შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 3


3-11-2015, 19:33
ავტორი sopiko
ნანახია 2 764

-მე უკვე აქ ვარ! სახლში დაბრუნება, ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს! შენი შეწუხება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ...-ვწყვეტ წინადადებას და მორცხვად ვიკუნტები.
-რადგან მოგიყვანე, ესე იგი არ ვწუხდები!-ეღიმება მას და წვერზე ხელს ისმევს.-ვივახშმოთ?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ასე არ შეიძლება! იქნებ სულაც არ არის მამიდას ნათესავი, მაგრამ ყველაფერი რომ დაემთხვა... სიფრთხილის გრძნობა თავს არ მანებებს. ნუთუ ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე, თუმცა არა მგონია უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდე. უნებურად ფეხის წვერებზე ვიწევი და თვალს თვალში ვუყრი.
-მე... სად უნდა დავიძინო?
ჩემ კითხვაზე ეცინება. ცოტა არ იყოს მწყინს, მაგრამ არ ვეკამათები. ჩემი მიამიტობა ალბათ მართლა დასაცინია...
-წამომყევი, ჯულია!
ეს სახლი კი არა სასახლეა... მგონია რომ ლაბირინთში ვარ დაკარგული და გზას დავეძებ. ალბათ წინ ლაზარე რომ არ მიდიოდეს მართლაც დავკარგავდი ორიენტაციას. უამრავი სურათი. ზოგი ცნობილი მხატვრების ნიმუშია, ზოგი კი არ მეცნობა... მინდა თითოეული დეტალი დავიმახსოვრო, რადგან ხვალ რა იქნება, არ ვიცი... თითს კიბის მტვრიან სახელურს ვატარებ და ფუმფულა ჭუჭყს ვგრძნობ. თავი ფიფქია მგონია, რომელიც ჯუჯების ქოხში აღმოჩნდა.
-აი, ეს არის შენი ოთახი!-ფიქრებიდან მამაკაცის ხმა მარკვევს, წამწამებს სწრაფად ვახამხამებ, რათა ამით მაინც გამოვხატო რომ რა მითხრა, ვერ გავიგე.
-ეს შენი ოთახია_მეთქი!-მიმიხვდა ის და სიტყვა-სიტყვით გამიმეორა. ახლა კი ''ურჩხული და მზეთუნაავი'' მახსენდება. არასდიდებით არ ვტრიალდები რადგან ''მონსტრმა'' მოულოდნელად არ ჩამკეტოს.
-ძილი ნებისა!-გარეთ გადის და კარს ღიას ტოვებს. გულში მადლობას ვუხდი და იქაურობას ვათვალიერებ. არსებით მნიშვნელობას ძვირფას ნივთებს არ ვანიჭებ და საწოლზე ვწვები. საბანში ვიფუთნები და ტელეფონის ეკრანს ვანათებ. შუქის არსებობა ნამდვილად დავიწყებული მაქვს. როგორც ჩანს საიტი არ გამითიშია და ისევ ჩემ პროფილს მიჩვენებს. დიდ რიცხვს ვხედავ და მიკვირს, რატომ უნდა ამდენ ადამიანს ჩემთან ''დამეგობრება''. ყველაზე ბოლოს ვიღაც ''გამიღიმეს'' გამოუგზავნია თხოვნა. მე ჯერ მის სქესს ვამოწმებ, მამაკაცია... უარის თქმას ვაპირებ, თუმცა მერე თავს ვანებებ და იგნორით ვპასუხობ მის შემოთავაზებას. დანარჩენი თითქმის ყველა ქალია... უკლებლივ ვთანხმდები და დარჩენილ სამზე ვფიქრობ. პატარა ბავშვივით ''ბებია ყიდის კევებს'' ვითვლი და დამარცხებულ პიროვნებებს უარით ვისტუმრებ. რჩება ''გამიღიმე''... პირობის გატეხვა მიჭირს ამიტომ ჩემ სიტყვას არ ვღალატობ და ღია ჩატში შევდივარ. ესე იგი მეგობრებში მყავს 64 ქალი და 1 მამრობითი სქესის წარმომადგენელი. მართლია გენდერული თანასწორობა დავარღვიე, მაგრამ ეს არაფერი...
სხვის დიალოგებს უსაქმურობის გამო ვკითხულობ და თან მამაჩემზე ვფიქრობ. მასზე დარდი არ მასვენებს. რამე რომ დაემართოს, ვინ უშველის... ადრე შვილის იმედზე იყო და ნეტავ როგორ შეძლო ასე დაუფიქრებლად ჩემი გამოშვება. იქნებ ლაზარემ აიძულა რამე... თავს აღარ ვიტანჯავ და განზრახული მაქვს, რომ ხვალ სამსახურის შემდეგ მას გავუარო. შორიდან მაინც შევხედავ და ამ გაურკვეველ მონატრებას მოვიკლავ, რომელიც მის გვერდით ყოფნის დროსაც მაწუხებდა. ისევ ''მოჩატავეებს'' ვუბრუნდები და უინტერსოდ ვაგრძელებ კითხვას.
''პაკო''-დღეს რომელს გცალიათ გოგუშკებო?
''სესე''-აბა! აბა! ერთი მეც შემომინახე... ოღონდ ტკბილი და ჩაპუტკუნებული! (იცინის)
ტკბილი და ჩაპუტკუნებული მოუნდა ბიჭს! განრისხებულს ნერვები მეგლიჯება. ვითომ და ოცდამეერთე საუკუნეში აღზრდილ ბიჭ-ბუჭებზე და გაოცებული ვრჩები გოგონას წერილსც რომ ვხედავ.
''ნინი''-აბა ფოტოები დამილინკეთ! (თვალებდაჭყეტილია)
პასუხი არ არის...
''ნინი''-სწრაფად! სწრაფად! ამდენი დრო არ მაქვს... (გაბრაზებულია)
პირდაღებული დაძინებას ვაპირებ, თავად რომ მომდის შეტყობინება და ''გამიღიმეს'' მესიჯს ვხედავ. ო, ღმერთო! ამას კი არ ველოდი... ახლა რა უნდა ვუთხრა? თუმცა ალბათ ჯერ წერილი უნდა წავიკითხო...
''გამიღიმე''-ეჰეი, გამარჯობა!
ვფიქრობ და ბოლოს მობილურის კლავიატურისკენ მიმაქვს თითები.
''მელანქოლიკი''-გამარჯობა!
ვნერვიულობ და არ ვიცი რატომ... სანამ ის ბეჭდავს, მე წინასწარ გული მისკდება.
''გამიღიმე''-რას ფიქრობ ვირტუალურ ურთიერთობებზე? (იღიმის)
ძარღვები მეჭიმება. რატომღაც ეს დასაწყისი არ მომწონს.
''მელანქოლიკი''-რა გითხრა... მე ჯერ ახლა დავრეგისტრირდი...
მინდა ატირებული ემოცია ჩავსვა, მაგრამ პირდაპი ვაჭერ გაგზავნის ღილაკს. ვფიქრობ რომ ჩემი სისუსტე არ უნდა გამოვაჩინო, თუმცა ეს ნიკიც ხომ ამაზე მიანიშნებს ყველას.
''გამიღიმე''-ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ დარეგისტრირდი! ესე იგი მთლად წასულიც არ ყოფილა საქმე....
''მელანქოლიკი''-ასეც შეიძლება ითქვას...
მგონი ეს მრავალწერტილები ყოველ წინადადებაში მირევია. ესეც ჩემ გამოუცდელობაზე ხომ არ მეტყველებს?
''გამიღიმე''-მაშინ ცოტა გავიხსნეთ! გამიღიმე!
განცვიფრებულს მართლა მეღიმება. მიხარია კიდეც! უკვე რამდენი ხანია არ გამიღიმია... ეს კი იმას ნიშნავს რომ რაღაც ადამიანური მაინც შემომრჩა.
''მელანქოლიკი''-რატომ?
ამჯერად მართლაც ვმსახიობობ. ვხვდები რატომაც მეკითხება. სიმართლე გითხრათ ამ საუბარმა რაღაცნაირად ჩამითრია. სულ გადამავიწყდა რა მოხდა დღეს და სად ვარ... ჩემი ინტერნეტიც არ მაქვს ჩართული, ეს იმას ნიშნავს რომ ბატონ ლაზარეს აქვს ჩართული.
''გამიღიმე''-ვიცი რომ გაიღიმე... ასე არ არის? (იცინის)
მისი შემხედვარე მეც მინდება რომ სმაილიკი გამოვიყენო. უამრავჯერ ვირჩევ ღიმილის ემოციებს და ვაგზავნი.
''გამიღიმე''-ასეც ვიცოდი!
ვგრძნობ, თავდაჯერება შევმატე. ვნანობ, რომ სიმართლე უთხარი. მე ეს უფრო დამაბნევს.
''მელანქოლიკი''-არ იცი რომ მელანქოლიკს ასეთი რამ არ უნდა უთხრა? მე ხომ ბურატინოს მეგობარი პიეროსავით, ღიმილი არ შემიძლია...
ვცდილობ შეცდომა გამოვასწორო და ჩემი ნამოქმედარით კმაყოფილი ვმშვიდდები.
''გამიღიმე''-ეტყობა მულტფილმის დასასრული არ გინახავს... ბოლოში პიეროც იღიმის ძვირფასო.
ისევ მან მაჯობა! ''ძვირფასოზე'' ტვინი მეკეტება, ვიბუტები და წერილის მიწერას ვაგვიანებ.
''გამიღიმე''-გამიბრაზდი? მაპატიე, ნიშნისმოგებით გითხარი. (იცინის)
ვის უგებს ნიშნს? მე? პასუხს ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვწერ და ტელეფონს ვთიშავ. მისი დაუფიქრებელი ნათქვამი ვიწყინე და მიზეზიც ეს არის...

.........................................................
მაპატიეთ დაგვიანება ჩემო ძვირფასებო...
გუშინ ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ადგომაც არ შემეძლო. სამაგიეროდ დღეს ძლიერ საინტერესო თემაზე გადავედით. დდდდ... დდდდ... =D რაც შეეხება ფრჩხილებში ჩაწერილს (იცინის) (იღიმის) დ ა.შ. ეს სმაილიკებია, იმედია მიხვდით... ველოდები თქვენ შეფასებებს, როგორც ყოველთვის. შემდეგში კიდევ ბევრი რამ გაირკვევა და რაც უფრო გამახარებთ, მეც უფრო გაგახარებთ...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი Firefly

როგორ ველოდი ამ ისტორიას♥ძალიან კარგი იყო თუმცა არმეყოო
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი LoNdA DM

კარგია გამიღიმე მომწონს, ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
როგორ ველოდი ამ ისტორიას♥ძალიან კარგი იყო თუმცა არმეყოო

დიდი მადლობა საყვარელო ♥
LoNdA DM
კარგია გამიღიმე მომწონს, ველოდები შემდეგ თავს

გმადლობ! :-D

 


№4  offline წევრი teddy))

Bodishi qartulit shriptit rom ver vwer.
Dzalian magari gogo xar :* melanqoliki adamiani romelic sul mowyenilia magram bednierebis shasvaleba mainc aqvs :*
am motxrobidan viswavlot magaliti bolos es gogonac rogor gabednierdeba darwmunebuli var ise ar datoveb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent