შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება. თავი 2


1-11-2015, 01:25
ავტორი Lonely Giirl
ნანახია 3 480

-თქვენ რა უკან დამყვებით?? -ვთქვი მკაცრად.
-დაახლოებით.
-რას ნიშნავს დაახლოებით?? აქ რატომ ხართ??
-მინდოდა ბოდიში მომეხადა დღევანდელისთვის და თან ტირით და ვიფიქრე, იქნებ რამით შემიძლია დახმარებათქო.
-საჭირო არარის ბოდიში და თუ მაინცდამაინც სხვაგვარად არ შეგეძლოთ, ყვავილების მაღაზიაში მობრძანებულიყავით, კუდში დევნა არარის აუცილებელი.-ვთქვი გაღიზიანებულმა. ცრემლები მოვიწმინდე, წამოვდექი და გადავწყვიტე ყვავილების მაღაზიაში წასვსულიყავი.
-და იქნებ დაგეხმაროთ?? დავინახე იმ ბიჭმა ხელი როგორ მოგიჭირათ.. -შემაჩერა ბიჭმა. გაკვირვებულმა ბიჭს ავხედე. გვირილების ბიჭს დაბნეულობა გაქრობოდა და ეხლა წარბებ შეკრული იდგა და ელოდებოდა რა მითითებას მივცემდი. ლამაზი შავი თმა ჰქონდა. თაფლისფერი თვალები კი ბრდღვიალებდნენ.
-თქვენ ვერ დამეხმარებით.-ვთქვი გულდაწყვეტილმა და გაჩერებისკენ წავედი.
-იქნებ წაგიყვანოთ მაინც?? მანქანით ვარ.
-საჭირო არარის.-ვთქვი უკან მოუხედავად და გზა გავაგრძელე. აღარც მაღაზიაში მინდოდაა წასვლა, საშინლად მინდოდა ტირილი და გადავწყვიტე პირდაპირ სახლში წავსულიყავი. კარები შევაღე და ჩემი სევდა უფრო გამიღრმავდა. იმ წუთას ტირილი დავიწყე და საწოლზე პირქვე დავემხვე. არც სახლი მატანინებდა პრობლემებს. ან და ცარიელმა სახლმა რა სიმარტოვის გრძნობა უნდა ამოგივსოს?
საშინლად მაკლდა ოჯახი. ჩემი მეზობლების მშურდა. მუდამ ჟრიამული ჰქონდათ სახლში. მე კი ყოველ დილით საუზმის დროს წარმოვიდგენ მამაჩემს, დედაჩემს და ძმას როგორ ვსაუბრობთ ერთად. მამას ომლეტი უყვარდა და დედა ყოველთვის ფუსფუსით აკეთებდა ყველაფერს. ჩემი ძმა კი უნივერსიტეტის ამბებს ყვებოდა. ეხლა კი რაც მარტო გადმოვედი ძალიან გავხდი და სახეზე სევდა მაქვს. ამას სხვების გარდა მეც ვამჩნევ.
გიორგისთან კიდევ როგორც ხედავთ პრობლემები მაქვს. ხანდახან ისე მეშინია მისი.
ან კი რა დავაშავე დღეს ასეთი??
გაქცევის სურვილმა შემიპყროო. ან კი სად უნდა გავიქცე მეტი?
ამ ცარიელ სახლში ვცხოვრობ. ეს სიჩუმე ჭკუიდან მშლის. ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიცარიელე მაქვს გულში, რომ იცი სამსახურიდან დაღლილს და მშიერს სახლში არავინ გელოდება, რომ თუნდაც გკითხოს როგორი დღე იყო დღეს? ან რა უფრო მესიამოვნებოდა კატლეტები თუ მაკარონი?
ნამტირალებს ჩამეძინა.
მალევე კარებზე ზარმა გამომაღვიძა.
კარები გავაღე და ნაღვლიანი ნიკა შემრჩა ხელში. ჩემს დანახვაზე გაკვირვებულმა დამაკვირდა.
-კარგად ხარ?
-ვარ რა. შენ? შემოდი. -ალბათ ნამტირალებს ტუში გამეთხაპნა. სარკეში არც ჩამიხედავს.
ნიკა სახლში შემოვიდა და სასტუმრო ოთახში განთავსდა. შემდეგ იატაკს დააშტერდა და ჩაფიქრდა.
-მოხდა რამე? -ვკითხე მე და გვერდით მივუჯექი.
-ყველაფერში მართალი იყავი. ყველაფერი გავიგე ეკაზე. დღეს ამიტომაც ვიჯექით ერთად და არაფერი მითქვამს შენს მისდამი სიუხეშეზე. მინდოდა ბოდიში შენთვის მოეხადა, მაგრამ შენ და გიორგის კამათი მოგივიდათ.
-კამათი.. -ჩავიცინე მე.
-ნია მე ბოდიში მინდა მოგიხადო. რატომ არ დაგიჯერე ან რატომ უნდა მოგეტყუებინა. შენ ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილი ხარ და თუ რამე მჭირდება ყველაფერში მეხმარები.
-ამ წუთას მე არ ვარ მთავარი. შენ როგორ ხარ? გიჭირს ამასთან შეგუება? - ვთქვი და წამოვდექი რომ სამზარეულოდან რამე მომეტანა.
-სიმართლე გითხრა გულზე მომეშვა რომ სამუდამოდ ვშორებით.
-რა? ის შენი საცოლე იყო.. -გაკვირვებულმა გავხედე. და მაცივარში ძრომას თავი დავანებე.
-მოდი აქ. არაფერი მინდა. შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
მაცივარს შევეშვი და ისევ გვერდით მივუჯექი.
-ვიცი გიორგისთან ხანდახან როგორ გიჭირს. აზრადაც არ მომდის შენნაირ გოგოს ასე რატომ გექცევა. ხომ იცი რომ იოლად ბრაზდება ყველაფერზე.. რომ მუშაობ ეგეც მე შევაცვლევინე აზრი. ალბათ ხანდახან ყელში ამოგდის და გინდა შეეშვა. რა გაკავებს?? -თვალი თვალში გამიყარა. საშინლად დავიბენი. ამაზე არასდროს მისაუბრია.
-მიყვარს. -ვთქვი მოკლედ.
ნიკამ ამოიხვნეშა.
-ხომ იცო რომ რაც არ უნდა გადაწყვიტო ყველანაირად ამოგიდგები გვერდში.
-ვიცი.
-ხამდახან შენს თავზეც იზრუნე.
-ვზრუნავ.
ნიკას ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გადახედა.
-ბევრი ინატრებდა შენნაირ გოგოს. წყნარს, ზრდილობიანს, საქმიანს, კეთილს, მონდომებულს, თბილს... შენ კი... -აღარ დაასრულა ნიკამ.
-არ მიყვარს რომ მაქებენ. -ვთქვი სწრაფად. ან რა ვთქვი საერთოდ.
-ცოდა სულელსაც ან ძალით სულელს. - გამომხედა ნიკამ. -კარგი წავალ. აღარ იტირო. კარგი?
-არც შენ-დავძინე მე..
ნიკას გაეცინა და კარისკენ წავიდა. მოტრიალდა შუბლზე მაკოცა და წავიდა.
შემოვტრიალდი და ისევ პირქვე დავემხვე.
მობილური აწკრიალდა.
გიორგი იყო.
-გისმენ.-ყურმილი ავიღე.
-მაპატიე კაიი??
-...
-ნუ ხარ ჩუმად. ვიცი რომ გაწყენინე. აღარ განმეორდება.. -არადა ვიცოდი რომ განმეორდებოდა.
-უნდა დავიძინო. -ვთქვი მე და გასათიშად მოვემზადე.
-მიყვარხარ. -თქვა გიორგიმ.
-მეც.-ამოვიხვნეშე და ყურმილი გავთიშე.
სინამდვილეში?
მარტოობის გრძნობა მახრჩობდა.
მიყვარდა გიორგი მაგრამ მაინც.
......................................................................................................................................................................
მეორე დღეს ჩვეულებრივ სამსახურში წავედი.
რესტორნისთვის შეკვეთილი ყვავილები დავახარისხეთ და მუშებთან ერთად რესტორანში წავედი. ქორწილი 6 საათზე იყო ამიტომაც არ გვიჩქარია. რესტორანი დიდი იყო, მაგრამ გაფორმება 3 საათში დავამთავრეთ. მუშები კიდევ რაღაც საქმისთვის დაიტოვეს მე კი მაღაზიაში წასვლა ტაქსით გადავწყვიტე.
როგორც ყოველთვის რესტორანთან ტაქსები ყოველთვის დგას, ამიტომ გამოძახება არ დამჭირდა და ადგგილობრივი ტაქსების დათვალიერება დავიწყე.
უცებ გავშრი.
ისევ გვირილების ბიჭი, ისევ მე მიყურებდა და როცა შეამჩნია, რომ მეც დავინახე იგი სწრაფად და ნერვიულად მანქანა დაქოქა და აქაურობას გაეცალა.
დავიბენი.
ეს რა იყო?
სწრაფად ჩავჯექი რომელიღაც ტაქსში, ისე რომ რჩევა არც დამიწყია და მაღაზიისკენ გავემართე.
ტაქსმა მაღაზიასთან გააჩერა, ფული გადავუხადე და წავიდა. მე აქეთ-იქით გავიხედე კიდევ რაიმე უცნაურის შემჩნევის მიზნით და რომ ვერაფერი დავინახე მაღაზიაში შევედი.
-მოხდა რამე ახალი რაც წავედი?- ვკითხე მაიას. მაია დაფაცურდა და რაღაც კონვერტი მომაწოდა.
-გიორგი იყო მოსული და ეს დაგიტოვათ.
-რამე თქვაა? -ვკითხე და კონვერტის გახსნა დავიწყე.
-არაფერი მხოლოდ რომ გაიგო რომ რესტორანში ხართ უკმაყოფილო სახე მიიღო.-თქვა მაიამ და მაღაზიაში შემოსული კლიენტისკენ წავიდა. მე კონვერტის კითხვა დავიწყე.
„მაპატიე გუშინდელი. რესტორანში სავახშმოდ გეპატიჟები. 8-ითვის გამოგივლი. გამოიპრანჭე. მხოლოდ ჩვენ ორნი“
წერილი კონვერტში ჩავაბრუნე და ჩემს ოფისში შევედი. მაფიდას მივუჯექი და კომმპიუტერი ჩავრთე. დღევანდელი დღის გაყიდული ყვავილების რაოდენობას ვითვლიდი. საათს დავხედე 8 საათამდე ჯერ 6 საათი იყო. ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა.
ტელეფონი აწკრიალდა. ნიკა იყო.
-როგორ ხარ?-ჩაისმა ტელეფონში ნიკას ხმა როცა ყურმილი ავიღე.
-კარგად. შენ?
-დალევის ხასიათზე. დავლიოთ?
-მარტო მე და შენ, თუ კახპებიც იქნებიან?
-სიურპრიზად მინდოდა დამეტოვებინა მაგრამ განსაკუთრებული ვიღაც მიდგას გვერდით.
-ვინ?
-ლანა ჩამოვიდა! -ამის გაგონებაზე ვიყვირეე.
-სად ხართ? დროზე მითხარით!
-გამოგივლით 2 წუთში მაღაზიასთან.. -ყურმილი გავთიშე და ყვირილით ქურთუკი ჩავიცვი.. ჩანთა ავიღე და გარეთ გავვარდი. მაიას მივაძახე რაც ხდებოდა და მაღაზიის დაკეტვას დამპირდა.
ჰო. ლანა ჩემი მეგობარი იყო. დედასთან დუბაიში იყო 2 წელი. მამაჩემივით 2 წელი არ მენახა. ჩვენ სკოლიდან ერთად მოვდიოდით და ისაა ერთადერთი ვინც დამრჩა.
ნიკას მანქანა მაღაზიის წინ გაჩერდა, იქედან მომღიმარი ლანა გადმოვიდა ხელებგაშლილი. თვალებზე ცრემლები მომადგაა... მთელი ძალით ჩავეხუტე და გაშვება აღარ მინდოდა.
მოკლედ ამით თავი რომარ შეგაწყინოთ გეტყვით რომ სახინკლეში წავედით. მე არ დამილევია, მაგრამ ლანა და ნიკა გამოთვრნენ. ისინი ერთმანეთში კარგად იყვნენ და ქართული მამაპაპური სადღეგრძელოებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
ტელეფონს დავხედე საათისთვის და 6 სრულდებოდა. გადავწყვიტე გიორგისთვის დამერეკა და მეთქვა ლანას შესახებ. ამის გამო ვეღარსად წავიდოდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent