შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 4


2-11-2015, 21:35
ავტორი ml99
ნანახია 4 185

კარი დაღლილმა ნანამ გაგვიღო ჩვენ დანახვაზე ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა ყველა გულში ჩაგვიკრა. ბევრი ვესაუბრეთ დედას ბოლოს დაღლილებს ტკბილად ჩაგვეძინა....
-მალიამ მალი ადექი ლა გალეთ გავიდეთ! თავზე დამახტა გაბრიელი და ტიტინი დამიწყო.
საბნიდან თავი სწრაფად ავწიე
-ამმმმ დავიყვირე გაბრიელი საწოლიდან ჩამოხტა და სიცილით დაიწყო ოთახებში სირბილი.
-დე დედიტო, მალიამს ცემი სეწმა უნდა, მისელეეეე!!!!
ხელში ავიტაცე, ანასტასიას კალთას მიკრული გაბო და ლოყები დავუკოცნე.
-მეც მინდა გარეთ, ალბათ რამდენი რამ შეიცვალა... მომენატრა თბილისი.
-კარგი ვისაუზმოთ მოვემზადები და წავიდეთ. ოფისში ხვალ წავალ.
-გზაზე სიცილით გადავდიოდით, პატარა გაბრიელი ცდილობდა მაიკლ ჯექსონივით ეცრკვა, საყვარელი სიმღერის ფონზე. ტასო ვიდეოს იღებდა და სიცილის და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.
-----------
ანდრეა.
-გასაგებია, ბატონო ჯემალ, ორშაბათს შევხვდეთ ჩემს ოფისში, ალბათ ,,WDM"-სარეკლამო სამსახურის გენერალური დირექტორიც შემოგვიერთდება.
-კარგი ანდრეა, საბუთებს ფაქსით გამოგიგზავნით, ჩემი თანაშემწე.... ანდრეა მისმენთ?
გაფითრებული ანდრეა მოწყვეტილი იყო სამყაროს, მონატრებულ ნაცნობ სიცილს, ულამაზეს სხეულს, ნათელ თვალებს, დაბნეული უმზერდა. მისმა გონებამ სწრაფად გაიხსენა წარსული, სახეზე მრისხანება გამოესახა. საჭეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს და ანასტასია ჯაყელს რისხვით უმზერდა. მოულოდნელად გაოცდა, ანასტასიასთან პატარა ბიჭუნამ მიირბინა. ტასომ სიცილით ჩაიხუტა გულში პატარა არსება, მას გვერდით კი გრძელი შავი თმით გოგონა ამოუდგა. (მარიამი) ორივე მათგანმა გზისკენ გამოიხედა და......დაბნეული ანდრეა ჯერ ერათს შემდეგ მეორე სრულიად იდენტურ გოგონას უყურებდა, რომლებიც დიდი სიყვარულით უმზერდნენ პატარა ბიჭუნას. წამით სუნთქვაც კი შეეკრა. გონს მოტოციკლეტის ძრავის ხმამ მოიყვანა და წამში მისი ძველი მეგობარი დემეტრე მაჩაბელი გაახსენდა. ბაიკს დააკვირდა არც შემცდარა ეს მართლაც დემეტრეს ბაიკი იყო.
-----
ქუჩაში ნელა მიაბიჯებდა, მის თანამებრძოლებთან ერთად. გრძნობდა ხალხის მზერას, ხალხის რომელთც მათი არსებობა ეამაყებოდათ. შინ დაბრუნებულს გამოჯამრთელებული, მაგრამ ჭაღარა შეპარული დედა დახვდა. რომელმაც მონატრებული ვაჟი გულში ჩაიკრა და ბედნიერების ცრემლებით დაასველა მის მხარი. ავტოფარეხში შევიდა მისი მტვრით დაფარული მეგობარი მოინახულა, სწრაფად მოაწესრიგა და ნაცნობ ქუჩებში უსასრულოდ ხეტალისთვის მოემზადა. ვერ იგრძნო როგორ დაათენდა თავზე ღამე, ქალაქს ზემოდან დაჰყურებდა წარსულის დღეებს იხსენებდა. მარიამ ჯაყელის გახსენებისას გაეღიმა, გაახსენდა მისი ნაზი, თბილი ხმა. ცისფერი თვალები რომელშიც იმედის ნაპერწკალი მუდამ უღვიოდა. მისი ჩახუტება. მისი სიცილი კალათბურთის თამაშის დროს და მისი ცრემლიანი თვალები პირველიშეხვედრისას.
-მტირალა! მის ბაგეებს უმალ მოსწყდა სიტყვა ოდნავ გაეღიმა მაგრამ ღიმილი სიძულვილით აღსავსე მზერამ შეცვალა, როდესაც გაახსენდა საკუთარ ძმასთან როგორ უღალატა. უნდოდა რამე გაეტეხა, დაენგრია, ეს ბრაზი, რომ გულიდან მოეშორებინა. ბრაზი, რომელიც 4 წლის შემდეგ მაინც არ განელებულა. კიდევ იხეტიალა ქუჩებში და 12 საათისთვის სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ყველაზე მეტად გზებზე შეფერხებებს ვერ იტანდა. ოსტატურად გაიარა მანქანებს შორის და ......
დაიბნა, გაბრაზდა, გაუხარდა, ყველა გრძნობა მასში ერთდროულად აირია.
მარიამ ჯაყელი იდგა რამდენიმე მეტრში მის გვერდით, იღიმოდა და ტელეფონით რაღაცას იღებდა, ტელეფონი გათიშა და შავთმიან გოგონას მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა და წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა..... შემდეგ მეორე გოგონას დააკვირდა და გონებაში ყველაფერი აერია, სწრაფად მოწყდა ადგილს...
----
გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ, გზაზე ბაიკერი დავინახე, წამში ვიგრძენი ტკივილი დემეტრე მაჩაბელის გახსენებისას, ვუყურებდი მიმავალ ბაიკერს, რომელიც ჩემს თვალთახედვას შორდებოდა. წამით ისიც კი დავიჯერე, რომ ის შეიძლებოდა დემეტრე ყოფილიყო. მორჩი ოცნებებს მარიამ მაჩაბელს რომც შეხვდე აღარფერი იქნება ძველებურად. მას ხომ შენ ყველაზე საშინელი ადამიანი ჰგონიხარ, რომელმაც საუკეთესო მეგობართან უღალატა. შემომიძახა გონებამ და გულში აშლილი გრძნობები წამში ჩაახშო.
-------------
-რა გჭირს მოჩვენება დაინახე? კაბინეტში შევიდა თუ არა გიგა მაშინვე მიმართა ბურდულს
-ის ვნახე ტო!
-მიქელა ?
-რას მეღადავები ბიჭო, ახლა ნამდვილად არ მაქვს საღადაო!
-რა ხდება ტო?
-ჯაყელი ვნახე....
-მერე რა ქენი ?
-არაფერი რა უნდა მექნა, ტყუპისცალი და ჰყოლია ტო, მისი ასლი, იცოდი ?
-ღადაობ? მე მარტო ის ვიცოდი რომ და ჰყავდა. ანუ რა გამოდის შენთვის არ უღალატია დემეტრესთან?
-არ ვიცი ტო! რას ამბობდა დემეტრე რა ჰქვია ,,ჩემს გოგოსო"?
-გამახსენდა მარიამი! ჩემ დისშვილის სეხნიაა.
იგივე გაანალიზა დემეტრემ მთელი დღის ფიქრის შემდეგ. ფაქტი, რომ მარიამს მისთვის არ უღალატია, აბედნიერებდა..... ახლა მხოლოდ მისი ნახვა, ჩახუტება უნდოდა, ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც პირისპირ შეხვდებოდა..... სახლიდან სწრაფად გავიდა, ბაიკზე დაჯდა და წამში მოწყდა ადგილს.
15 წუთი ყურადღებით აკვირდებოდა სახლს. უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც კარი გაიღო და კიბეზე მწვანეთვალება ბიჭუნამ ჩამოირბინა. გარშემო მიმოიხედა და ბაიკერიც შეამჩნია. გაოცებული თვალები მიაპყრო, მისკენ გაიქცა, როდესაც მიუახლოვდა ნაბიჯი შეანელა, გაჩერდა და ცნობისმოყვარე თვალებით დააკვირდა. დემეტრეს გაეცინა და პატარასკენ გაემართა.
-ზდაროვა ბიჭი!
-ზდალოვა!
-რა გქვია?
-გაბრიელი სენ?
-მე დემეტრე ბრატ, ჩემი მოტო მოგეწონა?
-კი, მეც მკავს ეგეთი ოღონდ ყვითელი!
-ვა ვა ვა შენ რა მაგარი ტიპი ყოფილხარ! ვინ გიყიდა?
-მალი დეიდამ
-ვაა მაგარი დეიდა გყოლია.
-ხო თან ზაან ლამაზია! დედიკოს ჰგავს! წარმოთქვა სიამაყით პატარა გაბრიელმა. დემეტრეს გაეცინა.
-გაბრიელ სად ხარ? ძახილი იყო სახლიდან.
-წავედი დედა მეძახის.
-გელოდები, ხვალ საღამოს აქ ვიქნები.
-კაი კალგად!
აოცებდა დემეტრეს პატარა გაბრიელი, ის სულ რაღაც 3 წლის იყო და უფროსივით საუბრობდა.
-------------
დილით ოფისში წავედი, საბუთები მოვაწესრიგე, თანამშრომლებს გავესაუბრე და შინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი.
-მალიამ ჩემსკენ გამოიქცა გაბრიელი და ჩამეხუტა.
-ჩემი ბიჭი!!! გულში ჩავიკარი პატარა გაბრიელი და სამზარეულოში შევედი.
-ჰელოოუუუ ოჯახო. რა კარგი სურნელია, ძალიან მშია.
-მოდი მიირთვი. მაგიდასთან მოვკალათდი გემრიელად მივირთმევდი დედას მომზადებულ ვახშამს. გაბრიელმა სკამი მოაჩოჩა ზედ ამოძვრა და ჩამეხუტა.
-ოჰოოო რა ხდება დეიდას ვაჟცი? რამე გინდა?
-აუ მალიამ გავიდეთ ლა გალეთ.
-გაბრიელ რამდენჯერ გითხარი გარეთ არ გახვალ! ოთახში შემოვიდა ანასტასია.
-კარგი რა ტასო, რატომ არ უშვებ?
-გუშინ დაუკითხავად გავიდა გარეთ და 15 წუთი ვეძებდი. ძალიან შემაშინა. ნეტავ ვიცოდე მაინც რას აკეთებდა.
-ცემ მეგობარს ველაპალაკებოდი.
-ვააა აბა მიამბე ვის?
-დემეტლეს! დღეს უნდა ვნაქო.....წამოიძახა გაბრიელმა შემდეგ კი ტიტინი განაგრძო.
მარიამი წამით დანაღვლიანდა, შემდეგ გაუღიმა გაბრიელს და მიმართა.
-ძალიან კარგი, ბავშვს სერიოზული მიზეზი აქვს გარეთ გასვლის, ხო და გავისეირნებთ!
-ულააა წამოიძახა გახარებულმა პატარამ და ოთახში სირბილი დაიწყო.
-მაშინ თქვენ წადით, მე ბევრი საქმე მაქვს.
-წადით გაისეირნეთ ტასო, ყველაფერს მე მოვაწესრიგებ.
-კარგი მაშინ წავალთ.
-------
გაბრიელი ქვიშაში თამაშობდა, ტასო და მარი კი სამსახურის საქმეზე საუბრობდნენ. დემეტრემ ბაიკი მოშორებით გააჩერა და შორიდან ათვალიერებდა ჯაყელებს. რამდენიმე წუთი ყურადღებით აკვირდებოდა მათ.
-დიდი ხანია არ მინახიხარ დემეტრეს გვერდით ბურდული ამოუდგა. სიგარეტს მოუკიდა.
-4 წელია.
-აქ რას აკეთებ?
-არაფერს მეგობარს ველოდები.
-არ გამოგდის ტყუილი ბრატ! ისევ გიყვარს?
-კი! ყოყმანის შემდეგ უპასუხა დემეტრემ...
-იცოდი რომ ტყუპისცალი ჰყავდა?
-არა.....მაშინდელისთვის ბოდიში ძმა თავი მოიქექა დემეტრემ. ანდრეამ მზერით ანიშნა არაუშავსო.
-ავღანეთში როდის ბრუნდები?
-ალბათ სამ თვეში.
-საკმარისია!
-რისთვის?
-მათ მოსარჯულებლად!
ერათმანეთს შეხედეს და კმაყოფილებს გაეღიმათ.
-დეეე.... ბიჭების ყურადღება გაბრიელმა მიიქცია.
ანდრეა დაბნეული უყურებდა ბავშვს.
-ეს ტასოს შვილია მაგარი ტიპია! გაეცინა დემეტრეს. ანდრეას კი ღიმილი სახეზე შეეყინა.
-გათხოვდა?
-ალბათ არ ვიცი.....
-------------
-ქალბატონო მარიამ აი საბუთები რომელიც მთხოვეთ, ორშაბათს შეხვედრა გაქვთ კომპანია ,, GTM"-ს ფლობელთან. აი ხელშეკრულებაც.
შეთანხნებებს ვკითხულობდი, საბუთებს ვაწესრიგებდი. ბოლო საქაღალდე გადავშალე.
ანდრეა ბურდული ,,GTM" კომპანიის მფლობელი აფორმებდა ჩვენ სააგენტოსთან ხელშეკრულებას. სწრაფად დავგუგლე და ჩემი ეჭვიც გამართლდა. საქართველოშიი ერთერთი მსხვილი კომპანიის მფლობელი მართლაც ანდრეა იყო. მშვენიერია. კმაყოფილმა გავიღიმე, როდესაც ახალი გეგმა მოვიფიქრე.
ნიუ-ორკში მე და ტასო ვმუშაობ ბიზნესის სფეროში ორ უმსხვილეს კომპანიაში. მაგრამ ტასომ მალე დატოვა თანამდებობა რადგან გაბრიელის მარტო დატოვება უჭირდა.
შემდეგ კი მე დავიწყე მუშაობა მაიკლის კომპანიაში. მაიკლმა ბევრჯერ სთხოვა ტასოს კომპანიაში მუშაობა დაეწყო, მაგრამ ტასო უარზე იყო. დროა მუშაობა დაიწყოს, დროა იყოს ბედნიერი, დროა გაბრიელმა მამა გაიცნოს! (ალბათ არასწორად ვიქცევი, მაგრამ მგონია, რომ ტასო და გაბრიელი ანდრეას გარეშე სრულყოფილი არაა).
-----
-მარ ადექი ოფისში გაგვიანდება.
-აუ ტას ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვდგები....
-რა გჭირს?
-არვიცი საშინლად ვარ, აუუუუ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს... ცეხზე სწრაფად წამოვდექი. აააა წავბორძიკდი ვითომ თავბრუ დამეხვა.
ტასომ შეშინებულმა შემომხედა და საწოლზე ჩამომაჯინა.
-ნუ დგები ხომ ხედავ ცუდად ხარ.
-მაგრამ ტასო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა!
-დაისვენე მარიამ, მე წავალ შენს ნაცვლად.
-კარგი ტას, თან შენ ჩემზე კარგად გამოგდის საუბარი.
-კარგი წავალ მოვემზადები, ხელშეკრულება ოფისშია არა?
-კი ლანას სთხოვე ჩემს თანაშემწეს ის გაგარკვევს ყველაფერში. ტასო ოთახიდან გავიდა, მე ფეხზე წამოვხტი და სიცილი, ცეკვა დავიწყე.
-ეი დაიკო გაები მახეში. მოულოდნელად სარკეში ჩავიხედე. ცეკვა შევწყვიტე, თმა გავისწორე და საქმიანი სერიოზული ნაბიჯებით გავიარე ოთახში. საწოლში დავწექი და თავი მოვიავამდყოფე.
-მარ წავედი მე, წამლები დალიე კარგი. ოთახში კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი ტასო შემოვიდა და ნაღვლიანად გამიღიმა.
-კარგი ტას, წარმატებები.
რადგან საქმე არაფერი მქონდა, საწოლში ნებივრობა განვაგრძე.
-მალიამ ჩემ ოთახში გაბრიელმა შემოვიდა. წავიდეთ ლა გალეთ ვითამასოთ!
-კარგი, მოდი ცოტა დავიძინოთ და წავიდეთ.
----------
-მარიამ, ხელი მომიწერ ამ ხელშეკრულებაზე თუ შეიძლება.
-მე მარიამი არ ვარ, ანასტასია ჯაყელი ვარ მისი ტყუპისცალი, მარიამი ძალიან ცუდადაა, დღეს ვერ შეძლო მოსვლა ამიტომ მე შევცვალე. მიამბე რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა დღეს. შენ ალბათ ლანა?
-კი, სასიამოვნოა ანასტასია. ხელშეკრულებას გადავხედე, შემდეგ კი ლანასთან ერთად გავემართე კომპანია ,,GTM" ოფიდისაკენ.
ლიპტი მეოცე სართულზე შეჩერდა. საპრეზენტაციო დარბაზში შევედი და მაგიდასთან ადგილი დავიკავე.
ოთახში 50წელს გადაცილებული კაცი შემოვიდა.
-გამარჯობა
-გამარჯობა, ჯემალ დადიანი
-ანასტასია ჯაყელი. სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. თქვენი კომპანია...
-გამარჯობა ჯემალ!
-გამარჯობა მერაბ, დიდი ხანია არ მინახავხარ მეგობარო
-მართალია მაგრამ ხომ იცი ვბერდებით ჩვენს ადგილს კი შვილებს ვუთმობთ... აი შემოვიარე...... გაიღიმა მერაბმა, გამარჯობა თქვენ? ამჯერად ტასოს მიმართა მერაბმა.
-ანასტასია ჯაყელი კომპანია ,,wdm"წარმომადგენელი...
-სასიამოვნოა.... ანდრეა დაგაგვიანდა! ოდნავ სიმკაცრით მაგრამ ღიმილით მიმართა მერაბმა ვაჟიშვილს. გაიცანი ეს ანასტასია ჯაყელია... ნაცნობ მწვანე თვალებს შევეჩეხე, ყველა გრძნობა ერთად დამატყდა თავს. დავიბენი....
ანდრეას სახე შეეცვალ, რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში ვუმზერდით. ბოლოს კმაყოფილი ღიმილით ხელი გამომიწოდა.
-ანდრეა ბურდული... მის ხელს შევეხე გულში უცნაური რამ ვიგრძენი.... გონს ბატონი მერაბის ხმამ მომიყვანა.
-დასხედით!
განიხილავდნენ პროექტს, თავდახრილი დაბნეული თითებს ნერვიულა ვხლართავდი ერთმანეთში.
-კარგად ხარ? მომმართა ლანამ
-არა... გთხოვ შენ წარადგინე პრეზენტაცია მუდარით შევხედე.
ლანამ კარგიო მანიშნა და ფეხზე წამოდგა.
-სულ ეს არის რას იტყვით? დაასრულა ლანამ საუბარი.
-რატომ უნდა ენდოს მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას? ქალბატონო ანასტასია თქვენ რას გვეტყვით? ირონიით მომმართა ბურდულმა.
-ნდობა... ეს ყველაზე ღირებული რამაა რის მოპოვებაც რთულია, მაგრამ მისი დაკარგვა ძალიან მარტივია. ბაზარზე უამრავი მსგავსი პროდუქტია, მაგრამ თუ გვსურს მყიდველის მოზიდვა მოგვიწევს შევქმნათ რაიმე განსხვავებული, უჩვეულო, მიმზიდვრლი.
-მაგრამ ყველაფერი რაც ბრწყინავს ბრილიანტი არაა. განსხვავებულიც კი შეიძლება ისეთივე უსარგებლო იყოს როგორიც სხვა.
-ყველაფერი მოპყრობაზეა დამოკიდებული, თუ მას როგორც სხვა დანარჩენს ისე მოვეპყრობით ის რათქმაუნდა უსარგებლო გახდება. მაგრამ უსარგებლო ნივთებისგანაც შეიქმნეს იმაზე ღირებული პროდუქტი.
-მართალია ანასტასია, იმისათვის რომ ჩვენი პროდუქციის გაპატენტება არ მოხდეს.
-საჭიროა მის თითოეულ დეტალში, ჩანდეს ჩვენი კომპანიის პროდუქციის ხარისში. უნდა დავამტკიცოთ რომ ის ჩვენია, მხოლოდ ჩვენი საკუთრება რაც უნდა მოხდეს.
ანდრეა თვალებში მიყურებდა, საუბარი დაამთავრა, კმაყოფილმა გაიღიმა. ბატონი ჯემალი, მერაბი და ლანა დაბნეულნი გვიმზერდნენ.
ბოლოს მარაბმა ღიმილით მომმართა, საინტერესოა ტასო.... მაშინ მოგვიწევს რეკლამის შეცვლა. კაბინეტი პირველმა მერაბმა და ჯემალმა დატოვა. ლანას საქმე ჰქონდა მენეჯერთან და სწრაფად გაჰყვა მათ.
საბუთებს ჩანთაში ვაწყობდი, ანდრა მოშორებით იდგა და თვალს არ მაშორებდა.



№1 სტუმარი darina

Rodis unda gaigos andream simartle

 


№2 სტუმარი alisaa

rogor gamaxaree am axali tavit:D ra xania velodebi:d gaagrdzlee raa:*

 


№3  offline წევრი dadeshqeliani

ბავშვებო ღირს ამ ისტორიია წაკითხვაა? რას მირჩევთ?

 


№4  offline წევრი sayvareloooo

მაგარია მალე დადე თორე აღარ წავილითხავ

 


№5 სტუმარი MaMiKoS GiJi GoGoNa

ვუმე...:D ეს იყო კოშმარ... რა დროს შეწყვიტე ლა... აუ დლოზე გამიგძელე:D ძალიან მაგარი იყო დღეს წავიკიტხე ყველა და შოკი-მოკი რა:D გააგრძელე დროზე!!!:D ^_^

 


№6 სტუმარი maria

auu dzaan momwons es istoriaa <3

 


№7  offline წევრი Eka Eka

აუ ამდენი ხანი ველოდეთ და სულ ესაა? მალე დადე რა :( sad

 


№8  offline წევრი sayvareloooo

ისევ ერთი წელი არგვალოდინო რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent