შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება : {1 იდეალი} {თავი 1}


31-10-2015, 20:28
ავტორი buzgu))
ნანახია 2 479

"ცხოვრება შავ-თეთრიაო, ცხოვრება მტანჯველიაო, ცხოვრება ჯოჯოხეთის ერთი წამიაო. მაშ ასეა? მაშ არ აქვს ცხოვრებას კარგი მხარე? მაშ ცხოვრებას მხოლოდ მინუსი აქვს და პლიუსი არა? ეს ვინ მოიგონა? რომელმა სულელმა თქვა? მაშ სიყვარული რა არის თუ არა კარგი? მაშ ბედნიერება რა არის თუ არა კარგი? ოჯახი? საყვარელი ადამიანები? სიკეთე? ეს რა საკმარისი არ არის? ხომ გაგიგიათ ბოროტებას ყოველთვის სიკეთე და სიყვარული სძლევსო? არგჯერათ? არა? რას იტყვით მხოლოდ ზღაპრებში ხდება ეს? და იქნებ ის ზღაპრებიც სიმართლეა? ვინ იცის? მოდით ვნახოთ, რა არის ნამდვილი, რა ტყუილი და რა გამოგონილი!"
-როგორი წარმოდგენა მაქვს ცხოვრებაზე? არაჩვეულებრივი! ცხოვრება ლაღი და მხიარულია, ხოლო ისინი ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ მხოლოდ მოდას აყოლილი დეპრესიული თინეიჯერები არიან. პატარა ბარიერს დაინახავენ და მაშინვე ჰყვებიან ნერვებს და თავს ირწმუნებენ რომ ისინი ბედმა გასწირა და აღარაფერი უშველით სასწაულის გარდა.. რაც არ უნდა ცუდი ცხოვრება გქონდეს , ვფიქრობ, რომ არ ღირს ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნა. უბრალოდ უნდა გაიღმო და თქვა რომ გაქვს არაჩვეულებრივი ცხოვრება... და უნდა იფიქრო, რომ ამაზე ცუდიც შეიძლებოდა მომხდარიყო.
მე? მე ერთი პატარა 16 წლის თავხედი გოგო ვარ, რომელსაც თავი ყველაფრის მცოდნედ მოაქვს ^_^ მყავს ოჯახი : საყვარელი დედიკო, საყვარელი მამიკო და უსაყვარლესი ძამიკო <3 სკოლაშიც საკმაოდ კარგად ვსწავლობ და ალბათ, როგორც მეუბნებიან, ყველასათვის მისაბაძი მაგალითი ვარ. მოკლედ ჩემი ისტორია იწყება ჩემი დაბადების დღიდან დაახლოებით ორი თვით ადრე. 16 ივნისია, ძაააალიიიიან ცხელა! სკოლა უკვე დამთავრებულია. გადავწყვიტე რამდენიმე მეგობარი დამეპატიჟა ჩემთან სოფელში და დაბადების დღე იქ აღმენიშნა. მრავალფეროვნებისათვის მეგობრებს ვუთხარი ვინც გინდათ წამოიყვანეთ მეთქი. (ახალი ადამიანების გაცნობა არ მაწყენდა)
მოკლედ... სამ დღეში უკვე ყველა მზად იყო, მხოლოდ ჩაბარგება და წასვლა გვინდოდა. ბოლოს დადგინდა, რომ ჩემი ძმის მანქანით მივდიოდით სვანეთში, ჩემს საყვარელ ბებიკოსთან, მთეელიი ზაფხულით... მეგობრებს დავურეკე და ხვალისთვის შევუთანხმდი შეხვედრაზე. სულ რვანი მივდიოდით ... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.
დილის ექვს საათზე ყველა ჩემს სახლთან იყო, ზურგჩანთებ აკიდებული. მე კი ჯერ ნახევარიც არ მქონდა ჩალაგებული... გვანცას დავუძახე დასახმარებლად და ბოლოს როგორც იქნა ჩავალაგე. გარეთ რომ გავედი უკვე მანქანაში იჯდა ყველა... მე და გვანცაც ჩავჯექით და მანქანაც დაიძრა. უკან დედაჩემის თბილი ღიმილი და და მზრუნველი გამომეტყველება მოგვყვებოდა. ჩემი საყვარელი დედიკო... პირველად მივდიოდით მე და ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად სოფელში მარტო... ნერვიულობდა... მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, დიდი მხიარულება მელოდა სოფელში. მანქანა დაიძრა და ჩვენ სვანეთის გზას დავადექით.
ჩემი ძმის მანქანა საკმაოდ დიდი იყო და რვა ადამიანი თავისუფლად ჩავეტიეთ. აქედან ოთხი ადამიანი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ (ანა, გვანცა, ლევანი და თორნიკე). ერთი ჩემი ძმა (გიო), ხოლო დანარჩენი ორი ჩემი საუკეთესო მეგობრების ძმაკაცები იყვნენ (დიმიტრი და ლუკა). მანქანაში განწყობა მშვენიერი იყო. ყველა კარგ ხასიათზე იყო, გარდა ერთისა. დიმიტრი, საერთოდ გამიგია რომ ძალიან კარგი პიროვნებაა, საერთოდ არ ლაპარაკობდა, არც ერთობოდა. სულ მოღუშული ფანჯარას შესცქეროდა. მინდოდა გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ არც ვიცნობდი და არასდროს დავლაპარაკებივარ. მწყინდა რატომღაც რომ ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა... იქნებ უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო და არ უნდოდა ლაპარაკი?! მაგრამ ჩვენ რაღა დავაშავეთ ან საერთოდ რატომ წამოვიდა... თუ ასე უნდა ყოფილიყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ იდუმალებით მოცული ადამიანი იყო და ეს ძალიან მიზიდავდა. აქამდე ასეთი ვინმე არ შემხვედრია. უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა და არ ვიცი რატომ. ჩემი მეგობრები ერთობოდნენ, ხუმრობდნენ მღეროდნენ, თამაშობდნენ, ლაპარაკობდნენ. მე კი... სავარძელს ვიყავი მიყრდნობილი დაამ ფიქრებში ჩაძირული გარე სამყაროს სულ მოწყვეტილი ვიყავი.
........................................
სიყვარულით ბუზღუ



№1  offline წევრი LoNdA DM

ar shewyvito, gaagrdzele da dzalian bevr kitxvas svam teqstshi ise kargia

 


№2  offline წევრი buzgu))

ეს შესავალი გავუკეთე :) მადლობ <3
LoNdA DM
ar shewyvito, gaagrdzele da dzalian bevr kitxvas svam teqstshi ise kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent