შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება : {1 იდეალი} {თავი 2}


2-11-2015, 18:29
ავტორი buzgu))
ნანახია 1 702

-ვიკა რა გჭირს?-მკითხა მომღიმარმა გვანცამ.
-არა... არაფერი-ფიქრებიდან გამოვერკვიე და ბავშვების ლაპარაკზე კონცენტრირებას ვახდენდი, როდესაც ჩუმი ჩურჩული მომესმა.
-ჰაი!-რა ? ის გამომელაპარაკა თუ მეჩვენებოდა... გაოცებული სახით შევხედე. მან მხოლოდ ჩაიცინა და თვალებში ჩამაშტერდა.ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღო უცებ დასერიოზულდა და სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
-რა?-მკითხა გაკვირვებულმა და პასუხს ისევ დაელოდა. ვიბნეოდი. მაბნევდა მისი საქციელი.
-არა... არაფერი-ჩავილაპარაკე და ვეცადე დაბნეულობა დამემალა, მაგრამ მგონი არც ისე კარგად გამომივიდა. ის ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა და გაჩუმდა. ღმერთო რა სლელურად გამომივიდა... მივაშტერდი და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე როგორი სიმფატიური იყო. უცებ მოტრიალდა და ვიგრძენი მისი გრილი სუნთქვა როგორ მომელამუნა სახეზე. მისი სახე ლამის ჩემს სახეს ეხებოდა.
-მაპატიე!-თქვა თავჩახრილმა და სავარძელში გასწორდა.-ვიქტორია არ გქვია?
-ვიკა-უბრალოდ გავუღიმე და ცივი მზერა მივაპყარი. არაფრისმთქმელი გამომეტყველება შეეცვალა და თვალები გაუბრწყინდა.
-ჰო, რა თქმა უნდა-უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მაგრამ ეს, "სიჩუმე" და თანაც უხერხული მხოლოდ ჩემთვის იყო.ყველა ლაპარაკობდა. მანქანაში ღრიანცელი იყო.
-გიყვარს სვანეთი?-უეცრად მკითხა.
-კი... თან ძალიან-კეთილად გავუღიმე და მის თვალებს ჩავაშტერდი. ვცდილობდი რამე ამომეკითხა. ან თუნდაც თვალის ფერი გამერჩია, მაგრამ ისე ჰქონდა ჩამუქებული დღეების უძინარი გეგონებოდათ. მან მხოლოდ ღიმილით მიპასუხა და თავი ისევ ფანჯრისკენ გააბრუნდა. მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. ის მიბრუნებული იყო ფანჯრისკენ და უაზროდ გასცქეროდა ცას, მე კი ან ფიქრებში ვიყავი ჩაძირული ან ბავშვების ლაპარაკს ყურს ვუგდებდი.
როგორც იქნა ჩამოვედით. ცემი უსაყვარლესი ბებიკო თბილად შეგვხვდა და სახლში შეგვიპატიჟა. ის საღამო ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ. ვილაპარაკეთ ბებომ ჩემი ახალი მეგობრებიც გაიცნო. ბოლოს კი უკვე ძალიან შემოგვაღამდა ლაპარაკში. ბებოს ჩვენთვის ოთახები უკვე გამზადებული ჰქონდა. გავნაწილდით ავედით ოთახებში და დასააწოლად მოვემზადეთ. მე და გვანცა და ანა ერთად მოვხვდით ოთახში. რომ დავწექი ანას და გვანცას ცნობისმოყვარედ ანთებული სახეები შევამჩნიე, მივხვდი რაც უნდოდათ. თავის არიდება მინდოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ამას ვერაფრით ავცდებოდი.
-ვიკა, მანქანაში რა გჭირდა? მგონი საერთოდ ვერ გაერთე...-დაიწყო გვანცამ.
-არა.. როგორ არ გავერთე. უბრალოდ ცოტა ხასიათზე არ ვიყავი. ხო იცი მგზავრობის დროს ვეშვები და ვითენთები.-ყველაფერი არ მითქვამს. ან სხვარა მქონდა სათქმელი. ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი და მეგობრისთვის პატარა წვრილმანიც არ უნდა დამემალა მაგრამ ახლა ამაზე საუბრის თავი არ მქონდა.
მეგობრებს ზურგი შევაქციე და ტელეფონში სიმღერები ჩავრთე, ნაოშნიკები გავიკეთე და სიმღერას ბოლომდე ავუწიე. მეგონა ფიქრებში ისევ წავიდოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისე მეძინებოდა რომ თვალები მაშინვე მიმეხუჭა და დამეძინა.
სიზმრები საერთოდ იშვიათად მესიზმრება. და აი ახლა ის "იშვიათად" დამდგარიყო. ნათელი ოთახი დამესიზმრა, გვარდით დიმიტრი მედგა და ჩემს ხელს ჩასჭიდებოდა. ქვეცნობიერად ვხვდებოდი რომ ძალიან მიჭერდა, მაგრამ ვერ გამეგო რატომ. უცებ კარიდან შავი "რაღაცა" შემოვიდა. ამ დროს დაძაბული დიმიტრი ზედ გადამეფარა და თითქოს იმ შავი "რაღაცისგან" ცდილობდა ჩემს დაცვას. უცებ დიმიტრი გამეცალა და სადღაც გაუჩინარდა. ის შავი "რაღაც" კი მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს სხეულში შეაღწია.
კივილით გავიღვიძე... გვანცა მაწყნარებდა... ანი კი შეშინებული შემომყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. კარებთან შეკრებილი ბავშვები რომ დავინახე სირცხვილით დავიწვი. თავი ბალიშში ჩავრგე და გვანცას ჩუმად ჩავჩურჩულე.
-გვანცა ამათ უთხარი გავიდნენ!-გვანცამ გარეთ გაიყვანა ბავშვები ანი კი გვერდით მომიჯდა.
-ვიკა რა გჭირს, მაშინებ!-სასოწარკვეთილმა ამოიკვნესა.
-კოშმარი მესიზმრა.
-ეს მხოლოდ კოშმარის ბრალია? კოშმარის გამო გადევს მკვდრის ფერი და ამის გამო გასხავს ცივი ოფლი?
-რა?-ახლაღა შევამჩნიე რომ ცივი ოფლი სახეს მისველებდა. თავბრუ მეხვეოდა და ადგომა არ შემეძლო. სარკე ავიღე და ში ჩავიხედე. მართლა მკვდრის ფერი მედო. წარმომიდგენია როგორ შეეშინდებოდათ. ჩემს ანარეკლს სარკეში თვალი მოვაცილე და წამოდგომას შევეცადე.
-რას აკეთებ?-შეშინებულმა მკითხა ანიმ და ხელი მომაშველა.
-შხაპი უნდა მივიღო!-დასვენება და ფიქრი ნამდვილად მჭირდებოდა, არ ვიცი რა მემართებოდა. ავადმყოფობის ბრალი იყო თუ კოშმარის არ ვიცი.
-მერე შეძლებ?-მზრუნველობა გამოიჩინა ანიმ რაც ძალიან მესამოვნა.
-კი ნუ ნერვიულობ-უბრალოდ გავუღიმე და სააბაზანოში შესასვლელად მოვემზადე.
შხაპის დროს არაფერზე არ მიფიქრია. მხოლოდ პოზიტივზე ვკონცენტრირდი და მოვდუნდი. სააბაზანოდან სრულიად დამშვიდებული და დასვენებული გამოვედი. თხლად ჩავიცვი, მზიანი ამინდი იყო მაგრამ ცივი სიო მაინც ქროდა. ეზოში გავედი და ჰამაკში გულდაღმა ჩავემხე.
-კარგად ხარ?-მომესმა უკნიდან ხრინწიანი ხმა.
-უკვე კი-კეთილად გავუღიმე დიმიტრის და ჰამაკში დავჯექი.
-ხო... ეგ კარგია. და რა დაგემართა?-ცნობისმოყვარედ, მომღიმარმა მკითხა.
-კოშმარი მესიზმრა... სულ ესაა-დამაბნია მისმა ასეთმა ცვლილებამ. ცნობისმოყვარე სახით შემომცქეროდა და ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო. რატომღაც უცებ მისი ხასიათის გაფუჭება მომინდა მაგრამ მალევე მივხვდი რომ მიზეზი არ მქონდა და თვაი შევიკავე.
ერთხანს დადუმდა და თვალლებში უბრალოდ ჩამაშტერდა. არ ვიცი რატომ მატყვევებდა ასე მისი მზერა. ამ დროსუბრალოდ ყველაფერი მავიწყდებოდა... ალბათ ასე საათობით ვიჯდებოდით და ვუყურებდით ერთმანეთს ბებოს რომ არ დაეძახა საჭმელად.. მე არ მშიოდა, ამიტომ უარი ვთქვი და ჩემს უსაყვარლეს ადგილას წავედი. (ესადგილი მხოლოდ ბებომ იცოდა) ეს ის ადგილი იყო სადაც ვახერხებდი და ნერვებს ვიმშვიდებდი. ვფიქრობდი და გულს ვაყოლებდი უმშვენიერეს ყვავილებს მთებსა და მწვანე ხასხასა ველებს. ეს ის ადგილი იყო სადაც ყველაზე მეტად განმარტოვება მიყვარდა. რომ ავედი იქაურობა გვირილებით გადაპენტილი დამხვდა. ჩემს საყვარელ კაკლის ხესთან მივედი და ძირს, გვირილებში ჩავჯექი. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო უბრალოდ სხვა რამეებზე საფიქრელად დრო არ დაგრჩებოდათ. მაღლად მომდგარი, თეთრად დათოვლილი მთები ისეთ გარემოს ქმნიდნენ თითქოს შენს დაცვას ცდილობენო ლამაზი გვირილებით მორთულ სასახლეში. აქ ყოფნამ ძლიერ დამამშვიდა. და მსიამოვნებდა აქ ყოფნა სანამ...
................................
მკითხველს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და დიდ სიურპრიზებსაც ვპირდები ^_^
<3 სიყვარულით ბუზღუ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent