შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება აშლილნი ..10..


4-11-2015, 23:07
ავტორი terooo
ნანახია 2 801

ამბობენ სიყვარულს დიდი ძალა აქვსო, როცა გიყვარს ირგვლივ ყვეა და ყველაფერი ქრება, მხოლოდ მას ხედავ და მის მოციმციმე თვალებსო, ალბათ იმიტომ ამბობენ ,,სიყვარული ბრმააო“ გიყვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ზოგჯერ უბრალო გატაცება ის დიდი სიყვარული გვგონია, წამში ოცნების კოშკებს ვაგებთ, მაღლა ცაში ავფრინდებით მაგრამ მერე ყველაფერი თავზე გვექცევა, წამში ვნადგურდებით, ვივიწყებთ ყველას და ყველაფერს, იმ სხვას ვაბრალებთ, მაგრამ იქნებ ჩვენი ბრალია?!
სიყვარული ხომ რჩეულთა ხვედრია, ბედნიერი ყველა ის ადამიანი ვისაც ეს გრძნობა ეწვევა, გამოცდის, სასწაულია იმ ერთადერთის პოვნა, სასწაულია მის თვალებში შენი სახის ხილვა, შენც ხომ სასწაული ხარ მისთვის, ისიც ხომ ხედავს შენს თვალებში არეკლილ მის სახეს, Tvalebs lapraki SeuZliaT, SeuZliaT bednierebisgan iyviron, itiron , თვალებით შეიძლება მოაჯადოვო ჭკუიდან გადაიყვანო, აატირო, სიტყვებით შეგიძლია მოატყუო, თვალებით ამას ვერ გააკეთებ, მზერისგან შეიძლება დაიწვა, თვალები არ ტყუიან.. სასწაულია ერთად აძგერებული ორი გული, ყველაზე სასწაული იცით რა არის? ამ ორი სასწაულის სიყვარულის ნაყოფის გულის ძგერა, სასწაულია ყოველი დღე როცა მას შენი საყვარელი ადამიანებით იწყებ, სასწაული ყოველი დილა და ყოველი საღამოა, ბედნიერი ხარ და ბედნიერებასაც კი შურს შენი, მერე რა რომ ცხოვრება გაკვეთილებს გასწავლის, ეს ხომ ის შემთხვევაა შენი სასწაულები უფრო რომ უნდა შეგიყვარდეს, უფრო უნდა დააფასო და ყველაზე მეტად რომ უნდა გაუფრთხილდე.
სასწაულია, ეს სიყვარული, ადამიანებს რას გვიშვება, გვაბედნიერებს, თავ-გზას გვავიწყებს და მერე... მერე კი გამოცდებს გვიწყობს... როდესაც გიყვარს, იქ მწარე ეჭვი გამოიჩენს თავს, ეჭვიანობაა, ეს მატყუარა გრძნობაა, შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშიანია მისი დაკარგვის, მაგრამ ნუ გეშინია, ეს უაზრობაა. იმიტომ, რომ თუ არ არის საბაბი, მაშინ ეჭვიანობას აზრი არ აქვს და თუ საბაბი გაქვს, უკვე აზრი აღარ აქვს იეჭვიანო. ამ გრძნობას ნუ მისცემთ თქვენს გულში ჩაბუდების უფლებას, ყველაფერი გააკეთეთ ბედნიერებისთვის, მან თქვენ გიპოვათ და უფლება არ მისცეთ რომ ის თქვენიდან წავიდეს და ნუ გგონიათ რო ყველაზე ეჭვიანებს, ყველაზე დიდი სიყვარული შეგვიძლიათო, არსებობენ ადამიანები რომელთა ღმერთამდე სიყვარული შეულიათ.
სიყვარული, ბედნიერება, მეგობრობა, ერთგულება, ეჭვიანობაც კი ღვთისგან მოვლენილი სასწაულებია რომელნიც ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს. დილა ბედნიერმა და ღიმილიანმა დაიწყე, ეს წარმატების საწინდარია.
........
დილა ადრიან მეგი ვიღაცის ყრუ კივილმა გააღვიძა, კივილი ლამაზი ნათქვამია, უფრო ბღავილი იყო.
-გადადი ჩემიდან, შენ ფეხს ჩემ ზურგზე რა ჯანდაბა უნდა-აშკარად სალოს ხმა იყო, გონება დაძაბა და არაფერი არ ახსოვდა, ზანტად გაახილა თვალები, სალოს ყვირილს ვიღაცის ჩუმი ბურდღუნი რომ მოყვა, წელზე თბილ ხეებს უკვე მიჩვეული იყო და ყელში თანაბარ სუნთქვას, თავი წამოყო და ბექას ბავშვურ სახეს დააცქერდა.
გონებამ წამში ჩართო განგაშის ზარები როდესაც თავისი ოთახის ნაცვლად ბექას ოთახი ამოიცნო, აქ მხოლოდ ერთხელ იყო და მინიატურული გიტარის კოლექციებმა მიიქცია ყურადღება, ეს დღემდე ჩარჩა და ახლა თაროსკენ გააპარა მზერა.
,,რა დროს გიტარებია, გირჩევ ერთი ადგილი აწიო და გაარკვიო აქ რა ხდება“-ჩასძახა ალტერ ეგომ
-ვაიმე-წამოიყვირა მეგიმ და წამში განთავისუფლდა ბექას მარწუხებისგან, ესე უცებ როგორ წამოდგა თავად გაუკვირდა მაგრამ თავი ისე საშინლად ეტკინა ლამის ძირს გაიშოტა, თვალები დახუჭა და რამდენჯერმე მშვიდად ჩაისუნთქა ამოისუნთქა. გონებამ წითელი შუქურა აუნთო და ,,გამოფხიზლდიო“ ჩასძახოდა.
-ვაიმე რამხელა ხარ, გადაეგდე ჩემიდან რაა, უნდა ავდგე-ისევ სალომეს ხმა ისმოდა სავარაუდოდ მისაღებიდაან.
-სად გადავეგდო, შენ მჭყლინტავ, რამ სიმძიმე ხარ-პატას მოგუდული ხმა იყო
-მე ვარ კიდე მძიმე, ჩემხელა ცალი ფეხი გაქვს
მეგიმ იფიქრა სანამ ერთმანეთს დახოცავდნენ გავალ და გავაშველებო და ისევ ცდილობდა წუხანდელი ამბების გახსენებას, მხოლოდ ის გაახსენდა რომ სანდროს სანახავად ამოცვივდნენ, მერე სანდრომ სასმელები გამოალაგა, სვამდნენ და ბევრს იცინოდნენ, მერე ბექამ რაღაც თქვა და დიდი აჟოტაჟი გამოიწვია, მერე ...
-გადაეგდე გვერდით ნუ მიწვები გაიგეე-ისევ გააწყვეტინა სალოს კივილმა ფიქრი კედელზე მიყუდებულ მეგის.
-ორივეს მოვკლავ-ჩუმად დაიჩურჩულა, უშფოთველად მზინარე ბექას გადახედა და მერე საფეთქლებზეე მიიჭირა ხელები.
-ღმერთო რა მჭირს?- დაიჩურჩულა, კარი ფრთხილად გააღო და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-აი ზუსტად შენ გეძებდი,- არეული სახით იდგა მის წინ სალომე, რომელის სამზარეულოს კედელზე მიყრდნობოდა და ხელში ფურცელი ეჭირა,-ეს რას ნიშნავს?
-მოიცა ჯერ არ მითხრა-შეაწყვეტინა მეგიმ, წყალი გამოიღო, ყინულები ჩაყარა, ისედაც ყივნიან წყალში, ჯერ შუბლზე მიიდო, წყალი სულ მოუთქმელად დალია და სალომეს ანიშნა დაიწყეო
-მაშ ასე პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ-დაიწყო სალომ და ფურცელი გაშალა.
,,ძვირფასო რძალო და შვილო, როგორ მიხარი თქვენი ამბავი არ იცით, ბედნიერებას გისურვებთ, ამდენ ხანს როგორ მალავდით ამ ამბავს? რძალუკა შენი დაპირება მახსოვს სახლიდან არ გაგდების თაობაე და მიხარია რომ ისევ ძალაშია, კიდევ კარგი ბექა ასეთი ცოლი რომ გეყოლება გვერდით თორე საკთრ მამას დაუკითხავად გააგდებდი გარეთ. სალო და პატა, ჩემ მოსვლამდე ჯვარი არ დაიწეროთ მეც დამელოდეთ, ამ დილით ექვსე მიდიოდით ჯვრის დასაწერად და არ გაგიშვით მაპატიეთ, ხო თაზო და ნინი უკვე კვარიათში არიან და მომავალზე ზრუნავენ. მე სამსახურში წავედი და იმედია ჩემ მოსვლამდე რამე სიჭკვიანეს ა ჩაიდენთ, მეც დამელოდეთ.“
თქვენი ცანცანა ალექსი (სანდრო) ძია.. 

ახლა სამზარეულოში რომ შეგეხედათ, ორი ფიტული დაგხვდებოდათ, სალო და მეგი, გაფითრებულ- გაშტერებულ- გაოგნებულ- გაოცებულ- შეშინებულ- გაშეშებულები.
მათ უკან კი თმააბურზგნულ, სახე დამანჭლი გაღიმებული ბიჭები იდგნენ და მალულად დააჯახეს მუჭები ერთმანეთს,
-საღოლ ალექს რა -უჩურჩულა პატამ ბექას-კარგი ნამუშევარი აქვს
-უკეთესიც შეიძლებოდა-მეგიზე თვალმოუშორებლად უთხრა ბექამ
-ნახე ამათ უკეთესი რას დამართებდა
-სასწრაფო დაგვჭირდებოდა.
-ეს მართალია რაც აქ წერია?-შეუტია მეგიმ
-მე რავიცი, რაღაცას იტყუებიან, მე არაფერი ვიცი, მითუმეტეს არც პატას უთქვამს რამე-მერე ღიმილით დაამატა -დილა მშვიდად დავიწყეთ ისე ხოომ?
-ბექააააააა-ბოლო ხმაზე დაიყვირაა მეგიმ-მერე კი უცებ წაიშინა ხელები თავზე, სალოს კი ნაბეღლავის ბოთლი მიედო შუბლზე.
-რა გაღრიალებს მეგი? და არ გინდა ამიხსნა რა რძლობაზე წერს სანდრო?, შენ რა ბექას უთხარი რომ გიყვარს?
-არა, შენ კარგად ხარ?-თვალები დაუბრიალა მეგიმ სალოს, -ეგ არც კი გაიფიქრო და ჩუმად.
-და აქ რატომ წერია რომ შენ და ბექა ერთად ხართ-თვალებში ჩახედა სალომ
-ეგ ის არის რის მოყოლაც არ მაცადე
-ანუ? რამე ხდება?
-კი, სამი დღეა
-რააა? -თვალები დაქაჩა სალომ, და მე ახლა უნდა ვიგებდე ამ ყველაფერს?-სახე გაბადრული სალო მეგის გაფითრებულ სახეს შესცქეროდა და ღიმილით ეპობოდა ბაგე.
-როგორ მიხარია-ჩაეხუტა მეგობარს, როგორც იქნა ჩემო მეგილო, გეშველა.
-ჩუმად არ გაიგონოს, და რაღაც ვერ გავიგე.
ბექამ ყველაფერ გაიგონა იცით? სხეულის ყველ ნაწილი გაუთბა, იცით რატომ? ეგონა რომ იმ დღეს მეგიმ ვნებები ვერ დაიმორჩილა, ბექამ კი მოშვების ნება არ მისცა, უფრო აბნევდა და კოცნიით ათრობდა, ახლა კი იგებს შემთხვევი რომ მეგის ის უყვარს, უყვარს უყვარხარ, მილიონჯერ გაიმეორა გონებამ წამში ,,უყვარხარ“ ,,მას შენ უყვარხარ“. ამდენხანს ხომ გაგიჟებით უყვარდა ეს გოგო ახლა კი, ახლა .. ახლა მას ეკუთნის მხოლოდ მას, გულით, სულით, სხეულითაც კი...
-ბექაა-კიდევ ერთი დაძახება გაიგონა მეგის, სახე დაალაგა თითქოს არაფერი გაეგონოს, მაგრამ თვალებში ათამაშებული ჭინკები და მოგიზგიზე ცეცხლი ვერ ჩააქრო, ახლა ყველაზე მეტად მეგის სხეული ჭირდებოდა, ვნებების ქარცეცხლი, რომ ეს მოგიზგიზე ცეცხლი ჩაექრო თორემ მთელი სხეული დააეწვებოდა.
-რა მოხდა მეგი-თმების სწორებით შევიდა სამზარეულოში ბექა და დახლზე მიყრდნობილ მეგის ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.-რა ხდება?
-ეს უნდა ნახო?-სალოს გახედა და ანიშნა წერილი ნახეო
-სად იყო? მაცივარზე მიკრული, გვეღადავება ხო?-თვალებს არ უჯერებდა სალო,-ან ეს ბოლოს სმაილი რა იყო?
-შენი ცანცარა მამამთილიკო, -მერე კი ღიმილით დაამატა ბექამ-რაო მე სახლიდან ვაგდებდი? არ მახსოვს, მოიცა რააო, თაზო და ნინი დაქორწინდნენო? ახლა მოეგო ყველა გონს.
-მართლა?-პირი დააღო სალომ
-რა არ წაგიკითხავს?-კითხვა შეუბრუნა ბექამ
-კი მაგრამ ვერ გავიაზრე აქ იმდენი რამე წერია-მერე კი თავისთვია ჩაიდუდუნა სალომ-ოხ ალექსანდრე გნახავ მე შენ.
ბექა წერილტან ერტად გაუჩინარდა სამზარეულოდან ,მისაღებიდან რარაც ხმები ისმოდა, მაგრამ ამ დილანდელი ამბებიდან იმდენად იყვნენ გაოგნებულები რომ სიტყვების გარჩევაც კი ვერ შეძლეს. სამზარეულოში უცებ ისევ ბექა დაბრუნდა ოდნავ მოწესრიგებული, სხვა მაისური სახეზე წყალი შეესხა და დალაგებოდა, მეგისთან მივიდა წინ ტუფლები დაულაგა.
-მიდი ჩაიცვი მივდივართ, შეგცივდება ფეხზე ფეხშველა ხარ-მერე კი სალოს მიუბრუნდა,- ჩვენ გვეჩქარება, შენ პატა გაიყვანს და ორ საათში წავიდეთ იმათ სანახავად.

-მე ჯერ მამაშენი უნდა ვნახო - სერიოზულად გახედა სალომ,- რამ ააცანცარა ამხელა კაცი, მამაშენი მაინც არ იყოს-ღიმილით ჩაუკრა თვალი
-ნახე და უთხარი შვილმა ცოტა დაჭკვიანდი შვილიშვილი უნდა გაარდოთქო
-რაა?-მეგიმ და სალომ ერთად იყვირეს
-არაფერი რა იყო ვიხუმრე, სწრაფად წამოდი-მეგის ხელი დაავლო და კარისკენ წაიყვანა, სააბაზანოდან გამოსულ პატას თვალი ჩაუკრა და ხმამაღლა კი ეს უთხრა
-პატა მე და მეგი გავდივართ სალო მიიყვანე რა შინ, გასაღები კი იცი სადაც უნდა დადო-ისევ ჩაუკრა თვალი და მეგი კარისკენ ,,წაიღო“
-მოიცა სახლი ასე უნდა დავტოვოთ-შეეწინააღმდეგა მეგი და ხელის განთავისულფელას შეეცადა მაგრამ უშედეგოდ.
-ნუ ფართხალებ რაა-თვალები აუთამაშა ბექამ-ნუნუკას გოგო მოვა და მიალაგებს
-ბექა უხერხულია
-მოიცა რაა-თვალი ჩაუკრა ბექამ და კარისკენ წაიყვანა-ბავშვებო ჩვენ გავედით
მხოლოდ მანქანაში ამოიღო ხმა მეგიმ
-სად მივდივართ?
-შენთან სახლში
-რატომ?
-ვითომ ვერ ხვდები? გუშინ დილის მერე ასე რომ დამტოვე, ჩემზე არ ფიქრობ?
-როგორ ასე?-მიამიტურად მიაჩერდა მეგი
-მაგას მაშინ გაჩვენებ რომ მივალთ
გზაში ხმა არ ამოუღიათ არც ერთს, მხოლოდ ბექას ხელი დადიოდა მეგის ტანზე უმისამართოდ, განგებ არ იმჩნევდა მეგის დაქაჩულ თვალებს და ,,გზას უყურე“-ს
ისევ დაედარათ ლიფტში მეზობელი, ამჯერად მეგის. ცდილობდა სხეულის სიმხურვალე და ლოყების აფორაჟება არ შეემჩნია, კარის გაღება ბოლომდე არ აცადა, ბექამ ლამის შეგლიჯა და იქვე კართან კედელზე მიაჯახა და ზედ აეკრა.
-ბექა ვერ ვსუნთქავძლივს ამოიჩურჩულა მეგიმ და მოშორების ნაცვლად უფრო აეკრა ბექას სხეულს და მაისურის ქვეშ შიშველ ზურგზე აალრიალა ხელები.
-გეთანხმები სუნთქვა გიჭირს-უთხრა და წამში გადააძრო კაბა
-ხო არა-ცინიკურად გაეღიმა მეგის, წამით დაიბნა ბექას წინ შიშველი იდგა, ნახევრად შიშველი,-ხოდა მგონი შნ გცხელა არა?-ახლა მან გააძრო მაისური და ქამარს წაავლო ხელი გასახნელად, თვითონაც ვერ გაიაზრა რას აკეთებდა მაგრამ იმდენად სიამოვნებდა ბექას რომ ეხებოდა და ბექას დაბნეული თვალები მეტ ვნებას აღვივებდა მასში, ბოლოს და ბოლოს თავადაც მიეცემოდა ბოლომდე თავდავიწყებას და ,,გაფუჭებული ქალის იმიჯი აირტყა“ ჯერ ქამარი გაუხსნა მერე, ღილი.
-მოიცა ნუ ნერვიულობ-ჩურჩულით უთხრა ბექამ რომელმა წამის დაბნეულობა დაევიწყებინა და შარვალი წამებში გაიხადა, მეგი ხელში აიტაცა და იქვე მისაღების დივანზე დასვა და ზემოდან მოექცა ფეხებშორის, მეგიმ წელზე შმოხვია ფეხები და მთელი გრძნობით აყვა კოცნაში.
-ჩემი ხარ ჩემი-ჩაჩურჩულა ბექამ და უკანასკნელი სამოსელიც შემოაძარცვა სხეულიდან.
დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით გულზე ახლობელი ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე. დაიმახსოვრეთ და უთხარით "მიყვარხარ", როცა ამას მართლა გრძნობთ. კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუკი ეს გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს, დააფასეთ მომენტები, იმიტომ, რომ ერთხელაც, ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაუზიაროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემოციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!....

ადამიანები ალბათ გვიან აცნობიერებენ რომ სიყვარულია თვით ბედნიერებაა და არა მდგომარეობა, რომელიც ამ სიყვარულით მიიღე თუ ვერ მიიღე, ადრენალინის დიდი დოზა სიყვარულის მგომარეობაშია და არა მიღებული ბედნიერებისა თუ უბედურების შედეგში,არც ვნებებში, როგორც კი სრულდება ეს მდგომარეობა იქვე ადამიანები იწყებენ მსგავსი განცდის ხელახალ ძიებას, გრძნობენ რომ ამის გარეშე უჭირთ ცხოვრება ,იწყება დეპრესია, უხასიათობა და სიცარიელის აუტანელი შეგრძნება,, ყველაზე საინტერესო მაინც ძიების პროცესია, გეჩვენება რომ იპოვე, ხვდები რომ ეს ის არაა რაც გინდოდა და ასე შემდეგ... მაგრამ ერთმანეთში ახლართულ ამ ორ სხეულს რომ დავყურებ და ვხედავ ყველა სასწაულის და ყველა გრნობის ერთად მჯერა. სიყვარული ყველაფერს გადალახავს, ყველაფერს აიტანს.

--------------------
აი, მოვედი ისევ, ერთი საღამო დავაგვიანე... ბოდიში არ ვიცი როგორი თავია, საშინლად ვარ და ალბათ ყველაზე უსაშინლესი თავია რაც კი ოდესმე დამიწერია.... მზია დეიდა მაპატიეთ რა ეს ის თავი არაა რასაც დაგპირდით, მაგრამ 1619 სიყვააა... მითხარით რა არ მოგეწონათ.. (ვიცი გრძნობები სათნადოდ ვერ გამოვხატე დღეს და ვწუხვარ) თავს აღარ შეგაწყენთ.
თქვენი ნერვებ მოშლილი და ანერვიულებული ტეროოო



№1  offline წევრი Annee

ნეტა გამაგებინა რას ერჩი შენ თავს.. ნეტა სულ ანერვიულებული იყო ასეთთავებს რომ წერდე : დდ ალექსანდრეზე მოვკვდი სიცილით

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
ნეტა გამაგებინა რას ერჩი შენ თავს.. ნეტა სულ ანერვიულებული იყო ასეთთავებს რომ წერდე : დდ ალექსანდრეზე მოვკვდი სიცილით

ჩემო კარგო როგორ გამახარე... ძალიან ძალიან ... მიხარია... ასეთი სიტყვები შენგან.

 


კარგი თავი იყო, მაგრამ არა გადასარევი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent