შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო თაფლისფერთვალებავ "4"


17-07-2015, 23:28
ავტორი maridb
ნანახია 2 290

მობილური დავდე მომემზადე სკოლისთვის და გავუდექი გზას. მთელი დღე ვფიქრობდი რა უნდა მექნა კი მომწონდა დათი მაგრამ ეხა ხო სანდროც მომეწონა. სულ ავირ დავიირიე ვეღარ ვერკვეოდი ვინ მომწონდა და ვინ არა. დათოს შესახებ ნინის და მარიამს ყველაფერი მოვუყევი, მინდოდა მათი აზრიც გამეგო როგორ მოვქცეულიყავი.
- ჩემი აზრით მგონი უნდა შეხვდე, მირჩია მარიამმა.
- რავიცი რავიცი ხო ალბათ უნდა შეხვდე, დაეთანხმა ნინი მარიამს.
-კარგით გოგოებო შევხვდები და რაც იქნება იქნებაა.
დავემშვიდობე მათ და სახლში შევედი, ვისადილე დავისვენე და ცოტახანში სმს მომივიდა " ოთხ საათზე გელოდები პარკში"
"ხო კარგი" მხოლოდ ეს მივწერე და ავდექი გასამზადებლად. მალე გავემზადე და სახლიდან გავედი.
-დედიკო მე და მარიამი სასეირნოდ მივდივართ, მივაძახე დედას და წავედი. გზაში სულ დათოზე ვფიქრობდი მინდა გამერკვია დათო მომწონდა თუ სანდრო მაგრამ ვერ ვხვდებოდი.რომ მივედი დათო იქ დამხვდა პატარა თაიგული ეჭირა ხელში, მან რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა.
-გამარჯობა სალომე როგორ ხარ? მითხრა მან და თაიგული გამომიწოდა.
- კარგად დათო შენ? მადლობ დათო. ვუთხარი მე.
-რავიცი არამიშავრს წამოდი სადმე დავსხდეთ მითხრა მან.
მე უხმოდ გავყევი მას, თვალ არ მაცილებდა მე კიდე უხერხულად ვგრძნობდი თავს, ახალი სკოლის ამბები გამომკითხა.
-სალომე რაღაც უნდა გითხრა და გთხრა, მითხრა მან.
- კარგი გისმენ ვუპასუხე მე.
- ვიცი რომ შენ ჩემდამი რაღაც გრძნობა გქონდა ხო შეიძლება ეხლა აღარც გქონდეს, არ ვიცი მაგრამ უნდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ არ ვიცი ამას როგორ მიიღებ მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა არ გაძალებ ახალა რომ რამე მითხრა თუ გინდა ხმა არ ამოიღო საერთოდ, ერთ კვირას გაძლევ დროს მოსაფიქრებლად, ეს მითხრა ადგა და წავიდა.
მე კი გაოცებული ვიყურებოდი ხელში მხოლოდ თაიგული შემრჩა, ციტახანს ასე გაშეშებული ვიჯექი მერე კი ავდექი და წამოვედი, მარიამს დავურეკე გზაში
-მარიამ თუ გცალია გამოდი
-ახავე სალლ მითხრა მან და ორ წუთში გარეთ გაჩნდა.
-რა ხდება სალო? დათოს არ შეხვდი? მკითხა მან მარიამმა როცა დამინახა.
-ხო შევხვდი მითხრა მიყვარხარო ერთ კვირაში მითხარი პასუხიო და წავიდა.
-შენ ეხლა უნდა გადაწყვიტო სანდრო მოგწონს თუ დათო და მერე უნდა მიიღო გადაწყვეტილება
ბევრი მელაპარაკა მარიამი რაღაცეები დამარიგა მერე კი სახლში წავედი და გაკვეთილები ვიმეცადინე, წელს ვცილობდი კარგად მესწავლა რადგან გამოცდები მქონდა წლის ბოლოს. საღამოს კი კომპი ჩავრთე გასართობად სოციალურ ქსელში მარიამის შეტყობინება დამხვდა: "წეღან თქმა დამავიწყდა ხვალ წვეულებას ვაწყობ და ექვსზე ჩემთან იყავი"
"ხო კარგი ვნახოთ რააა"დავუბრუნე პასუხი
"არ უნდა მაგას არაფერი ნახვა ხვალ ექვსზე ჩემთან გაჩნდები სანდრო მოგიყვანს მანქანით"
"კარგი ხო კარგი"
ახალი საფიქრალი გამიჩნდა რა უნდა ჩამეცვა წვეულებაზე. დღეს ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა გამოვრთე კომპი და ეგრევე დავიძინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent