შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეასეჯერ, მე-ასე-ჯერ არასოდეს მყვარებია! III


5-11-2015, 14:09
ავტორი Tattex
ნანახია 1 773

პირველი კლასიდან ჩვენს სკოლაშია… რატომ არ შემიმჩნევია არასდროს? ასეთი უხილავია? ან იქნებ მე ვარ უყურადღებოდო? ფაქტია, რომ ამ გოგომ სხვებისგან განსხვავებით ძალიან დამაინტერესა. საქმე იმაშია, რომ როდესაც სხვებს ველაპარაკებოდი, ვერავინ ბედავდა შეპასუხებას, ყველას მოვწონდი, ყველა მიცნობდა, და ახლა უცებ ვიღაც პატარა გოგომ ასე ამაფორიაქა. აუცილებლად უნდა გავიცნო და დაუახლოვდე. ეს არ გავს ჩემს სხვა ურთიერთობებს, სხვა გატაცებებს. თითქოს რაღაცას ვგრნობ. ჩემი ინტუიცია კი, იშვიათი შემთხვევების გარდა, არასოდეს მატყუებდა...

რამოდენიმე დღეში გიგო ამოვიდა ჩემთან. საახალწლო არდადეგები ახლოვდებოდა, ანუ კარნავალიც მალე იქნებოდა. რაღაცეები გაურკვევია, კარგი ამბებით დამადგა, ამან მაინც გამიხალისა დღე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი “კეკე” საუკეთესო მოსწავლე ყოფილა კლასში. ჭკვიანი და აქტიური გოგოა. დირექტორი სკოლის ყველა კლუბში სვამს, კარნავალის საორგანიზატორო ჯგუფშიც მისი კი არა, დირექტორის სურვილით ჩაწერილა. 16 წლისაა, უყვარს მუსიკის მოსმენა, კითხვა, ხატვა და ოცნებობს ლონდონში სწავლასა და ცხოვრებაზე. დახვეწილია, უბრალო ოჯახში ცხოვრობს, კარგი სახელი აქვს და პატივს სცემენ.

ვაა, ნიჩივო სიბეე, ყოჩაღ კეკე:) მშვენიერია, როგორც ჩანს იმაზე მეტად დავინტერესდი, ვიდრე მეგონა. თან ამ ჩემ დაინტერესებას იმედგაცრუება არ მოყოლია. კეკე უსტად იმ გენიოს გოგოებში შედიოდა, მე რომ ურთიერთობას არ ვიჭერდი, მაგრამ ამჯერად ასე არ იყო. როგორც ჩანს, ძალიან წესიერი გოგოა. ახლოს არ ვიცნობ მაგრამ მეტს გავარკვევ და გავიცნობ. მთავარია კარნავალი მალე მოვიდეს.

ახლა უკვე თითქმის ყოველდღე ვხედავდი სკოლაში. ერთი–ორჯერ მისი მზერაც დავიჭირე, თავხედურად ჩავუკარი თვალი და თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს არ მაღელვებდა მისი გამოხედვა, გულს არ მიჩქარებდა მუქი ყავისფერი თვალები და თითქოს შიგნით არ ვიძირებოდი.

ასე გადიოდა დღეები. კეკეს დერეფანში ვხედავდი, მაგრამ არასოდეს ვუახლოვდებოდი. კარნავალე ვაპირებდი გამოლაპარაკებას. კვირის ბოლოს შენიღბული კარნავალი იყო მე10 და მე11 კლასელებისთვის. კოსტუმზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ჩავიცვი,ლურჯი კოსტუმი, პერანგი, კლასიკური ჯინსი და ნიღაბი გავიკეთე. ბიჭები ერთად წავედით. ნუ ჯერ სკოლის ეზო რადიკალურად იყო შეცვლილი, სხვათაშორის მომეწონა. სააქტო დარბაზისკენ გავემართეთ. შიგნით რომ შევედი, გაოცება ვერ დავმალე, ჯიგრულად უმუშავიათ გოგოებს.

თვალებით ვეძებდი ანოს, მაგრამ რთული იყო მისი პოვნა. ნიღაბს ჯერ არავინ იხსნიდა. მეც შესაფერის მომენტს ველოდებოდი. რაღაც პერიოდში, როცა ჩემთვის ვიყავი მიყუდებული ერთერთ კედელს და ვსვამდი, ვიღაც გოგომ ჩამიარა, გავხედე და უკან ტალღოვნად ჩამოყრილი წაბლისფერი თმა დავინახე. იმისთვის, რომ ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, თუ ვინ იყო, უკან გავყევი და გავიგონე, როგორ გამოელაპარაკა დათუნას წკრიალა ხმით.

ანო იყო.

უკნიდან მივადექი, გაჩერებული იყო, არ გამოუხედავს, არადა ზევიდან დავყურებდი. მერე დავიხარე და ყურში ჩუმად ჩავყვირე “ბუ” მეთქი:) გაამართლა, მოულოდნელობისგან შეხტა და დამეჯახა, მე სასმლით სავსე ჭიქა ხელში შემერყა და ძვირიან პერანგზე გადავისხი.

– უუუ, სხვისი პერანგების გაფუჭებაც დაგიწყია.
– სხვა რა გავაფუჭე?
– იდეალური მომენტი.
– მე არაფერი გამიფუჭებია. ისე, თუ გინდა დამენახე, ვინ ხარ.
– დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ხვდები, ვინც ვარ და ლოცულობ, ნეტა მართლა მე აღმოვჩნდე. აღიარე, ხომ ფიქრობდი მთელი ამ დროის მანძილზე ჩემზე?
– ეს რომ არ გეთქვა, ალბათ ვერც მივხვდებოდი ვინ იყავი. ახლა ვხვდები. – ნიღაბი ჩამოიხსნა და გამიღიმა. – ისე, თუ სიმართლე გაინტერესებს, საერთოდ არ შესულხარ ჩემი საფიქრალის ასეულში. ათასეული კიდევ შეიძლება განიხილოს ადამიანმა.
– მმ , როგორ მატყუეებ. თვალებზე გეტყობა, რამდენს ფიქრობდი.
– მგონი შენ ჩემს თვალებში საკუთარ ანარეკლს ხედავ. პირიქით ხომ არ მოხდა, ა?
– კი ლამაზო, დღე და ღამე შენზე ვფიქრობდი. გონებიდან ვერ ამოგიგდე. სულ იმაზე ვფიქრობდი, ვინ იყავი, რას წარმოადგენდი, სადაური იყავი, ვისთან ახლობლობდი. მე ყველაფერი მაინტერესებდა შენზე, აფსოლიტურად ყველაფერი.
– ჰმმ, საინტერესოა. და საიდან ამხელა დაინტერესება?
– გთხოვ, არ მითხრა რომ ეს ყველაფერი დაიჯერე. არ თქვა, არც გაბედო არ თქვა – თან გამომცდელად ვუყურებდი თვალებში. სიტყვები მიზანში მოხვდა, იმედგაცრუებულს ცალყბად ჩაეღიმა და შემომხედა.
– არა, რა იყო ამაში დასაჯერებელი. უბრალოდ ახალი წელი მოდის და ხანდახან ხომ სასწაულებიც ხდება ახალი წლის ღამეს.
– ეტყობა ახალი წლის ღამე ჯერ მე არ შემხვედრია.
– ბევრი დაუკარგავს...
– მართლა მეუბნები? –გამიკვირდა ასეთი უეცარი გახსნილობა.
– ნწ, არაა, უკბილო იუმორში აგყევი. არ მითხრა, რომ დაიჯერე. – ცბიერად გამიღიმა და გამშორდა.
ყოჩაღ კეკე, ყოჩაღ. მე იქით ვაპირებდი გაღადავებას და ამან აქეთ გამაგიჟა. მომწონს. ისე არა როგორც სხვები. მისი შინაგანად გაცნობის სურვილი გამიჩნდა, რაც არასდროს გამჩენია რომელიმე სხვა გოგოს მიმართ. მომინდა სამაგიერო გადამეხადა იმ მწარე სიტყვებისთვის, რაც ჩვენი ხანმოკლე საუბრისას უთქვამს.

დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული ჩემი და ანოს საუბრიდან, როცა მასკარადზე თიკუნა გიგანი მოვიდა, ჩემი ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც ყველაზე ხანგრძლივი, ორთვიანი ურთიერთობა მქონდა. დამინახა თუ არა, ნიღაბშიც მიცნო და ჩემკენ გამოემართა. თიკუნასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მეჭირა, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ვიცოდი, რომ ძალიან ვუყვარდი თავის დროზე და არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და ახლაც ასე თუ ისე ნეიტრალურს ვიჭერდი. ჩემზე და თიკუნაზე მთელმა სკოლამ იცოდა, მათ შორის, როგორც ჩანს ანომაც, რადგან თიკუნას შემოსვლისთანავე თვალი გამოაყოლა და შემფასებლური მზერით მოაცილა ჩემამდე. როცა გავაანალიზე, რომ ანო გვიყურებდა და შესანიშნავი საშუალება მქონდა მის საეჭვიანებლად, თიკუნას გულთბილად ჩავეხუტე, გავუღიმე და საუბარი გავუბი. ანოს სახე წაეშალა და მასთან მოსაუბრისკენ შებრუნდა. დროდადრო ვხედავდი, როგორ აპარებდა მზერას ჩვენკენ. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, ამას როგორ ვახერხებდი. მე მას თვალს არ ვაცილებდი, ვაკვირდებოდი მისი ლაპარაკის მანერას, ქცევას, მიხვრა–მოხვრას და საერთოდ ყველა ჟესტიკულაციას. ვიმახსოვრები მკვეთრად და მკაფიოდ. ცოტახანში თიკუნამ შეამჩნია ჩემი მზერა.

– ეს მზერა მეცნობა.
– ჰჰა, ისა რა თქვი? – ფიქრებიდან გამოვერკვიე
– რა და ეს მზერა მეცნობა. თბილი, ჟინიანი, ცოტა გაბრაზებული, დაინტერესებული, ცნობისმოყვარეობით გაბრწყინებული. ვინაა ის გოგო, ანდრია?
– ჰო, შენ ყველაზე უკეთ მიცნობ. არავინ ისეთი, ცოტახნის წინ გავიცანი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში და სიმართლე გითხრა, მომეწონა.
– ხომ გითხარი, ეს მზერა მეცნობა მეთქი. გეტყობა, რომ ზედმეტად მოგწონს. საეჭვიანო ხომ არ მაქვს რამე?
– თიკუნა, ხომ გავარკვიეთ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა?
– ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, შენთან ისე, როგორც შეყვარებულთან, ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, ჯაყელ, ასე რომ ნუ ინერვიულებ. მაგაზე.
– ძალიან კარგი. ისე, როგორი გოგოა?
– სხვათაშორის კარგი. ვიცი, ვინც არის. კეკე. ანო კეკელიძე. მაზმიშვილის სადამრიგებლოშია. აქტიური, ჭკვიანი, განათლებული, ამაყი და ცოტა ჩაკეტილი გოგოა. მეგობრობს მხოლოდ კლასელებთან, კლასის გარეთ თითქმის არავის იცნობს. ყველა პროექტში იღებს მონაწილეობას, რაც სკოლაში ტარდება. ეხლა 5 ბავშვს რომ უშვებენ არჩევით ლონდონში ორი კვირით, თუ არ ვცდები ესეც მიდის.
– ვა, საიდან თიკუნ ამდენი?
– ნინუცა ახლობლობს მაგასთან, გეგეშიძე და შენი აზრით ვერ შევამჩნევდი, ბუფეტში ხაჭაპურის მაგივრად მაგას რომ ჭამდი ხოლმე თვალებით? მეც “ცოტა” გავიკითხე და პასუხიც მივიღე.
– თიკუნ, მადლობა. გეგი დავინახე სადღაც, მე წავალ ერთი–ორს გამოველაპარაკები, შენ მანამდე გაერთე.
– სხვა რა გზა მაქვს, ოღონდ ჯერ გეგი მიპოვე, არ მინდა აქ მარტო ვიდგე, ვინმე იდიოტი არ მოვიდეს.
– ხო იცი, ვერავინ მოგეკარება. გაბედავენ და დედას მოვ…
– ვიცი, – არ დამამთავრებინა ბილწსიტყვაობა – მაგრამ გთხოვ, გეგი მომიძებნე.
– კარგი. აი ეგერაა, განათებასთან. მოიცა, “გეგიიი”, – დავუყვირე და მობრუნდა. ხელით ვანიშნე, მოდი მეთქი და ჩვენკენ წამოვიდა.
– ბიჭო მე თიკუნას ვტოვებ აქ და მიხედე.
– მიდი მიდი, კართან იდგა, ბოლოს რომ დავინახე – რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა, ვისთანაც ვაპირებდი მისვლას.
– ჯიგარი ხარ. – და კარისკენ დავიძარი.

*************
P.S მეგობრებო, დიდი მადლობა შეფასებებისთვის, მაგრამ ალიან გამახარებთ, თუკი მეტად იაქტიურებთ კომენტარებში, რომ ვიცოდე, ღირს თუ არა გაგრელება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი არი. წინასწარ დიდი მადლობა, მიყვარხართ



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia ratomghac dzan momewona

 


№2  offline წევრი dadeshqeliani

აუ ძალიან მომეწონა,აუცილებლად დადე ოღონდ თავები გაზარდე რა love

 


№3 სტუმარი crazy craz

dzaan magaria da gagrdzelebac girs

 


№4 სტუმარი llie

აუ გაგრძელება დადე რა გთხოვ love ძაან დამაინტერესა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent