შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმე...სექსი და უცნაური ურთიერთობები (1)


4-11-2015, 00:32
ავტორი lisebeth
ნანახია 5 074

ჯერ წესიერად გათენებულიც არ იყო ვერონიკა ფეხზე ,რომ წამოხტა. სანამ მოწესრიგდებოდა და ქვემოთ ჩამოვიდოდა რამდენიმე ადგილას შეტყობინება გაგზავნა. მის და გასაკვირად ვიღაც გაცილებით ადრე ამდგარიყო და ფეხმორთხმით იჯდა შემოსასვლელის დივანზე. გაოცებით გადახედა იქაურობას და ლოგიკური კითხვა დასვა.
-ასე ადრე რამ აგაყენა სალო?
-ქალბატონი ეკატერინე არ მობრძანებულა და ...
-კარგი რა პირველი თუ მეორე შემთხვევაა? გუშინდეი წვეულებიდან გაქრა და მაგის მერე არც ვიცი სადაა. მხოლოდ იმას მოვკარი თვალი ლამაზ ბიჭს ,რომ ეცეკვებოდა. ადვილი გამოსაცნობია სად იყო.
სალომ მხრები აიჩეჩა და ლეპტოპში ცქერა განაგრძო.
-ჰო მართლა დაასრულე სტატია? ნომრის ბოლო ვერსია უნდა ვნახოთ და ყველაფერი ერთად მჭირდება.
-სალამი...სალამი... სალამი _ ტანის რხევით შემოვიდა ოთახში ეკატერინე . თან ხელში ფეხსაცმელები ეჭირა და აქეთ-იქეთ აქნევდა.
-სად ხარ გოგო შენ აა?_თვალები დაუბრიალა სალომემ
- შენ გართობის რა იცი ჩემო ფუმფულა მეგობარო
-ნუ მეძახი ეგრე, _შეუბღვირა შედარებით ტანმსხვილმა მაგრამ ძალიან საყვარელმა და სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ. ვერონიკამ თვალები გადაატრიალა და სამზარეულოსკენ წავიდა. ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.
ვერონიკა, ეკატერინე და სალომე თავის დროზე პროვინციაში დაიბადნენ. როგორც ყოველთვის ხდება ისინი იყვნენ განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული ახალგაზრდები. სრულიად ახალი სამყაროს წევრები ,რომლებსაც სჯეროდათ ,რომ ერთ დღესაც გახდებოდნენ ნამდვილი ვარსკვლავები და შექმნიდნენ ისეთ რამეს რითიც მთელი ქვეყანა გაიცნობდათ.
სკოლაში ერთად დადიოდნენ მოხდენილი და დახვეწილი ვერონიკა, გადარეული ეკატერინე და მათი საუკეთესო და ყველაზე გულწრფელი მეგობარი სალომე. იმ ორისგან განსხვავებით სალომე არ იყო სკოლის ვარსკვლავი. არც გარეგნობით ბრწყინავდა ,მაგრამ ჰქონდა ტალანტი რითიც ამ სამეულში ღირსეულად იჭერდა ადგილს. გოგონებს ერთმანეთი განსაკუთრებით უყვარდათ. არასდროს არაფერს უმალავდნენ ერთმანეთს. სულ გვერდიგვერდ დადიოდნენ და რაღაცაზე ჩურჩულებდნენ.
სკოლაში კარგად მხოლოდ ვერონიკა სწავლობდა. მათემატიკაც ესმოდა და ლიტერატურაც. ნამდვილი დახვეწილი ლედი იყო. ღია კაკაოსფერი თმებითა და ულამაზესი თვალებით. ეკატერინე ყოველთვის მის უკან იჯდა და დახმარებას ითხოვდა. მხოლოდ რაიმეს არევასა და გაფუჭებაზე იყო ორიენტირებული. სალომე კი მატი იდეების სრული ხორცშემსხმელი იყო. ვერონიკა სულ მეცადინეობდა. ეკატერინე სარკესთან იმანჭებოდა და ''ჟურნალისტობანას'' თამაშობდა, სალომე სულ იჯდა და წერდა ან ხატავდა.
დრო გავიდა . გოგონებმა სკოლა დაამთავრეს და დედაქალაქში სასწავლებლად წამოვიდნენ. თავიდან სამივეს უჭირდა ,მაგრამ არაფერს უშინდებოდნენ. ვერონიკამ სწავლა წარმატებით დაასრულა და მალევე მიიღეს გაზეთში თანამშრომლად. ცოტა ხანში ადგილი სალომესთვისაც გამოჩნდა. გოგონა ისე კარგად წერდა რედაქცია მისით აღფრთოვანებული იყო. ხელფასთან ერთად დიდ დანამატსაც უხდიდნენ. მოკლედ ,რომ ითქვას ვერონიკამ და სალომემ მალევე მოახდინეს თავისი თავის რეალიზება. ეკატერინე კი ცოტა ზარმაცი და ჭირვეული იყო. რამდენჯერმე სცადა ,მაგრამ ვერ შეძლო მწვერვალზე აცოცება. მერე მუშაობა სუპერმარკეტში დაიწყო მოლარე-ოპერატორად. ცოტა ხანში კი დააწინაურეს და ადმინისტრატორიც გახდა. გოგონებმა მოახერხეს და პატარა სახლი იქირავეს. ისინი კვლავ საუკეთესო მეგობრები იყვნენ უბრალოდ ახლა დრო ნაკლები ჰქონდათ ერთმანეთისთვის. ეკატერინეს მცირე გასამრჯერლოს გამო ვერონიკა და სალომე ხშირად მეტ ხარჯებს იღებდენ საკუთარ თავზე და ამას სულაც არ თვლიდნენ ცუდ ტონად. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. მუდამ სარკის წინ მოტრიალე ეკატერინე სუპერმარკეტში ცნობილმა ფოტოგრაფმა იპოვა და მასთან მუშაობა შესთავაზა. ეკატერინე დასთანხმდა და რამდენიმე ფოტოსესიაში იმდენი აიღო რამდენსაც ვერც კი წარმოიდგენდა. დროთა განმავლობაში ვარსკვლავად იქცა და ახლა უკვე ბევრი ცდილობდა მასთან თანამშრომლობას. სუპერმარკეტი მიატოვა და ''ძალისხმევის გარეშე'' ნაშოვნი ფულით ლაღად დაიწყო ცხოვრება.
გოგონები ოცდარვა წლისანი იყვნენ მოულოდნელად ვერონიკასა და სალომეს რედაქციას პრობლემები ,რომ შეექმნა. კომპანიის მეპატრონე გარდაიცვალა და მისმა ვაჟმა რედაქცია სამ თვეში გაანადგურა. თანამშრომლებმა ბევრს ეცადნენ , მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მალევე რედაქციის აუქციონზე გაყიდვა გახდა საჭირო რათა ვალები გადაეხადა. სალომემ სოფელში დარჩენილი თავისი მშობლების დანატოვარი სახლი გაყიდა. ვერონიკამ ხუთი წლის დანაზოგი დაამატა და კიევში გასტოლით მყოფ ეკატერინეს მისწერა რასაც გეგმავდნენ. იმანაც ბოლო სამი ფოტოსესიის თანხა გადმოურიცხა. მართალია ეს საკმარისი არ იყო ,მაგრამ სესხიც გამოიტანეს და რედაქცია შეისყიდეს.
პროვინციელი გოგონების აღმასვლა სწორედ აქედან დაიწყო. გოგონებმა შექმნეს ჟურნალი ,რომელიც არაფრით არ ჰგავდა ადგილობრივ ნაწარმს. მასსი ერთობლივად იყო თავმოყრილი ყველა სფერო. ვერნიკა ,რომელიც ყოველთვის სამაგალითო მოსწავლე იყო რედაქტორად დანიშნეს. სალომეს თავისი რუბრიკა ჰქონდა სადაც რამდენიმე გვერდს უთმობდნენ და ის წერდა ყველაფერზე. სხვათაშორის სწორედ ეს გვერდები იყო მკითხველთათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული. ეკატერინე კი კულტურასა და ხელოვნების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე დადიოდა ინტერვიუებზე ცნობილ ადამიანებთან. სხვათაშორის ის ამ სფეროში უკვე ძალიან ცნობილი იყო და ადვილად ახერხებდა რესპოდენტების მოზიდვას.
მოკლედ ,რომ ითქვას გოგონებმა საკუთარი იმპერია შექმნეს და დროთა განმავლობაში იქცნენ ყველაზე წარმატებული ჟურნალის მფლობელებად. დიდი სახლი იყიდეს და ახლა სამივენი ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ თავისსავე შექმნილ სამყაროში. მიუხედავად იმისა ,რომ ხშირად ჩხუბობდნენ, კამათობდნენ და ცხოვრებაზე პრეტენზიას გამოთქვამდნენ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი სწორედ ისე ,როგორც ადრე.
-სად ჯანდაბაში იყავი წუხელ? ხომ იცოდი ,რომ ამ თვის ნომრის განხილვა გვქონდა? მოხვედი ფეხშიშველი და თითქმის ნასვამი _უსაყვედურა ვერონიკამ ეკატერინეს და მაგიდას მოუჯდა.
-კარგი რა ერთი საათი მომეცი და მოვფხიზლდები. ცოტა დავლიეთ კლუბში.
-სახლში წვეულება გვქონდა და კლუბში რა ჯანდაბა გინდოდა? _ თავი წამოჰყო სალომემ.
-არაფერი განსაკუთრებული. სხვათაშორის წუხელ უქმად არ ვყოფილვარ._ თავმომწონედ თქვა ეკატერინემ და ცხელი ყავა მოსვა
-წარმომიდგენია, უფრო სწორად წარმოგვიდგენია _ თითი გაიშვირა ვერონიკასკენ სალომემ
-ეგ არ მიგულისხმია სულელო. მოკლედ ნიკუშამ მითხრა ,რომ ვიღაც ცნობილი მსახიობი ჩამოჰყავთ თბილისშიო და თუ მოვახერხებ ინტერვიუზე შეგახვედრებო. ექსკლუზივი და რამე ხომ ხვდები?
-ვინ მსახიობი ?_დაინტერესდა ვერონიკა
-არ მითხრა. არ მაქვს გამხელის უფლებაო ... მოკლედ რა... ველოდები მაგ ''ბომბს''
-კიდევ კარგი ცხოვრებაში ერთხელ ბიჭთან სექსის გარდა საქმითაც დაკავდი _ გადაიხარხარა სალომემ. ეკამ სუფრაზე რაღაცას წამოავლო ხელი და ესროლა
-კარგი მე წავალ სამსახურში სანამ თქვენ აქ ერთობით. შუადღისას ზურას უნდა შევხვდე და მანამდე რამეს მოვასწრებ _ ფეხზე წამოდგა ვერონიკა.
-ქორწილის სუნი მცემს _ უსიამოვნოდ თქვა ეკამ
-ქორწილი არა ის _ხელი აიქნია ვერონიკამ
-მოიცა მეც წამოვალ. ჩემს ლეპტოპს ავიღებ და ბარემ დავამთავრებ იმ სტატიას კვების რაციონზე. ხო მესმის ახლა რასაც ფიქრობთ . მსგავს თემებთან შეხების მორალური უფლება არ მაქვს ,მაგრამ ... დე სხვები იყვნენ ბედნიერნი _იხუმრა სალიმ და თავისი ლეპტოპი იღლიაში ამოიჩრა.
-ცოტა გაზს დააწექი დაიკო თორემ სამსახურში ხვალ დილამდე ვერ მიხვალ _გამოაჯავრა ეკატერინემ ვერონიკა ,რომელსაც საჭესთან ჯდომის ცოტა ეშინოდა და საშინლად ნელა ატარებდა მანქანას. ვერონიკამ ბალიშს წამოავლო ხელი და კიბეზე ამავალ ეკას ესროლა.
-წამოდი ჰო _ გაეცინა სალომესაც
-შეიძლება სულ ამაზე მაჯავრებდეს? _ კაბა გაისწორა ქალმა და ფეხს აუჩქარა.
მეგობრები მანქანაში ჩასხდნენ და სამსახურისკენ აიღეს გეზი. ეკა ცხელ შხაპს შეეყუდა და კარგა ხანს იჯდა ასე. სანამ არ გაახსენდა ,რომ ნომრის განხილვა ჰქონდათ და მეგობრები ალბათ უკვე ელოდნენ

VVV
-სტაატია ,როგორც ყოველთვის კარგია _ შეაქო მეგობარი ვერონიკამ
-გმადლობ, მაგრამ მგონი ეკას ისევ დაავიწყდა მოსვლა. ჩაეძინა დავნაძლევდეთ.
-ოხ რა ვუყო მაგ გოგოს არ ვიცი რა.
-შეეშვი და შენს საქმეს მიხედე. ზურა მოვიდა. _გამჭვირვალე კარიდან გახედა მომავალ ბიჭს. მაღალი სიმპატიური და თანაც ძალიან გამორჩეული გარეგნობის იყო. ნამდვილად შეეფერებოდნენ ის და ვერონიკა ერთმანეთს. კარზე ზრდილობის ნიშნად მოაკაკუნა და შემოვიდა.
-მგონი ცოტა ადრე მოვედი ჰო ? _ შეყვარებულს აკოცა და მერე სალომესაც გადაეხვია.
-არაუშავს ჩვენ ,როგორც ყოველთვის ამაოდ ველოდებით ქალბატონ ეკატერინეს.
-ვიღაც ახალბედა ქართველი დიზაინერის ჩვენებაა და დამპატიჟეს. წამომყვები ? _ სთხოვა ვერონიკას და დადებითი პასუხის იმედად გახედა.
-როდის?
-ხვალ საღამოს
-რა ვიცი მგონი არაფერი მაქვს მაგ დროისთვის დაგეგმილი_დაფიქრდა ვერონიკა.
-რომც გქონდეს მე და ეკატერინე რას ვაკეთებთ ნეტა?
-შენ კიდე ჰო ,მაგრამ ეკატერინე ნამდვილად არაფერს.
-მართალია ,მაგრამ წავალ ახლა მე. შემოვივლი აქაურობას. დავზვერავ ..._ გაიცინა სალომემ და წამოდგა.
-წუხელ კლუბში ვახლდი მეგობარს _ სერიოზულად დაიწყო ზურამ.
-არ გითქვამს
-შევიარეთ უბრალოდ . მეგობარმა დაგვირეკა წამომიყვანეთო და ... მოკლედ ეკა ვნახე იქ არ უთქვამს?
-არა, ამ დილით მოვიდა ჯერ ისევ გაბრუებული და ფეხშიშველი. ეტყობა ბევრი დალია და ...
-ან რამე მოწია ან ... არ მომეწონა წუხელ მაგის საქციელი. აშკარად რაღაცვერ იყო რიგზე. ერთი გაფიქრება ისიც კი ვთქვი წამლის ზემოქმედების ქვეშაათქო. მოკლედ რა მგონი სჯობს დაელაპარაკო.
-კარგი ერთი. ეკას გართობა უყვარს ,მაგრამ ნარკოტიკი? არ იზამს მაგას მჯერა. სულელი ხომ არაა?
-უცნაურად ,რომ იქცევა იმედია მეთანხმები მაგაში.
-კი ,მაგრამ აქვს მაგას ეგეთი პერიოდები. რაღაც გამოუფრენს და უნაიროდ იქცევა. მერე ჩადგება ხოლმე ჩვეულ კალაპოტში. მოკლედ ...მაგრამ მაინც მივაქცევ ყურადღებას. გმადლობ რომ მითხარი.
-წავიდეთ ლანჩზე? მომენატრა შენთან ყოფნა ძვირფასო
-თვის ბოლოს ყოველთვის ასეთი საგიჟეთი მაქვს ხომ იცი ? ახალი ნომერი და საქმე თავზე საყრელი. ცოტა დრო ,მაქვს მაგრამ წავიდეთ.

VVV
სალომემ ეკას დაურეკა ,რომელიც ჯერ ისევ გაბრუებული იჯდა საწოლზე და რაღაცაზე ფიქრობდა.
-მოხვალ სამსახურში?_ჩასძახა სალომემ ტელეფონში
-რაღაც ვერ ვარ
-ვეკო წავიდა ზურასთან ერთად და მე სულ მარტო ვარ აქ. მოდი და ის ინტერვიუ დაამთავრე. მაგის გარდა ყველაფერი მზადაა.
-დავწერ და გადმოგიგზავნი იმეილზე ოღონდ მოსვლა არ მთხოვო რა. გპირდები სანამ ვეკო მოვა ინტერვიუ ხელში გექნება. ფოტოებსაც დავამუშავებ და გადმოგიგზავნი . მანდაც კომპიუტერთან უნდა ვიმუშაო რა მნიშვნელობა აქვს ამას სად გავაკეთებ.
-კარგი ჰო ოღონდ არ დამაღალატო იცოდე.
-კარგი და ზურამ რაო?
-არაფერი ვერონიკას შემოუარა და საჭმელად გავიდნენ. როგორც ყოველთვის რა.
-სხვა არაფერი?
-სხვა რა უნდა ყოფილიყო რო? წადი მიხედე საქმეს დრო ნუ გაგყავს. _ სალომემ ტელეფონი გაუთიშა. ეკა მოწყენილი დაეცა ბალიშზე და თვალები

______
დედა რამდენი ხანია აქ არაფერი დამიწერიააააა
ჰოდა მომენატრეთ ძალიან ....



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორიიიიიი მაგარიაააააააააააააააააააააააა
ეკა არ მომწონს :დ უსაქმური, ზარმაცი, არაფრის მაქნისი და გათამამებულია :დ ხო თან კაცების ცვლაშიც ყოფილა :დ
ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან მომწონს ვერონიკააა love
მიხარია ახლა ეს რომ წავიკითხე... და გაგრძელებას ველი მთელი ჩემი ჯადოქრობით <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი LoNdA DM

eka ra tipia, gansxvavebulebi arian ertmanetisgan da es momwons. velodebi shemdeg tavs

 


№3 სტუმარი irma jojua

Dawyeba dzalian kargi aqvs, velodeni shemdeg tavs malee. ❤ warmatebebiii

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან მომწონს,განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა.

 


№5  offline წევრი lisebeth

ErckeMydass25
როგორიიიიიი მაგარიაააააააააააააააააააააააა
ეკა არ მომწონს :დ უსაქმური, ზარმაცი, არაფრის მაქნისი და გათამამებულია :დ ხო თან კაცების ცვლაშიც ყოფილა :დ
ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან მომწონს ვერონიკააა love
მიხარია ახლა ეს რომ წავიკითხე... და გაგრძელებას ველი მთელი ჩემი ჯადოქრობით <3

LoNdA DM
eka ra tipia, gansxvavebulebi arian ertmanetisgan da es momwons. velodebi shemdeg tavs

irma jojua
Dawyeba dzalian kargi aqvs, velodeni shemdeg tavs malee. ❤ warmatebebiii

ლორელაი
ძალიან მომწონს,განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა.

დიდი მადლობა ყველას
მიყვარხართ <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს,ველი გაგრძელებას.
უცნაურ ურთიერთობებთან ერთად უცნაური ისტორიაცაა.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

lisebeth
ErckeMydass25
როგორიიიიიი მაგარიაააააააააააააააააააააააა
ეკა არ მომწონს :დ უსაქმური, ზარმაცი, არაფრის მაქნისი და გათამამებულია :დ ხო თან კაცების ცვლაშიც ყოფილა :დ
ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან მომწონს ვერონიკააა love
მიხარია ახლა ეს რომ წავიკითხე... და გაგრძელებას ველი მთელი ჩემი ჯადოქრობით <3

LoNdA DM
eka ra tipia, gansxvavebulebi arian ertmanetisgan da es momwons. velodebi shemdeg tavs

irma jojua
Dawyeba dzalian kargi aqvs, velodeni shemdeg tavs malee. ❤ warmatebebiii

ლორელაი
ძალიან მომწონს,განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა.

დიდი მადლობა ყველას
მიყვარხართ <3

ჩვენც გვყვარობთ love love სხვების სახელით, რომ არ ვილაპარაკო, მე მიყვარხარ <3 <3 wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent