ერკე მიდასი... მეფე უგვარდის საიდუმლოება (1)
ერთ სამეფოში, რომელსაც ლავერი ერქვა, დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა მეფე, სახელგანთქმული და ძლევამოსილი მეფე. მის სახელს სულ სიყვარულითა და მოკრძალებული შიშით იხსენებდნენ, თუმცა მაინც ყველას უყვარდა სამართლიანი მმართველობისთვის. სიყვარულით მართავდა სამეფოს, ამიტომ ყველა სხვა მმართველობაზე, რაც კი ისტორიაში არსებობდა, მისი სამეფო ძლიერი, ერთად შეკრული და მხიარული ჩანდა. ყველა ბნელ კუთხეშიც კი არ იყო ბოროტება, თითქოს სამუდამოდ განდევნეს და დაამარცხესო, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. მეფე უგვარდს ულამაზესი ცოლი და პრინცესა ჰყავდა. ბედნიერი ოჯახი, ბედნიერად მართავდა სამეფოს. მეფე ყველას უყვარდა, პატივს სცემდნენ, მისი ხალხი მისთვის ლოცულობდა კიდეც, რომ დიდხანს ეცოცხლა და ძლიერად ემართა. დედოფალს ხანდახან წუხილი ეტყობოდა მის ლამაზ გამოხედვაზე, რომელსაც დამწუხრება და ტკივილი ნამდვილად არ უხდებოდა. მეფე კარგად ამჩნევდა მის სევდას, ნოსტალგიას ძველი ცხოვრებისადმი, მაგრამ ამაზე არასდროს იღებდა ხმას, უარესად არ ვატკინოო, შიშობდა. წარსულის ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც ყველა ჩვენგანს აფრთხობს, არსად არ მიდის, მაგრამ მის გამკლავებას კი ვსწავლობთ. მას ჯერ კიდევ ვერ ესწავლა. სამეფო, თავისი სილაღით და ცხოვრების წესით იყო განთქმული. საკმარისი იყო სამეფოს ჭიშკრის ზღურბლზე გადაბიჯება, რომ თითქოს მთელ შენს ტკივილს იქ ტოვებდი, გარეთ აგდებდი და სამეფოში ბედნიერი შედიოდი. გრძნობდი ხალხის დამოკიდებულებას, თუნდაც უცხო ყოფილიყავი და ესეც ბედნიერებას განიჭებდა. გრძნობდი რომ ბედნიერება შენთვის იყო, შენ კი ბედნიერებისთვის. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყველას უყვარდა ერთმანეთი, ჩხუბის და კამათის დრო კი არ რჩებოდათ, სამეფოში მომსვლელი ყოველთვის პოულობდა თავის ერთადერთ სიყვარულს და ბედნიერებას, რაც ეკუთვნოდა და რასაც იმსახურებდა. როცა პრინცესა აირა ცამეტი წლის გახდა, მისი სილამაზის მსგავსი არავინ იყო მთელ სამეფოში და დღითი-დღე მშვენდებოდა, ამ დროს კი სამეფოში ერთი შავებში ჩაცმული, მოხუცი დედაბერი გამოჩნდა, რომელსაც ბედნიერება ვერ ეპოვა და მის თვალებში ზიზღი ჩანდა. მხრებში მოხრილი, ჯოხით მოსიარულე, მოწყენილ-დაღრეჯილი სახით, ყოველ შემხედვარეზე კვალს ტოვებდა. ერთი შეხედვით ნორმალური, მაგრამ შავი აურის მქონე ქალი. საკმაო ხანს დარჩა ლავერში, მაგრამ მას ყველა გაურბოდა, ვინც თვალებში შეხედავდა კი, მაშინვე ტკივილს გრძნობდა და ყველა ის ემოციაც უბრუნდებოდა, რასაც არ ამჟღავნებდა, ასე ვთქვათ უბრუნდებოდა ძველ ტკივილს, იმედგაცრუებას, დაკარგულ მეხსიერებას და იმ საშინელ დროს, რის დავიწყებაც მოახერხა. მან საკუთარი ბედნიერება ვერ იპოვა ამ სახელგანთქმულ ქალაქში, ამიტომაც თავის ხერხს მიმართა, რაც ყველაზე მეტად გამოსდიოდა. ის შავი ჯადოქარი აღმოჩნდა, რომელსაც ყოველთვის ბოროტება მოჰქონდა ყველგან, ცხოვრობდა მარტო, მაგრამ არც ადამიანებს ასვენებდა და ებრძოდა სიყვარულს, ბედნიერებას. ლავერსაც იგივე დაემართა. მეფეს ცოლი მოუკლა, შემდეგ კი გაუჩინარდა. დედოფლის სიკვდილმა მთელ სამეფოს მწუხარების ბინდი გადააფარა. ყველაფერი გაშავდა და განაცრისფრდა, ბედნიერების ხანა დასრულდა და ადამიანთა სახეებიც კი გაუფერულდა. მათთვის ღიმილი გაუცხოვდა, მუდამ მოწყენილი და მწარე სახეებით ჩაივლიდნენ ერთმანეთს სალამსაც აღარ ეუბნებოდნენ, მეტიც - ისინი აღარ ცდილობდნენ ეპოვნათ ბედნიერება. ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა, რომ ყველა უბედურად ქცეულიყო, გარდა მეფისა, მეფე თავად მიხვდებოდა და თავად მოიწყენდა ამის შემყურე, რადგან მას უნდა შეეგრძნო მისი სამეფოს დაცემის გემო, როცა ყველაფერი თვალწინ ენგრევა, ამის გამოსწორება კი არ შეუძლია. სასახლე ასეთი სიტყვებით დატოვა მოხუცმა: „თქვენ... არავინ იმსახურებთ ბედნიერებას, ის მხოლოდ გარეგნულად აკრავს თქვენს ცნობიერებას, გარეგნულად გხდით ღიმილიანს და ბედნიერს, მოჩვენებითად, თუმცა ნამდვილ სახეს კი მალავთ. ახლა მე გაჩვენებთ როგორია თქვენი გულები, თქვენი სინამდვილე.“ მეფე წუხდა, რადგანაც არ შეეძლო თავისი შვილისთვის გაღიმება დაეძალებინა. ყოველთვის, როცა მაგიდას მიუსხდებოდნენ, პრინცესა ხმასაც კი არ იღებდა, არათუ ერთი პატარა ნაპერწკალი გაკრთობოდა თვალებში ბედნიერების და ღიმილს მოეცვა მთელი სასახლე, ცარიელი დარბაზები და მთელი სამეფო. დაივიწყეს სიმღერა, გართობები, აღარც ეხუნჯებოდნენ ერთმანეთს, ყველა სერიოზული და დაღვრემილი სახეებით დადიოდა, ასევე სერიოზულად და მოსაწყენადაც ლაპარაკობდნენ, რაც მეფეს ყოველთვის ძილს ჰგვრიდა და მასზეც ცუდად მოქმედებდა. მათ გულებში სიცარიელეს დაედო ბინა, რასაც ვერავინ შეავსებდა და მეფეს ბრაზი ჯადოქრის მიმართ კი არ ახრჩობდა, არამედ საკუთარი თავის მიმართ, რომ წინ ვერ აღუდგა ბოროტებას, ვერ გადაფარა ის სიყვარულით და მან დაამარცხა, ასევე შვილზეც დარდობდა, რადგან ფიქრობდა მომღიმარს ვეღარასდროს იხილავდა. ამ ფიქრებმა ის იმ აზრამდე მიიყვანეს, რომ უნდა წასულიყო. წასულიყო და ბედნიერება თავად მოეძებნა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. უმოქმედოდ ყოფნა აღარ შეეძლო, ტანჯავდა, გულს უწვავდა, რაღაც არ ასვენებდა. უყურებდა მოქიშპე მტრებივით, რომ ჩხუბობდნენ მეზობლები, ნათესავები, უყურებდა და გული ვერ უძლებდა, ანდაც როგორ გაუძლებდა, როცა ერთ დროს, ბედნიერი სამეფო, რომელსაც არაფერი აკლდა, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ და ერთმანეთი უყვარდა მოსახლეობას, ახლა რად იქცა, როგორ გაცამტვერდა და დაიქცა. მტვრად. ნაცრად. იქცა ერთ დიდ შავ ორმოდ, რომელსაც ნათელი ფერები აკლდა ამოსავსებად. ახლა მათ სძულდათ ერთმანეთი და მიზეზს ეძებდნენ საჩხუბრად, ერთხელ მეფეც კი ლამის შემოებრდღვნათ, დროზე გაასწრო. იმატა ხალხში ხოცვა ჟლეტამ, იმატა მკვლელობებმა და დაუნდობელმა სისხლისღვრამ. „როგორ შეიძლებოდა ადამიანების ამდენად შეცვლა, როცა ადრე მათი გული სიყვარულით იყო სავსე?“ - გაუელვა თავში მეფეს, მაგრამ მაშინვე ჩაახშო. არ იცოდა და ვერც წარმოიდგენდა, რისთვის იტანჯებოდა ასე და რატომ დაატყდა მის სტუმართმოყვარე სამეფოს ამხელა უბედურება, ისიც კი არ იცოდა რაზე იტანჯებოდა მისი ცოლი და რისთვის იყო ყველაფერი. მთავარი იყო, რომ მზად იყო ყველაფერი შეეცვალა, მზად იყო ბედნიერება ეპოვა, რომ ეს საშინელი ჯადო მოეხსნა, თუნდაც ამისთვის იქამდე ევლო, სანამ ფეხები ტკივილისგან დასვენებას არ მოსთხოვდნენ, სანამ ცხენიც გაუძლებდა და მიწაზე პირქვე არ დაეცემოდა და კიდევ უფრო შორსაც. მას სიცოცხლის გასაგრძელებლად რაიმე სჭირდებოდა, რაც მის არსებობას შესძენდა აზრს, რაც ყველას შეუნარჩუნებდა მწირ ბედნიერებას მაინც. იმედით აივსო, როცა მოგონებების სკივრში, რომელიც სასახლის მიყრუებულ, უფანჯრებო და სრულიად დაობებულ სარდაფში მოეთავსებინათ მსახურებს, სურათი აღმოაჩინა, საიდანაც ქალიშვილისა და ცოლის თვალები სიხარულით, ბედნიერებით ბრწყინავდნენ, სახე კი უღიმოდათ და მაშინ მიხვდა, რომ ყველაფერი ჯერ დაკარგული არ იყო. მიხვდა ბედნიერებას მარტივად ვერ მიიღებდა, ბედნიერება მასთან არ მივიდოდა, თვითონ უნდა ეძებნა ის და ამისთვის მსხვერპლიც კი გაეღო. თავის გასაწირადაც კი იყო მზად, ოღონდ საკუთარი სამეფო არ ენახა ასეთ დღეში და ისიც გრძელ, დამღლელ და გასაოცარ მოგზაურობაში წასასვლელად გაემზადა. ჩაიცვა უბრალო ტანსაცმელი, რასაც სხვა დროს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვამდა, მოიშორა საკუთარი დიდება, გვირგვინი, თავის ერთგულ ცხენს, ტარგელს დააჯდა და ბრძანა საგზალიც გაეტანებინათ. დაიბარა მალე ვერ დავბრუნდები და შვილს მიმიხედეთო, თვითონ კი გზას დაადგა. ემძიმებოდა მისი მარტო დატოვება, მაგრამ ვერც თან წაიყვანდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, როცა მესამე დიდი ბორცვი გადაიარა და უამრავ გზააბნეულ მგზავრს გასცდა, რომლებსაც ერთიდაიმავეს კითხვით აჩერებდა, ბედნიერების პოვნა სად შეიძლებაო, როცა სამეფოსგან ძალიან შორს იყო და სირბილისგან ცხენიც კი ძალიან გადაღლილიყო გადაწყვიტა შეესვენა და ცხენიდან ჩამოხტა. საპირისპირო მიმართულებით ერთი არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ არც ძალიან მოხუცი მამაკაცი მოდიოდა, რომელსაც ქსოვილით დატვირთული ურემი მოჰყავდა თან. მეფემ გააჩერა და გამოლაპარაკება სცადა. იქნებ, ამან მაინც იცის სად ვეძებო ჩემთვის სანუკვარი და ოცნებად ქცეული ბედნიერებაო. -როგორ მოგმართოთ? - ჰკითხა მან. -მაქსიმი... მაქსიმი მქვია ბატონო. შორი გზიდან მოდიხართ ალბათ თქვენც. თქვენი სახელი? - თავი დაუკრეს ერთმანეთს. მეფე შეყოვნდა. ეტყობოდა მაქსიმს მასში მეფე ვერ ამოეცნო და თვითონაც დაუკრა თავი. ეს ყველაფერი მისთვის უცნაური იყო, არ იყო შეჩვეული, მაგრამ გრძნობდა რომ ნამდვილი ვინაობა არ უნდა გაემხილა და სხვა სახელით გაეცნო. - არტური მქვია, მოგზაური ვარ, ერთი სამეფოდან მეორეში ვმოგზაურობ და შთაბეჭდილებებს ვაგროვებ. - მეფემ იცოდა მაქსიმს რომ გაეგო მის წინ ვინ იდგა, არც დაფიქრდებოდა ისე დაუჩოქებდა და მოწიწებით დაუწყებდა ლაპარაკს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა. სრულიად ჩვეულებრივად უნდოდა შემდგარიყო საუბარი, ორ ჩვეულებრივ ადამიანს შორის, როგორც ერთმანეთს ახლად შეყრილებს სჩვევიათ ხოლმე. - მაგრამ ახლა, ბედნიერებას და სიყვარულს ვეძებ, ჩემი შვილის კვლავ გაბედნიერება მინდა, სამწუხაროდ ცოლის სიკვდილის შემდეგ მთელი სა.... - ენას დროზე დააჭირა კბილი და განაგრძო. - ჩემი შვილი ძალიან დადარდიანდა, ჩემი საყვარელი გოგო, ულამაზესი პრინცესა, რასაც ვერაფერი შველოდა, რაც არ უნდა მომეხერხებინა. აგერ უკვე რამდენი წელია, რაც მის სახეზე ღიმილი არ მინახავს. -მე ვიცი, რაც გჭირდებათ თქვენ... - მორიდებით ჩაილაპარაკა კაცმა. - მაგრამ, არ ვიცი რამდენად ირწმუნებთ ჩემს სიტყვებს... -რა? მაინც რა არის ის. - გააწყვეტინა მეფემ. -ვიცნობ ერთ ადამიანს, თუმცა ამას ცნობას ნამდვილად ვერ დავარქმევ ალბათ და ვერც ადამიანად მოვიხსენიებ, თუმცა სხვაგვარად ვერ დავიწყებდი. - ისიც იცოდა სად ცხოვრობდა და გზაც მიასწავლა მაქსიმმა. ეს იყო სიყვარულის მარაგის მფლობელი ჯადოქარი, რომელიც შორს, დიდი მთების გადაღმა ცხოვრობდა, მარტოდმარტო. მისი გული დიდი სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ გამზიარებელი არ ჰყავდა და მისი ცხოვრებაც ნელა მიედინებოდა, მდორედ (ეს თავად ჯადოქარმა მოუყვა მაქსიმს). - მაგრამ გაფრთხილებ, რომ ყველა მაგია საფასურის გადახდას ითხოვს, რაც ხანდახან ადამიანის ძალებს აღემატება. მე ვერ შევძელი. - თავი ჩაღუნა და ცრემლები გადმოყარა, გახსენება მისთვისაც მტკივნეული იყო, თუმცა ამის საჭიროებას ნამდვილად გრძნობდა. მეფე დაინტერესდა, უფრო დაწვრილებით უნდოდა გაეგო ყველაფერი ამ ჯადოქარზე, მიუხედავად იმისა რომ არ სჯეროდა მათი არსებობის, ბოროტი ჯადოქრის წყევლის შემდეგ, არც ის გაუკვირდა რომ სადღაც, კეთილი ჯადოქარიც ცხოვრობდა. ისიც ჰკითხა, თუ საიდან იცოდა მან ჯადოქრის არსებობის შესახებ. ის ხომ უბრალო ადამიანი იყო, ვაჭარი, რომელიც ძლივს თუ შოულობდა ლუკმაპურს, მაგრამ ეს უკანასკნელი აღარ უთქვამს, მხოლოდ ის თხოვა ყველაფერი მოეყოლა. -დიდი ხნის წინ, ქალი მიყვარდა, რომელიც ახლაღა ვხვდები, რომ არ უნდა შემყვარებოდა. - დაიწყო მაქსიმმა. - ერთად ყოფნა არ გვეწერა, მე მეჯინიბე ვიყავი, ის კი - პრინცესა, მომავალი დედოფალი. - ამოიოხრა. - მას ლეა ერქვა და ჩემს სიყვარულს ახლაც გულით ვატარებ. უცხო სამეფოს მეფეს გაჰყვა ცოლად, მოუწია, რადგანაც სამეფო გასაჭირში იყო, სიღატაკისგან უნდა ეხსნა, მამამისს უნდოდა ასე და ამ ქორწინებას „ბრწყინვალეც“ კი შეარქვა წარმოგიდგენიათ? უნდოდა მდიდარ მეფეზე გაეთხოვებინა, რომ დედოფალი ყოფილიყო და არა მეჯინიბეზე, რომელიც ვერაფერს მისცემდა სიყვარულის გარდა. – „აი თურმე რა ყოფილა“ გაიფიქრა მეფემ და თავის ცხენს მიყრდნობილი მოსმენა განაგრძო. - მას ის არ უყვარდა, გეფიცებით იმდენად სძულდა ის, რამდენადაც მე ვუყვარდი, მაგრამ ბედისთვის შეგუება მოუხდა. - კბილები გააკრაჭუნა ზიზღით მაქსიმმა. - სწორედ ამის გამო მოუწია ჩემთან განშორება, მამამისის გამო, სამეფოს გამო, მეფემ კი მე სამუდამოდ გამომაგდო სამფლობელოდან. მე მესმის, რომ ლეა ვერაფერს იზამდა და იმ უგულო მეფეს, რომელსაც არავინ უყვარდა თავისი ძალაუფლების გარდა, ცოლად გაჰყვა. მთლიანად დარწმუნებული ვარ, რომ მას სურდა შვილი, მემკვიდრე სამეფოსთვის და არა სიყვარული, თან ეს ქორწინებები, სამეფოებს შორის ხომ ტრადიციაა, როგორ შეიძლება მათ წინააღმდეგ წასვლა. - ირონიულად და სევდიანად ჩაიხითხითა. - მისი ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე სახე წარმომიდგებოდა ხოლმე ყოველთვის და მინდოდა, რომ გონს მოგებულიყო. ლეა დაეთმო ჩემთვის, მაგრამ მან ჩემ შესახებ არაფერი იცოდა. რა იცოდა, როგორ გამეტებით მიყვარდა იგი. - მაქსიმმა კიდევ უფრო ამოიოხრა, მეფე გაოცებული უსმენდა და თან ახლა უფრო მეტად მოსწონდა თავისი საქციელი, მისი ვინაობა რომ არ გაამჟღავნა. - რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც გამომაგდეს სასახლიდან, მაგრამ ვიცოდი რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა, გადავწყვიტე შევპარულიყავი და მენახა ჩემი ფერია, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ერთადერთი ადამიანი, ვინც კი ყველაზე მეტად მიყვარდა ამქვეყნად. ის, ვინც მთელი ამ მიწების ზურგზე, რაც კი არსებობს, ერთადერთი იყო ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო. დავბრუნდი და ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. მეჯინიბედ სხვა დაეყენებინათ, უფრო გამოუცდელი და ბავშვივით უმწეო, აბა რა უნდა ცხენებს ღამე გარეთ?! - ხმას აუწია. - რომელმა ჭკუასუსტმა დატოვა... დავინახე, ნეტავ არ დამენახა, მაგრამ დავინახე ვინც იყო, ვიღაც ლაწირაკი, გეფიცები შიმშილით კლავდა... - შეიცხადა, მაგრამ მალევე დამშვიდდა და თხრობა ნელ ტემპში განაგრძო. - მის ოთახში შევიპარე, ვიცოდი მისი ფანჯარა რომელიც იყო და ფრთხილად ავძვერი, ღია დამხვდა და მეც გადავედი, შემდეგ მისი სახე დავინახე, არ ეძინა, იქვე გავიყინე, მუხლებზე დავეცი და გავშეშდი. ვფიქრობდი ნეტავ არ მენახა-მეთქი. ბალიშში ჩაერგო თავი და ტიროდა. ხმა რომ გაიგო, ტირილი შეწყვიტა და ამომხედა. დამინახა თუ არა წამოხტა საწოლიდან და მაგრად ჩამიხუტა. კოცნებით ამავსო და მის სახეზე, ღიმილი და ბედნიერება დავინახე. მაშინ გავიგე, რომ მთელი დღეები ტიროდა, იმის გამო, რომ გამაგდეს. არტურ, ვერ წარმოიდგენთ როგორ მესიამოვნა მისი ჩახუტება, მისი თბილი და ცეცხლივით მხურვალე ხელები, რომ მომხვია აღარ მინდოდა გაეშვა, თუნდაც ასე მის ხელებში მოვმკვდარიყავი მამამისის ხელით. შემდეგ გამშორდა და ის მითხრა, რასაც საერთოდ არ ველოდი. მითხრა უნდა დაგივიწყოო, ასე აღარ შემიძლიაო და მან მომიყვა იმ ჯადოქარზე. ლეამ სასახლის ჭორებით გაიგო, მას სჯეროდა და მეც სხვა რა გზა მქონდა, დავუჯერე. -და თქვენ ამხელა სიყვარულს, იმის საშუალება მიეცით, რომ დაევიწყებინეთ? - გაუკვირდა არტურს. -ის ჯადოქარიც ამაში სჭირდებოდა. ელექ, რომელიც შენს დავიწყებაში დამეხმარებაო, მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი სიყვარულის გაქრობა და სხვისი შეყვარების დაძალებაო. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი მაშინ, არ მინდოდა მას ეტანჯა, არც ის მინდოდა დაეკარგა შანსი ბედნიერი ყოფილიყო და დაეკარგა მამა, რადგან ერთხანს ვფიქრობდი თან წავიყვან-მეთქი. მეფე არ აპატიებდა და უკან აღარ მიიღებდა ალბათ, რაც ტრაგიკულად დასრულდებოდა. მზად ვიყავი მსხვერპლიც კი გამეღო, ეს გამეკეთებინა და გზას დავადექი. რთული იყო გზა, ჩემს შიშებთან ბრძოლა დამჭირდა. მაგრამ ეს სწორედ ის არის, რის გარეშეც მასთან ვერ მიაღწევ. - მეფე დაფიქრდა თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, რადგან ის მეფე იყო, უშიშარი. ყმაწვილს კი დაწვრილებით გამოჰკითხა ამ შიშებზე. -იმ მთებში უცნაური და არარსებული, უფრო სწორედ სხვანაირი ჰაერია, რაც მხოლოდ იქ არის და არსად სხვაგან. ის იცავს იმ მთებს დიდი ურჩხულებისგან და ბოროტი ძალებისგან, რომლებიც ვერ აღწევენ, მათთვის შეუძლებელია. ადამიანს კი შიშებს რეალურად უქცევს და მას უწევს შეერკინოს მათ, ეს კი ყველაზე, ყველაზე რთულია. მე იქ მისულს ლეა დავინახე, მთავაზობდა გაპარვას და შორს, ერთად წასვლას. ვიგრძენი ჩემთან ყოფნა უნდოდა ნებისმიერ ფასად და მისი ჩახუტებაც კი შევიგრძენი. რა თქმა უნდა, არ იყო რეალური, თუმცა იმ წამს ყველაფერი რეალურად გეჩვენება, გებინდება გონება, რეალობის აღქმას კარგავ და უნდა გაუძლო, თუ ვერ გაუძელი, შეიძლება იქვე დაიკარგო და სამუდამოდ დარჩე, მაგრამ ილუზიაში მოგიწევს ცხოვრება. მაშინ ბედნიერი იყო, სულ დამავიწყდა რომ ჩემგან მართლა უწევდა წასვლა, მაგრამ ხელახლა განვიცადე, უეცრად არ ვიცი რა დაინახა ჩემს მზერაში, მაგრამ... უეცრად... - სიტყვა გაუწყდა. ანერვიულდა. შეაჟრიალა და შემაგრება სცადა, რომ არ წაქცეულიყო. მეფეს თვალებში შეხედა, მან დამშვიდება სცადა, რაც ნამდვილად არ ჰგავდა იმ კაცის საქციელს, ვინც სულ ახლახანს გაიგებს მისი ცოლის ასეთ ტრაგიკულ სიყვარულს და თან როგორი საშინელიც წარმოედგინათ ის. იქნებ მართალნიც არიან და ჩემს თავში ამ მონსტრს ვერ ვხედავო, კი გაიფიქრა, მაგრამ მალევე განაგდო ეს აზრები. სიყვარულის ჯადოქარზე ყველაფერი იწამა, ლეას ტანჯვის მიუხედავად ის ბედნიერი იყო მასთან, მხოლოდ მოგვიანებით დაეტყო ნაღველი. ნამდვილი სიყვარული ბოლომდე ვერ დაავიწყა. - უეცრად საიდანღაც დანა გამოიძრო და მუცელში გაიყარა, ვხედავდი სისხლისგან როგორ იცლებოდა, კვდებოდა და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. იმაზე მეტადაც კი განვიცადე და ვიტანჯებოდი, ვიდრე ახლა, როცა ის მაინც ვიცი სადღაც არის, სადღაც ცხოვრობს და ბედნიერია. ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდია გასახსენებლად ჩემთვის, ამან მეც მომკლა და ბოლო მომიღო, უკვე დარწმუნებულიც კი არ ვიყავი, რომ ჩემი დედოფალი ცოცხალი დამხვდებოდა. -მერე? მერე რა მოხდა? - დაინტერესდა მეფე. -რა მნიშვნელობა აქვს როგორ, როცა ადგილზე მიხვალ შენც ნახავ ყველაფერს, თან ყველა ადამიანს ინდივიდუალური გზა აქვს, ინდივიდუალური დაბრკოლებები და ყველა თავის დემონებს ებრძვის, თავის ხაფანგებში ებმება. მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ ლეას ელექ ჩამოვუტანე და მანაც ცრემლიანმა სულმოუთქმელად დალია. ჯადოქარმა წამოსვლის წინ კი მითხრა, რომ ეს იყო საფასური, ჩემი სასჯელი, რადგან სიყვარულს ბოლომდე ვერ მივყევი. საკმარისი დოზა არ მომცა მეც დამელია და დამვიწყებოდა ყველაფერი, ჩემი სასჯელი კი სწორედ ეს იყო, რომ მხსომებოდა ის და გულში ეკლად ყოფილიყო მუდამ, რაც გაუსაძლის ტკივილამდე მივიდოდა. ვხედავდი როგორ კიოდა და შიშს ჰგვრიდა ჩემი დანახვა, რა თქმა უნდა იმ წამლის დალევის მერე საერთოდ ვერ მიცნო და არც იყო გასაკვირი. დაცვას ეძახდა მიშველეთ მოკვლას მიპირებენო. მე კი გული მიკვდებოდა და ის საიდუმლოც ჩემში შევინახე, არაფერი ვუთხარი. -რა საიდუმლო? რა? - უცნაურად შეხედა არტურს მაქსიმმა. არტური დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა და რითი აეხსნა მისი ასეთი დაინტერესება, მაგრამ ბოლოს... - უბრალოდ მეც მომიწევს იმ ჯადოქართან შეხვედრა და ყველაფერი მაინტერესებს. - შვებით ამოისუნთქა. -ჯადოქარმა თქვა - ძალაუნებურად დაიწყო კვლავ. - რომ ის მთელ სამეფოს სიხარულს და ბედნიერებას აჩუქებდა, ყველას სიყვარულით აავსებდა მისი დანახვა და ლეაც სულ სიყვარულს შეაფრქვევდა მის ირგვლივ მყოფთ, ვისაც შეხედავდა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ყველა კვლავ უბედური გახდებოდა და მისი სიკვდილიც დიდხანს არ დაიცდიდა. გესმით? ვიცოდი რომ ამით ვკლავდი კიდეც, მაგრამ არაფერი ვუთხარი. - ცხვირი ჩამოუშვა, თავს დამნაშავედ გრძნობდა. არტურის გულშიც კი საშინელი ცეცხლი ბობოქრობდა, მტკივნეული, მწველი. გაუსაძლისი იყო ეს მისთვის. - ისე უნდოდა ჩემი დავიწყება, ისე ტანჯავდა რომ სხვაგან უნდა გადასულიყო და მე დამშორებოდა, მეგონა ეს უფრო მალე მოკლავდა და უთქმელად მივეცი პატარა ჭურჭელი ვარდისფერი სითხით სავსე. -სწორედ ეს იყო მაგიის საფასურიც. - წაიბუტბუტა მეფემ. -როგორ... რა? -შენი ტანჯვა არ იყო ის საფასური, რასაც მაგიისთვის გადაიხდიდი. ეს ლეასთვის იყო. შენი დავიწყების საფასური იქნებოდა მისი იმაზე ადრე სიკვდილი, ვიდრე დრო მოუვიდოდა. -ღმერთო, ჩემო, ეს რა გავაკეთე. - აცრემლებულმა ბოლო ცრემლის წვეთიც გადმოაგდო და მის წინ ფეხსაცმელზე დაეცა, გეგონებოდათ ზღვას შთაენთქა იგი. მეფე გაოცებული შეჰყურებდა მას. დაამშვიდა, დააწყნარა და მადლობა გადაუხადა ამ ყველაფრისთვის. ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ, რომ მაქსიმმა შეაჩერა. -ხო, მთავარი დამავიწყდა, მეგობარო. - ჯერ კიდევ ცრემლებს იწმენდდა. - ის ისე არ დაგენახვება მის სახელს თუ ორჯერ არ წარმოთქვამ და ეს შიშის ღრუბელის გავლის შემდეგ უნდა გააკეთო. -რა ჰქვია მას? - გაურკვევლად წარმოთქვა, გაახსენდა რომ სახელი არ უთქვამს. -ერკე მიდასი. - თქვა ბიჭმა, მასზე ცოტა უმცროსმა და ერთმანეთს გაშორდნენ. მეფე კვლავ თავის ცოლზე, მის ლამაზ ლეაზე ფიქრობდა. მაქსიმი კი მის დაკარგულ სიყვარულზე, თავის დედოფალ ლეაზე. ...................... აბა, განვაგრძო დადება? ეს მოთხრობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ძვირფასი გახდა რამდენიმე მიზეზის გამო ჩემთვის, მაგრამ აქ მაინც სხვაგვარი ისტორიები უფრო პოპულარული და აქტუალურია. უფრო სიყვარულზე, სიყვარულის გამო ჩადენილ "სისულელეებზე", რომელთაც სულაც არ ეწოდება სისულელე იმ მომენტში და კიდევ სხვადასხვა რამეზე, თუმცა ეს ლავ სთორი მაინც აქტუალურია, მაგრამ მინდა განსხვავებული ისტორია შემოგთავაზოთ, სადაც სიყვარულის გარდა სხვა რამეც იქნება, დაბრკოლებები, დიდი საფრთხეები და მოულოდნელობებით, ხიფათით სავსე თავგადასავლები, სადაც ბედნიერების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, მაგრამ არა იმგვარი, როგორც ვიცით და ამ საიტზე ვკითხულობთ. მოკლედ, მინდა ზღაპარში გადაგისროლოთ, არარსებულ სამყაროში, მაგიისა და ჯადოქრების ერაში და კიდევ სხვა უცნაური არსებების სამყაროში, სადაც მუდმივად სიკეთის გამარჯვება შეუძლებელია და მუდამ სიკეთე ვერ იმარჯვებს, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება დეტალებზე მივიპყრო, რასაც ამ მოთხრობაში წაიკითხავთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ, გაიგებთ რის თქმას ვცდილობ და გამომყვებით. ახლა თქვენ შეფასებებს ველიიი და ყველაზე მეტად მაინტერესებს ამ მოთხრობაზე/ზღაპარზე, რომლის იდეაც უკვე დიდი ხნის წინ გამიჩნდა, პირველი თავი დაწერილი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი ამ პირველ თავზე გავჩერდები და აქ დავასრულებ-მეთქი, სანამ გაგრძელება არ მთხოვეს, არ მოითხოვეს უფრო სწორი იქნებოდა და რაც ეს ისტორია დავდე, ანუ პირველი თავი, იმის მერე ყოველთვის მწერდნენ როდის გააგრძელებო... თქვენ არ გეცოდინებათ, მაგრამ გაიგებთ. ხოდა, მეც მათ სურვილს ვასრულებ და ვაგრძელებ ამ ისტორიას... თუ მოგეწონებათ შემდეგსაც დავდებ. ახლა მაინც გაიგებთ, რატომ ვუწოდებ ჩემ თავს სიყვარულის ჯადოქარს... თქვენი სიყვარულის ჯადოქარი, რომელსაც ყველა უყვარხართ: ერკე მიდასი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.