შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (4)


27-10-2015, 00:13
ნანახია 3 684

და მერე იყო, ტკივილი.
დიდი ტკივილი.. ფიქრი,გაუბედაობა,სინანული და შიში.
გაქრა ვატო.მართლა გაქრა.. დღეები გადიოდა იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ ქორწილს, მაგრამ ვატო არსად ჩანდა, არც ბიჭები ახსენებდნენ.ელენეც ვერ ბედავდა ეკითხა რამე. ასე გადიოდა დღეები.ორგანიზებაში, სირბილში, ფოტოგრაფი, ვიდეო-გადამღები ჯგუფი.
დადგა ქორწილის დღეც. და გაიღვიძა შიშმა..შიშმა ვატოს ნახვის.
-ან, ნუ ნერვიულობ. იცი რა ლამაზი ხარ? დედამიწაზე საუკეთესო პატარძალი ხარ მართლა!-უთხრა ელენემ
-ვაიმე, ისე ვნერვიულობ.ისე,ისე,ისე! ხო ყველაფერი მოგვარებულია?
-კი, დამშვიდდი რა,-უპასუხა ელენემ და გაუღიმა.
გაისმა მანქანების ხმა,ტაში, ოვაციები და შემოვიდა დათუნა დიდი თაიგულით ხელში. ანას დანახვაზე ენა გადაყლაპა,დაცხა და ადამიანური სახე დაკარგა. ანალოგიური დაემართა ელენესაც, დათუნას გვერდზე მდგომი ვატოს დანახვისას. იღიმოდა ვატო და იზიარებდა მეგობრების ბედნიერებას. არც ერთი გამოხედვა, არც დაჟინებული მზერა აი, ისეთი ზურგს რომ გიწვავს.
ქორწილმა კარგად ჩაიარა. ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს, ხელი კი რესტორანში მოაწერეს. ბავშვობაში ხომ გაქვთ დაქალებს ერთმანეთისთვის პირობა მიცემული მე ვიქნები შენი მეჯვარე, შენ იყავი ჩემიო აი ეგრე მოხდა აქაც. ნიაკო უმშვენებდა ანას გვერდს, და ტვინი მიჰქონდა თაიგული მე მესროლე, მარჯვნივ დავდგებიო. გინდა დაიჯერეთ გინდ არა თაიგული მაგიდასთან მჯდომი ელენეს ფეხებთან დავარდა. რას იზამდა ნია ბედს დანებდა, მაგრამ ის მაინც თხოვა ელენეს ერთი ცალი მაინც ამოაცალე და მომეციო))
-ნიას უნდოდა თაიგული,-გაიგონა ღიმილნარევი ხმა. აეწვა ცხვირი ნაცნობი სურნელისგან.
-ხო, ვიცი. სულელია ეს გოგო ცრურწმენების რომ სჯერა,- ღიმილითვე უპასუხა ელენემ
-ცრურწმენაა? იცი, ჩემმა მეგობარმა დაიჭირა და იმავე წელს გათხოვდა,-ასევე ღიმილითვე უპასუხა ვატომ
-მართლა? არა, მე მგონია რომ მაინც ცრურწმენაა,-უპასუხა ელენემ.შინაგადანად აფორიაქდა და თვალი აარიდა. იგრძნო მოზღვავებული ემოციები, რომლებიც თითქოს გალიაში იყვნენ დაბმულები და გამოიქცნენ უმისამართოდ. ახლა კი მართლა ეწვოდა ყველაფერი. უყურებდა ვატო და თვალს არ აშორებდა, რაც უფრო მეტად აგიჟებდა ელენეს.
-ლენაჩკა, წამოდი მეძინება უკვე. ხო ხედავ სიძე-პატარძალიც გაიპარა უკვე. წამო დაგაგდო სახლში ისეთ ვიდზე ხარ ვინმემ არ მომტაცოს ეს ჩაბარებული შენი და ნიას თავები,-სიცილით უთხრა ნიკუშამ და ნიას ხელი გადახვია.
-ხო, მეც დავიღალე. ნიაკო დარჩი ჩემთან დღეს რა,-უთხრა ელენემ
-აუ, მეზარება რა,-ჯუჯღუნით უპასუხა ნიამ.
-კაი, ჰო.-წამოდგა ელენე,- კარგად ვატო
-კარგად ელენიკო,-უპასუხა ვატომ.გაშეშდა.ეს ელენიკო იმდენად თბილად ჟღერდა, იმდენად საოცრად კინაღამ გონება დაკარგა,-ნიკუშ, იცი რაც..-თვალი ჩაუკრა ნიკუშას ვატომ და ადგა.

*****
დილით ძალიან სტკიოდა კუნთები. წინა დღის ცეკვისგან დაშლილი იყო ფაქტობრივად. თვალები ძლივს გაახილა, ისე ეზარებოდა გაღვიძება. ტელეფონს დახედა, უკვე შუადღის 3 საათი იყო და ჰოი, საოცრებავ! ვატოს გამოტოვებული ზარები!მიჰყვა ტელეფონის შეტყობინებებს და თვალები გაუფართოვდა, გაგიჟდა, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს ვატოს მოუწერია სასწრაფოდ დამირეკეო.
-ვატო, მეძინა. რას შვები? რა ხდება?
-არაფერს, გირეკავდი დილიდან. შენც რო არ იღებდი ტელეფონს გავგიჟდი კინაღამ,-დამშვიდებული ხმით უპასუხა ვატომ
-მე-ც? კიდე ვინ არ გიპასუხა?
-ნიკუშამ, ნიამ. კოტე ეხლა ვნახე ისიც ურეკავდა ნიკუშას. შენ ნახე ხო ბოლოს?
-კი, დამტოვეს სახლში მაგან და ნიამ და წავიდნენ,-უპასუხა ელენემ
-ჰაჰ,-ჩაეცინა ვატოს,-15 წუთში რომ გამოგიარო ჩამოხვალ?
-კი, ჩამოვალ,-უპასუხა ელენემ და გაუთიშა. წამოხტა,გიჟივით დაიწყო ჩაცმა. რაც კი სწრაფად შეეძლო ჯინსი, თეთრი მაისური და ბალეტკები ჩაიცვა. წუთში ვატო და კოტე ქვემოთ იდგნენ და ელოდებოდნენ. იმ ლაპარაკმა, რაც ილაპარაკეს ელენე შოკში ჩააგდო, ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა ეთქვა.
-კაი გაგიჟდით? ნიას არაფერი არ უთქვამს
-ნიას არა, მაგრამ ნიკუშას ქონდა ნათქვამი ჩვენთვის. ბაკურიანში რომ გავიცანით გოგოები მაშინვე შევატყვე მე რომ მაგრად მოეწონა. მერე მე და ვატომ გამოვიჭირეთ და იმენა დავკითხეთ,-იცინოდა კოტე,-გახსოვს ვახტანგ რა ღადაობა იყო?
-კაი, ბიჭო რა გაღადავებს შოკშია ელენე ვერ ხედავ წესიერად აუხსენი თუ უხსნი,-სიცილით უპასუხა ვატომ
-ხო და ასე რა ელო. შენი დაქალი ჰყვარობს ჩემს ძმაკაცს და ჩემი ძმაკაცი შენსას და გუშინ უეჭველი გაეხსნათ ორივეს,იფიქრეს და გადახარშეს, რომ ნიას მოუხდებოდა თეთრი კაბა, მოუნდა ბიჭს ალბათ ქართულის ცეკვა, მერე მარჯანჯაზე გუგუნი და დაგტოვეს სახლში და მოხიეს რა,-ღიმილით დააბოლოვა კოტემ
-შოკში ვარ პროსტა! ანამ იცის?,-იკითხა ელენემ და ტელეფონი მოიმარჯვა
-კაი, არ დაურეკო ეხლა ცუდ დროს არ ურეკავდე,- წარბები აათამაშა კოტემ
-ო, კოტე რააა. რანაირი ბიჭი ხარ რა დროს ეგაა! აი, საერთოდ ვერაფერს ვატყობდი გეფიცებით. დაჟე აი არც ულაპარაკია ნიკუშაზე სხვანაირად
-შენ სხვა რაღცებსაც ვერ ხვდებოდი ერთ დროს და ეხლაც არაა გასაკვირი ეს რომ ვერ მიხვდი,- გააწყვეტინა ვატომ
-ვატო, შეგიძლია არ დაიწყო?,- კითხა ელენემ და როცა თავი დაუქნია ვატომ გააგრძელა,- მართლა, თქვენ რომ გახსენებდათ ეგრე ახსენებდა ნიკუშასაც. მოიცააა! ხომ არ მოიტაცა? ნიკუშას არც ჭკუა დაუშლის არც გონება ხომ იცით!
-ელენე, სერიალების ყურება ხომ არ დაიწყე?,- იცინოდა კოტე
-აუ, ანას უნდა დავურეკო რა,-ვეღარ მოითმინა ელენემ და ანას დაურეკა. ანაც გაოცებული იყო, სასწრაფოდ ყველა თავისთან დაიბარა. დათუნა იცინოდა გეცადათ ცოტახანს ცოლთან განმარტოვება რა უჯიშო ხალხი ხართო. პასუხად ელენეს და ანას აწეული წარბი მიიღო და გაჩუმდა. ისხდნენ მთელი დღე და ვერავინ ბედავდა ნიკუშას და ნიაკოს მშობლებთან დარეკვას. ფიქრობდნენ არ შეეშინებინათ, მაგრამ ბიჭები ირწმუნებოდნენ, რომ უეჭველი გაიპარნენო. ასე ფიქრში და ნერვიულობაში გავიდა მთელი დღე. მოგვიანებით დათუნას ტელეფონმა დარეკა. დათუნა ადგა და აივანზე გავიდა სალაპარაკოდ, ოთახში კი აციმციმებული თვალებით დაბრუნდა,
-ნიკუშა იყო.
-ვაიმე, მერე? სად არის?ნიაც ნიკუშასთან ერთადაა? მოიტაცა ხო მაგ არანორმალურმა? არა გიჟია-თქო ხო ვამბობდით პროსტა!,- მიაყარეს შეკითხვები დათუნას ელენემ და ანამ
-აუ,აუ! რა ჩაირთეთ ტო. ამოვა და ნახავთ რა,- სიცილით თქვა დათუნამ. სულ რაღაცა ოც წუთში სახლში ნიაკო და ნიკუშა შემოვიდნენ. ნია ვერ უსწორებდა გოგონებს თვალს, ნიკუშა კიდე უბედნიერესი და გაცისკროვნებული სახით იყო.
-ნია გაცნობის წამიდანვე მომეწონა და მეტიც,შემიყვარდა. მერე ძალიან ბევრი „ვეჩალიჩე“ იმენა არ ვეშვებოდი. ამას კიდე თქვენი რცხვენოდა,-უთხრა ელენეს და ანას ნიკუშამ,- ერიდებოდა არჩევანი არ დაგეწუნებინათ. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით ჩუმად საერთოდ არ ვხვდებოდით ერთმანეთსთქო, მაგრამ ისევ იმავე მიზეზიდან გამომდინარე იშვიათად თუ ვიყავით ერთად. ბოლოს ანას და დათის ქორწილისთვის, რომ ვემზადებოდით ვუყურებდი როგორი სიყვარულით და სიხარულით არჩევდა ნია აქსესუარებს და ათვალიერებდა საპატარძლო კაბებს.ხოდა, მეც მივაჭერი პირდაპირ და ვუთხარი გამომყევი ცოლად-თქო.მერე ასე შემდეგ ძალიან გრძლად, რომ არ გამომივიდეს დათუნამ მომცა საგურამოს გასაღები და გუშინ ელო შენ რო დაგტოვე წავედით და წავედით. მორჩა კინო,-დაასრულა ღიმილით ნიკუშამ.
-რაა? დათი იცოდი შეენ? როგორ დამიმალე პროსტა! რატომ არ მითხარი რა!-განაწყენდა ანა
-ნია,არ შეგეძლო გეთქვა ან ჩემთვის ან ანასთვის? როდესმე რამე დაგვიშლია შენთვის? მით უმეტეს ნიკუშაზე ხმას როგორ ამოვიღებდით! შენი არჩევანი არის და რა უფლება გვექნებოდა ჩავრეულიყავით! მთელი ცხოვრება ისე მოვიდოდით ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიმალავს, -უთხრა ელენემ ნაწყენი ხმით,-მაწყენინე ნია,თან ძალიან..
-იცით, იცით.. ახლა იმიტომ გეუბნებით და ასე იმიტო მოვიქეცით გუშინვე რომ,-დაიწყო ნიამ მაგრამ ნიკუშამ არ დაასრულებინა.
-მალე პატარა გელაშვილი გვეყოლება სამეგობროში!
-როგორ? ვაიმე, მართლა? გავგიჟდი! რა მაგარიაა!,-დაიწყეს ყვირილი გოგონებმა,- გეთქვა მერე! აუ, რა მაგარია!
-ე, გილოცავ ტო! მაგარია!-მიულოცეს ბიჭებმაც. ბიჭები მაღაზიაში გაცვივდნენ, ამოიტანეს პროდუქტები. ანა და ელენემ უცებ-უცებ მოამზადეს კერძები, გამოიტანეს შამპანურები და აღნიშნეს მეორე კარგი ამბავი.


****

გადიოდა დრო. ელენემ მუშაობა დაიწყო მამამისის ფირმაში, მაგრამ დროს კარგად უნაწილებდა მეგობრებს.ანაც ბავშვს ელოდებოდა და ნიაც. ელენე ხან ერთის მუცელს ეფერებოდა, ხან მეორისას;ხან ჩაუჯდებოდა შუაში და ორივეს მუცელზე ედო ხელი. ვატოსა და ელენესკენ არაფერი ხდებოდა. არც იგნორი, არც ყურადღება; სადღაც შუაში. „მეგობრობდნენ“. ვატოსთან ერთად ელენე არ იყო ელენე. რადიკალურად იცვლებოდა:იცინოდა, კისკისებდა, მღეროდა, სულ კარგ ხასიათზე იყო,თვითონ იჩენდა ყურადღებასა და სითბოს, ერთადაც დადიოდნენ, ერთობოდნენ, დღესასწაულებს ულოცავდნენ ერთმანეთს. ტიპური მეგობრობა, სხვების თვალში. ყველა ხვდებოდა, რის ფასად უჯდებოდა ორივეს ამის გაკეთება და თავის შეკავება. ელენეს-ცრემლებად, ვატოს- სასმლით გაჭყეპვად.
ერთ ღამეს ნიამ იმშობიარა, რამდენიმე თვის მერე ანამ. ხან ანას ლიზა ეჭირათ, ხან ნიას მარიამი.
ნიასთან და ნიკუშასთან იყვნენ ასულები, ელენე და ნია ოთახში ისხდნენ უცვლიდნენ მარიამს, ბიჭები კი-ფეხბურთს უყურებდნენ.
-ვატო, რას აპირებ?- ჰკითხა ნიკუშამ ვატოს
-რაზე ნიკუშ?
-რა რაზე, გიყვარს და დაელაპარაკე კიდევ ერთხელ.ოღონდ დაელაპარაკე ღრიალების და ისტერიკების გარეშე. ნუ მე მგონია რო მაგასაც უყვარხარ,- უთხრა კოტემ
-რა იყო წინასწარ შეთანხმდით?- სიცილით იკითხა ვატომ
-რა შუაშია ბიჭო შეთანხმება. მე მაწუხებს ეგ ფაქტი, შენ რომ ასე ხარ და ისიც ასე რომაა,-უპასუხა კოტემ
-ნუ ფაქტია მაგასაც უყვარხარ. იმენა ნიას ტვინს ვუბურღავ რამე მითხრას, მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე ტო. ქმარი ვარ ხო შეიძლება რამე მითხრას რო დავჩალიჩდეთ, იმენა გოგომ ნუ ერევი პაკაო,- გაიხუმრა ნიკუშამ
-ბიჭო, მეც ვფიქრობ რო შეცვლილია და ვფიქრობ დაველაპარაკო, მაგრამ მაგისი რთული ხასიათი რომ მახსენდება, აი ძაან არ მაქვს სურვილი რამე არასწორი რაღაც მოხდეს რა,-თქვა ვატომ
-კაი ტო ვერ ხედავ? იმენა გოგო ვაფშე სხვანაირია რა შენს გვერდზე. დაფრინავს სადღაც,უციმციმებს თვალები და სულ იღიმის. სანამ შენ გამოჩნდებოდი, ჩამქრალი იყო,- უთხრა ნიკუშამ თუმცა არ დაცალდა ბოლომდე თქმა ელენე და ნია რომ შემოვიდნენ.
-აუ, ნიკუშ წამოდი რა წავიდეთ ხვალ საგურამოში ანასთან და დათუნასთან ყველა ერთად გავიხსენოთ ძველი დრო,-წუწუნით უთხრა ნიამ და ჩამოუჯდა ქმარს გვერდზე.
-უკაცრავად, და.. ბავშვი?- მკაცრად იკითხა ნიკუშამ
-აუ, ბებიებს რა!ლიზაც და მარიამიც ბებიებთან დავტოვოთ. უარს არ გვეტყვიან დამიჯერე,-მუდარის თვალებით შეხედა ნიამ ქმარს
-ოხ, ალავიძე მაგ სახით რო არ იცოდე გამოხედვა რა გეშველებოდა,-უპასუხა ნიკუშამ და მოწყვეტით აკოცა ცხვირზე ცოლს,-ჰა, თქვენ გცალიათ ხვალ?
-კი, მცალია,-უპასუხა ვატომ
-კი, მეც მცალია მარა მარტო რო არ წამოვიდე ხო მოსულა?-იკითხა კოტემ
-კი ტო ვინმე წესიერი წამოიყვანე ოღონდ შენ და მოსულა აბა რა,-გაიცინა ნიკუშამ,-შენ ლენაჩკა?
-კი, სამსახურის მერე წამოვალ პირდაპირ. ხვალ რაღაცა თათბირია ჩანიშნული და როგორც კი მორჩება ჩამოვალ,-უპასუხა ელენემ
-ხოდა ვსო! აუ, რა კარგია! ელ, წამო ანას დავურეკოთ და ვუთხრათ თან ყავაც დავლიოთ თორე გადავითიშე,-უთხრა ნიამ და წამოხტა. გავიდნენ გოგონები სამზარეულოში და დაიწყეს ფუსფუსი. ვატო იჯდა ჩაფიქრებული, უყურებდა ტელევიზორს და თან ფიქრობდა, რომ ხვალინდელი საღამო იდეალური შანსი იქნებოდა გარკვევის.
-ვატო, ხვალინდელი საღამო უნდა გამოიყენო,-უთხრა კოტემ
-ხო, მეც მაგაზე ვფიქრობდი,-დაეთანხმა ვატო - აუცილებლად, აუცილებლად დაველაპარაკები..



№1 სტუმარი An

Coolll❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent