შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (1)


1-11-2015, 18:22
ავტორი zak
ნანახია 3 884

უკვე ორი კვირაა რაც ამ ჯოჯოხეთში დაიწყო მუშაობა,და უკვე ჰგონია,რომ დედამიწის ზურგზე ჯოჯოხეთი აღმოაჩინა.ბავშვობიდან სძულს ძალადობა და მოძალადე ადამიანი,ახლა კი გაჭირვებამ აიძულა,რომ თავად გამხდარიყო ყოველივე ამის ყოველდღიური მაყურებელი.ბრძოლა წესების გარეშე,ეს ის სამყაროა სადაც არ არსებობს შეცოდება,დანდობა,გვერდში დგომა...აქ ყველა მხოლოდ სახელისათვის იბრძვის,რათქმაუნდა ერთ-ერთი მიზეზი გასამრჯელოა,მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ხალხი ერთმანეთს სახელის გამო ხოცავს...
დღესაც ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში.კუთვნილი ფორმა მოირგო და წინა ღამით დაბინძურებული ოთახის მოწესრიგებას შეუდგა.იატაკი სავსე იყო სიგარეტის ნამწვებითა და სხვა ნაგვით.საბრძოლო არენა სისხლით დაფარულიყო,თან გულისამრევად ყარდა.ყველაფერი მოაწესრიგა,ლაგების პროცესში თავისთვის ღიღინებდა რათა მოზღვავებული ემოციები დაეოკებინა.კარგად იცის რომ რაც ამ შენობაში ხდება,მის საზღვრებს არ უნდა გასცდეს,მ თემასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც მოისმინა,და საკმაოდ შეშინდა კიდეც.მაგრამ როგორია შენ თვალ წინ ადამიანი მოკლან და შენ იმის შესაძლებლობა არ გქონდეს,რომ მისი მკვლელის სამაგალითოდ დასჯაში წვლილი შეიტანო,მხოლოდ იმიტომ,რომ შესაძლოა ამ საქციელის გამო თავად გამოესალმო სიცოცხლეს...მანამ სანამ ხალხი მოვა შეუძლია დაისვენოს,მერე კი მათი მომსახურება მოუწევს,იმის ყურებაც თუ როგორ უერთიანებენ ერთმანეთს ძვალსა და რბილს ახალგაზრდები,იმის ატანა,რომ ყოველი მეორე არამზადა მის უკ**ალს ან თვალს,ანდაც ხელს გამოაყოლებს,და ეს ყოველივე იმისათვის,რომ ბინის ქირა გადაიხადოს და შიმშილით არ მოკვდეს...
ფიქრი გაუგრძელდა,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა სხვა გოგონები რომ მოვიდნენ,მათ საუბარსაც მოჰკრა ყური ,მაგრამ დიდად არ დაინტერესდა,ამიტომ საღამოსათვის მზადება დაიწყო.არ არიან სალო და ნათია ცუდი გოგოები.ისინიც ჩემსავით ღარიბი ოჯახის შვილები არიან,მაგრამ ბევრა უფრო გასულები,ვიდრე მე...
-იცი?! დღეს თურმე გაბოც მოვა.(სალომე)
-არ მჯერა,ნუთუ მოსკოვიდან დაბრუნდა?(ნათია)
-გუშინ დაბრუნებულა და გაუგია რომ აქ პირველი მებრძოლი ლექსო ყოფილა.ასე უთქვამს ახლა აუცილებლად გავუერთიანებ თავ ყბასო.(სალომე)
-და შენ საიდან იცი? (ნათია)
-ჩემი მაგობარი,მაგის ძმაკაცთან მეგორობს,ხომ ხვდები,და გაუგია გუშინ როგორ ლაპარაკობდნენ.(სალომე)
-ესიგი დღეს უფო მონდომებულად უნდა მოვემზადო საღამოსათვის,იქნებ დავკერო.(ნათია)
-მე მაინც მგონია რომ მარტო არ მოვა...(სალომე)

თავადაც იცის,რომ სხვისი საუბრის მოსმენა ცუდი საქციელია,მაგრამ შემთხვევით მოუვიდა.თან ისიც არ იცის ვინ არის გაბო.ლექსოს ყოველ ღამე ხედავს,და უკვე დარწმუნებულია იმაში,რომ მიუხედავად მომაჯადოვებლად მამაკაცური გარეგნობისა,იმ მხეცს გული არ გააჩნია,და მხოლოდ ვნებებითა და კუნთებით აზროვნებს.უკვე ერთი კვირაა რაც მისი მანქანა დაჰყვება უკან,თანაც მისი გამოხედვა აშინებს,ისე იყურება თითქოს მის სხეულში რაიმე მხეცია ჩასახლებული და მის შესაჭმელად გამოსვლას ლამობს.ყველანაირად ეცადა მისი საქციელი დაეიგნირირებინა,მაგრამ ამან ალექსანდრე კიდევ უფრო გაახელა,მისი თავიდამ მოშორება ვერა და ვერ შესძლო,ეს უკვე ძალიან უშლის ნერვებს.გაუხარდა,უნდა აღიაროს რომ გუხარდა როცა შეიტყო,რომ ვიღაც მისთვის ჭკუის სწავლებას აპირებდა.მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი საქციელი მასში ზიზღს იწვევს,თვლის,რომ ამ ხეპრეს,თავში ერთი ორი წამოთავაზება არ აწყენს,იქნებ ეს საშინელი თავმოყვარეობა ცოტათი მაინც შეელახოს...
მოემზადა და მთავარი დარბაზისაკენ გაემართა,იქ შესულს ხალხის დიდი ნაწილი მოსული დახვდა,მებრძოლთა უმეტესობაც საბრძოლო არენაზე შეკრებილიყო და რაღაცაზე თათბირობდა.დღეს რაღაც იმაზე ცუდათაა ვიდრე სხვა სამუშაო დღეებში არის.უხასიათოდ,ყალბი ღიმილით მიაქვს სასმელი იქ მსხდომთათვის,და ცდილობს მოკლე ქვედა ბოლო შეძლებისდაგვარად დაბლა დაჰქაჩოს,სიარულისას კიდევ უფრო მაღლა რომ იწევს.
-ის არის! კი,ნამდვილად ის არის.შეხედა რა სიმპატიურია.ვაიმე ნახე როგრ იღიმის...(სალომე)
-ხო მართალი ხარ,ახლა მესმის მეგობრის,მშურს კიდეც მისი.შეხედე აქეთ მოდის...(ნათია)
-მემგონი რაღაც უნდა,უყურე ხელს წევს.(სალომე)
-მე მოვემსახურები...(ნათია)
-ხომ იცი,გაბო მხოლოდ ვისკის სვამს.(სალომე)
-ვიცი,აქ რომ დადიოდა სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა აქ.(ნათია)
როგორც ყოველთვის ახლაც საშინელი სიტვაციაა.სიგარეტიის,სასმლის და იაფასიანი სუნამოს სუნი ერთმანეთში ირევა და საცაა გონებას დაკარგავს.სახე ძირს აქვს დახრილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როდის მოახერხებს სახლში წავლას,მაგრამ იცის რომ დრო სწორედ ახლა გავა ძალიან ნელა და დამღლელად.სასმლის ასაღებს მიდიოდა როდესაც ვიღაცის ფეხს წამოედო და კინაღამ ძირს გაწვა,მაგრამ დროულად მოახერხა თავის შეკავება და გამწარებულმა ახედა მასზე მაღალ,არა ძალიან მაღალ მამაკაცს.გრძელი,წითური თმები გვერდზე გადაიყარა და მამაკაც გაბრაზებული თვალებით ქვემოდან ამოჰხედა.ამით ანიშნა,რომ მისი საქციელით მამაკაცისაგან განსხვავებით,კმაყოფილი სულაც არ იყო.
-რა გნებავთ?...მაინც ვერ გადააბიჯა ზრდილობას და კულტურულად დაუსვა კითხვა უცნობს. აქ მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უცნობია,მაგრამ ამას მართლა პირველად ხედავს.თან ასეთი ტუჩების პატრონს კარგა ხანს ვერ დაივიწყებდა.
-მხოლოდ სასმელი და ერთი ვნებიანი ღამე თქვენთან...არა ეს უკვე ზედმეტია,ასეთი უზნეო როგორ არის.აქ ასეთს მხოლოდ ალექსანდრეს იცნობდა,იცნობდა ზედმეტან მტკიცე ნათქვამია,მხოლოდ ალექსანდრეს შეხვედრია,მაგრამ ასე პირდაპირ მასთან დაწოლა ჯერ არავის შემოუთავაზებია.ახლა მხოლოდ მოთმინება სჭირდება,მერე მშვიადა წავა სახლში და ამაზანაში განცხრომას მიეცემა.
-რომელი სასმელი გნებავთ?...ძვლივს შენარჩუნებული მოთმინებით იკითხა და გადაწყვიტა საერთოდ დაევიწყებინა ამ უზნეო მამაკაცის სიტყვები.
-სამი ჭიქა და ვისკის მთლიანი ბოთლი მოგვიტანე,აი იმ მაგიდასთან,ლამაზო,ორი წვენიც გამოაყოლე...ტუჩის კუთხე ჩატეხა,და თან თითით მაგიდისაკენ გაახედა სადაც ორი ახალგაზრდა ბიჭი და რამდენიმე გოგონა იჯდა.
-ახლავე...ნაძალადევად გაუღიმა მოსაუბრეს,შეკვეთა ჩაიწერა და სინით ხელში,ახლა უფრო ფრთხილი ნაბიჯით გასწია სასმლის ასაღებად.იქ მისულს განაწყენებული ნათია შემოეგება.სანამ რამეს ეტყოდა თავის ყველა საქციელს გადახედა,მაგრამ ვერც ერთი ისეთი საქციელი ვერ გაიხსენა,რომელიც მას გაანაწყენებდა.ამიტომ უბრალოდ დაელოდა,როდის გადმოვიდოდა შეტევაზე.
-კესო არ მითხრა,რომ შენც გაბოს შებმას გეგმავ,თორემ ყველაფერს დავივიწყებ რაც კი ჩვენ გვაახლოვებს და თვალებს ჩემი ხელით დაგჩიჩქნი,იცოდე არ გაპატიებ(ნათია)...ჯერ იმან გააოცა,რომ შემთხვევით შეიტყო მისი ნა ნათიას დაახლოვების ამბავი.მერე იმან გააოცა,რომ გოგონა მას სრულიად გაუგებარ თემაზე და უცნობ მამაკაცზე ესაუბრებოდა,ბოლოს კი იმაზე ფიქრს შეუდგა ვინ იყო გაბო,და საიდან მოიტანა ნათიამ მისი და ამ ზემოთხსენებულის შესახებ ასეთი აფსურდი.აშკარად დიდხანს ხარშავდა ამ ყველაფერს.როცა გონს მოეგო სინზ შეკვეთა დადებული იყო,ნათია კი კლიენტებს ემსახურებოდა.
-მალე ბრძოლა დაიწყება...თქვა თავისთვის და საკუთარ თავს დაწყნარება დაუწყო.დღეს რაღაც უცნაური დღეა.
-ინებეთ თქვენი შეკვეთა,კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?...მოჩვენებითი ინტერესით იკითხა და სინი მკერდზე აიფარა.
-გმადლობ ლამაზო,დღეისათვის მეტი არაფერი.და ხო,დღევანდელ გამარჯვებას შენ გიძღვნი...ისევ ირონიულად ჩაიცინა კაცმა,და გოგონას ახლა თავად ამოჰხედა ქვემოდან.იცის რომ კლიენტებთან საუბარი ეკრძალება მაგრამ ახლა რამე უნდა უთხრას,თორემ გასკდება.
-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული იმაში,რომ ალექსანდრეს დაამარცხებთ?ორივემ ვიცით,რომ ის დაუმარცხებელია...შეძლებისდაგვარად გესლიანად უთხრა მამაკცს და მის გამომეტყველებას დააკვირდა.რომელზეც თავმომწონე ირონიული ღიმილი ჩამოერეცხა და მის სახეზე ახლა გაბრაზება გამოიხატა,უფრო გაცოფება.
-ჩემი კესარია მართალია,ჩემი დამარცხება ჯერ ვერავინ მოახერხა...არ იცის საიდან გაჩნდა მის გვერდით ასე უცებ ალექსანდრე და როდის შეუცურა თავისი ბინძური ხელები წელზე.იგრძნო თუ არა მისი ხელები თავის სხეულზე,მთელი ძალით დაეჯაჯგურა მას და მოიშორა.
-მე თქვენი არ ვარ ბატონო ალექსანდრე.დღეს ყველა ადამიანი თავისუფალია.თუ ამის შეხსენება გჭირდებათ შეგიძლიათ ახალ ამბებს უფრო ხშირად უყუროთ...მორჩა საერთოდ წავა ამ სამსახურიდან.აღარც ამ მთვრალი ხალხის ყურება უნდა და აღარც ლექსოს უზნეობის ატანა მოუწევს.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.ალექსანდრე,ვიცოდი რომ კარგი გემოვნება გქონდა,მაგრამ ამჯერად შეცდი.ალბათ საწოლშია მაგარი.მხარში დგომაც სცოდნია,მაგრამ დიდად შორსმჭვრეტელი ვერ არის...ალექსანდრეს სახეზე გაოცება რომ გამოიხატა,მაშინ გაიაზრა მანაც,რომ ახლახანს ის იმ გაბოს ესაუბრებოდა,მოსკოვიდან რომ დაბრუნდა,იმისათვის რომ ლექსო თავის ადგილზე მოსვას.ღმერთო ჩემო რა პატარაა ეს კლუბი...მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუღრმავდა მამაკაცის სიტყვებს,და მიხვდა რომ ფაქტიურად კ..პად შერაცხეს.
-უკაცრავად,რაღაც გეშლებათ.მე და ალექსანდრე?! არაა,ეს სასაცილოა.უკაცრავად მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ,კლიენტებს უნდა მოვემსახურო...სწრაფად გაეცალა მათ მაგიდას,რომლის წინაც ორი მამაკაცი ერთმანეთს ზიზღით სავსე მზერას არ აშორებდა და დაწმუნებულია გონებაში ორივე მათგან ერთმანეთი უკვე დახოცილი ჰყავთ. მიდიოდა და თან საკუთარ თავს ლანძღავდა.როგორ ვერ მიხვდა ვის უტრიალებდა ენას,რა არ ასვენებს ნეტავ.ერთ დღესაც შარში გაეხვევა და მერე ვეღარავინ უშველის.ახლა უნდა დამშვიდდეს და თვალი მოედნისაკენ არ გაექცეს.
ბრძოლა დაიწყო,ხალხმაც ხმაური ატეხა.ფსონები უკვე დადებულია...


ეს ჩემი პირველი ისტორიაა.გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ,რა მაქვს გამოსასწორებელი თემაში რაიმე უზუსტობა ხომ არ არის და ა.შ.
წინასწარ გმადლობთ!.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე მომეწონა დასაწყისი ორიგინალური არის და საინტერესო... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში და მალე დადე რა ახალი თავი და უფრო დიდი... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი salo..))

მომეწონა :)) ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული და ჯერჯერობით ეს განსხვავებულად დაიწყო და იმედია ასეც გააგრძელებ :)) <3 წარმატებები შენ და არ დააგვიანო ხოლმე დადება და თავებიც ცოტა გაზარდე :))

 


№3  offline წევრი zak

salo..))
მომეწონა :)) ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული და ჯერჯერობით ეს განსხვავებულად დაიწყო და იმედია ასეც გააგრძელებ :)) <3 წარმატებები შენ და არ დააგვიანო ხოლმე დადება და თავებიც ცოტა გაზარდე :))

გმადლობ.ახალ თავზე უკვე ვმუშაობ.შევეცდები გავზარდო ზომა.გმადლობ რომ წაიკითხე და შენი აზრი დააფიქსირე. love

უცნობი ქ
მე მომეწონა დასაწყისი ორიგინალური არის და საინტერესო... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში და მალე დადე რა ახალი თავი და უფრო დიდი... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

ძალიან დიდი მადლობა,რომ ჩემი ნაწერი წაიკითხე. ძალიან დიდი მადლობა.

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ყოჩაღ საინტერესოა ძაან♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი დასასრულები გიყვარს თუ ლოგიკური ანუ ცუდი?

 


№6  offline წევრი zak

grafo
კარგი დასასრულები გიყვარს თუ ლოგიკური ანუ ცუდი?

წყვილისდა გამომდინარე ვასრულებ იტორიას.მაგრამ ამ ისტორიის დასასრულს ჯერ-ჯერობით ვერ წარმოვიდგენ.ალბათ უფრო ცუდი დასრულება smile

 


№7 სტუმარი lizazu

ძალიან მომეწონა ეს ისტორია, მაგრამ ცუდი დასასრულიო რომ გავიგე უკვე ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა კითხვა. ძალიან გთხოვ არ გინდა ცუდი დასასრული რა, ტან პირველი ისტორიაა შენი და ვფიქრობ კარგი დასასრული უნდა ქონდეს. love

 


№8 სტუმარი tikacho

აუ შენ რამაგარი ვინმე ხარ :D აუ მალე დადეე ყოჩაღ. ❤

 


№9  offline წევრი LoNdA DM

magari motxrobaa, saxeli gabo ar momwons magram es chemi subieqturi azria mxolod,velodebi shemdeg tavs da ufro dids, ar meyo

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

თუ ცუდ დასასრულს აპირებ მაშინ არ გავაგრძელებ კითხვას, მაგრამ შენ მაინც დიდ წარმატებას გისურვებ.

 


№11  offline წევრი zak

lizazu
ძალიან მომეწონა ეს ისტორია, მაგრამ ცუდი დასასრულიო რომ გავიგე უკვე ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა კითხვა. ძალიან გთხოვ არ გინდა ცუდი დასასრული რა, ტან პირველი ისტორიაა შენი და ვფიქრობ კარგი დასასრული უნდა ქონდეს. love

ვერ მიმიხვდით.მომწონს ცუდი დასასრული,მაგრამ არ ვიცი,როგორ დავასრულებ ამ ისტორიას.თან ვწერ,და თან ვთხზავ.

lizazu
ძალიან მომეწონა ეს ისტორია, მაგრამ ცუდი დასასრულიო რომ გავიგე უკვე ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა კითხვა. ძალიან გთხოვ არ გინდა ცუდი დასასრული რა, ტან პირველი ისტორიაა შენი და ვფიქრობ კარგი დასასრული უნდა ქონდეს. love

LoNdA DM
magari motxrobaa, saxeli gabo ar momwons magram es chemi subieqturi azria mxolod,velodebi shemdeg tavs da ufro dids, ar meyo

tikacho
აუ შენ რამაგარი ვინმე ხარ :D აუ მალე დადეე ყოჩაღ. ❤

გმადლობთ რომ კითხულობთ.უღრმესი მდლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent