შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდამავალი წუთი (5, დასასრული)

3-11-2015, 23:15
ავტორი N7
ნანახია 3 422

სირთულეები მრავლად გვხვდება ცხოვრებაში. მთავარი მათი რაობა კი არაა, მთავარია მათი სწორი გზით გადალახვა.
თავიდან უამრავი ფიქრი დასტრიალებდა თავს ლილეს. ეგონა, რომ არასწორ ნაბიჯს დგამდა. ეგონა ბავშვს ვერ გაზრდიდა. ქალის ცხოვრება ისეც არაა მარტივი და მერე ქალის, რომელსაც საყრდენი არ გააჩნია, როგორია? თუმცა, მაინც გაბედა. გაბედა არ ეტირა მაშინ, როცა ახლად გაშორებულმა ქმარს, ორსულობის ტესტს დახედა და მასზე დადებითი მაჩვენებელი შენიშნა. ეცადა არ ეტირა მაშინ, როცა პირველად დაინახა შვილი. ეცადა არ ეტირა მაშინაც, როცა პატარა მუცელში ვერ ისვენებდა. ყველაზე მძიმე მაინც ის გარდამავალი წუთი იყო, როცა გადაწყვიტა, რომ ნიკოლოზს არ ეცოდინებოდა იმის შესახებ, რომ შვილი ჰყავდა. ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდა და ცივი ნიავი არ მიეკარებოდა.
შემდეგ ბევრი კაცი გამოჩნდა. თითქოს ყველამ ერთად მოიფიქრა აბაშიძეს ნერვებზე თამაშიო, ყველა სათითაოდ ეფლირტავებოდა ორსულ ქალს. უკვე სითბოც დაკარგული ჰქონდა. ცხოვრებისგან გაბოროტებული თვალებით უყურებდა ყოველივეს. არ შეეძლო ისეთი მამაკაცის მიკარება, რომელიც ვერ გაუწევდა შვილს სათანადო მამობას, მაგრამ ვერც ისეთს იკარებდა, რომელიც შეძლებდა ამხელა ტვირთის აკიდებას, რადგან არ სურდა ვინმესთვის უსიყვარულობით გული ეტკინა. ტყუილი სძულდა და მთელ არსებას უწვავდა. ვერ დაუშვებდა ისეთივე უბედური ყოფილიყო სხვა მისი ტყუილით, როგორც თვითონ.
და, როდესაც ალექსანდრე ცოლობის წინადადებით შემოიჭრა მის ცხოვრებაში, სუნთქვა გაუძნელდა. გადამწყვეტი ნაბიჯი იყო. როგორ არ სურდა ტყუილში ცხოვრება, როგორ... მაგრამ მაინც დასთანხმდა. უკვე გადაწვეტილი იყო. თანაცხოვრების არა, მაგრამ ერთად ყოფნის თვეების მანძილზე, ლილე მიხვდა, რომ მასზე უკეთესი ვარიანტი არ ჩანდა და საბოლოო პასუხი მოახსენა. ქორწილი გაიმართებოდა.
***
დილა მშვენიერი გათენდა. ოდნავ გაწეული ფარდებიდან მკვირცხლად იჭრებოდა მზის მხიარული სხივები და თვალებში უღუტუნებდა აბაშიძეს. სწრაფად წამოჯდა საწოლზე და ატკიებული თვალები მოისრისა. სარკეში თავის თავს შეხედა. საკმაო მანძილიდანაც კი ჩანდა ჩალურჯებული თვალები. ღამე ფაქტიურად არ სძინებია, მხოლოდ დილით მოსტაცა უბედური ყოფის განცდა ძილმა. მთელი ღამე იხსენებდა წარსულს და ახლო მომავალს, გარდაუვალს, ოდნავ გახსნილი თვალებით უცქერდა. ტიროდა. მთელი ღამე ცრემლები სდიოდა ღვარად. ვეღარაფერს შეცვლიდა, ეს დღეც მოსულიყო. გარდაუვალი წუთი დგებოდა, რომელთან ერთადაც სულ არ იყო ბედნიერი. დიახ, სწორად მიხვდით, ქორწილის დღე იყო. ცხოვრებაში მეორედ დაუდგა ეს წუთი. წუთი, რომელსაც ვერ იტანს. მაშინაც, როცა ნიკოლოზს მიჰყვებოდა, დიდი სურვილით, არ იყო ბედნიერი. არ იყო იმიტომ, რომ ახლობლები არ ჰყავდა, ახლა კი ორი კინკილა მაინც ყავს, თუმც არ არის ბედნიერი. ან კი, როგორ უნდა გებედნიერებოდეს ადამიანს უბედური ქორწინება? ქორწინება, რომელშიც არ იქნება შენი საყვარელი ადამიანი, რომელშიც ვერ აკოცებ მას და ბედნიერად ვერ გაუღიმებ.
ფიქრებში ცოტა ხანს კიდევ იცურა და კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ხალათი შემოიცვა, თვალებზე ცერა თითები გადაიტარა და კარი გააღო. ლენა უღიმოდა. გადაეხვია და შემოდიო, ფართოდ გაუთავისუფლა კარი.
– როგორ ხარ პატარძალო? – ღიმილით დაიძრა სამზარეულოსკენ.
– არც ისე პატარძლურად, – გაეცინა ლილეს.
– რამე მოხდა? – ინტერესით შეათვალიერა ქალის ჩალურჯებული უპეები.
– არაფერი ისეთი... ვნერვიულობ და წუხელ კარგად არ მეძინა, – იცრუა უცებ და დაჯექიო მიუთითა მაღალ სკამზე. – ყავა, ჩაი?
– უცბად დავლიოთ ყავა და გავემზადოთ... – გაუღიმა. – საით გყავს პატარა?
– ლელამ წაიყვანა წუხელ, ხელს არ შეგიშლითო...
– ყველას არ უმართლებს ძიძაში! – თვალი ჩაუკრა.
კიდევ ცოტა ხნით იჭორავეს, ყავაც დალიეს და გამზადებას შეუდგნენ. ლენა, ყველაფერ დადებითთან ერთად, კარგი სტილისტიც აღმოჩნდა. ისე გაალამაზა ლილე, სარკის წინ დატრიალებულმა, საკუთარი თავი ვერ იცნო.
– მგონი სხვა მიღიმის სარკიდან, – უცნაური გაუხდა თვალები.
– შენ ხარ, შენ! – გაეცინა ლენას.
კაბა უკვე ნაყიდი ჰქონდათ. მშვენიერი, ტანზე მჭიდროდ მობჯენილი, წინა და უკანა მხარეს დეკოლტით. გამომწვევი არ მინდაო – თავიდან თავი გაიგიჟა აბაშიძემ, მაგრამ საბოლოოდ ლენამ დაითანხმა. ის–ის იყო კაბა უნდა ჩაეცვა, რომ მობილურმა დაიწრიალა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ტელეფონთან მივიდა. ეკრანზე ლელასა და ნიკოლოზის სურათი ციმციმებდა.
– გისმენ ლელ, – უპასუხა მხიარულად.
– ლილე... – ხმა წართმეოდა ქალს. გაშრა აბაშიძე, უცბად ასტკივდა თავი. – ნიკოლოზი ცუდადაა... საავადმყოფოში დააწვინეს, – მის თრთოლვას ტელეფონშიც კი გრძნობდა ქალი.
ცივმა ოფლმა დაასხა და უნებურად დაიხია უკან. საწოლზე მძიმედ დაენარცხა და სახე გაუქვავდა. მოულოდნელად, ქარიშხალივით დაატყდა თავს ეს ამბავი და ვერ მონახა სისწრაფეში ხე – ჩასაჭიდებლად. უნებურად ამოიკნავლა სახელი და გაითიშა.
***
გონზე ისევ წამლების საშინელმა სურნელმა მოიყვანა, რომელიც პალატის კედლებში გამჯდარიყო. როგორ სძულდა ეს საშინელი სურნელი... როგორ! გაუჭირდა, მაგრამ, მიუხედავად გაჭირვებისა, გასიებული თავი მარჯვნივ გადაატრიალა და სახე–წაშლილ ლენა ექიმს მიანათა სევდიანი თვალები.
– როგორაა... ჩემი პატარა როგორაა? – ამოიკნავლა საცოდავად და უნებურად დაენამა მარჯვენა მხარე მწველი სითხით.
– ლილე... – ეღიმებოდა, თუმცა მტკივნეული ღიმილით ლენას. – პატარა კარგადაა.
– გამოკეთდა? რა სჭირდა? სადაა? – სახე გაუნათდა ქალს და უცბად მოეხსნა ტკივილები.
– პატარა ნიკოლოზი, ალექსანდრე და ლელა გარეთ არიან... აი, ესაა მინუსი შვილისა და მამის სახელების დამთხვევის, – ღიმილით ჩაილაპარაკა.
უარესად მიიყინა აბაშიძე. ვერ წარმოიდგინა, რომ შვილის ტკივილი კი არა, ყოფილი ქმრისა და საყვარელი მამაკაცის ტკივილი გაითავისა. ისევ დაუმძიმდა თავი და ისევ გაბუვდა. მაკიაჟი ცრემლებმა ჩამოუდღაპნეს.
– რა სჭირს ნიკოლოზს? – იკითხა დიდი ყოყმანის შემდეგ, ჩურჩულით, ისე, თითქოს საშვილიშვილო ცოდვას იდებდაო.
– გულის მანკი.
ყურებში გუგუნივით გაისმა ლენას სიტყვები და უნებურად წამოჯდა საწოლზე.
– რომელ საავადმყოფოშია? – იკითხა უნებურად.
თავბრუ ისევ ესხმოდა და პულსის მოძებნა რომ გეცადათ, ვერ მოუძებნიდით.
– აქ, მესამე პალატაში, – ანერვიულებულმა ამოიჩურჩულა.
ფეხზე წვალებით წამოდგა ლილე. ჯერ კიდევ უდუღდა კისერზე მდგარი გაბუებული თავი. თავბრუ ისევ ესხმოდა და საგნებს ორმაგად წარმოუდგენდა. ცხვირში ისევ უღუტუნებდა საავადმყოფოს კედლებში გამჯდარი წამლების მწარე სურნელი. ნიკოლოზის სახე გონებაში ტრიალებდა. ვერ წარმოედგინა ცუდად მყოფი ნიკოლოზი. კაცი, რომელიც სიცოცხლეს ერჩია. არეული ნაბიჯებით მივიდა კარამდე და ლენას ანერვიულებული შეძახილი დააიგნორა მანამ, სანამ მისმა ხელმა არ შეაჩერა.
– ვერ წახვალ.. ლილე, ალექსანდრეს ნუ ატკენ! – ძლივს აყოლებდა იოგებს ხმას.
– მეც მტკივა ლენა... მეც! – წამოიყვირა. ხმა უკანკალებდა და მთელი სხეული უთრთოდა. არ შეეძლო, ამდენის ატანა უემოციოდ არ შეიძლებოდა. ხოდა იფეთქა. გაათავისუფლა ზღვა, რომელიც ამდენი ხანი ბობოქრობდა. გაათავისუფლა და ძალიან დიდ ხმაზე ატირდა. – წმინდაა ჩემი სიყვარული! მერე რა თუ წაბილწეს! – ჩურჩულით დაწყებული ბგერები ღრიალში გადასდიოდა და სახეზე ნადენი ღვარი ცრემლი სხეულზე დაცემისას ყველა წერტილს უწვავდა. – შვილი მყავს, ლენა, მისი შვილი! როგორ შემიძლია არ მიყვარდეს... როგორ შემიძლია მისი ტკივილი არ მტკიოდეს? როგორ!
განერვიულებული ქალიც ღრმად სუნთქავდა და ენას ძლიერად აჭერდა კბილებს, რათა თავადაც არ ატირებულიყო. აქამდე თუ არ სჯეროდა სიყვარულის სიძლიერის, ახლა ბოლომდე სწამდა. ლილეს სიყვარული შეუყვარდა. ლილეს მტკივნეული სიყვარული... მერე რა თუ თავადაც სტკიოდა? მერე რა თუ თავადაც ზიარი ხდებოდა? მთავარი მისი სიწმინდე იყო. სიწმინდე, რომელსაც არ ეტყო ხელოვნურობის არანაირი ელფერი.
– გარდაუვალია მისი სიყვარული, ლენა... ეს კი გარდამავალი წუთია! ალექსანდრეს უთხარი, რომ ყველაზე მეტად ვაფასებ! – ამოიკნავლა, ხელისგულებით ცრემლები შეიმშრალა, წამოდგა და ბარბაცით გაუყვა დერეფანს.
შორიდანვე ხედავდა მამაკაცის ფერდაკარგულ სახეს და დახუჭულ თვალებს. საძაგელ ხმას გამოსცემდა მის თავთან დადგმული აპარატი, რომელიც დროდადრო წრიპინებდა და გაიშვიათებულ არითმიაზე მიანიშნებდა. ცრემლები ისევ არ წყვეტდნენ ბობოქრობას მის სახეზე. ექიმის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, თუ როგორ უქმნიდა ბარიერს მისი სხეული და საუბრობდა რაღაცას, მაგრამ ეს დაწყევლილი წრიპინი! ყურებში უგუბდა. ტალღები კი ისევ ძლიერად ასკდებოდნენ კიდეებს. ვერ ფხიზლდებოდა. გონებაში ნიკოლოზთან გატარებული ყველა წამი მიქროდა და განუზომელ ტკივილთან ერთად უდიდეს ბედნიერებას გრძნობდა.
მერე მუხლებზე შემოხვეული ცხელი, პატარა ხელები იგრძნო და თითქოს დენმა დაარტყაო, მომენტალურად გამოფხიზლდა. დაბლა ინსტიქტურად დაიხედა და თვალებგაფართოებულ პატარა ნიკოლოზს მტკივნეული ღიმილით, თუმც მაინც გაუღიმა.
თითქოს სამყარომ ისევ გააგრძელა დროის ბრუნვაო, ტკივილიანი თვალებით მიაჩერდა ექიმს.
– ქალბატონო, მძიმე შემთხვევაა! ახლა რომ შეგიშვათ, უარესად გართულდება ყველაფერი და მინიმალური შანსებიც გაქრება... – ჩურჩულით ამბობდა ექიმი. აპარატის წრიპინი კი ისევ გუბდებოდა ყურებში.
პატარა აიტაცა ხელში და ცრემლიანი სახე მის კისერში ჩარგო. იქვე სკამზე ჩამოჯდა და იმდენად ძლიერად მიიხუტა პატარა სხეული, ლამის გაჭყლიტა.
– მიხარია, რომ კარგად ხარ! – გვერდიდან მოისმა ნაცნობი ხმა.
ბავშვის კისრიდან თავი არ აუწევია, თუმცა გაეღიმა. ებედნიერებოდა ალექსანდრეს ასეთი პოზიტივი, ყველაფრის მიუხედავად.
– დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ლილე... შენით შევძელი დამენახა ნამდვილი სიყვარული! და მაპატიე... მეც გატყუებდი.
გაოცებულმა ასწია თავი და მამაკაცის უმეტყველო სახეს დააკვირდა.
თვალები კედლისკენ მიეცოცებინა და დაჟინებით მიეშტერებინა უსივრცო სივრცისთვის.
– მეგონა მიყვარდი... ეს სიყვარული არ ყოფილა.
ტუჩის ცალი კუთხე ჩატეხა და გაიღიმა. არ იყო ბედნიერი ღიმილი, მაგრამ არც ავისმომასწავლებელს გავდა.
– მეგონა გატკინე... – თითქმის თავისთვის ამოიჩურჩულა აბაშიძემ.
– ასეც არის, მაგრამ შენი სიყვარულით უფრო გამაბედნიერე, ვიდრე მატკინე! არ მეგონა ასეთი ძლიერი ქალები კიდევ თუ არსებობდნენ... – ფეხზე წამოდგა. ახლაღა შეხედა ლილეს ჩაწითლებულ თვალებს. – გმადლობ და ნახვამდის! – ქალისკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა, შემდეგ გატრიალდა და სწორი, უმერყეო ნაბიჯებით დატოვა დერეფანი.
ნიკოლოზის დაბადების შემდეგ, პირველად განიცადა ლილემ ქალური ბედნიერება და გაეცინა. ბავშვი ლელას მიუყვანა, რომელიც შორიდან იცქირებოდა და საქმეში არ ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ ნერვიულობდა.
პალატისკენ წავიდა. ამჯერად ვეღარ შეაჩერებდა ექიმი და მისი დაუსრულებელი ნოტაციები. არც უცდია, შეუშვა. შესვლისთანავე, კარში შეყოყმანდა. ტუჩზე იკბინა, არ უნდოდა ისევ ტირილი ავარდნოდა. მამაკაცის უსიცოცხლო სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა და უფრო დაეზოლა წითლად თვალები. საწოლთან დავარდა, კიდეზე თავი ჩამოდო, მუდმივად ცხელი მამაკაცის ხელი თავის თითებში მოიქცია და ისე ემთხვია, როგორც წინა საავადმყოფოში შეხვედრისას ნიკოლოზმა – მას. იგრძნო, როგორ დაიჭიმა მამაკაცის სხეული და მიხვდა, გამოფხიზლდა.
– მაპატიებ? – ჩახლეჩილი გახდომოდა ხმა, ძლივს ამოიჩურჩულა.
უარესი დაჭიმვა იგრძნო მამაკაცის სხეულის.
– გაპატიე... – არ დააყოვნა პასუხი.
– ნიკოლოზ, ყველაფერი მაპატიე! ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ, ვიცი, მაგრამ... მაგრამ ვერ გავუძელი... მეც ქალი ვარ და თავმოყვარეობა გამაჩნია... ეშმაკსაც წაუღია აწი ეს თავმოყვარეობა, როცა მივხვდი, სიყვარულთან უძლურია ყველა დანარჩენი! – ჩურჩულებდა და ხმაში სისხლი ერეოდა. კანკალებდა, მაგრამ სიმხურვალე არ ტოვებდა. ტკიოდა, მაგრამ სიყვარული უფრო ძლიერი იყო!
– ცოლად გამომყვები? – ღიმილი უნახავადაც იგრძნო მამაკაცის ხმაში.
– ჩვენ მანამ ვიქორწინეთ ცაში, სანამ დავიბადებოდით! იქ იყო ჩვენი ბედი გადაწყვეტილი... – იღიმოდა ლილეც.
– რომ გავიგე მიყვებოდი, აქ აღმოვჩნდი... ახლა კი სხვებმა დაიკავონ ჩემი ადგილი! – გაიცინა და წვალებით, მაგრამ მაინც წამოდგა.
და პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, ორი, უდიდესი სიყვარულის მქონე, არმცოდნე ადამიანების დამწვარი ბაგეები ერთმანეთს შეხვდნენ.
და პირველად, ნიკოლოზმა გაიზიარა ოჯახის სითბო.
და ეს იყო გარდამავალი წუთი ყველა იმ დარდისა და სევდის, რომელიც გადაიტანა ცხოვრების გზაზე ლილე აბაშიძემ. ყველა ცრემლი ამად უღირდა და ზუსტად იცოდა, ეს ის დაკარგული ბედნიერება იყო, რომელიც იპოვნა და რომელთან ერთადაც გააგრძელებდა სხვა სამყაროშიც კი ცხოვრებას.
სევდა აღარ იყო, აღარც პატიება და აღარც ერთი ფრაზა მილექილიყო ლილეს გონების ფსკერზე:
„ვფიქრობ ტყუილია მუდამ პატიება,
რადგან მაინც რჩება გულში იარები.
ჩვენში აღარ არის, აღარც თანაგრძნობა,
ჰოდა ამიტომაც, ასე გეუბნები:

გწამდეს და იცოდე ერთხელ რაც მოხდება,
რომ ის ხელმეორედ ვერ განმეორდება“ (ნ. ნორიელი),
რადგან ეს გრძნობა წარუშლელი იყო. და ის, რაც მოხდება, მეორედაც განმეორდება, თუმცა მთავარია უფრო დიდი... უფრო დიდი, რასაც ს–ი–ყ–ვ–ა–რ–უ–ლ–ი ჰქვია.

№1  offline წევრი N7

დედა, ისე დავდე, სულ დამავიწყდა ბოლო სიტყვის მიწერა!
როგორც წესი, მადლობები და ბოდიშები ყველაზე ნაკლებად გამომდის, მაგრამ შევეცდები ჩავტიო ჩემი ზღვა ემოციები ამ კომენტარში...
ვერც კი წარმოიდგენთ კიდევ რამდენის დაწერა მინდოდა, მინდოდა ფარდა ამეხადა თითოეული დეტალისთვის, მაგრამ... მაგრამ შემაკავა, რაღაცამ არ მომცა უფლება და ამიტომ ჩარლის გაუბრაზდით winked
სათაურს სანამ შევარჩევდი, მანამ მქონდა პირველი თავი ფაილში შენახული. არ ვიცოდი რა დამერქვა და ერთი საათი ვყოყმანობდი, მერე კი, ძალიან სპონტანურად გაიქროლა ამ გარდამავალმა წუთმა და მეც ასე, დაუფიქრებლად დავარქვი. ისეთივე სპონტანური მოთხრობა გამომივიდა, როგორც სათაური. არც ერთ თავში არ ვიცოდი მომავალში რას დავწერდი... ასე, უბრალოდ სიტყვები ერთმანეთს ტავისთავად ებმეოდა და, რაც გამოვიდა, ეს გაამოვიდა და თუ ვინმეს იმედები გაგიცრუეთ, ძალიან დიდი ბოდიში! sad
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მადლობების თქმა არასდროს გამომდიოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი თუ ორ თვიანი პაუზის შემდეგ ვინმეს ემახსოვრებოდა შვიდიანი, მაგრამ ყველაფერი ჩემს საპირისპიროდ შემოტრიალდა და სცენაზე უამრავი თაიგულით სიტყვანაკლული აღმოვჩნდი. არც განვლილ თავებზე ვიცოდი რა მეთქვა თქვენი ამდენი პოზიტივისთვის და არც მომავალში მეცოდინება... მხოლოდ ის ვიცი, რომ თქვენ მაბედნიერებთ! ყოველი ფერადი დღის სათავეები ხართ! და, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, რას ვაკეთებ იცით? თქვენს საოცარი სითბოთი გაჟღენთილ კომენტარებს ვკითხულობ და მეც ვიბერები სითბოთი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე არ გამაჩნია.
ყველაფრისთვის დიდი მადლობა! გაძლებისთვის, დაგვიანებებისთვის, მოულოდნელობებისთვის, უსიტყვობისთვის და ა.შ, დაუსრულებლად!
ყველაფერს მირჩევნიხართ, მართლა!
უთვალავვი ბედნიერების სათავე ხართ თითოეული!
გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!
love love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

№2  offline მოდერი Nude

იმედები გამიცრუვდა-მეთქი რომ გითხრა ამათი შერიგებით, ნაწილობრივ სიმართლეც იქნება. ამ გოგომ ტყუილად იწვალა ამდენი? გამოდის რომ ფუჭი იყო ის ეულად დარჩენილი თვეები. პირადად მე, ვერასდროს ვაპატიებ ასეთ დამცირებას და შეურაცხყოფას ვერავის, მითუმეტეს, თუ ეს ადამიანი საყვარელი მამაკაცი იქნება. არ ვიცი, ალბათ მე ვარ ასეთი პრინციპული, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ვისაც წასვლა უნდა, უნდა წავიდეს, მათი დაბრუნება კი ძალიან დიდი აბსურდია.
ცხოვრება არაა დიდი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაღაც-რაღაცეების ფასი!
მე, მიყვარს შენი წერის სტილი, მაგრამ შენი დაწერილთაგან ერთად ერთი ისტორიაა, რომელმაც ბოლომდე ვერ მომხიბლა.
ცხოვრება არაა ზღაპარი, მათი ურთიერთობა კი ცოტა წასული იყო იქით.
წარმატებები და მიყვარხარ.
--------------------
bailey

№3  offline წევრი N7

ღამურა

ანუუკ, სხვანაირად აარ შემეძლო... ჩემთვის პრინციპები არ არსბობს, ჩემთვის არსებობს დიდი, ჩაუცხრომელი სოყვარული და ეს ნაწერიც ჩემი სარკის ანარეკლი იყო.. მაპატიე და მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ<3
--------------------
ქოქოსის გოგო.

№4  offline წევრი Ignifex

გამიკვირდა,"დასასრულიო" რომ წავიკითხე. :დ
ნიკოლოზის ამბავიც გამიკვირდა. ვფიქრობ რომ ძალიან უბრალოდ აპატია,მაგრამ არ ვამტყუნებ.
მეც ასეთი ვარ,არ შემიძლია წყენა (რაც არ უნდა დიდი იყოს) გულში დიდი ხნით ჩავიდო. შეიძლება არ ვაპატიო,მაგრამ არ ვიმჩნევ ხოლმე და ასე:დ თუნდაც იმიტომ ვაპატიებ,რომ მე აღარ დავიტანჯო. არ მიყვარს პრინციპები,ჩემგან შორს... მოკლედ,არ ვიცი კონკრეტულად ნიკოლოზს ვაპატიებდი თუ არა,მაგრამ ლილეს არ ვამტყუნებ.
მე მომეწონა.
წერის მანერაზე ხმას აღარ ამოვიღებ,მიყვარს love
შეცდომებს ყველა ვუშვებთ,არც ნიკოლოზია გამონაკლიზი,იმდენი ნიკოლოზი დაიარება ამ ქვეყანაზე:დ იმედია ახლა ბედნიერებანაჭამს აღარაფერი დაემართება :დ
წარმატებები,მალე დაგვიბრუნდი ახალი კანფეტებით love

№5  offline წევრი N7

Ignifex

არც მე ველოდი ასეთ უცაბედ დასასრულს, მაგრამ მეტი ვერა.. არ შემეძლო request
ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილო! კანფეტის რა მოგახსენო და მალე კი დაგიბრუნდებით love
--------------------
ქოქოსის გოგო.

№6  offline წევრი KaTE:))

სულ სხვას მოველოდი!
უფრო მრავალაფეროვანს და ლილეზე ზედ გამოჭრილს, მაგრამ...
ჯობდა არც დაგედო და...
და უკეთესი დაგედო!
ანუ
ანუ შენებური
და არა
მოსტუმრებული :(
მე ასეთს ვუწოდებ! არადა იცი როგორი დაწყება ჰქონდა?
THE BEST
რასაც, ვერ ვიტყვი დასასრულზე :(
პირველი შემთხვევა, როდესაც არ გამიხარდა ახალი (და ბოლო) თავის დადება...
ზოგჯერ კარგია სიურპრიზები,მაგრამ არა ასეთი...
ვაიმე შვიდუნი როგორ გამიფუჭე ხასიათი!
რა იყო ეს?
ისედაც თავზე საყრელი გამოცდები მაქვს წინ!
ხო პირდაპირი ვარ, მაგრამ ჩემი აზრია და მინდა იცოდე!
დამალვას და ცუღლუტობას აზრი არა აქვს :3
ობიექტურიბა 'ინექშენ'
თავს რაც შეეხება გრამატიკული შეცდომა არ გქონდა (ან გქონდა და იმდენად არაზუსტად ჩავიკითხე ვერც შევამჩნიე)
უბრალოდ შენგან ამგვარ ჰეფის არ მოველოდი!
თუ ჰეფი იქნებოდა 'დაჟე' იმასაც ობიექტურს!
ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი გოგო ხარ!
მომდევნო მოთხრობა ასეთი არ დამანახო თორემ მართლა სერიოზული კონფლიქტი მოგვივა!
ხოდა მომდევნო მოთხრობა ჩემი იქნება და გოგოს-ქეთის არქმევ! რამ მომიარა ახლა? არა თუ არ გინდა არ მეწყინება, უბრალოდ ძალიან გამიხარდება თუ დაარქმევ!..
აბა წარმატებები!!!
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

№7  offline წევრი N7

KaTE:))

ამ მოთხრობაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი, მაპატიეთ უბრალოდ!
რაც შეეხება მომავალ მოთხობას... მიუხედავად იმისა, რომ უკვე სიუჟეტიც, ქალის და მოთხრობის სახელიც მოფიქრებულია, აუცილებლად მეყოლება ქეთი, აუცილებლად! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბრავისიიიმოოო!
მომეწონა...
თან როგორ...
არა, თავიდან კი ერთი შევუცაცხანე ლილეს, რას აკეთებ მეთქი,
მაგრამ ვინ გისმენდა :დ
ხოდა მე ნამდვილი სიყვარულის მომხრე ვარ.
ვიყავი და
ვიქნები კიდეც.
ვიგრძენი, რომ მართლა უყვარდა
ნიკოლოზმაც, ბოლოს დაა დასტურა ეს, რომ მასაც უყვარდა
და ეს სიყვარული ნამდვილი იყო.
მათ გაუძლეს ყველაფერს
გაუძლეს დროს
წყენას
ტკივილს
უამრავ იმედგაცრუებას და ჩხუბს
და დარჩნენ ერთად!
მადლობა საოცარი იყო ძალიან შესანიშნავო შვიდეულო <3
love love love
ვერ გეტყვი რითი მსურდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ძალიან კარგი ფინალია, მიუხედავად იმისა რომ ნიკოლოზს შეეშალა და თავიდან სიყვარულის გამო კი არა სხვა რამისთვის მოიყვანა. თუნდაც იმიტომ უნდა დარჩენილიყო მასთან, რომ ნიკოლოზმა დროსთან ერთად ნამდვილად განიცადა, იმ დრომ ასწავლა და მიახვედრა, რამდენს ნიშნავდა ლილე მისთვის და ბოლოს მაინც ბედი ერთმანეთს დაუკავშირეს.
მჯერა...
სწორედაც რომ მჯერა იმის რაც ლილემ თქვა ბოლოს.
ჩვენი ბედი ცაში იყო გადაწყვეტილიო.
მეც მჯერა ბედისწერის
და მჯერა რომ ის საჭირო ადამიანებს გვახვედრებს
როცა გვჭირდება
როცა რამ გვიჭირს.
შეუდარებელი იყო და მე არაფერი შენიშვნა არ მაქვს მომეწონა!!! <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№9  offline წევრი KaTE:))

N7

მაშინ კარგად შემისწავლე ^^ ვხუმრობ, რა თქმა უნდა! უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს კეთილი პერსონაჟი იყოს ის ქეთი! ბოროტი ჩემი თავიც მეზარება wink
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

№10  offline წევრი N7

ErckeMydass25
ბრავისიიიმოოო!
მომეწონა...
თან როგორ...
არა, თავიდან კი ერთი შევუცაცხანე ლილეს, რას აკეთებ მეთქი,
მაგრამ ვინ გისმენდა :დ
ხოდა მე ნამდვილი სიყვარულის მომხრე ვარ.
ვიყავი და
ვიქნები კიდეც.
ვიგრძენი, რომ მართლა უყვარდა
ნიკოლოზმაც, ბოლოს დაა დასტურა ეს, რომ მასაც უყვარდა
და ეს სიყვარული ნამდვილი იყო.
მათ გაუძლეს ყველაფერს
გაუძლეს დროს
წყენას
ტკივილს
უამრავ იმედგაცრუებას და ჩხუბს
და დარჩნენ ერთად!
მადლობა საოცარი იყო ძალიან შესანიშნავო შვიდეულო <3
love love love
ვერ გეტყვი რითი მსურდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ძალიან კარგი ფინალია, მიუხედავად იმისა რომ ნიკოლოზს შეეშალა და თავიდან სიყვარულის გამო კი არა სხვა რამისთვის მოიყვანა. თუნდაც იმიტომ უნდა დარჩენილიყო მასთან, რომ ნიკოლოზმა დროსთან ერთად ნამდვილად განიცადა, იმ დრომ ასწავლა და მიახვედრა, რამდენს ნიშნავდა ლილე მისთვის და ბოლოს მაინც ბედი ერთმანეთს დაუკავშირეს.
მჯერა...
სწორედაც რომ მჯერა იმის რაც ლილემ თქვა ბოლოს.
ჩვენი ბედი ცაში იყო გადაწყვეტილიო.
მეც მჯერა ბედისწერის
და მჯერა რომ ის საჭირო ადამიანებს გვახვედრებს
როცა გვჭირდება
როცა რამ გვიჭირს.
შეუდარებელი იყო და მე არაფერი შენიშვნა არ მაქვს მომეწონა!!! <3

ო, როგორ გამახარე!
უღრმესი მადლობა, სიტყვები არ მაქვს მადლობის სათქმელად..
უბრალოდ, დიდი მადლობა, რომ ასე ზუსტად გამიგე <3 <3

KaTE:))
N7
KaTE:))
სულ სხვას მოველოდი!
უფრო მრავალაფეროვანს და ლილეზე ზედ გამოჭრილს, მაგრამ...
ჯობდა არც დაგედო და...
და უკეთესი დაგედო!
ანუ
ანუ შენებური
და არა
მოსტუმრებული :(
მე ასეთს ვუწოდებ! არადა იცი როგორი დაწყება ჰქონდა?
THE BEST
რასაც, ვერ ვიტყვი დასასრულზე :(
პირველი შემთხვევა, როდესაც არ გამიხარდა ახალი (და ბოლო) თავის დადება...
ზოგჯერ კარგია სიურპრიზები,მაგრამ არა ასეთი...
ვაიმე შვიდუნი როგორ გამიფუჭე ხასიათი!
რა იყო ეს?
ისედაც თავზე საყრელი გამოცდები მაქვს წინ!
ხო პირდაპირი ვარ, მაგრამ ჩემი აზრია და მინდა იცოდე!
დამალვას და ცუღლუტობას აზრი არა აქვს :3
ობიექტურიბა 'ინექშენ'
თავს რაც შეეხება გრამატიკული შეცდომა არ გქონდა (ან გქონდა და იმდენად არაზუსტად ჩავიკითხე ვერც შევამჩნიე)
უბრალოდ შენგან ამგვარ ჰეფის არ მოველოდი!
თუ ჰეფი იქნებოდა 'დაჟე' იმასაც ობიექტურს!
ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი გოგო ხარ!
მომდევნო მოთხრობა ასეთი არ დამანახო თორემ მართლა სერიოზული კონფლიქტი მოგვივა!
ხოდა მომდევნო მოთხრობა ჩემი იქნება და გოგოს-ქეთის არქმევ! რამ მომიარა ახლა? არა თუ არ გინდა არ მეწყინება, უბრალოდ ძალიან გამიხარდება თუ დაარქმევ!..
აბა წარმატებები!!!

ამ მოთხრობაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი, მაპატიეთ უბრალოდ!
რაც შეეხება მომავალ მოთხობას... მიუხედავად იმისა, რომ უკვე სიუჟეტიც, ქალის და მოთხრობის სახელიც მოფიქრებულია, აუცილებლად მეყოლება ქეთი, აუცილებლად! love

მაშინ კარგად შემისწავლე ^^ ვხუმრობ, რა თქმა უნდა! უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს კეთილი პერსონაჟი იყოს ის ქეთი! ბოროტი ჩემი თავიც მეზარება wink

:D აუცილებლად მეყოლება კეთილი ქეთი <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent