შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ! (6)


3-11-2015, 22:08
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 356

რაო სიყვარული აშტერებსო? ჰო ზუსტადაც ასე დააშტერა სანდროს ღიმილმა,მას როცა ვხედავდი ირგვლივ სამყარო ჩერდებოდა და მხოლოდ ჩვენ ორნი ვიავით მასში,მისგანაც ვგრძნობდი ყურადღებას და სითბოს თუმცა მაინც ცდილობდა თავი აერიდებინა და თავისი ადილი სცოდნოდა,უნივერსიტეტში ყოველდღე ვნახუობდი,ასევე ნინოს წასაყვანად რომ მოდიოდა ფანჯარასთან ავეტუზებოდი ხოლმე და ველოებოდი როდის გამოჩნდებოდა,ყოველღამე ვაცილებდი ნინიკოს რომ სანდრო ისევ მენახა. ამ გრძნობამ სულ გადამრია და გადამავიწყა ყველაფერი,გოგონები მეუბნებოდნენ მალე ჭკუიდან გადახვალო,ჩემი ლია დეიდაც მალევე გაოვიდა სამსახურში,ამ ამბავმაც საოცრად გამახარა,თუმცა ნინოს დატოვება აინც მოვისურვეთ,ლია უკვე მოხუცი იყო და ამდენ საქმეს მარტო ვერ აუვიდოდა. სამზარეულოში დაფეთებული შევვარდი
-რა მოხდა გოგო ხომ კარგად ხარ?-სიცილით გაომხედა ლიამ
-ვაიმე ეს ვინ დაბრუნებულა,ჩემი ლიაკო! ჩეი ყველაზე თბილი და ბუნჩულა ლიაკო!-ისე მოვეხვიე კინაღა გავჭყლიტე საწყალი ქალი
-ჩემი გადარეული გოგო! ძალიან მომენატრე,მოდი აბა შემოგხედო,როგორ გამხდარხარ?-შეიცხადა
-არაფერს ჭამს,დილით ყავას დალევს და გარბის-დაემოწმა ნინოც
-კარგით რა,შენ მაინც არ მიცნობ ლიაკო? როდის იყო ბევრს რომ ვჭამდი?
-სულ გაქრები დედიკუნა ესე-მისი გაზრდილი ვარ და ასე მეძახდა ხოლმე,საოცარი ქალი იყო
-ჩემი დედიკუნა ხარ შენ!-ფუმფულა ლოყები დავუკოცნე,ეს ფაქტი დიდად არ ახარებდა ლედას,თუმცა მას ჩემთვის არასოდეს ეცალა.
ლიამ გემრიელი საილი მოამზადა,შენს გოგონებს და გიორგის დაურეკე მომენატრნენო,მათაც ძალიან გაუხარდათ ლიაკოს დაბრუნებდა და სიხარულით მოცვივდნენ.საოცარიი ბედნიერება სუფევდა ჩვენს სახლში.დიდი ხანია ასეთი კარგი დრო არ გვიტარებია,ლიაკოს მომზადებულ საჭმელს ხომ არაფერი სჯობდა.სახლში არავინ იყო მხოლოდ ჩვენ,ავიელით მთელი სახლი,ლედას დაბრუნებამ ყველანი დაგვზაფრა,როგორც იცის ხოლმე დედაჩემმა გვერდულად გაიღიმა,მიესალმა ბავშვებს და ოთახში ავიდა.უკვე 12 სრულდებოდა ნინომ რომ წასვლა დააპირა.უკან ავედევნე
-ნინიკო უკვე მიდიხარ?
-კი ელენე-გამიღიმა-რამე ხომ არ გჭირდებათ?
-არა,არა-გზისკენ დავიწყე ყურება,ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ჩემს სანდრექსას.
მანაც არ დააყოვნა და მალევე გამოჩნდა,მომესალმა და გამიღიმა
-ცივა,მგონი ჯობს შეხვიდე
-კი,კი შევალ-იდიოტივით ვეკრიჭებოდი
ნინო დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა,ჩვენ? ვიდექით და იდიოტებივით ვეკრიჭებოდით ერთმანეთს.
-გაცივდები ელენე,შედი-კარისკენ მიმითითა,თვალი ჩამიკრა და წავიდა
ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი სანამ მანქანა არ გაუჩინარდა სიბნელეში
-ვაიმე ეს გოგო ვერაა-შუბლზე ხელი შემოირტყა ნუკამ და მაგიდასთან სულ ძალით დამაბრუნა.
-ლუკას დაცვა გიყვარს?-პირი დააღო გიორგიმ
-ჯერერთი რანაირად მოიხსენეებ?-გაუბრაზდა ნუკა
-მიპასუხე ელენე-აშკარად გაბრაზდა
-რა უნდა გიპასუხო გიო? ვმეგობრობთ უბრალოდ-მხრები ავიჩეჩე
-მე რას მიმალავ გოგო?
-არაფერსაც არ გიმალავ!-გავბრაზდი ასე რომ ჩამაცივდა
-ნუ ბრაზდები,უბრალოდ შენზე ვზრუნავ და არ მინდა რამე სხვისგან გავიგო-ხმა დაუტკბა,მოვია და თავზე მაკოცა,შემდეგ კი გამეღიმა
მეც მალევე გადამავიწყდა წყენა და ისე განვაგრძეთ ვითომც არაფერი ყოფილა. დილის 4 საათი იყო რომ წავინენ.გადაღლილი ავედი ოთახში და დილამდე გაგუდულს მეძინა. ხმაურმა და ჩხუბის ხმამ გამომაღვიძა,აშკარად ლედას ხმა იყო ყვიროდა,ფეთიანივით ჩავვარდი დაბლა,დავინახე როგორ ეჩხუბებოდა და უყვიროდა ნინოს
-ამჯერად რაღა მოხდა დედა?-წინ ავეტუზე
-ნუ ერევი!-განზე გამწია და თვალები დამიბრიალა
-მე არ მომიპარავს ქალბატონო ლედა-სლუკუნებდა ნინო
-რა მოხდა?-დავიბენი
-რა მოხდა და ამ ქალბატონმა,შენ რომ სიკეთის განსახიერება გგონია ჩემი ოქროს კოლიე მოიპარა!
-რა?-გაოცებისგან გამეცინა
-ახლა დარწმუნდი რა გოგოცაა?
-მე არ მომიპარავს ელენე,გეფიცები-საცოდავად სლუკუნებდა,ძალიან შემეცოდა
-საიდან მოიტანე რომ მან მოიპარა? იქნებ სადმე დადე და არ გახსოვს?
-აჰა ანუ ახლა სკლეროზიანიც გავხდი? ყველა ჩემი ნივთი მახსოვს მე! და ნუ იცავ ელენე!
-მერე ყვირილი და ჩხუბი რა საჭიროა? ბარემ ხელიც გაარტყი მიდი დედა! ჯერ გაარკვია მართლა მან აიღო თუ არადა მერე ეჩხუბე!-ხელი დავავლე ნინოს და სამზარეულოში გავიყვანე,ლიაკო არ იყო კიდევ კარგი არ შეესწრო ამ სცენას,თუმცა იცოდა ლედა როგორი ტიპიც იყო.
-მე არ მოიპარავს ელენე გეფიცები-სლუკუნებდა
-მჯერა ნინო,ნუღარ ტირი-ვეცადე დამემშვიდებინა
დიდხანს იტირა,სახლში წაყვანა შევთავაზე,ისიც დამთანხმდა,მანქანაშიც ტიროდა
-ნინო,ნუღარ ტირი გთხოვ,დედას დაველაპარაკები და მოვაგვარებ ამ პრობლემას.
სახლადე მივედით,შემოდიო შემომთავაზა თუმცა უარი ვუთხარი და წამოვედი.სახლში დაბრუნებული დედას ძალიან ვეჩხუბე,ისე რომ ბოლოს ძალიან მაგრად ვიტირე. ნიკო ამოვიდა ოთახში
-შეიძლება?
-შემოდი-ცრემლები შევიმშრალე და გავუღიმე
-ლედამ იპოვა კოლიე
-რაა? სად?-გახარებული წამოვფინდი-ვიცოდი,ვიცოდი რო ნინიკოს არ მოუპარავს-ძალიან გამიხარდა
-კარგი რა მაგის გჯეროდა? რა თქმა უნდა ნინო ამას არ იკადრებდა
-არა,უბრალოდ ძალიან გამიხარა ეს ფაქტი-მაშინვე ტელეფონს ვწვდი და ნინოს დავურეკე,თუმცა გამორთული ჰქონდა
უცხო ხმა მომესმა,თუმცა ამ ხმას 10000 კაცშიც კი ვიცნობი,სანდრო იყო,სწრაფად ჩავვარდით მე და ნიკო ქვემოთ
-თქვენ რანაირი ადამიანები ხართ?! როგორ ბედავთ ყოველგვარი სამხილების გარეშე ადამიანს რამე დააბრალოთ?! ის რომ ბევრი ფული გაქვთ იმას არ ნიშნავს რომ ვინმესთვის ცილისწამება შეგიძლიათ! ამის მერე არავინ გაბედოს ჩემს დას ქურდი უწოდოს თორემ მერე სხვანაირად დაგელაპარაკებით!-ღრიალებდა,კინაღამ გული გამისკდა.



№1 სტუმარი Tamuna

Rakargi xar <3 male dade <33

 


№2 სტუმარი ნინო კ.დ.

აუ მალე დადე რააა სად გაწყვიტე კარგია აუფ მალე დადე და თავები გაზარდე

 


№3 სტუმარი Sandra

Dzaan Kargiaaxlamagi malmale dade da cota didi tqveni <33

 


№4  offline წევრი vighaca

Au Ra Kai iyo :o gagrdzele ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent