შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს ვიხსენებ 1


4-11-2015, 17:56
ავტორი Mannoo
ნანახია 2 629

თორმეტს გადაცილებული იყო ,რომ გამომეღვიძა და უცებ, მოულოდნელად მომინდა ყველაფრის გახსენება. ფრთხილად მოვიცილე მეუღლის ღვედივით შემოჭდობილი, უკვე ასაკშეპარული , ნაოჭიანი ხელი. ჯერ ნახევრად გადმოვკიდე საწოლიდან წინდიანი ფეხები, მერე ცეცებით მოვძებნე ოთახის დათბილული ფეხსაცმელი, იქვე გადაფენილ ხალათს თითებით წავეპოტინე და ბეწვის სითბოში გავიტრუნე. ორივე ხელით დავეყრდენი ზეწარს ,ოდნავ წინ ჩამოვიჩოჩე და ისე ,რომ შემოპარული მუხლის ტკივილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, წელში გავიმართე. ბაჩუნით გავიარე მანძილი მოპირდაპირე კედლამდე ,შინდისფერი, მძიმე ფარდები ერთმანეთს დავაცილე, დაორთქლილ მინას რამდენიმეჯერ გავუსვ-გამოვუსვი ხელის გვერდი და სათვალის გარეშე შევეცადე გამერჩია რა ხდებოდა გარეთ.
მაშინაც ასე იყო , ოღონდ სამშობლოს საზღვრებს რამდენიმე ათასი კილომეტრით ვიყავი მოცილებული. მეგონა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ,როგორც ჩანს, შევცდი. მონატრების სრიანტელი დამივლიდა ხოლმე მთელს სხეულში , მივხვდი ქართული მიწის სუნიც კი მიყვარდა, სხვა ყველაფერზე რომ არაფერი ვთქვათ. ძილდარღვეული უმისამართოდ ავბოდიალდი და მრგვალ ფანჯარასთან მოვკალათდი. მარიხი თითქოს მთელი დღის განმავლობაში შევსებულა და ახლა დასასვენებლად გამზადებული ხის კენწეროს გადახლართულ ტოტებში ჩაგორებულა. გაშიშვლებული ტოტებიც დიდი სიფრთხილით ეალერსებოდნენ მუცელგაბერილს და ისე არწევდნენ ,იფიქრებდით იავნანას უმღერისო. ბრაზ და მონატრებამორეულს ცრემლებით გამევსო თვალები, ო რა სიამოვნებით დავუკოცნიდი ახლა მამას გარუჯულ კისერს და მერე დედის მონატრებულ მკლავებში ტკბილად ამვუშვებდი ფშვინვას... რაღა მაინდამაინც ახლა მოუნდა რეზოს ჩემი მივლინებაში გაგზავნა . ახალი წელიც ,როგორც ჩანს ,მარტოობაში უნდა გავატარო.
-ოხ... რეზო, რეზო! -გაბრაზებულმა ჩავიფრუტუნე და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი, თან ნერვიულად ავათამაშე თითებით იქვე მიგდებული ტელეფონი.
-დავრეკო, თუ არ დავრეკო ? არა ,ახლა რომ ჩემი ნომერი დაინახონ ეკრანზე გული გაუსკდებათ. ისევ ჯობია დილამდე დავიცადო - გავიფიქრე და ხელში ათამაშებული ტელეფონი ისევ უგულოდ მოვისროლე ზეწარსა და არეულ პლედს შორის. ცივი თვალები შევავლე ოთახის კუთხეში ჭერამდე წვერაწვდენილი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის ციმციმა შუქებს, რომლებსაც, როგორც წესი, კარგი განწყობა მოაქვს, ახლა კი, მხოლოდ უემოციობის საწყისებად შემეძლო ჩამეთვალა.
-წყალიც არ მაქვს ? ჯანდაბა !- გაღიზიანებულმა უკვე ხმამაღლა ფიქრი დავიწყე, იქვე ტუმბოზე შემოდგმულ ცარიელ ჭურჭელს ხელი დავავლე და ხალათის გარეშე, პერანგის ამარა, ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე ოთახი. სირბილით ჩავიარე კიბის ათობით ბრტყელი საფეხური და ბარში ქრიალით შევედი.
-აქაც არავინაა, რა უბედურებაა, მარტოობისთვის გავიწირე ამ წლის პირველი დღიდანვე.-დავიწუწუნე და იქვე შემოდგმული წყლით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დავცალე. შემდეგ ჩემი ცარიელი ჭურჭელი შევუშვირე მოჩხრიალე ნაკადს.
-არა რა შენც მაგარი ხარ , ვინ გეგონა დაგხვდებოდა, ახალი წელია ყველა იკრიბება: ოჯახები, მეგობრები. შენ ვინ დაგელოდებოდა ახლა აქ, სასტუმროს ბარში ? არა ხანდახან მაოცებ ჩემო თავო რა ... -სწრაფად გადავკეტე ონკანი და უკან გამობრუნებას ვაპირებდი, თავსახური რომ გამახსენდა. უცებ წამოვავლე ხელი და უკვე კარებში გასული დავიგულე თავი ვიღაცას ზედ გულ-მკერდზე რომ შევასკდი და მთლიანად გადავიცალე საგულდაგულოდ ავსებული ფახრაჯა. ვიფიქრე ან ბოდიშს მომიხდის, ან წამოდგომაში მომეხმარებათქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. უცებ მოათვალიერა ბარი და წესიერად არც შემოუხედავს ბუზღუნით ისე გავარდა.
- ხეპრე, მომხმარებოდა მაინც. რა უბედურებაა დაწყევლილი ვარ თუ რა არის. ყველა გადარეული მე უნდა შემხვდეს და ყველა უბედურება უკლებლივ ავიკიდო? ღმერთო ჩემო რა დავაშავე.-სასოწარკვეთილი ამოვიძახე და წამით ჭერს გავუსწორე თვალი
-ესღა მაკლდა ამ ზამთარში,-უმოწყალოდ დავაჩერდი ტანზე სისველისგან მოწებებულ პერანგს და ვეცადე ორი თითით ფაქიზად გამოწევის შედეგად , მილიმეტრით მაინც მომეცილებინა სხეულის ზედაპირიდან ცივი ქსოვილი. ძლივს მოვახერხე, ჭურჭლის ტარი თითებს შორის გაჭირვებით მოვიქციე და ფართხაფურთხით დავუყევი დერეფანს .ნომერში დაბრუნებულმა უხეშად დავუბრუნე ისევ ცარიელი ჭურჭელი თავის კუთვნილ ადგილს, ბოლომდე დავუშვი წყლის წვეთებით დამძიმებული დეფორმირებული საღამური და გავშეშდი. წამით გადავახვიე მომხდარი ფაქტები ,როცა აღმოვაჩინე რაღაც მნიშვნელოვანს არ მივაქციე ყურადღება.
-მოიცა, ქართულად ილანძღებოდა? -ჩემივე თავს დავუსვი ხმამაღლა კითხვა და უკეთ გასახსენებლად საჩევენებელი თითი მონოტონურად მივუახლოვე ქვედა ტუჩს.
-კი, ნამდვილად. მით უმეტეს, დედამ არ ასწავლა ნეტა ქალთან მოქცევა ? არც შემოუხედავს წესიერად.-გაბრაზებულმა ერთი ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოვახერხე, ამას თუ მოხერხება ჰქვიოდა ,ერთი ფეხი დეფორმირებული ქსოვილის ქვედაბოლოზე დამედგა, მეორე-დადენილ სითხეზე გაცურდა და იატაკზე უმოწყალოდ გავიშალე.
-ჯანდაბა ... ვინ დამწყევლა ასე მწარედ. -ალბათ უკვე მერამდენედ გავიმეორე ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მქონდა. ერთიანად მომეშხამა ხასიათი, იატაკზე ვიყავი გაშხლართული და ისევ მე უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. ჯერ ერთი მუხლით და საპირისპირო ხელით დავეყრდენი იატაკს, ტკივილისგან დავისივლე. შემდეგ მეორე ხელი დავიხმარე და კოჭლობით ავღოღდი საწოლზე.
-ესაა ქალბატონო შენი მოუსვენრობის შედეგი. იწექი ახლა, ახია . რად გინდოდა ის წყალი, რომ აბორიალდი ამ შუაღამეს. აწი ისწავლი იმედია. ყოველ შემთხვევაში, სავარაუდოდ ერთი კვირა მაინც შეგახსენებს პოტენციური სისხლჩაქცევა თავს .-უცებ გადავიძვრე ღამის პერანგი, იატაკზე მოვისროლე და თეთრეულის ამარა შევძვერი არეულ საბანში .ფრთხილად მოვსინჯე მტკივანი კვირისტავის მიდამოები და მოკლე კაბის ცოტახნით დავიწყებაში დარწმუნებულმა ნელა შევიბრუნე მხარი.
* * *
-მმმმ... ვინ რეკავს ამ დილაუთენია...ძილი მაინც მაცადეთ ხალხნო.. რა დავაშავე...- ძლივს წამოვიწიე ნახევრად თვალდახუჭული და ხელის ფათურით დავიწყე წინა დღის მიგდებული ტელეფონის ძებნა. როგორც იქნა ვიბრაციის ბზუილით მივაგენი და გაბეზრებულმა ვუპასუხე.
-გისმენთ.
-დედიკო სად გაქვს ტელეფონი, გული გამისკდა.-უცებ ჩამყვირა და თან სიყვარული გამოატანა საყვედურიან ხმას.
-დეე...-უცებ გავთბი და თვალები სწრაფად გავახილე.
-რა ხმა გაქვს დედიკო, ხომ კარგად ხარ ?
-კი , უბრალოდ ძალიან დავიღალე და უფრო მეტად მომენატრეთ - პატარა ბავშვივით მომერია ცრემლები , სწრაფად მოვიცილე მარილის ბურთები მარჯვენა ხელით და შემდეგ ძალაგამოცლილი მტევანი უმოწყალოდ დავუშვი ზეწარზე.
-მამა როგორაა?- ვიკითხე ჩუმი ხმით.
-კარგადაა დე რას იზამს. უნდოდა დაერეკა, მაგრამ ძალიან ადრე მოუწია სამსახურში წასვლა და აღარ გვინდოდა შუაღამეს გაგვეღვიძებინე . ჩემი პატარა, კუდრაჭა გოგო, რაო რეზომ როდისთვის ჩამოხვალ ?
-არ ვიცი დედიკო , დღეს შეხვედრაა, გააჩნია პრეზენტაციაზე როგორ წარვადგენ ჩვენს პროექტს.
-დედას ნიჭიერი, დედას ცხოვრება და სიამაყე.
-კარგი ახლა , გამაწითლე..- ბედნიერებისგან გამეღიმა და გვერდი ვიბრუნე.
-ძლიერი კონკურენტები გყავს ?
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, რაც ჩამოვედი ნომრიდან მხოლოდ სასადილოდ გავდივარ.-ტუჩი ავიბზუე და დასიებული თვალები მოვიფშვნიტე.
-რატომ დედა?
-რავიცი ..
-ხომ ხარ კარგად ? რაღაც ხმაც არ მომეწონა შენი და წეღან არაფერი მჭირსო მითხარი.-უფრო აფორიაქდა დედაჩემი და წინადადებაშიც კითხვისნიშნის ინტონაციამ იმატა.
-ხო და მართალია, არაფერი მჭირს .
-დედიკო ცუდი ნომერია? რამე არ მოგწონს ? იცოდე მითხარი და დავარეკინებ მამაშენს რეზოსთან.
-არა დე რას ამბობ, პირიქით . მგონი ქვეყნის საუკეთესო სასტუმროს საუკეთესო ნომერში ვარ .
-ხო კარგი დედიკო, წავედი აბა მე გაიღვიძა შენმა ძმამ ,მივხედავ.
-მიდი დე, გკოცნი და ერეკლეს გადაეცი მოენატრე შენს დას ეგებ სკაიპით მაინც დაელაპარაკოთქო .
-აუცილებლად ... -ყურმილის მეორე მხრიდან წამოსული კოცნის ხმა ჩემს ყურთასმენას არ გამორჩენია, რომელმაც წამში ამავსო სითბოთი და სიყვარულით .მთელ სიგანეზე გავშალე ხელები და ნახევრად წამომჯდარი სწრაფად დავეხეთქე საწოლზე. საკუთარ თავს რჩევათა კორიანტელი მივაყარე წამებში.
-აბა შენ იცი ქალბატონო. მშობლებს , უფროსს და რაც მთავარია შენს თავს იმედები არ უნდა გაუცრუო ... და რაც ყოჩაღად და სწრაფად იმუშავებ ,მით უკეთესი...მალე დაუბრუნდები საქართველოს. ხო კიდევ, იმედია გუშინდელი არ განმეორდება , არა რა ვიღაც ქართველი ყოფილა ამ სასტუმროში ბედად, ეგებ საერთო ენა გამოგვენახა, მაგრამ რად გინდა ისიც პრიმატი აღმოჩნდა. ეჰ, ეს ყოფილა შენი ბედი ჩემო გოგო....- უკვე წამომდგარმა, სარკესთან ჩავულაპარაკე ანარეკლს შინაბერა დედაკაცივით ,მარტოობისთვის განწირულობას რომ შესჩვევია და ფხუკუნი ამივარდა. მიუხედავად იმისა მუხლის ტკივილმა შემახსენა თავისი დასაწვავი არსებობა დღე დედის ტკბილი ხმით , შესაბამისად პოზიტივით დაიწყო.
მოკლე კაბას ვერ გავექეცი, სამაგიეროდ სქელ წინდებს მივაკითხე და სისხლჩაქცევა საგულდაგულოდ დავფარე ,შედარებით დაბალი ქუსლები შევუხამე კლასიკურ სტილს, საბუთები იღლიაში ამოვიჩარი და ნომერი დავტოვე .როგორც შემატყობინეს ჩემი მძღოლი უკვე ადგილზე იყო .გამიკვირდა, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. თავაზიანად დავუკარი თავი კარებში გახიდულ დაცვას, მანაც გამატარა, მანქანის კარები გამომიღეს და უკანა სავარძელზე მოვთავსდი. მართალია გაუნათლებელი არ ვიყავი, პირიქით სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკვე საუკეთესო თანამშრომლად დამასახელეს ,მაგრამ უცხოეთში ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო და დავიბენი . თუმცა ყველაფერი შეჩვევააო და მეც ალბათ მალე გადავლახავდი ამ ბარიერს . ყველაფერს საგულდაგულოდ ვათვალიერებდი დაბურული მინების მიღმა მჯდომი, სანამ მანქანა მაღალი კორპუსის წინ არ გაჩერდა . კარის გაღებას დაველოდე, ნელა გადმოვედი და იქვე შესასვლელში მდგომ ,სანდომიან ქალბატონს თბილად გავუღიმე .
-გამარჯობათ, თქვენ ალბათ საქართველოდან.
-დიახ.- ვუპასუხე თავისივე ენაზე და თავი დავუკარი.
-აქეთ, გთხოვთ -ხელით მანიშნა შევსულიყავი და მეც დაუყონებლივ გავყევი . მოსაცდელ დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა. თვალები ამიჭრელდა და შევატყვე ხელისგულებზე ოდნავ შემეპარა ცივი ცვარი.
-ახლა ნერვიულობის დრო არაა.-თავს შემოვუძახე და თითები კაბას გავუსვი .ერთი მოვავლე ისევ თვალი შეკრებილთ და კუთხეში ცარიელი სკამი დავლანდე თუ არა იქით გავემართე .ოდნავ გადაზნექილ მუხლებზე საქაღალდე დავიდე, რომელსაც ორივე ხელით მაგრად ჩავფრენოდი და ვცდილობდი მღელვარება დამეფარა .დროის გაყვანის მიზნით კიდევ ერთხელ გადავავლე საბუთებს თვალი, მოკლე მოხსენებისთვის ყველაფერი მზად მქონდა რამაც უფრო შემემატა თავდაჯერებულობა .რამდენიმე უკვე შეიყვანეს: -გერმანია ,ლიტვა , ლატვია....
-საქართველო...-ამოიკითხა ქეითმა ,როგორც თვითონ წარმიდგინა თავი .მაშინვე წამოვდექი, მაგრამ როგოც ჩანს მხოლოდ მე არ ვიყავი. თვალის კუთხეში დავაფიქსირე ვიღაც კიდევ გამოემართა. გავიხედე და სრულიად მოულოდნელად შევეჩეხე არასასიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებულ, კერძოდ წინა ღამის ინციდენტის „რაინდს“.
-არა რა ეს უკვე მეტისმეტია , არადა კარგ ხასიათზე ვიყავი ,ვითომ მიცნო ? რაღაც ვერ ვატყობ. არაუშავს , მიყუროს რა, ჩემზე კარგს ვის შეხედავს , გავიმართე და მოხდენილად გავიარე მანძილი საკონფერენციო დარბაზამდე. ყველა ენერგია შევკრიბე თუ რამე მქონდა და რაც შემეძლო მაქსიმუმის გამოსავლენად შევემზადე. კითხვები კითხვებს მოსდევდა და სახეებზე ვატყობდი უკვე ,დარბაზში მსხდომთ რამდენიმე თვეში ჩვენივე კომპანიაში ვიხილავდი .ბოლო კითხვას გავეცი თუ არა პასუხი ღრმა სუნთქვა ამოვაყოლე და გაფაციცებული დაველოდე რას მეტყოდნენ. ბევრი არაფერი, რაღაცეები ჩაინიშნეს, მადლობა გადამიხადეს და გარეთ გამოვედი.
-გამარჯობათ .-კარებთანვე დამხვდა ატუზული „რაინდი“ და არ დაგიმალავთ იმდენად მოულოდნელი იყო ადგილზე შევხტი.
-ბოდიში, არ მინდოდა შემეშინებინეთ .- დაბალ ხმაზე, ჩემ გასაგონად წარმოთქვა და გვერდულად გამიღიმა.
-უკაცრავად? -ქვემოდან ავხედე და ვეცადე ჩემზე ერთი თავით მაღალი ,და უნდა ვაღიარო სიმპათიური , როგორც ჩანს ,ბიზნესპარტნიორისთვის თვალი გამესწორებინა ,-ამაზე არ იფიქრო ახლა, რად გინდა სილამაზე არ ეტყობა თვალებში რაც იქნება ? არ გაქვს ახლა ამის თავი შენ- გონებაშივე შევეწინააღმდეგე , ჩემივე სიმპათიებს.
- არ ვიცოდი თუ კიდევ ერთი ქართველი იქნებოდა.-ფიქრებიდან გამომარკვია მისი ხმის ტონალობამ.
-საბედნიეროდ, აქამდე არც მე მსმენია თქვენს შესახებ,- ირონია გავურიე ხმაში და ლამაზად გავუღიმე.
-რატომ საბედნიეროდ? მე რატომღაც საპირისპიროს ვფიქრობ.-გამომეტყველება უფრო ინტერესიანი გაუხდა და წელში გასწორდა.
-მე ხომ არ მიკითხავს თქვენ რას ფიქრობთ ? -ისევ გავუ ღიმე და ცალი წარბი ოდნავ ავზიდე.
-სამწუხარო აქ მხოლოდ ერთი რამაა, ლამაზო ქალბატონო.
-მართლა ?-თითქოს დავინტერესდი და ოდნავ მოვიღერე ყელი.
-აჰამ, როგორც ჩანს ხელმოცარული მოგიწევთ სამშობლოში, უფროსებთან დაბრუნება .-დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და ფრჩხილებზე დაიხედა.
-და საინტერესოა თქვენს თავზე ამხელა წარმოდგენა საიდან? -უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ქეითმა არ აცადა და შუა გზაში გააწყვეტინა სიტყვა.
- საქართველოდან , თქვენ ბატონო.- თვალებით ანიშნა გელოდებიანო და დერეფანში გაუჩინარდა .
-ხო, სად გავჩერდით ? -ისევ ურცხვად მომიბრუნდა თითქოს აქ არაფერიო , თან თვალს არ მაცილებდა.
-საიდან მეთქი ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე?-ისევ გავუმეორე წამის წინ დასმული შეკითხვა.
-სინამდვილიდან ლამაზო.-საუბრის დაწყებიდანვე ცდილობდა ჩემს ნერვებზე ეთამაშა, მაგრამ არანაკლებ შეუვალი ვიყავი და გულის სიღრმეში მეცინებოდა კიდეც მის საქციელზე, დაყენებულ ტონზე და გამომეტყველებათა მთელ სერიაზე, ასე სწრაფად რომ ცვლიდნენ ადგილებს ჩემს წინ მდგომის სახეზე.
-მაგას საღამოს გავარკვევთ..-ნიშნის მოგებით ვუპასუხე და გვერდით გავდექი.
-ირაკლი, ირაკლი ცაგარელი, ვიცნობდეთ .-ხელი გამომიწია ,მაგრამ საპასუხოდ არაფერი მოვიმოქმედე .
-მგონი დაგიძახეს. -შევახსენე , უკვე წუთის წინ გამოსული ქეითი და ღია კარებისკენ მივანიშნე .
- დიდად არ ინერვიულო ლამაზო , არა მგონია მთავარი გამარჯვებულის გარდა სხვები არაფრის გარეშე გაუშვან. როგორც ახლობელს გეტყვი რომ მგონი პატარა პროექტებს მაინც გეგმავენ. ამიტომ ძალიანაც არ იდარდო , როცა გამარჯვებულად შენს კომპანიას არ გამოაცხადებენ .- გულიანად მინდოდა გადახარხარება, მაგრამ აქ ამის არც დრო იყო და არც ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ დაიწუნებდი, ვიზუალს ჩემს თვალში, პირველი სიტყვების წარმოთქმისთანავე , მთლიანად გადაუსვა ხაზი ქცევებმა .შეიძლება წინასწარ, ნაჩქარევად გავაკეთე დასკვნები, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერი იყო და არა მგონია როდესმე შემცვლოდა ... ნეტა იმ ღამეს ვის დაეძებდა ასე გამწარებული ? ალბათ მეგობარი გოგონა დაეკარგა .. -ჩემივე ნაფიქრზე გამეცინა და სასტუმროში დავბრუნდი. საღამოსთვის უნდა მოვმზადებულიყავი და საქმეები თავზე საყრელად მქონდა. აქ ხომ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას , დაწყებული ჩაცმულობიდან და ჟესტიკულაციიდან, დამთავრებული მოხსენების სიღრმისეულად ცოდნით. იმასაც კი უკვირდებიან როგორი ფურცლებით არის პროექტი წარმოდგენილი. საკმაოდ დამღლელი კი იყო, მაგრამ ბოლომდე რომც ვერ გამემარჯვა, „რაინდ“ ირაკლის მაინც არ მივცემდი ჩემზე ზემოდან გადმოხედვის უფლებას. თუმცა რას ქვია ვერ უნდა მომეგო, ამხელა გზაზე მაგისთვის ხომ არ ჩამოვედი? გამოდის რომ დედასა და მამას ტყუილად მოვშორდი. არავითარი წაგება ... ქალბატონო ,თქვენს ცხოვრებაში ამ წუთას მოგების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.- შემოვუძახე თავს და სარკის წინ დავტრიალდი. მთელი დღე სრული პრეზენტაციისთვის მზადებას მოვანდომე, პორტიემ , როგორც ყოველთვის, ახლაც ნომერში ამოიტანა ჩემი ულუფა ... წესიერად არც მიჭამია, ან რას დავეძებდი სადილს ისე იყო ჩემში გამჯდარი მოგების სურვილი.
* * *
ტელეფონმა გაანათა თუ არა ,ზარსაც არ ვაცადე შემოსვლა, მაშინვე დავწვდი და სულმოუთქმელად ვუპასუხე.
-დიახ, ბატონო რეზო .
-შვილო როგორ მიდის საქმეები ? აქაც ახალი პროექტი მოგვცეს და ვეღარ დაგიკავშირდი .- მშვიდი ხმით მომიბოდიშა უფროსმა.
-ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა. არაფერი სანერვიულო. როგორც შევატყვე მოკლე პრეზენტაციით კმაყოფილები დარჩნენ. ახლა საღამოსთვის ვემზადები .
-სხვა ყველაფერი ხომ რიგზეა? მძღოლი, სასტუმრო, ხომ კმაყოფილი ხარ ?
-კი, კი. ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ.-მორიდებით ვთქვი და დასტურს დაველოდე , რომ ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.
-გისმენ.
-არ ვიცოდი თუ საქართველოდან ,ჩვენს გარდა, სხვა სამშენებლო კომპანიაც იღებდა მონაწილეობას ამ ტენდერში.
-სხვა, საქართველოდან ?- კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა დაბნეულმა და გაკვირვებულმა.
-დიახ, როგორც ჩანს თქვენთვისაც სიახლე უნდა იყოს ეს ინფორმაცია .
-ნამდვილად, რა კომპანიაა არ გაგიგია ?-კიდევ უფრო ჩამეძია და ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გამიღრმავდა.
-არა , მე უცებ წამოვედი . თქვენ თუ გნებავთ გაარკვიეთ. რაიმე მნიშვნელოვანის შემთხვევაში დამიკავშირდით აუცილებლად.
-არ მჭირდება გარკვევა, ისედაც ვიცი ვინც იქნება. მაინც ვერ ისვენებს , რა უნდა მაგ ბიჭს გამაგებინა.- ჩაიბუტყუნა გაბრაზებულმა ტელეფონის მეორე მხრიდან.
-ვინ ბიჭს? ბატონ ირაკლის?-პირდაპირ ვკითხე და მასზე ინფორმაციების შესაგროვებლად მოვემზადე.
-ირაკლი ვინ არის ?
-აქ ვინცაა ჩამოსული , პრეზენტაცია ვინც წარადგინა. ირაკლი ქვია.
-არა, ფირმის უფროსი ლაშა ფილფანია . როგორც ჩანს ჯერ მთავარი არ გაგიცვნია .
-მგონი ბატონი ირაკლი მარტოა .-ვთქვი ვარაუდით.
-მარტო არ იქნება .. ლაშაც ჩამოჰყვებოდა .რა არ ასვენებს რა,-აშკარად გაბრაზება ეტყობოდა ხმაში რეზოს.
-რა ხდება ბატონო რეზო შეიძლება გავიგო ?-მოიარებით ვიკითხე და სარკის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
-ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა, ბევრი ვალი ჰქონდა სახელმწიფოსთან ამიტომ რაღაც ნაწილი მაგათი კომპანიის გასაყიდად გამოვიდა და მე შევისყიდე. ყველაფერი უნდა დავიბრუნოო ამოუჩემებია და ყველგან სადაც მონაწილეობას მივიღებთ ისიც კონკურენტად გამოდის. ახლა დიდი საცხოვრებელი ფართია ქალაქში ნახევარი ლაშას დაუმტკიცეს და ამ ტენდერში მოგებულს ნახევარი უმტკიცდება ბონუსად. აი უბრალოდ პრინციპის საკითხია. შენ ეგ ტენდერი მომაგებინე და შენს სახელზე გადმოვაფორმებ იმ ფართს .
-ეგ რა შუაშია ბატონო რეზო, განა მაგისთვის წამოვედი, რომ რამეს გამოვრჩე.-ვიუკადრისე უცებ შემოთავაზებული , რომელიც რაღაც გაგებით ჩემს საქმისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას ეჭვქვეშ აყენებდა.
-შუაში კი არა შვილო, სიტყვა სიტყვაა და მორჩა. კიდევ ერთი ეს ბატონო სანამ უნდა მიძახო, უბრალოდ რეზო. ბოლოს და ბოლოს სულ მალე ჩემი რძალი გახდები,-ხმა დაუთბა კაცს.
-ხომ იცით არ შემიძლია.-უცებ წამომაწითლა უხერხულობისგან და კაბა თითზე დავიხვიე უნებურად.
-კარგი, აღარაფერს არ გეუბნები მიხედე საქმეს და აბა შენ იცი . - ზარი შეწყდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე მომხდარის გაანალიზება . გასაგებია ბატონო ირაკლი, ესე იგი არ იცოდით თუ საქართველოდან ორი კომპანია იქნებოდა... ძალიანაც კარგი... იმედია ბატონი ლაშას ხილვის ბედნიერებაც მექნება.. ხელით შევისწორე დახვეული შავი სქელი ლოკონები .გაცილებით მოკლე ჩანდა ახლა, წელამდე დაშვებული, სრიალა შავი თმა და თვალების ფერ არეკლილი მუქ ლურჯს დაიკრავდა მკვეთრ ნათებაზე. საბოლოოდ მოვწესრიგდი თუ არა კიბეები ორმაგი ენერგიით ჩავირბინე , მძღოლს სანდომიანად გავუღიმე, თავაზიანობისთვის მადლობა გადავუხადე და ამჯერად წინა სავარძელზე მოვკალათდი. როგორც არასდროს ისე თავდაჯერებულმა გავიარე მანძილი დარბაზამდე , ჯერ კიდევ არ შეკრებილიყვნენ ,სამაგიეროდ ჩემი ინტერესის ობიექტი ადგილზე დამხვდა და შესვლისთანავე თვალებით გამბურღა. მეც ისეთვე მწვავე მზერით ვუპასუხე და კუთვნილი ადგილი დავიკავე .
სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მიმიკას, გამარჯვებულად ჩემი კომპანიის დასახელებისას ლამის ერთიანად მაგიდაზე რომ ჩამოეშალა ბატონ ირაკლის .გახარებული ვიღებდი მოლოცვებს ყალბად დაყენებული სახეებისგან, რომლებსაც თვალებში ეწერათ , რომ შეძლებოდათ იქვე მიმახრჩობდნენ „წართმეული“ ადგილისთვის. გულწრფელი მილოცვა მხოლოდ მიმღები კომპანიისა და ჩემების იქნებოდა . მინდოდა მივსულიყავი, რამე მწარე მეთქვა ,მაგრამ ვერ მოვიცალე. ჯერ რამდენიმე ფოტო გადამიღეს ხელმძღვანელთან ერთად ,შემდეგ მათივე მანქანით მიმიყვანეს წვეულებისთვის განკუთვნილ, საგულდაგულოდ მოწყობილ შენობაში.. ისე გავერთე არც გამხსენებია ირაკლი, სანამ დაღლილი ერთი ჭიქა გამაგრილებელი სასმელის გულისთვის განცალკევებით მდგომ მაგიდას არ მივუახლოვდი.
-ესე იგი ევა. მაინდამაინც ასე საჯარო გამოცხადებიდან უნდა გამეგო თქვენი სახელი ?-ისევ ის დამჯდარი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ვიგრძენი როგორ დამიდგა მარცხენა ბეჭის უკან.
-და რამე პრეტენზია გაქვთ ?-ნელა მოვბრუნდი და წარბაწეულმა, გაღიმებულმა, ჯიქურ გავუსწორე თვალი.
-არავითარი, უბარლოდ მინდოდა მომელოცა და კიდევ მეთქვა, რომ ლამაზი სახელია.
-მადლობა .. ისე დიდად არ ინერვიულო , არა მგონია მთავარი გამარჯვებულის გარდა სხვები არაფრის გარეშე გაუშვან. როგორც ახლობელს გეტყვი რომ მგონი პატარა პროექტებს მაინც გეგმავენ. ამიტომ ძალიანაც არ იდარდო.-სიტყვა-სიტყვით გავუმეორე დილით ნათქვამი „რჩევა“.
-ეს ხურდაა?- დაწვრილებული თვალებით გამომხედა და სასმელი მოსვა.
-დაახლოებით.-თვალი ჩავუკარი და სავსე ბოთლს დავწვდი ჩამოსასხმელად .კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ ტელეფონზე შემოსულმა ზარმა არ აცადა .
-ხო ლაშა-ენერგიულად უპასუხა და ოდნავ იბრუნა მხარი, თუმცა ყველაფერი დეტალურად მესმოდა.
-აი რომ შემოხვალ მთავარი კარებიდან მარცხენა კედლისკენ კუთხეში...-უცებ აუხსნა და წუთი არ იყო გასული სხვა ნაბიჯების ხმა რომ გავარჩიე . ინტერესით ვკვდებოდი ისე მინდოდა გამეგო ვინ იყო ბატონი ლაშა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ვითომც არაფერი. ბოთლს მჭიდროდ მოვარგე თავსახური. ჩემს ზურგს უკან უკვე შეხვედრის რიტუალი გაიმართა. მოშორებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და იძულებული გავხდი შევბრუნებულიყავი.
-ხო მართლა ლაშა ეს ევაა, გაიცანი. დღეიდან ალბათ შენი უშუალო ბიზნეს პარტნიორი- ერთი უგულოდ შემათვალიერა , ეტყობოდა სხვა ბევრი პრობლემა აწუხებდა, ვიდრე ამ ტენდერში დამარცხება იყო.
- ლაშა ფილფანი.- ხელი გამომიწოდა ზრდილობის მიზნით და ჩემს პასუხს დაელოდა.
-ევა, ევა ქარაბაკი.- დამჯდარი ტემბრით შევეცადე პასუხის გაცემას და გამოწვდილ მტევანს ჩემი მარჯვენა შევაგებე. თუმცა ახლა ნაკლებად ვფიქრობდი რას წარმოთქვამდა, თავის ნებაზე მიშვებული საინფორმაციო ღრუ, უფრო მისი სახის ნაკვთების შესწავლით ვიყავი დაკავებული. შავ, ოდნავ სქელ წარბებს ზემოთ, რომლებიც თითქოს სიბნელისფერ თვალებში ღრმად ჩამჯდარ ბრაზს აკავებდნენ, მკაფიოდ ეტყობოდა ჯერ კიდევ მოუშუშებელი პატარა იარა .
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ქალბატონო ევა , ახლა კი ბოდიშს მოგიხდით. უნდა დაგტოვოთ. ირაკლი წავედით -მომთხოვნი ტონით მიმართა ჩემს ღამის „რაინდს“, ისიც დაემორჩილა და დარბაზი დატოვეს.. გაოგნებული ვიდექი , არ ვიცი რამდენ ხანს .. უბრალოდ ,მხოლოდ ორიოდ სიტყვა ჩამესმოდა დამახასიათებელი , მფლობელის ხმით. ლაშა, ლაშა ფილფანი....ღაწვებზე სიწითლე შემეპარა, ჩემი თავი სამარცხვინო საქციელში რომ გამოვიჭირე. სამარცხვინოა, ქალი რომელიც სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში საკუთარ ნიშნობის ცერემონიაზე ამოყოფს თავს დგას და სხვა მამაკაცის მეორედ, თუნდაც უკანასკნელად ,ნახვის სურვილით იწვის.
- შენ არ შეგიძლია ასე მოიქცე ... უბრალოდ უფლება არ გაქვს -თავი აზრების გასაფანტად მსუბუქად გავაქანე. გაქცეულ გონებასა და გულს ვუსაყვედურე, და ყურადღების გადასატანად ხალხში გავერიე.
* * *
-ლაშა, გერმანიაშია ის ტენდერი ,ყველაფერი გავარკვიე.. რა ვქნათ ? შევიტანოთ საბუთები ჩვენც ? დღეს იქნება პირველადი შერჩევა.-ლამის კარები შეგლიჯა და სირბილით, ქოშინით შევარდა ირაკლი კაბინეტში.
- გერმანიაში? გაუკვირდა ლაშას და ბორბლებიანი სკამი ოდნავ დახია კედლისკენ.
-ხო , ახლახანს მითხრა ბელამ .-გულზე ხელი მიიჭირა და ღრმად ჩაისუნთქ ამოისუნთქა .
-კარგი ირაკლი , რაც შეიძლება სასწრაფოდ მოაგვარე მაგ საქმე. დაავალე არქიტექტორებს და საღამოსთვის ნახაზი მზად იყოს. გასვლისას ბელა გააფრთხილე მონაცემების მომზადება დაიწყოს .
- ჩათვალე უკვე შესრულებულია - მსუბუქად გაიღიმა და ოთახი სწრაფად დატოვა .
- ესეც ასე ბატონო რეზო ,საზღვარგარეთ გაიტანეთ პროექტი და გეგონათ ვერ გაგვიგებდი ? რადაც არ უნდა დამიჯდეს არ შეგარჩენთ ... მამაჩემის სისხლს, მის სიმწრით მოპოვებული ქონების მითვისებას არავის ვაპატიებ და ამ „არ პატიების“ გეგმა ,როგოც ჩანს, თქვენგან უნდა დავიწყო. -მაგიდასთან მოთავსებული სავარძლის ზურგს სწრაფად მოაცილა პიჯაკი, მკლავზე მოხერხებულად გადაიდო და მძიმე ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან .
* * *
უკვე კარგა ხანია რაც ჩამოფრინდნენ, ბელამ ყველაფერი მოუგვარა, სასტუმროც ,მძღოლიც მოხსენებაც ,საბუთებიც ... პრობლემებისგან დაღლილი, ისე რომ ბარგიც არ ამოულაგებია , მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და ჭერს გაუშტერა თვალი ... ცუდი სიზმარივით ამოუტივდივდა ყველაფერი, არ უნდოდა, ახლა მართლა არ უნდოდა ყველაზე მტკივნეული მომენტი გაეხსენებინა ,მაგრამ უნებურად გაახსენდა, და ალბათ არც არასდროს დაავიწყდება მამის გაყინული თვალები .
-ლაშა კარგად ხარ ? –„ მყუდროება „ კარზე მომდგარი ირაკლის ხმაურმა დაურღვია.
-კი , შემოდი -ისე უპასუხა არც განძრეულა, მხოლოდ თვალები დაახამხამა რამდენიმეჯერ ძლიერად.
-წამო რა გავიდეთ ცოტა ჰაერი ჩავისუნთქოთ თორემ ასე არ შემიძლია- თავი შემოყო თუ არა ვიწროდ გაღებულ კარებში უცებ ჩამოურაკრაკა და პასუხს დაელოდა.
-სულ გარეთ როგორ უნდა მიგიწევდეს გული, გამაგიჟებ რა .. არ შეგიძლია ამდენხნიანი ფრენის შემდეგ უბრალოდ შხაპი მიიღო და დაისვენო ?- ოდნავ წამოიწია და ცალი თვალით გახედა სილუეტს , რომელიც შემოჭრილი შუქის ფონზე შავად ჩანდა.
-კარგი, თუ არ გინდა მარტო წავალ. კი არ მეშინია მარტო სიარულის, უბრალოდ ვიფიქრე ცოტა გულს გადააყოლებდი. არ მინდა მთელი დღე ოთახში გამოიკეტო და სამუშაოზე ჩაიციკლო.-მხრები აიჩეჩა და კარების ჩარჩოს მიეყუდა.
-მესმის ირაკლი და დიდ მადლობას გიხდი, რომ ჩემზე ზრუნავ. მართლა, ალბათ საკუთარი ძმა რომ მყოლოდა, ასე არ მეყვარებოდა ,მაგრამ ახლა დასვენება მინდა. ჩემს თავთან მარტო დარჩენა ..
-რისი მადლობა ,ხომ არ გაგიჟდი , მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ გამოგყევი . უბრალოდ..
-მესმის ...
-კარგი, მე გავედი.-უცებ მოუჭრა და მძიმე კარის სახელურს ძლიერად ჩაეჭიდა.
-დიდხანს არ იბორიალო იცოდე, საღსალამათი კომპანიონი მესაჭიროება ხვალისათვის -გაუცინა და სანამ კარს მიკეტავდა გვერდი იბრუნა .
-არის ბოს.-ხალისიანად უპასუხა და სინათლეში გაუჩინარდა .ირაკლის უთხრა მარტო დარჩენა მინდაო, მაგრამ ახლა რა გააკეთოს. ისევ იმ ფიქრებს უნდა მიუბრუნდეს, ასე რომ აგიჟებს ... უკვე ისე შეიპყრო შურისძიების სურვილმა, თავადაც ეშინია სარკეში ჩახედვისას დანახული სილუეტის თვალებიდან მომზირალი ავი გეგმების. დახუჭულ ქუთუთოთა მიღმა ფილმის გაფუჭებული ფირივით გამუდმებით ტრიალებს მამის უსულო პორტრეტი. ყურებში ახლაც ისე მძაფრად ჩაესმის ტყვიის წუილი ,როგორც-ორი წლის წინ.
-არა ასე არ შემიძლია ... ირაკლის თქმის არ იყოს ოთახში თუ ჩავიკეტე გავაფრენ და ეგ იქნება . -საწოლზე წამოჯდა ,ფეხსაცმელები ამოიცვა და მეზობელი ოთახის კარებს მიაკითხა იმ იმედით, რომ ჯერ წასული არ იქნებოდა.
-ირაკლი... სად ხარ, მეც წამოვალ , გადავიფიქრე - ომახიანად დაიჭექა მისმა ხმამ ცარიელ ოთახში და კედლებმა სწრაფადვე დაუბრუნეს უკან წუთის წინ დაგზავნილი ტალღები.
-წავიდა ალბათ უკვე .- თავის თავს გამოეპასუხა და ჯიბე გარედან მოსინჯა. მობილური რომ დაიგულა, თითებით ამოაცოცა და სწრაფად აკრიბა საჭირო ციფრები .
-რად უნდა ახლა ამას ტელეფონი?! - გვერდულად ჩაეცინა , ირაკლის ტელეფონის ზარი რომ გაიგონა და არეული ზეწრიდან მოზრიალე აპარატი ამოაძვრინა.
-როგორც ჩანს მარტო მომიწევს გასეირნება. სხვა რა გზაა. აქ დარჩენას ისევ მარტო სიარული ჯობია . - ტელეფონი ისევ წინანდელ ადგილს დაუბრუნა, კარი გამოიხურა და კიბეებს დაუყვა .
* * *
სიმღერ-სიმღერით ამოიარა კიბეები შეზარხოშებულმა, თან ცელოფნით , პატარა ბავშვივით მოაქანებდა მეგობრის საყვარელ ტკბილეულს, უფრო სწორად ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან დაკავშირებულს. კარზე ძლიერად მიუკაკუნა:
-ლაშა გამო ჩემთან ნომერში , ნახე რა მოვიტანე ... -თუმცა საპასუხოდ რომ ვერაფერი გაიგო, კარები შეაღო...
-ლაშა.. დაგეძინა ბიჭო? მომჭერი თავი ?- ჩაილაპარაკა და სასმელმოკიდებულს ღიმილმა გადაურბინა.
-ბაბილინას დამთავრებისას ბავშვობაში არ იძინებდი და ახლა რა დაგემართა.. აფსუს ლაშა, რა კაცი დავკარგე ..- ისევ გაეცინა და ოთახში შეალაჯა ...იფიქრა ეძინა და საბანს მიუახლოვდა , გადაძრობა დააპირა, სიცარიელის წინაშე რომ აღმოჩნდა.
-წახვედი ? - ცარიელ ოთახში დასვა კითხვა და ყველაფრის შემოწმების შემდეგ როცა ამაში თავად დარწმუნდა ნომერში დაბრუნდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ურეკავდა და არავინ იღებდა .. ნერვიულობაზე მეტად გაბრაზდა . –სად ხარ ლაშა, მოკლე მოხსენება დასამთავრებელია. –მთელი ძალით ჩაჰყვირა , ავტომოპასუხეს და მობილური საწოლზე მოიქნია.
– ამის დედა ვა***რე ,ახლა თუ სვამს .– ჩაიბურტყუნა და მთელი ძალით მიიბრახუნა კარები ოთახიდან გასვლისას. თავიდან რაც მოაფიქრდა ეს იყო.. გზაში კი შეუტია თავისივე ფიქრებს, შანსი არ არის დასალევად არ წავიდოდაო, მაგრამ პირველად მაინც სასტუმროს ბარისკენ გასწია. კარებში უნდა შესულიყო ვიღაც გოგოს რომ შეასკდა, თუმცა იმდენად იყო გართული მეგობრის ძებნაში ყურადღებაც არ მიუქცევია, მალევე დატოვა იქაურობა, როცა თვალის მოვლებით დარწმუნდა პერიმეტრი ცარიელი იყო და კარებს მიაშურა .ზღურბლზე აპირებდა გადაბიჯებას და სიცივის დაიგნორებას კიდევ ერთხელ რომ შეეჯახა ვიღაცას.
-დღეს საერთაშორისო დაჯახების დღეა თუ რა უბედურებაა.-გაღიზიანებულმა მხარი გაჰკრა ძლიერ სხეულს და ალბათ გვერდსაც აუვლიდა სახეზე რომ არ შეეხედა .
-ლაშა..სად იყავი ბიჭო ჰა ? ან სახეზე რა გჭირს ? -ათასი კითხვისნიშანი დაეხატა გამომეტყველებაზე და შეშინებულმა ერთიანად მიაყარა კითხვები.
-გარეთ ვიყავი გასული... არაფერი არ მჭირს . -მოსაცმელი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და გვერდის ავლა დააპირა, უცებ მკლავში რომ სწვდა და გააჩერა .
- რა არაფერი არ გჭირს აბა ეს წარბი მე გავალამაზე?-გაბრაზებულმა იკითხა და ხელიტ გახეთქილ წარბზე მიანიშნა.
-რა მოხდა წარბი არ გაგიხეთქავს?-იმდენად მშვიდი იყო, იმდენად მშვიდი , რომ ირაკლის ნერვები უფრო და უფრო ეშლებოდა. აღიზიანებდა მისი ინდიფერენტულობა და სხეული მეტად ეძაბებოდა.
-კი და მიზეზიც მქონია, აბა ისე ქუჩაში არავინ გეცემა.
-დღეს რაღაცა ბევრს მალაპარაკებ .შემეშვი რა -ხელი აუქნია და ისევ სცადა გვერდის ავლა სიტყვებმა და ირაკლის მკაცრმა ტონმა რომ შეაყოვნა.
-ახლა ვიღას გამოესარჩლე ერთი?
-ვის და ქალს..-მოკლედ მოუჭრა საკმაოდ გასაგებად.
-დარწმუნებული ვარ ისიც მორიგი მეძავი იქნებოდა,-სხვათაშორის ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ხელები გულთან გადააჯვარედინა.
-ბიჭო გადამრევ მე შენ და საერთოდ ყველა გადამრევთ.. რა შუაშია მეძავი .ქალი ქალია გესმის ? და მისი შუა ქუჩაში თმით თრევა არაფრითაა გამართლებული .გაიგე ? იმედია მეტჯერ აღარ დამჭირდება ამის გამეორება.-ხმაში ბრაზი დაეტყო ლაშას და სახე ერთიანად მოექუფრა.
-ყველას მოსამართლე შენ როგორ უნდა იყო.
- ახლა თუ არ შემეშვები და ისევ ამ საკითხზე შემედავები, დავივიწყებ რომ ჩემი ძმაკაცი ხარ და შენც ჩემსავით გაგილამაზებ სახეს.
-ბოდიში ბატონო.-ხელებაწეული ირაკლი გვერდზე გაიწია და საშუალება მისცა ლაშას თავისი ოთახისკენ წასულიყო .
-ისე, რომ იცოდე, პირველი მცირე მოხსენებაა დასამთავრებელი.- გასძახა სანამ თვალს მიეფარებოდა და თავი გააქანა.
-ჩათვალე დამთავრებულია.-მოუბრუნებლად უპასუხა და გზა განაგრძო.
* * *
დარბაზიდან რომ წამოიყვანა, იმ დღეს მხოლოდ მაშინ მოახერხა ირაკლისთან პირისპირ დალაპარაკება.დილის შემდეგ ხან სად მოუწია გასვლა , ხან-სად.
-როგორ ხარ ?-ჰკითხა წარბშეკრულს და იქვე ჩამოჯდა.
-კარგად ნამდვილად არა .-მოკლე და კონკრეტული იყო დღეს ლაშას პასუხები. ეტყობოდა რომ ცუდ ხასიათზე იყო და ყველაზე ნაკლებად ახლა ამაზე საუბარი უნდოდა, მაგრამ საქმე მოითხოვდა ყველაფერი აეხსნა თავისი უახლოესი მეგობრისა და პირველი მრჩეველისთვის.
-ვიცი, ხო აბა რა იქნება, უბრალოდ ვერ წარმოიდგენ რა დამემართა ,იმ ტენდერში გამარჯვებულად რომ დაასახელეს.-ღრმად ამოისუნთქა დანაღვლიანებულმა და სავარძელში გასწორდა.
-ეგ ახლა შენ წარმოიდგინე ყველაზე ნაკლებად მაღელვებს.
-აბა რა მოხდა?-წამით დაიძაბა თავიდან ბოლომდე და ახალი ამბის მოსასმენად გაემზადა.
-რა უნდა ამ კაცს , რა ჯანდაბა არ აჩერებს . ჯერ მამაჩემი გაასაღა , ახლა ჩემზე გადმოვიდა. ბიზნესის ნახევარი ხელში ჩაიგდო და ახლა ამ ნახევარსაც არ ჯერდება . -ხმა თანდათან უკონტროლო გაუხდა .ნომერში დადგმულ მაგიდას ქვემოდან ხელი მოავლო და ამოაყირავა .
-გამაგებინე რამ გაგამწარა?-ვეღარ მოითმინა კონტროლდაკარგული მეგობრის ყურება და ფეხზე წამოვარდა.
-რამ და ბელამ დამირეკა შენი სახლის ნახევარი მიაქვსო, იმდენი გააკეთა ვითომ სახელმწიფომ ჩამომართვა ვალის სანაცვლოდ.ღმერთმა უწყის რა სიბინძურის ბუდის მოწყობას ცდილობს იმ კედლებში სადაც ფეხი ავიდგი. იმ კედლებში, რომლებშიც დღემდე ყველა კუთხე მოგონებებთანაა დაკავშირებული. -არეული თვალებით შეხედა მეგობარს და თითქოს ძალა გამოეცალა იმდენი დარდი ამოაყოლა სიტყვებს.
-რაა? -გაკვირვებულმა სათქმელს თავი ვეღარ მოუყარა ირაკლიმ,, თან გადმოყრილ ნივთებს გადახედა.
-რაც გაიგე .. მაგას…-ბრაზი უფრო ერეოდა გავლილი მოვლენების გახსენებისას და სულ უფრო და უფრო ივსებოდა მისი არსება შურისძიების სურვილით.
-ახლა გინდა მიზეზი მისცე და ციხეში გაგიშვას? დედაშენზე მაინც იფიქრე თუ არ გინდა იმ ქალს გული გაუხეთქო რამე ჭკვიანური მოვიფიქროთ,-მაშინვე უსაყვედურა იეაკლ იმ დ ა უბიძგა საწოლზე ჩამომჯდარიყო.
-ზუსტად დედაჩემზე რომ ვფიქრობ ,მაგიტომ მინდა გაქრეს, თან რაც მალე, მით უკეთესი .-კბილები დააღრჭიალა და ისე გამოსცრა ბაგეებმა რამდენიმე სიტყვა.
-გაგიჟდი ? თავიდან ამოიგდე ეგ აზრი.
-რატომ გამაგებინე ,რატომ? მე სანამ რამეს გამოვიძიებ , კიდევ სხვა ბევრის გაუბედურება რომ მოასწროს ?
- ასე ჯობია გაიგონე.
- მე ვიცი რა ჯობია ახლა მაგისთვის . ერთი ტყვია შუბლში კარგი იქნებოდა.
-ვფიქრობ, რომ მასე მარტივად არ უნდა გამოძვრეს .. - ამოყირავებული მაგიდის ფეხს ცალი ხელით დაეყრდნო და გვერდულად გახედა სიბრაზისგან აპილპილებულ მეგობარს .
-და შენ რას მთავაზობ ?
-მე? აი იმ გოგოს , აქ რომ გამოგზავნა .
-ვის ? -მისკენ გადაიხარა უკეთ რომ გაეგო ნათქვამი, ეგონა მოესმა შემოთავაზებული.
-ევა, წეღან გაგაცანი .დარბაზში,-დაუზუსტა ირაკლიმ და ეცადა მისთვის შეეხსენებინა ვისზეც საუბრობდა.
-და ეგ გოგო საერთოდ რა შუაშია ?
-როგორც ვიცი ძალიან უყვარს ,და ჩანს ენდობა კიდეც. ნუ ყოველშემთხვევაში თითქმის ყველგან მას უშვებს . გავიგე თან მისი მეტად სასახელო შვილის შეყვარებული ყოფილა და მალე რძალიც გახდება .
-მერე?-ცდილობდა ბოლომდე გაერკვია შემოთავაზებული წინადადების არსი.
-მერე და შენ გგონია ოჯახის სირცხვილი პატარა დარტყმაა?-სიცილ ით გამოხედ ადა წელში გასწორდა.
- ეგ გამორიცხე,-ხელი აიქნია ლაშამ და კარისკენ გაბრუნდა.
-რატომ ?
-ეგ გოგო უდანაშაულოა და მაგიტომ. რა საქმე მაქვს.
-ბიჭო გადამრევ მე შენ . შენ და მამაშენი უდანაშაულოები არ იყავით ?
-მერე მეც უდანაშაულოს დავერიო ?-გაბრაზებული მოუბრუნდა ირაკლის.
-შენ გგონია ახლა ეგ მამა აბრამის ბატკანი იქნება და არ ეცოდინება რეზო რასაც აკეთებს?
-უკვე აღარაფერი არ ვიცი ირაკლი. -დანანებით ჩაილაპარაკა და თავი ძირს დახარა.
-ხოდა მე ვიცი, გეუბნები მაგ კუთხით გავუყვეთთქო .. სულ ერთად არიან ეგენი.. ფოტოგრაფს ცოტა სხვა რაკურსით თხოვე გადაღება .ერთი კარგი სკანდალი შეუკვეთე ჟურნალს და ეგაა..ან რამენაირად შევეცადოთ დავუახლოვდეთ და დავტყუოთ ინფორმაცია, ხომ იცი შეყვარებულ ქალზე მარტივი სამართავი არავინაა.-ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-მე არ მომწონს ეგ გეგმა და დაამთავრე აქვე .-მოქუფრულმა გამოხედა და ისევ მობრუნდა მისკენ.
-შენ უკვე მართლა აღარ ვიცი რა გინდა , წამის წინ ყველა გზით მზად ვარ ბოლო მოვუღოო, ახლა უკან იხევ ?
-ყველა გზით მზად ვარ პასუხი აგოს ადამიანმა რომელმაც მამაჩემი გაანადგურა და ახლა ჩემი განადგურებაც განიზრახა. იმ გოგოს ამ ადამიანთან რა საერთო აქვს-?
-და რომ დაგიმტკიცო ?
-რა უნდა დამიმტკიცო?
-ის, რომ საერთო აქვს .
-მაინც შენი აიჩემე. რატომ აითვალწუნე ის გოგო ერთი გამაგებინე.
-მე ჩემი გითხარი. - წელში გაიმართა და ოთახიდან გავიდა.
* * *
უკვე რამდენიმე დღეა ნომერში მხოლოდ გამოსაცვლელად , ან დასაძინებლად შემოვდივარ. დილიდან საღამომდე ,საბუთებით ხელში, კომპანიაში ჩემი მოძრაობის ტრაექტორია რომ ხილული იყოს ,ობობას ქსელიც ვერ აჯობებდა ხლართების სირთულით. ახლაც დრო ვიხელთე და დაოსებული ცხელ შხაპს შევეყუდე . კანის უჯრედებმა, თითქოს დიდი ხნის მწყურვალებმა , შეივსეს დანაკლისი და ახალი სიცოცხლე დაიწყეს. დაღლილობა, წყლის წვეთებს გაყოლილი , ტერფებთან ჩამისრიალდა და თითქოს სამუდამოდ მომცილდა. თვალებდახუჭული ვფიქრობდი ახლა როგორი იყო ჩემი ,თოვლით გადაპენტილი სამშობლო, სახლი, ოჯახი -საღამოობით უთუოდ ბუხართან რომ იკრიბება... თითქოს წამით იმ გამხმარ ხეთა ტკაცუნი მომესმა , მამა რომ შეუკეთებდა ხანდახან ცეცხლს, ალის სუნიც მოვიდა ფიქრებით ჩემამდე. ღრმად ვსუნთქავდი ორთქლით გაჟღენთილ ჰაერს, რომელსაც უკვე ძლივს აპობდა ელექტრონის სუსტი ნათება .თავიდან მეგონა მომესმა, შემდეგ ონკანი რომ მოვკეტე მივხვდი ტელეფონის ზარი ნამდვილი იყო და არა ჩემი ფანტ აზიის ნაყოფი. დაკუჭულბალიშებიანი თითებით წყლის წვეთები თვალებიდან შუბლზე გადავიწმინდე ,იქვე ,კარზე მიკიდებული ხალათი მოვიცვი ნამიან სხეულზე და სველი ტერფების ტყაპატყუპით მივედი ტუმბომდე.
-ხო დე როგორ ხარ ?-ვკითხე იმით დამშვიდებულმა ,რომ ზარს მივუსწარი .
-დედიკო მე კი ვარ კარგად, მაგრამ შენ სად ხარ ამდენ ხანს ?
-აბაზანაში ვიყავი რა მოხდა?
-გული გამისკდა, დროულად რომ არ მიპასუხე-შეწუხებული ხმით ჩამომძახა თან, დატუქსვაც გაურია .
-კარგი რა დე, სანამ მე ჩამოვალ მასე ნევროზს აიკიდებ , ხომ არ მომიტაცებენ ადამიანო ?
-მე რა ვიცი აბა , მანდ ვარ და გიყურებ სად ხარ , რა წრეში ტრიალებ?
-დედა!! -ბრაზი შემერია ხმაში.-შენ რა არ მენდობი ?
-კი გენდობი დედიკო, როგორ არა .. მაგრამ....
-ხოდა არავითარი მაგრამ , შენ ის მითხარი ახლა ერეკლე როგორაა?
-რას იზამს , დადის უნივერსიტეტში. გადააბარა ახლა, რაღაც პრობლემა შეექმნა ქულასთან დაკავშრებით და მოაგვარა .
-რა პრობლემა ?
-მე არ მითხრა ,ისიც შემთხვევით წამოცდა ერეკლეს . მგონი სტიპენდია შეუწყვიტეს და მაქედან გაარკვია შეცდომა ყოფილა .
-ესე იგი რა , თუ წამით მოადუნე ყურადღება და არ აკონტროლე ნიშნები მაშინვე რაღაცას ჩააკვეხებენ . გახსოვს მაშინ იაშვილმა რომ დამიწერა დაბალი ქულა, სანამ არ გავასაჩივრე იხტიბარი არ გაიტეხა გეკუთვნისო.
-მახსოვს დედა....როგორ არ მახსოვს .
-ხოდა არ შეარჩინოს არავის არაფერი. არც ჭირდება ჩემი სწავლება. ხომ არ ჩუქნიან, ეკუთვნის და უნდა მიიღოს.
-ჩემი მერცხალი, როდის ჩამოხვალ დე?-ერთ სიტყვაში დაუსევდიანდა ხმა და წარმოვიდგინე უკვე როგორ აუცრემლიანდა თვალები.
-არ ვიცი დედიკო, ალბათ ძველით ახალი წლისთვის მოვახერხებ ჩამოსვლას.
-რეზომ მასე გითხრა?
-რეზოსთან გუშინ დილის შემდეგ არც მილაპარაკია, ვეღარ მოვიცალე. დღეს უნდა დავრეკო ანგარიშის ჩასაბარებლად და ვკითხავ ზუსტად.
-მომენატრე ,იცი როგორ?
-როცა ჩამოვალ, გაფრთხილებ ,შენ რომ იცი, ისეთი ხორციანი ბლინები უნდა დამახვედრო.
-შენ ოღონდ ჩამოდი დე და დაგახვედრებ, აბა არ დაგახვედრებ ?
-მამა იყო ექიმთან ?
-კი გუშინ გვყავდა სერიოზული არაფერია, უბრალოდ გადაიღალე როგორც ჩანსო. რამდენიმე თავი წამალი გამოუწერა და გამოგვიშვა ..
-საღამოს იქნებ მოვახერხო და გადმოვრეკო, თქვენი შეხედვაც მომენატრა ..
-ჩემი ლამაზი გოგო... -კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა ,მაგრამ ტელეფონმა შემახსენა მომავალი შეხვედრა და იძულებული გავხდი დედას ცოტა ხნით შევლეოდი.
-დე, უნდა წავიდე... მიყვარხარ .
-კი დედიკო, წადი ჩემო ოქრო.-ყურებამდე გაბადრულმა დავაჭირე წითელ ღილაკს და თითქოს ერთიანად აივსო მთელი არსება ახალი ენერგიით . თმები გავიშვრე თუ არა კიდევ ერთხელ გადავამოწმე დრო. მუხლის სილურჯე უკვე კარგად გადამსვლოდა, მოკლე, მუქ ლურჯ კაბას წამოვავლე ხელი, ზემოთ თეთრი პერანგი, იმავე ფერის პიჯაკი შევუხამე და თეთრ ,საშუალო სიმაღლის ქუსლებზე შემდგარი გავედი ოთახიდან. როგორც ყოველთვის ჩემი მძღოლი მანქანაში მელოდა, როგორც კი გადმოვიდა კარები გამოაღო და იქვე გვერდით მიდგა. თავის დაკვრით მივესალმე , ჩვეულებრივ.
* * *
მესამე სართულზე ვიჯექი ,მუქკედლებიან ოთახში. ჯერ მარჯვნივ გადმოლაგებულ საბუთებს გავუსწორე თვალი და შემფასებლური მზერა შევავლე მარცხნივ დაწყობილ ფურცლებს , მივხვდი სამუშაოს ნახევარიც არ მქონდა შესულებული და ფრუტუნით დავადე თავი მაგიდაზე დაწყობილ ხელებს ...
-არა რა , გადათენებაც რომ დამჭირდეს ძველით ახალი წელს ოჯახში შევხვდები ... მანამდე კი ყავა არ გაწყენდათ ქალბატონო ევა -ხმამაღლა, კედლების ექოს იმედად ჩავილაპარაკე , სკამი ოდნავ დავხიე უკან და ოთახიდან გავედი . კიბეებზე ჩასვლისას ტელეფონს გაუჩერებლად ვათამაშებდი ხელში .
-ნეტა ამდენ ხანს რატომ არ დამირეკა ლევანმა ? ხომ კარგადაა? -ფიქრებში გართულმა ჩავიარე კიბეები და ყავის აპარატის წინ ცხელი სითხის მომლოდინეს ,ხელში მოყუჩებული ტელეფონი ამიზმუკუნდა. ჩასაფრებულივით , ლევანი რაკავდა ...
-ხო ლევან, გისმენ-უცებ დავტკბი.
-როგორ არის ჩემი ტკბილი ქალბატონი?
-რას იზამს ,არის რა.. როგორც გავიგე ცოტა მოწყენილიაო .
-ხოო ?
-კი , თან მისმა საქმრომაც სულ დაივიწყა და...-ტუჩები გამოვბურცე და ხმას საცოდავი ტონალობა მოვარგე.
-ხო? ნწნწნ,... მოსაკლავია ეგ საქმრო რა , მაგრამ არც მთლად წყალს გასატნევია, რომ იცოდეთ რამდენი საქმე ჰქონდა თან ქვეყნიდანაც მოუწია გასვლა ცოტა ხნით .
-ხოო საცოდავი , მაშინ შეიძლება პატიება ....
-და ბონუსი არ ეკუთვნის საცოდავ საქმროს ?
-მაგ საქმროს გადაეცი ჯობია ცუღლუტობას მოეშვას და ბონუსებზე ტკბილი ქალბატონი დაფიქრდება მას შემდეგ ,რაც საქართველოს დაუბრუნდება.
-ხოო მაშინ ვიზრუნებ ეგ პროცესი დავაჩქარო..
-არ იქნება მაგ საქმე ბატონო- გამეცინა, თავი გავაქნიე თან ჭიქა თითებში მოვიქციე.
-ოხ , მამაჩემს რა ვუთხარი შენი მანდ გაშვებისთვის ... ამდენ ხანს უნახაობა იქნებოდა? ჰა?
-შენ არ ინერვიულო ლევან, მაქსიმალურად ვცდილობ სწრაფად დავამთავრო ყველა საქმე და რაც შეიძლება მალე გამოვფრინდე..
-შენ არ იცი როგორ მომენატრე ...
-ჰო?
-ნუ მეთამაშები ევა !-ხმას ცოტა სიმკაცრე შეაპარა ,მაგრამ მაინც გაეცინა ტუჩის კუთხეში.
-თორემ ?
-ესე იგი რა , რამდენი ტკბილიც , ორი იმდენი მწარე ხარ...
-არაუშავს , ხდება ხოლმე..-წარბები ავწკიპე და კედელს მივეყუდე.
-ახლა დიდი გულზე ხარ ხომ ? ჩამოხვიდე ერთი აქ..
-და მანდ რომ ჩამოვალ რა?-ნიშნის მოგებით იკითხა და გაიტრუნა.
-ისე მართალი ხარ, შენ რომ შეგხედავ ერთიანად ჩავიძირები მაგ თვალების სილურჯეში და ენას ვერ მოვაბრუნებ სიტყვის სათქმელად. მართლა მომენატრე ევა, შენი სურნელით გაჟღენთილი ჰაერის სუნთქვა მომენატრა.. იცი? მელოდრამის ყურებისას ჩიტივით რომ გიფართხალებს გული და ლოყებს გულუბრყვილო ცრემლები გინამავს , აი მაგ ცრემლების დანახვა მომენატრა .ტუჩის კუთხეში ,ვითომცდა შეუმჩნეველი ჩაღიმება ,საკოცნელად გამოწეულისთვის გაბრაზებული მზერით გაქვავების განცდა... მო-მე-ნა-ტრე .. გესმის?-რაც შეეძლო დაბალი ხმით ჩაილაპარაკა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-მეც, ძალიან... -მთელი სინაზე შევკრიბე რაც კი გამაჩნდა და ისე დავუბრუნე პასუხი...-ახლა უნდა წავიდე ,საბუთები მელოდება...-ღრმა ამოსუნთქვას ამოვაყოლე პასუხი და დიალოგის დასასრულისკენ სვლა დავაჩქარე.
-როგორც ყოველთვის....მიყვარხარ.-ისევ გაიღიმა და ისე გათიშა ,პასუხისთვის არ დაუცდია. უკვე სავარძელში მოთავსებულმა ყავა მოვსვი და ნახევრად სავსე ჭიქა გვერდით გადავდე. მის ნაცვლად თითებს შორის ახლა კალამი ათამაშდა ,რომლის წვერში ჩაბჯენილი ბურთულაც ქაღალდზე შეხებისას დატოვებული ანაბეჭდით, სხვადასხვა მოხაზულობით ავსებდა ფურცლებს კიდიდან-კიდემდე.
* * *
-რაო, რა გითხრა?- ნაკლებ ინტერესიანი ხმით ჰკითხა ლევანს გვერდით მჯდომმა ,დაახლოებით ,თავისივე ასაკის ახალგაზრდამ.
-ისეთი არაფერი, მეც მომენატრეო რა..
-შენ რეები ჩაატარე საღოლ ძმაო.. მაგრად ებაზრე, მეც კი დავიჯერე რომ გიყვარს .-ბურტყუნით ჩაილაპარაკა და მარცხენა ხელზე მოჭერილი რეზინა კბილით გაქაჩა, მეორე ბოლო იდაყვსა და მუხლს შორის მოიქცია და ისე დაიჭირა .
-გენია ვყავარ მამაჩემს რა ... მსახიობი,-თავი შეიქო და ხელი ჰაერში შათამაშა.
-იასნა ტო.... ორი აზრი არ არსებობს ...ისე თუ არ გიყვარს რა პონტში ხარ მაგასთან ?
-მამაჩემს ჭირდება ასე, რომ თვითონ გვრიტივით გამოძვრეს.. ხომ იცი რა ახვ***იცაა.
-ვითომ წმინდანი ახვ***რი.
-ზუსტად...-ლევანიც აჰყვა ხარხარში მეგობარს.
-ნუ კაი ეგ გავიგე და ცოლად მოყვანა რაღაა, მაგას მაინც ვერ ვხვდები.
-მე რა ვიცი , მოიყვანეო და მეც ვკითხე რა ...
-აბა ცოლიანი მასტი იჩითები ?
-ამ სიტყვებს საიდან აბრეხვებ ხოლმე რა ლექსო...-გაკვირვებული წამოიწია და სიცილნარევი ტონით კითხა.
-აუ შენც არ დამიწყო ახლა დედაჩემივით, კითხვაზე მიპასუხე.
-ე ბიჭო რა შემჭამე ამ კითხვებით. მგონი ჩაშლის ქორწილს, თუ არადა მოვიყვან რა.. მახინჯი არაა გვერდით გავლა და თქმა რომ შემრცხვეს და ერთით ნაკლები ქალი იქნება ჩემს ცხოვრებაში თუ მეტი რა განსხვავებაა? ისე კარგი ვქენი, რომ დაგიჯერე.
-ხო ,თორემ რაღაცას იეჭვებდა. ისე შენც მაგარი ხარ რა , კაცი შეყვარებულის როლს თამაშობ და ერთი არ გაგახსენდა დაგერეკა .
-რავიცი ლექსო, მეც გადავიღალე რა...
-ხოდა მოდი, მაშინ ნუღა გააცდენ დროს, მიუშვი და აიშვი-უცებ გადაიხარხარა და თითებით მოხდენილად გადაუნასკვა რეზინი იდაყვს ზემოთ. სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი, თავგადაგდებული და თვალებდახუჭული ელოდა როდის ჩაიცლებოდა წამალი, როდის შეტოპავდა მის ორგანიზმში, ნემსის წვერიდან გამოსული, შხამის ბოლო წვეთი. დაამთავრა თუ არა „საქმიანობა“ და აღჭურვილობა საგულდაგულოდ შეინახა ,ხორხოცით შემოცვივდნენ ოთახში გოგონები ...
-სასმელიც მოვიდააა-ცივი ხმით იკივლეს და კალთაში ჩაუხტნენ უკვე ირეალური სამყაროს გზაზე შემდგარ ბიჭებს ...
* * *
ისე გავიდა მუშაობაში დრო, ვერც კი გავიგე. თურმე გადამითენებია, სამაგიეროდ ყველა საბუთი მოვაწესრიგე და რეზოს იმეილით გადავუგზავნე ანგარიშები ... ახლა პროექტის საბოლოო დასტურს უნდა დავლოდებოდი დასავარაუდოდ ,უკვე თორმეტ იანვარს საქართველოში დავბრუნდებოდი ... სკამიდან რომ წამოვდექი ,მაშინ ვიგრძენი დაღლილობა ,ლამის სახსარში რომ მომეკვეთა ფეხები. ბანცალით ჩავიარე კიბეები, თან დაგორების შიშით სახელურს არ ვუშვებდი მაგრად ჩაფრენილ თითებს. მძღოლი როგორც ყოველთვის , მანქანაში მელოდა, ჩემი სახის დანახვისას მიხვდა ალბათ როგორ მდგომარეობაშიც ვიყავი, არაფერი უკითხავს ისე მიმიყვანა სასტუმრომდე. ვერ გეტყვით როგორ შევიკავე თავი, იქვე , უკანა სავარძელზე რომ არ ამომეშვა ფშვინვა . კიბეებიც ისე ავიარე ,რამდენჯერმე საკუთარ ლოყებს გაშლილი ხელი ვუთავაზე. ჩანთა ნომერში შესვლისთანავე იქვე მივაგდე, კარებთან. ნახევრად თვალდახუჭულმა გადავიძვრე ღილებგაუხსნელი პერანგი. კაბა, ფეხების მოძრაობით ჩავჩურთე იატაკზე და ძალაგამოცლილი შევღოღდი ზეწარზე. ალბათ მეორე დილამდე მეძინებოდა გვერდ შეუქცევლად კარებზე კაკუნს რომ არ გამოვეფხიზლებინე .
-ამ შუაღამით ვის გავახსენდი ნეტა.. ძილ-ბურანში ვბურტყუნებდი და ვცდილობდი ტელეფონის ეკრანი გამენათებინა დროის გასაგებად. თორმეტი სრულდებოდა უკვე. ნახევარზე უკეთ გამოფხიზლებულმა ქართული სიმღერა გავარჩიე ,კარს მიღმა რომ მღეროდა ვიღაც:
-ოცდააა, ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო და... აჰა-ჰაი-ჰაი-ჰაი-ალილოოოო.....-იატაკზე ჩაცურებული ხალათი მოვიცვი სწრაფად, ცხვირზე, დასიებულ თვალებსა და ტუჩებზე ერთხელ ჩამოვისვი გრილი ხელი და კარების სახელურს დავეყრდენი ჩემოსაწევად. მართალია ვინც არ უნდა ყოფილიყო გარეთ ვოკალური მონაცემებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა საშობაო სიმღერას.
გარედან შემოსულმა მკვეთრმა შუქმა უცებ მომჭრა თვალი ,თუმცა მალევე გავარჩიე მომღიმარი ირაკლის სახე...
-საღამომშვიდობისა ქალბატონო ევა დამდეგ შობას გილოცავთ... -გამეკრიჭა და სიმღერა გააგრძელა.-მე კი ხალათის ამარა კარებში ვიდექი და გაკვირვებული ვუყურებდი.
-თქვენ ? -ბოლოს გავბედე მეთქვა და პასუხს დაველოდე.
-უკვე თქვენობით მესაუბრებით ? ხო მე ვარ.. თვით ირაკლი ცაგარელი.. რატომ გაგიკვირდათ ?-მონოტონურად აღმართული ხელი ნელა დაუშვა და გვერდულად შემომხედა.
-უბრალოდ არ გელოდით..-მხრები ავიჩეჩე და კარის ჩარჩოს თითებით წავეპოტონე.
-თუ იმ ფაქტს გულისხმობთ რომ ტენდერში მომიგეთ ეგ არაფერი. წაგება და მოგება ძმები არიან და ეგენი უჩემოდაც მალე შერიგდებიან აი ქართველი კი ქართველს შობის დღესასწაულს არ ულოცავდეს დაუშვებელია. თქვენ არ მეთანხმებით ?
-კი, გეთანხმებით, ბატონო ირაკლი - ოდნავ გამეღიმა და ხელები უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე წელზე.- ისე გადავიღალე სულ გადამავიწყდა ყველაფერი და როგორც უკვე გითხარით არც თქვენ გელოდით..
-ვაიმე შენი ჭირიმე, მოაცილე ეს ბატონო ირაკლი და გელოდით და რავიცი კიდევ... მიდი ახლა ჩაიცვი, ქართველები ვიკრიბებით და წამოდი შენც .
-მეე?-გავიკვირვე და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გულზე მივიდე.
-ხო რა მოხდა .. შენ. რა არ შეიძლება ?
-არავის არ ვიცნობ და რა მინდა თქვენთან ერთად.
-ოო, მიდი ახლა არ მაწყენინო, თორემ ამ წყენას ვერ დაგივიწყებ . ქვემოთ დაგელოდები იცოდე..-კარები თავისი ხელით მიხურა და დინჯი ნაბიჯებით გაშორდა ოთახს . რამდენიმე წუთი ისევ ისე ვიდექი, ნაბიჯითაც არ მოვცილებივარ საწყის პოზიციას. რა მოხდა ახლა აქ? - თავს ვეკითხებოდი და მერე ჩემივე ფიქრებზე ჩამეცინა..
-სულელი, არანორმალური, გადარეული... -ჩავილაპარაკე და საწოლისკენ წავედი.
-რა ვქნა, დავთანხმდე? მერე გამოძინება რომ ვერ მოვასწრო ხვალისთვის? არადა ერთი საათი განტვირთვა არ მაწყენდა .. თან შობის ღამეს. ჩემი წილი საქართველო ვიგრძნო ეგებ ,მაგრამ იმათაც რომ არ ვიცნობ? უხერხული არაა? ასე დაადგე თავზე უცნობ ხალხს, მაგრამ რაღა უცხო ,ამ ქვეყანაში ქართველები ერთად მოვხვდით რა მოხდება მეც მიმიღონ, თან არც ისე ხარჯიანი სტუმარი ვარ ... ჰა წავიდე? თუ არ წავიდე? - რიტორიკული შეკითხვების კორიანტელი დავაყარე თავს, ისევ საკუთარი გონების იმედზე.. ბოლოს წავალთქო გადავწყვიტე და კარადის კარები ფრთხილად გამოვაღე .დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია , მუქ ლურჯ კაბას შავი ფეხსაცმელები შევუხამე, თმები გასვლისას გადავივარცხნე და ოთახი დავტოვე... თვალების ცეცებით ჩავედი კიბეებზე , ირაკლის ვეძებდი თუმცა თვალი ვერსად მოვკარი. ბოლო საფეხურზეც რომ ჩავაბიჯე მხოლოდ მაშინ შევნიშნე კარებთან მდგომი, რადგან დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა.
-შენ რა პუნქტუალური ყოფილხარ ..- გამიცინა და ხელი გამომიწოდა.
-მადლობთ .. ბატონო ირაკლი- სიცილით დავაყოლე თავაზიან ჟესტს და გვერდით გავყევი .. -საით თუ საიდუმლო არ არის ?-ინტერესიანი მზერა შევავლე გვერდით მდგომს და წამით შევყოვნდი.
-საიდუმლოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ,-მაცდურად ჩაილაპარაკა და კარისკენ მიმანიშნა.
-მთავარია ქართველებთან ერთად ვიქნები. ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს . ყველაფერი მომენატრა ქართული..-ნაზად გავუღიმე და გამოღებულ კარში გავედი. ჩემი მძღოლი არ ჩანდა , როგორც ჩანს თავის ნომერში ისვენებს . ირაკლიმ მანქანის კარებიც თავაზიანად გამოაღო და თავით მანიშნა ჩავმჯდარიყავი. ბევრი არც გვისაუბრია, უფრო სწორად ირაკლი მეკითხებოდა რაღაცეებს , რაზეც მხოლოდ მოკლე პასუხებს იღებდა .
* * *
-მოვედით ? -იკითხა როცა მანქანა გაჩერდა და საჭესთან მჯდომს გახედა . თავის დაქნევით უპასუხა და მანქანიდან გადავიდა. კარში მდგომი მამაკაცი, როგორც ჩანს, კარგად იცნობდა ბატონ ირაკლის, ფართოდ გაუღიმა და კარები შეაღო. საკმაოდ მშვიდი და მყუდრო გარემო იყო ნამდვილი, ხმაურიანი ქართული სუფრისათვის. სანამ ქალი რამეს იტყოდა წინდახედულად დაასწრო მხლებელმა..
-როგორც ჩანს ადრე მოვედით... ნელ-ნელა შეიკრიბებიან.-მიანიშნა ირგვლივ გამეფებული სიჩუმის მიზეზზე და წინასწარ გასცა პასუხი სავარაუდო სამომავლო კითხვას.
-დარწმუნებული ხარ რომ მოვლენ ? - გულუბრყვილოდ ამოხედა ევამ და დაბალი ხმით იკითხა .
-მოვლენ აბა რა , ყველაფერი დაგეგმილია .მოდი მანამდე ამ მაგიდასთან დავსხდეთ .-ხელით ანიშნა კუთხის მაგიდისაკენ და იქით წავიდა, ევაც მორჩილად მიჰყვა უკან , ფრთხილად ჩამოჯდა სკამზე, ფეხი მოხდენილად გადაადო ოდნავ დახრილ ფეხს და წელში გასწორდა. წამით ისიც კი იფიქრა ბატონმა ირაკლიმ, როგორ შეიძლება ასეთი წმინდა თვალების პატრონი რეზოს გეგმებში იყოს გარეულიო, მაგრამ მერე ყველაფერს გამორიცხავდა და შემოუძახებდა თავის თავს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.
-რას შეუკვეთავთ ?-მაშინვე მოვიდა მომსახურე მამაკაცი , კალმითა და ბლოკნოტით მომარჯვებული.
-ჯერ არაფერს სხვებსაც ველოდებით- თბილი ხმით უპასუხა ევამ და ღიმილი არც მიმტანისათვის დაიშურა . -მამაკაცმა თავი დაუკრა და იმავე კარში გაუჩინარდა საიდანაც რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. ირაკლი გამუდმებით ტელეფონს დაჩერებოდა, ევამ იფიქრა ალბათ მომსვლელთა ზარს ელოდებაო და არც უკითხავს რამე .
-უკაცრავად, ცოტა ხნით უნდა გავიდე- უცებ წამოდგა მაგიდიდან და ქალის პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა საპირფარეშოსკენ... ვერ მიხვდა რა ხდებოდა...რაც დრო გადიოდა კი გრძნობდა, რომ აქ წამოსვლზე დათანხმებით ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო .
* * *
შევიდა თუ არა საპირფარეშოში მაშინვე ყურთან მიიტანა მოზუზუნე ტელეფონი და ზარს უპასუხა.
-ხო ლაშა, სად ხარ ამდენ ხანს ... -ერთიანად მიაყარა
-მოვდივარ ირაკლი, რა იყო ..რა ცეცხლი გიკიდია.
-ცეცხლი კი არა დროზე მოდი... აქ ეს შენ კი არ დაგიცდის, იცი რა მნიშვნელოვანი კომპანიის დირექტორია? იმ წაგებულ ტენდერს ერთი-ორად აგვანაზღაურებინებს . შენ კიდევ მოზოზინებ.
-კარგი ხო, კარგი ნუ ბრაზობ , ორ წუთში მანდ ვიქნები, გაართე რამენაირად .
-შენ ოღონდ მოდი და გართობა ჩემზე იყოს ...ერთი პრობლემაა კიდევ.
-რა პრობლემა?..
- მე უნდა წავიდე, დამირეკეს, რაღაც საბუთებია მოსაგვარებელი და არ მინდა დიდი ხნით დავტოვო მარტო.
- ესე იგი მარტო უნდა ვიყო ? ხომ იცი არ მიყვარს შენს გარეშე გადაწყვეტილებების მიღება .
-ამ ერთხელ მიიღე როგორც იქნება. თან საშიშიც არაფერია, მე უკვე გადავხედე დოკუმენტებს, უბრალოდ შენი ნახვა და გასაუბრება უნდა როგორც ფირმის ოფიციალური მმართველი და დირექტორი..
-კარგი, გასაგებია .. მოვქრივარ .
-მოქრიხარ და...რომ მოხვალ მიხვდები რა და როგორ უნდა გააკეთო , იმედია ამ ძლივს მოწყობილ შეხვედრას არ ჩამიფლავებ . გაიხსენე რასაც გელაპარაკები ეს დღეებია .
-რაზე მეუბნები? მაგ კომპანიაზე რამდენიმე წუთის წინ მითხარი პირველად და.
-რომ ნახავ უფროსს ყველაფერი გაგახსენდება , წავედი აბა მე ,- უცებ გათიშა და დარბაზში თავისი თავით კმაყოფილი დაბრუნდა. ჩათვალა რომ რეზოს განადგურების გეგმაში ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ეს გოგო მის თვალში ახლა მთავარ გამანადგურებელ იარაღად გადაიქცა. თუნდაც არაფერი ცოდნოდა მის ბინძურ გეგმებზე, როგორც ლაშა ფიქრობდა, მაინც არ იყო ურიგო ფიგურა, მეგობრობით წინასწარ ეცოდინებოდა დაახლოებით გაიძვერა ბიზნესმენის ნაბიჯები და ეგებ რამენაირად მოეხერხებინა თითოეული დანაშაულისათვის საკადრისი პასუხის გაცემა .
-ევა ჩემ მეგობარს საშინელი ავარია შეემთხვა მე უნდა გავიქცე .. შენ დაელოდე აქ , წეღან დამირეკეს მოვდივართო კარგი ?
-ხომ კარგადაა, მეც წამოვალ .
-არა შენ სად წამოხვალ, გასამხიარულებლად მოგიყვანე და ახლა საავადმყოფოში ხომ არ გაყურყუტებ მთელი ღამე ...
-არაუშავს..
-უშავს დამიჯერე, წავედი ახლა მე და შენ აქ რჩები... უცებ მოაძრო სკამს გადადებული პიჯაკი .
-კარგი.- ნაღვლიანად თქვა ევამ და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ ირაკლის თვალი გააყოლა. ისე მოაკითხა ოფიციანტმა, ამჯერადაც უარით ვერ გაისტუმრა , უხერხული იყო. მხოლოდ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი შეუკვეთა ისე რომ მოტანილი არც დაულევია თან საწრუპავს თითებით ათამაშებდა ...
* * *
-ლამის გულამოვარდნილმა შემოაღო კარები და თვალი მოავლო გარემოს, ცდილობდა ცნობილი ბიზნესმენის სახე ამოეკითხა რომელიმე იქ მყოფში ,მაგრამ მარტო რომ ვერაფერს გახდა იქვე გამვლელი თანამშრომელი გააჩერა, იკითხა რომელი იყო ირაკლი ცაგარელის დაჯავშნული მაგიდა და ჰორიზონტალურად გაწვდილ ხელს თვალი გააყოლა..
-ის?- გაკვირვებულმა იკითხა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია სიფრიფანა სილუეტისთვის..
-დიახ ბატონო.- მოკრძალებული ტონით უპასუხა ფორმიანმა ახალგაზრდამ და ჩქარი ნაბიჯებით შეიმალა თეთრი კარის მიღმა...ლაშა ნელი, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჯერ კიდევ თავჩახრილ სილუეტს. გოგონა ისევ გაუჩერებლად ათამაშებდა , თითებს შუა საწრუპავს, რომელსაც მეორე ხელისგულზე დაყრდნობილი სახის , ოდნავ ფორმაშეცვლილი ლოყების ზემოთ მოხდენილად დასკუპებული თვალებიდან მოწყენილი მზერით ამკობდა. ლაშამ სკამის ზურგს თითები ჩამოადო და ოდნავ ჩაახველა, უნდოდა ამით პარტნიორის ყურადღება მიექცია. ევამაც ნელა აწია თავი და თვალი გაუსწორა.
-თქვენ ?- გაკვირვება ვერ დამალა და ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა ...
-მეც იგივე მინდოდა მეკითხა .. - თქვა გაურკვევლობისგან დაბნეულმა.. თუმცა დიდხანს არ დასჭირვებია იმის გადახარშვას, რომ ირაკლი ამ შეხვედრით თავისი გეგმის შესრულებას იწყებდა, თან მის დაუკითხავად. როგორც კი დაინახა მაშინვე მოუნდა გაბრუნებულიყო, მაგრამ ეუხერხულა ისედაც მარტო მყოფი ქალის დატოვება და დარჩენა გადაწყვიტა. ევა ბოლომდე ვერ ხვდებოდა რაში დასჭირდა ირაკლის ამ სცენის გათამაშება, თუ ლაშას მასთან შეხვედრა უნდოდა თავად მოვიდოდა და ეტყოდა, თანაც არ ჩანს მორცხვი და ისეთი მამაკაცი სხვისი დახმარება რომ სჭირდებოდეს პირად საკითხებში .. რაც არ უნდა იყოს მასთან ერთად მარტო დარჩენას არ აპირებს. არც ირაკლის წამოყოლია ორ კაციან შეხვედრაზე... ქართველთა მონატრებულ შეკრებას ელოდა და იმიტირებული პაემანი შერჩა ხელში ..უხმოდ წამოდგა , იქვე დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და მაგიდას გვერდი აუარა კარისაკენ გეზაღებულმა, რომ უცებ მკლავზე ძლიერი თითები იგრძნო.
-კი მაგრამ სად მიდიხართ? -ჰკითხა ისე რომ ევა მისკენ არც შებრუნებულა. ერთიანად ააფორიაქა ქალის სიახლოვემ.. უფრო სწორად სახელი ვერც დაარქვა რამ გამოიწვია მისი გულის ცემის შეუმჩნეველი აჩქარება . მხოლოდ ასე მოკლე მანძილზე გაჩერებისას იგრძნო ევას კანის სასიამოვნო სურნელი და მოუნდა არასოდეს გაეშვა მისგან, თუმცა ახლა მასში მხოლოდ მისი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული მტრის, რეზოს ერთგულ თანამშრომელს ხედავდა და რამდენადაც იზიდავდა, იმდენად განიზიდავდა ქალი .
-რას მივაწერო თქვენი მეგობრის უმსგავსო საქციელი ? -უტეხად გაუსწორა თვალი და შეუპოვარი ტონით იკითხა.
-რას გულისხმობთ. რამე დაგიშავათ ?- მაშინვე დაინტერესდა ლაშა და თავი ოდნავ გადახარა კითხვის დასმისას.
-აი ამ მდგომარეობას.. წესით აქ ქართველები უნდა იყვნენ, რომლებიც საშობაოდ შეიკრიბნენ და მაცხოვრის შობას საზღვრებს გარეთ სამშობლოს მონატრებულები, ერთად აღნიშნავენ .
-მესმის თქვენი .-ევასგან განსხვავებით უფრო მშვიდი ჩანდა კაცი, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა ქალს.
-თქვენ რა დამცინით?-იკითხა მოთმინებადაკარგულმა და თვალები ბრაზისგან აუელვარდა.
-არა, როგორ გეკადრებათ, უბრალოდ არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა ,მაგრამ მეც გაურკვევლობის მსხვერპლი ვარ ...
-თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ ეს ყველაფერი იმ ვაჟბატონმა დაგეგმა თავისი მოკლე ჭკუით?-სიმწრისგან გაეღიმა ევას და ხელები გადაიჯვარედინა.
-როგორც ჩანს არც ისე ჭკუამოკლეა.. -თავისით ჩაილაპარაკა, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოჰპარვია პარტნიორის რეპლიკა..- სიმართლე გითხრათ აქ მე თქვენ კი არა გამოცდილ ბიზნესმენს ველოდი, რომელსაც , როგორც ვიცოდი, საინტერესო შემოთავაზება ჰქონდა.
-მეტკინა - თქვა უცებ და მზერა მკლავზე მოჭერილ გათეთრებულ თითებზე გადაიტანა .
-ბოდიში .. -თქვა ლაშამ და ხელი შეუშვა .
-რაც არ უნდა იყოს არ ვაპირებ აქ თქვენთან ერთად მთელი საღამოს გატარებას. -მკაცრი ტონით წარმოთქვა ქალმა, და ისევ კარისკენ გაეშურა . მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია ,რამდენიმე წუთი ისევ იმ ადგილას იდგა, მერე მაგიდაზე ქაღალდის კუპიურა დატოვა და თავადაც მიჰყვა.
ჩარლისთვის არ დაურეკავს, ისედაც სულ კუდში დასდევს და რა ვალდებულია სამუშაო საათების შემდეგაც ატაროს.. ახია, მოუცადოს ახლა ტაქსს და გასართობად წამოსული სახლში მიბუნძულდეს...ოხ ევა ,ევა.. - საკუთარ თავს ტუქსავდა და სიცივისგან გათოშილ ფეხებს ასფალტზე აბაკუნებდა... დიდი-დიდი ორი წუთი ელოდა ტაქსის, მაგრამ იმ დროს მთელ საუკუნედ ეჩვენა შენობის წინ ეულად მდგომს , გათოშილ ბეღურას რომ დამსგავსებოდა.. შორიდანვე შენიშნა მომავალი მანქანა და თითქოს უკვე იგრძნო მის სავარძლებში გამჯდარი სასიამოვნო სითბო .ძლივს გადადგა ნაბიჯები და კარი გამოაღო , უცებ ვიღაცის სილუეტმა რომ შეაჩერა. ლაშა იყო, მძღოლს რაღაც უთხრა და გამოღებული კარი ერთი ხელის მოსმით მიხურა ..მანქანაც მაშინვე მიბრუნდა და როგორც გამოჩნდა ისევე მიეფარა შენობის კუთხეს. მამაკაცი არ გაჩერებულა, მარჯვნივ წავიდა. გაკვირვებული ევაც უკან აედევნა მორჩილი ცხვარივით.
-უკაცრავად , ხომ ვერ ამიხსნით რას აკეთებთ ?- გაკვირვებულმა იკითხა და ხელებჩამოშვებული დადგა სიცივისგან არაქათგამოცლილი.
-სახლში მივდივართ...
-სად? -გვერდულად გადაწია თავი, რომ როგორმე მისი სახის მიმიკით მაინც მიმხვდარიყო რამეს.
-სასტუმროში..
-აჰამ, გასაგებია და აბა მე რას ვაკეთებდი რამდენიმე წუთის წინ ?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს , უბრალოდ აქ საიდანაც მოგიყვანათ ირაკლიმ ვალდებული ვარ ისევ იქ დაგაბრუნოთ, საღსალამათი.. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის , თუ ნებავთ შემდეგ გამოიძახეთ ტაქსი, წადით და გაერთეთ ვისთანაც და სადაც გინდათ ..- დამჯდარი , ოდნავ ირონიაგადაკრული ტონით ჩაილაპარაკა და მანქანას მიუახლოვდა..
-მგონი კარგად არ მიცნობთ...-ოდნავ გაიღიმა .-ვერ ხვდებით რომ თქვენს თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ ?- ლაშამ ფრთხილად მოარგო გასაღები საკეტს და გადაატრიალა.
-დამიჯერეთ არც დაჟინებული სურვილი მაქვს გაგიცნოთ ..ისიც მეყოფა რაც ვიცი- ოდნავ გაუღიმა და თვალით ანიშნა გაღებული კარისაკენ .გაბუსული მივიდა მანქანამდე , თავად გამოაღო უკანა კარი და ფართო სავარძელზე მოთავსდა. არც შეუხედავს როგორ მიიხურა წინა კარი და მძღოლი თავის კუთვნილ ადგილს მიუჯდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, რამდენიმეჯერ ჩაიხედა ლაშამ მანქანის საქარე მინის ზედა განყოფილების ცენტრში ჩამოკიდებულ სარკეში. ევას ცალი ხელი , რომლის იდაყვითაც სახელურს ეყრდნობოდა ,ნიკაპთან მიეტანა .შუბლი ფანჯარას ეხებოდა და ამოსუნთქული ჰაერი მსუბუქად, თხელ, დაბურულ ფენად ედებოდა მინას. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ქუჩების დათვალიერებაში. ევამაც რამდენიმეჯერ გააპარა ცნობისმოყვარე მზერა იმავე მიმართულებით. შეუვალი სახით იჯდა ფილფანი საჭესთან. მალევე გამოიკვეთა სიბნელეში სასტუმროს სახელი, ელექტრონებით განათებული. გაჩერებისთანავე მიჩოჩდა მთელი ტანით კარისკენ ,ხელი შეუმჩნევლად ჩამოკრა პატარა ურდულს და მთელი სხეულით ეკვეთა მანქანის მიღმა გავრცელებულ სუსხს. სწრაფი მოძრაობით უფრო მჭიდროდ მიიკრა ტანზე თბილი მოსაცმელი და მამაკაცის გადმოსვლას დაელოდა, რომ მადლობა ეთქვა.
-კიდევ აქ დგახარ ?-იკითხა მანქანიდან გადმოსულმა და სახეზე დააშტერდა.
-უბრალოდ მინდოდა მადლობა მეთქვა, არც მთლად ასეთი დაუნახავი და უტაქტო ვარ, უბრალოდ იმ წუთში თავი უკანასკნელ იდიოტად ვიგრძენი, უბრალოდ..- თავი ოდნავ დახარა და ხელი შუბლზე მიიდო. თავადვე გაეცინა აბდაუბდა საუბარზე.
-არაუშავს, მესმის .. არაა საჭირო თავის მართლება, ქრისტეშობას გილოცავ..
-ქრისტეშობას გილოცავ..- ოდნავ გაღიმებულმა გაიმეორა და უკანმოუხედავად შევიდა სასტუმროს კარში. სირბილით აიარა კიბეები და რაც შეეძლო სწრაფად შევარდა ოთახში... ღრმად ამოისუნთქა სითბო რომ იგრძნო კანმა...ერთიანად გადაიძრო ტანსაცმელი და მაისურის ამარა შეძვრა საგულდაგულოდ გასწორებულ ლოგინში . ცოტახანი მუცელზე იწვა , თვალდახუჭული ,ორივე ხელი ბალიშისთვის მოეხვია.. მერე უცებ დაჭყიტა ლურჯი თვალები და უნებურად დაიწყო.
-ოცდახუთსა დეკემბერსა , ა-ლი-ი-ლო
ქრისტე იშვა ბეთლემსაო ა-ლი-ლო.........
* * *
- ვა ასე მალე მოხვედი, შენ რა სწრაფი ყოფილხარ... რა მოაგვარე ასე უცებ.. ჰე აბა მიდი მოყევი .-მიაყარა ირაკლიმ დერეფანში გამოჩენისთანავე და ახალდაბადებული წიწილასავით გაეკიდა ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ მეგობარს .
-რა იყო ლაშა არ მელაპარაკები ?- პასუხი ისევ არ იყო , რაც გამაღიზიანებლად მოქმედებდა ნერვებზე, მაგრამ იმ წუთებში ირაკლიზე მეტი გაბრაზებული ფილფანი იყო და გაკიდება კი არა, სჯობდა საერთოდ არ გაეცა ხმა .
- რას მებუტები ე, გამეცი ხმა .. პატარა ბავშვი ხომ არ ხარ .- კიდევ ერთხელ შეუტია ცაგარელმა და ოთახში შესულმა კარი მძიმედ დაკეტა .
-მე ვარ პატარა ბავშვი თუ შენ ?- მრისხანებამორეული ხმით წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა და გამბურღავი მზერა გაუსწორა მეგობარს .
-რა მოხდა..?
-თავს იდებილებ ირაკლი?.. როდის მერეა ასეთ გადაწყვეტილებებს ჩემს გარეშე იღებ და საერთოდ ჩემს ცხოვრებაში ჩარევა ცოტა ზედმეტი ხომ არაა?!
-შენი ცხოვრება რა შუაშია , რეზოს დაძირვისთვის გვჭირდება რას ვერ ხვდები.
-შეუშვი მაგ ტვინში რომ ამ გოგოს არ გამოვიყენებთ გასაგებია? არ მჭირდება მე მამაჩემის მკვლელზე შურისძიებაში უდანაშაულო ადამიანების ჩარევა , მით უმეტეს მათთან ერთად რომანტიული ვახშამი, როცა ამდენი საფიქრალია.
-შენც შეუშვი მაგ თავში რომ დიდი კოზირი ჩაგივარდა ხელში. რა მოგივიდოდა მოგეხიბლა და რაღაც-რაღაცეები პერიოდულად დაგეცინცლა.
-ყრუ ხარ ბიჭო ? რეზოს იცი რატომ ვერ ვიტან ? არაადამიანია გესმის? ამ გოგომ ყველაფერი რომც იცოდეს დარწმუნებული იყავი მაინც არ დაინდობს და პირველი შემთხვევისთანავე მოსპობს. თან ისე კაციშვილი ვერაფერს გაიგებს . მე იმას დავემგვანო? მაშინ რაღას ვეწინააღმდეგები თუ მისი თამაშის ხერხი მომწონს და ანალოგიას ვახორციელებ . რა ვერ გაიგე.. იმ კაცთან პირადი ანგარიში მაქვს და არ მჭირდება სხვისი შუამდგომლობა.. მითუმეტეს ქალის, რომელიც სავარაუდოდ ბაიბურში არაა რა ხდება მის გარშემო. -ბოლო ხმაზე იღრიალა და ცოტათი დაუცხრა სიბრაზისგან წამოწითლებული სახე სათქმელი რომ დაამთავრა.
-ქალი უძახე შენ და...
-ირაკლი, მოვრჩეთ ერთხელ და სამუდამოდ. მაგ თემა ჩემთვის დახურულია გასაგებია? თუ არ გინდა რომ მომდევნო ჯერზე სერიოზულად ვიჩხუბოთ .- დამაჯერებლად თქვა და პიჯაკი გაიძრო.
-კარგი ხო... გავჩუმდები.. ბაგეებს მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითი შეტყუპებულად გადაატარა, იმის ნიშნად, რომ საინფორმაციო ღრუ დახშულია .-ვიღაც ქალის გულისთვის ძმაკაცს ხომ არ დავკარგავ..
-მაგისთვის არა ირაკლი... შეგნებულად უნდა გაჩერდე...
-ხოდა შეგნებულად ვჩერდები..
-მეძინება.- მკვახედ მიახალა და მიახვედრა მარტო უნდოდა დარჩენა.
* * *
სახლიდან გამოგდებული კნუტივით აიბუზა ირაკლი თავის ოთახში.. ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ მიხვდა რა აბრაზებდა ლაშას. თუმცა ქალის გამო ნამდვილად არ უღირდა მეგობართან კონფლიქტი და როგორც უკვე გადაწყვიტა თავს დაანებებდა. ისე სადღაც გულის კუნჭულში სჯეროდა, რომ მართალია, არ შეიძლება ასე ადამიანებით ითამაშო... მართლა სწორს ეუბნება და ჯობია გაუგონოს. ახლა კი დაძინება ყველაზე კარგი არჩევანი იქნება დღის მშვიდობიანად დასასრულისა .მოკუნტული შეძვრა საწოლში ,ღრმად ამოისუნთქა და ქუთუთოები დანაოჭებამდე მიაჭირა ერთმანეთს.



№1 სტუმარი nene

ra shterobaa

 


№2  offline წევრი nestanuka13

როგორ გამიხარდა რომ აგრძელებ ამ ისტორიას ჩემო გოგო

 


№3  offline წევრი coco girl

სვანი ხარ ? ფილფანი სვანურია და დამაინტერესა. ^^
ისტორია არ წამიკითხავს წარმატებები ^^

 


№4  offline წევრი t i k o

რა კარგი ხარ ♡♡♡
მომწონს ძალიან ♡♡♡ სულმოუთქმელი ველი გაგრძელებას♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent