შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილშიც არის რაღაც კარგი (სრულად)


31-10-2015, 21:31
ავტორი ერკე
ნანახია 3 023

ქარი დაუღალავად ღრიალებდა, როცა ქუჩაში გამოვედი. საშინლად ციოდა. მხრებზე შემოგდებული შავი ქურთუკი, რომელიც სახელურებით მქონდა შემოკრული და მჭიდროდ მოჭერილი, ძლიერად ფრიალებდა. სიცივის მიუხედავად ჩაცმას არც კი ვფიქრობდი. ფანჯრის წინ, ასეთ ამინდში, ყოველთვის პლედშემოხვეული მოვკალათდები, წიგნით ხელში, გვერდით კი ორთქლმდინარი ცხელი ჩაი ფინჯანში, რომლის ორთქლით გამთბარ ოთახში, სრულ ტრანსში მყოფი წიგნს ჩავჩერებივარ. პერიოდულად შუშაზე ჩამოღვენთილ წვეთებს ვაყოლებ თვალს და მის მიღმა გრიგალში არეულ წვიმას ვუწყებ ყურებას, თან ჭიქას ვტაცებ ხოლმე ხელს. თუმცა გარეთ მართლა ცივა, საშინლად, გულის გამაწვრილებლად, ტანში ჟრუანტელს მგვრის, მინდება ახლა სახლში თბილად წიგნს შევექცეოდე, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა ღიმილით ვუთვალთვალებ შენობებს და ფანჯრებიდან მაცქერალ მოხუცებს. ისეთი თბილი სახეები აქვთ, მეც უნებურად ვთბები, მაგრამ საკმარისი არ არის. მივექანები სიკვდილისკენ, რომელიც დროდადრო უფრო ახლოვდება და სიამოვნებას მგვრის.
რატომ სიამოვნებას? სიკვდილი ხომ ეს, ის არის, სრული თავისუფლება შენი თავისგან, ამ ცხოვრების სიმწარეს, მარწუხებივით რომ შემოგიჭერს მთელ სხეულზე და გტანჯავს, გაქცევის საშუალებას არ გაძლევს, თუმცა გამარჯვებული ვარ, რადგან მე ის დავამარცხე, მე გავრბივარ. თავისუფლება ჩემთვის პასუხისმგებლობებისგან გაცლა როდია მხოლოდ, სიმხდალის დაძლევა და ყოველგვარი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა, ან მცდელობა აჯობო სიკვდილს, თუ ვერ ჯობნი უბრალოდ უნდა გაეცალო, მაგრამ არა - დანებდე!
ჩემს ნაცნობ ქუჩებს თვალს ვაყოლებ, ვიცი ბოლოჯერ ვხედავ, მაგრამ არანაირი სინანული, არანაირი მისწრაფება და სიცოცხლის სურვილი. თავისუფლება ჩემთვის ის ხილია, რაც თქვენთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ფიქრი, თავისუფლებას კი სიცოცხლეში ვერ მოიპოვებ, ვერ შეძლებ. უნდა აირჩიო, ორ რადიკალურ გზას შორის ერთი, რომელსაც შემდეგ უყოყმანოდ დაადგები. ორივე სიკვდილამდე მიგიყვანს, თუმცა მთავარი კითხვა ისმის: როგორ? შენ შეგიძლია აირჩიო გზა მონობის, გრძელვადიანი სიცოცხლე კი ნამდვილად უზრუნველყოფილი გექნება, შეიძლება იყო ბედნიერიც, უყვარდეთ კიდეც, თქვენც გიყვარდეთ, მაგრამ გულის სიღრმეში არ მოგასვენებთ ფხაჭუნის და კაწვრის ხმა, რომელიც სულის ღრიალთან ერთად შემაძრწუნებლად გაღიზიანებს და ვერ ხვდები მიზეზს. „ეს ის ცხოვრებაა, რაც მსურდა რომ მქონოდა?“ - კითხვა კი რომელიც მუდამ უნდა მიდიოდეს ჭეშმარიტებამდე ისმება თქვენში, მაგრამ სიბრმავე ხელს გიშლით, ის მაინც გზას სცდება ჭეშმარიტებისას.
ან ირჩევ ბრძოლას საკუთარ თავთან. შენს სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებ, მაგრამ არ უერთდები უაზროვნო და დაზომბებული ხალხის მასას, რისთვისაც ბოლოს სიკვდილი გარდაუვალია, ნაადრევად. თუმცა ის მაინც იცი უქმად არ მჯდარხარ, იცი იბრძოდი და ტკივილს არ გაურბოდი, არამედ რაღაც სხვას, სიგიჟეს, უმოქმედობას, ამ სამყაროში ერთფეროვნად მხოლოდ სუნთქვისთვის ცხოვრებას, რომელიც შენი არ იყო. საკუთარ თავს, ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ, მხოლოდ იმ კითხვას უსვამ... „ვარ თუ არა საკმაოდ ძლიერი?“ ამას კი შენი ქცევები, ქმედებები, მიზნები და ამ მიზნებისთვის გადადგმული ნაბიჯები საზღვრავს. შენ რომელს აირჩევდი ამ არჩევანის უფლება, რომ გქონდეს ხელმეორედ?
უდარდელად ცხოვრებას, პრობლემების გარეშე ცხოვრებით ტკბობას თუ თავისუფლების (ნამდვილის და არა ილუზიური სიტყვების, ფუჭი ხარჯვის მიზნით, თავის დაიმედების მიზნით თვითშექმნილ თავისუფლებას) მისაღწევად ბრძოლას, თუნდაც ამ ბრძოლაში დამარცხდეთ.
გახსოვდეთ, რომ გმირები სიცოცხლეშივე არ ხდებიან. გმირობა ისეთი რამაა, რომ მხოლოდ ბრძოლის ველზე სიკვდილს მოაქვს.
გამიგეთ, ეს გზა ჩემი არჩეული იყო, მაგრამ შედეგი ნამდვილად არა, თუმცა ვიცოდი რაც მელოდა. არც რამის შეცვლა შემიძლია, უკვე დროა. ქარის ღრიალს რაღაც დადებითიც აქვს, ჩემ შინაგან ძახილს ახშობს, სრულიად აქრობს და მისი უტყვი კივილი აღარ მესმის. ერთხელ ყველა პოულობს საკუთარ თავში უძლურების მიზეზს, უბრძოლველად დანებება კი სიკვდილს ნიშნავს, უფრო ამ სიკვდილის დამახინჯებულ ვერსიას, მაგნიტივით რომ მოგკვრია შენს ბილიკზე. გტანჯავს უძლურება კაცობრიობის წინაშე, მაგრამ გააზრებას ვეღარ ასწრებ შეცდომის, რომ შენი სიცოცხლის დრო, შენი ამ სამყაროში ყოფნის დრო მთავრდება.
ნაცნობ სახეებს ძალით ვუღიმი, ვიცი უნდა გავუღიმო, მაგრამ როცა თავში მათი აზრები მიტრიალებს, ანუ სრული სიცარიელე, ვხვდები არ ღირს, თუმცა მაინც ვიღიმი. მათაც უკანასკნელად ვხედავ, ისინი კი ასეთ ცოცხალს და მომღიმარს მიყურებენ უკანასკნელად შემდეგ კი...
ყველაზე რთულია ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, სანამ სისრულეში მოიყვან, ის ადამიანები ნახო, ვისზეც დამოკიდებული ხარ, ვინც შენი სულის ნაყოფია, მწიფე, ტკბილი ნაყოფი, თვალებში ცეცხლი რომ უგიზგიზებთ, სიცოცხლის და უკვდავების ცეცხლი.
მეც ვერ შევძელი გამომშვიდობება, ვერ შევძელი ჩამეხედა თვალებში დედისთვის და მეთქვა „მიყვარხარ“, შემდეგ კი დამებარებინა „მალე დავბრუნდები“, როცა ეს ასე არ იქნებოდა. ვერც ჩემს ქალღმერთქალს ვერ გავუბედე. მეშინოდა ჩემს თვალებში ტკივილი არ დაენახა, უმძაფრესად გამოვლენილი სიკვდილთან შეჯახების წყურვილიც მაშინვე სხვა წყურვილში გადაიზრდებოდა. მე ჩემი სავანე, ნავსაყუდელი და თვალების ღრმა მორევი, მასში დაკარგვა მომწყურდებოდა. გამაგიჟებდა მასზე ფიქრები, მისი წყალობით თუ დავრჩებოდი ისევ აქ, ის მაჩუქებდა მე სიცოცხლეს, მკვდარს გამაცოცხლებდა, უაზროს აზრს შესძენდა ჩემს ყოფას, გულს მხოლოდ მისი მზერა შემინარჩუნებდა, ჰო, ჰო, შენი.... ავისუფლების რთიანობის რსო...
ქარის მოტანილი ყვავილების სურნელი, ისევე ქარს მიაქვს და მცილდებიან. ჩემი ქალღმერთის სურნელს არცერთი შეედრება, მაგრამ მას მეტად ვეღარ შევიგრძნობ, უნდა გავფრინდე, როგორც ერთ დროს გალაკტიონი. მან სიკვდილის ზღურბლს ნებით გადააბიჯა, სიკვდილმა კი არ დაიპყრო ის, მან დაიპყრო სიკვდილი და ეს გააკეთა. აი, სწორედ ეს არის თავისუფლება, რომელიც ყოველ ჩვენგანთან არ მოდის, თავისუფლება სადაც ვთავისუფლდებით სიცოცხლის გაუაზრებელი ქმედებებისა და იმ ჰაერის სუნთქვისგან, რომელიც გვწამლავს, გვაგიჟებს, გვაკარგინებს ადამიანობას და ვერევით იმ მასას, ვინც მუდამ ერთიანობისკენ იღწვის, ოღონდ დაუფიქრებლად ზომბირებული გონებით, ამას კი ნამდვილ სისადავით ბრბოს და ცხოველთა შეკრებას თუ დავარქმევ მხოლოდ.
„ამ ხალხმა ხელში თოფი რომ აიღო, ჩვენ ჯოჯოხეთში მაშინ ჩავეშვით.“ - მესმის აივანზე გადმომდგარი ბიჭის სიტყვები, რომელიც აშკარად არ ეკუთვნის მას. თითქოს რომელიღაც სიმღერის სიტყვებს ბოდიალობს ბოხი ხმით და ყურსასმენგარჭობილი უსმენს მას. ფიქრებმა გამომარკვიეს და ხმის პატრონს ავხედე... ის საწყლად მიყურებდა, ისიც კი ვიფიქრე იცის რას ვაპირებ-მეთქი, მაგრამ თვალი სწრაფად მოვაშორე, გზას გავხედე, რომლის ბოლოსაც ერთ პატარა მდინარისკენ უნდა აღმოვჩენილიყავი, პატარა მაგრამ ღრმა, საკმარისი იქნებოდა ჩემთვის სიცოცხლის დასასრულებლად. უკვე აღარ მჯეროდა ადამიანთა სიკეთის, აღარც იმის მჯერა რომ ყველა, ვინც რამეს მეუბნება ამას გულწრფელ ღიმილს აყოლებს, არა... ადამიანებში ნდობა დავკარგე, დავკარგე სიცოცხლის სურვილიც, რადგან ყოველთვის ვფიქრობ იმიტომ მიღიმიან, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული, გარკვეული მიზნები ამოძრავებთ მათ არსებობას ჩემს გვერდით, რაღაც ისეთი, რის ამოხსნასაც ვერ ვახერხებ. დაფარული საიდუმლოებანი არ მიყვარს, არ მიყვარს მათი სიგიჟით მათრთოლებული სხეულებიც, თითქოს უნდათ გათქვან, მაგრამ ენას კბილს აჭერენ - არ ძალუძთ.
სწორედაც რომ ჯოჯოხეთში ვართ და თავისუფლების გზისკენ ვერ მივიწევთ, არ შეგვიძლია გავწიროთ ყველაფერი და გავიქცეთ შორეულ მთებში, შორეულ სამყაროში, საიდანაც უკვე ვეღარ დაბრუნდებით, თუმცა თავისუფლდები ყველაფრისგან. ნამდვილად, ამ ქმედებით ვერ მოხვდები ჯოჯოხეთში, რადგან იქ უკვე ხარ... ამით მხოლოდ ზეცაში ამაღლდები, რადგან გაბედე, შეეწინააღმდეგე, იყავი სულიერად ძლიერი ბრძოლის დროს, მაგრამ ბოლოს შენი დიდხანს დარჩენა არ შეიძლება აქ, ამ სამყაროში... იქ გელოდებიან. ასევე ელოდებოდნენ გალაკტიონს, ტერენტი გრანელს, ყველა გენიოსს. პოეზიის მეფე იბრძოდა და გაიმარჯვა კიდეც საკუთარ თავზე, მან დათმო ყველაფერი, იცხოვრა როგორც სწორად ჩათვალა საკუთარი ღირსებისთვის და მოკვდა რწმენით, რომ მისი მსხვერპლი არ იქნებოდა უბრალო, მართლაც არ იყო ეს დიდებული მსხვერპლი უშედეგო, მან შედეგი მისი სიკვდილის შემდეგ, თუმცა მაინც გამოიღო. სიკვდილს არ უშინდება ის, ვინც თავად სიკვდილზე მაღლა დგას დაბადებიდან, ან მერე დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
ყველაფერს ვიაზრებ, ყველაფერს ვხვდები. იქით მექაჩებიან, მიხმობენ, მეძახიან. ჩამესმის ადამიანთა ხმები, რომლებიც დიდი ხანია უკვე გარდაცვლილები არიან და ვიცი რასაც ნიშნავს ეს. მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ...
ვუახლოვდები მდინარეს, ვუახლოვდები იმ პატარა, ცივ და ღრმა მდინარეს, სადაც უნდა ჩავეშვა. მარტო ვარ, მაგრამ უეცრად ხმა მესმის, რაღაც ხმა, აქეთ-იქით ვიხედები, ვფიქრობ ამ სამყაროდან ისმის, მაგრამ ვცდები. გუგუნი მესმის, რაღაც გრიგალივით ხმა ზეციდან. ცა იხსნება, თეთრი სვეტი ჩამოდის და შემდეგ... შემდეგ ვხედავ, კარგად ვხედავ მას... ვხედავ ქრისტეს, რომელიც მიყურებს, პირდაპირ მე, მაგრამ არ მიხმობს, არ ვიცი ვერ ვხვდები ეს სიზმარია თუ უბრალოდ ჩემი უარყოფა სიკვდილისადმი, მაგრამ მოვლენების განვითარებას ველოდები და ველი მის სიტყვებს, მოუთმენლად ველი.
ჯერ ხმას არ იღებს, ვგრძნობ უკვე როგორ მერევა ფეხი, ვდუნდები და ვიფიტები. ძალა მეკარგება. მდინარის ნაპირას ვდგავარ და უკვე მეშინია არ გადავვარდე, შემთხვევით. ჯერ უნდა გავიგო... მისი ხმა უნდა გავიგო, შევიგრძნო მთლიანად. მანამდე ვერ წავალ.
ღრუბლები იფანტება, ქარი უეცრად კლებულობს, აღარ ღრიალებს, თითქოს ბუნებაც კი ემორჩილება ამ კანონს, ერთი სიკვდილი, ერთი სიცოცხლე.
-შენ ჯერ მზად არ ხარ. - თავში მიგუგუნებს სიტყვები, მაგრამ ქრისტეს სახება გაუნძრევლად, სურათივით, მაგრამ საოცრად ცოცხლად მოჩანს, ჩემს მაღლა. სვეტი ქრება, მისი სახეც, მისი სილამაზეც უჩინარდება და ისევ ღრიალებს ქარი. არ ვიცი რა მოვიმოქმედო, როგორ წავიდე იქ, სადაც ჯერ არ მელიან, მაგრამ ის ნიშნები რა იყო? მაგრამ ის ცხადი მინიშნებები, რომლებიც უკვე ჩემი სიცოცხლის დასრულებას მაუწყებდნენ... თითქოს ამ სამყაროში მეტად აღარ ვიყავი საჭირო, ამოვწურე მთელი ჩემი ძალები და მეტს ვეღარ შევძლებდი ადამიანთა გამოფხიზლებას, მათ დახმარებას, მე ხომ მინდოდა ადამიანთა სამყარო უკეთესი გამეხადა, მინდოდა ისინი შეცვლილიყვნენ და უფრო კარგები, გულწრფელები და კეთილები გამხდარიყვნენ, თუმცა ჩემ წინ გათამაშებულ სცენებს, ფარსს ვერ ვიგდებდი გონებიდან. რაც უფრო მეტად ვცდილობდი, უფრო არ გამომდიოდა, უფრო მეტად მეზიზღებოდა საკუთარი თავი ამისთვის და მარტოსული, ყველასგან დავიწყებულ-შეძულებული უნდა წავსულიყავი, რომ შემდეგ მოვეგონებინე და ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც მონიჭებოდა ჩემს არსებობას მნიშვნელობა, მაშინ მაინც გაეხილათ თვალი, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ? რატომ?
ვტრიალდები, ის არის უნდა გამოვბრუნდე, თავი ავწიე, თვალებში შევხედე თვით სილამაზეს, მის ატირებულ სახეს და მზრუნველობით მომნუსხველ, გულწრფელ მზერას თვალი ვერ ავარიდე. სწორედ ამის მეშინოდა, ამ მზერის მეშინოდა, რომელიც გადამაფიქრებინებდა, გადაწყვეტილებას შემაცვლევინებდა.
„იქნებ ჯერ არ ვარ ამისთვის მართლა მზად?“ - გავიფიქრე. ჩემს ანგელოზს, ქალღმერთს შევხედე, რომელიც უფალმა სწორედ ახლა, ჩემთვის გამოგზავნა, იქ სადაც უმსგავსო საქციელის ჩადენას ვგეგმავდი და მის მიტოვებას, ამ გიჟურ და ველურ სამყაროში. ნეტავ რაზე ვფიქრობდი? რამ დამაბრმავა? ხმებმა? ღმერთო, ჩემო, ისინი ახლა ხომ სრულიად არ ისმის.
მე მივხვდი... სიყვარულია ყველაფერი და ყველაფერი სიყვარულია. მივხვდი სიკვდილიც კი სიყვარულია, მაგრამ სიყვარული სიკვდილზე უფრო ძლიერია, ის მთლიანად შემოგტყორცნის სილას, გაფხიზლებს და ხვდები რა პატარაა სამყარო, რომ მიუხედავად ყველაფრისა შენ შენი პატარა სამყარო იპოვე... ვიპოვე ვინც ასე ძალიან მჭირდებოდა, მე კი მისგან გავრბოდი. ვიპოვე ჩემი ქალღმერთი, ყველაფერზე ძვირფასი, მე კი სიკვდილს ველტვოდი. არსად აღარ მივდივარ!
ეგოისტი ვარ, მთელ სამყაროზე ვფიქრობდი, მაგრამ არა ჩემ ანგელოზზე, იმაზე თუ როგორ ვჭირდებოდი მას. მე მან შემცვალა, ის მე შევცვალე, ერთად იმდენად ძლიერები ვიყავით, მე კი ამას არაფრად მივიჩნევდი, მართლა ეგოისტი ვარ.
ჩემი არსებობა ჯერ არ იყო დასრულებული, არა ჯერ ნამდვილად არ არის ჩემი მისია შესრულებული, რადგან ეს ჩემთვის უდიდესი სიყვარულის დასაწყისი იყო მხოლოდ, სიგიჟით მთვრალი და სიყვარულით დაავადებული მომენტის, მთვლემარე გაზაფხულის გამოცოცხლების პერიოდი.
მე ის მიყვარდა... ვგიჟდებოდი... მიყვარს და ახლაც უფრო მეტად ვგიჟდები. მე მოვედი, რათა მას შევხვედროდი და მისთვის უამრავჯერ მეთქვა, როგორც მიყვარს. მოვედი, რადგან ეს უნდა მომხდარიყო. ჩემ სიყვარულს უნდა მივხედო, ჩემს ქალღმერთს, შემდეგ მთელ მსოფლიოს!
დავიახლოვე და მძაფრად შევიგრძენი მისი სურნელება, რომელსაც ქარის ღრიალიც ვეღარ წამართმევს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent