ბედნიერი მე (სრულად)
დავიღალე! დ-ა-ვ-ი-ღ-ა-ლ-ე! ძნელია იყო ფაკულტეტზე საუკეთესო სტუდენტი და პარალელურად მუშაობდე. თუმცა სხვა გზა არ მაქვს. არ მაქვს ზუსტად ისე, როგორც არ აქვთ ასობით ობოლ ბავშვს. თავშესაფარი დავტოვე როგორც კი სრულწლოვანი გავხდი. იმ დღეს დამაწყებინეს სამსახური "ქოლინგ ცენტრის" ოპერატორად, სადაც საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე ვმუშაობდი. ხელფასს კარგად მიხდიდნენ, ბინის ქირისთვის და საჭმლისთვის მყოფნიდა. ბინას ორ კურსელ გოგოსთან ერთად ვქირაობდი, ასე უფრო იაფად გამოვდიოდი. სხვათა შორის უნივერსიტეტში უფასოზე ჩავირიცხე, საკმაოდ პრესტიჟულ ფაკულტეტზე. მომავალი იურისტი გახლავართ. სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი. მაგრამ არავინ იცის რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი. დღისით სწავლა, ღამე - მუშაობა... ძილი? ფუფუნება გახდა. მეგობრები? მცალია კი მათთვის? ურთიერთობა? არ გამაცინოთ. -ხანძარი თუ გაჩნდა, არ გამაღვიძოთ, საწოლიანად გამიტანეთ!- ვესროლე სახლში შესულმა ნინის და ელენიკოს და გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე. თავისუფალი ღამე ისევე მოქმედებდა ჩემზე, როგორც უდაბნოში დაკარგულზე, წყალი. მაგრამ ხომ გაგიგიათ სიტყვათშეთანხმება - ирония судьбы.... დაახლოებით 1 საათი ვიწრიალე და ვერ დავიძინე. გაბრაზებული ავდექი და გოგოებთან გავედი. ორივენი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში დამხვდნენ... რა თქმა უნდა, კლუბში მიდიან. ისე, რატომაც არა? -წამიყვანთ მეც?- ვკითხე მათ. გაოცებისაგან ორივემ პირი გააღო. ეგ არაფერი, მთავარია უარი არ მითხრან. უარის თქმა არც უფიქრიათ. 20 წუთში ჩამაცვეს და შემღებეს სიხარულით. სარკეში რომ ჩავიხედე, მეგონა გული შემიღონდებოდა. ალბათ უძველესი პროფესიის წარმომადგენელი ქალბატონებიც კი წმინდანებად გამოჩნდებოდნენ ჩემს გვერდით. გაბრაზებულმა შევუბღვირე მეზობლებს და მაკიაჟი ჩამოვიბანე. აი ტყავის შარვალი და ტყავისვე ტოპი რატომღაც დავიტოვე. შარვალი კარგად აჩენდა ჩემს ფორმებს, ტოპს კი, მიუხედავად იმისა, რომ წინ დახურული იყო, უკან მთელი ზურგი გახსნილი ჰქონდა. მეც ხომ შემიძლია ვიყო ერთხელ მაინც ახალგაზრდა და თამამი? კლუბი შესვლისთანავე არ მომეწონა. ხმაური, უამრავი ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობა უკვე არაადეკვატურია მიღებული ალკოჰოლის, ან მეტად აკრძალული ნივთიერებების გამო. დიდი წვალებით მივედი დახლთან, ჩამოვჯექი ერთადერთ თავისუფალ სკამზე და უალკოჰოლო კოქტეილი შევუკვეთე. ამ ფუფუნების გამო თვის ბოლოს შიმშილობა მომიწევს, მაგრამ რაც არის, არის. გოგოები მალევე დამეკარგნენ, ჩემთან მოსულ გაცნობის მსურველებს კი მშვიდად ვანიშნებდი სად უნდა წასულიყვნენ. -ახლა კი ჩვენი საყვარელი კონკურსის ჯერია,- გამოაცხადა დიჯეიმ და ყველა აყვირდა. უფ, ყურები მეტკინა,- ვინ ავირჩიოთ?- დიჯეის მხიარული ხმა უკვე მაღიზიანებდა. აწეული ხელების ტყეში არც ვჩანდი, მაგრამ დიჯეის პულტიდან მშვენივრად ვჩანდი მაინც. ამიტომაც მე ამარჩიეს და მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, სცენაზე გამაგდეს. მაშინ პირველად ვინანე, რომ სახლში არ დავრჩი. - რა უნდა გავაკეთო?- ვკითხე დიჯეის. -უნდა იცეკვო,- მიპასუხა ისეთი გამომეტყველებით, რომ შემრცხვა. რა თქმა უნდა, მე ხომ კლუბში ვარ. აი ცეკვა პრობლემა ჩემთვის არაა. თანამედროვე ცეკვების წრეში გაწევრიანებულს, საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს რამდენიმე თვის კვალობაზე. -რა სიმღერაზე?- ვკითხე ღიმილით. -მალე მოისმენ,- ჩამიკრა თვალი. ანუ იმპროვიზაციაა. ამ დროს სცენაზე სკამი დადგეს, რომელზეც ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი დაჯდა. დარბაზიდან მხოლოდ მის ზურგს ხედავდნენ. მე მუსიკის ტაქტზე ნაზად გავარხიე სხეული. მერე კი ბიჭს მივუახლოვდი, რომელიც ჩემი დავალება იყო და ცეკვისას უნდა ჩამერთო სკამთან ერთად. ავანტურულ განწყობას ავყევი და მუხლებზე დავაჯექი სახით მისკენ. დარბაზმა იქუხა. ანუ სწორად ვაკეთებ ყველაფერს. სწორედ ამ დროს დარბაზის კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ალბათ 35 წლამდე იქნებოდა. მკაცრი შარვალ-კოსტუმი უზომოდ უხდებოდა მის ვაჟკაცურ სახეს. ძვირფასი ტანსაცმელი ვერ მალავდა მის ნავარჯიშებ სხეულს, ხოლო შავი თვალების ელვარება ასრულებდა მის იმიჯს. როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მე სუნთქვა შემეკრა, მას კი თვალები კიდევ უფრო აუელვარდა. თუ ეს განათების ბრალია? კიდევ ერთხელ ავყევი იმ საღამოს ავანტურულ განწყობას და სხეულით არაორაზროვანი მოძრაობა გავაკეთე. ის ვერ ხედავდა, რომ ბოლომდე ჩაცმულები ვისხედით და ამიტომ გაოცება ნათლად აისახა მის სახეზე. საინტერესოა... ფიქრობს, რომ ამ ბიჭთან ინტიმი მაქვს ამდენი ხალხის წინ... ჩამეცინა. ის კი გაბრუნდა და კლუბი დატოვა. მერე პოლიციელები შემოცვივდნენ, უბრალო დამსვენებლები გაგვიშვეს, რამდენიმე ადამიანი კი გაკოჭეს. ანუ რაღაც დააშავეს და სამართალმა უწიათ. სახლში მაინც მხიარულები დავბრუნდით. გოგოები ჩემს ქცევაზე იცინოდნენ, მე კი უცნობის თვალები მედგა თვალწინ. რატომ მოვიქეცი ასე? მე ხომ არაფერი დამილევია? ალბათ უბრალოდ ახალგაზრდულმა მაქსიმალიზმმა ითამაშა მთავარი როლი. ერთგვარი გამოწვევა იყო. მეორე დილას უცნობი საერთოდ ამომივარდა თავიდან. ლექციები და ვარჯიში... დრო უბრალოდ არ მქონდა. საღამოს დეკანმა დამიბარა. ეჰჰ, ისევ (მო)მთხოვენ რაიმე ღონისძიების ხელმძღვანელობას... დამღალეს. 7 საათზე შევედი დეკანთან. - მოვედი ქალბატონო დარეჯან. -დაჯექი ბაკო,- მანიშნა სავარძელზე. სავარძელი და არა სკამი? უცნაურია. თავად ჩემს პირდაპირ დაჯდა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. -მობრძანდით,- გასძახა დეკანმა. კარი გაიღო და ერთად შევხედეთ მოსულს. შეუძლებელია... ვიგრძენი როგორ გავფითრდი, მერე კი გავწითლდი მკაცრი შავი თვალების მზერის ქვეშ. -გამარჯობა ჯაბა,- გაუღიმა ჩემმა მკაცრმა დეკანმა მოსულს,- გაიცანი, ეს ბაია დეკანოიძეა. კურსის საუკეთესო სტუდენტი. მე ვიდექი და თავის აწევისაც კი მეშინოდა. არ მინდოდა მისი თვალები მენახა და მათში ზიზღი ამომეკითხა . -ბაკო,- ამჯერად მე მომიბრუნდა,- ეს ჯაბა დვალია, ალბათ მისი სახელი გეცნობა. მე გაოგნებულმა ავხედე ჯერ დეკანს, მერე კი უცნობს. მეცნობა??? მისი სახელი იცის ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სასამართლოსთან. 31 წლის გენიოსი, რომელსაც ჯერ არც ერთი საქმე არ წაუგია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც კი. არაერთი შემოთავაზება ჰქონდა საზღვარგარეთ მუშაობის დაწყების, მაგრამ რატომღაც უარს ამბობდა ყოველთვის. -ბაკო, ჯაბას მოვუყევი შენი ისტორია და დღეიდან მასთან ფირმაში იქნები სტაჟორი. ანაზღაურებით,- გაუსვა ხაზი. -სტაჟორი?- ამიკანკალდა ხმა. დეკანმა ეს სიხარულის ნიშნად მიიღო. სულ რაღაც 12 საათის წინ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, ახლა კი ეს სიტყვა განაჩენივით ჟღერდა. კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა საუბარი. დეკანის მოადგილე იყო სტუმართან ერთად. როგორც მივხვდი, სტუმარი განათლების სამინისტროდან იყო, ამიტომ კაბინეტი დაგვატოვებინეს სიტყვებით "წადით, ერთმანეთი გაიცანით, დღეიდან ერთად უნდა იმუშაოთ". ერთად გამოვედით კაბინეტიდან, ჰოლში კი ოდნავ ჩამოვრჩი. უეცრად გაჩერდა. -დარეჯანს უარს ვერ ვეტყვი...- ამ სიტყვებში ისეთი სინანული (და ზიზღიც) ისმოდა, რომ ცრემლი მომერია,- ხვალ დილას 9 საათზე სამსახურში იყავი. ყველა დეტალს მეილზე მიიღებ ჩვენი კადრებიდან,- ჩემსკენ არც კი მობრუნებულა ისე მესროლა ეს სიტყვები. -გუშინ...- დავიწყე, მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა. მერე კი თავი მოაბრუნა ჩემსკენ,- არ მაინტერესებს როგორ შოულობდი ფულს, მაგრამ სანამ ჩემი ფირმის თანამშრომელი ხარ, "დამატებით" შემოსავლებზე არც იფიქრო. გავიგებ, იმ წამსვე დატოვებ სამსახურს! მითხრა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ. გახევებული ვიდექი და ხმას ვერ ვიმორჩილებდი. რა თქმა უნდა.... ობოლი გოგონა... ვითომ "ქოლინგ ცენტრში" მუშაობს, მაგრამ რეალურად ფულის შოვნის ყველაზე მარტივ გზას დაადგა... დარწმუნებული ვარ, ჩემი ახლადგამომცხვარი უფროსი თვლის, რომ სხეულით ვვაჭრობდი. მეტის ღირსი ხარ, ბაკო!!!! იმ ღამეს ძველი სამსახური დავტოვე და დილას 9 საათზე ახალი ოფისის წინ ვიდექი. დაცული მქონდა დრეს-კოდი, რომელიც ხაზგასმული ჰქონდა კადრების თანამშრომელს. შავი ქვედაბოლო (მუხლამდე ან გრძელი) ან შავი კლასიკური სტილის შარვალი, თეთრ პერანგთან ერთად. ჩემი უფლება-მოვალეობები გამაცნეს ისევ და ისევ კადრებში, მერე კი ჩემი თავი დვალის პირად თანაშემწეს გადააბარეს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოკლედ გამაცნო რა და როგორ უნდა მეკეთებინა. ჩემი მოვალეობა იყო ხელნაწერი დოკუმენტების აკრეფა, სხვისი აკრეფილი ტექსტის (ხელშეკრულებები და ა.შ.) გადამოწმება და დღის განმავლობაში მიღებული დოკუმენტების სორტირება. მიუხედავად იმისა, რომ მისი კაბინეტის შესასვლელში ვიჯექი, მე და დვალი ერთმანეთს არც კი ვხვდებოდით. არ ვხვდებოდით... მზერით. ისე კი ხშირად ვადევნებდი თვალს, თუ როგორ შემოდიოდა ჩვენთან, ესაუბრებოდა თანაშემწეს... მის კლასიკურ კოსტუმებს ჭკუიდან გადავყავდი, მისი პარფიუმის არომატი კი მათრობდა. ჩემდა უნებურად და აბსოლუტურად გაუცნობიერებლად მის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა. მაგრამ, იყო ერთი დიდი "მაგრამ".... მას ჩემზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეექმნა და როგორმე უნდა შემეცვალა ეს გარემოება. რაც მთავარია, ჩემით და ჩემი მუშაობით არც კი დაინტერესებულა. ამას კი საერთოდ ჭკუიდან გადავყავდი. სამაგიეროდ კოლექტივს დავუახლოვდი. ყველას მოვწონდი და ყველა ცდილობდა ხელის გამართვას. არ იზარებდნენ და მიხსნიდნენ განსაკუთრებულად საინტერესო დეტალებს. ერთი-ორჯერ ხელშეკრულებაც კი გამაკეთებინეს და კმაყოფილებიც დარჩნენ. ერთ სისხლის სამართლის საქმეში შესაგებელიც დავწერე და ასევე შექება დავიმსახურე. ყველაზე მეტად დავით ნიორაძე, ყველაზე ასაკოვანი ადვოკატი მაქებდა, თან მაქეზებდა, რომ სამოქალაქო სამართალი ამერჩია და სისხლის სამართლზე არც მეფიქრა. ოთხშაბათი დილა ჩემთვის ბედნიერად დაიწყო. წინა ღამეს ბოლო გამოცდა ჩავაბარე და კურსიც წარმატებით დავხურე. სამსახურისკენ მიმავალმა გზად ხილის ტორტი ვიყიდე და ოფისში მხიარულმა შევაბიჯე. უეცრად ჯაბა დამეხატა წინ. -შენ... შენს გამო...- ხელი წამავლო პერანგის საყელოში და თავისკენ ამზიდა,- როგორ გადაიხდი ამ სხვაობას, იცი? ყველაზე მარტივი საქმე ჩაგაბარეს და იმასაც ვერ გაართვი თავი. როგორ დავიჯერე, რომ შენნაირი რაიმეს გაკეთებას შეძლებდა,- ყვიროდა ის, მე კი არ ვიცოდი და ხდებოდა, რა დავაშავე.... თან მისი თითოეული სიტყვა გულში მახათივით მესობოდა. ამ დროს კაბინეტში ბატონი დავითი და ეკა, დვალის პირადი თანაშემწე, შემოვიდნენ. როდესაც დაგვ ინახეს, გაშეშდნენ. -ჯაბა, რას აკეთებ?- სცადა ჩემი მისი ხელიდან დახსნა მამაკაცმა. -ამის გამო, 3 მილიონის ნაცვლად ჩემი კლიენტი 300000 ითხოვს წილს,- იყვირა მან. მე ჩემდა უნებურად ამოვისუნთქე. ეს იმ ხელშეკრულებიდან იყო, რომელიც გუშინ ელისოს, დვალის ფავორიტკას, დავუტოვე. ის, რომ ეს ორნი საყვარლები იყვნენ, ალბათ მარტო ჩვენი ოფისის დარაჯის ძაღლმა არ იცოდა, სხვა ყველა საქმის კურსში იყო. -მომწყდი თავიდან,- მიყვირა და კარისკენ გამისროლა. სხვანაირად ამას ვერ დავარქმევდი. მე ნაცემი ძაღლივით გამოვედი და ეკაც გამომყვა. -ბაკო, გაიგებს ბატონი ჯაბა რომ შენი ბრალი არაა, არ ინერვიულო,- ამ სიტყვებზე ჩამეცინა, ჩვენთან სამსახურში ვერაფერს დამალავთ. თან ყველა ყველაფრის საქმის კურსშია, დირექტორის გარდა. უეცრად შევხტი: -ვაი, ჩანთა დამრჩა,- ვიტკიცე ხელი შუბლზე,- ეკუშ, შენ წადი, მე ჩანთას ავიღებ და დაგეწევი. -მაგრამ...- დაიწყო გოგონამ, მაგრამ მე გავაჩერე. -ალბათ იმ ტირანის კაბინეტში შევიდოდნენ, ამიტომ ვერ დამინახავენ. ეკას გაეცინა და გზა განაგრძო. მე უკან დავბრუნდი. როგორც ვიფიქრე, ჯაბას კაბინეტში იყვნენ და ხმამაღლა კამათობდნენ. -ჯაბა, ბაკო ძალიან კარგი გოგოა,- არ თმობდა ბატონი დავითი. -ვნახე უკვე როგორი კარგი გოგოც არის,- გამოსცარა კბილებში მან. ვიგრძენი როგორ ჩამწყდა ყველაფერი შიგნით. არა! გაჩუმდი! გაჩუმდი! -ნამდვილი გაუნათლებელი კახპ...- ამის მოსმენა არ შემეძლო, ამიტომ უკან დავიხიე, მაგრამ მანძილი ვერ გავთვალე, უზარმაზარ ბეგონიას დავეჯახე და ქოთანი გადავაყირავე. ხმაურზე უფროსები გამოცვივდნენ. ჩემი და ჯაბას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ გრძელი 5 წამით. სახე მომენტალურად შეეცვალა. უცნაური გამომეტყველება მიიღო. აი თურმე რას ფიქრობს ჩემზე. გაუნათლებელი... ბინძური კახპა... ორპირი, რომელიც თავისი მდგომარეობით ხალხს თავს აცოდებს... მტკივნეულია. ძალიან მტკივნეული. ტუჩები არ მემორჩილებოდნენ, ქვედა ბაგე მიკანკალებდა ზუსტად ისე, როგორც ტირილის დროს, თუმცა ჯერ თავს ვიკავებდი. ლოყები და ყურები მიხურდა და საერთოდ ერთიანად ვხურდი, თან ისე, რომ მეგონა ავალდებოდი. ოღონდ არ იტირო! ბაკო, ოღონდ არ იტირო! -ჯაბა, ხვდები რომ ზედმეტი მოგივიდა?- ჰკითხა ბატონმა დავითმა. -არ გინდათ, ბატონო დავით, ბატონი ჯაბა მართალია, მე ვარ გაუნათლებელი ინდივიდი, რომელმაც ელემენტარულ საქმესაც ვერ გაართვა თავი. ზურგი ვაქციე უფროსებს და კაბინეტი დავტოვე, სადაც იმავე წამს დაბრუნებული ეკა შევარდა და ხმამაღლა თქვა: -ბატონო ჯაბა, გუშინ ბაკოს გამოცდა ჰქონდა, მის საქმეებს ელისო აკეთებდა,- უთხრა გულამოვარდნილმა გოგონამ. მე ჩამეცინა, აი გაიგო ჩვენმა პრინცმა სიმართლე. მაგრამ ეს არ ამცირებდა ჩემს ტკივილს და წყენას. უკანმოუხედავად დავტოვე ოფისის შენობა და პირდაპირ სახლისაკენ ავიღე გეზი. სახლში მისულმა, ჯერ მაღაზიიდან ატანილი კონიაკი დავდგი მაგიდაზე, მერე გამოვიცვალე, ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში შევყარე და ხელები დავიბანე. როდესაც ყველა საქმეს მოვრჩი, მაგიდას მივუჯექი და კონიაკი დავისხი პატარა ჭიქაში. მარტო სმა ლამაზი არაა, მაგრამ სამსახურის და სწავლის გადამკიდეს, მეგობრები არ მყავდნენ, ნინის და ელენიკოს ლექციები ჰქონდათ და არ მინდოდა მათი მოცდენა. ნახევარი ბოთლი ჭიქით დავლიე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ალკოჰოლს კარგად ვიტანდი, ამიტომ ბოლოს ბოთლი მოვიყუდე და ყელიდან დავლიე. სწორედ ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ხოლო როდესაც ვერც პირველი და ვერც მეორე ცდით წამოდგომა ვერ მოვახერხე, მივხვდი რას ნიშნავს გამოთქმა "ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია". დიდი წვალებით მივედი კართან და გავაღე. პირველად ცხოვრებაში გაუხედავად და უკითხავად... არადა სასაცილოდ ჟღერს "მთელი ცხოვრება" ბავშვთა სახლის აღსაზრდელის პირიდან. ზღურბლთან ჯაბა იდგა და ისე მიყურებდა, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრებას. ზუსტად ისე, როგორც მე მივშტერებოდი მას. -აქ რა გინდა?- ვკითხე მომენტალურად გამოფხიზლებულმა. მითი, რომ შოკი სიმთვრალისაგან აფხიზლებს, აბსოლუტურად სწორია. -შენთან მოვედი,- ცოტა დაიბნა ბიჭი. -როგორც ვისთან?- ვკითხე დმცინავად,- თუ როგორც თანამშრომელთან, ხვალიდან წასვლაზე განცხადებას დავწერ, ხოლო თუ როგორც...- მაინც ვერ ვთქვი გამართულად,- კახპასთან... ფული არ გეყოფა. ბიჭს სახე შეეცვალა. -მე... მე არ...- სცადა ახსნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და გაჩუმდა. -ფასდაკლებას არ გაგიკეთებ,- ვუთხარი მკვახედ. -ბაკო,- გაბრაზდა ჯაბა,- საკმარისია. -რა არის საკმარისი, ჯაბა?- სულ გავთავხედდი და სახელით მივმართე. -ყველაფერი. შენ ხომ არ მისმენ. -არ გისმენ?- გავიკვირვე მე,- რაიმეს მეუბნები? -სალაპარაკოდ მოვედი,- მითხრა და პატარა ბავშვივით დაბერა ტუჩები. -მე კი არ მინდა შენთან ლაპარაკი,- მივახალე პირში და კარის დაკეტვა ვცადე, მაგრამ დამასწრო და ხელით დაიჭირა. -არ გამაგდო,- გავიგე მისი ჩურჩული,- უშენოდ თითქოს მკვდარი ვარ... სანამ გაოცებისაგან აზრზე მოსვლას ვცდილობდი, სახლში შემოვიდა და ჩამეხუტა. მის მკლავებში ალბათ არც კი ვჩანდი. გარშემო ყველაფერი ნისლში ჩაიძირა. მკერდში თითქოს ყინულის ლოდი გალღვა და გულმა მალე დამიწყო ცემა. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ წაქცევის საშუალება ძლიერმა ხელებმა არ მომცეს. მერე კი ჩემს ბაგეებს დაეპატრონა. მკოცნიდა ვნებიანად, დაუოკებლად და დაჟინებით. ჯერ მაისური გამხადა, მერე კი კოცნით ჩაჰყვა ყელს და მხარზე მიკბინა. იმდენად კარგად ვიყავი, რომც მოვმკვდარიყავი, გული არ დამწყდებოდა. საერთოდ არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდით ჩემს საძინებელში. ის ძლიერია, ვნებიანი და ამავე დროს ძალიან ნაზი. საერთოდ დავდნი და მივენდე მის ძლიერ ხელებს. არ მაინტერესებდა რა იქნებოდა ხვალ, ან სულ რამდენიმე წუთში ან საათში. მთავარი იყო ჯაბა, ჯაბას ხელები, ჯაბას ბაგეები და მე! ჯაბა ჰკოცნიდა ჩემი სხეულის თითოეულ მილიმეტრს, მე კი მხოლოდ ის შემეძლო ხელში დამეკუჭა ლოგინის გადასაფარებელი და დავმტკბარიყავი სრულიად ახალი შეგრძნებებით. მინდოდა ჩემთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილო. მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა და არ იყო ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი. რაღაც მომენტში საერთოდ დავიკარგე შეგრძნებებში, მეორე წუთს კი ტკივილმა მომიყვანა აზრზე. მაგრამ ეს ტკივილიც არ გაგრძელდა დიდხანს. მალე ტკივილი ყოვლისმომცვლელმა სიამოვნებამ შეცვალა. ეჭვი მეპარება ამ ქვეყნად იყოს შეგრძნება, რომელიც ამაზე მეტად გაგრძნობინებს თავს ცოცხლად და სასურველად. ჯაბა თავიდან ისეთივე ნაზი და ფრთხილი იყო, როგორც დასაწყისში, მაგრამ ცოტა ხანში მასაც უმტყუნა მოთმინებამ... როდესაც ყველაფერი დასრულდა, ძალაგამოცლილები დავწექით ლოგინზე. მე მის მკერდზე აბსტრაქტული ნახაზები გამომყავდა, ის კი ჩემს თმებს ეთამაშებოდა. -ბოდიში,- მითხრა მოულოდნელად და ვიგრძენი როგორ დაიძაბა მთელი სხეულით. -ბოდიში მიღებულია,- გამეცინა გულიანად და ისიც მოეშვა.- ისე, შენ სულ ასე იხდი ბოდიშებს?- ვკითხე ხითხითით. ამაზე მასაც გაეცინა. -ეს პირველი შემთხვევაა. -რა პატივია,- გამოვუყავი ენა. -იმედია აღარასოდეს დამჭირდება ბოდიშის მოხდა,- მითხრა სერიოზული ხმით. მე მაშინვე მომექუფრა სახე,- რა მოხდა?- მკითხა მაშინვე. -არაფერი,- ავარიდე მზერა. მაშინ დაიხარა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და ნაზად მაკოცა. -ბაკო, რა ხდება? -ამით დამთავრდება ჩვენი ისტორია?- ვკითხე ლამის ტირილით. -საიდან მოიტანე?- გაუკვირდა ბიჭს. -შენ ხომ თქვი, რომ აღარ გინდა ბოდიშის მოხდა... აღარასოდეს,- ამაზე უკვე მას გაეცინა. -რა ჩერჩეტი ხარ, პატარა,- მაკოცა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დაჟინებით,- ბოდიშის მოხდა არ მინდა, აი დანარჩენის გამეორებას ვაპირებ არაერთხელ, არა ერთ პოზაში და არა ერთ ადგილას. სია დიდი მაქვს, განსახორციელებლად კი მთელი ცხოვრება. თუმცა, რადგან ერთი არ გეყო, აღმზრდელობითი სამუშაოსათვის კიდევ ერთხელ დაგანახებ, რომ არ ვხუმრობ. ამის მერე საწოლიდან ადგა, მეც ამაყენა, მხარზე გადამიკიდა და ისე შემიყვანა აბაზანაში. იმ ღამეს "აღმზრდელობითი სამუშაო" კიდევ რამდენჯერმე ჩამიტარა, დილას კი გაოგნებულ ნინის და ელენიკოს გამოუცხადა, რომ მასთან გადავიდოდი საცხოვრებლად. ორ კვირაში ქორწილი გვქონდა, ხოლო სამსახურში მაინც ვერ დავბრუნდი, რადგან აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. არც მეცალა. ჯერ ოთახის მოწყობა, ნივთების შეძენა, მერე გაგება, რომ თურმე ტყუპებს ველოდი და ყველაფრის მეორე კომპლექტის შეძენა... ვერ იტყვი, რომ არასოდეს ვჩხუბობდით ან არ ვკამათობდით. პირიქით, ხშირად ძალიან სერიოზულადაც გვიჩხუბია, მაგრამ რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არ გაგვნელებია. ჩვენი 3 შვილი, დემეტრე, დავითი და ნატალია ჩვენი ცხოვრების აზრნი და იმედნი იყვნენ. დღეს უკვე 5 შვილიშვილს ვასეირნებთ პარკში, ხოლო ჯაბა ნაზად მკოცნის ჭაღარა თმაზე და ნაზად ჩამჩურჩულებს: - იმ დღეს, კლუბში... არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ იმ ბიჭთან რაიმე გქონდა. უბრალოდ ვიეჭვიანე, რადგან შენმა თვალებმა პირველივე შეხედვისას დამატყვევეს და დღემდე მათი პატიმარი ვარ. მიყვარხარ, ბაკო. -მეც მიყვარხარ, ჯაბა!- ვუღიმი და ვეხმარები სულ უმცროსს საქანელაზე აძრომაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.