შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ანგელოზი ხარ! (თავი 2)


2-11-2015, 22:08
ავტორი daiana
ნანახია 2 444

მართალია იქ სულერთიას სახე მეჭირა მაგრამ,სახლში,მარიამთან ერთად ოთახში მოვთქვამდი.მთელი ღამე ნერვიულობისგან თვალი ვერ მოხუჭე დილითაც დარეტიანებულმა გავაღე ოთახის კარი და მაშინვე სიცივე ვიგრძენი წვივებზე.ოო ეს შემეოდგომა და მისი სიცივეები.ისე როგორი ცუდი სიცივეები იცის...საათს გავხედე უკვე მომზადების დრო იყო.ოთახში დავბრუნდი მარიამი გავაღვიძე და 20 წუთში სკოლისკენ გავემართეთ „ სიხარულით“.შვიდი გაკვეთილი სასაკლაო მეგონა,ისე იწელებოდა ყველა გაკვეთილი გაქცევას ვგეგმავდი უკვე.
-აუუ როდის გამოვა - დაღლილმა ამოვიწუწუნე და მერხზე „ გავწექი“.
-გამოვა 5 წუთში მარა ხოიცი ეგ 5 წუთი როგორ იწელებაა - ანა ჩემი გვერდით მჯდომიც უკმაყოფილო იყო.მარიამს გავხედე ისიც ჩემს მსგავსად მოთავსებულიყო მერხზე.გავუღიმე და ზარიც დაირეკა.
-წავედით დროზე თორე სული მეხუთება უკვე აქ - მარიამმა ხელი ჩამკიდა და გასავლელისკენ წამიყვა.გარეთ გასული შოკს თუ არ მივიღებდი არ მეგონა.არ ველოდი ნამდვილად.“ჩვენი ბიჭები“ სკოლის ეზოს შესასვლელში უკმაყოფილო საახეებით იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ.
-მარიამ - გავაჩერე დაქალი და ხელზე დავქაჩე - რაუნდათ ამათ აქ?
-არ ... არვიცი - დაბნეულმა მიპასუხა და ტელეფონს დახედა.
-მივიდეთ? - ვკითხე და ჩანთა მოხერხებულად მოვიკიდე ზურგზე.
-დიანა გუშინ მისვლამ რაც გვიქნა ხო იცი ?
-კარგი რა ეს ახლა სხვაა - არც ამჯერად დაველოდე მარიამს და ბიჭებთან მივედი.მარიამიც.
-გამარჯობათ - მივესალმე და ბიჭებს დავაკვირდი.არაფერი ეტყობოდათ საგანგაშო.
-ვაა ეს არი გიო შენი გადამრჩენელი - მარიამის ბიჭმა უთხრა თურმე ჩემ გიოს და მარიამს მალულად გახედა.ოოო ბოჟეეე.
-დაწყნარდი გიორგი -ახლა მან ამოიღო ხმა ძლივს და ადგილზე დავდნი მე რომ გამომხედა - მადლობის სათქმელად და ამის დასაბრუნებლად მოვედით - ჩემი შარვლის ბალთა გამომიწოდა,რაღაცნაირად არ მინდოდა რომ გამომერთვა.ვიცოდი წავიდოდა და გაქრებოდა და რაღაც ჩემი რომ ქონოდა მინდოდა.
-აჰჰ - კუთვნილი ნივთი გამოვართვი და მარიამს და გიორგის მივუბრუნდი.ოღონდ მარიამის გიორგის - წავედით - მარიამს ხელი ჩავჭიდე და წავედით.ტირილამდე ცოტა მაკლდა.როგორი იმედი მქონდა რომ ... ოოჰ ეს იმედები.
ოქტომბერი ილეოდა და მალე ნოემბრის სუსხიანი დღეები შემოაბიჯებდა.ყვითელ წითელი ფერები ირეოდა გარემოში და ზღაპრულ სანახაობას ასე თუ ისე ქმნიდა.მასწავლებლიდან საღამოს 9 საათზე გამოვედი და ქუჩაში უკვე ბნელოდა.შავი ჯინსი,ორი ზომით დიდი სვიტერი და როგორც ყოველთვის კონვერსის კედები მეცვა.ერთი წიგნი ხელში მეჭირა დანარჩენები,რუგზაკში მქონდა ჩალაგებული.გზა უნდა გადამეჭრა,სიბნელეში ორი სილუეტი გამოჩნდა.ყურადღება არ მიმიქცევია მანამ სანამ „გოგონა“ არ დაიყვირეს.აშკარა იყო მე მეძახდნენ,არ მივბრუნდი.ვიცოდი რომ მივბრუნებულიყავი გულის გახეთქვა შიშისგან არ ამცდებოდა.გზა გავაგრძელე,უკნიდან ფეხის ხმა უკვე საგრძნობლად შესამჩნევად მესმოდა და ჩემი ნერვებიც საგრძნობლად იშლებოდა.ჩიხში გავუხვიე და კიდევ ორი სილუეტი დავინახე აღარ მიფიქრია მათ პიროვნებებზე,გიჟივით მივარდი მათთან და ბედნიერებისგან ფეხები მომეკვეთა როცა ნაცნობი სახეები დავლანდე.უკან მივიხედე ის ორიც ახლოს იყო.
-მოიცა შენ ის არ ხარ ? - ანერვიულებულს მითხრა „ჩემმა“ გიორგიმ და უკან გაიხედა - ხდება რამე? - დაინტერესებული მზერა შემავლო ანერვიულებულს და ისევ უკან გაიხედა.
-ააზრზე არ ვარ რაუნდათ ჩემგან - სირბილისგან და ნერვიულობისგან ხმა ჩამხლეჩოდა და საშინელებად გამხდარიყო.
-მოდი აქ - მკლავზე ჩამავლო ხელი და მკლავი ლამის დამეწვა..ოო ასეთ სიტვაციაშიც კი ვერ ვუგებდი გულს..მის უკან ამომიყენა და ჩემი მარჯვენა მის თითებში მოიქცია.
-ხდება რამე ბიჭებო? - როცა ჩვენს წინ აღმოჩნდნენ „მდევრები“ „მარიამის“ გიორგიმ იკითხა და ოდნავ წინ გაიწია.
-გამოუშვით ეგ გოგო ჩვენია - ისეთი ხმა ჰქონდა გული თუ არ ამერეოდა არ მეგონა.
-თქვენია? ბიჭებო რაღაც გეშლებათ! შეყვარებულიან გოგოს რატო ეხებით? აბა მიდი შენი და მომიყვანე და მე მოგცემ ამ გოგოს! მიდი ...- გაგრძელებას აპირებდა გიორგი კიდევ რომ არა „ჩემი“ გიორგის ხელის კვრა.
-მოდი შევთანხმდეთ - „ჩემი“ გიორგი წაიწია წინ - ეს გოგო არის ჩემი შეყვარებული,შენ გინდა არ გინდა ვერ მიეკარები ხო იცი ვინც ვარ? თითი დაეკარება და იცოდე ვსო ... ახლა წადით და თქვენ დებს მიხედეთ! რაიცი რამდენი თქვენნაირი არი ქალაქში! ... - ბიჭები წავიდნენ მე კიდე დადებილებული ვიყურებოდი - წამოდი წაგიყვანთ! - ჩიხიდან გავედით და მანქანაში ძალით ჩამტენეს.უარზე ვიყავი და ...მთელი გზა ხმა არ ამომიღია მხოლოდ ერთხელ ისიც მისამართი მკითხეს...ბინასთან ვიყავით მისულები მარიამის ზარმა რომ გაანათა ტელეფონი.
-აიი ახლა დამერხა - ჰო მარიამ - მანქანა გააჩერეს და ორივემ უკან გამომხედა,მარიამის გიორგიმ ჩემს გიოს გახედა და ოდნავ გაუღიმა.ნახეე ამასს - ჰო,კი,კაი გოგო რასყვირი და რას იშლი ნერვებს,აუუ ჰოო,ჰო ვიცი რო დამაგვიანდა,აუუმარიამმ,ჰო მოვალ ორ წუთში,ოოო ვთიშავ! - გაბრაზებულმა გავთიშე ტელეფონი და კარის გასაღებად გავწიე ხელი - რავი თუ გამიღებთ მანქანას წავალ და დაგასვენებთ!
-გოგო ნუმიშლი ნერვებს და დაეტიე ორი წუთი - ხელით ისევ უკან მომაჩოჩა გიომ „ჩემმა“ გიომ და თვალებში მიყურებდა.ოოოხხ ცუდად გავხდი,სუნთქვა შემეკრა.
-შენი დაქალი უნდა გაააცნო - გიორგიზე მანიშნა და გაეღიმა.
-ჰო სადმე გავაცნობ თუ შემხვდება და გამიშვით ახლა თორე ეგ დაქალი იქნება რომ მომკლავს მე! - მანქანიდან ბინის ფანჯარას ავხედე,მერე თავი მოვაბრუნე და ოდნავ სისხლიან ტუჩს დავაკვირდი.ოოხ რა ხულიგანი შემიყვარდა.ულალააა ვაღიარე - შენ ყველგან შარს იკიდებ ? რასგიგავს ტუჩი - ტუჩზე ვანიშნე და ჩანთიდან სველი სალფეთქი ამოვიღე,მისკენ მივიწიე და სისხლიან ტუჩზე ფრთხილად გადავუსვი.როგორი გაოცებული სახე ქონდა,გაცინება მომინდა.



ძაააან მომწონს მარა ორივეს გიო როქვია :დდდდ ააუძააან საინტერესოა

 


№2 სტუმარი ni ni

Rodis dadebt shemdegs ??

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

sayvarlebii :D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4 სტუმარი Au male dade ra

Rodis dadebentqo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent