შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჩვევა თუ სიყვარული?! 6


5-11-2015, 17:26
ავტორი Peke--
ნანახია 4 252

მზემ მალევე შემოანათა თიკას ოთახში და დაათბო იქაურობა, გოგონამაც თვალები გაახილა და ოთახს მოავლო თვალი, სახლში სრული სიჩუმე იყო, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, ეზოში გადაიხედა და ულამაზესი ბაღი გადაეშალა თვალწინ. ლადოს მანქანაც იქვე ეყენა და მანქანაში ლადო მოჩანდა მძინარე
-იდიოტი...ფუფ... (თიკა) გოგონამ ზიზღის გამომხატველი სახე მიიღო მაგრამ მერე გაეღიმა, ოთახში შეტრიალდა და მოწესრიგებას შეუდგა.
მოწესრიგების შემდეგ ოთახიდან გამოვიდა და დაბლა დაეშვა, თითქოს დანებებოდა ბედს და შეგუებოდა ყველაფერს. სამზარეულოში შევიდა, მაცივრიდან პროდუქტები გადმოალაგა და სალათის მომზადებას შეუდგა.
-დილამშვიდობისა (ლადო) უკნიდან ლადოს ხმა შემოესმა, არც გაუხედავს და არც პასუხი გაუცია ისე გააგრძელა საქმე
იგრძნო უკნიდან როგორ მიუახლოვდა და უცებ სალათის ფოთლებზე თეთრი ვარდი დაუდო წინ.
-მაპატიე, ყოველთვის გეტყვი ამას სანამ არ მაპატიებ (ლადო)
ხმარზე ხელი ოდნავ შეახო და ჩამოუსვა, თიკა გაშეშებული იდგა და რა გაეკეთებინა არ იცოდა, ლადო უკან გაიწია და ისე განაგრძო
-საუზმეს მიმზადებ? (ლადო)
თიკა ისევ ჯიუტობდა და ხმას არ ცემდა, მშვიდად აგრძელებდა თავის საქმეს.
უცებ მკლავში დაწვდა ლადო გოგონას და მისკენ შემოატრიალა, ისე ახლოს იყო... მისი სუნთქვა ესმოდა და ელამუნებოდა სახეზე ბიჭს
-არ გესმის რომ გელაპარაკები ? (ლადო)
-არა! (თიკა) მტკიცედ უთხრა გოგონამ და თავის დასახწევად გამოძრავდა
-გამიშვი ხელი! მშია და საჭმელს ვიმზადებ! (თიკა)
-აჰა გასაგებია, მეც მშია და რას მიმზადებ? (თიკა)
-შენ არაფერს! (თიკა)
-კარგია, იმედია გემრიელი იქნება ეგ შენი ‘’არაფერი’’ (ლადო) თავისთვის გაიღიმა და სამზარეულოდან გავიდა.
-მე აბანოში შევალ და მალე გამოვალ (ლადო) კარიდან გასულმა გამოსძახა თიკას
-იდიოტი, არავის უკითხავს სად მიდიოდა... (თიკა) ჩაილაპარაკა და თავისთვის მაგიდაზე თეფში დადო, ეხლა მაცივრიდან საწებელი გამოიღო, რომელსაც თავზე მაგრად ქონდა მოჭერილი სახურავი, უცებ ისე მოხდა რომ ხელი მოუწირა და სახურავი მოხსნა მაგრამ საწებელი ზედ გადაესხა მაისურზე. სანამ თიკა საწებლის გახსნას ცდილობდა ლადო თავისი ოთახის სააბაზანოში შევიდა მაგრამ წყალი ვერ დარეგულირდა საჭირო ტემპერატურაზე, ხოდა იფიქრა ის მაინც დაბლაა და მისი აბაზანით ვისარგებლებო, ხოდა ასეც მოიქცა.
თიკა ოთახში შევიდა და კარი ჩაკეტა, მაისური გადაიძრო და ამ დროს ლადოც გამოვიდა აბანოდან, თმები აწეწოდა და თავის დაკუნთული გულ-მკერდზე კი წყლის წვეთები ნელ-ნელა დანავარდობდნენ. თიკა უცებ შეკრთა და ლიფიან გულმკერდძე ხელები აიფარა.
-აქ რა გინდა ?? (თიკა) გაცეცხლებულმა დაუყვირა
-შენ ჩემი ცოლი ხარ ხომარ გავიწყდება? (ლადო) ის უღიმოდა გოგონას სრულიად გულწრფელად
-ნუ მიყურეებ გადი ეხლავე!!! (თიკა)
ლადომ ისევ გაიღიმა და კარისკენ წავიდა. ამ დროს თიკამ მისდაუნებურად თვალი გააყოლა მის წინ მიმავალ ათლეტს, რომელსაც ისეთი სხეული ქონდა რომ თუ არ გძულდა ნამდვილად გადაგრევდა, ლადო კართან მივიდა და არცკი შებრუნებულა თიკასკენ ისე უთხრა
-თუ ესე უნდა მიყურო და მათვალიერო და გონება გებინდებოდეს ჩემს დანახვაზე, გირჩევნია ჯიუტობას შეეშვა თორემ ეგრე გაგიჟდები ფერია (ლადო) ღიმილნარევი სიტყვები მიწვდა თიკას ყურს და გაოცებული იდგა ერთ ადგილზე, როცა გამოერკვია ლადომ რა უთხრა იქ უკვე აღარ იდგა.
-იდიოტი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მე შენ გაჩვენებ გონების დაბინდვას და გაგიჟებას (თიკა) მაისური გამოიღო კარადიდან, გადაიცვა და დაბლა ჩავიდა, მაგიდას მიუჯდა და ჭამა დაიწყო, მალე ლადოც გამოჩნდა კიბეებზე, თიკამ ოდნავ თვალი ააპარა მისკენ და იქვე დარჩა მზერა. ნაცრისფერი სპორტულები და თეთრი მაიკით გამოწყობილიყო და თიკას გვერდით მიუჯდა.
-მე არ მაჭმევ? (ლადო) გვერდით მჯდომს გახედა და თავი ახლოს მიუტანა
-გაიწიე რა, ისეთი სუნამო გასხია ნერვები მეშლება (თიკა) არადა თავბრუს ახვევდა ისე მოსწონდა ეს სურნელი, რაღაც განსხვავებული იყო თითქოს
- დარწმუნებული ხარ? რაღაც არამგონია, შენი გულის ცემა მეც კი მესმის (ლადო) ისევ გაუღიმა გოგონას და შემდეგ გასწორდა -კარგი, თუარ მაჭმევ არც შევჭამ, ვაფშე არაფერს არ შევჭამ და ვნახავ სადამდე არ შეგეცოდები (ლადო)
თიკამ ხმა არ გასცა, განაგრძობდა მშვიდად ჭამას. ჭამას მორჩა, მიალაგა სამზარეულო და ლადოს მიუტრიალდა
-შეგიძლია მოიმზადო და მიირთვა (თიკა) ეს უთხრა და ოთახშ ავიდა
15წუთში კარგი ლადომ შეაღო
-იქნებ ვიხდი ან რამე, ესე დაუკაკუნებლად რომ შემოდიხარ(თიკა) თიკა საწოლზე იჯდა და კითხულობდა
-ფერია, ხვალ სკოლაშ გამოცდები გვაქვს, არ მინდა რამეზე გული დაგწყდეს, რაც გინდა ყველაფერი მითხარი, შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ პატარავ (ლადო) საწოლთან ჩაიმუხლა და ნაღვლიანი თვალებით მიაშტერდა გოგონას რომელსაც ბედნიერებამ გადაკრა სახეზე
-ამას მართლა ამბობ? შემიძლია გამოცდები ჩავაბარო? (თიკა)
-რათქმაუნდა პატარავ (ლადო)
ნაღდად არ მოელოდა რომ ლადო ამას ეტყოდა, თიკამ ჯერ გაიღიმა, შემდეგ უცებ მკაცრი სახე მიიღო და ლადოს შეხედა
-პატარას ნუ მეძახი, მე შენი პატარა არ ვარ! (თიკა)
-კარგი ჩემო პატარავ (ლადო)
-გითხარი უკვე! (თიკა)
-ჩემო ჯიუტო (ლადო)
-შენი არაფერი არ ვარ, დაიმახსოვრე და გადი ეხლა უნდა ვიმეცადინო (თიკა)
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ ეგ კარგად დაიმახსოვრე ქალბატონო და სულ ეგრე იქნება. (ლადო) წამოდგა და ოთახიდან გავიდა
თიკამ ოთახს გადახედა და სახეზე ღიმილი მოეფინა
მოსაღამოვდა და დაბლა ჩავიდა ლადოს დივანზე ჩასძნებოდა, ისე ეძინა რომ მისი ღიმილის კვალი დატყობოდა სახეზე. თიკა მიუახლოვდა და დაკვირვება დაუწყო, სწორედ ეხლა შეამჩნია მისი სახის ნაკვთები როგორი გასაოცარი იყო, მისი ცვირი სწორი და წვეტიანი, ტუჩებსაც დააკვირდა, რომელიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ, თვალის ჭრილი მეტად ლამაზი ქონდა ვიდრე აქამდე შეუმჩნევია, წარბები ისეთი რომ უფრო და უფრო მამაკაცურს ხდიდა ლადოს, შავი თმები კი შუბლზე ოდნავ ჩეჩვოდა და ჩამოყროდა...
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო ? (ლადო) უცებ შემოესმა თვალდახუჭული ლადოს ხმა რომლიც წინაც იდგა და შეცბა
-შენ არ გიყურებდი ! (თიკა)
-თიკა რა ბავშვი ხარ რომ იცოდე, აბა ვის უყურებდი? (ლადო) იცინოდა და გოგონას მიყვებოდა უკან, რომელიც სამზარეულოში მიაბიჯებდა ჩქარი ნაბიჯებით
-უბრალოდ მაინტერესებდა ეს ნაყოფი შენ თუ დაგემსგავსება როგორი იქნება.. (თიკა) ცივად უპასუხა და წყალი დაისხა
-ესე რატომ მოიხსენიებ ჩვენს შვილს? ოდნავადაც არ გეყვარება? (ლადო) საოცარი ტკივილი ჩანდა მის თვალებში როდესაც თიკასგან წეღანდელი ფრაზა მოისმინა
-ჩვენს შვილს? ის მხოლოდ შენი შვილია! ის შენი ცოდვის ნაყოფია ხომარ დაგავიწყდა? აი მე კი ეს არასოდეს არ დამავიწყდება! შეიძლება შევეცადო ოდესმე მაგრამ იმ საღამოს ვერასოდეს ვერაფერი ვერ დამავიწყებს!!! (თიკა) უყვიროდა ბოლო ხმაზე და თვალებში ცეცხლი ენთო
-ამის დედა შევ*** რა გავაკეთო ამის დედა მოვ****!!! უპატიებელი შეცდომა დავუშვი, გამოუსწორებელი, ნამდვილი არაკაცი ვარ! მაგრამ სიცოცხლეეზე მეტად მიყვარხარ! რა გავაკეთო თიკა მითხარი რომ ოდესმე მაინც შეძლო დავიწყება,ოდესმე მაინც შეძლო რომ მაპატიო, მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ. შენს თავს გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ, მაგ პატარას ვფიცავარ რომელიც უკვე მთელი არსებით მიყვარს, ოღონდ შენ მითხარი.. ოღონდ მითხარი (ლადო) ჯერ აღრიალდა მაგრამ შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და ხმის ჟღერადობამ იკლო, მის თვალებზე სველმა სითხემ გაიკვალეს გზა და ამხელა კარი რომელიც შესაძოა თიკაზე განადგურებული ესვენა სკამზე, ხმამაღლა ატირდა
თიკა ცრემლმორეული უყურებდა როგორ ტიროდა ლადო, უნდოდა მისულიყო და რამე ეთქვა უნდოდა რამე გაეკეთებინა რადგან ის არიყო გულქვა, თიკას არ შეეძლო ადამიანისთვის ზურგი ექცია და სასიკვდილოდ გაეწირა. ყველაფრის მიუხედავად.
გოგონა მისკენ წაიწია და აცახცახებული ხელი კისერზე დაადო და თან თვალები დახუჭა
ლადო კი შეკრთა, არ ელოდა ამ ყველაფერს, არ ელოდა რომ ის შეეხებოდა, რომ ის შეიცოდებდა, არ ელოდა... თავი ნელა წამოწია მაღლა და გოგონას ხელი შეუცურა წელში, უცებ მის მიხლებზე დაისვა და მთელი ძალით ჩაეხუტა, თიკა გაოგნებული იყო და კანკალს აეტანა, ვერც ინძრეოდა და ვერც ხმას ვერ იღებდა, ლადო კი ისე ეკვროდა რომ გეგონებოდათ ბოლო იმედს ეჭიდება რომელიც ქარიშხალს მიაქვსო...
ლადო უცებ გონს მოეგო, დაწყნარდა და გოგონა წამოაყენა
-მაპატიე, ვიცი რომ ასე უფრო მეტ ტკივილს გაყენებ, საერთოდ აღარ მოგეკარები. არ მინდა უბედური იყო, ბავშვი გაჩნდება და შენს ბედნიერებას მიხედე, ჩემგან ყურადღება არ მოგაკლდება არასოდეს ეგ იცოდე. არაკაცურად მოგექეცი და ეხლაც იგივეს ვაკეთებ რომ ძალით გაცხოვრებ ჩემთან, შენი ნებაა იცოდე, როცა გინდა მაშინ წადი. (ლადო) ამ სიტყვებს ეუბნებოდა და თან გული ლამის გასკდომოდა რადგან იცოდა ეხლა მას უშვებდა და უკან აღარასდროს დაუბრუნდებოდა.
-შენ ისეთი წმინდა ხარ, ისეთი უმწიკლო, მე შენი ღირსი არ ვარ (ლადო)
-ლადო... ხვალ გამოცდები გვაქვს, წამოდი, დაიძინე (თიკა)
გოგონა შეტრიალდა და კარდან ისევ გამოხედა და ანიშნა წამოდიო, ლადო სულ გადაირია, თითქოს წარმოუდგენელი მოესმა, ამას არ იფიქრებდა და სხვა ყველაფერს, დაჰიპნოზებულივით წამოდგა და თიკას გაყვა
-ღამემშვიდობისა(თიკა) თიკა ოთახსი შევიდა და კარი მიიკეტა
-ღამემშვიდობისა (ლადო) ჩაილაპარაკა და თიკას ოთახის კართან მივიდა, იქვე ჩაჯდა იატაკზე და ნაღვლიანად გაიღიმა
-ჩემო ფერია, ყველაფერს გამოვასწორებ და აი ნახავ შეგიყვარდები (ლადო)
ბუტბუტებდა თავისთვის და იქვე ჩაეძინა მალევე.
ღამით თიკა სამზარეულოში გავიდა ხაჭო მოუნდა და კარი როგორცკი გამოაღო შეკრთა, გაეცინა ჩუმათ, უცებ გადააბიჯა და სამზარეულოში ჩავიდა , მიირთვა ხაჭო და ისევ ავიდა, ლადო ისევ ისე იწვა
-ლადო ადექი, ნორმალურად დაიძინე(თიკა)
მწოლიარე სხეული წამშ წამოხტა და თიკას წინ გამართული დადგა
-მაპატიე მეე... (ლადო) უცებ ვეღარ მოტვინა რაზე უხდიდა ბოდიშს და იქაურობას მოავლო თვალი
-წადი დაისვენე (თიკა) თიკა ოთახშ შევიდა კარი უნდა მიეკეტა როცა ლადომ დაუძახა
-თიკა.. მე აქ ცოტა ხნით გავჩერდი და ჩამძინებია (ლადო) შემდეგ მიხვდა რა სულელობა წამოროშა დაბნეულმა და ისევ მიაშტერდა თვალებში
-მადლობა რომ ესეთი კარგი და საოცარი ხარ (ლადო)
თიკას არაფერი არ უთქვამს კარი მიიკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცინა
-იდიოტი... (თიკა)
დილით სკოლაში წავიდნენ, ყველა ულოცავდათ წყვილს შეუღლებას
-თიკუნა როგორ ხარ ჩემო ლამაზო?? ვაა სიძე შე ძველოო (ნინი) სკოლის კართან ნინი შეხვდა და გადაკოცნა წყვილი
-კარგად ნინი შენ როგორ ხარ? თამო სადარის? (თიკა)
-რავიცი ვარ რაა... მაღლაა კლასში. სიძე გოგოს მოგტაცებ რა ცოტა ხნით (ნინი) ნინიმ ლადოს გასძახა რომელიც ძმაკაცებს ელაპარაკებოდა
-არ დაიკარგოთ (ლადო)
-გოგო მე მეგონა შენ და სანდრო ცუღლუტობდით, თურმე მე სად მძინავს... (ნინი) მხარი გაკრა თიკას და სიცილი აუტყდა
-ხოო... სანდრო რაშვება? სადარის? (თიკა)
-აქ იყო ეხლა, რავიცი რას შვრება... არის ძველებურად(ნინი)
ამასობაშ კლასსაც მიუახლოვდნენ
-თიკუნააა (თამო) ბოლო ხმაზე დაიყვირა თამომ და თიკუნას ჩაეხუტა, თიკამ სალკლასო ოთახს თვალი მოავლო და უცებ სინთქვა შეეკრა, გული თითქოს უნდა გამსკდარიყო უკვე ისე ფეთქავდა როდესაც სანდროს თვალებს გადააწყდა, რამოდენიმე წამშ კი ისეთი ტკივილი იგრძნო გულში რომ უკკვე გაუსაძლისი იყო. სანდრო მის ყოფილ შეყვარებულის გვერდით იჯდა თეონასთან და ხელზე ეფერებოდა, თიკას თვალები ცრემლებით აევსო და გოგოებს მიუტრიალდა
-მე ალბათ ლადო მეძებს უნდა წავიდე (თიკა)
უკან მოეხუდავად შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა დაბლა
-ლადო არ მოდიხარ? (თიკა) დაბლა ჩასულმა დაუფიქრებლად დაუძახა ლადოს რომელსაც ამის გაგონებაზე სიხარული და ბედნიერება წარმოესახა სახეზე
-თიკა გაიცანი ესენი ჩემი ძმაკაცები არიან, ამათმა გასულ წელს დაამთავრეს სკოლა, რეზი და გიო (ლადო)
-სასიამოვნოა რძალო შენი გაცნობა (რეზი)
-მოხარული ვარ (გიო)
-მადლობთ, ჩემთვისაც (თიკა)
-კარგი წავედი აბა ეხლა და გელოდებით ჩემთან (ლადო)
-დავაი აბა შენიცი (რეზი)
-კარგად თიკუნა (გიო)
-კარგად იყავით (თიკა)
სკოლის კარში შევიდნენ, გამოცდებმა კარგად ჩაიარა, მართალია თიკა ძალიან დაძაბული იყო მაგრამ ხელი ამას არ შეუშლია. გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სკოლიდან გავიდნენ
-მხოლოდ შენს გამო შევიკავე თავი ეგ იცოდე, მაგრამ ამის შემდეგ ვეღარ გადამირჩება(ლადო)
-ვერგავიგე ?? (თიკა)
-ვერ ვიტან რომ გიცნობს !!! ვერ ვიტან რომ საერთოდ ოდესმე შეგხებია!!! მართალია საერთოდ არ გამოუხედავს შენთვის, გართული იყო იმ ბო*** ფერებით მაგრამ მაინც... ცხვირპირი მინდა დავუნაყო (ლადო)
-გიჯი ხარ(თიკა)
მანქანაშ ჩასხდნენ და წავიდნენ
თიკა გზაში სულ იმაზე ფიქრობდა თუ რატომ მოიქცა ესე სანდრო. ესე როგორ მიაგდო და ფეხებზე როგორ დაიკიდა, თუმცა გვერდით ლადო ისე იღრინებოდა როცა ხვდებოდა რაზე ფიქრობდა თიკა, ფიქრის საშუალებასაც არ აძლევდა.
მანქანა ეზოშ გააჩერა და გადავიდა, როგორც ყოველთვის კარი გაუღო თიკას.
-არ იყო საჭირო(თიკა)
-იყო (ლადო)
სახლში შევიდნენ და თავიანთ ოთახებისკენ წავიდნენ ისე რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ
ცოტა ხანში თიკა დაბლა ჩავიდა საჭმელად, თიკას დაბლა ჩასვლას კი ლადოს გაყოლაც თან მოყვა
სოსისები მოიხარშა და კვერცხი შეიწვა ქალბატონმა, ლადო კი იჯდა და მომღიმარი უყურებდა
-ბოლოს როდის ჭამე? (თიკა)
-ორი დღის წინ (ლადო)
-მე ტყუილად მელოდები, მაინც არ მოგიმზადებ არაფერს (თიკა)
-არაუშავს, ხოდა ესე ვიქნები (ლადო) საქმე იმაში იყო რომ ლადო მართლა არ ჭამდა არაფერს
-ხოდა იყავი (თიკა)
-მე გარეთ გავალ (ლადო)
თიკას უნდოდა ეკითხა სად მიდიხარო მაგრამ გადაიფიქრა, მანქანა დაქოქა და წამის მეასედში გაქრა ეზოდან, მალევე დაბრუნდა ორი დიდი პარკით ხელში და სამზარეულოში შევიდა, პარკები მაგიდაზე თეფშის წინ დაულაგა და მის პირდაპირ დაჯდა
ჭამას მორჩა, ადგა, მიალაგა იქაურობა და გასასვლელ კარს მიუახლოვდა როცა ლადოს ხმამ შეაყოვნა
-არ გაინტერესებს პარკებში რეები დევს? (ლადო)
თიკა შემოტრიალდა და პარკები გადაწია, შემდეგ ლადოს ახედა, წარბი აწია, პარკებს ხელი მოკიდა და კუხნიდან უკანალის ქნევით გავიდა, თან თავისთვის ეღიმებოდა, ლადოს სიცილი აუტყდა მის ასეთ ქცევაზე და უკან დაეწია
-მიყვარხარ (ლადო) მიაძახა თიკას რომელიც უკვე ოთახში შედიოდა, გოგონა უცებ შეყოყმანდა შემდეგ ოთახში შევიდა და საწოლზე მოკალათდა და პარკებიდან თითქმის მთელი სახის ტკბილეულობები, იოგურტები, ნატურალური წვენები... გადმოყარა საწოლზე და ჭამას შეუდგა
ისეთი გარინდული სახით ჭამდა რომ სულს არ ითქვამდა და როგორც ყოველთვის დაურღვია მყუდროება ლადომ
-მიხარია რომ გიხარია (ლადო)
-კიარ მიხარია ვჭამ (თიკა)
ძლივს მოცდა ჭამას და პასუხი უცე გასცა
-ჩვენი შვილი ღორმუცელა იქნება ალბათ (ლადო)
თიკას პასუხი აღარ გაუცია მაგრამ არა ჭამის გამო, არამედ იმის გამო რომ არ იცოდა რა ეთქვა.
ჭამას ცოტა ხანი შეეშვა დარჩენილი ტკბილეულობები პარკში მოათავსა და ლადოს გაუწოდა
-გამომართვი(თიკა)
-რატო? (ლადო)
-იქ დადე(თიკა) მაგიდისკენ მიუთითა, ლადომ პარკი გამოართვა, მაგიდაზე დადო და თიკას მიუახლოვდა რომელიც საწოლში შეწოლილიყო და თვალები მოეხუჭა
-რა ლამაზი ხარ... (ლადო)
-.... (გოგონას პასუხი არ გაუცია, არც თვალები გაუხელია უბრალოდ გული აუჩქარდა მისი სიახლოვე რომ იგრძნო და საშინლად დაიძაბა)
-ესე ძაან გძულვარ? (ლადო)
-ნუ დაიწყებ! დამტოვე! (თიკა) თვალებ გაუხელელად მიახალა და ზურგი აქცია
-როცა გიახლოვდები გული რომ საშინლად გიცემს ეს რას ნიშნავს? სულ ოდნავ მაინც არ გინდა ჩემთან ყოფნა? (ლადო)
-გული მიცემს? ცოცხალი ვარ და მაგიტომ და დანარჩენი შენი ჰალუცინაციების ბრალია (თიკა) გადმობრუნდა და ზეწარი თავზე დაიფარა
-ჩემი პატარა ხარ, ჯიუტო (ლადო)
ადგა და დალა ჩავიდა, ცოტახანში ძმაკაცებიც მოუვიდა, რეზი და გიო და ტელევიზორს მიუსხდნენ
-შენ მაგარი საცემი გვყევხარ ტო (რეზი)
-კაი რა ოღონდ ეხლა არ გინდათ (ლადო)
-მერე ჩემს დას მოვიყვან და გავაცნობ (გიო)
-ხო კარგს იზამ, ხვალ მინდა ხელი მოვაწეროთ (ლადო)
-თუ მაინც წასვლას აპირებს რაღა აზრი აქვს ხელის მოწერას (რეზი)
-არ წავა, ვუთხარი თუ გინდა წადი თქო, როცა გინდა მაშინ წადითქო და არ წავიდა, ანუ არც მერე არ წავა ,ჩემი გოგოა, ჩემი პრინცესა (ლადო) ბურტყუნებდა თავისთვის და ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალები
-არა რა ძმაო ეგ შეცდომა როგორ მოგივიდა.. (რეზი)
-ისე შენ და სიყვარული? პირველად მესმის ეე... პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ და არც არავინ არ მოგწონდა სერიოზულად და ეხლა რო გისმენ გაოგნებული ვარ შენ ძმობას ვფიცავარ (გიო)
-სიგიჟემდე მიყვარს(ლადო)
-ის გამოს******* სანდრო არ გამოჩენილა? (რეზი)
-არა ძმაო ვაფშე დაიკიდა, ამას კიდე ეგონა რო უყვარდა, არადა მე ხოვიცნობ იმ ახვარს (ლადო)
-უხ მე მაგის ჭორიკანა დედა მ****** (რეზი)
-კაი აღარ მინდა მაგ ს**** ლაპარაკი, ხვალ ხელის მოსაწერად 4ზე წავალთ (ლადო)
-კაი ძმაო ჩვენ იქ დაგელოდებით (გიო)
ბიჭები გააცილა და მაღლა ასასვლელად მოემზადა როცა კიბეებიდან თიკა ჩამოფრაყუნდა
-რამე ხომარ გინდა? (ლადო)
-წყალი (თიკა)
-მოგიტან (ლადო)
-მეთვითონ! (თიკა) კიბეებზე ჩავიდა და ლადოს მკაცრი მზერა გაუსწორა
-გამომყევი სამზარეულოში (თიკა) უთხრა და წავიდა, ლადოს ცივმა ოფლმა დაასხა, ამ მოულოდნელი ფრაზის გაგონებისას, გოგონას უკან გაყვა, სამზარეულოში შევიდნენ და ლადო თიკას წინ აესვეტა რომელმაც კვერცხის შეწვა დაიწყო
-რასაკეთებ? (ლადო)
-საჭმელს გიმზადებ (თიკა) მკაცრად უთხრა ისე რომ არც შეუხედავს
-ჩემზე ზრუნავ? (ლადო) ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ფეხი ააბაკუნა
-არა, უბრალოდ ესე მოკვდები, მერე მე დამაბრალებენ და ციხეში ჩამსვავენ.. (თიკა) თიკას თვითონვე გაეცინა თავის უაზრო წამონაროშზე
-ჩემი ულამაზესი (ლადო) მაგიდასთან დაჯდა
თიკამ მალევე დაუდო თეფში წინ
-გემრიელად მიირთვი (თიკა) წყალი დალია, კუხნა მიაწესრიგა და ამასობაში ლადომაც მოამთავრა ჭამა.
-წამოდი გეყოფა ეგ ხვალ მიალაგე, ხო მართლა ხვალ 4 ხელის მოსაწერად მივდივართ ქორწინების სახლში (ლადო)
-კი მაგრამ რა საჭიროა? (თიკა)
-საჭიროა თიკა, წამოდი შეეშვი მაგ მაგიდას (ლადო)
-თიკა დასჯილი ბავშვივით უკან გაყვა
-ტკბილი ძილი (ლადო)
როგორც ყოველთვის არც ეხლა არ გაუცია ხმა ისე შევიდა ოთახში და კარი მიკეტა.
-როგორ მიყვარხარ რომიცოდე... ჩემო ანგელოზო(ლადო) ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კარი მიხურა.

მოვედი მეექვსე თავით... ლადო/თიკას და სანდრო/თიკას გულშემატკივრებოო ცოტაარიყოს დამაბნიეთ და აღარ ვიცი როგორ გავაგრძელო ისტორია... გამიზიარეთ თქვენი აზრები.. იქნებ რამე დასკვნა გამოვიტანო, ველი თქვენს შეფასებას



№1  offline წევრი Ana Tsintsadze

ყველაფერ დატოვე ისე როგორც არის ანუ ლადოს და თიკას შორის კავშირი არ გამიწყვიტოო გთხოვ ძაან კარგიხარ

 


№2 სტუმარი ლანნ

ძალიან კარგი ხარ ^_^_ მიყვარს ეს მოთხრობა.მე პირადად ლადოს და თიკას წყვილი მომწონს <3

 


№3  offline წევრი Nicaa

საზიზღარია ეს ლადო და გულისამრევი. ძალიან დიდი სისულელე იქნება თიკას მხრიდან მისი შეყვარება. ლადომ რაც გააკეთა ესეთ რამეს არ პატიობენ :)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მართალია ლადო ცუდად მოიქცა,მაგრამ არც სანდრო მოქცეულა კარგად,თუ უყვარდა არ მიატოვებდა,მერე რა რომ ორსულად იყო.არ დააშორო ლადო და თიკა რა

 


№5 სტუმარი mariami

ცა გეთანხმები სანდრო არ დაივიწყებს თიკას. Aლბათ სპეციალურად ეფრებოდა დააბრუნეთ რა თიკა და სანდროოოო არ ვარგა დამიჯერეთ მარალია არც მე არ მიყვარს ერთფეროვნება მაგრამ აქ ...... არ ვარგა

 


№6  offline წევრი keti200911

Lado da tika datove ra ertad,momecona es tavi,kargi iyo.

 


№7  offline წევრი Peke--

ყოველთვის როცა ისტორიას ვდებ, თან ვფიქრობ "ეხლა ამას დავდებ და შევისვენებ, მერე გავაგრძელებ ხვალ ან ზეგ" მაგრამ როცა კომენტარებს ვხედავ ხოლმე სიხარულით ვივსები, როცა ვგრძნობ რომ ელოდებით და კითხულობთ, რაც შეეხება ამ ბიჭებს :D მგონი ეს ისტორია ძველად თურქეთში რომ დაეწერათ, მწერალი ადვილად მოაგვარებდა გულშემატკივრების რეაქციას :D ოღონდ ამჯერად მრავალქმრიანობა რომ ყოფილიყო :D რავიცი აბა რას დაგპირდეთ, რამეს ვეცდები. .. მიყვარხაართ <3

 


№8 სტუმარი tamtaa

სანდრო და თიკა შეარიგე.. რაც არუნდა პატიება თხოვოს ლადომ თიკას მაინც არუნდა აპატიოს ამიტომ არაასაპატიებელი. და შეარიგე რა სანდროსტან ^_^ ძაან გამიხარდება თუ სჰეარიგებ

იმ იმედით ვკითხულობ რომ ბოლოს სანდრო და თიკა ერთად იქნეიან არ გამიცრუო იმედები

Nicaa
საზიზღარია ეს ლადო და გულისამრევი. ძალიან დიდი სისულელე იქნება თიკას მხრიდან მისი შეყვარება. ლადომ რაც გააკეთა ესეთ რამეს არ პატიობენ :)

გეთანხმებიი

ლორელაი
მართალია ლადო ცუდად მოიქცა,მაგრამ არც სანდრო მოქცეულა კარგად,თუ უყვარდა არ მიატოვებდა,მერე რა რომ ორსულად იყო.არ დააშორო ლადო და თიკა რა

თიკამ სთხოვა რომ თუ უყვარდა დაევიწყებინა და აგარასოდეს გამოჩენილიყო ისიც სურვილს უსრულებსს

 


№9  offline წევრი Peke--

აშკარად ცუდ სიტუაციაში ვარ )) მგონიი აქ დრამა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება )) თიკა არც არავის და ბოლოს მევფიქრობ ფინალიც ესეთი იქნება )) იმიტომ რომ ვერ მივდივარ დასკვნამდე, 50/50 ზეა არვიცი რაიქნება, ერთგულო მკითხველებო ნუ მიწყენთ, თქვენს აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ და წვრილმანებში რაღაც რაღაცეებს გავითვალისწინებ კიდეც, მაგრამ მე მაინც იმას დავწერ რასაც მუზა და გული მიკარნახებს <3 იმედია არ გამინაწყენდებით ამის გამო მაგრამ ძირითადად ესე წერს ყველა ვინც წერს, მე რომ ხათრით ვწერო ეს უკვე ჩემი დაწერილი აღარ გამოვა, კიდევ ერთხელ გკოცნით და იმედია ცუდად არ გამიგებთ <3

 


№10  offline წევრი milangirl

როგორ და როგორც შენ გინდა. ამ ისტორიას შენ წერ და არა მკითხველი, ამიტომ დაწერე შენი ვერსია. რაც არ უნდა დაწერო ყველა კმაყოფილი მაინც არ იქნება

 


№11 სტუმარი salome

Aუ რა არ დატოვოთ ლადო და თიკაერტად გთხოვთ დაარუნეთ თიკასი და ნდროს წყვილი დამიჯერეთ რააა

 


№12  offline წევრი Peke--

milangirl
როგორ და როგორც შენ გინდა. ამ ისტორიას შენ წერ და არა მკითხველი, ამიტომ დაწერე შენი ვერსია. რაც არ უნდა დაწერო ყველა კმაყოფილი მაინც არ იქნება

ხოდა ასეც მოვიქცევიი, მადლობა ჩემო კარგოო <3

 


№13 სტუმარი mariami

Peke--
აშკარად ცუდ სიტუაციაში ვარ )) მგონიი აქ დრამა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება )) თიკა არც არავის და ბოლოს მევფიქრობ ფინალიც ესეთი იქნება )) იმიტომ რომ ვერ მივდივარ დასკვნამდე, 50/50 ზეა არვიცი რაიქნება, ერთგულო მკითხველებო ნუ მიწყენთ, თქვენს აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ და წვრილმანებში რაღაც რაღაცეებს გავითვალისწინებ კიდეც, მაგრამ მე მაინც იმას დავწერ რასაც მუზა და გული მიკარნახებს <3 იმედია არ გამინაწყენდებით ამის გამო მაგრამ ძირითადად ესე წერს ყველა ვინც წერს, მე რომ ხათრით ვწერო ეს უკვე ჩემი დაწერილი აღარ გამოვა, კიდევ ერთხელ გკოცნით და იმედია ცუდად არ გამიგებთ <3
არ დატოვო ეს წყვილი დააბრუნე სანდრო და თიკა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent