შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (ნაწ2)(5)


2-11-2015, 21:26
ნანახია 3 211

[left]*****
დილის 5 საათამდე ვატო არ გამოჩენილა. ელენეს ძილი არ ეკარებოდა. ფიქრობდა ნიკუშაზე და ნიაზე და განიცდიდა მომხდარს. 15წუთში ერთხელ შეხედავდა ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ღრმა ძილით ეძინა თითქოს არაფერი მომხდარიყო. გაოცებული იყო ნანახითა და მოსმენილით. ფიქრობდა ნიკუშაზე, რომელზეც ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავს რაღაცას. მიუხედავად იმისა,რომ ნიკუშაზე თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობდა, არ იკლებდა სასმელს,გოგოებს და კლუბებს. ნიკუშა და კოტე ერთად დადიოდნენ სულ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც ტიპური თავისუფალი ბიჭები. ვატო და დათუნა ცოტა სხვანაირები იყვნენ. იშვიათად თუ შეუერთდებოდნენ ბიჭებს, არ უყვარდათ ზედმეტი გართობები, ყველაფერს ნორმის ფარგლებში აკეთებდნენ. უფრო მომავალზე იყვნენ ორიენტირებულები,ვიდრე-აწმყოზე. მიუხედავად ნიკუშას ასეთი ცხოვრებისა, ნიასთან დაქორწინების მერე ძალიან შეიცვალა და გახდა მართლა სამაგალითო მამა და ქმარი. სულ ნიას სიამოვნებაზე ფიქრობდა, რა გაუხარდებოდა, რა მოიყვანდა ხასიათზე. მაგრამ ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. რა სასაცილოა არა ცხოვრება? რასაც ვერ წარმოიგენ უცებ სურპრიზად გხვდება. დილის 6 საათი იყო დაწყებული ვატომ რომ დაურეკა ელენეს.

-რატომ არ გძინავს?
-არ დამეძინა ვატო.
-ჩამოხვალ?
-არა, შენ ამოდი რა. ცივა გარეთ..-უპასუხა ელენემ და ცოტახანში ვატომ შემოაღო სახლის კარი. სახეწაშლილი და დაღლილი დაჯდა სავარძელში. ელენემ ძლიერი ყავა მოუდუღა და მიუჯდა გვერდზე.
-როგორაა ნიკუშა?
-თურქეთში გადაფრინდა. ნარკოლოგიურში..-უპასუხა ვატომ
-რა? ვინ გაყვა?
-კოტე გაჰყვა,-მოკლედ უპასუხა ვატომ მთავარი შეკითხვის მოლოდინში
-ვატო, მომიყევი ყველაფერი..-არ დააყოვნა ელენემ
-ჩვენ ყველას მეც, დათუნას, კოტეს და ნიკუშას ყველაფერი გასინჯული გვაქვს თითქმის. ხო ხვდები, გათამამებული ბიჭები ვიყავით, არც საჭმელი გვაკლდა, არც სასმელი, არც გოგოები, მანქანები გვყავდა, დავიოდით ყველგან სადაც გვინდოდა. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთბდით. ჯერ ძალიან მსუბუქით დავიწყეთ, მერე შევყევით ცოტა, მაგრამ დროულად გავჩერდით.. ძმაკაცი გვყავს ჯარჯი, ჩვენი დიდი ძმაკაცია და ის რომ არ ყოფილიყო ალბათ მართლაც ჩავიძირებოდით.. თურქეთში ვიყავით სადაც დღეს გადაფრინდენ კოტე და ნიკუშა.თურქეთის მერე მონასტერში და ასე, ჩვენ საბოლოოდ დავემშვიდობეთ მსუბუქ ნარკოტიკებსაც კი და როგორც აღმოჩნდა ნიკუშა ვერა.პრინციპში ნიკუშა ყოველთვის სუსტი ნებისყოფით გამოირჩეოდა და არც მიკვირს, რომ ასე მოხდა. უბრალოდ იმაზე ვგიჟდები წლების გამნავლობაში, სანამ მე აქ არ ვიყავი როგორ ვერ შეამჩნიეს კოტემ და დათუნამ.

-შენ აღარ..?-შიშით ჰკითხა ელენემ
-ბავშვს გეფიცები აღარ, ძალიან დიდიხანია. ბოლოს ანას და დათუნას ქორწილში მსუბუქად ვიყავი ასე ვთქვათ „გაბრუებული“ და მაგიტო გავბედე შენთან მოსვლა..
-ხომ გამოჯანმრთელდება ნიკუშა?
-კი, გამოჯანმრთელდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. პერიოდულად მიფრინავდნენ ხოლმე, ბიჭები სანამ მე აქ არ ვიყავი რეაბილიტაციია საჭირო პერიოდუალად..
-გასაგებია,-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა ელენემ,- ნია და მარიამი ჩემთან იქნებიან. რამეს ეტყვის მშობლებს.
-ნიკუშას მამას მე დაველაპარაკები. იცის ყველაფერი ისედაც..-ხმადაბლა თქვა ვატომ,-ელენე, არ იციან გოგოებმა ასე ყველაფერი, ახლა მოგიყევი შენ და არ უთხრა რა.. თუ გადაწყვეტენ ბიჭები თვითონ ეტყვიან
-არა, რა სისულელეა! რა უნდა ვუთხრა!,-ელენემ პატარა ვატოს ხმა გაიგო, რომელსაც გამოეღვიძა,წამოხტა და ვატოს უთხრა-მოვალ ახლავე.- ელენემ ვატოს ძილი შეუბრუნა, თან ნიას და მარიამს დახედა და გამოსულს სიამვონების ღიმილმა გადაკრა სახეზე. ვატოს ჩასძინებოდა სავარძელში. შუქი ჩააქრო, პლედი მიაფარა და შვილს მიუწვა თვითონ.

დილას რომ ადგა ვატო უკვე წასულიყო, ბავშვებს უკვე ეღვიძათ ნია კი გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს.
-ნი, როგორ ხარ?-კითხა ელენემ და გვერდზე მიუჯდა
-რაო? როგორ იყო?- ანერვიულებულმა ჰკითხა ელენეს
-ნუ, რავიცი.. იყო რა.. თურქეთში გადაფრინეს გუშინ..
-იმედია კარგად იქნება..-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა ნიამ. ცოტახანში ანა მოვარდა გიჟივით, ჩაეხუტა ნიას, ამხნევდებდა თითქოს დიდი ტრაგედია მომხდარიყო.
-შოკში ვარ გეფიცები! პროსტა ჩვენი ნიკუშა? აი, ვაფშე არ ეტყობოდა რა! ისევ ისეთი ცანცარა იყო სულ, თან სულ ხასიათზე იყო!წარმოუდგენელია მართლა ეგეთი პათოლოგი თუ იქნებოდა..-ქოთქოთებდა ანა და თან შოკოლადებს და ხილს ერთდროულად ჭამდა. მთელი დღე ერთად იყვნენ მეგობრები. ანა და ელენე ცდილობდნენ ნიას ნაკლებად ეფიქრა და ენერვიულად და ათას რამეს აკეთებდნენ.ყურადღების გადატანის მიზნით, ხან სუში გააკეთეს, ხან ტორტი გამოაცხვეს ბავშვები ამასობაში ბებიებთან წაიყვანეს. ელენეს ვატომ დაურეკა მე და დათუნა ამოგივლითო. თვალებგაცისკროვნებულმა დაკიდა ტელეფონი და მაშინვე დაიჭირა ანას ეშმაკური მზერა.:
-აუ, თქვიი!!!-გაიწელა ანა და გაიკრიჭა ბოლომდე,- ფუ, ისე რა სუნია?
-რა გინდა რომ ვთქვა?არაფერი ანჩო, ჩვენი ნამაიმუნარის სუნი დგას-გაიცინა ელენემ ანას სახეზე
-გააღე კარი გთხოვ თორე გული ამერევა!შერიგდით ხო? უკვე ერთად ხართ ხო?-მიაყარა კითხვები ანამ
-ან, დილას რომ გავიღვიძე ვატოს აქ ეძინა,-სასხვათაშორისოდ თქვა ნიამ და გაიღიმა
-აუ, რაა? ღადაობ ხო? რაღაცას იტყუები..-გაიცინა ანამ,-ნია შენ პონტში თორე სამივე ერთად დაიძინებდა
-ანა, მორჩი! რა სისულელეებს ბოდავ,-სიცილითვე უპასუხა ელენემ
-კაი რა! ეგრე მირეკავდა მეც დათუნა და ამოდიოდა ხოლმე ჩემთან. ნუ, აი მერე რა რომ მაშინ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, სულ რაღაც 17 წლის ვიყავი და ნუ, ხო კაი გავჩუმდი,-მიხვდა ანა რომ სისულელეებს ლაპარაკობდა. ეცინებოდათ გოგოებს ანას სისულელეებზე, ელენე სიცილით გაემართა კარისკენ, რომ გაეღო დათუნასა და ვატოსთვის. ბიჭები ისეთი სახეებით შემოვიდნენ მაშინვე იქვე მორჩა სიცილი და კისკისი.
-მოკლედ ნია, რომ იცოდე.. თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია, კოტე არის მასთან თუმცა რაღაცა დროის მერე კოტეც ჩამოვა. მდგომარეობა კარგი აქვს და დაიწყო მკურნალობა, შემდეგ რეაბილიტაციის კურსი და ჩამოვა. ვერ გეტყვი რომ ეს ყველაფერი ერთ თვეში ან ორ თვეში მორჩება,-თქვა ვატომ ისე რომ ვერც უყურებდა ნიას თვალებში
-ხო და ნი, კიდევ ერთი და მთავარი. ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას რა.. ცოტა დრო რომ გავა ზუსტად მიხვდები რა უნდა ქნა და რა უნდა გააკეთო. უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ამხელა სიყვარულსა და ურთიერთობას არ ანგრევს არავინ..-უთხრა დათუნამ
-მესმის დათუნ, მაგრამ იცი რამდენი ხანია ვითმენ?იცი, საერთოდ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში?-კითხა ნიამ დათუნას
-ნი, ხომ იცი რომ ოჯახი მარტივი არ არის რა.. ყველაფერს თავისი სირთულეები აქვს თან მით უმეტეს ოჯახს..
-ნი, არ იცი შენ ცოლქმრული სიყვარული-სიყვარულის უძლიერესი სახეობა რომაა? ასე რომ არ თქვა რომ მორჩა. ოჯახი ისაა რომ დააბალანსო და ერთმანეთის სურვილებს გაუწიო ანგარიში. მართალია დათუნა მარტივი არაა, მაგრამ პატიების უნარი უნდა ვიქონიოთ ადამიანებმა, რომ სრულყოფილ და მშვიდ ცხოვრებას მივაღწიოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. გთხოვ, მეგობრულად დაფიქრდი და გადაწყვეტილება მერე მიიღე. დამიჯერე საკმარისი დრო გექნება, რომ იფიქრო..გავალ მე აივანზე მოვწევ,-თქვა ვატომ და გავიდა. დათუნაც გაჰყვა. გოგოები გაჩუმებულები იყვნენ ხმას ვერ იღებდნენ, ან რა უნდა ეთქვათ სამივემ იცოდა, რომ ვატოც და დათუნაც სწორს ამბობდნენ. ელენე კმაყოფილი და გაოცებული იყო ვატოს ნათქვამით. რაღაცნაირად ესიამოვნა, რომ ვატომ ოჯახზე მსგავსი რამ თქვა. ნია კი დაფიქრდა ამ სიტყვებზე რაც ბიჭებმა უთხრეს, ანა კი უბრალოდ იზიარებდა ამ მოსაზრებას. ბიჭები მალე დაბრუნდნენ. რადგან არსად არ იყვნენ წასასვლელები არავინ და კოტეს ზარს ელოდებოდნენ ელენემ გადაწყვიტა რამე კულიარული შედევრი გაეკეთებინა. მთელი ეს პერიოდი ანას წუწუნს ისმენდნენ, რომ იდგა საშინელი სუნი, რომ პროდუქტი დაძველებული იყო, არადა ელენემ დამტკიცა რომ წინა დღის ნაყიდი ჰქონდა ყველაფერი. უგემრიელესი სალათები და ხორციანი კერძი გააკეთა ელენემ და შემოუსხდნენ მაგიდას. ანა წამოხტა შუა ჭამისას მოვალ ახლავეო. მეგობრებმა კი გააგრძელეს სადილობა. დიდხანს რომ არ დაბრუნდა ელენე გავიდა და ნახა ანა გულწასული სააბაზანო ოთახში. სასწრაფოდ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სანამ ანას ექიმები სინჯავდნენ დათუნა ნერვიულობისგან ღერი-ღერს ეწეოდა და წინ და უკან შეუჩერებლივ დადიოდა.

-აუ, დათუნ! თავი მატკინე უკვე დაჯექი რა,-უთხრა ანერვიულებულმა ელენემ
-კაი რა! ვკვდები ნერვიულობით ასე მაინც გამოვხატო!-უპასუხა ჯუჯღუნით დათუნამ
-ბიჭო, თავბრუ დამეხვა უკვე დაეხეთქე რა!-ასევე დაიჯუჯღუნა ვატომ.ამ დროს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და დათუნას უთხრეს:
-გილოცავთ! თქვენ მამა გახდებით...!


********

დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და ვინც კითხულობთ!))
ჩემით ვერ დავაშორებ და ვერ შევარიგებ ვერავის, რადგან რეალური ისტორიაა და ისტორიის ბოლოს გეტყვით ვინ არიან ეს ადამიანები))
ძალიან დიდი მადლობა რომ აფიქსირებთ აზრს და დიდი ბოდიშით თუ იმ ემოციებით ვერ გადმოგცემთ, რაც რეალურად იყო და დღემდე არის!))
ძალიან ცოტა დარჩა:)



№1 სტუმარი niii

Dzalian momwons es istoria :* ecadeee mal male dado axali tavebiii <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

nirvana99
ვინ თქვა ემოციებს ვერ გადმოსცემო? მე ძალიან მომწონს!! ველი მომდევნო თავს და ამ საიტზე მხოლოდ ამ ისტორიის გამო შემოვდივარ, სიმართლე რომ გითხრა. აღარ დააგვიანო და მოცულობა ცოტა გაზარდე რა..
იმედია ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება.
გამახარა ანას ამბავმა



გულახდილად გეტყვი მე შენს კომენტარს ველოდები ხოლმე დიდი გულით და სულით!)

niii
Dzalian momwons es istoria :* ecadeee mal male dado axali tavebiii <3



მიხარია, რომ მოგწოონს) <3 ვეცდები მაქსიმალურად მალე დავდოო

 


№3  offline წევრი მარიამი13

ubralod shokshi var.. bravi mat dzalian bevri sirtule gadaitanes..

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

მარიამი13
ubralod shokshi var.. bravi mat dzalian bevri sirtule gadaitanes..


tsin kidev bevri sirtule kondat:)

 


№5  offline წევრი vighaca

Dzalian Kai me dzan miyvars es istoria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent