ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 21(დასასრული)
დილით რომ გამეღვიძა,თავი საშინლად მტკიოდა,ყოველ მოძრაობაზე მეგონა თავბრუსხვევით მოვკვდებოდი.ახლა ვხვდები რას გრძნობენ,ეგრეთწოდებული ''პახმელიის''დროს.საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი,ლაშას რომ არ გაეღვიძა და აბაზანაში შევედი,ცოტა რომ მოვმჯობინდი,დაბლა ჩავედი, მარიამი უკვე იქ იყო და არეულ მაგიდას დაჰყურებდა. -დილამშვიდობისა. -დილამშვიდობისა ემი,ეხლა ვფიქრობ საიდან დავიწყო,რას გავს აქაურობა-შეწუხებულმა მოავლო თვალი ოთახს,გამეღიმა. -მოდი ჯერ ყავა დავლიოთ,თორემ ცუდად ვარ. -ხო ასე ჯობია-მე ყავას ვაკეთებდი მარიამი იჯდა და მიყურებდა. -წუხელ ვიფიქრე დავალაგებთქო,მაგრამ ორი თეფში,რომ გავტეხე,შევეშვი-გაღიმებული მივაჩერდი თან ყავას ვურევდი-მე მწარე მიყვარს. -მეც-უდარდელად ააფახულა თვალები მარიამმა-კიდევ კარგი შეეშვი,თორემ წარმომიდგენია დღეს სადილს პირდაპირ მაგიდიდან მივირთმევდით. მარიამი ისე კისკისებდა მეც გამამხიარულა.ყავა ძალიან მესიამოვნა,მეგონა თავიდან დავიბადე,ასე ვარ სულ,ერთადერთი ყავა და შოკოლადი მშველის ხოლმე. -ძალიან უხდებით ერთმანეთს-კიდევ ერთი დიდი ყლუპი მოვსვი და მარიამს გავხედე. -ვიინ?-ისე ააფახულა თვალები,ჩემს ადგილას სხვა დაიჯერებდა რომ ვერ მიხვდა. -კაი რა, რა არის დასამალი,ლექსომ ისედაც მითხრა,თანაც გეტყობათ კიდეც-ამის გაგონებაზე სულ გაწითლდა. -ხოო?რა ვიცი ალბათ.-მე მეტი აღარ გამიგრძელებია ამაზე საუბარი,არც მარიამს,უბრალოდ ვისხედით და ყავას ვსვავდით. -მე კიდევ შენი ძმა მიყვარს ძალიან-დავიწყე ისევ მე. -გეტყობა,ჩემს ძმას გემოვნება ყოველთვის ქონდა მაგრამ იღბალი არა-ჩუმად ჩაილაპარაკა,მაგრამ მე მაინც გავიგე და ამ შანსს ხელიდან ხომ არ გავუშვებდი არაა?ხოდა ჩავეძიე. -რას გულისხმობ? -ქალებში არ უმართლებდა ბოლომდე,სანამ პატარა იყო სულ ისეთები მოსწონდა ვინც მერე გულს სტკენდა,მერე კი იას გადაეყარა,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა მის ცხოვრებას-იას გაგონებაზე გული ამიჩქარდა-ლაშამ ერთხელ მითხრა ასე მგონია,ჩემს გარშემო ყველა ქალი უბედურიაო,ყველას ტკივილს ვაყენებ,ან ჩემი სიყვარულის გამო ისჯებიანო. -ვერ გავიგე მარიამ რას გულისხმობ-ფინჯანს მაგრად მოვუჭირე ხელი და მივაჩერდი. -რას და ლაშას დედა მის მშობიარობას გადაჰყვა,მერე მამამ დედაჩემი შეირთო ცოლად,მაგრამ ჩემი გაჩენის მერე დედამ მიგვატოვა,ამის გამო ლაშაზე დიდხანს ვიყავი გაბრაზებული,მეგონა დედაჩემმა ლაშას უხასიეთობა ვერ აიტანა,არადა ლაშა მას არაფერს ერჩოდა,უბრალოდ ეჭვიანობდა რომ მე დედა მყავდა.თუმცა მალე მივხვდი,რომ დედამ ჩვენ სხვა კაცის გამო მიგვატოვა.მერე ის ამბავი მოხდა-მარიამს გაოგნებული ვუსმენდი და მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ლაშას ოჯახს საერთოდ არ ვიცნობდი.-იას ვგულისხმობ. -კი მაგრამ რადგან იასთან არ გაუმართლა,მაგიტომ ფიქრობს რომ მის გარშემო ყველა ქალი უბედურია? -ნაწილობრივ კი,რადგან ია უბრალოდ მსხვერპლი იყო ლაშაზე შურისსაძიებლად. -არაფერი მესმის-ნერვიულობამ ხელები ამიკანკალა,ავდექი და მარიამს,რომ არ შეემჩნია ფანჯრიდან გადავიხედე. -ჩვენს ოჯახს ყოველთვის ბევრი მტერი ყავდა,თუმცა ვერ ვხვდები რატომ სხვებისგა არაფრით გამორჩეული ოჯახი გვაქვს,არც ძალიან ღარიბი და არც მდიდარი,მამა ძალიან პატიოსანი კაცია, ლაშაც მას გავს,თუმცა უსამართლობას ვერ იტანენ და ამის გამო ბევრი მტერი ყავთ,როგორც ვიცი ლაშას დედა ამაზე ნერვიულობის გამო ცუდად გახდა და ნაადრევად იმშობიარა და ვერ გადარჩა,მერე დედაჩემის ამბავი.ლაშა თავს იდანაშაულებს დედამისის სიკვდილში,იცი სანამ წამოვიზრდებოდი ჩემგან სულ შორს იჭერდა თავს, მე მეგონა არ ვუყვარდი,სინამდვილეში ეგონა რომ მეც რაიმეს დამიშავებდა მისი სიახლოვე,ამაში უფრო მეტად იას ამბავმა დაარწმუნა,ის ბიჭი ლაშას მტრობდა და ია გამოიყენა-ამ სიტყვებმა ადგილზე გამყინა,ყველა დეტალი ამომიტივტივდა,რაც ლაშას,კოკას და ამ ამბებს ეხებოდა,ახლა ნათელი გახდა ჩემთვის ლაშას რატომ არ უნდოდა რომ კოკას ჩვენზე გაეგო,ის მე მიცავდა, აი ამიტომ არ მოვიდა იმ დღეს ბარში.-ამიტომ გადაწყვიტა რომ არავის შეიყვარებდა,მეც საფრანგეთში გამგზავნა,თვითონ ამერიკაში წავიდა,არც საზღვარგარეთ უნდოდა ახლოს ვყოლოდი,თუმცა სულ გვქონდა კავშირი და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით.ეს ყველაფერიც მაშინ მითხრა,რადგან ვერ გამეგო რატომ მიშორებდა თავიდან.მე ვიცი რაც კოკასთან შეგემთხვა,ამიტომაც წავიდა შენგან ლაშა,ეგონა ამით დაგიცავდა,მაგრამ შენს სურათებს რომ ნახულობდა და ხედავდა როგორ იტანჯებოდი,ვეღარ გაუძლო და დაბრუნდა-თვალზე ცრემლები მადგა და მეგონა სხვა განზომილებაში ვიყავი,მარიმის ხმა კი ჩემამდე ძლივს აღწევდა.მე ყველაფერი გავიგე ღმერთო,რა ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია,მასთან შედარებით ჩემი ცხოვრება და პრობლემები არაფერია.-გვეყოს ემილი,თორემ უკვე დაგგრუზე.-გამიღიმა მარიამმა და დალაგებას შეუდგა,მეც მივეხმარე,რადგან მინდოდა საქმეს მაინც დაევიწყებინა ყველაფერი. ამასობაში ბიჭებიც ჩამოვიდნენ და გოგოებიც ჩამოჰყვნენ,კატო ისე ინაზებოდა მივხვდი რაც მოხდა,მაგრამ ამაზე საუბრის თავიც არ მქონდა.ბოლოს ლაშაც ჩამოვიდა,შემომეხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო-მმ რა კარგი სურნელი აქვს შენს თმებს. -სასმლის სუნია-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე,მან კი შემომაბრუნა და ტუჩებზე დამაკვდა-მაჭამე რამე ჩემო სიცოცხლე თორემ მოვკვდი შიმშილით. სადილობამ მხიარულად ჩაიარა,მაგიდასთან სულ წყვილები ვიჯექით და ყველა სიყვარულით შევცქეროდით ერთმანეთს. -ლაშა შენთან საქმე მაქვს-როგორც იქნა ხმა ამოიღო ლექსომ. -რა საქმე? -გავიდეთ და გეტყვი-ბიჭები ადგომას აპირებდნენ მაგრამ მე შევაჩერე-ჩვენ ზევით ავალთ,თქვენ იყავით აქ-ჯობდა ჩვენ გავსულიყავით,რადგან ერთი სული მქონდა კატოს მარტო როდის დავიჭერდი. გოგოები ჩემს,უფრო სწორად ლაშას ოთახში შევედით და ფეხმორთხმულები დავჯექით საწოლზე.მარიამს ნერვიულობა ეტყობოდა,მივხვდი ლექსო მასზე აპირებდა დალაპარაკებას ლაშასთან.მარიამს ხელზე ხელი მოვუჭირე და ვანიშნე ნუ ნერვიულობთქო. -აბა ქალბატონო კატერინე დაფქვი წუხანდელი გმირობის ამბები-დამასწრო მაგდამ და კეტოს შეუტია. -აუ კუს არ გამიბრაზდე რაა-სატირლად მოემზადა კატო-ხო იცით,რომ სიგიჟემდე მიყვარს. კატოს რა თქმა უნდა არ გავუბრაზდით,რადგან შეყვარებულ ადამიანს ჭკუა არ ეკითხება,თანაც ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა მისი გაკიცხვის უფლება. -მარიამ-ქვევიდან ლაშას ხმა მოისმა,მარიამს შევხედე და მივხვდი ისიც როგორ დაიძაბა ჩემსავით.მარიამს ჩვენც უკან მივყევით,ბიჭები დივანზე ისხდნენ,ლაშა კი კიბესთან იდგა და გველოდა,მარიამს ხელი გადახვია და თმებზე მოეფერა.-მარიამ რამდენი წლის ხარ?-ისე ჰკითხა რამის დავიჯერე,რომ არ იცოდა მისი ასაკი. -18-ამოიჩურჩულა მარიამმა. -მარიამ ლექსომ მითხრა რომ ერთმანეთი გიყვართ-ისეთი მკაცრი ხმა ქონდა შემეშინდა.-მიპასუხე ასეა? -კი-ისევ ძლივს ამოიკნავლა მარიამმა. -ლექსო ხედავ?იცოდე მის თვალზე ცრემლი რომ ვნახო-აღარ დაუსრულებია მაგრამ ყველა მივხვდით რასაც გულისხმობდა.-და კიდევ ერთი,არც გაბედო ზედმეტად თითის დაკარება და კიდევ,არანაირი გათხოვება და ქორწილი სანამ მარიამი სწავლას არ დაამთავრებს. -ამაზე ლაპარაკი არ მჭირდება ლაშა,შენ კარგად მიცნობ,მე დაველოდები.-ლაშამ და ლექსომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,მეერე ლაშამ და გულში ჩაიკრა და მერე მე მომიბრუნდა.-მაპატიე სიყვარული დღეს ვერ მოვიცალე შენთვის,წამოდი ახლა სულ შენი ვარ-ზემოთ ავედით და საწოლზე მივწექით.-ლაშა მე ყველაფერი ვიცი-ვუთხარი როცა მისი ხელები ჩემს თმებზე ვიგრძენი.მივხვდი დაიძაბა-ხო მარიამმა მიამბო,დედაშენზეც,დედამისზეც,იაზეც.შენი ბრალი არაფერია ლაშა-ტუჩებზე თითი მომადაო.-ჩშ,არაფერი თქვა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა კარზე გიგიმ,რომ მოგვიკაკუნა,ჩვენ თბილისში ჩავალთ და საღამოს ამოვალთო.ლაშამ ეშმაკურად გამიღიმა. -რას მიღიმი? -რას და საქალბატონო ემილი დიდი ხანიაუკვე გიცდით,მაგრამ თქვენს სიმთვრალეს ვერაფერი მოვუხერხე,სანამ კიდევ დათვრები და დაიძინებ,მანამდე...-აღარ გაუგრძელებია მაგრამ მივხვდი რას გულისხმობდა. გული ამითრთოლდა,როცა მისი ხელები ვიგრძენი სხეულზე,მთლიანად შემომეხვია,მკოცნიდა და მეფერებოდა,ტუჩებიდან ყელზე,ყელიდან კი მკერდზე გადაინაცვლა,როგორც კი მისი ტუჩების სიცხოველე ვიგრძენი,გამაჟრჟოლა,მეგონა მთელს ტანზე ჭიანჭველები დამდიოდნენ.კაბა გამხადა და თავადაც გაიხადა მაისური და შარვალი,ახლა მხოლოდ საცვლებით ვიყავით,მაგრამ ლაშა არ ჩქარობდა,ნელა და გულმოდგინედ მიკოცნიდა სხეულის თვითოეულ ნაწილს,მგონი არც ერთი წერტილი არ დაუტოვებია,სადაც მისი მხურვალე ტუჩები არ შეხებია.სიამოვნების ოკეანეში ვცურავდი,ის ისეთი ვნებიანი და მომთხოვნი იყო,ისე მეფერებოდა,ვერც კი ვიგრძენი იმ გარდამტეხ მომენტამდე,როგორ მივედით,მან მე შემომხედა,თვალებში ვნება,სიყვარული და სითბო ერთად ედგა. -მიყვარხარ ემილიანა,ჩემო პრინცეაა,შენ ჩემი სუნთქვა ხარ ემი.მიყვარხარ-ვიგრძენი,როგორ გავერთიანდით და ტკივილმაც კი ვერ დაჩრდილა ის ბედნიერება და სიამოვნება რასაც განვიცდიდი.მე მისით შევივსე,ის ჩემით.გამიგია ასეთ დროს თითქმის ყველა ქალი ტირისო,მე ამას ტკივილს ვაბრალებდი,მაგრამ ახლა მივხვდი,ცრემლები მხოლოდ ტკივილს არ ახლავს,მე ვტიროდი მაგრამ მხოლოდ სიამოვნებისგან,ვტიროდი რადგან ჩემს საყვარელ მამაკაცს ვაჩუქე ჩემი სული და სხეული,რადგან მას ვეკუთვნოდი,ვტიროდი ბედნიერებისგან.ლაშა ვნებას ვერ იმორჩილებდა,უფრო და უფრო იძაბებოდა,უფრო მეტად მაგრძნობინებდა ტკივილს და სიამოვნებას.მერე გათანგული მომეწება,თავი ყელში ჩამიყო და ვნებიანად აჩურჩულდა-შენ მე სამყარო მაჩუქე ემილი,შენ სიცოცხლე მაჩუქე,ბედნიერება მაჩუქე,სიყვარული,სითბო და რწმენა მაჩუქე.მე მაპატიე რომ ამ ყველაფრის შემდეგ გატკინე,მაპატიე გთხოვ რომ აგატირე,მხეცი ვარ ხო?ვეცადე ემი,ვეცადე რომ არ გტკენოდა,მაგრამ არ გამომივიდა,გეფიცები არასდროს,არასდროს აღარ გატკენ. ჩავთვალე რომ სიტყვები უაზრობა იქნებოდა,ისინი ვერ გადმოსცემდნენ იმას რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი,თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.-სიყვარული თავიდან ბოლომდე ტკივილია ლაშ, მე კი მზად ვარ მტკიოდეს სიცოცხლის ბოლომდე.ესეც ხომ ერთგვარი ექსპერიმენტია არა? მერე გზა მისი ტუჩებისკენ გავიკვლიე და ვაგრძნობინე,როგორ მინდოდა. მერე მთელი დღე მტკიოდა და ვტიროდი,მსიამოვნებდა და მიყვარდა,მერე ღამეც,მეორე დღესაც და ქორწილის ღამესაც,მანამდე სანამ ტკივილმა ჩემს სხეულში გული არ გამოიღო,რომელიც ყოველი ტკივილის შემდეგ იზრდებოდა და და მაგრძნობიმებდა,რომ ჩემში იყო.მერე ორივეს გვტკიოდა,რადგან ჩვენმა ფერიამ დაიწყო ჩვენს ტკივილიან სამყაროში გამობრძანება. ჩვენ ისევ გვტკივა,ისევ ვგრძნობთ და ისევ ვივსებით ერთმანეთით,სანამ ტკივილი არ დაგვაშორებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.