შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 11 თავი.


5-11-2015, 00:00
ავტორი MLM
ნანახია 7 021

- რა ხდება მარიამ?
- ძალიან ცუდად მეძინა, საშინელი სიზმრები ვნახე (ტირილი დაიწყო და გული მომიკლა, უცბად ჩავეხუტე და დამშვიდება დავუწყე)
- არაუშავს სიცოცხლე, ეგ ხომ სიზმრები იყო? აღარ იფიქრო მაგაზე
- ხო მაგრამ ძალიან რეალური სიზმარი იყო, ვერც გამოვედი ოთახიდან რომ მომეძებნე, ტელეფონი კიდე მანქანაში დავტოვე გუშინ
- ბოდიში სიცოცხლე, არ უნდა დამეტოვებინე მარტო, უბრალოდ ვიფიქრე რომ, ასე უფრო კომფორტულად იგრძნობდი თავს
- არა შენ რა შუაში ხარ? აქ ხო არ დაიძინებდი მაინც? სირცხვილია
- გინდა დღესვე წავიდეთ?
- არა, არ მინდა ჩაგაშხამოთ, რამდენი ხანია მირანდა გელოდება და ახლა ასე უცებ წასვლაა?
- მიროს შეეშვი, თუ თავს არ გრძნობ აქ კომფორტულად წავიდეთ, მთავარი შენ ხარ
- არვიცი ასე საშინლად რატომ მეძინა, ალბათ უცხო სახლში რომ ვარ მაგიტო. მაგრამ დღესაც დავრჩეთ, ხვალ ხო ისედაც მივდივართ
- არა დღეს წავიდეთ სიცოცხლე, გადაწყვეტილია
- არა ზური გემუდარები რაა, ხვალ წავიდეთ, დავწყნარდები და გადამივლის, უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო
- კაი მაშინ მაგაზე აღარ იფიქრო, მაგრამ თუ მოწყენილს დაგინახავ, ეგრევე წავალთ და აღარ შემეწინააღმდეგო
- ეგრე ვქნათ... მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ანგელოზო
- კაი ავდგები ეხლა სირცხვილია
- ჯერ 8 არაა სიცოცხლე, მოდი რა ჩამეხუტე (გვერდით მივუწექი და გულში ჩავიკარი ჩემი პარატა ქალი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა).

***********************

10 საათამდე ვლაპარაკობდით, მირანდას ოჯახს განვიხილავდით. მერე ავდექით, მარინას ნამცხვარი გამოუცხია, ყავა დავლიეთ და ვლაპარაკობდით, ამასობაში სახლის უფლისწულმაც გაიღვიძა და ისევ, ბიძასთან მოინდომა თამაში, მერე მე ვეთამაშებოდი, სანამ გიო გაიღვიძებდა და გამოვიდოდა. ბუხართან ძირს ვისხედით და კუბიკებს ვაწყობდით, თან ვიცინოდით, დივანზე კი მირო და ზურა იჯდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ, აშკარა იყო ჩემზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ არ მესმოდა რას. ამიტომ არ შევიმჩნიე და ყურადღება აღარ მივაქციე. გიოც გამოჩნდა გაბრუებული თავით და წუწუნით.
- აუუუ რამე დამისხით რაა, გასკდა თავი, მიდი მირო გაშალე რაა დავლიოთ, შენ როგორ ხარ ბიჭო, თავი მაინც არ გტკივა?
- არაა მე კარგად ვგრძნობ თავს რავი
- მიდი რა დავლიოთ რამე?
- არა მე ვერ დავლევ, შეიძლება წასვლა მომიწიოს და ვერ დავლევ
- რაა რა წასვლა, ხვალ არ მიდიოდით? დღესაც დარჩით რააა (მირომ ბუზღუნი დაიწყო, მე კი ზურაზე გამებრაზა, ხომ შევთანხმდით არაა? მან კი მაინც დაიზღვია თავი)
- არ ვიცი ზუსტად, თუ საჭირო გახდება, უნდა წავიდეთ და ვერ გავრისკავ დალევას, ისე ვჭამოთ მშია,
- მიდი შემო ცხოვრება დატრიალდი რაა, მოიცა რძალი სადაა? (ამ ხნის მანძილზე, ჩემსკენ არც გამოუხედია გიოს და თვალში მოვაკლდი ეტყობა)
- შენს უკანაა (სიცოლით უთხრა ზურამ და გამოიხედა, იმდენი ბოდიში მომიხადა ვერ დაგინახეო დამღალა.)
- კაი რა არი ბიჭო რამდენს ბოდიშობ? ეგრე გაგაცანი ეს გოგო, მაგდენი ბოდიში რომ დაგჭირდეს? (ისევ ზურამ მიხსნა, რომელიც კარგად მიცნობდა და იცოდა რომ, დავიღალე ამდენი ბოდიშით)
მერე ვჭამეთ, რაღაცეები მოიგონეს და ვითამაშეთ, პატარა კაცმაც გაიხარა, ასე მშვიდად გაიარა მთელმა დღემ, 12 როგორც კი დაიწყო, მზრუნველი მამასავით დაიწყო ზურამაც, რაც უკვე მაღიზიანებდა,
- მეძინება თქვეენ?
- რა დროს ძილია მოიცა რაა (ვუთხარი მე, მაგრამ ისე მიბრიალა თვალები გავჩუმდი, კიდე კაი თქვა მეძინებაო და არა მარიამ შენი ძილის დროაო)
- დაგღალეთ მოკლედ ლაპარაკით რაა, ხო დავიძინოთ უკვე გვიანია (მირო)
ყველა დავიშალეთ, მაგრამ ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ზურა რომ შემოვიდა და დასწოლად მოემზადა პირი დავაღე
- რას აკეთებ?
- ვწვები. და იცოდე ბუზღუნს შეეშვი აზრი არ აქვს
- გაგიჟდიი? რას იფიქრებენ?
- არაფერს არ იფიქრებენ სიცოცხლე, მოიცა შენ რა ჩემთან ჩახუტებულ ძილზე უარს ამბობ?
- კაი რაა ზურიი, სირცხვილიაა, რას იფიქრებენ მირანდას დედამთილ-მამამთილი?
- მოგვარებულია ყველაფერი და დაწექი ეხლა, თორე ძალადობაზე გადავალ
ბევრი ვიბუზღუნე მაგრამ არაფერი გამომივიდა, გარდა იმისა რომ ზურამ ისე შემომბღვირა ხმა აღარ გავიგო ეხლა და დაწექიო ცოტა მეწყინა. დავწექი მაგრამ ზურგი შევაქციე, ის კი ზურგიდან ჩამეხუტა და მითხრა
- რატო ჯიუტობ ხოლმე, როცა რამეს გეუბნევი?
- იმიტომ რომ უხერხულია ზურა, მე ცუდად ვიფიქრებდი აკოს რომ სალი მოეყვანა და იმის გვერდით დაეძინა
- მერე მე ვარ აკო თუ შენ ხარ სალო?
- რა შუაშია ეხლა ეგ? (გადმოვბრუნდი და მის სახეს შევეჯახე )
- ხომ გითხარი მოვაგვარეთქო სიცოცხლე? მაგრამ შენ მაინც არ მისმენ
- და მაინც რა მოაგვარე?
- მოკლედ რაა, იმენა წურბელა ხარ ჩემო ცხოვრება, სანამ ბოლომდე არ ამოხაპავ ყველაფერს არ ჩუმდები
- იმიტომ რომ დამშვიდებული ვიყო (ცხვირზე მაკოცა და განაგრძო)
- წუხელ მიროს მოვუყევი შენზე, დღეს კი ის მოვუყევი რაც დილით მოხდა, ამიტომ ავუხსენი რომ დღეს ან აქ უნდა დამეძინა ან წავიდოდით
- რააააააა? სულ გაგიჟდი ზურააა? რა გჭირს ამ ბოლო დროს?
- სიცოცხლე ნუ ხარ ეგეთი აგრესიული გთხოვ რაა? ვერ დავუშვებდი რომ დღესაც ცუდად გძინებოდა, ისიც ვერ ვაპატიე თავს, გუშინ მარტო რომ დაგტოვე და რატო არ გინდა გაგება?
- არ ვარ აგრესიული, არ მინდა რომ სიბრალულით მიყუროს ყველამ
- შენ წარმოიდგინე და სულ არ შეცოდებიხარ, პირიქით მითხრა რომ ძლიერი გოგო ჩანხარ და ყველაფერს გაუმკლავდებიიი (ისევ ჩამეხუტა, მაგრამ მე ვერ მოვისვენე)
- არაა, გიოს მშობლებთან მაინც უხერხულია
- ვაიმეე მარიამ ნუ გამაგიჟებ ეხლა, ისინი ვერც გაიგებენ აქ რომ ვიძინებ. დილის 7ზე დგებიან და მე მანამდე გავალ ოთახიდან ვაახ. დაიწყნარე ეხლა გული და მოდი ჩემთან.
ხმა აღარ ამომიღია, უხეშად მელაპარაკა მაგრამ მე ვაიძულე, ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული გავხდი, თავს ვეღარ ვცნობ, ვხვდები რომ ისე ვაბრაზებ ხალხს რომ არც კი ვუფიქრდები, მერე ჩავეხუტე და მოვუბოდიშე
- ბოდიში რაა, არ ვიცი რა მჭირს ამ ბოლო დროს, სულ გაღიზიანებული ვარ,
- არაუშავს ცხოვრება, ვხვდები და ვხედავ, ამიტომ ხვალ მივალთ ექიმთან და რამეს დაგვინიშნავს, მე არ უნდა აგყოლოდი, ბოდიში
- მიყვარხარ. ასეთი კარგი რომ მყავხარ მაგიტო ვიცოცხლებ
- მე უფრო მეტად მიყვარხარ. ტკბილად დაიძინე და ჩემზე იფიქრე, იქნებ ის ნახო სიზმარში ცოლად როგორ მომყვები
- სულელოო. (გაგვეცინა ორივეს და დაძინება გადავწყვიტეთ)
დილა ისევ ტკბილად დაიწყო, ისევ ყავა სიცილით, მერე საუზმე და მერე დასერიოზულებული ზურა გამოვიდა სიტყვით
- ძალიან დიდი მადლობა ასეთი სტუმართმოყვარეობისთვის, მაგრამ ჩვენი წასვლის დროა
- ასე მალეე? საღამოს წადით რაა, ჯერ იყავით (მირო)
- არა მირო უნდა წავიდეთ დაიკო, მერე ჩამოვალთ კიდე, ან თქვენ ჩამოხვალთ, აი სიძე არაა ჩემს სახლში ნამყოფი და ეხლა თქვენი ჯერია (ზურა)
- ხოდა მიზეზიც გვექნება ჩამოსასვლელად (გიო)
- ხოდა გელოდებით
ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ცრემლიანმა მირომ ქუჩამდე გამოგვაცილა, პარატა კაციც გამოგვეტირა, მაგრამ ხომ უნდა წამოვსულიყავით არაა? გზაში ბევრი ვიხალისეთ, მერე ძილი მომერია და დავიძინე.

******************************

მარიამს რომ ჩაეძინა დავფიქრდი, რამდენად დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის. ის რომ არა ახლა გული ასეთი მშვიდი და გახარებული არ მექნებოდა, ჩემი და უზომოდ მენატრებოდა, მაგრამ ვერ ვაძლევდი თავს უფლებას მენახა. ახლა? ახლა ყველაფერი შეიცვალა. გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი, მარიამისთვის ხელი როგორ მეთხოვა ისე რომ, უარი ვეღარ ეთქვა და დამენიშნა. 1000 ვარიანტი განვიხილე, თან გზას კარგად ვაკვირდებოდი რომ მშვიდად მევლო თბილისამდე, საკმაოდ ნელაც მოვდიოდი, ვერიდებოდი უცბად დამუხრუჭებას რომ, მარიამი არ გამეღვიძებინა. ბოლოს ერთმა ძალიან მაგარმა იდეამ გაიელვა ჩემში. ასეა თურმე, როცა გიყვარს ქვეცნობიერში იღვიძებს რაღაც აუხსნელი, რომელიც ისეთ იდეებს გვაწვდის რომ თავადაც კი გვიკვირს, ჩემი იდეის განსახორციელებლად კარგი ამინდი მინდოდა და რადგან უკვე თბებოდა უფრო გამიხარდა. მარიამი პირდაპირ სახლში წავიყვანე, კაი დაბარებულივით, მაშინ გაეღვიძა უბანს რომ მივუახლოვდით. სახლში დავტოვე და მეც სახლში წავედი. ფოსტა მაინტერერესებდა, იქნებ პასუხი მოვიდა ამ 2 დღეში? გავხსენი და რაღაცეები მართლა იყო მოსული, გული რამის ამომივარდა გერმანიიდან გამოგზავნილი შეტყობინება რომ დავინახე, მაუსით დავაკლიკე და პასუხის კითხვა დავიწყე, ყველანაირი ემოცია მომეძალა, თვალებს ვერ ვუჯერებდი და კიდევ გადავიკითხე. მერე ტელეფონი ავიღე და აკოს გადავურეკე
- რავახარ ძმა, ჩამოხვედით?
- აკო პასუხი მოვიდა
- რა წერია?
- თანხმობააა, ვიცოდი, ვიცოდი რომ გამოვიდოდა
- ანუ?
- ანუ საცდელ პროგრამაში ჩასვავენ და უმკურნალებენ, პასუხში წერია რომ შეისწავლეს ანალიზები და დიდი შანსია იმისა რომმ სრულიად დაამარცხონ ამ ტიპის ლეიკემია
- მადლობა ღმერთს, ამოვისუნთქე. როდიდან ვიწყებთ?
- დღესვე გავალ მითითებულ მისამართზე და დაწვრილებით გავიგებ ყველაფერს, მარიამსაც ვეტყვი უკვე
- ვერ წარმოიდგენ რამხელა რამე გააკეთე, არავის გაგვიგია მაგ ყველაფრის შესახებ და შენ გადაგვარჩინე, მარიამის წასვლა იქნება საჭიროო?
- არაა საქართველოსთან თანამშრომლობენ თურმე. ყველაფერი აქ მოგვარდება.
დავემშვიდობე და მითითებული საავადმყოფოსკენ გავემართე, სისხლის გადასხმის ინსტიტუტი ყოფილა მითითებული, გადავედი და ამ კომპანიასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიკითხე, მერე ექიმს შემახვედრეს რომელმაც ყველა ანალიზის პასუხი ნახა, თანხმობაც წაიკითხა, გადარეკ-გადმორეკა და მარიამი დაიბარა, ხვალიდან დავიწყებთ მკურნალობასო. გახარებული გამოვვარდი მარიამთან და პირდაპირ სახლში ავაკითხე, კარი ისე შევაღე არც დამიკაკუნებია, რატომღაც ღია დამხვდა
- მარ სად ხარ სიცოცხლე? (სახლში შევედი და ძებნა დავუწყე, ოთახიდან გამოვიდა, თმაზე შემოხვეული ქონდა პირსახოცი, ეტყობოდა აბაზანიდან ახალი გამოსული იყო)
- აქ რა გინდა? ხო მშვიდობაა?
- მარტო ხარ?
- კი რა იყოო?
- მერე კარი ღია რატო გქონდა?
- მეც არ გამიკვირდა როგორ შემოვიდათქო? დედა მეზობელთან გავიდა და დარჩა ეტყობა. რა ხდება?
- მოკლედ. ყველაფერი მოვაგვარე, ჩემი გოგო იცოცხლებს და ისე იცხოვრებს როგორც ყველა
- რას გილისხმობ? დაჯექი და ნუ ქასქასებ, რა ხდება?
- მოკლედ ....... (მოვუყევი ყველა დეტალი რასაც კი ვცდილობდით მე და სოსო, ცრემლები გადმოსცვივდა და ტირილი დაიწყო)
- არ მჯერა, არ მჯერა რომ შეიძლება მეშველოს (გულში ჩავიხუტე და ვუთხარი)
- მე ხომ გითხარი, რომ შენს თავს არავის დავუთმობდი?
- მიყვარხარ, მიყვარხარ, დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ ზურა
- მე უფრო მეტად მიყვარხარ ანგელოზო, მიდი ჩაიცვი არ გაცივდე, თან უნდა წავიდეთ საავადმყოფოში, დედაშენსაც მოუყევი დაწყნარდება ქალი
- რა უნდა მომიყვეს? (ზუსტად ამ დროს შემოვიდა ქეთი)
- მიდი მარიამ ჩაიცვი მე მოვუყვები

მარიამი ოთახში შევიდა მე კი ქეთის ვუთხარი რომ, დადებითი პასუხი მოვიდა და დღესვე მივდიოდით ექიმთან, მან თქვა მეც უნდა წამოვიდეო და არც შევწინააღმდეგებივარ, დედაა ბოლოს და ბოლოს. მარიმმა პირსახოცი დივანზე დააგდო როცა გადიოდა, რომელიც ახლაღა დავინახე და თვალები გამიფართოვდა, ვარდისფერ პირსახოცში იმდენი შავი თმა იყო, გავქვავდი, მეორე ქიმია 1 თვეში უწევდა, და ასე თუ გაგრძელდა ცვენა, ცოტახანში გადასაპარსი გაუხდება. საავადმყოფოში მევედით და ანკეტა გავხსენით, მარიამს რაღაც წამლები მისცეს და 3 ჯერ გაუმეორეს, როგორ უნდა დაელია, ეტყობა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მერე წამოვედით, ამ სასიხარულო ამბავს ავღნიშნავდით. 2 კვირა ისე გავიდა ვერც მივხვდით, მე სულ გადარბენაზე ვიყავი, სამსახური მარიამი, ეს იყო ჩემი გადარბენა. იმდენი ვქენი ცეხი სხვა ადგილზეც გავხსენი და ხალხი დავასაქმე, შემოსავალი საკმაოდ კარგად წამოვიდა, ყველაფერი დალაგდა, უბრალოდ მარიამის თმის ცვენა იყო მისთვის პრობლემა, სულ იძახდა დავმახინჯდებიო, მე კი სულ ვუმტკიცებდი რომ არ იყო მართალი და თან დროებითი იყო, მალე მეორე ქიმია გვიწევდა და ალბათ ის უარესს უზავდა. დილით გავიღვიძე და გადავწყვიტე სისრულეში მომეყვანა ის იდეა რაც ჭიათურიდან წამოსვლისას დამებადა. ბიჭებს დავურეკე და მალევე მოვიდნენ, ყველაფერი ავუხსენი და წესით 2 დღეში უნდა მოგვარებულიყო ყველა დეტალი, მთავარი ხომ მონდომება იყო, ამ საქმისთვის 1000 ლარი გადავდე და მოქმედებაზე გადავედით, მე სოფის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ისიც მალევე დამთანხმდა.
- აბა ჯერ ეგ მითხარი, ყავა და ნამცვხარი, თუ სხვა რამე შევუკვეთო შენთვის?
- მოკლედ რა სიძე მყავხარ რაა, მეტი არაფერი, თან რა ხდება დაიწყე თორე გამიკვირდა ისე გამომაქცუნე
შეკვეთა მივეცი და იქამდე არ დავიწყე სანამ არ მოიტანეს, არ მინდოდა აზრი გამეწყვიტა.
- ეხლა მაინც დაიწყე, მე ხმას არ ამოვიღებ
- მოკლედ, მარიამს ცოლობა უკვე რამდენჯელმე ვთხოვე, მაგრამ უარს მეუბნევა, მაგრამ ეხლა ისე ვაკეთებ უარს ვეღარ მეტყვის
- რაააოოოო? ცოლობაოოო? მერე მერე?
- ეგაა არ გაგაწყვეტინებოო? ჭამე შენ და მისმინე (თან ვიცინოდი მის მოუთმენლობაზე და რადგან გაშტერებული მისმენდა, მივანიშნე ეჭამა)
- ხოდა, გადავედი მოქმედებაზე ამიტომმმ, შენი დახმარებაც მჭირდება, ეხლა აქედან წავალთ და ბეჭედს ამარჩევინებ ისეთს როგორზეც მარიამი ოცნებობდა
- ვაიმე რა მაგარიააააა. მაგრამ რო ვერ იყიდო ისეთი მარიამი როგორზეც ოცნებობს?
- შენ მანახე და დანარჩენი მე ვიცი (თვალი ჩავუკარი და ვანიშნე მალეთქო. მანაც ყავა აღარ დაამთავრა და წავედითო წამოხტა).
4 საათი მატარა, რამის გავგიჟდი, ხან რა დაუწუნა ხან რა, ამის მოსაწონი ვერაფერი ვერ ვნახეთ, მაგრამ კარგი ის იყო რომ, საუკეთესოს ეძებდა დაქალისთვის, ვიცოდი, ისეთს მაყიდინებდა მარიამს რომ მოეწონებოდა, ამიტომ დავყვებოდი მეც, მარიამმა დამირეკა და ცოტახნით ველაპარაკე მერე სამუშაო მოვიმიზეზე და დავემშვიდობე. უკვე აღარ შემეძლო სიარული, სადაც ოქრო იყიდებოდა ყველგან მივიდა და სათითაოდ ყველა შეამოწმა, მაინც რა მეწვრილმანეები არიან ეს გოგოები რაა. ბოლოს როგორც იქნა თქვა
- აი ეს ბეჭედი ზუსტად ისეთია, მარიამს როგორი სტილიც მოსწონს
- რომელი აბა ეეს?
- ხოო, ზუსტად ეგ
- გადაირიე გოგოოო? ესეთი ხო ქვეყნის ვნახეთ? გეხალისებოდა სიარულიიი?
- უიმეე რა იყო ბიჭო ერთი და იგივე? განსხვავებას ვერ ხედავ?? (ისეთი ტონით მკითხა, გამიკვირდა, გავჩუმდი და ისევ დავხედე, არა რაა, მე რომ მკითხოთ, დღეს ასეთი მილიონჯერ ვნახეთ, მაინც რა აქვს ნეტა განსხვავებილი? ვფიქრობდი ჩემთვის მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე, ზომა ავარჩიეთ და ვიყიდეთ).
სოფი გავაფრთხილე ხმა არ ამოეღო, ისიც დამთანხმდა ერთი პირობით, მეც იქ უნდა ვიყო ხელს რომ სთხოოვო, გამეცინა, იმიტომ რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისედაც. მერე ბიჭებმა მითხრეს რომ ყველაფერი გვარდებოდა და ზეგ ყველაფერი მზად იქნებაო, აკოსაც გავაგებინე რას ვაპირებდი და ისიც ვუთხარი, რომ მჭირდებოდა, უცბად დამთანხმდა. მარიამს ხასიათი ძალიან შეეცვალა, სულ ჩხუბობდა, მის მოსაწონს ვერავინ ვერაფერს ვაკეთებდით, ექიმმა გვითხრა რომ ბუნებრივი იყო, წამალს ქონდა ისეთი უკუჩვენება რომელიც აგრესიულს ხდიდა, ამიტომ დაუნიშნეს დამამშვიდებლებიც, საღამოობით ვახერხებდი მის ნახვას მაგრამ სულ მებუზღუნებოდა, მე კი მის ბუზღუნს სხვა რომ ვერაფერს ვუშვრებოდი, ვკოცნიდი და ასე ვაჩუმებდი.

როგორც იქნა დადგა ეს დღე, ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს, გადამღები, შესაფერისი მანქანა, დინამიკები, ყველაფერი მზად იყო. აკომ დამირეკა და მითხრა ნახევარ საათში წავალთო. მე კი გავაფრთხილე, მარიამს რამე ისეთი ადგილი უთხარი, სადაც კლასიკურად და ლამაზას ჩაცმა იქნება საჭიროთქო, თორე მერე დაგვხოცავდა ყველას. მოკლედ ბიჭები მოვიდნენ 3 მანქანით, ერთ- ერთი მერსედესის კაბრიოლეტი იყო, თეთრი, მასზე უკან დიდი დინამიკები იყო დაყენებული, კიდევ იყო 2 შავი ML-ის ჯიპი სადაც გადანაწილებული იყვნენ გოგოები რომლებსაც ბურთები უნდა გადმოეწიათ გარეთ, თითო თითო მანქანიდან ვარდის ფურცლები უნდა გადმოეყარათ, როცა აკოს მანქანას შუაში მოვიქცევდით, ჯიპები აქეთ-იქიდან ხოლო მე წინ, ჩემს წინ და აკოს მანქანის უკან კი გადამღების მანქანები ივლიდნენ. ყველაფერი მოვაგვარეთ და კიდევ ერთხელ გადავრეკე აკოსთან, მის მანქანაშიც უკვე მზად იყო ვიდეო თვალი, რომ მარიამის რეაქცია ჩაწერილიყო, სამინისტროშიც მყავდა ხალხი შეწუხებული და დათომ აეროპორტის გარკვეული ნაწილი გადაკეტა, მართალია დიდი დრო არ გვქონდა მაგრამ 5 წუთი მაინც იყო საჭირო, ვარდების დიდი თაიგულიც ადგილზე იყო, სარკეში ჩავიხედე და თავი შავაფასე, მერე კი გზას დავადექით. აკოც უკვე გამოსული იყო.

აკოს მანქანა შუაში მოვაქციეთ როგორც დაგეგმილი იყო და მე კაბრიოლეტით წინ მივდიოდი სიმღერა ჩაირთო, პაატა ოდიშვილის- ჩემო სიყვარულო, მანქანაში დავდექი და სიმღერას მიკროფონით ავყევი, თან მანქანები ნელა მიდიოდნენ, ჯიპებიდან გოგოებმა ვარდის ფურცლები გადმოყარეს და აკოს მანქანას მიაყარეს, ვხედავდი მარიამის რეაქციას, თვალებს ხელებზე იფარებდა მერე აკოს უბრუნდებოდა და რაღაცას ეუბნეოდა, მე კი ვმღეროდი ამ სიმღერას ისე როგორც შემეძლო, ვმღეროდი მთელი გულით: ,, სიყვერულს ვეძებდი მთელი ცხოვრება, მე შენ გიპოვე, ხარ საოცრება, ულამაზესი როგორც ედემი, მე შენს სიყვარულს, უთქმელად ვნებდები, მე შენ მიყვარხარ, უფრო და უფრო, შენ ჩემო სიყვარულო, ტკბილო და რთულო, შენთვის მინდა მე მთელი სამყარო, როგორ მინდა რომ ხელით გატარო, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ პატარავ ცამდე, მინდა რო მუდამ, სულ გვერდით მყავდე, გეფერებოდე, თვალებს გიკოცნიდე და ყოველ დილით, სიყვარულს გიხსნიდე, მე შენ მიყვარხარ აგაფრენ ცაში, მინდვრის ყვავილებს ჩაგაწნი თმაში და გამოგყვები წვიმაში, ქარში, ანგელოზი ხარ შენ, ჩემს ცხოვრებაში, ხშირად ვუყვები, ნაწვიმარ ქუჩებს თუ როგორ ვნატრობ, შენს ლამაზ ტუჩებს, როგორ მწყურია, შენი ფერება და შენთან ერთად, ღამის გათენება... მე შენ მიყვარხარ, ისევ და ისევ... შენ ჩემს კალაპოტს, ავსებ და ავსებ მე უშენობა სიცოცხლეს, მართმევს სიყვარულსა გთხოვ, მეტი არაფერს. მე უშენობა სიცოცხლეს, მართმევს სიყვარულსა გთხოვ, მეტი არაფერს... მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ პატარავ ცამდე მინდა რო მუდამ, სულ გვერდით მყავდე გეფერებოდე, თვალებს გიკოცნიდე და ყოველ დილით, სიყვარულს გიხსნიდე“ სიმღერა დავამთავრე და მანქანებიც გაჩერდნენ მანქანიდან გადავედი და ვარდების დიდი თაიგული ავიღე, მიკროფონი თან წავიღე, მარიამიც გადმოვიდა მანქანიდან, სახე სულ სველი ჰქონდა იმდენი უტირია, ახლოს მივედი, დავუჩოქე, ვარდები ძირს დავაწყე და ბეჭედი გავუწოდე, მიკროფონში კი ვკითხე
- გახდები ჩემი ცოლი?
მან ისევ უმატა ტირილს და თავი დამიქნია, რა ვიგრძენი ამ წუთებში ვერ აგიხწერთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იარსებებდა დედამიწაზე ამ წამს, გაამართლა გეგმამ. ბეჭედი გავუკეთე, რომლისთვისაც არც კი დაუხედავს და ისე ძალიან ჩამეხუტა ეს სუსტი არსება, მეც კი გამიკვირდა საიდან ამდენი ძალათქო, მერე ვარდები მივეცი და მოლოცვებს ვიღებდით, ასე შუა გზაზე, მანქანისკენ წავდით და დაჯავშნული რესტორანისკენ გავწიეთ. მარიამი როგორცკი ჩაჯდა მანქანაში მითხრა
- იცოდი რომ ასეთი რამის მერე უარს ვერ გეტყოდი ხოო?
- მე ხომ გითხარი რომ ჩემი ცოლი გახდებითქო? (მოწყვეტით ვაკოცე და ჩავიხუტე)
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო

**************************************
აკო ოთახში შემოვიდა და სერიოზული ტონით მითხრა
- მარიამ, სალის მინდა ხელი ვთხოვო, შეგიძლია ჩემს გვერდით იყოო?
- რააა? ხუმრობ?
- არაა. სიმართლეს ვამბობ, დროა უკვე ხელი ვთხოვო
- ვაიმე რა მაგარიაააააა. მაგას კითხვა უნდა?
სიხარულით რომელ ცაზე ვიყავი არც კი ვიცოდი. გამოვიპრანჭე და დავენახე, ულამაზესი ხარო მითხრა და წავედით, მანქანაში ვლაპარაკობდით, უცბად სიგნალები რომ ატყდა
- რა ხდება ნეტა? ალბათ ქორწილია?
- ხო ალბათ (გაეღიმა აკოს და გადმომხედა, ეს ღიმილი აშკარად რაღაცას ნიშნავდა, მერე მანქანებმა შუაში მოგვიქციეს და წინ ჩემი ცხოვრების აზრი დავინახე, კაბრიოლეტში იდგა და მანქანა ნელ ნელა მიდიოდნენ, მერე სიმღერა ჩაირთო, მე კი გაოცებული ვუყურებდი ყველაფერს, მანქანებიდან გოგოებმა რომ გამოყვეს თავები და ბურთები გადმოწიეს, გულში გამკრა, მაგრამ გონებამდე არ მივუშვი, ის აზრი რაც ხდებოდა, მერე ვარდის ფურცლები დააყარეს ჩვენ მანქანას და ზურამაც დაიწყო სიმღერა, ტირილი ამივარდა, სახეზე ხელები ავიფარე და დროდადრო ვიხედებოდი)
- სულ გადაირია (აკო იცინოდა ამ ყოველივეზე)
- იცოდი არაა? არანაირი სალო არაა?
- ნწუ, სურპრიზი უნდოდა და დავეხმარე, მაგრამ სალის დროც მალე მოვა...
სიტყვებს ვუსმენდი და სულ ვკანკალებდი, მეგონა მხოლოდ სიურპრიზი იყო ეს ყოველივე, მანქანიდან რომ გადავედი და დამიჩოქა, რამის გავქრი ადგილიდან, სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდებოდი არ მინდოდა თანხმობა მიმეცა, მაგრამ იმდენი ვიღაც იღებდა უარი ვერ ვუთხარი, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. მიყვარდა სამყაროში ყველაზე წრფელი და ძლიერი სიყვარულით, მაგრამ ვხედავდი რომ მას ჩემ სიყვარულზე უფრო ძლიერი გრძნობით ვუყვარდი. მერე რესტორანში წავედით, სადაც მორთული დაგვხვდა დარბაზი, ყველა ძვირფასი ადამიანი იქ დამხვდა, მირანდა რომ დავინახე, ამან ყველაზე მეტად გამახარა, ვფიქრობდი ნიშნობა თუ ესეთი მქონდა ქორწილი აღარაა საჭიროთქო. ბევრი ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ, ბოლოს სიმბოლური ტორტი გავჭერით და ამის მერე მალე დავიშალეთ. მე და ზურა მარტოები წამოვედით. მანქანაში ვიჯექით და ვლაპარაკობდით
- შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში, რა უნდა მეკეთებინა? რობოტივით უნდა მეცხოვრა? (მკითხა ზურამ და გულში ჩამიკრა)
- შენი არ ვიცი მაგრამ, მე რომ მართლა უაზრო ცხოვრებით მოვკვდებოდი ვიცი, იმისაცკი მეშინია ასეთი ბედნიერი რომ ვარ
- შენ მუდამ ასეთი ბედნიერი მეყოლები ჩემო ძვირფასო. ვერც წარმოიდგენ რამხელა სიყვარული მაქვს შენს მიმართ. ალბათ შენ 30% ხედავ მხოლოდ
- თუ 30%-ია ის რასაც მე ვხედავ, მაშინ არა ამქვეყნიურად გყვარებივარ
- და არ იცოდი აქამდე? შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, შენი სიყვარული ჩემს ძარღვებში დადის სისხლთან ერთად და შენი სუნთქვა ჩემს თითოეულ უჯრედში და ქსოვილშია გამჯდარი
- ეგ ტკბილი ენა რომ არ გქონდეს, რა გვეშველებოდა ჰაა?
- დაგიწერდი და ისე აგიხსნიდი რა ხარ ჩემთვის.
ხმა აღარ ამოვიღე უბრალოდ გამეცინა. ასეთი სიყვარული არ მჯეროდა თუ არსებობდა, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. როცა ადამიანს საკუთარ თავზე წინ აყენებ, ენდობი, და მისი თითოეული სიტყვის ბოლომდე გჯერავს, მაშინ მოდის ალბათ ეს სიყვარულიც, მას მუდამ სჭირდება გაფრთხილება და უფრო გაღრმავება, ზურას არცერთი დღე არ შეუწყვეტია მოქმედება იმაზე, რომ თავდავიწყებით შეეყვარებინა ჩემთვის თავი, მაინც თავისი გაიტანა და ცოლობაზე დამითანხმა. არადა მახსოვს პირველად რომ დავინახე რა რეაქცია მქონდა მასზე. მაგრამ ახლა მეც არა ამქვეყნიურად მიყვარს. რას შვრება ჩემი ლეიკემია? ნელ ნელა უკეთესი ანალიზები მიხდება, ქიმია არ შემიჩერეს, თმა უკვე გაუსაძლისდ მცვივა. გადავწყვიტე რომ თმა უნდა გადავიპარსო, თორემ უკვე აუტანელია, ყველგან ჩემი თმის დანახვა. ზურაზე მიხუტებული ვფიქრობდი ამ ყოველივეს და ბოლოს გადავწყვიტე რომ, ზურასთვის მეთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ .
- ზურიი, ძალიან შეუხედავი ვიქნები გადაპარსული? (არ ელოდა აშკარად ამ კითხვას შემომხედა და მითხრა)
- იმდენად ლამაზი და საყვარელი იქნები, მე შენს ადგილზე ვიეჭვიანებდი,
- რა სისულელეს ამბობ?
- ხო, იმდენად განსხვავებული და საყვარელი იქნება ის მარიამი რომ, არ გეშინია ის უფრო მეტად რომ შემიყვარდეს?
- კაი რააა
- მოიცა ეხლა საიდან მოიტანე ეგ კითხვა??
- ხვალ მინდა რომ გადავიპარსო, უკვე ძალიან მცვივა
- ერთად წავიდეთ
- არაა, მარტო მირჩევნია
- ერთად წავალთ და აღარ შემეწინააღმდეგო, ეხლა კიდე მაკოცე და ჩამეხუტე, თორე ვეღარ ვსუნთქავ
გავჩუმდი და ისე მოვიქეცი როგორც მითხრა, მერ ისევ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი და თქვა
- ასეთი გემრიელი როგორ შეგიძლია იყოო?
- მე ხომ განუმეორებელი ვარ? (გათამამებულმა ვკითხე და შევიფერე)
- და მხოლოდ მე მერგე წილად. უმდიდრესი კაცი ვარ მსოფლიოში, ჩემო განუმეორებელო.
მერე კიდე განვიხილეთ ნიშნობა და მალევე დავიშალეთ.

*******************************

როცა მარიამმა თმაზე დაიწყო საუბარი გული დამეწვა. გამიხარდა დანიშვნა რომ მოვასწარი, თორემ მას რომ ვიცნობ ყველა სურათსა და ვიდეოს გააქრობდა. სახლში წამოვედი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, მარიამს რომ კომფორტულად ეგრძნო თავი, ამიტომ სოფის დავურეკე და ველაპარაკე,
- ბიჭო, წეღან ერთად არ ვიყავით? რა საქმე გაქ ეხლა?
- მარიამმა მითხრა რომ ხვალ სალონში მიდის და თმას იპარსავს,
- მართლაა? ჩემთვის არ უთქვამს არაფერი (სოფი უცბად დასერიოზულდა)
- მოკლედ რამე მინდა ისეთი გავაკეთო, რაც კომპლექსებს მოუხსნის და როგორ ფიქრობ, მე და ჩემმა ბიჭებმაც რო გადავიპარსოთ, ეს მას ოდნავ მაინც მოუხსნის დისკომპორტს?
- ...
- სოფფ მისმენ?
- რაღაც მოვიფიქრე
- რაა?
- მარტო ბიჭებმა რომ გადაიპარსოთ, არ მგონია სულ მოეხსნას კომპლექსი, მაგრამ აი მეც თუ გადავიპარსავ მაშინ ყველაფერი მოგვარებული იქნება
- რაა? გადაირიე გოგოო? წელამდე გაქ თმა
- მერე რაა? ისევ გაიზრდება, თან მაინც არავის ვეპრანჭები, ჩემ გოგოს კიდე გავახარებ ვიცი
- გიჟი ხარ! კარგად დაფიქრდი
- ოო რათ უნდა მაგას ფიქრი? ბიჭები სულ იპარსავენ ხოლმე, მაგრამ მე გოგო ვარრრ, სხვები ვერ გადაიპარსავენ ხო ხვდები? თუმცა მე მაინც ვეტყვი რას ვაპირებთ, ამიტომ აუცილებლად უნდა გამომიაროთ ხვალ სალონში მისვლამდე
- თუ გადაწყვიტეეე. მარა დამირეკე თუ გადაიფიქრებ იცოდე დაგელოდები
- ნწუუ, შენ გგონია მარტო შენ გიყვარს ეგ ქალბატონი?
- ოხ შემედარე ეხლა რაა (სიცილით ვუთხარი და დავემშვიდობე, მისი თმა მეცკი დამენანა, იქნებ გადაიფიქროს, კი ვიცოდი რომ მარიამისთვის ყველაფერზე მზად იყო, მარა მაინც გიჟია ეს გოგო. მერე სოსოს დავურეკე, რახან მარტო სოსო იყო ,,ფეხებზე “ და არ აინტერესებდა სხვების აზრი მანაც იგივეს სურვილი გამოთქვა, სახლში ავედი და დავიძინე მთელი დღის ემოციებით დატვირთულმა)

დილით მარიამის ზარმა გამაღვიძა რომელიც სახლში მიბარებდა, სალონში ადრე მინდა მისვლა და წამო წავიდეთო, მე და სოსო მანქანით წავედით, ჯერ იმ სალონში წავედი სადაც მარიამი უნდა მისულიყო, მერე სოფის გავუარე და ბოლოს მარიამს დავურეკე ჩამოსულიყო. სოსო უკან გადაჯდა და წინ მარიამი დამისვა, მარიმ ბევრი იუარა უკან უნდა დავჯდეო, მაგრამ ჩემი მზერა რომ დაინახა, რომელსაც სიტყვები მივაყოლე ,, შენს ადგილზე დაჯექი“-თქო მერე წინ დაჯდა. სალონში წავედით და ვატყობდი როგორ ღელავდა, ხელზე ვაკოცე, დავინახე როგორ ბრჭყვიალებდა მის მეორე ხელზე ნიშნობის ბეჭედი და გული სიამაყით ამევსო, ეს გოგო მალე ჩემი ცოლი გახდებოდა. იმ სალონში შევედი, სადაც მარიამთან მისვლამდე გავაფრთხილე გოგოები, რეაქცია არ ქონოდათ და ჩვეულებრივ მიეღოთ მარიამის სიტუაცია. რომ შევედით სალონში, მარიამის ნაღვლიან თვალებს ვხედავდი, ძლივს დაჯდა სკამზე, მანქანა რომ ჩართო გოგომ და გადაპარსვა დაიწყო, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და თვალები დახუჭა, ჩვენ ხმამაღლა ვმაიმუნობდით და ვაქებდით, რაზეც ნაძალადევად იღიმოდა მარიამი, რომ დაამთავრეს მერე მე დავჯექი რაზეც გაოცებულმა შემომხედა
- რას აკეთებ?
- იგივეს რასაც შენ სიცოცხლე
- გაგიჟდი?
- ჯერ სად ხარ, ცოტახანში შენ გაგიჟდები, დაჯე ეხლა და აცალე გოგოს საქმე.
მეც გადავიპარსე, ცხოვრებაში პირველად, ბევრი დამცინა სოსომ, სალონის გოგოებიც ძალიან მხიარულები იყვნენ და იკითხეს:

*******************************

- აბაა შემდეგი ვინაა?
- მეე (სოსო გაქანდა და დაჯდა სკამზე, ისე რომ მოგვაც კი არ აცადა გოგოს, სულ გამაგიჟებენ ესენი მე საყვედურიც კი ვუთხარი, რაზეც სოსომ მიპასუხა)
- კაი რა რძალო? ბავშობის ნატვრა უნდა ავიხდინო, ამისთვის კიდე შენ გიხდი მადლობას
- ერთმანეთზე უარესი დარტყმულები ხართ ორივე რაა.
ზურა ჩამეხუტა და მითხრა
- ისე მართლა როგორ მოგიხდა? აბა რომელს უფრო კარგი თავი გვაქვს?
ბევრს ცანცარებდნენ, მივხვდი რისთვისაც იყო ეს ყოველივე გამიზნული, გულში ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა მათი ასეთი გვერდში დგომა. ამასობაში სოსოც ადგა და ახლა ზურამ დასცინა, მაგრამ ჩემმა თვალებმა, რომ დაინახეს სოფი სკამისკენ წავიდა და თქვა
- ძლივს არ მოვიდა ჩემი ჯერი? (სულ გავგიჟდი, მას არ მივცემდი ამის უფლებას, ისე უვლიდა თავის გრძელ თმას, მოვკვდებოდი ჩემს გამო რომ დაედო ხელი და მითიმეტეს გადაეპარსა, წამოვხტი და მკლავში ვწვდი)
- ხოარ გადაირიე გოგოო? არც კი იფიქრო, გარეთ მალე..
- მარიამმმ, ან დაჯექი ან გადი მართლა სიხარულო, ბიზნესს ვატრიალებ მე აქ ისე კიარ ვარ
- რა ბიზნესს გოგოო? უთხარით რამე ბიჭებო, გავაფრენ იცოდეთ (ძალიან ცოტა მეკლდა რომ არ მეტირა, არ ვიცოდი ეს ემოცია რისი ბრალი იყო, იმის რომ მისი თმა მეცოდებოდა? თუ მის რომ ასე დამიდგნენ გვერდში)
- აცადე ცხოვრება რა გულაობა? მაგას აქეთ უხდიან ფულს რომ გადაიპარსოს
- არა არ მოგცემ უფლებას.
მაინც დაჯდა მარიამი, გოგოები გაოცებულები იყვნენ, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ისეთი ისტერიკა ავტეხე, სალონში ვინც იყო ყველა ჩვენ გვიყურებდა, გვამხნევებდნენ საამაყო ხალხი ხართო, მაგრამ მე თავს საშინლად ვგრძნობდი, არ მინდოდა სოფისაც გადაეპარსა თავი, მაგრამ ვერაფერს ბავხდი, თმა შეუკრეს და ისე გადაპარსეს რომ არ დაფანტულიყო 200 ლარად ჩაიბარეს მისი ულამაზესი თმა. გაბუტული გამოვედი სალონიდან, უკან მივიხედე და სამივე თავგადაპარსული მომყვებოდა სიცილით, მეც გამეცინა მათი შემყურე და თავზე გადავისვი ხელი.
- მაინც გიჟები მყავხართ, მაგრამ უზომოდ ვამაყობ თქვენით, განსაკუთრებით შენით ჩემო გოგო
- ჩვენ შენით ვამაყობთ ჩემო გოგო (მითხრა სოფიმ და გააგრძელა) კიდე კაი არავის ვეპრანჭები თორე ხო დავკარგავდი სულ
- აბა გოგოოო, რო შემოგხედავდნენ ტილოს მოგაწვდიდნენ, ჯერ გაიპრიალე თავი და მერე გველაპარაკეო (სოსომ გადახვია ხელი და ისე ეუბნეოდა, რაზეც სოფიმ სახე დამანჭა და ხელი გააშვებინა)
- შენ ვიზე რას ამბობ შე რახიტიანო? თავი რა ფორმის გაქ?
- ვის მეე? ( გაჩერდა და ხელი გადაისვა) აღიარე ჩემი სიმპატიურობა გკლავს და თვალს გჭრის, სწორედ მაგიტომ იგესლები (ისევ გადახვია ხელი და ასე ჯუჯღუნით მოდიოდნენ, მიხაროდა იმდენად დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მართალია სულ ჩხუბობდნენ მაგრამ გულში ერთმანეთს აფასებდნენ, ეს კარგად ვიცოდით მე და ზურამ. ასე გამაბედნიერეს ჩემებმა, საერთოდ აღარ მეგონა რომ განვსხვავდებოდი ვინმესგან).

_____________________
როგორია???



№1 სტუმარი Lann

ძალიან კარგია <3 მომეწონა ^^

 


№2 სტუმარი Mari

Dzaaan magariaaaaa

 


№3  offline წევრი gvichiani

ჩასყლაპი ხაააარ love

 


№4  offline წევრი dadeshqeliani

ყველაზე ტკბილი და განსაკუთრებული ისტორიააა როგორ ემიყვარდდი ვერც კი წარმოიდგენ და აი მარიამზე და ზურაზე ვგიჟდები ისე მიყვარს ორივე,სოსოც,სოფიც ქეთიც love

 


№5 სტუმარი nino k.d.

კარგია ძალიან. ისე სოფო და სოსო კარგი წყვილი იქნებოდა. მალე დადე. ცნობისთვის გჯერავს კი არა გჯერაა სწორი ფორმა. არ დააგვიანო

 


№6 სტუმარი irma jojua

Aimeee ,rakai iyoo , yochaggg , dzalian dzalian momwons Es istoria❤❤❤❤ dzalian bevri vicinee :)♥♥♥♥♥

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რამდენი ვიტირე ეს იყო ნამდვილი თანადგომა მე იმდენად მიყვარს ჩემი თმები არ ვიცი ეს საქციელი ყველაზე მეტ თანადგომად მიმაჩნია... უმაგრესი თავი იყო პირველი სიტყვიდან უკანასკნელ წერტილამდე მე ასე შევაფასებდი და მგონი აქ სხვა რამის თქმა ზედმეტია... და კიდევ სოსო მომწონს რაღაც სასწაულად მაგარი ბიჭია და ხო არ უნდა დააჯახო სოსო და სოფიო? მე ეს ეჭვი გამიჩნდა...

 


№8  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა თბილი და კარგი ყოჩააღ♡♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№9  offline წევრი MLM

ყველას უზომოდ დიდი მადლობა, მიხარია რომ ინტერესი არ გიწყდებათ, ვცდილობ შეცდომები არ გამეპაროს მაგრამ არ გამომდის, ამიტომ ვიღებ თქვენს თითოეულ შენიშვნას, მადლობა ყველას love

 


№10 სტუმარი lana

euff kai kii iyo mara damenana sofios tma vgijdebbii amatze ra me ase mginka roo sofioo da soso ertad darchebia da dzalianacc karguu dzann momewona .ara çatara iyoo sixaruloo afrw ufroo didi tavebs debdi miyvarxarr ase gagdzele

 


№11 სტუმარი nini

MLM
ყველას უზომოდ დიდი მადლობა, მიხარია რომ ინტერესი არ გიწყდებათ, ვცდილობ შეცდომები არ გამეპაროს მაგრამ არ გამომდის, ამიტომ ვიღებ თქვენს თითოეულ შენიშვნას, მადლობა ყველას love

შეცდომებს არც კი ვუყურებ სიმართლე გითხრა იმდენად მომწონს ეს ისტორიაა ძალიან მაგრი გოგო ხარ love love love

 


№12  offline წევრი MLM

nini
MLM
ყველას უზომოდ დიდი მადლობა, მიხარია რომ ინტერესი არ გიწყდებათ, ვცდილობ შეცდომები არ გამეპაროს მაგრამ არ გამომდის, ამიტომ ვიღებ თქვენს თითოეულ შენიშვნას, მადლობა ყველას love

შეცდომებს არც კი ვუყურებ სიმართლე გითხრა იმდენად მომწონს ეს ისტორიაა ძალიან მაგრი გოგო ხარ love love love

გენაცვალე შენ, ძალიან დიდი მადლობა love

 


№13 სტუმარი მკითხველი

უზომოდ მაგარი გოგო ხარ გენაცვალე. ვიცოდი რო მაგარ თავს დადებდი და არ შევცდი. უმაგრესი ხარ

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარია გავგიჟდიი

 


№15  offline წევრი იასამანი

საოცარი იყო სასწაული გოგო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent