შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 19


6-11-2015, 16:06
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 503

ბოლოს ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი და მთელი სისწრაფით მივაყარე სიტყვები ერთმანეთს
-ლადო არ ვიცი ამას რად მიიღემ სიგიჟედ თუ ჭკვიანურად მაგრამ იცი რა თანახმა ვარ.- თან თვალები მოვხუჭე მისი რეაქციის მოლოდინში, გული გამალებით მიცემდა და ვინი თავში მიბრახუნებდა
-მაგარია ძალიან მაგარია.- წელზე შემომხვია ხელები და ჰაერში დამატრიალა
-დამსვი, დამსვი, არ წაიქხე ნასვამი ხარ .- მუშტებს მხრებზე ვუბრახუნებდი და როგორც იქნა გაიგო და დამსვა
-ძალიან, გამიხარდა და იცი რა შენ რო თანახმა იყო დღესვე მოვაწერდი ხელს
-არა ასე ნაჩქარევად არ გვინდა, მართლადამართლა ჩემებმაც ხო უნდა გაიგეო, თან ახლა ზამთარია მგონი სჯობს გაზაფხულზე იყოს ყველაფერი
-როგორც შენ გინდა.- თავზე ნელა შემახო ტუჩები და რესტორნისკენ გამიძღვა, ხელზე გზადაგზა ვიხედებოდი, ბეჭედს დავცქეროდი სიზმარში მეგონა თავი, ჯერ ამდენი ხანი არ ვთხოვდებოდი ახლა კაი ასე უცბად, რა მეტაკა
-ოჰ რა გახარებულები ხართ?
-ლაშა ჩვენ წავედით, გახარების მიზეზს მერე გაიგებთ.- ლადომ პალტო მომაცვა და ჩანთა ხელში დამაკავებინა, თვითონაც შემოიცვა და ისევ გარეთ გამომიყვანა, ისეთი სისწრაფით გააკეთა დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. მანქანაში მანიკენივით ვიჯექი ღიმილი მიმეტინა და ვერაფერს ვამბობდი, უფრო სწორედ მრცხვენოდა ლაპარაკის დაწყება, რატომ ეს უკვე აღარ ვიცი...
-დაგტოვებ ახლა და ხვალ საღამოს გამოვალ და ერთად ვუთხრათ შენებს
-და ნატას რო ვუთხრა მარტო?- მაცდური ბავშვივით ვიკითხე
-ოღონდა გააფრთხილე არ წამოსცდეს.- თითი დამიქნია და ლოყაზე მომეფერა
-როდის შეგიყვარდი? ან აქამდე რატო არ მითხარი?
-როდის და პირველად რო გნახე მაშინ მომეწონე, თითქოს არ გავდი ყველას, სხვანაირი იყავი, მთელი ექვსი თვე შენთან ვიყავი, შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ რეანიმაციის კარებთან ვიჯექი და გელოდებოდი, ექიმმა რო მითხრა გაიღვიძაო, იმ დღიდან ვგეგმავდი რომ მეთქვა მიყვარდი, მაგრამ არაფერი გახსოვდა, ამიტომ შევიკავე თავი და აი ახლა ხო ხედავ ეგრევე ცოლობა გთხოვე, დედაჩემს ერთი სული აქვს გაგიცნოს, ამდენი ხანი ვიზეა გადაყოლოლი ჩემი შვილიო სიცილით გაიძახის, ჩემი ძმაც იგივე დღეშია, სასაცილოა მაგრამ დღემდე შენი სახელიც არ იციან
-ვაიმე, როგორი ისეთი საყვარელი კინო გამოვიდოდა ჩვენნზე
-მერედა გადავიღოთ
-ოჰ, კაი ახლა
-და შენ?
-რა მე?
-არაფერს გრძნობ შენ ჩემს მიმართ?- აბა ახლა იფიქრე მონიკა, თუმცა საფიქრალი რა იყო, რომც მეთქვა არ მიყვარხარ მეთქი ცოლობაზე დავტანხმდი უკვე და რო არ დავთანხმებულიყავი ისედაც მიხვდებოდა რომ არაფერს ვგრძნობდი მის მიმართ
-მგონი პასუხი შენც კარგად იცი
-მაგრამ შენგან რო მინდა გაგება?
-შენ იცი რო ასე უცბად ვერ გეტყვი რო მიყვარხარ, და რატომ ესეც იცი, მაგრამ მე შენ მაინც დაგთანხმდი, ამიტომ დაველოდოთ სასწაულს
-მათემატიკასავით ხარ ჩემთვის
-რატო გიყვარდა?
-არა ვერ ვუგებდი ვერაფერს.- სიცილით მითხრა და მზერა გზაზე გადაიტანა, მის ნათქვამზე მეც გამეცინა.
სახლში ფეხაკრეფით შევიპარე, რა სიჩუმეა ყველას ეძინა ჯერ კიდე პირველი საათი იყო, ნინა სახლში არ იყო ეტყობა და ნატა თავს არ მოიკლავდა გათენებით, ჩემმა წასვლამ გული დაწყვიტა ალბათ და ამიტომ დაიძინა, სამზარეულოში შევიარე, თამროც არ იყო, უცბად ავირბინე კიბეები და ნატას ოთახში შევედი, რაღაცას ჩჰკირკიტებდა
-ნატუშკი, მიულოცე შენ დას
-დალიე?- სიცილით წამოდგა ფეხზე და იქვე ჩამომსვა
-არა, საერთოდ არა, აი ეს ნახე.- თან მარჯვენ ხელი გავუწოდე
-ვა რალამაზია, მოიცა რა?
-ჰო, აბა გამოიცანი
-ახლა არ მიტხრა თორნიკე ვნახეო
-უფ არა, ლადომ მთხოვა ცოლობა
-რაა? მაგას უყვარდი საერთოდ? და შენ? და მე არ ვიცოდი?
-ოო, რამდენს ლაპარაკობ, დღეს ღამით მთხოვა და იცოდე დილით არავისთან წამოგცეს საღამოს მოვა ლადო ოჯახთან ერთად
-აუ მაგარია, გეღირსა რა, აუ დიშვილი მეყოლება
-ჯერ მაგაზე ფიქრი ადრეა, ქორწილი ალბათ გაზაფხულზე გვექნება
-აუ რა მაგარია რა მაგარია, როგორ მიხარი, მეტა ნინაც გათხოვდეს და მოეშავს აქეთ-იქით წანწალს
-ოო, მოიცა რა ჯერ რადროს მაგის გათხოვება
-ოჰ ოჰ, აუ რა მაგარია.- მოვიდა და მაგრად მომხვია ხელები
-აბა შენ იცი დედამთილი მიმიხედე
-უფ, მე და ლადო ალბათ ცალკე ვიქნებით ამიტომ...
-აუფ, უკვე ცალკეო არ ხუმრობ შენ
-ოო წავედი ახლა მე დავწვე და არავისთან წამოგცდეს.- ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი.

***
საღამოს შვიდი საათი იყო ყველა რო სახლში მოვკრიბე და თამროს სუფრა გავამზადებინე, მეც სადად ჩავიცვი ბეჭედი თითზე წამოვიცვი და ლადოს დასახვედრად გარეთ გავედი, თან ისე მეშინოდა მაინც პირველი ეფექტი სულ სხაა, ძალიან ნაზად და მოკრძალებით მიესალმე ლადოს და შემდეგ მის ოჯახს მივუბრუნდი, გამომდინარე იქიდან რომ მამა არ ყავდა ჯერ დედამისს გავეცანი შემდეგ მის ძმას
დედამისი ისეთი ქალი იყო, მკაცრი და სამართლიანი, ლამაზად გამოიყურებოდა, ლამაზი პირისახე ჰქონდა და შავი ჩამოშლილი თმა,
ძმა ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ლადოს გავდა ცისფერთვალება და შავგვრემანი, მაღალი და გამხდარი იყო, აშკარად მხიარული იყო სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებდა, სახლში შევიყვანე და ყველა სათითაოდ გავაცანი, სუფრა გახურებულ "ქეიფში" იყო მამაჩემი ფეხზე წამოდგა და ყურადღება ითხოვა, ყველამ მზერა მისკენ გადაიტანა
-დიდი მადლობა თქვნევი აქ მობრძანებისთვი და მინდა მონიკაზე ერთი პატარა რამ მოგიყვეთ.- უკვე ვიცოდი ჩემ დიდებას დაიწყებდა
- მონიკა 8 წლის მყავდა დედა რომ გარდაეცვალა, რათქმაუნდა ჩვენ ყველას ძალიან დაგვაკლდა ის მაგრამყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, როგორ დიდი ქალივით შეხვდა ყველანაირ დაბრკოლებს, თვითონ რვა წლის დაუცველი, სკლაში წასვლის წინ, ნატას ჩააჩმევდა და აჭმევდა ხოლმე სანამ ძიზა მოვიდოდა, იქიდან მოსული სასწრაფოდ სწავლობდა გაკვეთილებს, მერე ნინას აჭმევდა და ბოლოს ისევ ნატას დაუწყებდა მოვლას, სათამაშოსავიტ ყავდა ნატა რომელსაც მის გარდა თითქოს ვერავინ მოუვლიდა, სახლში რო მოვდიოდაი ვიცოდი როგორ დაღლილი იყო 8 წლის პატარა გოგო, მაგრამ მაინც ისევ ის სიხალისე დასთამაშებდა სახეზე, ყველაფერს მომიყვებოდა და მერე მიდიოდა დასაძიინებლად, გადიოდა წლები და ის ასე უვლიდა თავის დებს, როგორ სიამაყით მევსებოდა გული მისი ასთი საქციელის გამო თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაშინვე დედამისის თვისებები ჰქონდა, ახლა კი რომ განახათ დედამისი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, სასწავლებლად რომ გავუშვი მთელი გული თან გვატანე, წამებს და წუტებს ვითვლიდი, როდის ჩამოვიდოდა აქ, ჩამოვიდა და ეს საშინელი ავარია, გული საშინლად მტკიოდა, გარეგნულად არ ვიმჩნევდი მაგრამ განადგურებული ვიყავი, დედამისის ბედი რომ გაეზიარებინა მასაც ალბად მოვკვდებოდი...


-ახალი თავი, მის საუბარს მალე გავაგრძელებ :დდ



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს მალე გააგერძელე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent