შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 5


5-11-2015, 23:10
ავტორი ml99
ნანახია 4 752

საბუთებს ჩანთაში ვაწყობდი, ანდრა მოშორებით იდგა და თვალს არ მაშორებდა....-----+-+-++-+-++-
-არ შეცვლილხარ, ისეთივე ისეთი ენამწარე, ამაყი და თავდაჯერებული ხარ.
არაფერი მითქვამს მოვბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი.
-დაგავიწყდა! როდესაც გესაუბრები ზურგს ნუ მაქცევ. მკლავზე მიჭერდა ხელს.
-გამიშვი! არც შენ შეცვლილხარ ისევ ისეთი უხეში და ბაყაყი ხარ! გამიშვი! რა გინდა ყველაფერი დამთავრდა! თავისკენ მიმიზიდა და თვალებში ჩამხედა.
-ჯერ არაფერი დამთავრებულა! გამოსცრა კბილებს შორის. -ესეიგი შენი მარიონეტი ვიყავი არა, მეთამაშებოდი და შემდეგ ტრაბახობდი. მაგრამ ცდები პატარავ, კარგად არ მიცნობ. ახლა ჩემი ჯერია....
-გამიშვი! შენი არ მეშინია მე ოჯახი მყავს, სულ აღარ მაინტერესებ! მე შენთან ყველაფერი დავასრულე...
-მარათლა რაღაც შენ ქმარს ვერსად ვხედავ! არ..... სიტყვა მერაბმა გააწყვეტინა რომელიც ოთახში შემოვიდა.
-ანდრეა! დაბნეული გვიმზერდა ბატონი მერაბი.
თავი გავითავისუფლე და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ოფისში შესვლისთანავე განცხადება დავწერე და მაიკლს გავუგზავნე სამსახურში აყვანის მიზნით. სახლშიც არანაებ გაღიზიანებული დავბრუნდი. კარი გავაღე თუ არა წინ გაბრიელი შემომეგება. გულში ჩავიკარი და იმ წამს გადამავიწყდა ბრაზი. ახლა ცრემლებიც კი მომადგა ვერ გადავიტანდი ეს პატარა, ცელქი არსება ვინმეს წაერთვა ჩემთვის. არა არა არ უნდა გაიგოს ბურდულმა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არც იმის უფლებას მივცემ დამამციროს!
მარიამს დიდხანს ვესაუბრე, ყველაფერი ვუამბე.
-ვფიქრობ რომ სჯობს კომპანიაში განვაგრძო მუშაობა. მაიკლიც თანახმაა.
მარიამს გაეღიმა, შემდეგ დასერიოზულდა თავი თანხმობის მიზნით დამიკრა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
--------
იესსსსს როგორც იქნა. გეგმის 2 ნაწილი შესრულებულია. მუშაობას იწყებს. რათქმაუნდა ანდრეას გამო. ჰა ჰა ჰა გაები მახეში დაიკო. სიცილით მივუახლოვდი მაცივარს და ტკბილეული გამვაწყვე.
ოთახში გაბრიელი შემოვიდა, თვალების სრესით, ახალ გაღვიძებული მგელუკა, გვერდით მომიჯდა, ტკბილეული აიღო, პირი გამოიტენა, მე მაშა და დათვი ჩავრთე და კომფორტულად მოვკალათდით მდივანზე.
------
წყალი გადავივლე, თმის მშრალებით გამოვედი მისაღებში.
მდივანზე შოკოლადით პირმოთხუპნულ გაბოს და მარიამს, ჩახუტებულებს, ერთად ტკბილად ეძინათ.
ორივეს შუბლზე ვეამბორე, პლედი მივაფარე. სამზარეულოში ყავა მოვიმზადე საბუთებს გადავხედე, შემდეგ ბურდული გამახსენდა, ძალიან მოვიწყინე....
ხვალ გაბრიელს საბავშო ბაღში შევიყვან, ჩემი ბიჭი უკვე დიდია დროა საბავშო ბაღში შევიდეს. ვიცი უმისოდ გამიჭირდება მაგრამ ასე სჯობს.
-------
-დე... თავზე დამახტა გაბრიელი, ადექი ლა ბაგსი წავიდეთ!!!!
-ვდგები დე... გაიქეცი მარიამთან ჩაგაცვას.
პატარა გაბოსაწოლიდან ჩამოხტა და ოთახიდან გაიქცა.
ძალიან უხაროდა, ბაღში წასვლა. მარიამის მონათხრობის შემდეგ კი უფრო მეტად.
-დე იქ მანქანები ალი?
-კი
-ლობოტი მანქანები?
-კი
-ავტომატები?
-კი ღიმილით ვპასუხობდი პატარას და ხელჩაკიდებული მივუყვებოდით აშ გზას.
ჯგუფში შესვლისას ჩემი პატარა სულ არ დაბნეულა, ბავშვებისკენ გაიქცა. პატარები გაკვირვებულნი უყურებდნენ გაბრიელს. ბავშვებს პატარა ქერათმიანი გოგონა გამოეყო. გაბრიელს მიუახლოვდა დარცხვენილმა სათამაშო გაუწოდა. გაბრიელმა გამოართვა, მოშორებით ჩამოჯდნენ და თამაში დაიწყეს.
მასწავლებელს ვესაუბრებოდი, ჩვენს გვერდით კარი გაიღო და ვიღაც გავიდა. ოთახი მოვათვალიერე, გაბრიელი ვერ ვიპოვე, გარეთ გავედი, გაბრიელი უკვე გასასვლელთან იყო.
-გაბრიელ! გაბრიელ! დე მოიცადე ! ვუძახდი პატარას, ფეხზე მაღლები მეცვა სირბილს ვერ ვახერხებდი. გაბრიელი ქუჩაში გავიდა გზაზე გადასვლას აპირებდა. გაიქცა მისკენ ავტომობილი მოდიოდა.
-გაბრიელ დავიყვირე ფეხშიშველა გავიქეცი....
არ მეგონა თუ არ მოვკვდებოდი. ავტომობილი გაბრიელისგან ერთი მეტრით დაშორებით შეჩერდა.
შეშინებული ვიკრავდი გულში ჩემს სიცოცხლის აზრს და მთელი გულით ვტიროდი. შეშინებულს ჯერ კიდევ ხელები მიკანკალებდა.
-კი მაგრამ ამ ბავშვს პატრონი არ ყავს? ხმაურით გადმოვიდა შუახნის ქალი ავტომობილიდან მას კი გვერდით მამაკაცი მიუდგა.
-საკმარისია სოფია ხომ ხედავ როგორი შეშინებულია ორივე! კარგად ხართ?
გაბრიელი ყურადღებით დავათვალიერე გულში ჩავიკარი და ფეხზე წამოვდექი.
-მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ. მზერა დარცხვენილმა ძლივს გავუსწორე უცნობებს.
-ანასტასია, შვილო შენ ხარ? ხომ კარგად ხართ? პატარამ რამე ხომ არ იტკინა? მომმართა ბატონმა მერაბმა.
-არა არა ყველაფერი რიგზეა...
-გოგონავ ფეხი გაჭრილი გაქვთ მომმართა სოფიამ.
მხოლოდ ახლა ვიგრძენი ტკივილი.
-არაფერია.... ჩვენ წავალთ, კიდევ ერთხელ ბოდიში. დაბნეული მეც არ ვიცოდი რას ვამბობდი.
-ასე სიარული გაგიჭირდება, დასხედით გთხოვთ, მოგვმართა ქალბატონმა სოფიამ. იგი ამ დროის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა გაბრიელს.
გაბრიელი გაბრაზებული ჩახტა მანქანაში. ჯერ კიდევ შეშინებული, დაბნეული, არეული ვიყავი.
მერაბმა და გაბრიელმა ბევრი ისაუბრეს და იმხიარულეს. სოფია ისევ ყურადღებით გვაკვირდებოდა.
-დიდი მადლობა, ნახვამდის. დავემშვიდობე ქალბატონ სოფიას და მერაბს. მერაბმა გამიღიმა შემდეგ დაიხარა ხელი გაუწოდა გაბრიელს, გაბომ მხიარულად დაკრა ხელი და მოულოდნელად ჩაეხუტა. ძალიან გაოცებული დავრჩი, გაბრიელი არც ისე მარტივად ამყარებს ურთიერთობას უცხოებთან....
-----
ბურდულების სახლი
---------
-ვისზე ფიქრობ მამი? მხიარულად მიმართა ჩაფიქრებულ ვაჟიშვილს მერაბმა.
-ჰმმმმ... არავისზე! უპასუხა ჯერ კიდევ ჩაფიქრებულმა ანდრეამ.
მერაბს გაეცინა
-დროა დაოჯახდე ანდრეა, ჩვენც დავბერდით, შვილიშვილს მინდა მოვესწრო. გაბრიელის მსგავსს, ცელქს! რა კარგი ბავშვია არა სოფი?
-კი ძალიან საყვარელია, რომ ვუმზერდი სულ ანდრეას პატარაობა მახსენდებოდა, მასავით ცელქი და ამავდროულად გონიერი ბავშვია. მწვანე თვალები და ქერა კულულები აქვს როგორც ანდრეას, ჰქონდა 4 წლის ასაკში. ქმრის გვერდით დაიკავა ადგილი სოფიმ და გაიღიმა.
-ვისზე საუბრობთ ასე აღრფთოვანებით? იკითხა ანდრეამ.
-ანასტასია ჯაყელი გახსოვს? დღეს მის პატარას თითქმის დავეჯახეთ. მადლობა უფალს, რომ დროულად დავამუხრუჭე.... ნაღვიანად წარმოთქვა მერაბმა......
ანდრეა უკვე აღარ უსმენდა მშობლების საუბარს, ანასტასია ჯაყელი.... მისი შვილი... ძალიან ჰგავს ანდრეას..... სოფის ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა გონებაში. ტასოს ქმარი არ ჰყავს.... იქნებ.. იქნებ... გაბრიელი....
- რამდენი წლისაა გაბრიელი? მის ბაგეებს მყისიერად მოსწყდა სიტყვები.
-4 წლის ვხდებიო, მიამბო... რა მოხდა? ანდრეა საით? გაკვირვებული მერაბი მიმართავდა ვაჟიშვილს, რომელიც უკვე სახლს ტოვებდა.
-----
მანქანას მთელი სისწრაფით ატარებდა. დაბნეული, ჩაფიქრებული, იხსენებდა აგარაკის დღეებს. სვლა შეანელა, სახე გაუნათდა, გაიღიმა. უსაზღვრო სითბო ეღვრებოდა გულში როდესაც აცნობიერებდა რომ გაბრიელი შესაძლოა მისის შვილი ყოფილიყო. ბოლოს გააჩერა. ტელეფონი აიღო და გიგას დაურეკა
-შვილი მყავს! მამა ვყოფილვარ ტო! გაეცინა ანდრეას......
-------------
გაბრიელი ძლივს დავითანხმე საბავშო ბაღში წასვლის თაობაზე. ბოლოს გაბუსულმა ჩამკიდა ხელი. გაბო ბავშვებთან დარჩა. მე კი დირექტორის კაბინეტში შევედი საბუთების შესავსებად.
----------
-სად ხარ ამდენხანს?
-რავი ტო, ანაბელს (გიგას შვილი) ვაცმევდი. ნანა საუზმეს ამზადებდა და. სანამ სამსახურში მივალთ, ანაბელი დავტოვოთ საბავშო ბაღში კაი?
-კაი. ანაბელი მანქანაში ჩააჯინა, თავად კი ანდრეას გვერდით დაიკავა ადგილი.
-რა შვილიო, რა მამაო ტო? დაბოლილი იყავი გუშინ?
-არა ტო, რა დაბოლილი, მემგონი გაბრიელი ჩემი შვილია, იმ ღამის მერე 4 წელი გავიდა, მერაბმა და სოფიმ ნახეს გაბრიელი გუშინ ქუჩაში და სოფი აღრფთოვანებული საუბრობდა გაბო მაგრად გგავსო, შენი პატარაობა მახსენდებოდა რომ ვუმზერდიო. არ ვიცი რა. თავზე ხელი გადაისვა და დაბნეულმა გაიღიმა.
-ვა, მერე რას აპირებ?
-არ ვიცი...
--------
ანდრეამ და გიგიმ ანაბელი ჯგუფში შეიყვანეს.
-გიგი ქალბატონ თამარს უნდოდა თქვენთან საუბარი. მიმართა მასწავლებელმა გიგის და დირექტორის კაბინეტი იჩვენა.
-აუ ბრატ დამიცადე რამდენიმე წუთით.
-კაი გელოდები.
კარი ოდნავ გაღებული იყო. გიგი მიუახლოვდა მაგრამ შეჩერდა როდესაც ანასტასია ჯაყელის სილუეტს მოჰკრა თვალი.
-თქვენი მეუღლის სახელი და გვარი? მიმართა თამარმა ანასტასიას.
-გათხოვილი არ ვარ.... უხერხულად უპასუხა მარტოხელა დედა ვარ.... პაუზის შემდეგ დაამატა.
-მაპატიეთ!
-არაუშავს, კიდევ რა იმფორმაციაა საჭირო.
-გაბრიელის დაბადების თარიღი, ადგილი.
-2011 წლის 19 ნოემბერი. აშშ ნიუ-ორკი.
-მობრძანდით! შეამჩნია გიგა თამარმა.
-გამარჯობა, როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ?
-კარგად გიგა თავად როგორ ხარ?
-შესანიშნავად.
-ძალიან მარგი. ანასტასია ყველაფერი წესრიგშია პატარას მოყვანა ხვალიდან შეგიძლია.
-კარგით ნახვამდის.
გიგიამ ბედნიერმა გაიღიმა და თამართან განაგრძო საუბარი.
-----------
ანდრეა ჯგუფის დატოვებას აპირებდა, როდესაც გაბრიელი დაინახა. ბიჭუნა კედელთან იდგა და გაბრაზებული უცქერდა ბავშვებს. ოთახში პატარა გოგონა შემოვიდა. გაბრიელს მის დანახვაზე სახე გაუნათდა. გოგონას სხვა ბიჭი მიუახლოვდა და სათამაშო გაუწოდა. განრისხებული გაბრიელი მათთან მივიდა სათამაშო ძირს დააგდო ხელი მიკრა ბიჭს და ბიჭიც ძირს დავარდა. გაოცებული ანდრეა, სწრაფად მივიდა პატარებთან. ბიჭი ფეხზე წამოაყენა და გაბრიელს მიმართა.
-ეი ეი გაბრიელ როგორ იქცევი? რატომ წააქციე მეგობარი?
-ალ ალის ეგ ცემიეგობალი, ეგ დებილი ცემ თამთას აწუხებს. წარბშეკრულმა წარმოთქვა.
ანდრეა ჯერ გაოცდა შემდეგ კი კმაყოფილმა გაიღიმა.
-ის ჩემი შვილია! გაიფიქრა, მაგრამ ჯერ ჯიდევ ყველაფერი გასარკვევია.
-სენ ლა გქვია?
-მე ანდრეა ბურდული ვარ!
-მე გაბლიელი.
-სადაა შენი მამიკო გაბრიელ?
პატარამ მოიწყინა.
-ჩემი მამიკო სოლსაა, დედა ამბობს რომ მალე ვნახავ, ის კი ბევლ, ბევლ საცუქალს მომიტანს.
-აუცილებლად დე, რობოტ მანქანებს და ძალიან ძალიან ბევრ ავტომატებს. როდესაც ჩამოვა. მანამდე კი წამოდი მე გიყიდი. ბავშვი ხელში აიყვანა ანასტასიამ, წამით მზერა გაუსწორა და წასასვლელად მოემზადა.
-რა ჰქვია გაბრიელ მამაშენს?
-ანდლეა! დაიყვირა მხიარულად გაბრიელმა. ტასო გაოცდა, ანდრეას კმაყოფილ მზერას შეეჩეხა. ძალიან გაბრაზდა. სწრაფად დატოვა შენობა.
-ვინ გითხრა გაბრიელ ეს?!
-მალიამმა.
-ღმერთო მარიამ მოგკლავ!
გაბრაზებული ტასო ტაქსის გაჩერებას ცდილობდა.
----------
ტასო რამდენიმე წამის წასული იყო როდესაც ჩაფიქრებულ ანდრეას მხარზე ხელი დაჰკრა გიგამ.
-რა მოხდა?
-მართალია ჭორიკანა ქალისავით მოვიქეცი მაგრამ მაგარი ამბავი მაქვს, ტასოს და თამარის საუბარს მოვკარი ყური. ტასო გათხოვილი არ არის, მარტოხელა დედაა.
-ზუსტად იცი?
-თამარს არ მოატყუებდა. ანდრეა წამში მოწყდა ადგილს.
-----
როგორც იქნა ტაქსი გააჩერა. გაბრიელი ჩააჯინა თვითონაც ჩაჯდომას აპირებდა, როდესაც სწრაფად მოატრიალეს. ანდრეას თვალებს წააწყდა.
-ის ჩემი შვილია.
ტასო რამდენიმე წუთი დუმდა.
ბოლოს გაეცინა.
- ჰა ჰა ჰა ბურდულო ისევ ისეთი მეოცნებე დარჩენილხარ! ნაგლურად გაუღიმა და ავტომობილში მოთავსდა.მოეფარა თუ არა თვალს ბურდული. მაშინვე ცრემლები წასკდა. როგორ გაიგო, არა არა არა, ვერ გადავიტან გაბრიელი რომ წამართვას. დავუმტკიცებ რომ ცდება, დავაჯერებ... შინ ძალიან გაბრაზებული, ანერვიულებული, დაბრუნდა.
-ეს რა გააკეთე! მარიამ გინდა მოვკვდე!
-რა მოხდა ტასო?
-რატომ უთხარი გაბრიელს მამამისის სახელი, კიდევ რა უამბე გმაგებინე. ხვდები რა ჩაიდინე. ანდრეა დარწმუნებულია ეომ გაბრიელი თავისი შვილია.
-დაწყნარდი ტას გთხოვ, მიამბე რა მოხდა. ტასომ ყველაფერი უამბო.
-მაპატიე დაიკო, გახსოვს გაბრიელი მთელი დღე რომ ტიროდა, არ იძინებდა მაშინ გადავწყვიტე ცოტა რამ მეამბო მისთვის ანდრეას შესახებ. ძალიან ბედნიერი იყო ტას.
-არა მარიამ გაბრიელი მხოლოდ ჩემი შვილია, არ მივცემ ბურდულს იმის უფლებას, რომ ჩემ პატარას დამაშოროს...
------------
-მეოცნებე ხარო დამცინის. აუ ტო ვიცი რა, პროსტა ვგრძნობ, რომ ჩემი შვილია, ზუსტად ჩემი ხასიათი აქვს!
-დაემუქრე დეენემის ანალიზს გავაკეთებ, და დავამტკიცებ რომ ჩემი შვილიაო. ამ მახეში ქალები ადვილად ებმებიან. შეეშინდება და სიმართლეს გეტყვის. გაეცინა გიგას.
-ცდები გიგი, ის სხვებს არ ჰგავს, მაგით ვერ შევაშინებ.
--------------
კარიმარიამმა გააღო, მაიკლის დანახვისას, დაიყვირა და ჩაეხუტა.
-რატომ არ შეგვატყობინე, რომ ჩამოსვლას აპირებდი.
-მაშინ ეს არ იქნებოდა სურპრიზი. გაიცინა მაიკლმა. წამოდით სადმე ვივახშმოთ.
-კაი, მოვემზადებით და წავიდეთ.
-გზაში ბევრი ვიმხიარულეთ, ფანჯრიდან გავიხედე და ნაცნობი სტადიონი შევამჩნიე.მოვიწყინე,მაჩაბელი გამახსენდა.მაგიდას მივუსხედით, მადა არ მქონდა.
-მალე მოვალ. მხოლოდ ეს ვთქვი და რამდენიმე მეტრით მოშორებით სტადიონისკენ წავედი. აქამდე არასდროს შემიმჩნევია ეს რესტორანი.
მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე და შიშველი ფეხებით დავიწყე სიარული. ფარის პირდაპირ დავდექი,გამახსენდა ყველაფერი, ტირილი მომინდა, დღემდე მიყვარდა მაჩაბელი და ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე. ნეტავ ახლა სად არის? ალბათ ვძულვარ იმ საღამოს შემდეგ, ან არც კი ვახსოვარ, ჰყავს ოჯახი და ბედნიერია.
-არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი! იმდენად არარეალური მეგონა მაჩაბლის ამ წამს ჩემ გვერდით არსებობა. ცრემლი მოვიწმინდე და შავტრიალდი წასასვლელად. შევცდი, არ მომჩვენებია ის ჩემს წინ იდგა და თავისი მწვანე თვალებით მიმზერდა.
-გამარჯობა! რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დაბნეულმა მხოლოდ ამის თქმა
შევძელი.
-გამარჯობა, მას გაეცინა და მზერა გამისწორა.
-არც მე მეგონა ოდესმე თუ აქ გიპოვიდი.
-რატომ?
დამაბნია მისმა კითხვამ.
-არ ვიცი, ვფიქრობ ოჯახი შექმენა მოსიყვარულე მეუღლე ყავს, ყველაფერი დაავიწყდა, ჩემი არსებობაც კი და ბედნიერია თქო.
-4 წლის წინ აქ ერთ ცისფერთვალება გოგოს ნიძლავი მოვუგე, მე მასთან ერთი სურვილი დამრჩა, რომელიც დღემდე არ შეუსრულებია.
მაცდურად გამიღიმა.
-მაგრამ ყველაფერი შეიცვალა! ჩვენ..... თავისკენ მიმიზიდა, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, დავიბენი ხმას ვეღარ ვიღებდი. გულის ცემა გამიხშირდა და მისი ბაგა-ბუგის ხმა მესმოდა.
-განაგრძე.....
-ჩვენ... აღარ... ვართ.... პატარები... ყველაფერი.... შეი....
თავისკენ მეტად მიმიზიდა შუბლი შუბლზე მომადო.
-არაფერი შეცვლილა მარიამ! ჩამჩურჩულა. სწრაფად მომშორდა და ხელჩაკიდებული გამიყვანა სტადიონიდან.
-საით?...
-ჩუუუ ჩემი სურვილია...
-ოოო არა.... ასე ვერ შევძლებ.... დავიხედე ჩემს მოტკეცილ, მოკლე კაბაზე და მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე.
დემეტრემ ცალი წარბი აწია და მაცდურად გადმომხედა.
-ნუ ცდილობ თავის გადარჩენას, ვერსად გამექცევი.
მოუხერხებლად მოვთავსდი, ფეხები ერთ მხარეს გადმოვაწყვე.
-მარიამ მომეჭიდე....
-რააა... ვერ გავიგონე დემეტრეს ნათქვამი. და როდესაც ბაიკი დაძრა მის სხეულს ავეკარი.
-ასე უმჯობესია გაეცინა მას.
ქალაქს ზემოდან დავყურებდით.
-ძალიან ლამაზია.....
-ეს ჩემი თავშესაფარია, აქ თითქმის ყოველთვის მოვდივარ.
-რატომაა გარშემო ყველაფერი დამტვრეული?
-ეს ერთ გოგოზე ფიქრის დროს, გაბრაზებულმა გავანადგურე.
-დემე..... ის რაც ჩვენი ბოლო შეხვედრის დღეს მოხდა.... ანდრეას....
-ჩუუუ სულელო, ახლა უკვე ყველაფერი ვიცი... ორმა ტყუპმა გადაწყვიტა მახე დაეგო ბაბნიკებისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი თქვენგანი ვერ ხვდება, რომ მახეში თავად გაებით. კმაყოფილმა გამიღიმა და თვალებში ჩამხედა.
-მაპატ.... ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა.
თავიდან ავყევი მაგრამ შემდეგ სწრაფად მოვწყდი მის ბაგეებს და თავი გვერდით გავწიე. ლოყები ამიწითლდა. დემეტრეს გაეცინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-შენ რა გრცხვენია სულელო?
-არა გაბუსულმა ვუპასუხე.
-ჰა ჰა ჩემი მორცხვი, რა ვერ შეიგნე? ჩემი იყავი, ხარ და იქნები. თავიდან ვერ მომიშორებ. ამიტომ მოგიწევს შეეგუო ამას და ჩემი ნუ გრცხვენია!
--------------
სახლში უზომოდ ბედნიერი დავბრუნდი, სამწუხაროდ ყველას ეძინა. ამიტომ მომიწევდა მთელი ღამე, გავფრთხილებოდი ჩემს გულს ბედნიერებისგან რომ არ გამსკდარიყო.
---------
ბედნიერი ვარ ჩემ დაიკოს ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ. ახლაც ღიმილით მივემართები კარის გასაღებად მის მიღმა პატარა ბიჭუნა დგას შოკოლადებით, ვარდებით სავსე კალათით ხელში. უკვე ერთი კვირაა არ გამოჩენილა დემეტრე, მარი კი მოწყენილია. კარის გაღების თანავე წინ გაბრიელი დამიდგა, ნაგლად გამოართვა კალათა ბიჭს და მთელი სისწრაფით გაიქცა მარიამის ოთახისაკენ.

ახალს მალე ავტვირთავ დაგვიანებისთვის ბოდიში
;დ



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari iyo yochaag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი LoNdA DM

აუ ესენი რა მაგრები არიან გაბრიელი მომწონს

 


№3 სტუმარი Giji Gogona

დროზეე... ძალიან მაგარია:*:*:*

 


№4  offline წევრი sayvareloooo

მალე მალე მალეეეეეეეეეე
მაგარიააააააააააა

 


№5  offline წევრი dadeshqeliani

აუ რა კარგი ისტორიააlove ძალიან განსახვავებული საყვარლობაა მარიამი,ტასო,ანდრეა,დემეტრე და გაბრიელი ძალიან ძალიან მომწონს და მიყვარსloveდღეს წავიკითხე ყველა თავი და გთხოვ რა ხვალ დადე love

 


№6 სტუმარი good girl

magaria. au cota male raa

 


№7 სტუმარი alisaa

auuu male dadee raa:D dzaan magari iyo:*

 


№8 სტუმარი Ani

Dges yvela tavi wavikitxe mikolebit dzaan magariiaaa)) rodis dadeb shemdegs ? )) dzaan velodebi:d )))

Auuu maleee dadee ra gtxovv nu agvianebb (((:d

 


№9 სტუმარი Mari

Auumale Dade ra shemdegi tavi

 


№10  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე რააააააააააააა

 


№11  offline წევრი ნინი ლ

კარგია ძალიან მომწონს მაგრამ მალე შეარიგე ანდრეა და ტასო ერთმანეთს ძალიან ზაყვარელი წყვილია ^_^ როდის დადებ 6 თავს მოიტმენლად ველი

 


№12  offline წევრი sayvareloooo

არშეგიძლია მალე რომ დადო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent