შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (11 თავი)


6-11-2015, 10:22
ავტორი murachashvili
ნანახია 3 217

მეთერთმეტე თავი

ყველაზე გაბრაზებული ვიყავი, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. ასეთ არარაობასთან რომ მიწევდა ურთიერთობა. თუმცა მომენტებში ისევ ეჭვი მიპყრობდა. ადამიანი მაგრძნობინებდა რომ მოვწონდი. არც იმ ასაკში ვიყავი, რომ ჩემთან სექსის სურვილი შეურაწყოფად ჩამეთვალა. მაგრამ მაინც თავს ასე ვგრძნობდი. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიღალატეს, ფეხქვეშ გამთელეს და ჩემში სრულიად სხვა ადამიანი დაინახეს. ისეთი მე რომ არ მსურდა ვყოფილიყავი. არ მინდა იმის თქმა, თითქოს ჩემში მხოლოდ ტრფობის საგანი უნდა აღმოეჩინა. შორით კვდომაზე არც მქონდა პრეტენზია. თუმცა არც ის მინდოდა ფულით გაბერილი ტიკინასთვის სექსუალური ფანტაზიების წყარო ვყოფილიყავი. ამის წარმოდგენაზეც კი გული მერეოდა. არადა ზუსტად ვხედავდი, რომ ლევანს ამხელა სითამამეს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა აძლევდა.
ოთახში ვიწექი და კვლავ მასზე ვბრაზობდი. იმაზე, თუ რამდენად ბევრი ადამიანი ფიქრობდა მასავით. მახსენდებოდა წლების წინანდელი ბიჭი და ეხლანდელი „ფულის ტომარა“. რამხელა სხვაობა იყო ამ ორ პიროვნებას შორის. ვადარებდი ერთმანეთს და ვხვდებოდი, რომ მე ის უფულო, მაგრამ მხიარული ლევანი უფრო მომწონდა, ვიდრე ეს თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული, უხეში ადამიანი, რომელიც ქალს და ლოგინს აშკარად ერთმანეთში ურევდა. ან იქნებ მხოლოდ მე მხედავდა ასეთ ჭრილში? ამის გაფიქრებაზე ორმაგად შემზიზღა.

სკაიპში გიორგიმ ამოყო თავი.
- გამარჯობა! - მწერდა ის. ისე ვიყავი გაბრაზებული მივხვდი, არც მასთან მსურდა საუბარი. - მისი ბრალია ამ დღეში რომ ვარ. დამტოვა ვიღაც ვიგინდარების ამარა! - ორმაგად დავიბოღმე - სახლში არ ხარ? - ჯიურად მწერდა ის - რატომ არ მპასუხობ? - ვიდეო ზარიც გამოუშვა, შემდეგ ტელეფონზეც რეკავდა. მაინც არ ვუპასუხე. - ცოტა ინერვიულოს, არაფერი უშავს. მინდოდა მისთვისავ ისევე მეტკინა, როგორც მე მტკიოდა. უცებ გამეცინა. თუ ლევანზე ვბრაზობ, გიორგიმ რაღა დამიშავა? რადგან თვითონ აღარ დარეკა, ვიდეო ზარით მე გადავრეკე.
- როგორც იქნა გამოჩნდი! - გავიგონე მისი ხმა და ვიგრძენი, რომ სიბრაზემ გადამიარა - გვიან მოხვედი?
- არა, მესმოდა ზარის ხმა, მაგრამ ვერ გიპასუხე.
- თუ არ გეცალა, მოგეწერა. მოვკვდი ნერვიულობით! - მსაყვედურობს ის. მისი სიტყვები მსიამოვნებს ე.ი ღელავს.
- ნერვიულობდი? - ეშმაკური ხმით ვეკითხები. მიხვდა, რომ კმაყოფილი ვარ და უფრო გაღიზიანდა.
- რადგან მაიმუნობის ხასიათზე ხარ, კარგად ყოფილხარ. კარგი, წავედი მაშინ. - გაბრაზებული ხმით მეუბნება ის.
- მხოლოდ ის გაინტერესებდა სახლში ვიყავი თუ არა? - გამიკვირდა მე.
- არა, მაგრამ შეხვედრა მაქვს დანიშნული და მეჩქარება. - მპასუხობს ის. მხოლოდ ეხლაღა ვამჩნევ, რომ გენერალურადაა გამოპრანჭული ძვირფას პიჯაკსა და შავ პერანგში.
- ვის ხვდები? - ვეჭვიანობ მე- ქალია თუ კაცი?
- ეგ ნომერი ჩემთვის გქონდა გამოყოფილი და ეხლა თვითონ მეკითხები? - მხიარულად იცინის ის და თვალებს ეშმაკურად წკუტავს.
- კითხვაზე მაინც არ მპასუხობ!
- თუ შეხვედრა წარმატებული იქნება, შემდეგ მოგიყვები! - მპირდება ის.
- ქალია თუ კაცი? - არ ვეშვები მე.
- ეგ იმის სასჯელი იყოს ზარზე რომ არ მიპასუხე. - ისევ ხუმრობს ის.
დღევანდელი საღამოს შემდეგ რაღა მეთქმოდა? მაგრამ მაინც ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი. ნეტა რას იზავდა თუ გაიგებდა მამაკაცს რომ ვხვდებოდი?! მაგრამ არ მინდოდა მისთვის საღამოს ჩაშხამება.
- სხვა დროს მოვუყვები! - გავიფიქრე მე.
- წარმატებულ დღეს გისურვებ, როცა დაბრუნდები შემომეხმიანე, დაგელოდები!
- კარგი! -იცინის ის - თუ კარგი ქალი იქნება, გაგაგებინებ!
- აუცილებლად! - მეცინება მეც.
განა სისულელე არაა თავი მოვიტყუო, რომ მის ცხოვრებაში არავინაა? ნეტა როგორია? ლამაზია? ჩემზე ახალგაზრდა? ცოტაც და ავტირდები, სულელი ვარ, ამდენი წლების შემდეგაც კი....

ლავანისგან მესიჯი მომდის: - თუ ზედმეტი მომივიდა, მაპატიე! შენი წყენინება არ მინდოდა!
პასუხი არ მიმიწერია. ტელეფონი შორს მოვისროლე. ვიცოდი გიორგი გვიან აღარ დარეკავდა, ამიტომ მეც მშვიდად დავიძინე. დილით მისი მესიჯი დამხვდა: -„ ყველაფერი კარგად იყო. შეხვედრა წარმატებით ჩატარდა. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. მინდოდა პირველს შენ გაგეგო!. - საათს დავხედე „ალბათ ძინავს, საღამოს დაველაპარაკები“.
ისედაც დადებით განწყობაზე მყოფი მესიჯმა უფრო გამახალისა. ამინდიც კარგი იყო. მზე სასიამოვნოდ ანათებდა. ზამთარში ნათელი დღეები ხომ ისედაც იშვიათადაა.

ბავშვები სკოლაში გავისტუმრე და მეც სამსახურში წავედი. ალბათ არ მითქვამს, მე ერთ-ერთ ბანკში ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობ. იმდენად დადებით განწყობაზე ვიყავი, რომ დღეს რაც არ უნდა დაევალებინათ, ნებისმიერ საქმეს სიხარულით დავთანხმდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, უფლება რომ მოეცათ მთებსაც გადავდგამდი.
– „ბავშვები არდადაგებზე მთაში უნდა წავიყვანო, თოვლი არ გვაწყენს!“- ვგეგმავდი მე. შვებულებიდან რამდენიმე კვირა მქონდა დარჩენილი და საშობაო არდადაგებს ველოდებოდი. მიყვარდა ოჯახთან ერთად დასვენება. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი რელაქსაციის საშუალება იყო. სამსახურში ადრე მივედი, მდივანი არ ჩანდა. ყავა ჩემით ავიდუღე და წინა დღეს დარჩენილი საბუთების მოწესრიგება დავასრულე.
შუა დღისთვის თათბირი იყო დანიშნული. მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა განგვესაზღვრა. ასევე საუბრობდნენ, რომ ადმინისტრაციაში დამფუძნებლები ცვლილებებს გეგმავდნენ. სავარაუდოდ დირექტორთა საბჭოს წევრთა ახალ კანდიდატურებს დღეს წარმოგვიდგენდნენ. თანამშრომლები ნერვიულობდნენ, ახალი მმართველის მოსვლა მათ შეცვლასაც გამოიწვევდა. მიმდინარე მოვლენები ნაკლებად მაღელვებდა, როგორც წესი ჩემი თანამდებობა არ ხიბლავთ, მიუხედავად დიდი ანაზღაურებისა, პასუხისმგებლობაც დიდი მქონდა. ერთ პატარა შეცდომას, შეიძლებოდა სავალალო შედეგები მოყოლოდა. ამიტომ მოსალოდნელ ცვლილებებს ნაკლები ენთუზიაზმით ველოდი.

თათბირი როგორც ყოველთვის დროულად დაიწყო. იყო მთელი წლის ნაშრომის, მომავალი საკრედიტო პოზიციის შეჯამება. გადაწყდა ახალი წლიდან სესხები შედარებით შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით შეგვეთავაზებინა მომხმარებელთათვის. განსაკუთრებული სასაჩუქრე პაკეტები გამოიყო მუდმივი კლიენტებისთვის. დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტიც, რომელიც წინა წლებთან შედარებით, სულ ცოტა ორჯერ დიდი იყო. კრებაზევე აღინიშნა დიდი მოწიწებით, რომ დამფუძნებლები განსაკუთრებით მადლობლები იყვნენ ჩემი რგოლის მუშაობით. აქვე უნდა აითქვას, რომ ბანკის დამფუძნებლები უცხოური კომპანიები იყვნენ. როგორც საქართველოში რეგისტრირებული მრავალი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების იურიდიული მისამართები მათაც ობშერულ ქვეყნებში ქონდათ, ამიტომ მათი ზუსტი ვინაობა ჩვენთვის უცნობი იყო. თუმცა ამით არც არასოდეს დავინტერესებულვართ. რაც მთავარია სამუშაო ადგილები გვქონდა. იყო მაღალი ხეფასები და ვაკეთებდით სასარგებლო საქმეს. ჩვენი ბანკი ბაზარზე სულ რაღაც ხუთი წელია არსებობდა და უკვე მისი სახელი ქონდა დამკვიდრებული.
თათბირმა აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. ყველანი კმაყოფილები ვიყავით. ბევრი რამ ითქვა წარსულზე და უფრო მეტი მომავალ გეგმებზე. სწორედ ამ დროს განაცხადეს, რომ ცვლილებები იგეგმებოდა დირექტორთა საბჭოშიც. ახალი იდეების განსახორციელებლად ახალი, ჯანსაღი ძალები იყო საჭირო. დირექტორთა საბჭოს წევრების ვინაობა დაზუსტებული არ იყო. თუმცა მომავალი თავმჯდომარის ვინაობა უკვე იცოდნენ, ეს იყო ბატონი ლევან ქარდავა. ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე გამაცია. დიახ. არც მეტი და არც ნაკლები, ბატონი ლევანი ჩემი უფროსი ხდებოდა. გამართლებაც ამას ერქვა.
ლევანი გაბღენძილი, სერიოზული სახით იდგა და მილოცვებს იღებდა. შეძლებისდაგვარად შორს ვიდექი. რომ არ დავენახე. ვხედავდი თვალებს როგორ აცეცებდა, ალბათ მეძებდა. საკონფერენციო დარბაზიდან გამოვიპარე.
- რა უნდა ვქნა? - სასოწარკვეთილი ვფიქრობდი - ჩემი სამსახურიდან წასვლა გარდაუვალი იყო. შეძლებისდაგვარად სწრაფად ახალი ადგილი უნდა მომეძებნა. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მის გაბღენძილ და ქედმაღალ გამოხტომებს ვერ მოვითმენდი. მიუხედავად იმისა, რომ მიმტკიცებდა მიყვარხარო. არც მისი გრძნობების მჯეროდა დიდად, მას ან როგორც ქალი მოვწონდი, ან ჩემი ცოდნის გამოყენება სურდა, ან ორივე ერთად. მე კი ამის დიდი სურვილი არ მქონდა, „ნეტა დამფუძნებლების ტვინში ჩამახედა, ასეთ ამბიციურ ადამიანს ხელში ამხელა ძალაუფლება რომ ჩაუგდეს“.
რადგან მე არ მივულოცე დაწინაურება, იმ საღამოს თვითონ იკადრა მოსვლა: - როგორ მოგეწონა თათბირი? - ირონიულად მკითხა მან.
- ძალიან, ალბათ აღფრთოვანებული ხარ შენი წინსვლით. შეგეძლო გუშინ გეთქვა, ბარემ სუფრა გაშლილი გქონდა და ავღნიშნავდით... - გესლით ვუპასუხე მე.
- არ მინდოდა დღევანდელი სიამოვნების ჩაშხამება! თუმცა გუშინ რომ ჭკვიანურად მოქცეულიყავი, დღეს ყველაზე მცირე დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი მაინც იქნებოდი.
- რას იზამ. ასეთი ჭკვიანი არ ვარ! საკუთარი პოზიციაც მაკმაყოფილებს.
- შენს ადგილზე დავფიქრდებოდი. არც ეხლაა გვიან, ჯერ წევრები არ დაგვისახელებია.
- კანდიდატებს თუ იმის მიხედვით არჩევ, ვინ როგორია ლოგინში, ავშენებულვართ!
- გააჩნია, ვის რისი ნიჭი ექნება! - ცინიკურად აღნიშნავს ის - ვიღაც ფინანსებშია კარგი, ვიღაც ლოგინში, ორივე ერთად კი საუკეთესოა. შენზე ამბობენ ორივე კარგად გამოსდისო...
მისი ბინძური სიტყვებისთვის კომენტარი არ გამიკეთებია: - შენდა სამწუხაროდ მაგას ვერასოდეს გაიგებ!
- რატომ?
- მეც პატარა სიურპრიზს გაგიკეთებ!
- წასვლაზე არც კი იფიქრო! - გაცხარდა ის, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან დაგბლოკავ, ჩემს იქით გზა არ გექნება...
- ნუ მემუქრები! - ტონს ავუწიე მეც - თუ ზედმეტად შემაწუხებ, იცოდე ისე წავალ არც კი დავფიქრდები. შეიძლება მუშაობა არც დავიწყო, მაგრამ მერწმუნე ამით ბევრიც არაფერი დამაკლდება. როგორმე თავს გავიტან. კარგად დაფიქრდი, ჩემი წასვლით შენ უფრო არ იზარალო. უტვინო არ ხარ! ერთი ღამის სიამოვნების გამო კარიერას სასწორზე არ დააყენებ. იკითხე რას ვაკეთებ და რა მოვალეობები მაკისრია. შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე. იმ ტოტს ნუ მოიჭრი, რომელზეც ზიხარ!
ლევანი სულელი არ იყო, უცებ მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი. ალბათ მეტნაკლებად ჩემი ხასიათიც იცოდა და ხვდებოდა, რომ მუქარის შესრულებაც შემეძლო. შანტაჟი არ მიყვარდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად წამადგა.
- კარგი, იყოს შენებურად! - უხალისოდ დამეთანხმა - დავზავდეთ, დავივიწყოთ რაც აქამდე იყო და დავიწყოთ ახლიდან. მე უფროსი ვიქნები, შენ კი თანახმშრომელი...
- კარგი, ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდეთ. დავიცვათ სუბორდიაცია და დაშვებულ ზღვარს ნუ გადავალთ! ხელი გავუწოდე ზავის ნიშნად.
მას გაეღიმა: - კარგი, თანახმა ვარ! - ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი სიფხიზლე არ უნდა დამეკარგა. მასთან მოდუნება არ ღირდა.
თვალები (11 თავი)



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

მე, რომელსაც პრეტენზია მაქვს აქტიური მკითხველობის...სირცხვილი და თავის მოჭრა,ახლა წავიკითხე და დავამთავრე შენი წინა ისტორია. ვაიმეე, ჯერ ეს ერთი სასწრაფოდ ხარ "ახლაბედებში" მოსათავსებელი. არ ვიცი რაა, მიხარია რომ დღეს "მომიარა" და წაგიკითხე. ახლა ამ ისტორიასაც დავიწყებ და მოგყვები. იცოდე, მხოლოდ კეთილ დასასრულებს გთხოვ. რჩევა,შენიშვნა და მსგავსი რამეები ზედმეტია ისე მაგრად წერ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
მე, რომელსაც პრეტენზია მაქვს აქტიური მკითხველობის...სირცხვილი და თავის მოჭრა,ახლა წავიკითხე და დავამთავრე შენი წინა ისტორია. ვაიმეე, ჯერ ეს ერთი სასწრაფოდ ხარ "ახლაბედებში" მოსათავსებელი. არ ვიცი რაა, მიხარია რომ დღეს "მომიარა" და წაგიკითხე. ახლა ამ ისტორიასაც დავიწყებ და მოგყვები. იცოდე, მხოლოდ კეთილ დასასრულებს გთხოვ. რჩევა,შენიშვნა და მსგავსი რამეები ზედმეტია ისე მაგრად წერ.

დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, გამოგიტყდებით "ახალბედა მწერლებში" დამატებაზე არც მე ვიუტყოდი უარს wink იმედი მაქვს ცუდი წასაკითხი არ არის, მით უმეტეს რომ ამბის 90% სიმართლეზეა აგებულია. დასასრულზე წინასწარ არაფერს ვავბობ.იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ცუდი, კი არა ძალიან კარგი წასაკითხია. საქმის პროფესიონალი ხარ რაა. აუფ, ისე უკვე გასაგებია მგონი ვის საფლავზეც დადის ეს ქალი და დამამწუხრა ამ ამბავმა წინასწარ recourse .მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურადმიდიხარ იქამდე, მაინც არ მემეტებიან ამისთვის

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ერთბაშად წავიკითხე,მატირე,მაბღავლე,რამოდენიმე თავი თამროზე ვბრაზობდი,სულ გიორგი იღებდა და იხარჯებოდა მისთვის,ახლა კი გიორგიზე ვბრაზობ,ძალიან მომწონხსრ.
ბიჭი ხარ?
მამაკაცის ემოციებს ზუსტად გადმოცემ,თან მეტ დროს უთმობ ვიდრე ქალისას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
ერთბაშად წავიკითხე,მატირე,მაბღავლე,რამოდენიმე თავი თამროზე ვბრაზობდი,სულ გიორგი იღებდა და იხარჯებოდა მისთვის,ახლა კი გიორგიზე ვბრაზობ,ძალიან მომწონხსრ.
ბიჭი ხარ?
მამაკაცის ემოციებს ზუსტად გადმოცემ,თან მეტ დროს უთმობ ვიდრე ქალისას

არა, კაცი არ ვარ. wink უბრალოდ ყოველთვის ვფიქრობდი როგორ გვხედავდნენ მამაკაცები ქალებს. ვცდილოთ მათი თვალით დავინახო საოცნებო ქალი.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

murachashvili
ლილიანა
ერთბაშად წავიკითხე,მატირე,მაბღავლე,რამოდენიმე თავი თამროზე ვბრაზობდი,სულ გიორგი იღებდა და იხარჯებოდა მისთვის,ახლა კი გიორგიზე ვბრაზობ,ძალიან მომწონხსრ.
ბიჭი ხარ?
მამაკაცის ემოციებს ზუსტად გადმოცემ,თან მეტ დროს უთმობ ვიდრე ქალისას

არა, კაცი არ ვარ. wink უბრალოდ ყოველთვის ვფიქრობდი როგორ გვხედავდნენ მამაკაცები ქალებს. ვცდილოთ მათი თვალით დავინახო საოცნებო ქალი.

ერთი ერთგული მკითხველი შეგემატე :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ამასთნ უნდა იშალოს ნერვები. გუის სიღრმეში გიორგიზევფიქრობდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent