შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეასეჯერ, მე-ასე-ჯერ არასოდეს მყვარებია! (2)


3-11-2015, 21:40
ავტორი Tattex
ნანახია 2 489

სკოლაში კარნავალი ტარდებოდა. ეს დირექტორის იდეა იყო. შეკრა ორგანიზატორთა ჯგუფი და დაიწყო დაგეგმვა. როგორც წესი, სკოლაში ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ არასდროს არაფერში ვმონაწილეობდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კარნავალმა ძალიან დამაინტერესა. (ალბათ ჩემჯ ინტუიციის ბრალი იყო, რომელიც, იშვიათი შემთხვევების გარდა, არასოდეს მღალატობდა). მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით. ჰოდა ჩვენც, ბიჭებმა, ერთ დღეს ავაჭერით სააქტო დარბაზში. სულ ფეხებზე გვეკიდა, გაცხარებული სამზადისი რომ მიმდინარეობდა და შიგნით შევედით. სულ ალბათ 10 ადამიანი იქნებოდა. არცერთი ბიჭი. სულ გოგონები. განსაკუთრებული არავინ, ნუ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. არ ვიჭერდი ურთიერთობას ინტელექწიკა გოგოებთან, აქ რომ ისხდნენ. იმიტომ არა, რომ არ ვკადრულობდი, ან საკუთარ თავს ვთვლიდი გაუნათლებლად. უბრალოდ, ისინი სხვა ტიპაჟები იყვნენ და მე სხვა. მიუხედავად იმისა, რიმ არცერთთან მქონდა ურთიერთობა, აქედან მაინც ყველას ვიცნობდი. აბსოლუტურად ყველას, ერთი პატარა, მოცუცქნული არსების გარდა, რომელიც, სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომეწონა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის გოგონა იყო, მუქი წაბლისფერი თმა ჰქონდა, მუქი ყავისფერი თვალები (ახლოს რომ მოვიდა და რომ ამომხედა, მერე შევამჩნიე, მანამდე შავი მეგონა) კარგი ტანი და სიარულის მანერა. დავაკვირდი და ძალიან მოვლილი იყო, გემოვნებიანად ეცვა და თავი კარგად ეჭირა. აქამდე არსად მენახა. თუმცა არ გავგიჟებულვარ, ჩვეულებრივი გოგო მეგონა, სანამ წკრიალა ხმით ლაპარაკი არ დაიწყო.
- გამარჯობა, შემიძლია, რამით დაგეხმაროთ? - ზრდილობიანად დაიწყო საუბარი. თუმცა, მე ჩემი ჩვეული, ირონიული მზერით ავათვალიერე და სიარული განვაგრძე. გოგონამ, უკვე გაღიზიანებული ტონით მომძახა:
– არამგონია, რომელიმე იყოთ აქ დაპატიჟებული. თუ შეიძლება, წადით. კარნავალს ვაწყობთ და გვინდა სიურპრიზად დავტ… - ამ ლაპარაკით ტვინს მიჭამდა მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. პირიქით, უზომოდ დიდი სურვილი გამიჩნდა, ცოტა მეწვალებინა. თან, არ ვიცი, რატომ ვიფიქრე, მაგრამ მეგონა, ამასაც ჩემი თავხედობით და ოდნავი სინაგლით მოვაწონებდი თავს, და საუბარში ავყევი:
– ბოდიში რომ გაწყვეტინებ ლაპარაკს ლამაზო, მაგრამ ჩემს სკოლაში როცა მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე შევალ:)

– უკაცრავად, მე ლამაზო კი არა, ანო მქვია:) რაც შეეხება ტონს, რომლითაც შენ მელაპარაკები, სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ მომწონს. მე გთხოვე გასვლა, არ დამივალდებულებიხარ. კიბატონო, თუ ასე გინდა, იყავი აქ.

ეეე, ეე პატარა გოგო როგორ მელაპარაკება. სრულებით არ მომეწონა უკან მობრუნებული, ზრდილობიანი იაზვური პასუხი და უფრო დიდი მონდონებით განვაგრძე:

– არც ვაპირებდი წასვლას. გამახსენე, რა გქვია, ლამაზო?!

– ჩემი სახელი უკვე გითხარი, გამეორებას არ ვაპირებ. ახლა დაგტოვებთ და საქმეს მივუბრუნდები.

– მოიცა, მე არც ლაპარაკი დამიმთავრებია და მითუმეტეს, არც წასვლის უფლება მომიცია შენთვის.

– რაღაც არ მახსოვს, შენთვის მეთხოვა, უფლება მომეცი მეთქი.

არა, ამან არ იცის, მე ვინ ვარ. ნამდვილად არ იცის და ვასწავლი. ვაჩვენებ, ვინაა აქ მთავარი და იმასაც ვასწავლი, ვის როგორ უნდა ელაპარაკოს. გოგონებისგან ასეთ საუბარს მიჩვეული არ ვარ.

– უუუ, რატომ ასე აგრესიულად, ლამაზო? – სახის ფერის და მზერის მკვეთრი ცვლილებით მიხვდებოდით, როგორ აღიზიანებდა ჩემი ასეთი ფლირტი – მგონი არ გსიამოვნებს, ლამაზო–ს რომ გეძახი. არადა მე როგორ მომწოონს.

მის აფეთქებას ველოდი, მაგრამ მაინც მოახერხა თავის შეკავება! გამომწვევად გამიღიმა და ისე მიპასუხა:

– დროის დაკარგვას არ ვაპირებ, ნახვამდის.

არ მომეწონა ეს საუბარი. გავღიზიანდი. სურვილი გამიჩნდა, თავი გამეტეხა ამ გოგოსთვის, ისე მიშლიდა ნერვებს. თავი პატარა, თინეიჯერი ბიჭი მეგონა, რაც უფრო მაგიჟებდა. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: მისდამი გაცხოველებული ინტერესი გამიჩნდა. ვინ იყო, სად ცხოვრობდა, აქამდე რატომ არასდროს არ შემემჩნია, რას წარმოადგენდა, რა უყვარდა, რითი იყო დაკავებული. ყველაფერმა დამაინტერესა. მეც რისი ანდრია ჯაყელი ვიქნებოდი, რომ არ გამერკვია. ისე, ვითომ სხვათაშორის დავიწყე, რომ არავის არაფერი ეეჭვა, რადგან ჩემგან კვანტურ ფიზიკაში დისერტაციის დაცვა უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე რომელიმე გოგოთი სერიოზულად დაინტერესება. ამ დღიდან დავიწყე ამ გოგოს სკოლის ყველა კუნჭულში ძებნას.

სკოლაში ვერ ვხედავდი ხოლმე და ეს მაგიჟებდა. იქნებ ჩვენი სკოლელი არ იყო. არ ვიცი. ფაქტია, რომ ზედმეტი თავის ტკივილი და საფიქრალი გამიჩინა, რასაც ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნიდი.

ის კვირა ვერ ვპოულობდი. დასვენებებზე ვითომდა ისე, უბრალოდ დავსეირნობდი დერეფნებში ყურსასმენებით, როგორც ყოველთვის. არადა, სინამდვილეში მაინტერესებდა, ვნახავდი თუ არა, მაგრამ არსად ჩანდა. მოკლედ, კვირა ასე უღიმღამოდ გაილია და შაბათ-კვირაც უცებ მოვიდა.

შაბათ დღეს ბიჭები ჩემთან შევიკრიბეთ. გიგო აბრამიშვილმა დამირეკა. ეგ და დათუნა ჯოხარიძე იყვნენ. ამოდით მეთქი, ვუთხარი და ამოვიდნენ. ვლაპარაკობდით და ვსვამდით. ჩემები აგარაკზე იყვნენ, ჩემი და წასული იყო ლონდონში 2 კვირით, ბანაკში გაუშვა მამაჩემმა. ხოდა მეც მეტი რა მინდოდა, დავიმხე სახლი. დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა, ბიჭები კომპიუტერში თამაშობდნენ ჩემს ოთახში. მე და გიგო ვიჯექით, მოწყვეტილი იყო უკვე, გათიშა სასმელმა. მე ჩაფიქრებული ვიჯექი და ამ დროს მკითხა, რა გჭირსო. მეც ალბათ სასმელმა ამიშალა საღერღელი და მოვუყევი, ასე და ასე, ერთი გოგო გავიცანი და არ მომწონებია, უბრალოდ სულ მეფიქრება, მომეჩვენა, რომ არ მიცნობდა, არ იცოდა ვინ ვარ და მაგან უფრო მეტად დამაინტერესა მეთქი. ისიც ყურადღებით მისმენდა, ორი წუთით ჩაფიქრდა და უცებ წამოიძახა:

– მოიცა, საორგანიზატორო ჯგუფში იყო? ვაბშე რა გინდოდა სააქტოში, ლალი რო გაჩითულიყო ხოიცი რაც აიწეოდა?!

– კაი, შენ მაინც არ გესწავლება, ლალი ფეხებზე რომ . ხო, ალბათ იქ იყო. აბა რავიცი, 11 წელია ამ სკოლაში ვსწავლობ და ჯერ არ შემხვედრია არსად. პროსტა ინტერესი, არაფერი პირადული, ხოიცი.

– რა ერქვა, არ გითხრა? თუ შენ გინდა მაგ გოგოს გაცნობა, ქვეყნის დასალიერში გიპოვნი, ხოიცი. ნეაბიჩნი ხარ დღეს.

– მგონი ანო, როგორც მახსოვს. – როგორც კი არა, გარკვევით მახსოვდა…

– ყავისფერი თვალები, მუქი წაბლისფერი თმა… აუუ შენ უეჭველი კეკეზე ამბობ.

– ვიზე ვამბობ?! – გამეცინა. რა კეკე, რა უბედურებაა კეკე?!

– ანო კეკელიძეზე. დათუნას კლასელია, ჯოხარიძის. პირველი კლასიდან ჩვენთან სწავლობს, საუკეთესოა კლასში, რამდენადაც ვიცი.

– მეკაიფები, ბიჭო? პირველიდან ჩვენთანაა და მე არ მინახავს?! მერე, მერე?

– მოკლედ, მერე ის, რომ კარგი გოგოა. მე შენ რაღაცეებს გაგირკვევ დათუნასთან, ტეხნიკურად, ჩვენ რომ ვიცით, ისე და მერე გაგაგებინებ. არ დაგწვავ, არ ინერვიულო.

– ძმა ხარ. ეხლა გავაგრძელოთ დალევა, უნდა დაგაგდო. - ყურადღება გადავატანინე. თითქოს მეც არ მჯეროდა ჩემი ვიღაცით ასე დაინტერესება.

– არა, არა მეტი მართლა აღარ შემიძლია, წამო ბიჭებს შევუხედოთ, რას მაიმუნობენ.

– წამო, წამო...



№1  offline წევრი dadeshqeliani

რა კაია <3 გაზარდე რა თავები და ყოველ დღე დადე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent