InkeD #13
ირგვლივ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული. გარშემო ვიყურებოდი და საერთოდ ვერაფერს ვხედავდი.სიცივეს ვგრძნობდი მთელ სხეულში. მიწაზე ვიყავი გართხმული და ძაძით შემოსული.სულ სველი. თვალებიდან ნიაღვრად მომდიოდა ცრემლები და მე მიზეზსაც კი ვერ ვხვდებოდი. ჩემდაუნებურად გამეპო ბაგე და რაღაც არაადამიანური ხმით აღმომხდა: „გევედრები,არ წახვიდე.გთხოვ არ დამტოვო“ ვიმეორებდი გავმულად და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. უკვე მოძრაობაც აღარ შემეძლო.ჩემს ყურთასმენას საშინელი კივილის ხმა მიწვდა. მეორდებოდა...მეორდებოდა და არ ჩერდებოდა. ის კიოდა საშინელი ხმით და მე უკვე ვგრძნობდი როგორ წამომივიდა ყურებიდან ცხელი სითხე. -„გევედრები არ წახვიდე.გთხოვ არ დამტოვო“ -კვლავ აღმომხდა და შემდეგ ცხელი ხელები ვიგრძენი მხრებდზე. უცებ გავახილე თვალები და თემოს შეშინებულს სახეს წავაწყდი. -პატარავ,ჩემო პატარავ-მძივ ამოისუნთქა და გულზე მთელი ძალით ამიკრა. -მე...-ვლუღლიუღებდი ჯერ კიდევ გონს ვერ მოსული. -უბრალოდ სიზმარი იყო გესმის?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა-შენთან ვარ ჩემო პრინცესა. აქ ვარ და არასოდეს დაგტოვებ.-მითხრა მან მთრთოლვარე ხმით და ცხელი ტუჩები შუბლზე მომაწება. ჯერ ისევ ღამე იყო. ეს სიბნელე კი კვლავ ჩემს სიზმარს მახსენებდა. ისევ თემოს მკლავებში ვიყავი მოქცეული და საათს თვალს ვერ ვაშორებდი. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა. მაინც უსაზღვრო შიშს ვგრძნობდი. როგორც კი გათენდა მაშინვე წამოვდექი და აბაზანას მივაშურე. ვიდექი წყლის წვეშ და კვლავ ჩემი სიზმარი მედგა თვალწინ. სიზმრებს იშვიათად ვხედავდი.მეტიც სულ რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი და... და ყველა სიზმარი რაღაცას ნიშნავდა. ყოველთვის მეშინოდა ჩემი სიზმრების.ისენი ხომ ძირითადად ავის მომასწავლებლები იყვნენ. შუბლით კედელს ვიყავი მიყრდნობილი და თვალები მაგრად მქონდა დახუჭული. ვფიქრობდი იმაზე რომ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო. გონს მაშინ მოვედი,როდესაც ცხელმა წყალმა ჩემს სხეულზედენა შეწყვიტა. ნელა გავახილე შეშინებულმა თვლაები და კედელს დავაშორე სახე. ვგრძენი როგორ მომახურეს სხეულზე რბილი მატერია. მთელი სხეული ამიცახცახდა. შემრცხვა ჩემი შიშიშვლის. თემომ მისკენ შემაბრუნა და დახრილი თავი ზემოთ ამაწევინა. მე პირსახოცს მაგრად ჩავჭიდე ხელი და თემოს შევხედე. -გეძახე და არ გამაგონე-დაიჩურჩულა თემომ და ხელები შემომხვია. -ჰო... ვერ გავიგე-დაბალი ხმით ვთქვი მე და ჯერაც ვგრძნობდი სირცხვილს. მე ხომ თემოს ჯერ კიდევ არ ვყავდი შიშველი ნანახი. სააბაზანოდან გამოვედი და საწოლზე ჩამოვჯექი. კვლავ გარინდული ვიყავი. ჩემს ფეხებთან თემო ჩაიმუხლა და ხელი მუხლზე დამადო. -ივლიტა ხომ არ აჯობებს დღეს სახლში დარჩე? არც მე წავალ სამსახურში-გამიღიმა მან. -არა თემო,კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა მეძინება სულ ესაა-გავიღიმე მე. -კარგი ჩემო პატარავ.გაემზადე და წაგიყვან-უცებ მაკოცა და ფეხზე წამოდგა. ზოზინით ჩავიცვი ტანსაცმელი და მისაღებში გავედი. მთელი გზა მანქანაშიც ჩუმად ვიყავი.ვხვდებოდი რომ თემოს ჩემი ამგვარი საქციელიტ ვანერვიულებდი,მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო. მთელი დღის განმავლობაში მერხიდან არ ავმდგარვარ.ყოველ წამს ველოდი რაღაც საშინელებას. ანო მამშვიდებდა და მეუბნებოდა რომ უბრალოდ ბოლო პერიოდში ბევრი რამ გადამხდა და ამის ბრალი იყო. როგორც კი გაკვეთილები დამისრულდა ანოსთან ერთად გამოვედი სკოლიდან და მისი სახლისკენ წავედი. გზაში ვიყავით,როდესაც თემომ დამირეკა. -ხო თემო-ვეცადე რომ ჩემი სასოწარკვეთილი ხმა დამემალა. -როგორ ხარ შავტუხა?-გავიგე სანატრელი ხმა და თითქოს ჩემ სულს მალამოდ მოედო. -კარგად,ახლა სკოლიდან მივდივართ მე და ანო მერე ვიმეცადინებთ და ჩემ ქამრუკას დაველოდები ჩვენ სახლში რომ წაგვიყვანოს.შენ რას შვრები?- გავიღიმე მე. -სამსახურში ვარ და ჩემ სვტუხას ველაპარაკები. ერთი სული მაქვს როდის დამისრულდება სამუშაო საათები რომ მასთან გავიქცე და მსი ტკბილ ტუცებში შევეხო. -ზუსტად ვიცოდი ახლა როგორც ეღიმებოდა და მეც გამეღიმა. -მიდი ყოჩაღად და გე,ლოდება შენი შავტუხა-ვუთხარი მე. -მავსებ-დაიჩუღცულა მან. -მეც...-ვუთხარი და უცებ გავუთიშე ტელეფონი. ანოსთან მალე მივედით. გაკვეთილები მოვამზადეტ ცოტა ვისაუბრეტ და მალე სანატრელი ზარის ხმაც გაისმა კარზე. კარი ნონო დეიდამ გააღო და როგორც კი გავიგე „მოდი თემო“-ო მაშინვე წამოვფრინდი საწოლიდან და მისაღტები ოთახისაკენ წავედი. მაშინვე მისკენ გავექანე და ძლიერად მოვხვიე ხელები.ისე,თითქოს ახლაღა ამოვისუნთქე მთელი დღის დაგროვილი ჰაერი. -ჩემი პატარა გოგო-თავზე მაკოცა თემომ და ვიგრძენი რამოდენიმე წამს როგორ შეწყვიტა სუნთქვა. ცოტა ხანს გავჩერდით ანოსთან შემდეგ კი,როდესაც ნათლად შევნიშნე თემოს თვალებში საშინელი დაღლა წამოვდექი და განვაცხადე რომ უკვე წასვლის დრო იყო. წასვლისას ანომ ხელები მომხვია და მიჩურჩულა. -არ იფიქრო სიზმარზე. ის ხომ სიზმარია, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ხომ თემო გყავს.-მითხრა მან და უცებ მაკოცა ლოყაზე. მის საქციელზე გამეცინა და სახლიდან გავედით. მანქანაში როგორც კი ჩავსხედით მონაქტრებულად ეძგერა ჩემ ბაგეებს თემო და სატუთად მიკოცნიდა მატ. -როგორ მომენარე-თქვა ჩახლეჩილი ხმით> -მეც...-გავურიმე მე და ღვედი შევიკარი. -ისევ ნერვიულობ შენ სიზმარზე?-ჩემკენ შმოაბრუნა თავი. ერთხანს გავჩუმდი,არ მინდოდა დამალვა,მაგრამ ვიცოდი რომ სიმართლის თქმით მასაც ავანერვიულებდი. -არა საყვარელო-გავიღიმე მე და მისკენ გადავიწიე.-მიყვარხარ ჩავჩურჩულე მე და ლოყაზე ვაკოცე. -ჩემი ეშმაკუნა გოგო.-გაიცინა მანაც და კვლავ გზას მიაპყრო მზერა. მთელი გზა თითებს ვიწვალებდი.ვცდილობიდ არ შემეჩნია რომ მახრჩობდა უკვე სიზმრის გამო შიშები. როგორც კი სახლის კარი შევაღეთ საოცარი შვება ვიგრძენი.ტანსაცმელი გამოვიცვალე და ვახშმის მომზადება დავიწყე. ფიქრებსი წასულმა ვერც გავიაზე როგორ გადავისვი საჩვენებელ თითზე დანა.საშინელმა წვამ მომიყვანა გონს და როდესაც ჩემს სისხლიან თითს დავხედე უნებურად წამოვიკივლე. -რა ხდება ივლიტა?-უცებ შემოვარდა სამზარეულოში თემო. -მე. მე უბრალოდ თითი გავიჭერ და მე ხომ...-=უცებ დამეხშო ყურთასმენა,დამიქვეითდა მხედველობა და შემდეგ გონებაც დავკარგე. -თვალი რომ აგავხილე თავთან თემო მედგა. უნებურად გამეღიმა. -როგორ შემაშინე-დაილაპარაკა თემომ. -დამაყვიწყდა მეთქვა რომ სისხლის დანახვაზე გული მიმდის.-შეპარვით ვუთხარი მე. -ახლა უკვე ვიცი. შეშინებულმა დედაშენს დავურეკე და მან მითხრა. ისე შეესინდა. რა აღარ ვიფიქრეე-თავო ჩემს ყელში ჩამაკა და ღრმად დაიწყო სუნთქვა, მე კი მისის სუნთქვით სულ გამითმა კისერი. -ბოდიში,არ მინდოდა-დავიჩუღცულე მე და თვლაები ამიცრემლიანდა. -არაფერია საბოდიშე ჩემო პატარავ. არაფერია-ყოველ წარმოთქმულ ბგერაზე მაკანკალებდა მთელ სხეულში. -მშიერი ხარ,დავასრულებ საჭმელს მე- ოდნავ წამოვიწიე,მაგრამ მისმა ხლეებმა შემაკავეს. -არ მშია. ვიწვეთ რა ასე-მითხრა ჩახლეჩილი ხმით. -კარგი.-გამეღიმა მე და მთელ სხეულზე ავეკარი. ცოტა ხანს ორივე ჩუნად ვიყავით,შემდეგ კი სიჩუმე მანვე დაარღვია. -არ გინდა მომიყვე რა ნახე სიზმარში?- -ახლა რა რა გთხოვ-შევევედრე მე. -კარგი,მაგრამ იცვოდე რომ შენთან ვარ და არაფერი ცუდი არ მოხდება. ხომ გჯერა ჩემი?-მკითხა თემომ. -მჯერა-ვუთხარი მტკიცედ. -მიყვარხარ-დაიჩურჩულა მან. -მეც-ვუთხარი და კისერში ვაკოცე. 1 კვირა ყოველ ღამით ტირილით და კვიილიტ ვიღვიძებდი,ერთი კვირა გამუდმებით ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი. ყოველ დილით შეშინებული ვურეკავდი ჯერ დედას,მერე გიოს,ანოს და გეგის და შეშინებული ვუსვამდი ერთსა და იმავე კითხავს „-კარგად ხარ?“ ვხვდებოდი რომ თემო ძალიან ნერვიულობდა. მაგრამ არაფერი შემეძლო. ისე მეშინოდა ჩემი სიზმრის მისი მოყოლაც კი არ შემეძო. ორვე ნახევრად უზინრები დავდიოდით ერთი კვირის განმავლობაშ, არც წესივრად ვჭამდით, უბრალოდ საწოლზე ერთანეთზე ჩახუტულები ვიწექით და ველოდებოდით როდის ჩამეზინებოდა რომ კვლავ მეტაბნჯა სიზმარში და რც შეიძება მალე გამომღვიძებოდა რომ კლვავ დავეწყნარებინე მტირალი თემოს. ამ დღესაც ასე იყო. კვლავ საშხაპეში ვიდექი და სიზმირს ყოველ წამს ვიხსენებდი. ონკანაი დავკეტე და პირსახოოცი მოვიხვიე, ფეხშიშველი გავედი საძინებელში და მესმოდა როგორ ეწვეთებოდნენ წყლის წვეთები სათითაოდ იატაკზე. უცებ შევმშრალდიდა სკოლისთვიოს გავემზადე. -იქნებ დღესაც დარჩენილიყავი?-გაისმა თემოს აელვებული ხმა. -არა თემო ისედაც ორი დღეა სახლში ვარ. კარგად ვარ და შემიძლია სკოლაში წასვლა. -კარგი,მაგრა თუ რამეა მაშინვე მირეკავვ კარგი?-ტიოთი დამიქნია მან. -კარგი-მეც ვუთხარი და ჩაცმა განვაგრძე. მალე კვლავ ჩემი რაიონისკენ მიმავალ გზას ვედექით. სკოლის წინ გააჩერა მანქანა და შეშინებული თვლაებით კვლავ გადმომხედა. -ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხარ და ჭკვიანად იყავი.-გავუღიმე და მისკენ გადავიხარე. -იცოდე რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ-დაიჩურჩულა მან და კვლავ მაკოცა. მანქანიდან გავდავედი და სკოლის ჭიშკარში შევედი. კიდევ ერთხელ მივბრუნდი მისკენ და დავინახე მინა ჩაეწია და მე მიყურებდა. მიყვარხარ-ვანიშნე ტუჩების მოძრაობით და მანაც იგივე გაიმეორა ღიმილით. მთელი დღე უცნაურად ვცქმუტავდი თუმცა ეწს აღაც კი მიკვირდა მე ხომ მთელი კვირაა ასე. მეორე გაკვეთილის შემდეგ თემომ დამირეკა. სანამ ვუპასუხე ერთი სიკვდილი გავათავე. -ალო-ვუთხარი ხმის კანკალით. -კარგადვარ პატარავ ნუ გეშინია, უბრალოდ გირეკავ რომ გითხრა დღეს ადრე მოვრჩი სამსახურს და სახლში ვარ.გაკვეთილები რომ დაგისრულდება დამირეკე და წამოვალ მაშინვე შენთან კარგი?-ახლაც იღიმოდა ვგრძნობდი. -კარგ დაგირეკევა.-გამეღიმა მეც, როგორც კი ბოლო გაკვეთილი გამოვიდა დავურეკე. -გისმენ ჩემო შავტუხა. -ახლა გამოვდივარ სკოლიდან და ამოხვალ თუ წამოვიდე მარშუტკით? -ანოსთან დამელოდე მოვალ ნახევარ საათში-მითხრა თემომ. -კაი,გელოდები. ანოს სახლისკენ მივდიოდით,როდესაც მამაჩემის მანქანა დავინახე ჩვენკენ მომავალი.ვეცადე არ შემემჩნია,მაგრამ ბოლომდე ჩაწეული შუშიდან კარგად დავინახე როგორი ამაზრზენი ღიმილი მიყურებდა. თემოს სუნთქვას გეფიცებით მთელ სხეულში გამაცია. ანომ ხელი ჩამჭდა და აჩქარებით წამიყვანა სახლისაკენ. კიბეებზე ავდიოპდით გეგის ძახილი რომ მოგვესმა. -ჩემი გოგოები როგორ არიანო?-გემრიელად ჩაგვკოცნა ორი ვე და არ გამორჩენი ჩემი წაშლილი სახე.-რა ხდება ივლიტა? -ახლახანს მამაჩემი აგვცდა ისეთ საშინელი ღიმილი ქონდა სახეზე,თვალს არ მაშორებდა.-ვუთხარი ხმის კანკალით. -ხომ იცი რომ ვერ გაგეკარება-ხლეები მომხვია გეგიმ. -გული ცუდს მიგრძნობ გეგი, ხომიცი ეს ერთი კვირა როგორ ვარ...-უკვე ვტიროდი მე. -არაფერია დაწყნარდი ჩემი პატარა,-თავზე მაკოცა გეგიმ და სახლში შემიოყვანა. -დედას ხომ არ დაუშავა რამე? ღმერთო დედა...-წამოვიკივლე და მაშინვე ტელეფონს ვეცი. წამებს ვითვლიდი სანამ მიპასუხებდა. -ხო დედი-გაისმა უცებ დედაჩემის ხმა და მეც ღრმად ამოვისუნთქე და მაშინვე დივანზე დავეშვი. -დე კარგად ხარ?-ვკითხე ტირილით. -კი დე , რა ხდება?-აღელვება დაეტყო ხმაზე მასაც. -მამა ემხვდა ისეთი საზიზღარი ღიმილით მიყურებდა მეგონა რამე დაგიშავა.ვუთხარი სლუკუნით. -არაფერია დე კარგად ვარ არ ინერვიულო-მითხრა მან. -კაი დე მიყვარხარ-ჩუთხარი მე. -მეც ჩემი ლამაზი-მითხრა მან და ყურმილი დავკიდე. ნახევარი საათი გავიდა თემო კი არსად ჩანდა. -თემო რატომ იგვიანებს?-ვიკითხე მე. -დღეს ვნახე სანამ წამოვიდოდი და მითხრა ივლიტა რომ ავიყვანე მანქანას საბურავი დაუზიანდაო და ხელოსანთან ყავდა დატოვებული,შენთან სანამ წამოვდოდა მასთან უნდა გასდულიყო და მანქანა წამოეყვანა ალბათ არ იყო ჯერ მორჩენილი და ამიტომ აგვიანდება.-მითხრა ღიმილით გეგიმ. -აი ყავაც მოვიტანე დავლიოთ და ცოტა გავთბებით -ღიმილით შემოვიდა ანო. ფანჯარასთან ვიდექი ყავის ჭიქით ხელში. გზას ვუყურებდი საიდანაც თემო უნდა მოსულიყო. უეცრად ისევ ის ქალის კივილი ჩამესმა და ჭიქა ხელიდან გამივარდა. -გეგი-დავიყვირე უცებ. მაშინვე მომცვივდნენ ორივე. -გეხვეწები წამიყვანე გეგი,გთხოვ წამიყვანე-ხელებს ძლიერად ვუჭერდი და ტირილით ვეხვეწებოდი. -დაწყნარდი ივლიტა ჩაიცვი და წავიდეთ-აღელვება შეეტყო გეგისაც. უცებ მოვიცვი ტირილიტ ქურთუკი და სახლიდან გავედით. მაშინვე ჩავჯექი გეგის მანქანაში და მას დაველოდე. ანოს კარრს რომ აღებდა მაშინ გავაჩერე. -ანო იყავი შენ რა დედასთან გადადი გთხოვ-შევევედრე მას. -კარგი ახლავე წავალ-მითხრა ტირილით. ვხედავდი როგორ დაძაბული იჯდა გეგი საჭესთან და ვგრძნობდი რომ უკვე კი არ მივდიოდით მივფრინავდით. რაც უფრო ვუახლოვედბოდით ჩვენს სახლს მით უფრო მატულობდა შიშები და კვლვ ჩამესმოდა ქალის კივილის ხმა. კორპუსის ეზოში რომ შევედით მაშინვე შემიჩერდა გულის ფეთქვა. გაუჩერებელი მანქანიდან გადავხტი დაა ადგილზე გავქვავდი. მთელი ეზო განათებული იყ წითელი და ლურჯი ფერებით. ზუსტად ჩვენ სადარბაზოსთან იდგა სასწრაფოსდა რამოდენიმე პოლიციის მანქანა. -არა ღმერთო არა...-დავუჩურჩულე მე და მაშინვე კიბეებისაკენ გავიქეცი. მესმოდა როგორ მეძახდა გეგი მაგრამ მე არ ვჩერდებოდი,როგორც კი ჩვენს სართულს მივაღწიე და ჩვენი სახლის კარი ღია დავინახე ვიგრძენი რომ უკვე მუხლები მეკვეთებოდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და სახლშ შედვედი სადაც უამრავი ფორმაში გამოწყობილი ხალხი ტრიალებდა. რაღაც ხმა გავიგე და უცებ მივაბრუნე თავი.საკახე გაეშალატ რომელზეც საყვარელი ადამიანის სხეული ამოვიცანი. მსინვე მისკენ გავიქეცი და სსაკაცეს ჩავებღაუჭე. -თემო,ღმერთო თემო...-სახეზე ვუსვამდი ხელებეს. კარგად ვხედავდი გულის არაშე როგორ იყო ჩემი საყვარელი პერანგი გაწითლებული. -თემო გაახილე თვალები-ვყვიროდი მე. -ქალბატონო მოშორდით საკაცეს თუ შეიძლება. -ჩემი ქმარია ხალხო ჩემი-ვღრიალებდი მე და მ,ის ხელს ვებღაუჭებოდი./ -თემო რა გირს გაახილე თვალები=ვეხვეწებოდი მე. -მამაკაცმა სუნთქვა შეწყვიტა=უცებ გასმა სასწრაფოს თანამშრომლის ხმა. უცებ გამომგლიჯეს თემო და გადაუხიეს გულის პირი. -მოემზადეთ! 1,2,3... -არ არის წნევა! ხელახლა! მე აღარაფერი მესმოდა|თავს აქეთ-იქეთ ვატრიალებდი. ვუყურებდუი როგორ იქეუოდა თემოს სხეული ქვემოტ-ზემოტ, ის კი კვლავ უგონოდ იყო. არაღარფერი მესმოდა. უცებ დავეცი ძირს და კვლავ გავიგე ქალის საშინელი კივილი. ახლაღა გავიგე, ეს ჩემი კივილი ყოფილა. ვიგრძნი ვიღაც როგორ ცდილობდა ჩემს წამოყენებას და მეხვეწებოდა მისთვის შემეხედა. შევხედე კიდეც და მასში გეგი ამოვიცანი. თავი ჰგვერდით გავბაბრუნე და იქ თემო რომ აღარ დამხვდა კვლავ ყვირილი დავიწყე. -სადაა? სად წაიყვანეთ?-ვკიოდი ბოლო ხმაზე. გეგიმ მაშინვე ხელში ამიყვანა და კიბეებზე დაეშვა/ სადარბაზოდან გასულს გარშემო უამრავი ხალხი დამხვდა. სასწრაფოს მანქანასთან გეგის ხელიდან დავუსხლტდი და კვლავ თემსოკენ გავემართე. -როგორაა გთხოვთ მითხარით,გთხოვთ-ვევედრებდო ექიმებს. -ვერაფერს გეტყვით. ტყვია გულთანაა და ჯერ ვერაფერს გეტყვით.-თავი გააქანია მამაკაცმა. -პატარა ბოზანდარა!- მომესმა ზურგიდან ამაზრზენიო ხმა. უკან მივიხედე და ბორკილებ დადებული მამაჩემი დავინახე. არა. მამაჩემი კი არა დემონი! სატანა! -ჩაძაღლდა შენი ქმარი შე წუნკალო! არ გაგახარებ შენ სისხლს დავლევ! -ყბრტოდა ის და ჩემკენ იწეოდა. -მეზიზღები! ვერ გიტან! შენ რა ხარ?-მისკენ წავედი/ და წინ დავუდექი.-ეს რა ჩაიდონე დემონო! შენ რა ხარ! ნეტავ მოკვდე ნეტავ ჩაძაღლდე. მიმიფურთხებია შენნაირი მამისთვის ! ზიზღით შევხედე,თვბლაებიდნა ცრემლები მოვიწმინედე და ხოშიანად შევაფურტე სახეზე-შენ მიწის ზემოთ ხარ გასაღრწნელი და დასალპობი!-ვუთხარი მე და ძალაგამოცლილი მიწაზე დავეშებპდი როპმ არა გეგის ხელები. არ მახსოვს საავადმყოფომდე როგორ მივედით,გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე,დედის სურნელი რომ ვიგრძენი და მისის სხეული. -დე... კვდება-დავიჩურჩულე მე. -არ მოკვდება დე არა-ჩემთასნ ერთად ტიროდა დედაც. -ვიცოდი რაღაც რომ მოხდებოდა,ხო ვამბობდი დე,.რა უნდოდა თემოსგან მე მოვეკალი დე. თემოსგან რა უნდოიდა დე...-ვტიროდი და მაგრად ვუჭერდი ხელებს. არც ის მახსოვს რამდნე ხანს ვიჯექი იატაკზე და გაბმულად ვბუტბუტებდი -„გევედრები არ წახვიდე.გთხოვ არ დამტოვო“ სისხლში მოსვრილი ექიმი რომ გამოვიდა საოპერაციოდან და მას რომ მივვარდი და ვთხოვდი ეთქავ რომ თემო კარგად იყო ვიგრძენი როგორ მიმდოდდა გული ხლეებს დავხედე ,რომელბიც ექიმის მკერდზე მეწყო და მთლიანად სისხლში მქონდა ამოსვრილი,თემოს სისხლში. უცებ შევუშვი ექიმს ხლეები და ჩემს სისხლიან ხლეებს დავხედე. -არა! არა გეხვეწებით.გევედრებით არა.-ვიტროდი მე და უცებ მუხლებზე დავეცი.,მახსოვს როგორ დატრიალდა უცებ ყველაფერი და როოგრ ჩამობნელდა. კვლავ კივილის ხმა ჩამესმოდა სრულს სიბნელეშე და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ვიგუდებოდი. :::::::::::::::::::::::::::::::: სა|ღამო მშვიდობისა ჩემო ძვირფასებო.ესეც შემდეგი თავი 2000 სიტყვა. უბრალოდ ფიზიურად ვერ შვძელი მეტი,საშინლად გაციებული ვარ და მგონი უკვე სიცხეც მაქვს. თუეს კვირა ძალიან გადატვირთული არ მექნება ვეცდები შუა კვირაში დავდო შემდეგი თავუ. მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებას. მუდამ თქვენი აწ უკვე გაციებული ელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.