შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება. თავი 5.


6-11-2015, 14:39
ავტორი Lonely Giirl
ნანახია 2 812

ტკივილმა გამომაღვიძა. მუცელი მტკიოდა. ეტყობა წამალს ვადა გაუვიდა უკვე. ან რამდენი ხანი გავიდა არც ის ვიცოდი. რომელი საათი იყო, დღე იყო თუ ღამე არც ის ვიცოდი. წამოდგომა ვცადე რომ მეჭამა. ძალიან მშიოდა, მაგრამ ადგომა ვერ შევძელი. ტოსტი ალბათ უკვე გამხმარიც იქნებოდა, მაგრამ უარს არ ვიტყოდი. სისუსტეს ვგრძნობდი და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. სახეზე ხელი ფრთხილად მივიდე და ჭრილობები შევამოწმე. თვალთან დასიებები მქონდა, ტუჩიც ალბათ დასიებული და დალურჯებული მქონდა.
ძალები მოვიკრიბე და მაინც წამოვდექი. ფეხები საწოლიდან გადმოვდგი და წამოდგომა ვცადე. მუცელში ტკივილმა დამიარა და საშინელმა სიცივემ ამიტანა. ადიელა მოვიხვიე და პატარა ტუმბოჩკაზე დადებული ტოსტოსკენ გავიწიე. ტუმბოჩკა შევამჩნიე მაგრამ ყურადღება არ გამომახვილებია.
ტოსტები ავიღე და როცა უნდა ჩამეკბიჩა კარები გაიღო. შეშინებულმა ტოსტი უკან დავდე და კარებისკენ გავიხედე. ოთახში ლადო შემოვიდა.
-გაიღვიძე?-თქვა და კარები დაკეტა.-3 ჯერ დაგხედე და ისევ გეძინა. წამალმა კარგა ხნით იმოქმედა. მეორე მოგიტანე. დალევ?
-რატომ მეხმარები?-ვკითხე მე. არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც. ლადო შეყოყმანდა.
-არ ვიცი ნია. უბრალოდ ასე მინდა. -საწოლთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა. შეხედა რომ ტოსტის თეფში მუხლებზე მედო. თავზე ხელი გადამისვა და თეფში აიღო.-მე გაჭმევ გინდა??
-არა, არ მინდა.
-რატომ?
-შენ ჩემგან რაღაც გინდა.-ვთქვი და გავხედე.-შენი რომ არ მეშინია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე დაგთანხმდები ან შენი მჯერა.
-ნია..-ამოიხვნეშა ლადომ და ფეხზე წამოდგა...
-რაც არ უნდა ოყოს შენ ამ ყველაფერში გარეული ხარ..ვთქვი მე. ლადომ თეფში ტუმბოჩკაზე დადო და ჩემს წინ დადგა. ჩაიმუხლა და ლოყებზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადამიწია.
-მე შენგან არაფერი მინდა.-ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა რომ დალურჯებული არ მტკენოდა..-ხელს არ შეგიშლი. გავალ. წამალს აქ დაგიდებ-თქვა და წამალი თეფშის გვერდით დადო.
ლადო ოთახიდან გავიდა.
-როგორც იქნა.. -ვთქვი და ტირილი დავიწყე. ხმამაღლა ავზლუქუნდი რაც შემეძლო. ყველაფერი საშინელება იყო. მთელი ჩემი ცხოვრება. არავინ არ მყავდა... არავინ..
არავის შეეძლო ჩემი დახმარება. ამას ჭკუიდან გადავყავდი და საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების მიმართ სიძულვილის გრძნობა მახრჩობდა. მინდოდა ჩემი თავისთვის რაღაც დამეშავებინა.
მაგრამ ეს არ შემეძლო. ეს არასდროს შემეძლო.
წამოვდექი, წამალი გადავყლაპე, ადიელა გავშალე და ისევ დავწექი.
შედარებით რომელი მხარეც არ მტკიოდა იმ მხარეზე გადავბრუნდი, ყურებზე ხელები მივიჭირე და ღიღინი დავიწყე.
"გიორგი დამეხმარე"-ვმურჩულებ მე. ერთი სული მქონდა ისევ იმ ოთახში გავსულიყავით რომ კამერის წინ დავმდგარიყავი. მაგრამ მე ხომ ნაცემი ვარ? ძალიან ინერვიულებს... ნეტავ სულ ორი წუთით მაინც გამაჩინა მასთან, ჩამახუტა მერე თუნდაც 300 ჯერ მცემონ... თუნდაც 400 ჯერ ჩამატყან მუცელში წიხლი.
ტირილს ვერ ვწყვეტდი.. ეხლა დედაჩემი გამახსენდა.
ნეტავ თუ მიყურა? ნეტავ ოდნავ მაინც შევეცოდე ჩემ ძმას? ნეტავ მამამ თუ მიცნო? თუ გაახსენდა რომ ეკრანზე მისი გოგონა იყო, მისი მიტოვებული გოგონა..
...
როცა გამოვიღვიძე სიტუაცია ისეთივე იყო როგორიც დაძინებამდე დავტოვე.
სიჩუმე, სიმარტოვე და სიცარიელე სახლიდან შორს მაინც თან გამომყვა. ამ წყეულ ადგილასაც მარტო ვიყავი. არა რატომ მარტო? ლინდა გავიცანი. ნეტავ ლინდა როგორ იყო? ანდა იმ გოგონას ნეტავ რა მოუვიდა? იტანჯა კი სოკვდილამდე?
რა ბედი ჰქონია.. შეიძლება იგივე მალე მეც განვიცადო. დაზღვეული არცერთი ჩვენგანი იყო.
ლადო? ის ვერ დამიცავდა. დაცვა რომ შეძლებოდა ასეთი დალურჯებული არ ვიქნებოდი.
ან კი რა უნდოდა ჩემგან?
საათზე მეტი ვიწექი გაუნძრევლად. უკვე წოლისგან მტკიოდა ყველაფერი. ალბათ 1 დღე გავიდოდა ჩემს ძილში. წარმოდგენაც არ მქონდა.
ოთახის კარები ისევ გაიღო. ოთახში ნიღბიანი შემოვიდა.
შეშინებულმა წამოვვარდი.
-ნუ გეშინია მე ვარ. შენს გასაყვანად მოვედი მთავარ ოთახში.
-რატომ რა ხდება? რამდენი ხანი მეძინა?
-შენ გუშინ წინ გცემეს ნია. 1 დღეა რაც აქ ხარ. ტოსტები სულ არ გიჭამია? -თეფშს გახედა ლადომ.
-არა. პირდაპირ წამალი დავლიე გუშინ. შეიძლება ტოსტები თან წავიღო?
-არა არ შეიძლება. რომ გკითხავენ საიდან გაქვს, რას უპასუხებ? ისინი 1 დღეა მშივრები არიან შენ კი ტოსტები მოგართვი და პირიც არ დააკარე. -თქვა ნაწყენმა.
-ხოდა აწი საერთოდ ნუ მომართმევ და ეს ტოსტები უკან წაიღე.-ვთქვი გაბრაზებულმა. ადიელა გადავიძვრე და წამოვდექი. მუცელი ისე ძალიან აღარ მტკიოდა.
-არა არ წავიღებ. იყოს როცა დაბრუნდები მერე შეჭამ. ძალიან გამხმარია მაგრამ დანარჩენებს ეგეც არ აქვს... -თქვა ლადომ და კარებისკენ მიმითითა რომ გავსულიყავი.
რადგან საწოლის იმ ჩხარეს ავდექი საითაც ტოსტები იდო, ერთი ცალი ჩუმად მაინც ავიღე. სპორტიულის ჯიბეში ჩავიდე და კარებისკენ გავემართე.
ლადოს უხეშად არ მივყავდი. ალბათ ძალიან სწრაფადაც სიარული, რომ არ შემეძლო იცოდა. უკვე დავიმახსოვრე კიდეც. ჩემი ოთახიდან ორჯერ მარცხნივ და ერთხელ მარჯვნივ მდებარეობდა მთავარი ოთახი. ვცდილობდი რამე ისეთი შემემჩნია რაც აქედან გასვლაში დამეხმარებოდა, მაგრამ ყველა კედელი, ყველა კარი ერთმანეთს გავდა. ერთგვარი ლაბირინთი იყო.
მთავარ კარებთან მივედით. ლადომ 5 ჯერ დააკაკუნა.
-ეს ხომ გაყვანას ნიშნავს?-ვკითხე მე.
-შემოყვანასაც. ეხლა უხეშად მოგექცევი, მაგრამ იცოდე ასეა საჭირო კარგი?-მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.
არაფერი მიპასუხია. კარები გაიღო და შიგნით შემაგდო. მის გვერდით, იდაყვში ხელ ამოდებული დამაყენა და გოგონებისთვის მისამართად მოემზადა.
-ამ გოგონამ 2 დღის წინ თამაში არ ითამაშა. სახეზე ეტყობა არა?? ეს ყველაზე იოლი გზა იყო რითიც მისი დასჯა მოხდა. შემდეგი დასჯა კი ასეთი მარტივი აღარ იქნება. ასე რომ შეწინააღმდეგება აღარავინ გაბედოს. გასაგებია?-თქვა ლადომ. გოგონებისგან ჩუმი პასუხები მიიღო დუმილის სახით. მერე მე მიბიძგა, ხელი მკრა და ძირს დავენარცხე.
მუცელმა თავისი მიქნა და საშინლად ამტკივდა. ტკივილისგან ტირილი დავიწყე და ჯერ კიდევ უკან მდგარ ლადოს გამოვხედე.
არცერთი თანაგრძნობა, არცერთი შეცოდება,არცერთი სინანული მის სახეზე არ იყო. იდგა გაყინული სახით და თითქოს მეუბნებოდა. "ღირსი ხარ, ასე გეკუთვნისო"
ჩემთან ლინდა მოვიდა და წამომაყენა.
-მოდი, დაჯექი.-საწოლისკენ წამიყვანა ლინდამ. ყველა გოგო მე მიყურებდა. ყველას თანაგრძნობა ეწერა სახეზე.
საწოლზე დავჯექი და ლადოს გავხედე. ისევ ისეთივე ყინულის სახით მიყურებდა, შემდეგ ადგილს მოწყდა და გარეთ გავიდა. კარები ჩაკეტა და გოგონებთან დავრჩი.
-კარგად ხარ?-მკითხა ლინდამ.
-კი.-ვუპასუხე მოკლედ და ვცდილობდი არ გავნძრეულიყავი რომ ტკივილი შემეჩერებინა.
-რა მოხდა ნია?
-არაფერი. არ ვითამაშე და ჩემი გაყვანის დროს ერთ-ერთმა ნიღბიანმა მცემა.
-თვალი საშინლად გაქვს ჩალურჯებული.
-თვალი იმდემად არ მაწუხებს, როგორც მუცელი. მოვლითი ტკივილები მაქვს.
-იწექი. არ ადგე. იქნებ გაგიაროს.
-ჰო ასე წოლა მშველის. -ვთქვი მე და გოგონებს გადავხედე. ჩვენ აღარავინ გვისმენდა. თანაც კედლის მხარეს ვიჯექით და თამამად შემეძლო მისთვის ტოსტის მიცემა. ალბათ ძალიან მშიერი იყო.
-გშია?-ვკითხე ლინდას.
-ძალიან, მაგრამ უფრო მწყურია. აბაზანაშიც არ მოდიოდა წყალი რომ იქ მაინც დამელია.
-აბაზანაში წყალიც მოდის?-ვთქვი მე.
-ჰო თამაშის შემდეგ უშვებენ როგორც გავიგე.
-მანამდე?-ვკითხე გაკვირვრბულმა.
-მანამდე ეს 7 ვარსკვლავიანი სასტუმო ნამდვილად არ არის. აქ ყველაფერი მათი წესებითაა. -თქვა იმედგაცრუებულმა ლინდამ.
-იმ გოგონას რა მოუვიდა?-ვთქვი მე.
-ნუცას? არავინ იცის.. მხოლოდ ის გვაკლია. შენ ბოლო იყავი ვინც შემოიყვანეს და არ ვიცოდით ვინ მოკვდა. ისე კი კარგი გოგო იყო... -თქვა და ცრემლების შეკავება შეძლო. მე აღარ ჩავძიებივარ. მინდოდა მისთვის ტოსტი მიმეცა.
-ლინდა, რაღაც მინდა მოქცე. ცოტა ძველია, მაგრამ ვიცი რომ გშია... -საუბრის დასრულება არ მაცადა ლინდამ გამაწყვეტინა.
-თუ იმ პურზე ამბობ რომელიც აქ დამალე ბალიშის ქვეშ ის გოგონებმა იპოვეს და თვითონ ჭამეს.
-რაა?-ეგ პური აღარც გამხსენებია.-როგორ თუ თვითონ ჭამეს?
-ხომ გითხარი? აქ არავინ დაგეხმარება, ყველა თავის თავზე ზრუნავს.
-მოიცა. ჯერერთი ის პური ჩემი იყო, და მერე კიდევ მარტო ჭამეს? არ გაუყვიათ? -ვკითხე ლინდას გაბრაზებულმა.
-არა ნია. ის რომ გაეყოთ რაღა დარჩებოდა? 2 მა ჭამა. მე არ ვყოფილვარ არ ინერვიულო. მე ხელსაც არ მოვკიდებდი.
-ხოდა ამასაც ვერავინ გაიყოფს. გამომართვი.-ვთქვი გაბრაზებულმა ჩუმად და ჯიბიდან ტოსტი ამოვიღე. ლინდამ გაკვირვებულმა გამომხედა.
-ეს საიდან გაქვს?
-როდესაც მცემეს ერთ ნიღბიანს შევეცოდე და ოთახში შემომიტანა. არ მიჭამია, შენთვის წამოვიღე. -ლინდა შეყოყმანდა. არ იცოდა აეღო თუ არა..
-აიღე სანამ არავინ გვიყურებს. ჩუმად ჭამე. -ვთქვი მე და ტოსტი ხელებში ჩავუდე.
ლინდა შეტრიალდა რომ გოგონებს არ დაენახა და ჩუმად დაიწყო ჭამა. მე გოგონებს ვაკვირდებოდი ვინმე იხედებოდა თუ არა, მაგრამ ყველაფერი ხომ ჩემთან უკუღმა ხდება...
ერთმა ტანით კარგად ნავარჯიშებმა გოგომ გახედა ლინდას. ვცადე ჩამოვფარებოდ, მაგრამ მან საწოლს მოუარა. როცა დაინახა რომ ლინდა ჭამდა სწრაფად მივარდა და ლინდას ხელიდან გააგდებინა.
-ეს საიდან გაქვს??!!-იღრიალა გოგომ და დაგდებული ტოსტი თვითონ აიღო. ცოტაღა იყო დარჩენილი. რა მოხდებოდა სულ 2 წუთიც და მერე გამოეხედა ამ გოგოს.
ლინდამ შეშინებულმა უკან დაიხია და გამომხედა.
-საიდან გაქვსთქოო!!!-ისევ იღრიალა გოგომ. ეხლა ყველა გოგო ჩვენ გვიყურებდა.
-ცოტა გადავინახე.. შენ ვინ გკითხავს??-უპასუხა ლინდამ.
-ტოსტი საჭმელად არ ყოფილა. არცერთხელ!!-ისევ ღრიალებდა გოგო.
-ჩემთან იყო! მე შემომიტანეს ოთახში.-ჩემი სათქმელი თქვა ლინდამ.
-რაა?? რატომ? რით ხარ ჩვენზე უკეთესი? ჩვენ რატომ არ შემოგვიტანეს?? მათიანი ხარ არაა??-ლინდასკენ გამოიწია გოგონამ. მაშინვე ტკივილები დავივიწყე და გადავეფარე.
-გეყოფა!!-დავუყვირე მე.
-შენ ვინ გკითხავს გოგო! უკან დაიხიე. აქ მარტო ჭამა თანაც ისეთი რამის რაც არ ყოფილა მენიუში არ შეიძლება!!-დამიღრიალა გოგომ.
-არ შეიძლება არა?? შენ და მარიმ რომ ჭამეთ ნიას პური, ისე რომ არავის გაუყავით, ეგ შეიძლებოდა???-იყვირა ლინდამ.
-ეგ შენი საქმე არაა!!
-ხოდა არც ეგაა შენი საქმე!-არ დანებდა ლინდა.
-ეხლა ნიას დაგამსგავსებ!!-თქვა გოგონამ და ლინდასკენ გამოიწია. ისევ გადავეფარე და ყველაფერი ვთქვი.
-ლინდას მე მივეცი ეგ ტოსტი. და თუ რამის თქმა გინდა მე მითხარი.-საწოლიდან წამოვვარდი და გოგოს წინ დავდექი. გოგო გაკვირვბული მიყურებდა. ჩემზე ოდნავ მაღალი და დაკუნთული იყო. ეტყობა ამ გოგოზე თქვეს სიძლიერით ავარჩიეთო.
-შენ საიდან გაქვს ეს ტოსტი?-იკითხა გოგომ.
-როცა მცემეს მომიტანეს რომ მოვძლიერებულიყავი.-ვთქვი მე და გოგონას რეაქციას დაველოდე. ყველა გოგო გაკვირვებული გვიყურებდა. ყველა მომენტის განვითარებას ელოდებოდა. ლინდა შეშინებული მიცქერდა.
-ეს გოგო მათიანია!-იღრიალა გოგომ და ხელი მკრა. იატაკზე დავენარცხე და ტკივილებმა შემომიტია.
-მართლა? მათიანი?? იქნებდა ძალით ვირტყი სახეში და მუცელში და ეს მომეწონა!!-ვთქვი გამწარებულმა მე. გოგონა კრუგებს მირტყამდა.
-სწორედ ეგრე იქნებოდა!
-რა სასაცილო ხარ!!-აგდებულად გავიცინე მე..
-რამე სასაცილოა??-მკითხა მან.
-კი!! ღორივით ჩასკდი ჩემი პურით, ისე რომ სხვას არ გაუნაწილე, თანაც ჩემი პურით, რომელიც მთელი დღის მშიერმა მე მოვიკელი იმ დღეს და ეხლა იმაზე გაქვს პრეტენზია უშენოდ როგორ ვჭამეთ??
-ძუკნავ!!!-დაიღრიალა გოგომ და სახეში წიხლი ჩამარტყა.
რათქმაუნდა გავითიშე. გონს ისევ ჩემს ოთახში მოვედი. სახე ორმაგად მტკიოდა.
წამოვდექი და საწოლთან მდგარი ლადო დავინახე.
-დაუჯერებელი გოგო ხარ!-თქვა მან. ღმერთო როგორ მძულდა უკვე ეს სიტყვებიი.
ირონიულად გავუღიმე ლადოს.
-დღეიდან ყველაფერი შეიცვლება-თქვა მან.-შენ მეც პრობლემა შემიქმენი. საჭმელს საერთოდ აღარ შემოგიტან!!-თქვა მკაცრად. ამის გაგონებაზე გამწარებულმა წამოვვარდი.
ადიელა იატაკზე დავაგდე.
-შენი არაფერი მჭირდება!!-ისტერიკული ყვირილი ავტეხე.- ეს ადიელაც წაიღე!! ეს ტოსტიც!!-თეფშს ხელი მოვკიდე და იატაკზე დავანარცხე.-შენი არაფერი მინდა!! აღარც წამალი შემომიტანო!! მეც ყველა გოგოსავით ვიქნებიი!! გაიგე??-ვიყვირე მე და ლადოს გავხედე. მშვიდი სახე ქონდა როგორც ყოველთვის.
დაიხარა, ადიელას ხელი მოჰკიდა, გაშალა. დამტვრეული თეფში აბოჭა და ადიელაზე დაყარა. ტოსტებიც ზედ მიაყოლა. ტუმბოჩკაზე დადებული ჭიქა აიღო, წყალი იატაკზე დაასხა, ჭიქაც ადიელაში ჩადო, თავი მოუყარა და წავიდა. კარები ჩაკეტა და ისევ მარტო დავრჩი.
სიმწრისგან ვიყვირე და მატრასი საწოლიდან გადმოვაგდე... აღარც ტკივილი მახსოვდა და აღარც შიმშილი. მეც ხომ ყველა გოგოსავით ვიყავი? როგორც მათ ჭამეს ისე ვჭამე მეც. განა ტოსტებს პირი დავაკარე?? ლინდასთვის მინდოდა... არც წყალი დამილევია მეც მათსავით მწყუროდა და მეც მათსავით მარტო ვიყავი ამ წყეულ ადგილას...
ლადო ამის შემდეგ აღარ შემოსულა. მე კი ამ გაყინულ ოთახში ვიჯექი და ველოდებოდი იმ წყეულ დღეს როცა თამაში იქნებოდა. სიკვდილს ვნატრობდი რადგან გიორგის ნახვის იმედიც დავკარგე. აღარაფრის იმედი მქონდა, აქ სიკვდილი მეწერა... თამაშამდე დღე ჩემს ოთახში გავატარე. შიმშილისგან და წყურვილისგან ვეღარც ვიძინებდი. სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო. სისუსტეს ვგრძნობდიი.. ტკივილს ყურადღებას აღარ ვაქცევდი იმდენად შევეჩვიე. თანაც ისე ძალიან აღარ მტკიოდა.
თამაშის დღეს სხვა ნიღბიანმა გამიყვანა ოთახიდან. სიმაღლით მივხვდი ეს ლადო არ იყო.
სწრაფად მივყავდი სათამაშო ოთახში და ეხლა სულ სხვა გზით. ოთახში რომ შემიყვანა გოგონებს შევხედე. ყველა სკამზე იჯდა და ფეხზე რკინის ჯაჭვით მიბმული იყვნენ სკამზე. ხელში ფურცელი და კალამი ეჭირათ. ოთახში კიდევ 2 ნიღბიანი იყო. ამჯერად ლადო გამოვარჩიე მათგან.
მეც სხვა გოგონებივით სკამზე დამსვეს და ფეხზე რკინა გამიკეთეს. ხელში ფურცელი და კალამი მომაწოდეს და გამეცალეს.
გოგონები მოვათვალიერე, ლინდას ვეძებდი. ისიც აქ იყო და რაც მთავარია კარგად.
-რადგან ყველა შევიკრიბეთ-დაოწყო ნიღბიანმა ლაპარაკი. -წესებს გაგაცნობთ.-კამერას ავხედე. ოთახში 3 კამერა იყო. ყველა ჩართული. -თქვენ დაგირიგდათ ფურცლები და კალმები. ამ თამაშში დასასჯელს ირჩევთ თქვენ. ხოლო ვინც უნდა მოკვდეს ვირჩევთ ჩვენ. თქვენ იმ გოგონას სახელს წერთ ფურცელზე ვინც გინდათ რომ დაისაჯოს. დასჯის დროს კი ჩვენ ერთერთ თქვენგანს მოვკლავთ. მსხვერპლის არჩევა ხდება იმით თუ ვინ არის ყველაზე სუსტი. სუსტები არ გვჭირდება. ხოლო დასჯა როგორ მოხდება?? აი უკან მაგიდას ხომ ხედავთ?? იმ მაგიდაზე ელექტრო შოკს იქამდე მიიღებს სანამ გონებას არ დაკარგავს. მაშ ასე! დაიწყეთ დაწერა.-თქვა ნიღბიანმა და ტაში შემოკრა. გოგონებმა დაიწყეს სახელების დაწერა მე კი ფურცელს დავჩერებოდი. შემეძლო იმ ღონიერის სახელი დამეწერა, მაგრამ არ შემეძლო ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა. ნიღბიანმა ყუთის ჩამოტარება დაიწყო და გოგონებმა ფურცლების ჩაყრა დაიწყეს. მე რაღაც დავჯღაბნე და როდესაც ჩემთან მოვიდა ყუთით, მეც ჩავაგდე და ლოდინი დავიწყე.
ვნატრობდი ყველაზე სუსტი გოგონა მე ვყოფილიყავი რომ ყველაფერი მალე დამთავრებულიყო..
ნიღბიანმა ყუთი გახსნა და სახელების კითხვა დაიწყო.
-ნია!-გაისმა პირველი გოგოს სახელი და იმწუთას დამარტყა თავში.-ნია!-ისევ მე...-ნია!-ისევ მე... ცრემლები ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე. ვინ რას მერჩოდა? ყველაფერი იმ გოგოს ბრალი იყო. ეხლა კი ვინანე რომ სახელი არ დავწერე. თუმცა სახელიც არ ვიცოდი. მე ხომ ლინდას გარდა არავის ვიცნობდი. ეს თამაში არ იყო სწორი ვფიქრობდი და ვცდილობდი ცრემლები დამემალა. ლადოსკენ თვალი გავაპარე. ისიც მე მიყურებდა. ნიღაბში იყო, მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ უკვე ვიცოდი ისევ ისეთი ყინულის სახე ექნებოდა...
-რაღაც ნაჯღაპნი-ნიღბიანმა ჩემი ფურცელიც იპოვა.-ნია!-გაისმა ისევ..-ლიკა. ნია! ნია! ნია!-კაცმა დაამთავრა.-როგორც ჩანს ნია ყველაზე ბევრჯერ ეწერა. მინდა გითხრათ რომ ნია რაც არ უნდა არ ამოსულიყო სუსტად ჩვენ არ ვთვლიდით, ამიტომაც მსხვერპლი ერთ-ერთი სხვა გოგოა თქვენს შორის. ნია, რაც შეგეხება შენ! თუ შენი ფურცელი ნაჯღაპნი იყო, მაშინ იმსახურებ კიდეც ამ ყველაფერს-მითხრა კაცმა და ნიღბიანს და ლადოს ანიშნა მაგიდაზე გადავეყვანე. ნიღბიანმა ჯაჭვი მომხსნა, ლადოს კი ხმა არ გაუცია ჩემთვის. გული გახეთქვაზე მქონდა.ყველაზე მეტად ტკივილის მეშინოდა. მე კი ჩემი ბედი რომ ვიცოდი ალბათ ტანჯვით სიკვდილი მეწერა.
არ შევწინააღმდეგებივარ. მაგიდაზე უხმოდ დავწექი. ნიღბიანმა მუსიკა ჩართო. ბოლო ხმაზე აღრიალდა მელოდია რომელიც არ ვიცოდი. ლადომ, რომელიც ხელებს და ფეხებს მიმაგრებდა მაგიდაზე, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი თითით მომწმინდა. მერე თავიც დამიმაგრა მაგიდაზე. პირში რაღაც ბურპულა ჩამიდეს. საფეთქლებთან ფერადი ბურთები მიმადეს და გაჩერდნენ.
"რას ელოდებით? ლოდინში გული უნდა გამისკდეს"-ვფიქრობდი მე. მუსიკა კი მხიარულად უკრავდა. ვერცერთ გოგო ვუყურებდი. ვცდილობდი გიორგიზე მეფიქრა. იმ დღეზე როცა პირველად მაკოცა. იმ დღეზე როცა პირველად დამორცხვილმა მითხრა მიყვარხარ და როცა ჩამეხუტა ვიგრძენი გული ამოვარდნაზე რომ ქონდა.
ბრახ!
დაიგუგუნა რაღაცამ და ჩემ სხეულში ენით აღუწერელმა ტკივილმა დაიარა. ბურთს პირი მთელი ძალით მოვუჭირე, ხელები მოვმუჭე და ისიც ვიგრძენი როგორ ჩამერჭო საკუთარი ფრჩხილები ხორცში. თავში თითქოს ყველა განვლილმა დღეებმა, მომენტებმა არეულად გაიარეს. ხან მამა დავინახე, ხან დედა, ხან ჯერ კიდევ ბაღში ვიყავი, ხან გიორგისთან ერთან მთაში სადაც დიდი ხნის წინ ვიყავით.
ტკივილი შეწყდა, მუსიკა არა. ჯერ კიდევ გონზე ვარ.
ბრახ!
და ეს ყველაფერი თავიდან გამეორდა. თუ ყვირილს გავდა ვყვიროდი, ვკანკალებდი, მთელ სხეულში დენს ვგრძნობდი, ტკივილს.
მეორესაც გავუძელი, მაგრამ მესამე მივხვდი უფრო მეტმა დენმა გაიარა ჩემში და გონება დავკარგე.
რაც იქ ვიყავი ყოველი დღე ისე მთავრდებოდა, რომ გონებას ვკარგავდი...
გონს ისევ ჩემს ოთახში მოვედი... ოთახში არავინ იყო. რას ვგრძნობდი არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი.
ახლა 8 გოგონა დავრჩით.
ვინ მოკვდა არ ვიცოდი.
ნეტავ ლინდა არ ყოფილიყო... ნეტავ ლინდა არა...
ვიწექი ჩემთვის და ჭერს ავშტერებოდი.
ძალიან მშიოდა, მაგრამ საჭმელი ისევ არაფერი იყო...
გამახსენდა ლინდამ, რომ თქვა თამაშის შემდეგ წყალს უშვებენო. წამოვდექი და აბაზანაში გავედი.
პატარა აბაზანა იყო, უნიტაზით, ნიჟარით და ვანით. ყველაფერი დაჟანგებული იყო. ნიჟარაში წყალი მოვუშვი. ცხელი წყალი წამოვიდა. სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჟანგიანის მიუხედავად ვანის ავსება დავიწყე. აღარც ადიელა მქონდა და რაღაცით უნდა გავმთბარიყავი. ვანა თანდათან ივსებოდა. მე ნიჟარაში მეორე კრანი მოვიშვი. ახლა ცივი წამოვიდა.
არც ის ვიცოდი ისმებოდა თუ არა, მაგრამ ისე მწყუროდა ამას აზრი არ ჰქონდა. წყალი გახელებულმა დავლიე. კარგად რომ გავძეხი ვეცადე რამე ჭურჩელი მომეძებნა რომ წყალი ამეღო მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ლინდას სიტყვები გამახსენდა "აქ ყველაფერი მათი წესებითაა".
დავნებდი.
ამასობაში ვანაც აივსო. ყველა კუთხე მოვათვალიერე, სადმე კამერა ხომ არ იყო და როცა დავრწმუნდი რომ არაფერი იყო გავიხადე და ვანაში ჩავწექი.
ცხელი წყალი მესიამოვნა.
თვალები დავხუჭე და ჩემს თავთან გავნმარტოვდი.



№1 სტუმარი nino k.d.

განსხვავებული ყველაფერი კარგია

 


№2  offline წევრი Crystal

გააგრძელე,მაგრამ ასე ნუ ტანჯავ ნიას რა :(((

 


№3  offline წევრი Lonely Giirl

დიდი მადლობა რომ კითხულობთ. მინდა გითხრათ რატოც ვაგვიანებ დადებას.
კომპიუტერი გაფუჭებული მაქვს და ტელეფონით მიწევს წერა, რაც იოლი არ არის. ხვალ კი ახლო ადამიანის დაკრძალვაა და მითუმეტესს ვერ შევძლებ დადებას. ზეგისთვის დაიდება. მაპატიეთ.
მადლობა კიდევ ერთხელ, რომ კითხულობთ.

 


№4 სტუმარი Marii

Dzaalian kargia da sainteresoo....velodebi sulmoutqmelad

 


№5 სტუმარი Marii

Imedia dapirebas sheasruleb da dgeistvis dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent