შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 3)


3-11-2015, 00:06
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 727

*
დილით დანაპირები შეასრულა და ლიზიკო ბაღში მიიყვანა სალომემ, ინგას წამლები დაალევინა და სამუშაოზე წამოვიდა. ნუგზარი არ იყო ამიტომ ბავშვის ბაღიდან გამოყვანის დროს დროლად მიუსწრო და გეზი საყვარელი ბებიის სახლისაკენ აიღეს.
-ნეტა რას შვება ჩემი გოგო, ეხ შვილო ჩემს გამო თავს როგორ იტანჯავს.
-ინგა დეიდა დაწყნარდით რა და ნუ ნერვიულობთ, როგორც ვიცი საიმედო ხელებშია და.. სავარაუდოდ ზეგ დილით აქ იქნება და გულში ჩაიკრავთ თქვენს გოგოს, მანამდე მე ჩამეხუტეთ. საყვარლად დაბრიცა ტუჩები სალომემ და მწოლიარე ქალისაკენ დაიხარა, მანაც სიხარულით მოჰხვია "შვილობილს" ხელები და გადაიკისკისეს, საღამო საუბარში გაატარეს, 10 ხდება სალომეს მობილური რომ აზუზუნდა
-როგორ ხარ სალ? მისი ხმის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა რაც ინგას არ გამორჩენია.
-კარგად შენ?
-არამიშავს, გამოხვალ? გავისეირნოთ? . "გავისეირნოთ"? რა გემართება ლევანი " თვითონაც უკვირდა თავისი თავის მმაგრამ ხომ, მას უბრალოდ გასეირნება უნდოდა სალისთან ერთად, არაფერი ზედმეტი.
-ამ არ ვიცი.. ინგას გადახედა მუდარის თვალებით სალომემ
-წადი შვილო, დაიჩურჩულა ინგამ და გოგონაც სიხარულით დასთანხმდა ლევანის
ბინიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმა ბებია და შვილიშვილი
-დეიდა დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? თუ რამე და სულ ოდნავ მაინც ცუდათ იგრძენი თავი მაშინვე დამირეკე, მობილური სულ თან გქონდეს. ჩქარა აკოცა ლოყაზე და კიბეები ჩაირბინა.
სადარბაზოსთან მანქანაზე აყუდებულ მამაკაცი ელოდა, შავი ტყავის ქურთუკიდან ლურჯი ჯინსის პერანგი მოუჩანდა, შავი შარვალი და ამავე ფერის ფეხასაცმელი ეცვა, თმები ოდნავ აეპრიხა რაც უფრო სიმპათიურს ხდიდა. სალომემ ბოლო კიბე წყანარად ჩამოიარა, ერთი ამოისუნთქა და თვალებგაბრწყინებულმა გამოაბიჯა სადარბაზოდან, ლევანისთან მისული ოდნავ წამოიწია ფეხის წვერებზე და ნაზად აკოცა ლოყაზე მამაკაცს, შემდეგ მანქანაში ჩაჯდნენ და მოსწყდნენ იქაურობას.

*
წყლის ჭავლმა მთლიანად მოთენთა, კარგა ხანს იდინეს გავარვარებულმა წყლის წვეთებმა მის სლიპინა კანზე, გაურკვეველი შეგრძნება ჰქონდა, ისეთი აღარ როგორც მანამდე სანამ დემეტრეს ნახავდა, მანამდე ზიზღით აღსავსე წუთებს ითვლიდა ახლა კი, გასაკვირია მაგრამ, აღარ!
4 წელი, 4 სრული წელი არავინ შეჰხებია მის სიფრიფანა სხეულს, არავინ ყოფილა მასთან ისე ახლოს როგორც დემეტრე, არავის უკოცნია მისი შიშისგან ათრთოლებული ტუჩები.. არა იმიტომ რომ არავის მოსწონდა, არა, როგორ შეიძლებოდა სესილი ვინმეს არ მოსწონებოდა, სწორი გამოყვანილი ცხვირი შავი თვალ-წარბი და ამავე ფერის გრძელი სწორი თმები,ლამაზი და მოხდენილი ტანი.
აგიჟებდა მამაკაცებს მისი უსიცოცხლო გამოხედვით, სევდა ჩამდგარი თვალებით მაგრამ მაინც ხომ აგიჟებდა.
არა, დემეტრე არ გაგიჟებულა, ბევრი ლამაზი ქალი ჰყავდა ნანახი და გამოვლილი, მაგრამ ოთახში საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაშოტილს უცნაური გრძნობა ეუფლებოდა, ცდილობდა სესილისთან უხეში ყოფილიყო მაგრამ არ უნდოდა, გამოსდიოდა როგორ არა, უხეშობა ქალებთან ყველაზე კარგად ეხერხებოდა, ბოლო ორი წელი ქალს მხოლოდ გასართობ საშუალებად უყურებდა, რომელიც წამიერ სიამოვნებებს აკმაყოფილებდა და მერე სამუდამოდ უჩინარდებოდა მისი ცხოვრებიდან..
მაგრამ სესილი ასეთი არ იყო, კარის გაღებისთანავე შეამჩნია მამაკაცმა ეს, შეამჩნია მისი ქალური სისუსტე, სიმორცხვე,არ გავდა იმ ქალებს რომლებსაც თენგიზი თავისი კლუბიდან უგზავნიდა.ეს არ იყო ვულგარული სითამამით გამორჩეული, არ იცმევდა ბო*ივით როგორც ისინი, იყო ნაზი და ამავედროს მებრძოლი, უბრალო იყო მაგრამ ამასთან გამორჩეული..აი რა დაინახა მასში საწოლზე გაშოტილმა მამაკაცმა, მაგრამ ყველა ფიქრი ერთიანად ერთმა გადასწონა "ის ფულის სანაცვლოდ მჩუქნის საკუთარ თავს " უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და დაღლილი შიმშილმა რომ შეაწუხა თავად გადაწყვიტა საჭმლის მომზადება,სააბაზანოს კართან წამით შეჩერდა, წყლის ხმას მიუყურადა და მერე სამზარეულოსაკენ დაეშვა.
სააბაზანოდან გამოსულმა პირსახოცი კარგად შემოიკრა და თვალების ცეცებით გაუყვა დერეფანს, ოთახში ფრთხილად შევიდა, იფიქრა არ დამხვდესო და როდესაც არავინ დახვდა შვებით ამოისუნთქა საკეტი გადაკეტა და სხეული თეთრი ნაჭრისაგან გაინთავისუფლა, სწრაფად ჩაიცვა ბიუსტჰალტერი და მისი მოხდენილი ტრუსი, ზევიდან კი სალომეს გამონაგზავნი არცთუ ისე "გრძელი" თეთრი სარაფანა და ნაცრისფერი ჟაკეტი მოიცვა და ისიც კიბეებს დაბლა დაუყვა. ლეგენდა იმისა რომ სიმპათიური მამაკავი უგერმიელეს საჭმლებს აკეთებსო არ გამართლდა. დემეტრეს არაჟანი ხაჭოში აერია და შაქრით მიირთმევდა დამშეული, უცებ კიბეებზე ჩამომავალ გოგოს ალმაცერად გახედა , თითქოს მზერით მოიგერია ყველა ემოცია და გრძნობა როდესაც გოგონას მოხდენიილ ფეხებს და ცხელი წყლისგან აწითლებულ ლოყებს გადააწყდა..სესილიმ უცებ დააიგნორა მწველი მზერა და უჩუმრად მიუახლოვდა
-თუ გშიათ შემიძლია საჭმელი გავაკეთო. დასჯილი ბავშვივით თავ ჩაქინდრულმა უთხრა და სამზარეულოში შევიდა. დემეტრეს არაფერი უთქვამს, ან რას ეტყოდა, მგელივით მშიერს არაჟანი და ხაჭო რას დააპურებდა.
სესილიმ საჭირო ინგრედიენტები და ხელსაწყოები იპოვა და ბოსტნეულის წვნიანის გაკეთება დაიწყო, ნახევარ საათში სამზარეულოდან უგერმიელესი სუნი მოდიოდა, სუნმა დემეტრეს ცხვირამდეც მიაღწია რომელიც მისაღებში გრძელ დივაზე გაშოტილიყო და რაღაც პროგრამას უყურებდა მაგრამ სხვა განზომილებაში დაფრინავდა.
სესილიმაც რომ შეიგრძნო წვნიანის სუნი მაშინღა მიხვდა რომ დილიდან უჭმელს მოშიებოდა, მაგიდა გააწყო და უნდოდა დაეძახებინა დემეტრესთვის მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა, არ უნდოდა მამაკაცთან ერთად ერთ მაგიდაზე მჯდარ იყო, არ შეეძლო ,მის ძალებს აღემატებოდა, ამდროს დემეტრეც გამოჩნდა თითქოს დაბარებულზე, უხმოდ გამოსწია სკამი და ღრმა თეფშში ჩომოსხმული წვნიანი შეხვრიპა. სესილიმ ორი ნაბიჯი გადადგა როდესაც მამაკაცის ხელმა შეაჩერა. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა დემეტრეს შეხებაზე და დაბნეული თვალებით შეხედა
-დაჯექი ჭამე. უემოციო ხმა ჰქონდა დემეტრეს
-არაა არ მინ..
-არ გამამეორებინო. სიტყვა შეაწყვეტინა და სესილიც უჩუმრად მიუჯდა მაგიდას, წვნიანი ჩამოისხა თეფშში და უჩუმრად განაგრძეს ჭამა.
ეს დღე ასე არ წარმოედგინა, რათქმაუნდა მანამდე მეხსიერებაში ხაზავდა დემეტრესთან მომავალ ურთიერთობას, ეგონა სახლში შესვლისთანავე შემოახევდა ტანსაცმელებს და ველურივით ეძგერებოდა მაგრამ არ მოხდა ასე, საღამომდე არ გაჰკარებია, დილით დაგემოვნებული ტუჩები ეყო ალბათ, მაგრამ არა,უბრალოდ დემეტრეც ხვდებოდა რომ ეს სხვა იყო და ამასთან ველურული მოქცევა კარგი არ იქნებოდა.
უკვე კარგად დაბნელებულიყო, დემტერემ ორი ბოკალი გამოიღო, შიგ წითელი ღვინო ჩაასხა და გოგონას გაუწოდა. ხომ იცოდა რომ მაინც მოხდებოდა მოსახდენი, მაინც აჩუქებდა საკუთარ თავს ამაღამ დემეტრეს მაგრამ, ვერ ეგუებოდა... მამაკაცი მუსიკის ჩასაღთავად წამოდგა, ამდროს გოგონამ დრო იხელთა და ჯიბიდან თეთღი ფხვნილი ამოაძვრინა, თავის ღვინოში გაურია და ბიჭის მოსვლამდე ბოკალი ბოლომდე ჩაცალა,ჯერ არაფერსგრძნობა, ერთი წუთით ისიც იფიქრა იქნებ დოზა ცოტა იყოო.
დემეტრემ წყნარი მუსიკა ჩართო და სესილისკენ წამოვიდა, როგორც ყოველთვის ახლაც წარბშეკრული უყურებდა გოგონას ჩაცლილ ბოკალს და უფრო უახლოვდებოდა, მიხვდა რომ სესილი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ნერვიულობდა, მანაც დააცარიელა გამჭვირვალე ჭიქა და ერთი ხელის მოსმით წამოაყენა უკვე შემთვრალი ქალბატონი..
თავიდან კისერში ოდნავ წვა იგრძნო, მერე მთელს ტანში დაუარა ამ შეგრძნებამ, ას ეეგონა სისხლმა უკუსვლა იწყო და ორგანიზმი გადაუტრიალდა, ბოლოს თავის ტვინის უჯრედებმა გათიშვა დაიწყეს და მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდა, გონების მიბნედამდე ცოტაღა აკლდა, ხვდებოდა რომ რაც ამ ღამეს მოხდებოდა არასდროს გაახსენდებოდა მაგრამ სანამ შეეძლო რაღაცეების ერთმანეთისგან გარჩევა გადაწყვიტა , მისი კოცნა დაემახსოვრებინა, ხელები კისერზე შემოხვია მამაკცს და ჯმუხ მზერაში მიაჩერდა, ერთიანად დაუარა ორივეს ტაომ, იგრძნო დემეტრემ როგორ აუძგერდა გოგონას გული და წელზე შემოხვეული ხელები უფრო მოუჭირა ისე რომ მათ შორის ჰაერის მოლეკულები ბოლომდე გაქრნენ, ოდნავ წამოიწია თითის წვერებზე სესილი და წამლისგან დაბუჟებული ტუჩები მამაკაცის უემოციო სახეს მიაკრო, ნიკაპიდან გზა ტუჩებისკენ გაიკვლია, ტუჩებთან წამით შეჩერდა და მთელი სინაზით დააცხრა მამაკაცს ატმივით ტუჩებზე...
*
მთელი საღამო ერთად გაატარეს, ხან სად ისეირნეს ხან სად. ლევანი არ მიეკუთვნებოდა იმ მამაკაცთა რიცხვს რომელებსაც ბევრი ლაპარაკი უყვარდათ მაგრამ ამ საღამოს სალომემ იმდენი აჭიკჭიკა რომ ალბათ 5 წლის განმავლობაში არ ულაპარაკია, 28 წლის მამაკაცმა სალომეს ალბათ მთელი თავისი ცხოვრება გადაუშალა წინ, რათქმაუნდა უხამსი და სასირცხვილო დეტალების გარდა..
ბოლოს სალომე ლევანის თბილმა მოსაცმელმაც რომ ვერ გაათბო გზის პირას მყუდრო კაფეში დასხდნენ, ცხელი ყავა შეუკვეთეს და იქ განაგრძეს საუბარი
-რა ლამაზი ხარ. გევრდით მიუსკუპდა გოგოს ლევანი და აფარკლულ ლოყაზე თითი ჩამოუსვა
-ვგიჟდები როდესაც ასე იმორცხვები, ტუჩის კუთზე ჩატეხა ლევანიმ და სალომეს ლოყაზე აკოცა ისე რომ ოდნვ ტუჩზე შეეხო, გოგონაც ძლივს იკაებდა თავს არ მოეხვია მკლავები მისთვის და მთელი ღამე არ დაეკოცნა მისი ამობურცული და მადისაღმძვრელი ტუჩები, მაგრამ ახერხებდა და თავს იკავებდა,
თუმცა ღმერთმა იცის როდემდე, კიდევ ცოტახანს დარჩნენ კაფეში, მერე ლევანიმ სალომე სახლამდე მიაცილა და წამოსვლის წინ მხურვალედ დაუკოცნა ბაგეები, სალომე სიამოვნებისგან ტანის ნაზი რხევით აუყვა სადარბაზოს კიბეებს და ოიროდე წამში ლიფტში გაუჩინარდა..
სახლსი ფეხაკრეფით შევიდა, ინგას და ლიზის ერთ ოთახში ეძინათ, 4წლის მეტიჩარას ფეხები ისევ საბანზე გადმოეყარა და მშვიდად სუნთქავდა, სალომემ საბანი გაუსწორა, თითებზე აკოცა და უჩუმრად გამოიხურა ოთახის კარი, იმდენად ბედნიერად გრძნობდა თავს, არადა რამოდენიმე დღის წინ იფიქრებდა რომ ასე მიეჩვეოდა ლევანის? არაა, ერთ-ერთ საღამოს ბარში რომ გაიცნეს ერთმანეთი , თვალებით რომ ელაპარაკებოდნენ და არანაირი ზედმეტი სიტყვა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც განსაკუთრებული ელოდა, ამიტომ გადაწყვიტა მეორე შეხვედრაზე გაერისკა და თავი ეძუქებინა სიმპათიური მამაკაცისთVის, მაგრამ არ მოხერხდა და ალბათ ეს არ იყო მისი ბედი, ალბათ ეს ყველაფერი ძალიან რომანტიულად და განსაკუთრებულად უნდა მომხდარიყო, სალომე არასდროს არავისი გასართობი არ ყოფილა და რადგან ლევანისთან თავს კარგად გრძნობდა და მამაკაცი სანდოდ მიაჩნდა ასე ამიტომ მიეკედლა, 2 საათი ხდებოდა სიხარულისგან ძალაგამოცლილს დივანზე რომ მიეძინა...

*
დილით თავში ბომბის შეგრძნებამ გამოაღვიძა, ტანში ჯერ მგრძნობელობა არ დაბრუნებოდა მაგრამ მაინც გრძნობდა ვიღაცის მწველ სხეულს კანზე, მხრებზე ვიღაცის სუნთქვა ეფრქვეოდა, რამოდენიმეჯერ მოინოდმა თვალების გახელა მაგრამ ვერ შეძლო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა გუშინ გათშული ტვინის უჯრედები ახლიდან იწყებდნენ რეაგირებას და ასეც იყო, ნელ-ნელა გამოდიოდა ექსტაზის მფლობელობიდან. ნახევარი საათი ასე გაუნძრევლად იწვა, შემდეგ ფრთხილად წამოწია თავი ბალიშიდან და მერე მთელი ტანიც ააყოლა, ხელით მოძებნა ზეწარი და მოშიშვლებულ სხეულზე აიკრა, მერეღა შეძლო თვალების გახელა.. გვერდით მამაკაცის შიშველი სხეული დაინახა, ხელი მის მუცელზე ედო, ფეხები კი ერთმანეთში ჰქონდათ ახლართული, მამაკაცი მშვიდად ფშვინავდა..სესილიმ ფრთხილი მოძრაობით გაინთავისუფლა თავი დემეტრეს მკლავებიდან და ფრთხილად წამოდგა ,ხელი მაგრად ჩასჭიდა კომოდს და გზას აბაზანისაკენ გაუყვა.
დამძიმებული შეგრძნებით შეაბიჯა აბაზანში, ვანა გავარვარებული წყლით გაავსო და უსიცოცხლოდ ჩაეშვა შიგ, ცხელმა წყალმა დენივით იმოქმედა მის სხეულზე და ერთ ჩაყვინთვაში გამოიყვანა მდგომარეოობიდან, ამოყვინთვისას წამლის მოქმედება მთლიანად გამქრალიყო, მაგრამ თავის ტკივილი არ წყდებოდა..კიდევ რამოდენიმეჯერ ჩაყვინთა .. რაღაცას ცდილობდა.. რას? ხო ცდილობდა გაეხსენებინა გუშინდელი ღამე მაგრამ არ გამოსდიოდა, ახსოვდა ყველაფერი დანარჩენი მაგრამ გუშინდელი ღამე არა, თითქოს ღამე თეთრ ფერს ჩაენაცვლებინა, არაფერი იყო და არაფერი ჩანდა მეხსიერებაში ზუსტად ისე როგორც წამლის გამყიდველი დაჰპირდა. გონება სიცარიელეს მოეცვა, და მაინც რატომ უნდოდა ამ ღამის გახსენება? ის ხომ ასე ცდილობდა რომ სამუდამოდ წაეშალა მოგონებებიდან, თუმცა სესილი არ ნებდებოდა, ყველა უჯრედი დაძაბული ჰქონდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ბოლოს როდესაც მიხვდა რომ მისი ყველა მცდელობდა კარხით დასრულდა სხეული მოადუნა და ლავანდის სურნეელს შეერია..


*
დილით მთელი ზურგი სტკიოდა, რათქმაუნდა ეტკინებოდა მას დივანზე ცამეოძინა და ინგას რომ არ გაეღვიძებინა 8 საათზე ვერც ადგებოდა კარგა ხანი, ზლაზვნით წამოდგა, დაკუჭუული ტანსაცმელი შეისწორა და აბაზანისკენ გაემართა, გრილი წყლის ჭავლმა უმალ გონზე მოიყვანა, ტანსაცმელები გამოიცვალა და ლიზიკოც გაამზადა ბაღისთვის, ბოლოს ინგას კოცნით დაემშვიდობნენ და მხიარულად გაუდგნენ გზას ბაღისაკენ..
ბავშვი დამრიგებელთან დატოვა და გზად ჯიხურში შეიარა. დღევანდელი დღის გაზეთი იპოვა და იქვე ახლომახლო ,პატარა მყუდრო კაფეს მიაშურა.. ოფიციანტს ცხელი ყავა შეუკვეთა, კედლისხელა ფანჯრებთან ჩამოსკუპდა და "სამუშაო გვერდის" ძებნა დაიწყო, რამოდენიმე საინტერესო განცხადება ნახა და იფიქრა ცდა ბედის მონახევრია, ან მიმიღებენ ან არაო.. ყავის ბოლო ყლუპს სვავდა მისი მობილური რომ აწკრიალდა და აბონენტის სახელმა ყურებამდე გააღიმა სალომე
-დილამშვიდობისა პატარავ.. ხმა იმდენად ხავერდოვანი და მიმზიოდველი ჰქონდა ყურმილშიც კი ლამის ადგილზევე დადნა
-დილამშვიდობისა ლევანი, როგორ ხარ?
-კარგად, სად ხარ სალ, საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ კარგი?
-ამ საღამოს არ გამოვა.. დანანებით ჩაილაპარაკა და ტუჩები მობუშტა , ისე თითქოს ლევანი დაინახავდა. აბა იცოდა ინგა ცუდათ იყო და ბავშვსაც ვერ დატოვებდა დღითიდღე გაუარესებულ ბებიასთან, სწორედ ამიტომ მოუწია უარის თქმა..
-რატომ? რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? შემიძლია რამით დაგეხმარო? კითხვებით აავსო მამაკაცმა .
-არაა უბრალოდ დაქალის შვილი მყავს დატოვებული დაა..
-არაა პრობლემა, ბავშვიც წავიყვანოთ გაერთობა.. მამაკაცის წინადადებამ სიხარულით აავსო, რა სჭირდა ამ გოგოს ასეთი ამ ხრიწიანი ხმის გაგონებაზე, ტანში ყველა ცხოველი ერთიანად დარბოდა, ისე როგორ ჯუმანჯიში, თავი ჯუმანჯის დახურული წიგნი ეგონა რომელიც ლევანის ხსენებაზე უმალ გადაიშლებოდა, რაღაც დიდ ეიფორიას გრძნობდა, არც ლევანი იყო გულგრიული, უფრო ემტიც როგორც ადრე ავღნიშნეთ ეს პირველი ქალი იყო ვისთანაც ღამეს ძილში ატარებდა და არა გართობაში, პირველი იყო ვისთანაც სეირნობდა და პრობლემებს უყვებოდა, ლევანისთვის სალომე რაღაც თბილი კერის მაგვარი რამე იყო, მხოლოდ მასთან პოულობდა სიმშვიდეს, შეეძლო მთელი ღამე გოგოსავით ეჭორიკნა, მოეყოლა ყველა დეტალი თავისი ცხოვრებიდან, არადა ჩვეულებისამებრ ლევანი ხერგიანი ჯმუხი, სერიოზული, გაუცინარი ხელმწიფე იყო..

*
ფიქრებწაღებული სააბაზანოს კარზე მსუბუქმა კაკუნმა გამოაფხიზლა, ფრთხილად წამოდგა და სველ სხეულზე თეთრი პირსახოცი შემოიკრა. ხელი საკეტისკენ წაიღო თუმცა ვერ აღებდა, არაა გაჭედილი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ფიქრობდა ისევ ყველაფერზე, ახლა რომ გაეღო რა მოხდებოდა, ან საერთოდ ხომ შეიძლებოდა ღამით რაღაც სამარცხვინო მომხდარიყო, ისედაც ვერ შეხედავდა ამის მერე მამაკაცს თვალებში, "ღმერთო ჩემო ვინ იცის ახლა რას ფიქრობს ჩემზე" გონებაში ჩურჩულებდა, ბოლოს დემეტრეს ბოხმა ხმამ
-გააღე. ინსტიქტურად გააღებინა კარი.
მამაკაცი საცვლის ამარა იდგა სააბაზანოს წინ, ძილისგან ისევ დაბუშტვოდა ტუჩები, სესილი თავ დახრილი იდგა, ხო ზუსტად ისე როგორც დასჯილი ბავშცი, ერთი ხელით პირსახოცს ჩაბღაუჭებოდა მეორე კანკალისგან დაბუჟებოდა უკვე.
დემეტრემ ქალის მადისაღმძვრელი სხეულის დანახვისას ჰორმონები ვერ მოთოკა და ცალი ხელი კისერზე მოჰკიდა, მეორე ხელი წელსქვეშ შეუცურა და დილის კოცნაც მოჰპარა.. მიზან მიღწეული მამაკაცი ჩამოსცილდა სესილის და შებრუნდა წყლის მოსაშვებად, გოგონა გასვლას აპირებდა მაგრამ შემობრუნებული მამაკაცის სხეული რომ დაინახა შეშინებულმა წამოიკივლა
-რაა.. რა დაგემართა?.. წელზეე.. თვალები მამაკაცის დაჩახაპნილი წელისაკენ გააქცია.
დემეტრემ ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე
-ვიღაცას სიამოვნებისგან არ იცოდა რა ექნა.. სესილიმ წამოწითლდა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა ოთახს..
დილით ამდგარმა ვერ სეამჩნია მაგრამ ახლა შესულს კიდევ ერთხელ სეეშინდა. ოთახში აქეთ იქით მიმოფანტული ტანსაცმელები იყო, მათშორის თავს გოგონას საცვლებიც იჩენდა., სწრაფად დაკრიფა თავისი ტანსაცმელები და ატირებული საწოლზე ჩამოჯდა..

--------------
ბავშვებო ესეც მესამე თავი, თქვენ რომ იცოდეთ როგორ მახარებთ ესეთი თბილი კომენატრებით და როგორ მიყვარხართ თითოეული თქვენგანი <3 უღრმესი მადლობა <3 ბოდიშით, შეცდომების გამო გადახედვა ვერ მოვასწარი :(



№1 სტუმარი nana

Uf uf rakargi iyo velodebi shemdegs<3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მეცოდება ეს გოგო შენ კიდე ყოჩააღ მაგარი ხაარ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი Nikalaevnaa:D

აუუ საოცრად მომწონს ეს ისტორია არადა თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას :დდ უუმაგრესიხარ <33

 


№4  offline წევრი Dikunadiko

მე კიდე თქვენ მომწონხართ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო წასაკითხია ველოდები ახალ თავს.

 


№6 სტუმარი სტუმარი

დღეს მთელი დღეა ველოდებოდით ახალ თავს sad

 


№7 სტუმარი მარეე:)

საიმედო ხელებშია საიდან მოთხარე,ავტორ?:დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent