შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეა და კახა (თავი 2)


5-11-2015, 01:22
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 438

-დედას უნდა ვკითხო რას მეტყვის.
-დედაშენს უკვე ველაპარაკე თანახმაა თუ რათქმაუნდა თქვენ დათანხმდებით ქალბატონო.ისე მაინტერესებს გინდა აქ ცხოვრება?
-კი მეძალიან მიყვარს ნიაკო და ნელი დეიდაზე ხომ ვგიჟდები.....ცოტახან გაჩერდა კახა სულმოუთქმელად ელოდა რას ეტყოდა მასზე მაგრამ ამაოდ ლეა აღარაფრის თქმას აღარ აპირებდა...
-და მე? ჩემზე რას ფიქრობ?
-შენ...შენ ერთი გათამამებული ბიჭი ხარ და როგორმე გაგიძლებ ნელი დეიდას,ნიაკოს და დედას ხათრით.ეხლა სახში წამიყვანე ბარგი უნდა ჩავალაგო.
-თქვენ კი ენაგრძელი და უზრდელი გოგონა ხარათ არც მე მსიამოვნებს თქვენი ატანა მაგრამ ჩვენი კომპანიის ხათრით აგიტანთ ქალბატონო ლეა და ერთიც თქვენი ბარგი აქ არის ეს თქვენი ოთახია იმედია მოგეწონებათ და თუ არ მოგეწონებათ არც ეგ არ არის პრობლემა..ნახვამდის ენაგრძელო ქალბატონო....ლეას პასუხს არ დაელოდა ისე დაუგდო ენა და გავიდა ოთახოდან.საკუთარი თავის უკვირდა კახას ერთი კვირაა არც კი გაუღიმია ახლა კი ერთბაშად მოეხსნა ყველა დარდი და გამხიარულდა.რა გაუკეთა ასეთი ამ გოგომ ვერ ხვდებოდა მოსწონდა მისი გაღიზიანება...
ლეამ გადაწყვიტა კახაზე შური ეძია ამ სიტყვების გამო მარამ ის უკვირდა რომ კახას ნათქვამმა კი არ გააბრაზა გაამხიარულა ოთახი ჩქარა მოათვალიერა და ქვევით ჩასასვლელად მოემზადა დედამისის აქ დანახვამ გაამხიარულა..სამზარეულოში მოფუსფუსე ნელი დეიდას მიეპარა და აკოცა..
-ლეა საყვარელო რა თბილი ხარ.
- მადლობა ნელი დეიდა.მე ყავას მოვადუღებ კარგი?
-კარგი მოადუღე,ხო კახას ტკბილი ყვა უყვარს.
-კარგი მოვუდუღებ.უთხრა ნელის და თავში კარგი იდეა მოუვიდა....
-აი ყავაც მოვიდაა.
-შენ არ იცი კახა ლეა რა გემრიელ ყავას ადუღებს მამაშენსაც ძალიან უყვარდა.
-მამას თუ უყვარდა კაი იქნება.თქვა კახამ და ყავა მოსვა ყავას მარილის გემო ქონდა მაგრამ არ შეიმჩნია და ბოლომდე დალია.უგემრიელესი იყო ლეა დღეიდან სულ შენს მოდუღებულ ყავას დავლევ.ლეა გაბრაზდა კახას ამ საქციელზე და შეუბღვირა.კახამ გაუღიმა და ყურში ჩასჩურჩულა:გაბრაზება ძალიან გიხდება ენაგრძელო ქალბატონო.
-მეც მოვდივარ ოფისში,დამელოდეეე.
კახამ მანქანა დაძრა და ლეას უთხრა რატომ გააკეთე ეს? ლეა პასუხს არ სცემდა მხოლოდ წარბებს ათამაშენდა და ის ახალისებდა რომ კახა ამაზე ძალიან ბრაზდებოდა.
-ლეა მოთმინება არ დამაკარგიო გაფრთხილებ.
-თორემ რას იზამ?აენთო ლეა.
-უჩემოდ ნაბიჯს ვერ გადადგამ ყველაფრერს მე მკითხავ სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ და ოფისიდან ჩემს გარეშე არ წახვიდე გაიგეე.
-არა მე შენი მონა კი არა ბიზნეს პარტნიორი ვარ ბატონო სრულყოფილებავ.
-ააა უკვე ბიზნეს პარტნიორი გახდი? ნუ გავიწყდება რომ ჩენთან ცხოვრობ და მუშაობ.
-ის რომ შენთან ვცხოვრობ იმის უფლებას არ გაძლევს სახში გამომკეტო.
-მერე მოვა პრინცი და გადაგარჩენს.ირონიული ტონით უთხრა კახამ.
-გააჩერე მანქანა დროზეე.იღრიალა ლეამ.
მანქანა გაჩერდა და ლეაც გავარდა.კახამ ქოლგა აიღო და ლეას ფეხდაფეხ მიყვა წვიმაში ბოლოს ვეღარ დაინახა სად გაქრა.გადარეული დარბოდა კახა ქუჩებში და ლეას ეძებდა სულ ერთიანად გაიწუწა ახლა საკუთარი თავი აღარ ადარდებდა დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა.
-ლალი დეიდა ლეას რომელიმე მეგობრის ნომერი იცით?
-კი შვილო დეას ნომერს გეტყვი ახლავე, მაგრამ ლეა სადაა?
-ვიკამათეთ და ტელეფონი გამორთო.მადლობა ლალი დეიდა.
......
-ალო დეა შენ ხარ?
-კი და თქვენ ვინ ხართ.
-კახა ვარ ლეა შენთანაა?
-კი ეხლა ჩაეძინა სულ დასველებულიყო.
-შენს მისამართს მეტყვი?
კახამ მანქანა დეას სახლის წინ გააჩერა და ჩქარა ავიდა სახში კარი დეამ გაუღო.
-თქვენ ხართ კახა ლეას არ უთქვამს ასეთი სიმპატიური თუ იყავი შემოდი,შემოდი რას დამდგარხარ.
-სასიამოვნოა თქვენც ძალიან ლამაზი ხართ.ლეა სადაა?
-ძინავს ხომ გითხარი მოდი ყავა დავლიოთ და ისიც დაისვენებს ცოტას.
დეა ენას არ აჩერებდა ლეასა და მის ბავშვობაზე უყვებოდა კახას .კახას ფიქრები კი მხოლოდ ლეას დასტრიალებდა,უკვირდა რატომ ნერვიულობდა ასე ამ გოგოზე თითქმის ყველა გოგოს ასე ექცეოდა ყოველთვის უხეში იყო და არასოდეს უნანია მისი საქციელი.ამ ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა.
ლეა და კახა (თავი 2)
დეა და ლეა...
-შენ აქ რას აკეთებ,რამე დაგრჩა სათქმელი?
-კი და ამაზე აქ არ ვილაპარაკებთ წავედით.
-არსადაც არ წამოვალ.
-კარგი ნუ წამოხვალ.უთხრა კახამ ლეას ფეხებში წვდა და მხარზე მოიგდო.მანქანაში კი არ ჩასვა ჩატენა.როცა კახამ მანქანა გააჩერა და ლეას მიუტრიალდა დაინახა რომ ლეა ოთხად მოკეცილიყო და კანკალებდა მანქნის კარები გააღო და გადმოვიდა ლეა ხელში აიყვანა სიცხისგან იწვოდა საწოლზე დააწვინა საშხაპეში ცივი წყალი მოუშვა უკან დაბრუნდა ლეა ხელში აიყვანა და დგუშის ქვეშ დადგა თან ლეას თხოვდა:
-პატარავ გთხოვ გაუძელი არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება და შენი საფრთხეში ჩაგდება მაპატიე გთხოვ მაპატიე,არვიცი ორ დღეში რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ვიცი რომ ერთი ნახვით შემიყვარდი,მაგრამ რა ვუქნა მამისთვის მიცემულ პირობას?კახა ფიქრებიდან გამოერკვა და ნახა რომ ლეა სულ მთლად გაყინულიყო.მეორე ოთახიდან ნიას ტანსაცმელი შემოიტანა და ჩააცვა ლეას.უკვე დაღამებულიყო დედამის დაურეკა და უთხრა რომ ის და ლეა კომპანიის საქმეებზე გავიდნენ ქალქგარეთ და არიცოდა როდის დაბრუნდებოდნენ. მთელი ღამე ლეას საწოლთან მჯდომმა გაათენა ტემპერატურას თითქმის ყოველ ნახევარ საათში უმოწმებდა ბოლოს ლეას ხელზე დაეძინა.……………
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა ოთახს თვალი ფრთხილად მოვავლე ეს კახას ოთახია წყნეთის სახლში აქ გუგა ბიძიას ნიას და ნელი დეიდესთან ერთად ვიყავი.ხელი დამბუჟებოდა აწევა ვცადე მაგრამ ვიღაც ჩაბღაუჭებოდა ჩემს ხელს ეს კახა იყო რა საწყლად დასძინებია ალბათ მთელი ღამე ჩემთან იყო სანამ გონებას დავკარგავდი მახსოვს მის მანქანაში ვიყავი მერე ძალიან შემცივდა და აღარაფერი მახსოვს.კახა შეიშმუშნა მე თვალები დავხუჭე ვითომ მეძინა.შუბლზე მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი ტანში ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა მერე რაღაც ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავიდა თითქმის ნახევარი საათი ველოდე არ გამოჩნდა დამაინტერესა რას შვრებოდა და გავედი ქვევით ჩასულმა კი დავინახე კახას სავარძელში ჩასძინებოდა პლედი დავაფარე და გავიფიქრე როცა სძინავს ანგელოზს ჰგავს კოცნა მოგინდება ამდროს გავიგე მისი ტკბილი ხმა:
ლეა და კახა (თავი 2)
ლეა და კახა
-დაიოკე შენი ბილწი ფიქრები ჩესზე.მითხრა და გადაიხარხარა.
-რა?უცებ დავიბენი თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს.
-სიცხემ დაგიწია? კარგად ხარ?უცებ დაუტკბა ხმა და მზრუნველი გახდა ჯერ მხოლოდ ორი დღეა რაც ვიცნობ და უკვე მისი გამოხედვა მაბნევს არ შემიძლია ვუპასუხო როცა კითხვას მისვამს აზრები მეფანტება.
-კი კარგად ვარ.
-აააფციუ...
-ჯამრთელობა. კახა შენ სად გაცივდი?
-ერთი თავხედი გოგონას ძებნაში სულ ერთიანად გავიწუწე მერე კი მასთან ართად ცივი წყლის ქვეშ ვიდექი რომ სიცხეს დაეწია მისთვის.
-ეს თავხედი გოგო ნანობს თავის დანაშაულს და მზადაა საუზმე მოგიმზადოს,ყავა მოგიდუღოს და შენზე იზრუნოს მიცემ ამისნუფლებას?
-კი ახლა ამას იცი რა აკლდა?
-რა?
-საქორწინო მარში და ცოლ-ქმრად გაცხადებთ.შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს.
-ჰა ჰა ჰა..არც იოცნებო მაგაზე.
-მე არ ვოცნებობ იმაზე რაც შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს.
-არასოდეს მოხდება ეგ.უფალმა დამიფაროს შენი ცოლი გავხდე.უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადო ჩემზე ზრუნვისთვის.
-"Never say never",კარგი გაითვალისწინე რომ ყავა ორი კოვზი შაქრით მიყვარს და არა მარილით...გიცინა და კიბეზე ჩქარა აირბინა.
.....…………………
ესეც მეორე თავი შემიფასეთ ❤



საყვარლები კახა მიყვარს უკვე საყვარელი

 


№2 სტუმარი two..

Kargiaaa gelodebi maledade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent