შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთში შევხვდებით!(სრულად)


1-11-2015, 12:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 685

ღრუბლებმა შუბლი შეკრეს.ვინმეზე გაბრაზდნენ,ალბათ.
ისევ წვიმს,ისევ ისმის მისი შხეფების ხმა,მაგრამ ამჯერად უჩვეულოდ.
პატარა ოთახში ფანჯარა ოდნავაა ღია და ურიტმო ხმები მთელ სახლს ედება.
ის ზის,ზურგს საწოლის თავით იმაგრებს და თვალებს უჩვეულოდ ლულავს.სახის გამომეტყველება განსხვავებული აქვს და გული რიტმის გარეშე უცემს.
გგონი,საათის გარდა არაფერს შემორჩენია რიტმი.
პერიოდი,დრო,რიცხვები მუზის გარშემო არ არსებობს.
მუზა? დიახ,მას დედა მუზას ეძახდა და შემდეგ მისი ნამდვილი სახეზი მეხსიერებიდან ყველას გაუქრა,მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტში გაიჟღერა ანამ და აპრილის წვიმასავით სადღა მიიკარგა.
-დღეს უჩვეულოდ გამოიყურები-მამაკაცის მაღალი ხმა ისმის,გოგონა ოდნავ კრთება.
„ისევ დაიწყებს“-ფიქრობს და თვალს არიდებს ორი შავი მრგვალი სხეულის დაჯინებულ მზერას.
-გესმის?
-ყრუ არ ვარ!-ფეხზე დგება და კედელს ეყრდნობა.
-რა გჭირს გამაგებინე?
-რა უნდა მჭირდეს? უბრალოდ დავიღალე ამდენი სიყალბით-ბოლო სიტყვას ხაზგასმით ამბობს და მეუღლეს ზურგს აქცევს.
-გოგო,რა გემართება?
-დივანზე დავწვები-გადაჭრით ამბობს და ოთახს ტოვებს.
-ასეთი კატეგორიული არასდროს ყოფილხარ.
-შენი ბრალია!-გაურკვევლად ამბობს და სახეს ხელებში მალავს.
***
-როგორ შემიძლია ის მიყვარდეს,ის უბრალოდ ამაზრზენი ქმნილებაა,მეზიზღება-ვიღაცას ესაუბრება ტელეფონზე და ისევ თავიდან უტრიალდება ქორწილის დეტალები.
მუდამ ღარიბი იყო,მეტიც მშობლებს ისე უჭირდათ,რომ ლამის იყო გაგიჟებას მისცემოდნენ.მეუღლე მშობლებმა გააცნეს და მალევე დააქორწინეს,თვითონაც არ შეწინაარღმდეგებია,რადგან უყვარდა ისინი.
***
-მეშინია-მეგობარს ეხვევა და ქვითინებს.
-დაშორდი-მშვიდად ეუბნება მომღიმარი დაქალი.
-მომბეზრდა,ყველაფერი მომბეზრდა-უკან იხევს და რაღაცას აშტერდება-შენთან უნდა გადმოვიდე,მისი დანახვაც არ მინდა,მეზიზღება.
„რა გულუბრყვილო ვიყავი“-ფიქრობს და მომავალს გაკვრით ისახავს თვალწინ.
***
მისი მეუღლე სამსახურიდან ბრუნდება და ქალს ვერ ხედვას,მისი ნივთებიც არ ხვდება თვალში.გრძნობს,რომ ყველაფერი შეცვლილია.
-ამის დედაც-თავში ხელს იცემს და სავარძელზე ეშვება,ცოტა ხანში ფეხზე დგება და უენერგიოდ იღებს ტელეფონს.
არავინ პასუხობს.
-ეჰ,მუზავ,ნუ მომცხებ ჩირქს.
***
-ის რეკავს.
-აიღე და უთხარი ყველაფერი.
-არ შემიძლია.
-მაშინ მე ვეტყვი-ტელეფონს ართმევს ლალი.
-შენი დედაც,მოეთრიე,თორემ მოგათრევ.
-ის გშორდება.
-რომელი ხარ? ლალი? რა მშორდება? მას არ მივცემ ამის უფლებას.
-შენ თუ არა სასამართლო მისცემს-ლალის ხმაში გამბედაობა ჩანს.
***
-ის გაგიჟდა,ნამდვილად გაგიჟდა-პისტოლეტს იღებს და ამოწმებს.
ნუთუ,მისი მოკვლა უნდა?
-მკვლელი მერქმევა.დაე,ორივენი ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვათ.მე ის მიყვარს.
ვინ იცის რა გრძნობაა ეს? რას გრძნობას მუზას მეუღლე? მაგრამ მას ეს სიყვარული ჰგონია.
მის გრძნობათა შეფასება კი აქ უადგილო იქნება.
***
-შესანიშნავი ხარ-მუზა ლალის ეხვევა,როცა კარის ხმა ისმის..
-კარგი-ბედნიერი ხმით ეუბნება მუზა და თმას ისწორებს.
ჭრილში არ იხედება,ისე აღებს ლალი და უეცრად ხტება.
-თემურ,მუზა შინ არაა-ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე.
„ღმერთო“-გარდერობში ძვრება მუზა და აკანკალებულ სხეულს ძლივს აჩერებს,გული საშინლად უცემს.ნუთუ ახლა გამოეცლება ფეხქვეშ სამყარო?
გული საშინელ რამეებს უგრძნობს.
ნუთუ წინ მხოლოდ ქვესკნელია?
-განქორწინებაზე მინდა დაველაპარაკო-ლალის მშვიდად უყურებს მამაკაცი და ქამარზე ხელს იკიდებს.პისტოლეტი არ უჩანს.
-აჰჰ-ლალი რაღაც ხმებს გამოსცემს.არ იცის რა თქვას ან რა ქნას,მაგრამ თემურს მაინც უშვებს სახლში.მუზას ეძახის,ამშვიდებს და გამოჰყავს.
-დაგვტოვე მარტო-ხმას უწევს თემური.
***
რამდენიმე სიტყვა,რამდენიმე შეძახილი,რამდენიმე ჩურჩული და რამდენიმე ამოკვნესა.
მუზა აღარ არის.
თემური გარბის და სადღაც უჩინარდება.
-მე მკვლელი ვარ,ცოლის მკვლელი-იმეორებს გზაში და მთლიანად კრთის.პისტოლეტს იშენს და კიბეებიდან ვარდება.
„ჯოჯოხეთში შევხვდებით!“-უკანასკნელად გაუელვებს და გაღიმებული რჩება,იყინება ნელ-ნელა,გული დიდი ხნის გაჩერებული აქვს.
***
-არა,მუზავ,არა..-ლალის თავზე ხელს იცემს.
-ალბათ,ასე სჯობდა..-უკანასკნელად ამბობს და ცრემლები სდის.
ლალის ბღავის.
მაგრამ მისი არავის ესმის.
ზოგჯერ ყევლაფერი მუნჯდება,ყრუვდება.
ზოგჯერ ყველაფერი ქრება.
იმედი მიდის და თან ყველაფერი მიაქვს.
ყველაფერი გარდა ერთი ფიქრისა-„ჯოჯოხეთში შევხვდებით!“




№1 სტუმარი Sofii :):):)

Sayvarlobaa :D Magaria :D Mara Sheecade Asoebi Swored Dawero ;)

Au Rogor Davdo Motxrobebi ?

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Sofii :):):)
Sayvarlobaa :D Magaria :D Mara Sheecade Asoebi Swored Dawero ;)

Au Rogor Davdo Motxrobebi ?

ჰო,სწრაფად ვწერდი და.

იმისათვის რომ მოთხრობები დადო,რეგისტრაცია უნდა გაიარო.

 


№3  offline წევრი mani156

რაპატარაა იყო და ძაალიან ემოციური love მომეწონნაა თანნ ძაან feel

 


№4  offline წევრი keke11

Wow :o seriozulad imoqmeda <3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent