შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (1)


3-11-2015, 21:10
ავტორი kettaketta))
ნანახია 2 119

„ყველა ადამიანი ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია!“ ამ აზრით ვცხოვრობ მეც- ანკა ახვლედიანი. თავს არ შეგაწყენთ ზედმეტი საუბრით საკუთარი თავის შესახებ, უბრალოდ ვიტყვი რომ ვარ მაღალი, გამხდარი, გრძელი მუქი ქერა თმითა და მწვანე თვალებით, 16 წლის გოგონა, რომელსაც დედა 11წლისას გარდაეცვალა და ცხოვრობბს თბილისში მამასთან და დაიკოსთან ერთად. ვერ ვიტან როდესაც ადამინები ყველას განსჯიან და აკრიტიკებენ, მაშინ როცა საკუთარი ცხოვრება ვერ დაულაგებიათ. დანარჩენს ნელ-ნელა შეიტყობთ ჩემს შესახებ.
ჩემდა გასაკვირად, დილით ადრე გამეღვიძა, უცნაურმა ფიქრებმა გამომაღვიძა, მოგონებებმა.. არადა უკვე მეც დავიჯერე რომ ყველაფერი დავივიწყე, სანამ სიზმარმა არ გამახსენა.. თუმცა ეს ფიქრები მალევე მოვიშორე, აღარ მინდოდა ამას ჩემს განწყობაზე მოეხდინა გავლენა, და ჩემს განწყობას კი ჩემს მეგობრებზე- ნიასა და ელეზე, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ხოლმე ჩემს მოწყენილობას.
ჩვენ სკოლიდან დავმეგობრდით და იქიდან გამომდინარე რომ კლასელები ვართ ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ ხოლმე. ახლაც პირველს ნიას გადავურეკე რათა გამეღვიძებინა. (ეს ჩვენი ტრადიციაა ). და შემდეგ გამზადება დავიწყე. ბევრი არ მიფიქრია, ჩავიცვი დახეული ჯინსი და მაისური, თმა დავივარცხნე და ქვემოთ ჩავედი სასაუზმოდ სადაც ჩემი და დამხვდა.
-უკვე ადექი? (ისე მკითხა თითქოს არიცოდა რომ სკოლაში ვიყავი წასასვლელი)
-იძულებული ვიყავი. მამა უკვე წავიდა არა?
-ჰოომ, მას ადრე უწევს წასვლა ამ თვის განმავლობაში. მეც წასასვლელი ვარ უნივერსიტეტში და ერთად გავიდეთ სახლიდან.. მანქანით მიგიყვან სკოლამდე.
-მარი სკოლა სულ ათი წუთის სავალზეა , თანაც თათაც მელოდება უნდა გავუარო, აი ისიც უკვე რეკავს. წავედი. ვატყობ ვერ მოვასწრებ საუზმობას.
- ხომ იცი ეგ უჭმელობა ისევ პრობლემებს შეგიქმნის. -მითხრა და სნიკერსი გამომიწოდა ..
მე გავიღიმე თითქოს გუშინდელი წყენაც დამავიწყდა (როგორც წესი ყველას ადვილად ვპატიობ წყენას) გამოვართვი ჩემი ‘’ნარკოტიკი’’ და ვაკოცე.
-ალო თათა.. კი უკვე გამოვედი! ხუთ წუთში შენთან ვარ :* - ვუთხარი, ჩანთა ავიღე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე სახლი.
__________________________________________
ესეც პირველი თავი, რომელიც ძირითადად პერსონაჟის ასაღწერად გამოვიყენე.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ველი რჩევებს, რაც აუცილებელია იმისთვის , რომ ისტორია საინტერესოდ წარიმართოს.
გპირდებით ნელ-ნელა ყველაფერს დავხვეწავ და ისტორიაც გალამაზდება .. მიყვარხართ ყველა <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent