შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებზე მოთამაშე(თავი 1)


7-11-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 900

ბავშვობიდან შუაში ვერაფერს ვტოვებდი.არ შემეძლო შეჩერება.ყევლაფერიი ბოლომდე მიმყავდა.რასაც გემოს ვუსინჯავდი,ბოლომდე ვეწაფობოდი,არ შემეძლო შეუცნობლად რაიმე დამეტივებინა.თუმცა ჯერ უცნობი ხილიც მიზიდავდა.იდუმალებაც შემორტმოდა ჩემ ორიგინალურ არსს.
კიდევ კარგი,რომ მავნე რამეები არ იყო ჩემი სტიქია,სიგარეტის ბოლი თავს მატკივებდა და სხვა მომაკვდინებლებს არც კი ვსინჯავდი.ალბათ,იმიტომ,რომ თავი მიყვარდა და თან რაღაც უჩვეულო რწმენა მქონდა იმ ადამებისა,რომლებიც გვიკრძალავდნენ მსგავსი რამეების მოხმარებას.სიმართლე რომ ვთქვა,დღემდე მიკვირს რატომ არ დაიმაინტერესა ამ ყველაფერმა.
ალბათ,კარგია,რომ დამჯერი ბავშვი და შვილი ვიყავი,თუმცა რას გაიგებ ყველაფერს აქვს დადებითიც და უარყოფითიც.სიმართლე რომ ვთქვა,არაფრის განმარტება არ შემიძლია ბოლოდე.ვამბობ,რომ უბრალოდ ასეა ან ასე მგონია.იქნებ ეს ჩემი სისისტეა,არ ვიცი.
ბავშვობიდან მქონდა რაღაც სურვილები,რომლებიც მუდამ თან დამყვებოდა.სულაც არ ვოცნებობდი ეიფელის კოშკის ნახვაზე,არ მჯეროდა სიყვარულის დღის,არც დედის დღე იწვევდა ჩემში აღფრთოვანებას,არც რაიმე ცრურწმენა ცხოვრობდა ჩემში,უბრალოდ მინდოდა,რომ ტყუილად არ განმევლო ეს გზა,რომელის ჩემ წინ გადაშვილიყო.იცით,რა? უბრალოდ არ მინდოდა მოვმკვდარიყავი და ჩემს საფლავის ქვაზე დაწერილიყო,დაიბადა და მოკვდაო.ერთი სიტყვით მინდოდა,მეცხოვრა.
რეალობა მოლოდინს არასდროს ემსსგავსებება.ამაზე მუდამ ვწუხდი,მაგრამ კიდვე არის ერთი რამ და ამას სიამოვნება ჰქვია.იქნებ სიამოვნებაც ქმნის ცხოვრებას.ღმერთს ხომ არ უთქვამთ დაიბადეთ და იტანჯეთო.
***
-დღეს რას დალევ?
-რა შევხვედრირვართ?-მხრები ავიჩეჩე და საათს დავხედე,უკვე შუაღამეს გადასცდენოდა.
-კი,გუშინ,დაგავიწყდა,კატუნა.
-ნუ მომმართავ,ასე-მკაცრად ვუთხარი და ტუჩი ზემოთ ავსწიე.არ ვიცი,რატომ.ალბათ,იმიტომ,რომ ეს ჩემი ჟესტია.
-ისე ძალიან კარგი დრო გავატარე,არ გითხარი?
-არ მახსოვს,რა გითხარი და რა არა?-თვალი ავარიდე და სასმელი მოვსვი.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ძარღვები მომეწყინა.ერთ წამს ჩემ წინ ყევლაფერმა შეწყვიტა მოძრაობა.მეგონა,ცხოვრება შეწყდა.
-გაგახსენო?
-გამეორება არ მიყვარს-ცივად ვუპასუხე და გვერდით მამაკაცს გავაყოლე თვალი.ამით მინდოდა მენიშნებინა მოსაუბრესთვის,თავი დამანებე-მეთქი.
-ნუთუ არ მოგწონვარ? იცი,რა არის კარგი იმაში,როცა რაღაც მეორდება?
-არა მგონია,იყოს რამე-ისევ თვალი ავარიდე,ნეტავ მომშორდეს-მეთქი.
-ძალიან მიზიდავ..კარგი რა,ქეთ.
-ჩემი სახელი,იცი?-შევკრთი.:ისევ უნდა ვაღიარო,რომ სიმთვრალეში საკუთარ პრინციპებს ვაბიჯებ..“-უკმაყოფილო გრძნობამ შემიპყრო,თუმცა განა ეს ჩემი პრინციპია? რას ვგულისხმობ,მიხვდებით..
-ქეთი გქვია.წამოგცდა,არა? სიმთვრალეში როგორი ხარ არ იცი,პაწუ?
-პაწუ თავში მოგივა-ავდები ბარიდან და კარებისკენ გავიხედე.
-მოდი,ერთხელ და თუ არ მოგეწონა.
-წადი შენი-ჩანთას ხელით ჩავებღაუჭე და სწრაფად მოვსწყდი ადგილს.
-ის ვინ იყო?-წინ საკმაოდ მიმზიდველი მამაკაცი გადამიდგა.
-ოჰ,რავი-ამოვიოხრე და ის იყო უნდა გავსულიყავი,უცნობმა შემაჩერა.
-არ გავიცნოთ?
-თინეუჯერივით ნუ დაიწყე.
-მთვრალი ხარ.
-როდის არ ვარ..-ისევ დაძაბულად ვთქვი და სახეზე ხელი მოვისვი.
-მგონი,გაციებს.
-რა იყო სითბო მოგენატრა?
-რა გჭირს?
-მე ყველაფერი დავახურვდავე..-სახეზე ხელები ავიფარე და სევდიანი მზერა ძლივს დავმალე.ასე არ მჩვეოდა,მაგრამ ახლა რატომღაც გულჩვილობა დამეწყო.
-გინდა წაგიყვანო?
-არ მჭირდება თქვენი მასტერკლასები..მძულს კაცები..-ხმას ავუწიე..-სკამზე შევდექი და ხალხს გავხედე.იქ მყოფთაგან ნახევარი მაინც იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი..-მეზიზღებით თქვენც და თქვენი მამაკაცობაც..მძულხართ,გესმით? მომბეზრდა თქვენი ლოშვნა და კოცნა..მომბეზრდა თქვენი შეხება,ეს ამაზრზენია და ეს ყველაფერი..უბრალოდ ნაძირავალა ვარ-ტირილით გავაღე მანქანის კარი და აქოშინებულმა მანქანა დავძარი.
***
დილას შეპყრობილი ვიყავი.ამას ვგრძნობდი,მაგრმა ვერ აღვიქვამდი.არ მჯეროდა საკუთარი თავის.მიკვრიდა რატომ ვიქცეოდი ასე.“რა შეიძლება იყოს ჩემი დაავადება?“-გავიფიქრე და კარზე ზარიც გაისმა.
-შემოდი-გავძახე დაქალს.ვიცოდი,რომ ის იყო.მას კი გასაღები ყოველთვის ჰქონდა.
-რა გჭირს?-დამინახა თუ არ ჩასიებული სახით,მიხვდა რა მჭირდა და ხელები შემომაჭდო.
-ნუ მეხები.
-რა გჭირს? უცნაური ხარ?-თვალი შემავლო და მხრები აიჩეჩა ნანკამ.
-აღარ მაინტერესებს კაცები.
-ლესბოსელი გახდი?
-არა,მე უბრალოდ აღარ მაინტერესებს ეს სიფარსე..
-დამიჭკვიანდი?-თვალი ჩამიკრა ნანკამ და საწოლიდან წამოდგა.
-მე უბრალოდ გუშინ იმდენი ვროშე..არც მახსოვს-საწოლიდან წამოვდექი და შუბლზე ხელი მივიდე.ვიცოდი,რომ სიცხე მქონდა,მაგრამ გაზომვაზე არც კი მიფიქრია.
-სიცხე გექნება? სახეზე გეტყობა.
-არა,რა სიცხე!-ჟაკეტი გადავიცვი და საათს დავხედე.
-სამსახური,ჰო?
-ერთ საათში უნდა ვიყო-ერთ კომპანიაში ვმუშაობ ჟურნალისტად,ჩემი სტატია კი დიდი ხანია,რაც მოლოდინის რეჟიმშია.
-კიდევ არ დაგიწერია?
-არა,მაგრამ დღეიდან მწყობრში ვდგები.
-მოდი,ჯერ სიცხე გაიზომე-ბოლოს ძლივს დამიყოლია ნანკამ და თერმომეტრი იღლიაში ჩამიდო.
-ისევ ხვდები მაქსის?
-ჰო,რავი-ჩვეულად მიპასუხა და კალამი ხელში აათამაშა-ისე მომეწონა შენი ბოლო სტატია.
-აჰ,ახლა ისევ მომიწევს მუშაობა ჩვეულ ტემბრში.
-რა დაგემართა,ვერ ვხვდები.
-რა იყო? აზრი რომ შეიცვალო,არაა მისაღები?-თერმომეტრს დავხედე და ოცდათვრამეტ-ნახევარი დავინახე..-აჰ,არა..
-სიცხე გაქვს?
-კი-დავუქნიე თავი და წამლის ყუთის საძებნად წავედი.
-იმედია,არ გადაიფიქრებ.
-არა-წამალი გადავყლაპე და ჩანთის ძებნა დავიწყე-სადღაც მივაგდე გუშინ.
-მიდიხარ?
-კი.
-სიცხე რომ გაქვს?
-დაიკიდე-გავუღიმე და კარები გავიხურე.

-როგორ ხარ,ქეთი?
-მშრომელი და სიცხიანი-დავეკრიჭე თანამშრომელს.
-რომ მოხდა,რომ არ დააგვიანე?
-არ ვიცი,უბრალოდ ახალ გვერდს ვშლი.
-ოჰო,ქეთი-უფროსი ჩემკენ წამოვიდა,ის შუა ხნის ქალია,მაგრამ საკმაოდ ლამაზი და სექსუალური,
-სტატიაზე ვმუშაობ-ენთუზიაზმით ვუთხარი.
-ნეტავ სულ სიცხე გქონდეს.
-მოგისმენია ჩვენი საუბარი-ჩანთა მაგიდაზე დავდე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ისევ როდის გვერღირსება?
-არ ვიცი-თავი გავდაქნიე და ფურცლებში ჩავიხედე.
***
სამსახურიდან პირდაპირ ბიბლიოთეკაში შევიარე.სასურველი წიგნის ძებნა დავიწყე,შემდეგ ჩამოვჯექი და თვალიერებას შევუდექი.მინდოდა რაიმე საინტერესო მეპოვნა.მენტალიტეტზე მქონდა დასაწერი რაღაც სტატია,უნდა განმეხილა ძველი და ახალი დრო და,იმედი მქონდა,რომ რაიმე ხელჩასაჭიდს ვიპოვნიდი და ერთ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი ბებიაჩემი მეუბნებოდა,მთავარი პირველი ნაბიჯიაო.ამ აზრს ვეთანხმებოდი და ხშირად მეხმარებოდა ხოლმე.
***
კვირას ნანკას დაბადების დღე იყო.ჩემდა ჭირად,ზუსტად იმ ბარის ახლოს იხდიდა,კი ვუთხარი,რომ არ მინდოდა,მაგრამ ის მისი დღე იყო და აღარ ჩავუშხამე.
-მე რომ არ მოვიდე..-ბოლო წუთებსაც კი ვფიქრობდი,რომ არ წავსულიყავი.
-არა,შენ ჩემთვის ყველაზე ახლო ხარ.
-არა,ნანკა.იქ არ შემიძია.ხომ იცი როგორ მიყვარხარ,მაგრამ..
-არანაირი მაგრამ.
-სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო,ძვირფასო-მომიჭრა სიტყვა და სხვა გზაც არ მქონდა.სადაც მოვირთე და მანქანა დავქოქე..
***
იქაურობა ანათებდა.მსგავსი რაღაცები თინეიჯერობიდან მიყვარდა,თუმცა ამ ბოლო დროს ყველაფერზე ამიცრუვდა გული,არ ვიცი რისი ან ვისი ბრალია,მაგრამ ფაქტია,რომ ვერ ვარ.
-რა გჭირს? ვიცეკვოთ..-ნანკმამ მიჩქმიტა და ხითხითით თავისკენნ მიხმო.
-არა.
-ნუ ხარ უხასიათოდ-თვალი ჩამიკრა და ისევ ჩვეული ღიმილი მომაგება.
-კარგი-გავყევი დაქალს და ძალით გავუღიმე.

ოთხი საათი იქნებოდა,როცა ფეხზე ძლივს ვიდექიმსგავსი რაღაცები ადრე არ მღლიდა,მაგრამ ახლა რა დამემართა,არ ვიცი.არ მესმის,რა მჭირს.თავბრუ დამეხვა და ცეკვა შევწყვიტე.მეგონა,რაღაც მეტაკებოდა და მალე მიწაში ჩამიტანდა.რაღაც სიმძიმე ვიგრძენი და შუბლი და წონასწორობა.
***
თვალი რომ გავახილე,ჯერ კიდევ ვერ ვიყავი აზრზე,თავიდან ფეხებამდე გაბრუებული ვიყავი და საღად აზროვნებაც კი არ შემეძლო.არ ვიცოდისად ვიყავი და,ალბათ,საკუთარი სახელიც არ მახსოვდა.
-ნანკა..არის აქ ვინმე?-ცოტა ხნის შემძეგ ამოძახე და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,თითქოს რაღაც ჩამწყდა.
____
მოკლედ,ახალი ისტორია დავიწყე,ჩემო ლამაზებო.სხვა თავები არ მიწერია.დღეს დავწერე ეს პირველი თავი და გავაგრძელებ,რა თქმა უნდა,თუ მოგეწონებათ,თუმცა იმედი მაქვს,რომ ასე იქნება.
იმედია,როგორც ამ უცნობს იზიდავდა ქეთი,ისე მიგიზიდავთ მე თქვენ და უკან აღარ გაგიშვებთ(ანდამატობაზე პრეტენზია ზედმეტია :დ)
აბა,სიხარულებო,არ დაიზაროთ,მაინტერესებს თქვენი აზრი.
გკოცნით ბევრს.



№1 სტუმარი tiko

Zan magari istoria,xvale dade aucileblad,mteli gulit davelodebi...

 


№2 სტუმარი ნიკა ცხადაბერიძე

ძაან მაგარია საღოლლ

 


კარგი დასაწყისია ქეთი ისეთი პრობლემებითაა როგორითაც ბევრი დაესმომწონს თითქოს დღევანდელ პრობლემებს ხაზს უსმევ მემგონი ძალიან საინტერესოდ განვითარდება

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

tiko
Zan magari istoria,xvale dade aucileblad,mteli gulit davelodebi...

ნიკა ცხადაბერიძე
ძაან მაგარია საღოლლ

მარტოსული კატა^^
კარგი დასაწყისია ქეთი ისეთი პრობლემებითაა როგორითაც ბევრი დაესმომწონს თითქოს დღევანდელ პრობლემებს ხაზს უსმევ მემგონი ძალიან საინტერესოდ განვითარდება

მადლობთ.. love

 


№5  offline წევრი mmmmaaarri

ძალიან კარგია <3ველოდები შემდეგ თავს :*

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

mmmmaaarri
ძალიან კარგია <3ველოდები შემდეგ თავს :*

მადლობ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent