შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 7)


7-11-2015, 00:05
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 655

სარკის წინ იდგა ცისფერ მოხდენილ კაბას რომელიც ზუსტად იმეორებდა მისი სხეულის ფორმას კარგა ხანს უყურებდა ცდილობდა რაიმე ნაკლი გამოენახა მაგრამ არაა, შავი თმების ბოლოები დახვეული ჰქონდა, ფეხსაცმელებიც შავი შეარჩია და ჩანთაც, ტუჩებზე წითელი სადა პომადა გადაისვა და ძალიან მკრთალი მაკიაჟი, 6-ს 10 წუთი აკლდა და სესილიც უკვე მზად იყო როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა
-მზად ხარ ღვთაებავ? ოთახში სრულიად განსხვავებული, თუმცა ძველებურად ულამაზესი სალომე შემოტანტალდა. -პირი დაკეტე ბუზი არ შეგიფრინდეს. კისკისით უთხრა დაქალს და ხელის მოძრაობით ყბა ააწევინა
-რა ლამაზი ხარ სალ . ორივე ხელი მოჰხვია დაქალს და ლოყები დაუკოცნა
-დღეს ლევანიმ მითხრა განსაკუთრებული საღამო გველისო და მეც გადავწყვიტე განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი თქვა და სესილის წინ დატრიალდა.
სალომეს თეთრი მოკლე კაბა ეცვა რომელიც კარგად გამოკვეთავდა მისი ამობურცული მკერდის ფორმას და ბოლოში ოდნავ იშლებოდა, წაბლისფერი თმები აწეული ჰქონდა და ყურებთან ოდნავ ჩამოყრილი, სახეზე როგორც სჩვევია მკრთალი მაკიაჟი და ვარდისფერი პომადა ესვა. ბორდოსფერი მაღალქუსლიანები და ამავე ფერის ჩანთა.
ამაღამ ორივენი ნამდვილად ულამაზესები იყვნენ, სახლიდან გამოსვლამდე გააფრთხილა სალომემ
-იცოდე დღეს ძალიან მაგრად ვერთობით და არ დამანახო ნაღვლიანი თვალები და სახე კარგი პაწკუ? თითი დაჰკრა ცხვირზე და ტაქსში ჩაჯდნენ.

თვითონ ადგილიც კი განსაკუთრებული იყო, სიბნელე , მკრთალი ლურჯი შუქის ნათება, ალაგ-ალაგ წყნარი მუსიკაც და ბართან არეული კოქტეილების სუნიც.
ლევანი ყოველ წამს საათს დაჰყურებდა და სულ იმას ნანობდა მე რატომ არ მივაკითხეო. ერთ ადგილზე მშვიდად ვერ იდგა ბოლთას სცემდა, ამასობაში მთელი სამსახურის კოლექტივიც შეკრებილიყო, დემეტრეც ალბათ წუთი-წუთზე მოვიდოდა. "-დემეტრე? სადა აამდენხანს, ედმონდი იმას უნდა მოეყვანა" ახლა კიდევ ერთი საფიქრალი მიეამატა ლევანის, ცოტახანში ედმონდის გაცისკროვნებული სახე რომ დაინახა ყურადღება ისევ სალომეზე გადაიტანა და ალბათ უკვე მეოცედ საათს დახედა
-კაი მოვა ბიჭო რას კანკალებ ქალიშვილი გოგოსავით. ზურგზე მსუბუქად დაჰკრა ხელი დემეტრემ ანერვიულებულ ძმაკაცს და ბარმენის მომზადებული კოქტეილი მოსვა.
-I think salome is late. (ვფიქრობ სალომე იგვიანებს) გაისმა უკნიდან ედმონდის ხმა, რამაც უფრო მეტად შეაწუხა ლევანი და ედმონდი დემეტრეს "კისერზე"დატოვა, თვითონ გეზი მთავარი კარისკენ აიღო, სადაც ახლადგაჩერებული ტაქსიდან ორი ულამაზესი ქალი გადმოდიოდა, წამით სეჩერდა, იფიქრა "სალომე?" მერე "ღვთაებრივია" საჩვენებელი თითი ახლადწამოსულ წვერზე ჩამოისვა საფულე ამოიღო და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ტაქსის, ფული გაუწოდა და ახლაღა მიუბრნდა გოგოებს
-არ იყო საჭირო ლევანი. ვითომ შეწუხებული სახე დაკერა სალომემ და სესილის გაუღიმა რომელიც შექმნილი გარემოთი აშკარად დაბნეული იყო.
-სესილი გაიცანი ეს ლევანია.

მამაკაცმა ხელი ჩამოართვა სესილის და თბილად გაუღიმა, მერე სალომეს ცალი ხელი წელს წვეშ შეუცურა და შესასვლელისკენ გაემართნენ, შესვლისთანავე სესილის თვალში მოხვდა დამყარებული მშვიდი გარემო, წყნარი მუსიკა Glimmer of Blooms- I can’t Get you Out of My head. ერთიანად დაუარა გოგონას შეგრძნებულმა მუსიკამ და თავი ძლივს შეიკავა კიდურები არ აემოძრავებინა, ნაზად და ლამაზად არ დაერხია ტანი მოლურჯო-მომწვანო შუქის ქვეშ. ცეკვა ყოველთვის უყვარდა, პატარაობაში რამოდენიმე წელი იარა ბალეტზე, შემდეგ ქართულ ნაციიონალურ ცეკვებზე, ლათინო-ამერიკულ ცეკვებსაც არ გამორჩენია, სულ ბოლოს რამოდენიმე თვე კიზომბას გაკვეთილებს ესწრებოდა, მაგრამ "გათხოვების(გაპარვის)" გამო ვეღარ გააგრძელა, მიუხედავად ამისა არასდროს დავიწყებია არც ერთი ილეთი, ყველა მოძრაობას თვითონ მისი სხეული ქმნიდა..
სალომე და ლევანი წინ მიიწევდნენ ,სესილი უკან მიყვებოდა ბედნიერ წყვილს, რამოდენიმე წამში სალომემ სესილის თავი ყველას წარუდგინა როგორც მისი საუკეთესო დაქალი და ცხოვრების თანამგზავრი. ყველას ხელი ცამოართვა და ბოლოს მზერა ადგილზე შეეყინა...

ლევანიმ დატოვა თუ არა ედმონდი და დემეტრე, მამაკცმა დრო იხელთა და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი მოსვა. ედმონდი პირს არ აჩერებდა, რამოდენიმეჯერ სალომესაც შეეხო, რაც ცუდათ მოხვდა ყურში და მაშინვე მიხვდა რომ სალომესადმი გულგრილი არ იყო ჩეხი, მართალია ედმონდიც არ იყო ცუდი მამაკაცი, მაღალი ,მხარბეჭიანი, ცისფერი თვალებით და ხორბლისფერი თმებით, მაგრამ როგორ მიედრებოდა ლევანის გამჭოლ და ვნებიან მზერას, ლევანის მოქნილ და მხურვალე სხეულს, მის მიმიკებს, ხასიათებს, ქცევებს, სალომეს თვალებში ვერცერთი მამაკაცი ვერ მიედრებოდა ლევანის, ვერც-ერ-თი!
ცოტახანში ლევანიც შემოვიდა დარბაზში, გვერდს ულამაზესი ქალი უმშვენებდა, დემეტრეს უნებურად ჩაეღიმა ქალის გვერდით აყვავებული ძმაკაცის ნახვისას "იმსახურებ, ძმაო" გაიფიქრა და თავის ფიქრებს თავის ქნევით უპასუხა. მაგრამ ფიქრებმა სულ სხვა მიმართულებით დაიწყეს დენა როდესაც მათ უკან მომავალ სილუეტს გადააწყდა მისი თვალები, თითებით პატარა ჩანთის სახელურს ებღაუჭებოდა, ტანზე გამოყვანილი ცისფერი კაბა ეცვა, ულამაზესი ტანის რხევით მოდიოდა და ამ სანახაობის დანახვისას მამაკაცს კინო კადრებივით ჩაუარა თვალწინ მათმა პირველმა შეხვედრამ, ბინის კარებთან, თლილმა თითებმა რომლების ასევე ებღაუჭებოდნენ ჩანთას, მოცახცახე მუხლებმა, მაგრამ ამჯერად მტკიცე და თამამი ქალი მოემართებოდა მისი მიმართულებით და ყოველი სესილის გადმოდგმულ ნაბიჯზე დემეტრეს სუნთქვა უფრო უხშირდებოდა.

“თვალები შეხვდნენ ერთმანეთს მზერით,
ქვიშის საათმა სილა გალია,
კაცი მიხვდა, რომ გულის ხმა ესმის,
ქალმაც კინაღამ სული დალია...”

მზერა ნაცნობ სახეზე შეეყინა, ყველაფერმა ერთინადა იფეტქა, ისე თითქოს ორგანიზმი ახლაწელს აღნიშნავდა და უამრავი ფეირკვერკი ფეთქდებოდა მასში, მუხლებმა ისევ დაიწყეს კანკალი ოღონდ წამიერად, ეს წმაი კი საუკუნედ მოეჩვენა, ტუჩები აუთრთოლდა, ხელის მტევნები მოადუნა მაგრამ შინაგანმა ხმამ "სესილი, თავი მოთოკე" უცებ მოიყვანა გონზე და ნაცნობ მზერას თავი აარიდა.
სესილიმ ყველა იქ მყოფი გაიცნო და ბოლოს ყველამ ერთად რომ მოიყარა თავი გრძელ მაგიდასთან დაიკავეს ადგილები რბილ სავარძლებში
-მაპატიე, ვიცი შტერი ვარ, არ ვიცოდი დედას გეფიცები თუ დემეტრეც აქ იქნებოდა. სწრაფად გადაუჩურჩულა სალომემ სესილის და შეკვეთის ასაღებად მოსულ ოფიციანტს გახედა ძალაუნებურად გაღიმებული მზერით, ბოლოს ჯერი დაქალებზე მიდგა
-კალვადოსის კოქტეილი (The calvados cocktail) ნაზი ხმით უთხრა ოფიცანტს და სალომეს თმებს წაეთამაშა
-ეფლჯეკი (applejack) სწრაფად მიაყარა და ისევ სესილის მიუბრუნდა.-სეს მაპატიე გთხოვ.
-არაფერშუაში ხარ სულელო. დაქალი დაამშვიდა და მოტანილი კოქტეილი მოსვა.
დემეტრეს წამით თვალი არ მოუშორებია სესილისთვის, მაგრამ ქალი არაფრის დიდებით არ უყურებდა დემეტრეს, მაგრამ იმდენად მწველი იყო მზერა რომ გრძნობდა და მთელი სხეული ეწვოდა, საბედნიეროდ დალურჯებებს უკვე დაეკარგათ ფერი და ერთი ორ "დაფარულ" ადგილას იყვნენ დარჩენილი, თორემ ისევ გრძელმკლავიანის ჩაცმა მოუწევდა საწყალს ამ სიცხეში.
დემეტრეში რაღაც განსხვავებუული გრძნობა იბადებოდა, იზრდებოდა და შენდებოდა. ორგანიზმის ყველ ნაწილი გაერთიანებულიყო ასეთი შეგრძნება ჰქონდა და აჟიოტაჟს ქმნიდა შიგნით , მარჯვენა მხარზე ჩამომდარი ანგელოზი ანიშნებდა რომ მისულიყო და დალაპარკებოდა, მარცხენა მხაზრე მჯდარი ეშმაკი და თავისი კვერთხით ჩასობოდა მამაკცის გულს და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.

ცოტახნში ყველა საცეკვაოდ წამოიშალა, სალომე და სესილი ჩუმად ჩურჩულებდნენ როდესაც სალომემ მხარზე ხელის ეხება იგრძნო და როდესაც აიხედა ნანახმა გააკვირვა
-can we dance?(შეგვიძლია ვიცეკვოთ?) ჰკითხა ედმონდმა , სალომეს უარი უნდა ეთქვა როდესაც ბოხმა ხმამ დაიქუხა მამაკაცის უკან
-She's dancing with me edmond (ის ჩემთან ერთად ცეკვავს ედმონდ) უთხრა და ერთი ხელის მოსმით წამოაყენა სალომე, დარბაზის შუაგულში გაუძღვა და ხელებით სწრაფად მიისაკუთრა ქალის სხეული
-ვფიქრობ მალე კაცის მკვლელი გავხდები.
-რატომ?
-ვერ ვიტან როდესაც ჩემს გარდა სხვა გიყურებს ასეთი თვალებით, ჩემი ხარ სალომე, არავის არ მივცემ უფლებას ზედმეტად შეგეხოს. უცანური გრძნობაა მაგრამ მინდა რომ სულ დაგიცვა, სულ გვერდით მყავდე, ხელი მოგხვიო,ჩაგეხუტო. სალომე მიყვარხარ! და დროა ჩვენს ურთიერთობას სახელი მივცეთ.
-რა.აა? ლევანი. მმე.. არც კი ვიცი რა.აა ვთქვა. დაბნეული თვალებით ახედა მამაკცს და ნერწყვი ღრმად გადაყლაპა
-თქვი რასაც გრძნობ პრინცესა.
-მე მგო..მგონი , მეც მიყვარხარ. გულის ფანცქალით უთხრა და მამაკაცის ტუჩებს დააცხრა. მთელი არსებით დაუკოცნა ორივე ტუჩი და დამორცხვილმა თავი დახარა, მაგრამ მქუხარე ოვაციებმა მისი დასჯილი ბავშვის პოზიცია ბედნიერი ქალისკენ შეცვალე და სიხარულისგან მამაკცს ხელები კისერზე შემოაჭდო და მაგრად ჩაეხუტა. სიტყვები ზედმეტი იყო, ყველამ იცოდა, ყველა ხვდებოდა და ყველა ხედავდა რას გრძნობდნენ ეს ორი ზრდასრული ადამიანი, ერთმანეთის მიმართ.
სესილი აცრემნლებული თვალებით უყურებდა დაქალს და საჩვენებელი თითებით იშრობდა ახლადგადმოგორებულ ცრემლებს ტუში რომ არ გათხაპნოდა.
"როგორც იქნა ბედნიერი ხარ ჩემო გოგო" გაიფიქრა და სალლომეს ხმამ უხმო კიდეც
-ასე მგონია სიზმარში ვარ, ჯერ ვერ ვიჯერებ მომხდარს.სესი მიჩქმიტე. მითხარი რომ წერან მართლა დაინახე როგორ მაკოცა ყველას თანდასწრებით, იცი რა მითხრა? მითხრა რომ ვუყვარხარ, მითხრა რომ დამიცავს სულ.. სესი მგონი ვიპოვე ჩემი პრინცი.. ახლა აღარცერთი აღარ იკავებდა ცრემლებს,სალომე გულამოსკვნით ტიროდა.
-გილოცავთ სარძლოვ. დემეტრე მიუახლოვდა ატირებულ დაქალებს, სინამდვილეში ცდილობდა ყველა შანსს ჩასჭიდებოდა რომ სესილისთან უფრო ახლოს ყოფილიყო
-მადლობა დემეტრე. თბილად გაუღიმა სალომე და გადაეხვი მამაკაცს.
-აბა ვის ეხვევა ჩემი გოგო? ვითომ მკაცრი ხმით უთხრა უკნიდან მოპარულმა ლევანიმ და სამივეს გადახედა.
-რაიყო ბიჭო სარძლოსთან ჩახუტებაც დამიშალე ეხლა.
-შენ ჭკუას მოუხმე და შენს საცოლეს ჩაეხუტე ხოლმე. თითის ქნევით გაფრთხილა ძმაკაცი.-ისე თქვენ გაიცანით ერთმანეთი? დემეტრეს და სესილის გადახედა
-არა (დემეტრე)
-კი(სესილი)
ორივემ ერთად თქვეს რაზეც წყვილის სიცლი დაიმსხაურეს, ლევანიმ დემეტრეს თვალი ჩაუკრა და სალომეს თანმხლებით ძმაკაცი და გოგონა მარტო დატოვეს. სესილიც გასვლას აპირებდა როდესაც მკლავზე შეხება იგრძნო, მთელს ტანზე დაბურძგლა და მამაკაცის ხელს დახედა
-რატომ გამირბიხარ ?
-ხელი გამიშვი .
-სესილი, დავილაპარაკოთ ერთხელ ნორმალურად არ იქნება?
-მომისმინე ვაჟბატონო, თუ გგონია რომ ისევ შენს ლოგინში აღმოვჩნდები, ნებით თუ ძალით, ძალიან ცდები ამიტომ შეგიძლია სხვა გოგოზე დაიწყო ფიქრი და ბოლოსდაბოლოს შემეშვი. ხელი უხეშად გამოაცალა და საპირფარეშოსკენ გაემართა.. იქიდან მალე არ გამოსულა.

სესილის სიტყვებმა დემეტრე ადგილზე გააშრო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცივი წყალი გადაასხესო , გაქვავებულივით იდგა ერთ ადგილას და ერთ წერტილს მისჩერებოდა სადაც ცოტახნნისწინ სესილიმ გაიარა..

ნიჟარას დაყრდნობოდა და ცრემლებს საშუალებას აძლევდა დაცლილიყვნენ, ეგონა იტირებდა და დაიცლებოდა ყველა ემოციისგან , მაგრამ ემოციები არ მიდიოდნენ, რატომღაც არ სწყდებოდა თვალებს მამაკაცის სახის ნაკვთები, სულ თვალწინ დემეტრე ედგა და მისი მოქნილი სხეული, მისი გამოხედვა.. ალერსი...
საპირფარეშოდან გამოსულმა გეზი დარბაზისკენ აიღო , მაგრამ მოსახვევში ვიღაცის სხეულს მძლავრად შეასკდა და მამაკაცის ხელები რომ არა ძირს გაადენდა ზღართანს, თავი აიწა და გაოგნებული დარჩა ნანახით
-ოთო?...


*
ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ, არცერთი არ იღლებოდა ერთმანეთის სიახლოვით.. პირიქით ვერ ძღებოდნენ ერთმანეთით, წარმოუდგენელია 2 კვირის გაცნობილებიც არ იყვნენ, დამეფიცება არც ერთს არ სჯეროდა ასეთი სპონტანური ურთიერთობის სიწმინდისა, მაგრამ ორივემ ერთმანეთი დაარწმუნა, ორივე მიხვდა და ორივემ გაიგო რომ ეს პირველი და ალბათ ერთადერთი იყო მათ ცხოვრებაში..
-წავიდეთ რა.. ხმადაბლა უჩურჩულა სალომემ და საზოგადოებას გადახედა
-როგორც შენ იტყვი სიხარულო. სალომეს ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაუწია და კისერზე ცხელი ტუცების კვალი დაუტოვა
-შენთან წავიდეთ, სიამოვნებისგან ამოიგმინა გოგონამ
-დარწმუნებული ხარ? ყოველიშემთხვევისთვის ჩაეკითხა ლევანი

"უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ სხეულს არც კი იყო შეხებული ! ყველაზე დიდი ბედნიერება იმ სხეულთან შეხებაა, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს !"


სალომეს თლილი თითები ნაზად დათარეშობდნენ მამაკცის მოშიშვლებულ წელზე, ლევანი ნაზად უკოცნიდა კისერს და მოქნილ ხელებს სალომეს ფეხებზე უმისამართოდ დაატარებდა.. ამაღამ ორივემ სრული ნეტარება იგრძნო.



№1 სტუმარი Lana

ეს ოთო ალბათ სესილის ყოფილი ქმარია -_- საინტერესოა <3

 


№2 სტუმარი gika

Xo memgoni pirveltavshi yavda saxelit moxsebiebuli, ox ra ambebi trualebs, veli shemdegs <3

 


№3  offline წევრი nestanuka13

მომწონს კარგიაა

 


№4  offline წევრი Nicaa

მომწონს ორივე წყვილი ^_^ ეს ოთო აშკარად მურმანის ეკალია :D

 


№5  offline მოდერი bibo

Ra kargia orive wyvili momwons <3 tan isic kargia otxi adamianis tvalit ro gvanaxeb am istorias da ara marto sesilis tvalit

 


№6  offline წევრი BUBU_2426

მაგარია ძალიან ორივე წყვილი ძაან მომწონს თან ოთოც გამოჩნდა ( სესილის ყოფილ ქმარი უნდა იყოს მასე მახსოვს) და და დაა დააამმ.... ძაან მომწონს რა მოკლედ და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებ ველოდები შემდეგ თავს!))) <3 <3

 


№7 სტუმარი Marii

Mmm...kargi iyooo

 


№8  offline წევრი shany shany

kargiaa <3 imedia dges dadeb axal tavs..velii <3 <3

 


№9  offline წევრი Dikunadiko

shany shany
kargiaa <3 imedia dges dadeb axal tavs..velii <3 <3


დღეს ვერ დავდებ, ვინაიდან და რადგანაც არ მაქვს დაწერილი :( ბოდიში

Marii
Mmm...kargi iyooo

BUBU_2426
მაგარია ძალიან ორივე წყვილი ძაან მომწონს თან ოთოც გამოჩნდა ( სესილის ყოფილ ქმარი უნდა იყოს მასე მახსოვს) და და დაა დააამმ.... ძაან მომწონს რა მოკლედ და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებ ველოდები შემდეგ თავს!))) <3 <3

bibo
Ra kargia orive wyvili momwons <3 tan isic kargia otxi adamianis tvalit ro gvanaxeb am istorias da ara marto sesilis tvalit

Nicaa
მომწონს ორივე წყვილი ^_^ ეს ოთო აშკარად მურმანის ეკალია :D

nestanuka13
მომწონს კარგიაა

gika
Xo memgoni pirveltavshi yavda saxelit moxsebiebuli, ox ra ambebi trualebs, veli shemdegs <3

Lana
ეს ოთო ალბათ სესილის ყოფილი ქმარია -_- საინტერესოა <3


ხოო ეს სწორედ ის ოთოოა :D მადლობა ბავშვებო შეფასებებისათვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent