მელანქოლიკი 4
თორნიკე თვალებს ვიფშვნეტ და მაღვიძარას ბუნდოვნად ვხედავ. უკვე რვა საათია. ცხრაზე კი მენაბდესთან უნდა ვიყო. შარვალს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ წვერის გასაპარსად. გუშინდელი დღე თვალწინ მიდგება და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ სახლში ჩემთან ერთად ახალგაზრდა გოგონაა, ჯულია ჯავახიძე. ის სულ სხვა სახელით მიცნობს. ჰგონია რომ ლაზარე ჩარკვიანი ვარ და მეც ამით უნდა ვისარგებლო. ჩემი საქმეების შესახებ თუ რამე გაიგო, ეჭვი შეეპარება და ჩემ ვინაობას მამიდასთან გადაამოწმებს, თუ რა თქმა უნდა შეძლებს ამას. გარეთ გამოვდივარ და ზოლიან პერანგს ვიცმევ. სამზარეულოში ჯულიას ვხედავ და უკან გაბრუნებას ვაპირებ შეუმჩნევლად, ჩემკენ მომზირალი შავი თვალები რომ მიჭერს. -გამარჯობა!-მესალმება ღიმილით და ხელებს იბანს. -დილა მშვიდობისა, ჯულია!-არც მე ვაკლებ დადებით ემოციებს და მაგიდასთან ვჯდები. -იცი, შეიძლება ვიჩქარე, მაგრამ... მინდოდა... მე... მინდოდა საუზმე მომემზადებინა.-ლამისააა ატირდეს. რა ჩერჩეტია... ამის გამო რატომ უნდა ვეჩხუბო... -მერე რა მოხდა? პირადად მე ჩაის მოდუღებაც არ ვიცი და მოხარული ვიქნები თუ შენც გამომიწევ დახმარების ხელს. გულზე ეშვება. ჩაის ჭიქები მოაქვს და ერთ ფინჯანს მეც მიწვდის. რამდენიმე წუთი ორჭოფობს, მერე კი კარადისკენ მითითებს. -შაქარი ვერ ვიპოვნე. ჩაი აქ იდო და... მგონი შაქარი კარადაში უნდა იდოს ხომ? მინდოდა შენთვის ნებართვა მეთხოვა...-ჟაკეტს ტანზე ისწორებს და ცდილობს მომაჩვენოს, თითქოს ძალიან აინტერესებს ჩემი ფეხსაცმელი. -ასეთ წვრილმანებს ნუ მეკითხები... უკვე გითხარი, რომ გარკვეული ხანი აქ უნდა იცხოვრო, ასე რომ...-კეფას ვიქექავ და სკამზე ვანიშნებ. ის ყველაფერს ამზადებს და დამჯერად მეწვევა სუფრაზე. ჯემიანი პურებიც კი ძალიან გემრიელია, მიუხედავად იმისა რომ სუპერმარკეტში ვიყიდე და შინაურის ხელი აკლია. ალბათ ბებიაჩემმა რომ იცოდეს ვიღაცის ''მოთითხნილს'' ვჭამ, გადაირევა და ფეხით ჩამოვა დედაქალაქში. ჯულია ისე იციცქნება, მგონი სრულიად არ მოსწონს ჩვენი მოკრძალებული საუზმე. -არ მოგწონს?-ვეკითხები გაოცებული-თუ სულ ასე ნამცეცებს ჭამ პატარა ბეღურასავით? უხერხულად ახველებს და თავს ღუნავს. მისი გაუბედავობა რატომღაც მხიბლავს. დღევანდელობაში მსგავსი გოგონები იშვიათია და მე ხომ განსხვავებულებს ვანიჭებ უპირატესობას. -შენ ფორმაზე ნერვიულობ?-წარბებს ერთმანეთს ვაბჯენ. ვერ ვიტან როცა თავიანთ სურვილებზე უარს ამბობენ, მხოლოდ იმიტომ რომ მოკლე ქვედაბოლოებში და შორტებში ''გამოეკვეხნონ'', მერე კი თქვან ''ვჭამ და არ ვსუქდებიო''. ამას თუ ჭამა ჰქვია, რა ვიცი, რა ვიცი... -არა...-გულწრფელად მეუარება ის.-ყურადღებას ასეთ სისულელეებს არ ვაქცევ. არ დამიჯერებ მაგრამ მაინც გეტყვი... დიეტა არასდროს დამიცვავს, ანდაც სად მქონდა ამის საშუალება... -ალბათ ვარჯიშობდი... ის ისევ უარყოფას აპირებს, რაღაც რომ ახსენდება. ფიქრობს თქვას თუ არა, ბოლოს მაინც ამბობს. -ვცეკვავდი... -ცეკვავდი?-არ მაკმაყოფილებს მისი პასუხი. -ხო, ვცეკვავდი... ლათინო-ამერიკულებს. ამ ბოლო დროს კი აღარ მცალია. ვმუშაობ და... ღმერთო ჩემო სამსახური!-მოუალოდნელად კარისკენ მირბის და ისევ ჩემკენ ბრუნდება.-მაპატიე... სამსახურში მაგვიანდება... მე უბრალოდ თავს ვუქნევ და ისიც სასწრაფოდ ქურთუკს იცვამს. კიდევ ერთხელ გამომხედა და სახლი დატოვა. საკუთარ თავზე ვბრაზდები. რა იქნებოდა ეს კითხვა რომ არ დამესვა. ჯულიასაც არ გაახსენდებოდა თავისი სამსახური და არ წავიდოდა... მარტოობა სულს მიჭამს. სწრაფად ვდგები და მეც ჩემ გზაზე მივდივარ. ვატოსთან წასვლა აღარც გამხსენებია. გაჩერებასთან მდგარ ტაბლოზე საათს ვხედავ და მით უფრო მემატება გაცხარება. ჯულია ლაზარესთან საუბარმა ისე ჩამიყოლია, რომ ყველაფერი გადამავიწყდა. აჩქარებული ნაბიჯებით შევდივარ კომპანიაში და წინსაფარს ვიკეთებ. იქნებ თიკომ ვერც კი გაიგოს, რომ დამაგვიანდა. ჩემი უპასუხიმგებლობის გამო ერთადერთი შემოსავლის წყარო რომ დავკარგო, ჭკუიდან შევიშლები. დღის განრიგს ვკითხულობ და დირექტორის კაბინეტისკენ მივემართები. ბატონი ნიკოლოზის ძალიან მეშინია და დღემდე ვერ შევჩვეულვარ მის პირქუშ ნაკვთებს. უფროსი სამუშაო მაგიდას მისჯდომია და რაღაც დოკუმენტებს ავსებს. ზედ არც კი მიყურებს. მე კი ველოდები როდის მოწყდება საქმეს და მარტო დამტოვებს. როგორც ვიცი იატაკის საწმენდი ფხვნილის სუნს ვერ იტანს. -რა გინდა?-თავს სწევს და უემოციოდ მაჩერდება. -მე...-მაბნევს მისი გამოხედვა.-აქაურობა უნდა მოვაწესრიგო... -ანუ დამლაგებელი ხარ? ეს როგორ? პირველად ხომ არ მხედავს? განა თავად არ მიმიღო სამსახურში? აბა სხვას ხომ არ ანდობდა ამდენი ხნის ნაკოწიწებ ბიზნესს... -დიახ, ჯულია ჯავახიძე. -ნიას დაუძახე! კართან მჯდარ ქალიშვილს ვუხმობ და ისიც მაშინვე გვიერთდება. -ნია, თორნიკე ფილფანთან შეხვედრა გააუქმე. ურთიერთობა გუშინ გავწყვიტეთ. ნიას აშკარად ეტყობა განცვიფრება. ცნობისმოყვარეობა სძლევს და არ იცის რა ქნას, დაიკმაყოფილოს თუ არა... -კი, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა? -მგონი გასაგებად ვერ გითხარი... ბატონ თორნიკეს სურს ყველაფერი თავის ნებაზე გააკეთოს, მე კი თანახმა არ ვარ!-ყვირის ის და მოადგილეც კუსკუსით გადის თავის ოთახში. -ნახევარი საათით გავდივარ. მანამდე გაქვს დრო!-ახლა მე მიბრუნდება, ფოლდერებს ხელში იჭერს და ნიას უკან მიჰყვება. ეჭვი მიჩნდება. იქნებ თორნიკე ფილფანი ის ადამიანია, გუშინ ტელეფონი რომ გამიკეთა... როგორი გააფრთლებული იყო, მაგრამ მაინც მომაქცია ყურადღება და დამეხმარა. მის მიმართ ინტერსი მიჩნდება. რაც არ უნდა თქვას ნიკოლოზმა, მაინც ვერ შემიცვლის დამოკიდებულებას. არადა თიკოსგან ვიცი რომ ძვირადღირებული კონტრაქტი იყო, ორი მილიონი ცოტა ხომ არაა? ფიქრით თავს არ ვიტანჯავ. დირექტორმა რომ მომისწროს, ალბათ ყველაფერს თავზე დამამხობს. ფარდებს ვწევ და ფანჯრებს ვაღებ. მობილურის ვიბრაციას ვგრძნობ. ''გამიღიმე'' მახსენდება... მასთან საუბარი რაც არ უნდა იყოს სასიამოვნო იყო. იმ წუთებში სულ არ მახსოვდა ჩემი ტკივილი და განცდები, სხვა სამყაროში ვიყავი და არაფრის დამალვას არ ვცდილობდი. ......................................................... ესეც შემდეგი ტკბილებო! გუშინ ისეთი დატვირთული დღე მქონდა, დადება ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ დღეს ცოტა გაერკვიეთ სიტუაციაში. ძალიან დაძაბული და სევდიანი ნაწილი გელოდებათ წინ, ასე როომ... დააკომენტარეთ და გამახარეთ! ხომ იცით რომ მოუთმენლად ველოდები თქვენ შეფასებებს... სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.