის დაწერაში. ჯერ ხომ შენი დანაბარები გადავეცი კორლეონეს, მერე კი გუგუნაც დაერქვა საბოლოოდ!
ასე არავის არ უმოქმედია ამ ისტორიაზე, როგორც შენმა კომენტარებმა :დ მოქმედებაში იმას ვგულისხმობ, რომ შენ მოგპარე სიტყვები, რაც გაწუხებდა ის ვათქმევინე გუგუნას.
ეს ისტორია კიიიი ^_^ ოოო... ძალიან მაგარია.. აი ძალიან :*********
მიყვარს შენ ისტორიებში თავის დაკარგვა, მაგრამ აი უკვე 12 დღეა გიცდით (მთელი თორმეტი დღე ქეთ-(გუგ)-უნა!!!!) არ შეიძლება, როგორც გვექცევი.
ამ საიტის იმდენად მადლიერი ვარ, რომ შენ გაგიცანი რომ რავიცი <3
საოცარზე საოცარო შენ :*



ძალიან მიხარია, რომ არ შეცვალე და ძალიან მიხარია რომ გუგუნაც მოხვდა ამ ისტორიაში ^_^ :დდდ <3
მიყვარხარ გოგოვ !
რამდენჯერ უნდა გითხრა, ეს არ ვიცი ოღონდ <3 ალბათ, ყოველ კომენტარში :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline წევრი Ignifex

ვაი ^_^ მოუხდა? ძალიან კარგი ^^ :დდდ მიხარია. :დ ჩვენია გუგუნა^^
ჰიჰ,დააძახებინებ? ვერ ვითმენ! ^^
ვაიმე,ძალიან ბედნიერი ვარ თუ ამდენს ნიშნავს ჩემი "ლაქლაქი" შენთვის ^^ კორლეონეს რომ გადაეცი ჩემი დანაბრები,იცი როგორ გამიხარდა? გული მოვიფხანე:დდდდ ^^
მიყვარხარ,მადლობა!! ♥ ♥ ვიცი,ვიცი რომ არ შეიძლება,მუზა გამექცა! :'( აუცილებლად დავიჭერ,აუცილებლად! მეც ძალიან მიხარია რომ გაგიცანი,საოცრება ხარ,საოცრება! ♥ ♥ love love love არ მომბერზრდება ♥ ♥

 


№13 სტუმარი darina

Me shens muzaze gabrazebuli var chemi nikolozi momenatra, au male daichire ra gelodebi :-*

 


№14  offline წევრი Ignifex

darina
Me shens muzaze gabrazebuli var chemi nikolozi momenatra, au male daichire ra gelodebi :-*

მეც ძალიან,ძალიან გაბრაზებული ვარ,მაგრამ ვერ ვიმორჩილებ:დ არადა ისეთი შემართებით დავიწყე...
მაპატიეთ რა,ძალიან გთხოვთ,თუ დავწერ ძალიან მშრალად დავწერ და მირჩევნია ცოტა ხანს კიდევ მოვიცადო და შემდეგ სრულად დაგიდოთ,გადაკეთებულ-გადასწორებულ-დასრულებული :დ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent