შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (4)


4-11-2015, 17:01
ავტორი zak
ნანახია 2 922

ბოლოს როგორც იქნა გონს მოეგო და სულელური ღიმილით გაემართა სააბაზანოსკენ.თან ხელს ფრთხილად ისვამდა ტუჩებზე,რომლებსაც ჯერ ისევ შერჩენოდა გაბრიელის ტუჩების არომატი.ახლა აუცილებლად უნდა მიიღოს აბაზანა,რომ ოდნავ მაინც მოეგოს გონს.თორემ ასე გაღიმებულს გაუსკდება ეს აჩქარებული გული.აბაზანაში კარგა ხნის ნებივრობის შემდეგ.ინება და სამზარეულოს მიაშურა.კაკაო გაიკეთა და წინა დღით მომზადებული სალათი დააგემოვნა.დღეს ფსიქოლოგიურად დაიტვირთა,თან როგორ.ახლა საწოლში შეგორდება და დაიძინებს.ასეც მოიქცა,საწოლში შეწვა მაგრამ დაძინების რა მოგახსენოთ.რამდენჯერაც თვალები დახუჭა,იმდენჯერ იმ მაიმუნი კაცის თვალები უდგება საკუთარი თვალების წინ.არა კესო ამ კაცზე ფიქრს უნდა მოეშვას,თორემ სერიოზულ შიზოფრენიას აიკიდებს.მთელი ღაე თვალი ვერ მოხუჭა,არადა ხვალ გასაუბრებაზე მიდის.როგორმე თავი უნდა აიძულოს რომ გაბრიელზე არ იფიქროს.გაუჭირდება მაგრამ შეძლებს.ამ ფიქრებში როგორც იქნა ჩაეძინა.დილით რომ გაიღვიძა დადებითად იყო დამუხტული.ამჯერად ცოტა დიდხანს მოუნდა მზადებას.კოსმეტიკის უქონლობის გამო თვალი ჩაშავებულ მიდამოებს დიდხანს უმკლავდებოდა.შემდეგ კაკაო მიირთვა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.გასაუბრება კერძო სახლში იმართებოდა.როდესაც ქალბატონი ნატალიას სახლში შევიდა,თვალები გაუფართოვდა,ირგვლივ ბოჰემური ცხოვრების სურნელი იგრძნობოდა,სახლი დიდებულად იყო მოწყობილი,ირგვლივ მხოლოდ დიმყუდროვე იგრძნობოდა.მოახლემ,რომელიც მას სახლში შემოუძღვა,კესანე ქალბატონის ოთახამდე მიაცილა.საუბრისას დაადგინა რომ ქალბატონი აშკარად ქედმაღლურად დაჰყურებდა დაბალი ფენის წარმომადგენლებს,ეს მისი საუბრის ტონიდანაც შეინიშნებოდა.სამაგიეროდ სამსახურში მოეწყო და ახლა იმაზე აღარ ინერვიულებს რომ ქუჩაში აღმოჩნდება.ესეც დიდი შვებაა მისთვის.სახლში სულ ფრენა ფრენით მივიდა,სახლის კარი შეაღო და იქვე კარის ძირში დადებულ ყუთს მოჰკრა თვალი,რომელსაც ზემოდან პატარა ბარათი ედო.მოუთმენლად დაიხარა ბარათის ასაღებად მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მალე ისიც ყუთის გვერდით მუხლმორთხმული იყდა.ამჯერად ფრთხილად წაიწია ბარათისაკენ და ორად გაკეცილი ფურცელი გადაშალა.ოდნავ დასევდიანებულმა წაიკითხა წერილი რომლის ადრესანტიც გაბრიელი გახლდათ „ლამაზო,ცოტა ხნით წასვლა მიწევს.მაგრამ დიდხანს არ მოგანატრებ თავს,მალე დაგიბრუნდები და მაგ ტუჩებსაც ისევ მივისაკუთრებ.მინდა ჩვენი შეხვედრისას ჩემი ნაჩუქარი კაბა გეცვას.გკოცნი,ლამაზო,შეხვედრამდე“.წერილის შინაარსიდან გამომდინარე მიხვდა,რომ ყუთში კაბა უნდა ყოფილიყო.უნდა აღიაროს ძალიან დაწყდა გული მამაკაცთან განშორების გამო.მაგრამ თავს იმით იმშვიდებს რომ გაბრიელი მისთვის არაფერ არ ნიშნავს,მაგრამ ნელ-ნელა ამაში თავადაც ეპარება ეჭვი...სამი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც გაბრიელი უკანასკნელად ნახა,ახალ სამსახურსაც შეეგუა და ქალბატონ ნატალიასთანაც გამონახა საერთო ენა.ერთი ორჯერ სალოსაც შეხვდა და საბოლოოდ დაადგინა იმის მიზეზ თუ რატომ ემუქრებოდნენ მოკვლით.სალომე მართლაც კარგი გოგოა,უბრალოდ იმ ფაქტთან შეგუება უჭირს რომ სიღარიბეში ცხოვრობს.სხვა მხრივ ახალი და აინტერესო არაფერი.სამჯერ თუ ოთხჯერ დედამისმაც დაურეკა საბერძნეთიდან,მაგრამ რაიმე გასაკუთრებული არ უთქვამთ ერთმანეთისაგან,თითქოსდა მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა კიდევ უფრო ცივდება.ამ ქალს დედამისად ვერ აღიქვამს მაგრამ ყველაზე მეტად იმას განიცდის რომ ამ ფაქტზე გული სულაც არ შესტკივა.საღამო ხანი იყო,შემოდგომის გრილი საღამო იდგა.კესანე ზედმეტად მცივანაა მსგავსი ამინდებისთვის.ამიტომ,თბილი ნაქსოვი კაშნე,ცხვირამდე აეტანა და გაყინულ ხლებს ჯიბეში მთელი ძალით მუშტავდა.ხანდახან რეალობა და ზმანი ერთმანეთში ერევა.ეს იმდენად ხშირად ხდება,რომ ხშირად დაუჯერებელი ამბის გადახდომისას სპონტანურად იქცევა,ამის მიზეზი ის არის,რომ თავი სიზმარში ჰგონია,სიზმარების სამყარო კი ის ერთადერთი ადგილია სადაც მთელს თავის ფანტაზიას ამზეურებს.ახლაც თავი სიზმარში ეგონა,როდესაც მობილურზე შეტყობინება მოუვიდა,გამომგზავნში კი გაბრიელი აღმოაჩინა. “ამ ღამით, 8 საათზე,შენი კორპუსისი წინ დაგელოდები“.მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება რომ აუცილებლად წავიდოდა შეხვედრაზე და ამ წამებით დატკბებოდა.თითოეულ წუთს შეიგრძნობდა და ამას არასოდეს ინანებდა .მიუხედავად იმისა რომ წერილი არ შეიცავდა არც ერთ საალერსო სიტყვას.მამაკაცის მიერ გამოგზავნილი თითოეული ასობგერა უზარმაზარ სიხარულს ანიჭებდა.სახე ღიმილით გაებადრა და სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო.კესო იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთნება,რომელიც მომზადებას საკმაოდ დიდხანს უთმობს.ახლა ხომ საერთოდ დაიბნევა და ალბათ მთელს დროს კაბის ჩაცმას მოანდომებს.მოენატრა,თან ძალიან მოენატრა გაბრიელი,ისეთი აღელვებულია საცაა გული გაუსკდება...შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიცვა,ზურმუხტისფერი,ოდნავ დეკოლტირებული კაბა,რომელიც გოგონას ლამაზ მუხლებს ოდნავ ასცილებოდა, კაბის უკანა მხარეს არსებული ოდნავ მაღალი ჭრილი მის ფეხებს საოცრად ლამაზად გამოჰკვეთდა.კაბის ნაწილი გიპიურით იყო დაფარული.ეს კაბა კესანეს გამოყვანილ,ლამაზ ფორმებს პირდაპირ აკვდებოდა.ისეთი შთამბეჭდილება იქმნებოდა თითქოს კაბა სწორედ მის ტანზე შეეკერათ.მსუბუქი მაკიაჟი და ოდნავ მაღალი შავი ფეხსაცმელი საოცრად ეხამებოდა კაბას.გრძელი წითური თმები მაღლა აიწია და ცხენის კუდათ შეიკრა.სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო.თუმცა არა ვიზუალით,მის მზერაში რაღაც სხვა,უფრო ნათელი სხივი მოჩანდა,სწორედ ეს სხივი შეამჩნია მანაც და სწორედ ამან გააბედნიერა იგი.მზადებას რომ მორჩა 8-ს,5 წუთი აკლდა.ისიც სწრაფად დასწვდა პალტოს და კიბეებზე ფრთილად დაეშვა.სადარბაზოსთან მდგარი გაბრიელის შენიშვნა რთული არ ყოფილა,ამჯერად თავისუფალის მაგივრად კლასიკურ სტილში გამოწყობილიყო და ეს უკანასკნელი იმდენად უხდებოდა კესანემ უზარმაზარი ნერწყვი გადაყლაპა.ვინაიდან და რადგანაც კესო სიზმარშია მას და მის გრძნობებს სრული თავისუფლება აქვს გამოცხადებული,ამიტომაც გოგონა სწრაფად დაიძრა მამაკაცის მიმართულებით,და მონატრებულ სხეულს ძლიერად ჩაეხუტა.კაცმაც შემოავლო გოგონას გამოყვანილ წელს ხელი და უფრო მჭიდროს მიიკრა სხეულზე.შემდეგ ოდნავ შორს გასწია იგი,და ბოლოს მის ბაგეებსაც დასწვდა.მონატრებული ტუჩების შეხება რომ იგრძნო კესანემ,ისიც მთელი გრძნობით აჰყვა მათ მოძრაობას.ბოლოს ჰაერი აღარ ეყო,ალბათ ამას გაბრიელიც მიხვდა,რადგან გოგონას ბაგეებს რთულად მაგრამ მაინც მოსწყდა.შემდეგ კესოს მინაბულ თვალებს დახედა და ჩაიცინა.
-ახლა ხშირად წავალ ხოლმე...განაცხადა ბოლოს და როდესაც გოგონას განაწყენებულ მზერას წააწყდა სასწრაფოს გამოუღო ავტომობილის წინა კარი...
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა.მამაკაცმა ერთ მყუდრო რესტორანში წაიყვანა,ირგვლივ ჯაზის მომაჯადოვებელი ჰანგები მიმოფანტულიყო და ერთი პერიოდი ისიც კი დაავიწყდა რომ გაბრიელი მის გვერდით იყო,მაგრამ რა ქნას,უყვარს მუსიკა,უყვარს კი არა გიჟდება,მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ახლაც ისეთი მადლობელია გაბრიელის ასეთ ზღაპრულ ადგილას რომ წამოიყვანა,შეუძლია სიხარულისაგან მთელი ძალით დაუკოცნოს ლოყები,ტუჩები,თვალები,კისერი...მოკლედ ძალიან უხარია...ცოტა რამ შეიტყო კიდეც მამაკაცზე და გაახარა იმ ფაქტმა რომ იმდენად უზნეო არ აღმოჩნდა,რამდენადაც პირველი შთამბეჭდილებით იმსჯელა.სხვა თემებზეც შეძლებია საუბარი,თანაც ძალიან საინტერესოდ...სახლში რომ დაბრუნდა ძალიან ეძინებოდა,გადარჩა მანქანაშივე რომ არ დაეძინა.როგორც კი მამაკაცმა მისი ბინის წინ გააჩერა ავტომობილი,მაშინვე გამოაღო მანქანის კარი და გადასვლა დააპირა,მაგრამ გაბრიელის ხელმა შეაჩერა,გაკვირვებული გოგონა თავისაკენ ძლიერად შემოაბრუნა და კიდევ ერთხელ ძლიერად აკოცა.იმ წუთას კესოსათვის რომ გეკითხათ გიპასუხებდათ რომ მისი ცხოვრებს მანძილზე ეს ყველაზე ბედნიერი დღის,ყველაზე ბედნიერი დასასრული იყო.აღარც დაღლილობა ახსოვდა და აღარც სხვა რამე,მთლიანად გაბრიელს ჰყავდა მოცული.როგორღაც მოახერხა და მამაკაცის ტუჩებს მოსწყდა,შემდეგ ოდნავ გუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-სიზმრებში მე და ანგელოზები,ლამაზო...ღიმილით გადმოსძახა ავტომობილიდან მამაკაცმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.კესანემ კი დაღლილმა მიაშურა ჯერ თავის ბინას შემდეგ კი საძინებელს.გაბრიელის სიტყვები გამართლდა,მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცს ხედავდა სიზმებში და ძილის დროსაც კი ფართოდ იღიმოდა.დილით კიდევ უფრო დადებითად დამუხტული ადგა საწოლიდან,კაკაო მიირთვა და სამსახურისაკენ გასწია.კარგი განწყობა მთლიანად ჩაშხამდა როცა ქალბატონი ნატალიას შეუძლოდ ყოფნის შესახებ შეიტყო.ამ ქალს უკვე ძალიან შეეჩვია,რაღაცით ბებიას აგონებს.დავითმა,ქალბატონი ნატალიას დაცვის უფროსმა,უთხრა რომ ქალბატონმა მისი შვილის გამო ინერვიულა,რის გამოც წნევამ აუწია და საავადმყოფოში წაიყვანეს რათა მისთვის უკეთ მიექციათ ყურადღება.ამიტომ კესოს მხოლოდ სახლი ჰქონდა დასალაგებელი და შემდეგ სახლში წასვლას შეძლებდა.ერთ საათში უკვე სახლის გზას ადგა და გაყინული ხელების გათბობას ცდილობდა.მალე სახლში იყო და ცხელ კაკაოსთან ერთად ნამცხვარ მიირთმევდა.მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.გააკვირვა იმ ფაქტმა რომ წერილი დედისაგან იყო.კიდევ უფრო გააოცა იმ ფაქტმა რომ იგი წერილში,საქართველოში დაბრუნებას იუწყებოდა.ვერ იტყვის რომ გაუხარდა,მაგრამ არც სწყენია.დედის ჩამოსვლას ჩვეულ ამბად ნამდვილად ვერ ჩათვლის,რაც არ უნდა იყო 12 წელია არ უნახავს,მაგრამ ვერც ისეთ მნიშვნელობას მიანიჭებს რომ სიხარულისაგან ფრენა დაიწყოს.პასუხად მხოლოდ ის მიწერა რომ ელოდა და მობილური გვერდზე გადადო.ამ საღამოს გაბრიელს უნდა შეხვდეს,მამაკაცი დაჰპირდა რომ შაურმას აჭმევდა,მაშინ როცა აღმოაჩინეს რომ ორივეს ძალიან უყვარდა ის.სწრაფად მოემზადა და მამაკაცს დაელოდა,აი კარებზეც გაისმა ზარი და კესომაც ღიმილით გააღო კარი.კარი გაღებულიც არ ჰქონია მამაკაცი რომ შემოუვარდა და მონატრებულ ბაგეებზე დაეძგერა.ამას მართლა არ მოელოდა კესო და კინაღამ გონება დაკარგა,მაგრამ როდესაც ნაცნობი სურნელი შეგრძნო თავადაც მოეშვა და მამაკაცს კოცნაში აჰყვა.ისევ გაბრიელმა მოახერხა თავის შეკავება და გოგონას მოშრდა,შემდეგ კი შუბლზე აკოცა და როცა დარწმუნდა რომ გოგონა წასასვლელად მზად იყო კარისაკენ უბიძგა მას.დღეს ფეხით ივლიან,არანაირი ავტომობილი,ეს კესანეს მოთხოვნაა.



№1 სტუმარი darina

Dzalian momwons erti txovna maqvs cota meti dialogebi minda tan gabrielzec mainteresebs ragac ragacebi. Sabolood me ukve am istoriaze vgijdebi.

 


№2 სტუმარი tikacho

მეტი დიალოგებიი :D კაია საყავრელო დიდი თავებიი დადეე ოღონდ :D ეგ საყვარლებიი ეგენი :D ❤

 


№3 სტუმარი რიტა

ეხლა თუვგაბრიელი აღმოჩნდა კესოს უფროსის შვილიშვილი იმენა სუფთა სერიალი იქნება და არ ქნა ესე რაა

 


№4  offline წევრი zak

რიტა
ეხლა თუვგაბრიელი აღმოჩნდა კესოს უფროსის შვილიშვილი იმენა სუფთა სერიალი იქნება და არ ქნა ესე რაა

არა მაგას არც ვაპირებდი,რა სისულელეა.გმადლობ რომ კითხულობ ჩემს ისტორიას,უღრმესი მადლობა winked

tikacho
მეტი დიალოგებიი :D კაია საყავრელო დიდი თავებიი დადეე ოღონდ :D ეგ საყვარლებიი ეგენი :D ❤

darina
Dzalian momwons erti txovna maqvs cota meti dialogebi minda tan gabrielzec mainteresebs ragac ragacebi. Sabolood me ukve am istoriaze vgijdebi.

აუცილებლად ვეცდები თქვენი რჩევები გავითვალისწინო,უღრმესი მადლობა რომ ყურადღება გამოიჩინეთ love love love

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

magariaa yochaag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline წევრი zak

♡EPICLOVE♡
magariaa yochaag♡♡♡

დიდი მადლობა,ჩემო კარგო,რომ შენს აზრს აფიქსირებ. love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent