შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება10 თავი.


4-11-2015, 06:37
ავტორი MLM
ნანახია 5 702

როცა მარიამმა თმის ცვენაზე მითხრა, შინაგანად იმდენად ავნერვიულდი, რომ მეგონა სულ ავკანკალდებოდი, მაგრამ რეაქცია არ დავაყოვნე, ბუნებრივად მივიღე რომ მარიამს თავი ცუდად არ ეგრძნო. მერე ისევ ვიფიქრე იმ თემაზე რაც დიდი ხანია გონებაში მიტრიალებს და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე. მარიამი მშვიდად სუნთქავდა, მივხვდი რომ ჩაეძინა და ძალიან ფრთხილად ავდექი, ქეთის საწერ კალამი და ფურცელი გამოვართვი და დავწერე: ,,ჩემო უმშვენიერესო და უძვირფასესო, იმდენად ტკბილად ჩაგეძინა აღარ გაგაღვიძე, როცა გაიღვიძებ დამირეკე, მე სახლში წავედი. გკოცნი ბევრს“ მერე სახლში წავედი და გათიშულმა დავიძინე, ტელეფონი გვერდით დავიდე, რომ დარეკოს გამეღვიძოსთქო. დილით საავადმყოფოში წავედი და მარიამის ექიმი ვნახე, ველაპარაკე და თანხმობა მომცა, რამაც გამახარა, არ ვიცოდი რამდენად სწორე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ ის ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ის, რაზეც ამდენ ხანს ვფიქრობდი. მერე მარიამს გავუარე, კიდევ ეძინა და ამიტომ არ დამირეკა, არადა 1 ხდებოდა უკვე, ქეთიმ კი მითხრა ტკბილად სძინავსო, მაგრამ გული რომ დამემშვიდებინა ოთახში შევიპარე, ახლოს მივედი და მის მშვიდ სუნთქვას მოვუსმინე, არ მინდოდა გამეღვიძებინდა ამიტომ არ ვაკოცე და გამოვბრუნდი, ქეთის დავუჯექი წინ და ჩემი გეგმა გავაცანი, თავიდან არ მოეწონა, გუდაურის ამბავი გამახსენა, მაგრამ მერე თავადაც ელაპარაკა ექიმს და დაამშვიდა. ამასობაში ტელეფონმა დამირეკა და სანამ ჯიბიდან ამოვიღებდი, პიჟამოებში, თმა აბურძგლული, და ახალ გაღვიძებული მარიამი, ფეხშიშველი გამოფლასტუნდა ოთახში, თან ტელეფონი ეჭირა და მეც ვუპასუხე ჩემს მობილურს
- გაიღვიძე მძინარა?
- ხო ეხლა გავიღ.., ეეე შენ არ ხარ? (სიხარული ვერ დამალა და უცბად ჩამეხუტა, ქეთის გაეცინა და გავიდა)
- აბა ჩქარა ეხლა ფეხზე ჩაიცვი
- კაი რააა, ჯერ მნახე მაინც (ბუზღუნი დაიწყო)
- ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ არ გამიცივდები და მერე გნახავ, მალეე
ხელებ ჩამოყრილი, და ტუჩგადმოვარდნილი წავიდა აბაზანისკენ, აშკარად მოწესრიგდა, მერე ოთახში ისე შევიდა ზედაც არ შემოუხედავს და ჩაცმული დაბრუნდა ოთახში იგივე სახით, ამ ყველაფერზე მეცინებოდა.
- კმაყოფილი ხართ ბატონო? (ბუზღუნით მითხრა და მისკენ წავედი, ჩავეხუტე ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და ვუთხარი)
- დიახ ქალბატონო.
მერე ვისაუზმეთ და ლაპარაკი დავიწყე
- რატომ არ მეკითხები აქ რატომ ვარ?
- და რატო უნდა გკითხო ეგ? (გაოცებულმა შემომხედა და გამეცინა)
- ნუ პრინციპში მართალი ხარ. მოკლედ, ექიმისგან ნებართვა მაქვს, რომ ქალაქგარეთ წავიდეთ რამოდენიმე დღით, ოღონდ ერთი პირობით, არანაირი დაღლა და ნერვიულობა არ უნდა გამაგონო.
- ანუუუუ?
- ანუ ის რომ, რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და შენი გვერდში დგომა მჭირდება
- რა ხდება?
- ჭიათურაში მინდა წასვლა, მინდა რომ შენც ჩემს გვერდით იყო
- იქ რა გვინდა?
- მირანდასთან (პირთან მიტანილი ჭიქა გააჩერა და შემომხედა გაოცებულმა, თან სადღაც თვალების სიღრმეში სიხარულის ნაპერწკალი დავინახე)
- შენ დასთან?
- ხო, მგონი დროა სიამაყეს გადავაბიჯო და ვაპატიო (სკამიდან წამოხდა და ჩამეხუტა)
- მჯეროდა შენი, ყოველთვის მჯეროდა, უბრალოდ შენ გელოდებოდი როდის გადაწყვეტდი იქ ჩასვლას, მაგრამ მე რა მინდა?
- სულელო, შენი თავი მინდა რომ გავაცნო, როგორც ჩემი საცოლე ისე,
- ჰა???? კაიიიი, არაა ეგ საჭირო, ამდენი წელია არც კი გაგიხედავს შენი დისკენ და ეხლა ვიღაც გოგოსთან ერთ...
- მარიამ, შენ ვიღაც გოგო არ ხარ, შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ, რამდენჯელ უნდა გითხრა? ჩემი კუთვნილება ხარ და მინდა რომ, ერთადერთ ახლო ნათესავს მაინც გავაცნო შენი თავი და შენით ვიამაყო
- თუ შენ ასე გინდა, მაშინ თანახმა ვარ
- ხოდა მასე ჯობია, ეხლა ჭამე და გაემზადე
- დღეს გინდა წასვლა?
- ხო
- იციან?
- არა, არ მინდა დარეკვა
- და სახლი იცი? იქ ხომ არასოდეს ყოფილხარ?
- გზაში მოგიყვები, მიდი ეხლა თბილად ჩაიცვი,
- კაი რაა რა თბილად, მოვიდა გაზაფხული
- მარიამ, რატო გიყვარს ჩემს ნერვებზე თამაში? რომ ვიძახი თბილად ჩაიცვი მეთქი, ანუ უნდა ჩაიცვა, ხო შეილება ერთხელ მაინც არ შემეკამათო რამეზე? (სკამზე ვიჯექი ის კი უკვე ფეხზე იდგა, ამ სიტყვების მერე უკნიდან მომხვია ხელები და მითხრა)
- იმიტო გეწინააღმდეგები ხოლმე, რომ სულ მოსიყვარულე წყვილიც კი მოსაბეზრებელია (უცბად შემოვატრიალე და კალთაში ჩავისვი)
- ანუ სპეციალურად მაბრაზებ ხოლმე ქალბატონოო? (გადაიკისკისა და წამოხტა)
- ჩასაცმელი ვარ, თბილადდდდ. (მის ამ ქცევაზე გამეცინა და ავდექი, პური უნდა შემენახა თავის ადგილზე და ქეთიმ როგორც კი დამინახა მისაყვედურა)
- აბა რას აკეთებ შვილო?
- მიუღებელს არაფერს ქეთი, მარტო ვცხოვრობ და მიჩვეული ვარ, საკუთარი თავის მომსახურეობას
- ეგ შეიძლება მაშინ გააკეთო როცა მარტო ხარ, მაგრამ მე რას ვაკეთებ აქ? სირცხვილია შვილო, გადი, მეტჯელ არ მათქმევინო
ასე მისაყვედრა და გამომაგდო სამზარეულოდან. ნახევარ საათში სახლიდან გამოვედით, ვხედავდი მარიამის გაბრწყინებულ თვალებს და ვრწმუნდებოდი, გადაწყვეტილების სისწორეში. მანქანა სათამაშოების მაღაზიასთან გავაჩერე და გადავედით
- რასაც აარჩევ ყველაფერს ვიყიდით. ოღონდ ბიჭისთვის ხო გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს? (გამიცინა მარიამმა და სათამაშოებს მიუბრუნდა, იმდენი რამე აარჩია იტყვი, საკუთარი შვილისთვის მიქონდა, ეს ყოველივე ძალიან მახარებდა და მიკვირდა, ამდენი წელი ჩემს სიამაყეს როგორ არ გადავაბიჯე, პატარა ზურას გულისთვის მაინც, სალაროში თანხა გადავიხადეთ და მანქანაში ჩავაწყეთ სათამაშოები)
- წამო ეხლა საჭმელები ვიყიდოთ და დავადგეთ გზას
- კაი ძვირფასო... იცი რომ შენით ვამაყობ?
- და შენ თუ იცი რომ, ამისკენ შენ მიბიძგე?
- ვითოომ? არასოდეს ამ თემაზე ხმა არ ამომიღია და როგორ?
- თავდავიწყებით შემაყვარე თავი და ჩემი ხასიათი შეცვალე, აი ასე.
- ხოოო? მაშინ ჩემი თავთ ვამაყობ
საჭმელები ვიყიდეთ, ასაწონი, მზა, ტკბილი, მწარე, ყველაფერი ვიყიდე, ვიცოდი რომ ცხოვრება უჭირდა მირანდას, გიორგი ანუ ქმარი კი მუშაობდა და დედაც ეხმარებოდა ყოველთვეს მაგრამ, არ მინდოდა კისერზე დავწოლოდი. გზას დავადექით და გადავწყვიტე მარიამისთვის სიმართლე მომეყოლა:
- უბანში ვიჯექი ბიჭებთან ერთად, როცა დამირეკეს და მითხრეს მირანდა მოიტაცესო, ვერ აგიხწერ მაშინ რა დამემართა, ჩემი გაზრდილი მირო, რომელზეც დიდი ამაგი მქონდა, მომტაცეს, მაშინ ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მქონდა გარკვეული რეპუტაცია, 1 საათში დავადგინე იმ ბიჭის მონაცემები და ჩემებთან და სოსოსთან ერთად ჩავაკითხეთ ჭიათურაში,გზაში ნათქვამი მქონდა მშობლებისთვის რომ, მათაც არ გადაევლოთ ჩემთვის და ხმა არ ამოეღოთ. სისიხლი მეყინებოდა, იმის წარმოდგენით რომ შეიძლებოდა მისთვის ვინმეს ხელი დაეკარებინა, ან მითუმეტეს რამე ეტკინა, ის ხომ ბავშვი იყო. როცა სახლში მივედით, არავინ გველოდებოდა, დიდი სუფრა იყო გაშლილი, აშკარა იყო მირანდას მოტაცება მოულოდნელი არ იყო, სახლში რომ შევედით, მირანდა დავინახე, რომელიც სიცილით კვდებოდა და ვიღაც ბიჭს ხელი ქონდა გადახვეული, სისხლმა ტვინში ამასხა, მეგონა სადმე ოთახის კუთხეში იჯდებოდა და ტირილით თვალები ექნებოდა დასიებული, მაგრამ რა სურათიც დამხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როგორცკი დაგვინახა მირანდამ, გვერდზე მჯდომ ბიჭს ხელი მიარტყა და მოახედა, ფეხზე წამოდგა ეს ბიჭი და ჩვენკენ წამოვიდა, მახსოვს სოსო დამიდგა გვერდით, როცა ეს ბიჭი მოვიდა ხელი გამომიწოდა და გამეცნო
- გიორგი
- შენ ხარ? (ხელისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, ისე ვკითხე 18 წლამდე ბიჭს)
- კი ძმა, მე ვარ
ამ დროს მომეძალა ყველა ემოცია ერთად და ისე დავარტყი მუშტი ძირს დავარდა. ყველა მე მაწყნარებდა, მაგრამ არავინ მაინტერესებდა, ვურტყავდი როცა მირანდას ხმა მოსწვდა ჩემ ყურებს
- მოკლავ ზურა, გაჩერდი. ორსულად ვარ
მუშტი ჰაერში გავაჩერე და გარშემო ყველა გაჩუმებული მიყურებდა, სოსომ წამომაყენა და დავინახე დედაჩემი როგორ ეფერებოდა მირანდას, ისე დამცირებულად ვიგრძენი თავი, ვერ აგიხწერ მარიამ, თურმე 4 თვის ორსული იყო მირანდა და ეს ჩემებს კარგად ცოდნიათ, გზაში მაგიტო ცდილობდნენ გავენეიტრალებინე, და მაგიტო ავუკრძალე ხმის ამოღება, ყველას დასაცინი გამხადეს გესმის? სწორედ ამის მერე წავიდნენ საზღვარგარეთ რომ, მას დახმარებოდნენ. მაგ დღეს დავიფიცე რომ მისკენ აღარ გავიხედავდი და ასეც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა იმდენად შემცვალე, მინდა რომ ჩავიდე ამდენი წლის მერე და შევურიგდე, სწორეს ამიტომ მინდა შენი გვერდში დგომა.

*************************
ამ ხნის მანძილზე ჩუმად ვუსმენდი და არ ვაწყვეტინებდი ლაპარაკს, ეს მართლა დიდი დამცირებაა. ამიტომ ვერ გავამტყუნე
- მე მართლა ვამაყობ შენით ზურა, მეამაყები ასეთი კარგი რომ ხარ. შენთან ვარ და არასოდეს გაგიშვებ ხელს
- ვიცი, ვიცი ჩემო გოგო და ამიტომ მომყავხარ
ხელები გვქონდა ჩაკიდებული და ისე მივდიოდით. გზაში რაღაცეებზე ვიცინეთ რომ ხასიათზე მოსულიყო ზურა. როგორც იქნა მივედით. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და მძიმედ ამოისუნქთა
- მოვედით
ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე, თითქოს მინდოდა უსიტყოდ დამემშვიდებინა. დაასიგნალა და დავინახე ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა გარეთ, გვიყურებდა, მაგრამ მანქანა რომ არ ეცნო ჩვენსკენ წამოვიდა, ზურამ კარი გააღო და გადავიდა, მეც მას მივბაძე, სახლიდან კი 4 წლის პატარა გამოვიდა და სირბილით დაეწია ბიჭს, ეს ალბათ ზურაა, ვთქვი და სანამ ბიჭი მოგვიახლოვდებოდ, ზურას ხელი ჩავკიდე. გარეთ გამოვიდა და თვალები გაუფართოვდა
- ზურაა?
- როგორ ხართ გიორგი? (ამის თქმა იყო და ისე გადაეხვია ბიჭი, გული დამეწვა, ზურა ჯერ გაუნძრევლად იდგა, მერე თვითონაც დაარტყა ზურგზე ხელი, რასაც ბიჭის ყვირილი მოყვა)
- მიროოო, მირო მალე გამოდი. (მერე მე მომიბრუნდა და ზურამ ჩემი თავი გააცნო)
- ეს ჩემი საცოლეა მარიამი, ეს კი... (თითქოს არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ მაინც დაამთავრა წინადადება) ეს ჩემი სიძეა გიორგი. (დავინახე გიორგის გაბრწყინებული თვალები და მივესალმე)
- სასიამოვნოა,
- ჩემთვისაც, შემოდით რას დამდგარხართ? ჭიშკარს გავაღებ მანქანა შემოიყვანე.
ზურა მანქანისკენ წავიდა, მე კი ეზოში გავჩერდი, დავინახე სახლიდან ვიღაც ლამაზი გოგო გამოვიდა, ბავშვს დაუძახა და თან მე მიყურებდა
- ზური, მოდი დედიკო ჩემთან გაცივდები
სანამ მანქანას შემოიყვანდა, პატარა ზურა ხელში ყავდა აყვანილი, მაგრამ როგორცკი ზურას მოკრა თვალი მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვი უცბად დასვა ძირს და სირბილით გაიქცა ძმისკენ, მე ცრემლები ვერ შევიკავე, როცა მათ შეხვედრას ვუყურებდი, მართლა ვამაყობდი ჩემი ბიჭით, ერთმანეთს ხვევდნენ ხელებს და ერთმანეთს კოცნიდნენ
- როგორ მომენატრე ხო არ იცი, ჩემო ზურა, ჩამოხვედი, ჩემთან ჩამოხვედი, არ მჯერა
- მეც მომენატრე მირო, ბოდიში უნდა მოგიხადო
- არა არავითარი ბოდიში და ცრემლები ჩქარა სახლში შემოდი, (მერე მე მომიბრუნდა და ისევ ზურასკენ მიტრიალდა)
- ეს ლამაზი გოგო ვინაა?
- ეს ლამაზი გოგო შენი სარძლოა, მარიამი (გაიღიმა და ხელი გადამხვია, მირანდა კი დიდი ხნის ნაცნობივით გადამეხვია,)
- რძალიც ამას ქვია, ულამაზესი ხარ
- მადლობა ჩემო კარგო, შენც ასევე, ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა
- ჰე მირო, სახლში შევიდეთ და დატრიალდით შენ და მარინა (ანუ დედამთილი, გიორგიმ თქვა და სახლისკენ გვიბიძგა)
- აბა რას ვიზავ, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, როგორ გამახარეთ
- ბავშვი სად გაქრა? (იკითხა ზურამ, რაზეც მირანდამ უპასუხა)
- ძალიან მორცხვია, ალბათ დაიმალა უხცო ხალხის დანახვისას
სახლში შევედით, ისეთი სითბო ტრიალებდა მათ ოჯახში რომ, გათბობა აღარ იყო საჭირო, ვხედავდი, როგორი შეკრული და მოსიყვარულე ოჯახი ქონდა მირანდას და გული სიამაყით მევსებოდა, გიორგის მშობლებიც გავიცანით, მარინამ მირანდას ხელი არ გაანძრევინა, შენ ძმასთან ილაპარაკე ყველაფერს მე მივხედავო და დათო წაიყვანა მისახმარებლად (ანუ თავისი ქმარი). ბავშვი ახლოს არ გაეკარა ზურას, მაგრამ ჩემს კალთაში იმდენად კარგად მოეწყო, ჩასვლა აღარ უნდოდა, მერე ზურამ მანქანიდან საჭმელების ამოლაგება დაიწყო, რაზეც ყველა გაგიჟდა და აყვირდა რატო შეწუხდით ყველაფერი გვაქვსო, სათამაშოების დიდი პარკი რომ შემოიტანა, პატარა ზურა უცებ ჩამოხტა ჩემი მუხლებიდან და ზურას გადაეხვია, რა არის ბავშვი, რა იოლია მისი მოთაფვლა. ისე თბილად და საყვარლად თამაშობდნენ ორივე ზურა, მე და მირანდა ვტკბებოდით. გიო გარეთ გავიდა დედალს დავკლავო, მე კი მირანდას გავყევი რომ მივხმარებოდი, რადგან სასტიკი უარი განმიცხადა, მოვიმიზეზე გაგიცნობ კარგადთქო და მაინც გავყევი, ორი ზურა დავტოვეთ ოთახში რომლებიც თამაშობდნენ.
- ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს დღე ჩემთვის მარიამ
- დარწმუნებული ვარ გენაცვალე, მეც ძალიან მიხარია ზურამ ეს ნაბიჯი რომ გადადგა
- მოგიყვა ყველაფერი ხომ?
- კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა იყო წარსულში? მთავარი ისაა რომ თბილი ოჯახი გაქვს, სადაც ერთმანეთი გიყვართ, ეს კი ძალიან ჩანს თქვენს ოჯახში.
ბევრი ვილაპარაკეთ ქალებმა, ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა დედამთილი, მირანდას საკუთარი შვილივით ექცეოდა, ასევე მამამთილიც და რაც მთავარია გიორგის სიყვარულმა მომხიბლა, რომელიც მირანდას ეკუთვნოდა. სხვა რა არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი მოსიყვარულე ბუდე გაგაჩნია ადამიანს, ეს მირომაც დამიდასტურა
- სრულყოფილი ბედნიერებისთვის მხოლოდ ჩემი ერთადერთი ძმა მაკლდა, რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს შენი დამსახურებაა მხოლოდ
- ჩემიი? არაა, რას ამბობ? ეს თავად გადაწყვიტა, უთქმელად
- ხო მაგრამ, შენ რომ მისი გული არ გაგელღვო ის ახლა აქ არ იქნებოდა
ბევრი ვილაპარაკეთ, გიორგი დათო და ორივე ზურა ოთახში ისხდნენ, მართალია მე არაფერი გამაკეთებინეს, მაგრამ მაინც ვცდილობდი მივხმარებოდი სუფრის გაშლაში. ყველა მაგიდას შემოვუსხედით როცა გიორგიომ ღვინის დასხმა დაიწყო.
- მარიამ შენი ჭიქაც მომაწოდე აბაა (გიო)
- არა მე არ ვსვავ მადლობა,
- რას ქვია არ სვავ? ერთი ჭიქა სავალდებულოა (გიო)
- არა მარიამი არ სვავს, ჩვენ დავლიოთ და მარიამის წილსაც მე დავლევ თუ საჭიროა (გაიღიმა ზურამ და ხელი გადამხვია)
ძალიან ბევრი ვიცინეთ, მთელი საღამო ზურას ფეხებიდან არ ჩასულა პატარა კაცი, ბიჭებს აშკარად მოეკიდათ ღვინო, რაც მათ სიმღერებზე აისახა, მირანდამ ბევრი სურათები გადაიღო, მერე კომპიუტერში ხმა გავიგე რომ, სკაიპში ვიღაც რეკავდა, მირანდამ ბოდიში მოიხადა და კომპიუტერს მიუჯდა, რომელიც იგივე ოთახში იდგა სადაც ჩვენ ვისხედით, მე ზურგით ვიჯექი და მესმოდა მირანდას ლაპარაკი, როდესაც გავიგე ვის ელაპარაკებოდა ადგილს მივეყინე
- დედიკოოო, როგორ ხარრრ, იცი იქ ვინააა?
- კარგად ვარ დედი, თქვენ როგორ ხართ? ვინაა ეგეთი შვილო რა გახარებული ხარ?
- აბა გამოიცანი?
- რავიცი დედიკო, კი ვხედავ ქეიფობთ მაგრამ ვინაა
- ზურა ჩამოვიდა დე, ჩემი ძამიკო ჩამოვიდა ჩემთან
- მართლა ამბობ? სად არის? დამელაპარაკოს
- ზურიიიი, დედამ დამელაპარაკოსო.
ზურაც გახარებული სახით მივიდა მონიტორთან, ქალმა ტირილი დაიწყო ორივე შვილი ერთად რომ დაინახა და ბევრი ეფერა, ზურამ უთხრა ამაზე კარგი შანსი არ ვიცი როდის მომეცემა მეტჯელ, ამიტომ შენი სარძლოც უნდა გაგაცნოვო, ამას არ ველოდებოდი, შემრცხვა, ვიგრძენი როგორ ავწითლდი, მერე იქიდან ქალის ხმა გავიგე, რას ამბობ შვილო, აქამდე რატომ არაფერი მითხარიო და მალე დამანახეთ ჩემი შვილის რჩეულიო, ზურამ ხელი მომკიდა და მონიტორთან მიმიყვანა.
- გამარჯობათ თამრიკო დეიდა, როგორ ხართ? (მორიდებით ვკითხე ქალს, რომელიც აღელვებული და გახარებული მიყურებდა)
- რა დეიდა შვილო, აბა რას ამბობ? ამაზე დიდი სიხარული რა არი დედისთვის როცა ყველას გახარებულს ხედავს?
- სხვათაშორის თამრიკო, უნდა გითხრა რომ, მისი დამსახურებაა დღეს აქ რომ ვარ (თქვა ზურამ და ამაზე უარესად ავწითლდი)
- აბა რას ამბობ ზურა? (ცოტა გავუბრაზდი, მაგრამ თამრიკომ ლაპარაკი გააგრძელა)
- დარწმუნებული ვარ შვილო, თორე შენ ისეთი ხე იყავი ვერავინ გშველოდით, ეხლა კიდე უმშვენიერესი გოგო აგირჩევია შენთვის, რომელმაც ჭკუაზე მოგიყვანა
- ოჰ ოჰ ოჰ, კარგი ეხლა თამრიკო ნუ დაიწყებ თავიდან.
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ზურამ 11 საათზე განაცხადა დაღლილები ვართ და ჩვენ დაგვაბინავეთო, მე ვიუარე, უზრდელობა გამომივიდოდა სუფრა მიმეტოვებინა მათთვის და დავწოლილიყავი. მაგრამ ბევრი ლაპარაკის მერე მაინც თბილ ოთახში შემიყვანა ზურამ და კარი დახურა
- რატო მიწვევ სიცოცხლე და რატო გინდა რომ უხეშად მოგმართო?
- კაი რა ზურააა, რა წესია ეს? პატარა ბავშვი ხო არ ვარ? 11 საათზე უნდა გავთხარო ლოგინი?
- ჩემი პატარა და ბუზღუნა სიცოცხლე ხარ, აბა რა ხარ? ჩვენც უნდა დავწვეთ, მე მივეხმარები შენ მაგივრად, მაგრამ ერთს რო გეტყვი, მილიონჯერ ნუ მამეორებინებ თორე დაგსჯი
- ოო შემეშვი რაა. ძილიბებისა (გავებუტე და ლოგინზე ჩამოვჯექი შერცხვენილი, ველოდებოდი როდის გავიდოდა, მაგრამ გვერდით დამიჯდა და ჩამეხუტა)
- ჩემი ბუტია ანგელოზი ხარ შენ. დამიჯერე არაფერი გამოსულა ცუდად, სამაგიეროთ დილით ადგები და მიეხმარები სუფრის გამზადებაში, თორე ვატყობ საშინელი პახმელია გვექნება მე და გიოს
მაინც მოახერხა ჩემი გაცინება და ხასიათზე მოყვანა, უნდა გასულიყო რომ დავუძახე და ვუთხარი
- ზურიი, შენი და უზომოდ ბედნიერია, გიოს აშკარაა საკუთარ თავზე მეტად უყვარს, მისი დედამთილ-მამამთილიც ისე უყურებს მიროს როგორც საკუთარ შვილს, მას თბილი და მოსიყვარულე ოჯახი აქვს, სადაც კედლებიც კი გაჟღენთილია სითბოთი, სიყვარულით და ერთმანეთის პატივიცემით, მთავარი ხომ ესაა?
- მეც შევამჩნიე რომ ბედნმიერია მირო, ძალიან ვნანობ აქამდე რომ ვიყავი გულმოსული
- არაუშავს სიცოცხლე, ახლა მთავარი ისაა რომ აქ ხარ
- შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი (მომიახლოვდა მაკოცა და ძილინებისა მისურვა, მეც დავემორჩილე, წამლები დავლიე და დავიძინე)

*********************************

გულ დამშვიდებული გამოვედი მარიამის ოთახიდან და ალაგებაში მივეხმარე, მერე ცოტა ზურასთან ვითამაშე და ბებიამისმა დასაძინებლად წაიყვანა, თითქოს საშუალება მოგვცეს გველაპარაკა მე და მიროს, მარტოები დაგვტოვეს. დივანზე ვისხედით ორივე და ვლაპარაკობდით, ბოდიში მომიხადა იმისთვის რაც გააკეთა, მეც მოვუბოდიშე ამდენი ხნის გაბუტვა, მერე მარიამზე დამიწყო ლაპარაკი
- ძალიან მომეწონა მარიამი, შეგეფერება ყველაფრით
- ხო, იმდენად კარგი ადამიანია, ზოგჯელ ვფიქრობ რომ არ ვარ მისი ღირსი
- აბა რას ამბობ? მომიყევი მასზე, როგორ გაიცანი? ან როდის შეგიყვარდა?
- ეგ დიდი ისტორიაა (თან გამეცინა)
- მერე რაა? დრო ორივეს გვაქვს. თან სიცილზე ვატყობ საინტერესო ისტორიის მოსმენა მომიწევს.
მოვუყევი ყველაფერი რაც იყო, გაწუწვიდან დაწყებული იმ დღეს დამთავრებულით სიყვარული რომ ავუხსენი
- ხო ვთქვი, ღირსეული გოგოა, უკვე დასავით მიყვარს, ეტყობა რომ უზომოდ უყვარხარ და გაფასებს, იმასაც ვხედავ რომ შენც ყურებამდე ხარ შეყვარებული, რაც ძალიან მიხარია.
- ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთი პრობლემაა. (მარიამის ავადმყოფობა რომ გამახსენდა იმაზე მეტად დავიძაბე ვიდრე ოდესმე, ალბათ სასმლის ბრალი იყო, დივანზე წამოვიწიე, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და მძიმედ ვთქვი)
- ცუდადაა, შეიძლება დავკარგო , ამაზე ფიქრი კიდე მშლის ჭკუიდან
- ცუდადაა რას ქვია?
- ლეიკემია აღმოაჩნდა მას მერე რაც ერთად ვართ
- რაა? (ცრემლები მოადგა თვალებზე და მომეხვია, მეც მოვხვიე ხელები და მივხვდი რომ ასეთ მძიმე დროს, საკუთარ ღვიძლ დედმამიშვილზე მეტ სითბოს ვერავინ გაგინაწილებს)
- მაგრამ ხელს არ ჩავიქნევ, დეიდა რომ გვინდოდა ჩაგვესვა, იმ პროგრამაში ვცდილობ ჩავსვა, პასუხს ველოდები, წესით მალე უნდა მოვიდეს უკვე
- ყველაფერი მოგვარდება, გადაიტანთ, თქვენში იმხელა კავშირს ვხედავ რომ გაუძლებს
- იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, საქმე ცუდად რომ წავიდეს რა მომივა, მაგიტო გადავდგი ეს ნაბიჯი და აქ ჩამოვედი, მინდოდა გაგეცნო, მერე რა ამდენი წელი რომ გავქრი? მთავარია შენი სიყვარული მქონდა მუდამ გულში, მაგრამ სიამაყეს ვერ ვაბიჯებდი
- მან კი სიამაყე დაგავიწყა ხომ? სწორად მოიქეცი რომ ჩამოიყვანე და გამაცანი, ძალიან გამახარე მეც
- 1 კვირის უკან ქიმია დავიწყეთ, გუშინ კიდე შეამჩნია რომ თმა სცვივა უზომოდ, ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს ყოველივე, მაგრამ ხომ ვიცი როგორ უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება
- ძლიერი გოგო ჩანს, თან შენ ყავხარ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ.
- მჯერა და მწამს...
- წამო დავწვეთ 1 საათია უკვე. ცალკე გაგიშალო თუ მარიამთან შეხვალ? (აშკარად ვერ მიხვდა რა ურთიერთობა მქონდა მარიამთან და გაურკვეველმა მკითხა)
- მარიამთან შესვლაზე და მასზე ჩახუტებულ ძილზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ შენებთან გაუტყდება, არაა ეგეთი გოგო, ვერ ნახე რეაქცია დედას რო გავაცანი?
- კაი წამო ცალკე გაგიშლი მაშინ, ვამაყობ შენით, ან მარიამითი, იმიტომ რომ უზომოდ ხარ შეცვლილი
- მარიამით უნდა იამაყო, ჩემით ნაკლებად
- რამდენი დღე დარჩებით? მალე არ წახვიდეთ რაა
- ეგ იმაზეა დამოკიდებული მარიამი როგორ იგრძნობს აქ თავს
- მაშინ დიდი ხნით დარჩებით, იმიტო რომ არ მოვაწყენთ
- მაქსიმუმ 3 დღე დავრჩეთ მირო, ექიმთან უნდა მივიდეთ მერე. არ აგრძნობინო რომ მოგიყევი, არ მინდა ცუდად იფიქროს, უბრალოდ მინდოდა მეთქვა შენთვის
- ყველაფერი კარგად იქნება ზური, აი ნახავ
- გხედავ რომ ბედნიერი ხარ შენს ოჯახში და მეც მიხარია.
ასე ლაპარაკ ლაპარაკში ოთახიც გამიმზადა, სანამ დავწვებოდი ვერ მოვითმინე და მარიამის ოთახში შევედი, მას ისე მშვიდად ეძინა ცოტახანს ჩამოვჯექი და ვტკბებოდი მისი ყურებით. მერე თავზე ვაკოცე ფრთხილად, საბანი უკეთ დავაფარე და გამოვედი. მეც დავიძინე.
დილით მამლის ყივილმა გამაღვიძა და საათს დავხედე 8 ხდებოდა, ავდექი და გარეთ გამოვედი, სახლში სიმშვიდე იყო, მარიამის ოთახში შევედი და გაღვიძებული დამხვდა, საბანში იჯდა ისევ, ფეხები მოეხარა და მუხლებს ეხუტებოდა, რომ დამინახა წამოხტა ჩამეხუტა და ვიგრძენი რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.


__________________________________
ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის, უბრალოდ ნამდვილად ვერ დავდებდი აქამდე. იმედია მოგეწონათ



№1 სტუმარი მკითხველი

ვაიმე როგორ ველოდი ამ თააავს. უზომოდ მაგარი თავია. სიყვარული მართლა ცვლის ადამიანებს. იმედი მაქ ისევ ცუდად არაა მარიამი. არ აწვალო ასე ძალიან რა გთხოვ. ზურა როგორ აფასებს და უფრთხილდება მარიამს. ნეტა მართლა არსებობდნენ ასეთები. უნიჭიერესი გოგო ხარ რააა :* ღირდა ლოდინი :*

 


№2  offline წევრი malikuna

არაუშავს მომეწონა ძაან♥
გთხოვ თავებს ნუ აპატარავებ რაა:ხდ♥♥

 


№3 სტუმარი alisaa

dzaalian dzalian magari gogo xar!aseti isetoria karga xania ar wamikitxavs:*

 


№4 სტუმარი NINO K.D.

მალე დადე რააა ძალიან კარგია იმედი მაქვს მარიამი თმის ცვენის გამო ტიროდა და სხვა რამე არ სჭირს ველოდები მომდევნოს თავები გაზარდე

 


№5  offline წევრი მოჟუჟუნე

დავინტრიგდი....ველოდები შემდეგს...

 


№6 სტუმარი Mari

Velodebodi am tavs da shemdeg tavebsac velodebi moutmenlad )) dzaan kaiaaa imedia germaniashi mkurnaloba gaamartlebs ❤da yvealperi kargad damtavrdeba ❤))

 


№7  offline წევრი MLM

იმედი მაქვს თქვენს მოლოდინს ბოლომდე ვამართლებ. love მიყვარხართ ყველააა

 


№8 სტუმარი nino

Am tavs ise velodiii magram tavebs nu amxireb raa gttxov da mal male dade raaa

 


№9  offline წევრი dadeshqeliani

რა კარგი ისტორიააა ყველაზე მეტად ამ ისტორიის დადება მიხარია <3 გთხოვ მარიამს რამე არ დაემართოს რააა

 


№10 სტუმარი მკითხველი

აუუუუ რატო არ მიხსნის ახალ თავსს? წუხანდელის მერე ვცდილობ გამიხსნას მაგრამ არ მიხსნის და რა ვქნაა?

 


№11  offline წევრი MLM

ადმინი როცა შეამოწმებს სიახლეს მას მერე დაიდება და გაგიხდნის. ალბათ მალე შემოვა უკვე და დადებს

 


№12 სტუმარი lana

ai mecc gamovchdii bodishii sixaruloo es dgebii roo dagekarge problemebii mqonda da magitoo ver vkitxulobdii magram dges orive tavii wavikitxe da exla vwer kims martalia romm siyvarulii yovemtvis amartlebsoo amm or adamians shoris dzaliann didi siyvarulia mjera room mariami amas dadzlevs yvelas daxmarebitt dzaliann mimwons es istoria uzomod bednieri varr miyvarxarr dzaliann momnatrebixarr bodishhs gixdi kidevv ertxell

 


№13  offline წევრი MLM

lana
ai mecc gamovchdii bodishii sixaruloo es dgebii roo dagekarge problemebii mqonda da magitoo ver vkitxulobdii magram dges orive tavii wavikitxe da exla vwer kims martalia romm siyvarulii yovemtvis amartlebsoo amm or adamians shoris dzaliann didi siyvarulia mjera room mariami amas dadzlevs yvelas daxmarebitt dzaliann mimwons es istoria uzomod bednieri varr miyvarxarr dzaliann momnatrebixarr bodishhs gixdi kidevv ertxell

მეც ძალიან რო მომენატრე იციი? შენს კომენტარებს ვეძებდი, სად დამეკარგათქო ვიძახდი :* მეკლდი ძალიან

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ამ გოგოს რამე რომ დაემართოს გულისშეტევას მივიღებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent