შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (6)


6-11-2015, 16:50
ავტორი zak
ნანახია 2 777

დილით რომ გაიღვიძა და გაბო მის გვერდით არ დახვდა,კინაღამ ტირილი დაიწყო ისე ეწყინა,მაგრამ ცრემლები უკან გადაუძახა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან,საკუთარი თავი ნახევრად შიშველი რომ დაიგულა და გუშინდელი ამბებიც რომ გაიხსენა მთლად ჭარხლის ფერი დაედო,მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და საკუთარი თავის დამშვიდება დაიწყო.მერე რა თუ იმ ბიჭს აკოცა ვინც მოსწონს,მოსწონს კი არა მგონი უყვარს კიდეც,მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.სწრაფად მოემზადა და კაკაო ერთ ყლუპად დალია,შემდეეგ სამსახურისაკენ გაუდგა გზას.ალბათ ქალბატონი ნატალია უკვე სახლშია,იმედი თავს ისევ ცუდად არ გრძნობს.მართლა ძალიან შესტკივა მასზე გული,რაც არ უნდა იყოს ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ ქალმა საყვარელი ბებია გაახსენა.გული სწყდება იმაზე რომ ბებიის საფლავზე კარგა ხანია არ ყოფილა,არა ამ დღეებში აუცილებლად აიღებს ნატალიასაგან შვებულებას და სოფელში ჩავა.მორჩა უკვე გადაწყვეტილია,ეს თემა დახურულია.როდესაც ქალბატონი ნატალიას სახლში შევიდა ქალი უკვე მოსული დახვდა,სავარძელში მოკალათებულიყო და ახალ ამბებს უყურებდა.
-ქალბატონო ნატალია,როგორ გრძნობთ თავს?ხომ აღარაფერი გაწუხებთ?
-არა ჩემო კარგო,ყველაფერი რიგზეა.თან ახლა ჩემი ვაჟიც ჩემთან ერთადაა და აღრაფერზე ვდარდობ.
-მართლა ძალიან მიხარია თქვენი კარგად ყოფნა,ღმერთმა მუდამ ჯანმრთელად გატაროთ.
-გმადლობ,შვილო,ახლა შენ რომ იცი ისეთი გემრიელი სალათი მომიმზადე,არა მოიცა იმდენი გააკეთე რომ ჩემმა შვილმაც ისაუზმოს კარგი?
-კარგით ქალბატონო ნატალია.
სწრაფად გავიდა სამზარეულოში და სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები მოიმარაგა,შემდეგ მათ დაჭრას შეუდგა.უცებ ვიღაცის ხმა რომ შემოესმა.
-აი მესმის მოახლეც...ვიღაცამ ირონიულად ჩაილაპარაკა და საუბრის ბოლოს ჩაუსტვინა.მოულოდნელობისაგან დანა სალათის ფოთოლს აუცდა და ხელი გაიჭრა.უცნობიც მის გვერდით გაჩნდა და სანამ კესო რამეს იზამდა მამაკაცმა მისი ხელი წყლის ჭავლს შეაგება.როგორც კი წყალი მოხვდა ჭრილობაზე საოცრად აეწვა,ტკივილისაგან ერთი წამოიკივლა კიდეც.
-კარგი ახლა,ამ პატარა ნაკაწრისთვის ვეღარ გაგიძლია...ისევ ირონიულად მიმართა გოგონას უცნობმა და ამჯერად სახეზე დააკვირდა.კესომაც ამოჰხედა და მისდა გასაოცრად საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი დაინახა.რომელსაც მისი ხელი ახლაც თავისაში მოექცია და აშკარად არ აპირებდა გაშვებას.
-იქნებ...ხელი შემიშვათ?სალათი მაქვს გასაკეთებელი...მამაკაცმა სწრაფად უშვა გოგონას ხელი,კიდევ ერთხელ აათვალიერა და ღიმილით გავიდა სამზარეულოდან.მისი ღიმილი რომ დაინახა მაშინვე მიხვდა რომ ის ნატალიას შვილი იყო.დედა შვილ ორივეს მედიდური ღიმილი და დახვეწილი სახის ნაკვთები ჰქონდათ,მაგრამ კესომ მისი სახე რატომღაც ქალის სახეს მიამსგავსა,ლამაზი,ნუშისებრი თვალებით,გრძელი წამწამებით და გამობურცული ლოყებით.მთლიანობაში საოცრად ნაზი გარეგნობის პატრონი გახლდათ ნატალიას ვაჟი,რომლის სახელიც კი არ იცის.სალათი მოამზადა და სასადილო ოთახში გაიტანა,სუფრაც ორ კაცზე გაშალა.როდესაც საუზმობდნენ რამდენჯერმე დაუძახა ნატალიამ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ წვენი ან ყავა მიეტანა.ამ წუთებში აშკარად გრძნობდა მამაკაცის დაჟინებულ მზერას,რაც ძალიან არ სიამოვნებდა.საღამომდე სახლს აწესრიგებდა და ნატალიას ემსახურებოდა,არც ბატონი გასულა სახლიდან,მაგრამ ის მთელი დღის განმავლობაში თავის ოთახში იჯდა.წასვლის წინ ნატალიამ სთხოვა მისი შვილისათვის ვახშამი აეტანა და მხოლოდ მას შემდეგ წასულიყო.კესანეც ქალის სურვილს დაემორჩილა და რამოდენიმე წუთში მამაკაცის კარზე სინით ხელდამშვენებული აკაკუნებდა.
-შემოდით!...როგორც კი შესვლის ნებართვა მიიღო,მაშინვე შეაბიჯა ოთახში.
-ბატონო...უცებ დაფიქრდა,რომ მისი სახელიც კი არ იცოდა,თავი ცოტა უხეხულად იგრძნო მაგრამ არ შეიმჩნია და მამაკაც მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-ირაკლი,ირაკლი მქვია...გოგონას საქციელზე ოდნავ ჩაიცინა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-დიახ,ბატონო ირაკლი,დედათქვენმა მთხოვა თქვენთვის ვახშამი მომერთმია...სინი იქვე მდებარე ტუმბოზე დაუდო...გემრიელად მიირთვით...გაუღიმა და ოთახი დატოვა.
სახლის გზაზე იდგა როდესაც გაბრიელისაგან შეტყობინება მიიღო. „სამსახურთან დამელოდე,მალე მოვალ“.ისიც კაცის სიტყვას დაემორჩილა და მის მოლოდინში ადგილზე დაიწყო რწევა.დიდხან ლოდინი არ დასჭირვებია,გაბრიელიც მალე მოვიდა.მის მანქანაში მოკალათებული ელოდა თუ სად წაიყვანდა მამაკაცი,მაგრამ არ ღელავდა,მიუხედავად იმისა რომ რაც მამაკაცის მანქანაში ზის,ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისათვის,გაბრიელს ენდობა და იცის რომ მამაკაცი მისთვის საზიანოს არაფერს გააკეთებს.
გაბრიელის მანქანა ქალაქს საკმაოდ დიდ მანძილზე გასცდა,უკვე ღამდებოდა მაგრამ მამაკაცი მანქანას არ აჩერებდა.ცოტა ხანში კესო შიმშილის გრძნობამ შეწუხა.
-გაბრიელ ცოტა არ იყოს მომშივდა...მამაკაცისაკენ შებრუნდა კესო და მუდარის ტონით წარმოთქვა ეს სიტყვები.
-მანდ უკან პარკებია და იქიდან ამოიღე...ღიმილით მიანიშნა მამაკაცმა უკანა სკამებისაკენ.გოგონაც მოუთმენდალ გადაძვრა უკანა სავარძლებზე და კინაღამ ბოლო ხმაზე შეჰყვირა,პარკში შაურმა რომ აღმოაჩინა...
-უზარმაზარი მადლობა,მაგრამ მგზავრობისას ცუდად ვხდები,ალბათ წარმოგიდგენი ავტომობილში ჭამა რა შედეგით დასრულდება...ცოტა დარცხვენილმა უთხრა გაბრიელს ბოლო სიტყვები და მის პასუხს დაელოდა.მის სიტყვებზე მსუბუქად გაებადრა სახე კაცს და მანქანა განათებულ შენობასთან გააჩერა.
-ეგეც გავითვალისწინე და ისიც რომ ამ დროს უკვე ტკბილად გძინავს ხოლმე,ამიტომ დღეს კერძო სასტუმროში დავრჩეთ,ხვალ გავაგრზელებთ გზას...კესო გაიბადრა მამაკაცის სიტყვების გაგონებისას,იმ ფაქტმა ხომ საერთოდ გააგიჟა,მამაკაცს მისი საყვარელი საჭმელი რომ ჰქონდა წამოღებული.არა ეს კაცი აშკარად მისთვისაა შექმნილი.გაყინული და მოშიებული წინ წასულ გაბრიელს აეკიდა,ორივენი ერთად ძალიან სასაცილო სანახავები იყვნენ.მაღალი,მხრებგანიერი და შავგრემანი გაბრიელი,თან მიდიოდა და თან ყველაფერი მიჰქონდა.ტანმომცრო,გამხდარი კესანეს კი შაურმა ჩაებღუჯა გაყინულ ხელებში და თავისზე ორი თავით მაღალ მამაკაცს მიჰყვებოდა.კესო იქვე მისაღებში დაჯდა და ბუხარს მიუშვირა ხელები,გაბრიელი კი რამოდენიმე წუთით გავიდა და მალე ორი გასაღებით დაბრუნდა.კესო ძვლივს მოსწყდა თბილ ბუხარს და ოთახისკენ წავიდა მამაკაცთან ერთად.ოთახში შესულმა აქაც აგიზგიზებული ბუხარი რომ შეამჩნია,ბედნიერებისაგან ერთი შესძახა და სკამი ცეცხლთან მიაჩოჩა.
-კესო,მე სენს მოპირდაპირე ოთახში ვიქნები,თუ რამე დაგჭირდა დამიძახე,კარგი?
-კარგი,ძილინებისა...კესომ გაბრიელს კიდევ ერთხელ გაუღიმა და ისევ ბუხარს მიუბრუნდა.რამოდენიმე წამში მამაკაცი კესოსტან გაჩნდა და მოულოდნელად ეძგერა მის ბაგეებს.ფრთხილად აასრიალა თავისი გაყინული ხელები გოგონას გამოყვანილ წელზე და მისი ბაგეები ახლა კბილებით დალაშქრა.ცოტა ხანი კიდევ ტკბებოდნენ ერთმანეთის ფერებით,მერე გაბრიელმა გოგონას ხელი შეუშვა,საფეთქელზე სველი კოცნა დაუტოვა და გავიდა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...წასვლისას თავი შემოყო ოთახში და თვალებმინაბულ გოგონას ირონიულად გაუღიმა.შემდეგ კარები დაკეტა.შუა ღამე იქნებოდა კესო შიშმა რომ აიტანა,ახალ გარემოსტან შეგუება ყოველთვის უჭირდა,ეს იმიტომ რომ საკუთარი სახლის გარდა არც არასოდეს ყოფილა სხვაგან.ახლაც მოლანდებები დაეწყო.შხაპიც მიიღო მაგრამ არ უშველა.ცოტაც და პანიკა დაემართება...ცოტა ხანს საწოლში წრიალა მერე როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და გაბრიელის ოთახისკენ ფეხაკრაბით წავიდა...ამ დროს გაბრიელი მობილურზე საუბრობდა.
-ბექა რა ქენი,იპოვე?...ინტერესით დაუსვა კითხვა მეგობარს.
-კი გაბრიელ,ხომ ვამბობდი პრობლემა არ იქნება მეთქი.აღმოჩნდა რომ ამჟამად თბილისშია.
-ძმა ხარ,მიდი და თუ რამე ახალი გაიგო შემატყობინე.
-კარგი,აბა შენ იცი....ბექას გაუთიშა და ამ დროს კარებზე კაკუნი გაიგო,ჯერ გაუკვირდა ასეთ დროს ვინ უნდა იყოსო,მაგრამ კესო რომ დაინახა და მის შეშინებულ თვალებს წააწყდა,ყველაფერი ნათელი გახდა.
-გაბო...შეიძლება აქ დავიძინო?...შეპარვით დაეკითხა გოგონა გაბრიელს.
-რათქმაუნდა კესო,შემო,რამემ ხომ არ შეგაშინა?... დაუსვა კითხვა გოგონას და ინტერესით დააჩერდა.
-არა უბრალოდ,მე ახალ გარემოსტან შეგუება ცოტა მიჭირს და მარტო წოლის შემეშინდა.
-კარგი მაშინ როგორმე საწოლი უნდა გავინაწილოთ,იმიტომ რომ მე იატაკზე ძილს არ ვაპირებ...სერიოზულად მიუგო გოგონას და ტავისტვის მალულად ჩაიღიმა.
-არა,არა მე დავიძინებ სავარძელზე,შენი შეწუხება არ მინდა...სწრაფად გააქნია თავი გოგონამ .
-რა სულელი ხარ...ღიმილით შეხედა გოგონას,მერე მისი მსუბუქი სხეული უცებ აიტაცა და მასთან ერთად დაეცა საწოლზე.შემდეგ ძლიერად შემოჰხვია ხელები და მკერდზე აიხუტა კესანეს კაფანდარა სხეული.მთელი ღამით კესო გაბრიელის გულის ცემას უსმენდა და აბედნიერებდა ეს ფაქტი,სიამოვნებდა მასთან სიახლოვე და იმის გააზრება რომ მომდევნო დილას პირველი ვისაც დაინახავდა სწორედ გაბრიელი იქნებოდა,თუ რათქმაუნდა ადრინდელივით არ გაეპარებოდა.მალე ჩაეძინა.გაბრიელს კი კიდევ დიდხანს არ სძინებია,გოგონას სხეულის სურნელს ისუნთქავდა და დროგამოშვებით მის შუბლს კოცნიდა.კესოსთვის შემდეგი დღე ყველაზე სასიამოვნო იყო.თვალი რომ გაახილა და გაბრიელის გამობურცულ,ღვინისფერ ბაგეებს წააწყდა მიხვდა რომ საოცრად იყო შეყვარებული,ამ უზნეო,ხულიგანმა კაცმა იგი მთელი არსებით მოიცვა.მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მამაკაცის გრძნობები აშინებს,იქნებ მამაკაცს მის მიმართ ასეთი ძლიერი გრძნობები არ აქვს? ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს და სანამ გაბრიელს გაეღვიძება შხაპის მირება უნდა მოაწროს.სწრაფად ადგა საწოლიდან და მძინარე გაბრიელს დახედა.ისე საყვარლად ეძინა თავი ვერ შეიკავა და ფრთხილად აკოცა ღვინისფერ ბაგეებზე.შემდეგ უჩუმრად შევიდა სააბაზანოში.სწრაფად შემოიძარცვა ტანსაცმელი და წყლის ჭავლს შეეგება.რამოდენიმე წუთი ასე იდგა,ქალბატონ ნატალიასტან წავიდა ფიქრებით,არც კი გაუფრთხილებია ის.როგორც კი სააბაზანოდან გავა მაშინვე დაურეკავს და აუხსნის რომ დღეს სამსახურში ვერ გამოცხადდება.ფიქრებიდან ცივი ხელის შეხებამ გამოიყვანა,რომელიც გოგონას შიშველ სხეულს მარწუხებივით შემოეჭდო,შემდეგ კი თავისკენ შეაბრუნა,ისედაც აჩქარებული გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა,როდესაც ალექსანდრეს ვნებამორეულ მზერას გადააწყდა,შემდეგ კი ცხელი ბაგეები იგრძნო მის მოშიშვლებულ მკერდზე.



№1  offline წევრი ukideganod martosuli

aleqsandresi tu gabrielis? haimee

 


№2  offline წევრი zak

ukideganod martosuli
aleqsandresi tu gabrielis? haimee

უი.არ გადამიკითხია ისე დავდე,შემშლია,გაბრიელი უნდა ეწეროს.უკაცრავად.აღარ გავიმეორებ,ნუ ვეცდები მაინც wink feel request wink

 


№3  offline წევრი dali kvastiani

ზნ მიყვარს უკვე ეს საყვარლობა <3კარგად წერ :)

 


№4 სტუმარი ნიაა

ის ირაკლი არ მომწონს არაფერი მიქაროს და ხელი არ შეუშალოს ჩემ გოჭებს !! :დდდდ

 


№5  offline წევრი zak

dali kvastiani
ზნ მიყვარს უკვე ეს საყვარლობა <3კარგად წერ :)

გმადლობ,უღრმესი მადლობა,აი არც კი იცი რამდენს ნიშნავ თქვენი კომენტარები ჩემთვის,ვინაიდან და რადგანაც ეს ჩემი პირველი ისტორიაა. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent