შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

17 ივლისი (სრულად)


7-11-2015, 11:34
ავტორი Genius))
ნანახია 4 709

აქ თითქმის ახალი ვარ :დ და იმედი მაქვს ჩემი "ისტორიები" მოგეწოენაბათ , პირვველი ეს იყოს , შემიფასეთ^^


17 ივლისი

რაც შენი ბედია იმას ვერ შეცვლი
*********
გათენდა!..
აი ეს დღეც გათენდა!..
სკოლა დამთავრდა!.. ეს თორმეტი წელი დასრულდა , და მალე ახალი ოთხწლიანი წამება დაიწყება...
მაგრამ სანამ თავისუფლების დროა ხომ უნდა გავერთო? კი ნამდვილად ასეა!..
ხო და დღეს მთელმა კლასმა გადავწყვიტეთ ავსულიყავით კლასელის ბაითზე კოჯორში...
და აი ეხლა ზუსტად ერთი საათი მაქვს სანამ ნიკუშა გამომივლის...
********************
სანამ ამბავს დავუბრუნზე ჩემზე გეტყვით , მე ვარ მაკუნა თაბაგარი , 18 წლის , დავამთავრე 165 საჯარო სკოლა , ვცხოვრობ ვაკეში აბაშიძეზე , ვარ დედისერთა , და მე თუ მკითხავთ ეს ყველაზე დიდი მინუსია , მაგრამ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი , ერთერთი ნიკუშა რომელიც ცოტახნის წინ ვახსენე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია რომელიც აი ყველაზე მეტად მიყვარს! ოგონდ არ ვაზვიადებ მართლა! დაქალი მყავს მხოლოდ ერთი -ლიზი გელოვანი- რადგან ბავშვშვობიდან ჩვენ ორნი ბიჭებში ვიზრდებით , და ჩვენთვის უფრო ადვილია გაუგო ბიჭებს ვიდრე გოგოებს , მეგობარი კი მართლაც ბევრი მყავს...
********************
ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი
-დედიიი ყავაა გამიკეთე რააა - გავძახე და წინ დავუჯექი
-ესე მიდიხარ? - ჩემს ტანს თვალი ააყოლა
-ხო რა იყო? - გაკვირვებულმა გავხედე
-ნიკუშა ხო მოდის?
-ხო აბა
-მაშინ არაფერი - გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა
მოკლე მაღალწელიანი შორტი მეცვა და თეთრი ტოპი
ასე იშვიათად მაცვია ხოლმე ამიტომ გაუკვირდა დედაჩემს
-ბაროოო ჩემს უსაყვარლეს ხალხს - კარები შემოაღო ნიკუშამ
ხტუნვით გავიქეცი ნიკუშასკენ და ჩავეხუტე
მომიშორა და დედაჩემისკენ წავიდა
-ირმა დეიდა როგორ ხართ? - გადაკოცნა
-კარგად ნიკუ შენ? - თბილად გახედა დედაჩემმა
-რავი მეც
-ყავას დალევ ხო?
-კი და გავიქცევით მერე
-მალე მოდით ძალიან არ მანერვიულოთ
-ჩემთანაა ეს არ დაგავიწყდეთ - ლოყაზე აკოცა
-მაგიტომ ვარ მშვიდად
ყავა უცებ დავლიეთ და სახლიდან გავედით
ლიზის გავუარეთ და დავაწექით კოჯორში
სიტუაცია ძალიან მაგარი იყო
მხოლოდ კლასელები და ეს უფრო თავისუფალს გხდიდა
ხარ ისეთი როგორიც ხარ და არ ცდილობ დამალო საკუთარი თავი
სასმელი , მუსიკა , ცეკვა მოკლედ თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა იქ
-ეეე ხოლამ მოსაწევი გაჩითა - იყვირა ლაშამ და ყველა მისკენ წავიდა
ყველა ეწეოდა
მე არა...
-ეე მიდი ნუ გაგვიტეხავ - გამომხედა ანამ
-ძაააან მაგარი ვეშია შენ თავს ვფიცავარ - ხელი გადამხვია იკაკომ
-აუ ბავშვებო არ მინდა რა
-კაი რა ტო მთელი კლასი ეწევა და შენ ნუ გამოდიხარ გოიმი
-ჩემი გოიმობა სად გინახავს?
-მიდი რა ჩემ თავს გაფიცებ თორემ ჩვენ ფხიზელმა ჩვენმა მტერმა გვიყურა
-კაი ჰო ერთი თქვენიც!... - და პირველი ნაპასი წავიდა
თან როგორ წავიდა...
გონება დაბინდდა და უბრალოდ სხვა სამყაროში მოვხვდი...
მეც არვიცი როგორ სად
ხოდი მოგვემატა
გიჟივით ვცეკვავდი
ისეთი მაკუნა ვიყავი რომელიც ისტორიას არ ახსოვს!...
შეუძლოდ გავხდი და გარეთ გავედი
მიმოვიხედე და ირგვლივ არავინ არ იყო
ხესთან ჩავიმუხლე და თვალები დავხუჭე
შემდეგ ხელი შეხება ვიგრძენი და მერე არაფერი არ მახსოვს...
ერთს გეტყვით მხოლოდ ერთმა ვაჟკაცმა ამ დღეს , 17 ივლისს ცხოვრება დამინგრია....
******************************
1თვის შემდეგ
17 აგვისტო! უბრალოდ ჩემში სიტყვა რიცხვი ჩვიდმეტი ზიზღს და ღრმა დეპრესიას იწვევდა , 1 თვის განმავლობაში არ გასულა დღე რომ მე ის დაწყევლილი ჩვიდმეტი რიცხვი არ გამხსენებოდა , დღეს ყველაფერი გამახსენდა , დრო გავიდა და თანდათან კადრები თვალწინ გამირბენს ხოლმე , მართალია ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს...
ოღონდ არა იმ ბიჭის სახე...
მთელი გონებით ვცდილობ რაღაც მაინც გავიხსენო მასთან დაკავშირებით სახე , თვალები , ან მანქანის ნომერი მაგრამ არაფერი!
შედეგი არაფერია!..
ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინში მოვკვდი!
ოღონდ სულიერად
ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებოდა , დეპრესია , შიში მაგრამ არავინ იცოდა რისგან მხოლოდ მე , მე და იმ არაკაცმა
იმდენამ შეშინებული ვიყავი ბიჭების შიში მქონდა , ნიკუშასას კი ისე ვექცეოდი თითქოს მანიაკი ყოფილიყოს და ჩემთვის რამის დაშავება შესძლებოდა
ზუსტად ერთი თვე სახლიდან არ გავსულვარ , საკუთარი ოთახიდან ფეხი არ გამიდგამს
ამ ერთი თვის განმავლობაში გახდა ჩემი სახლი საგამოძიებო სისტემა , საავადმყოფო , ფსიქიატრიული ცენტრი და მე ისევ ისეთი ვარ
მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს თავში მოვძებნო ”ის” და ყველაფრისთვის სამაგიერო გადავუხადო
************
-ჩემს თავს გაფიცებ წამოდი - გვერდით მომიწვა ლიზი და ჩამეხუტე
-არ მინდა ლიზ მართლა
-მაკუ რა გჭირს?! რამ შეგცვალა ესე?! - საწოლთან ჩაიმუხლა ნიკუშა და თავალებში ჩამხედა
-ბავშვებო უბრალოდ არ მინდა
-გამიღიმე რა !
-ნიკა კაი რა
-ნიკა?
-ნიკუშ
-მაკუნა შენთან ვრჩებით მაშინ ჩვენც! და სანამ არ მოგვიყვები რა მოგივიდა არ წავალთ არსად!
-არაფერიათქო!
-მაკუნა!
-ნიკუშა!
-დროზე მოყევი!
-ვაიმე ნერვებს მიშლით უკვე ვთქვი უკვე მე!
-მაშინ დაგვიმტკიცე და წამოდი!
სხვა გზა არ მქონდა უნდა წავსულიყავი
-კაი! მოვდივარ!
ბავშვებმა ბედნიერი სახით გახედეს ერთმანეთს
ლიზამ ტანსაცმელი გადმომილაგა
შავი მოკლე კაბა მაგრამ მისთვის ხედაც არ შემიხედავს
გრძელი მაღალწელიანი ჯინსი ჩავიცვი და ”საროჩკა” მოვიცვი
-მაკუ კაბა ჩაიცვი, ესე მოდიხარ? - გაკვირვებულმა გამომხედა ლიზიმ
-კი ესე მოვდივარ და რავშვებით არ მივდივართ ? - ოთახიდან გავვარდი და კარისკენ წავედი
დედაჩემი გაკვირვებული და გახარებული სახით მიყურებდა , გაუხარდა როდესაც მნახა ოთახიდან გამოსული
გარეთ გავედი და მანქანაში უკანა სავარძელი დავიკავე
ბავშვები ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე მაგრამ საუბრის დაწყებას ვერცერთი ვერ ბედავდა
აი მე კი დებილივით ერთ წერტილს მივშტერებოდი და რეაქცი საერთოდ არაფერზე არ მქონია
ნიკას ბაითზე მალე ავედით
მანქანიდან გადასულს საოცარმე შიშმა შემიპყრო , მანქანას მივეწებე და ადგილიდან არ ვიძვროდი
-წამოდი ! - ლიზიმ ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა
ეს სიტუაცია ყველაფერ ცუდს მახსენებდა!
ოთახისკენ გავიქეცი და ჩავიკიტე
საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე
ცოტახანში კარებზე კაკუნი გაისმა , დაიგნორებას ვაპირებდი მაგრამ ლიზის ნამდვილად ვერ მოვიშორებდი
-რა გინდა?
-წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნოთ - ხელი ჩამკიდა და ნიკუშასკენ წამათრია
მისგვერდით კი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იყო
-ეე მაკუნ გაიცანი ეს ჩემი მეგობარია თორნიკე - ბიჭზე მიმითითა - ეს მაკუნაა
ბიჭს ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა რაც არ მომეწონა მაგრამ შთაბეჭდილებას მივაწერე და თბილად გაღიმება ვცადე
-სასიამოვნოა - საოცრად ბოხი ბარიტონი ჩამესმა და მესიამოვნა
-ჩემთვისაც - შევეცადე თბილად მეპასუხა
დღე გაიწელა და მეც ცოტა გავერთე , თითქოს ძველი დამავიწყდა...
*****************************************************************
20აგვისტო...
დილით ლიზი დამადგა სახლში და მისმა ხელების ფათურმა გამაღვიძა
-აუუუ - მხარი ვიცვალე
-მიდი რა გაიღვიძე
-რომელი საათია?
-ორია
-აუუ კაი რა ადრეა ჯერ - თავი ბალიშში ჩავრგე
-წამოდი ნიკუშასთან გავიდეთ რა
-მოვწესრიგდები და წავიდეთ - აბაზანაში შევედი
ოც წუთში მზად ვიყავი და ნიკუშასკენ წავედით
ჩემს და ნიკუშას სახლს შორის დაშორება მაქსიმუმ ოცი ნაბიჯი იყო
გზაზე გადავირბინეთ და სახლში ავედით
სახლი სიგარეტის სუნით ყარდა და ეგრევე აივნის კარები გამოვაღე
-ჯერ გამარჯობა - გავიგე ნიკუშას ხმა და გამეღიმა
თვითონაც მიცინოდა , მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა , ჯერ მე და მერე ლიზის
-ყავას ხო დამალევინებ? - გავუღიმე და სამზარეულოსკენ ვუბიძგე
-მიდი რა შენ გაიკეთე - ლოყაზე მაკოცა და აივანზე გავიდა
მე სამზარეულოში გავედი
ლიზა ნიკუშას გაყვა და აივანზე გავიდა
ოთახიდან თორნიკე გამოვიდა უმაისუროდ და ტელევიზორისკენ წავიდა , თან იზმორებოდა
-გამარჯობა - ჩავახველე
შეშინებულმა ამომხედა , იქვე მაისურს ხელი დაავლო და უცებ გადაიცვა
-გამარჯობა - უხერხეულად გამიღიმა და წინ ჩამომიჯდა - როგორ ხარ?
-კარგად შენ? - გავუღიმე
-მეც რას აკეთებ აბა?
-ყავას
-ჩემთვისაც ხო?
გამეცინა და ყავა ჭიქებში ჩამოვასხი
ნიკუშა და ლიზიც შემოვიდნენ და მოგვისხდნენ
-მმ რა გემრიელია - შემიქო ნახელავი თორნიკემ
მე უბრალოდ გავუღიმე და აივანზე გავედი
იქვე ჩამოვჯექი და ყავას ხელი ისე მოვუჭირე თითქოს ვინმე მართმევდეს
-მგონი ცუდ ხასიათზე ხარ - გვერდით მომიჯდა თორნიკე
-არა რავი - ვთქვი ერთი მაგრამ ტკივილის დამალვა არც მიცდია , ყველაფერი მეტყობოდა უსიტყვოდაც
-რა გჭირს?
-არაფერი ისეთი
-და ასეთი?
-მოყოლა რომც მინდოდეს ვერასდროს მოგიყვები ასე რომ...
-და მე ვერაფრით დაგეხმარები?
-სამწუხაროდ საერთოდ ვერაფრით
-კი მაგრამ...
-ხო აი ეგ მაგრამ! აი ეხლა ზუსტად მანდ ვარ გაჭედილი
-რამე არჩევანს აკეთებ?
-არჩევანი ჩემს გარეშე გააკეთეს! - ვთქვი ზიზღით და ყავა მოვსვი
-არ მესმის
-ვერც გაიგებ! - გავუღიმე და თავი ჩამოვადე
ვიგრძენი როგორ აუკანკალდა სხეული მაგრამ არაფერი შემიმჩნევია
შეიძლება ესე არც უნდა ყოფილიყო მაგრამ მასთან საუბარი მომწონდა , ეხლა მასთან ყოფნამ დამამშვიდა , ის მავიწყებდა მომხდარს და მიხაროდა! თვითონ ის მომწონდა!...
*************************************************
25აგვისტო...
-დღეს ვნახოთ ბიჭები? - გავხედე ლიზის და კოკაკოლა მივაწოდე
-ბიჭები?
-ხო
-ვინ ბიჭები?
-ნიკუშა და თორნიკე
-თორნიკე? მაკუ მოგწონს ეგ ბიჭი?
-არა
-აბა რა ხდება? რაღაც ძალიან ხშირად გინდა თორნიკეს ნახვა -ეგ არაფერ შუაშია უბრალოდ სულ ნიკუშასთანაა და მაგიტომ ვთქვი
-იცი მე საერთოდ არ მომწონს თორნიკე
-რატომ?
-რაღაცნაირი ტიპია რა , თავიდანვე არ მომეწონა რატომ არვიცი პროსტა არა რა
-აუ შენ დებილი ხარ - გამეცინა
-აი შენ კიდევ რავი შეყვარებული არა და მოწონებული ხო? - გაეცინა - აღიარე რომ მოგწონს!
-სულ რაღაც ერთი კვირაა ვიცნობთ ლიზი!
-მერე რა? ყოველდღე მაგას უყურებ და არ გამიკვირდება თან გატყობ მაკუ როგორც იქცევი მისი დანახვისას! შეიცვალე იცი?
-ვიცი! - გაღიზიანებულმა გავხედე
-ხელი არ გამარტყა - გაეცინა
-კაი
-კაი ხო ვნახოთ იქნებ იქ მაინც დამშვიდდე - მითხრა და ტელეფონი ამოიღო
ნიკუშას დაურეკა და გავიგეთ სად იყვნენ
ცოტახანში მათთან ვიყავით
კარგად ”გავერთეთ”, მთელი თბილისი მოვიარეთ და სახლშუ გვიან დავბრუნდით
ნიკუშა და ლიზი ადრე წავიდნენ , მე კი თორნიკემ მიმაცილა
-აუ გავიყინე - ვუთხარი ღიმილით და სახეზე ხელები ავიფარე
ჟაკეთი გაიხადა და მომახურა
-შენ?
-მე არ მცივა - გამიღიმა
-მადლობა
იყო ბოლო სიტყვა და შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია
მხოლოდ ზოგჯერ თუ გავხედავდით ერთმანეთს
სახლთან რომ მიმაცილა წინ დამიდგა და დებილივით მიყურებდა
ჩემზე მაღალი იყო და როცა ვუყურებდი თითქოს მისი სახე ერთი დიდი ვარსკვლავი იყო რომელსაც ვხედავდი
უცებ...
ვაკოცე!..
ხო ვაკოცე და არა მაკოცა
და სიმართლე გითხრათ არ მინანია , პირიქით რაღაც ახალი ვიგრძენი , ოღონდ არა სიყვარული , მე ამ ადამიანს მივეჯაჭვე და ტკივილის დასავიწყებლად ერთადერთი წამალი იყო
-გნახავ ხვალ - მითხრა და წავიდა
ვიდექი და ვუყურებდი
მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რაც გავაკეთე და
და მივხვდი რომ შეცდომა იყო
კი დღეს მოსულა ერთ კვირაში შეყვარებები მაგრამ მე უკვე დიდი ვარ და უნდა ვხვდებოდე რას ვაკეთებ
ყოველთვის მჯეროდა რომ სიყვარული სიგიჟეა! და უბრალოდ თავს უფლება მივეცი მეც გავგიჟებულიყავი
მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა და მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა...
************************************************
”ხვალ გნახავ”...
გავიდა ერთი დღე , ორი , სამი , ოთხი დღე , ერთი კვირა , ორი კვირა და თორნიკე არ ჩანდა...
უფრო ჩავიკეტე საკუთარ თავთან არავის არ ვიკარებდი და მეგონა ჩემი ”მხსნელი” დავკარგე
ეხლა ვივრძენი რა იყო მონატრება , მასთან საუბარი მენატრებოდა , მისი ღიმილი , თვალები მენატრებოდა და ყველაფერი საერთოდ მისი!
”როგორ ხარ?”
”სად დაიკარგე?”
”მომენატრეე”
”იქნებ მომწერო რავი)))”
”თორნიკე სად ჯანდაბაში ხარ?”
ყველა ესემესი უპასუხოდ რჩებოდა
და მეც უპასუხოდ ვრჩებოდი საკუთარ თავთან
სიყვარული თუ შეჩვევა?
ორი ძნელია მაგრამ იმედი მაქვს მიყვარს
უფრო ადვილ ხერხს ვირჩევ მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი რომ უარესად მაქვს საქმე
”მჭირდება” მე თორნიკე ბენდელიანი მჭირდება!
მაგრამ ყოველთვის ყოველთვის მახსენდებოდა ვინ ვიყავი მე...
რას წარმოვადგენდი ჩვიდმეტ ივლისამდე და რას წარმოვადგენ დღეს
არავიმ არ იცის მომხდარი ყველასთვია ძველი მაკუნა ვარ მაგრამ მე ხომ ვიცი...
მე მტკივა...
სხვა ამას ვერც ვერასდროს გაიგებს ვერასდროს
მაგრამ ამ ტვირთის ტარება უკვე ჩემთვისაც ძნელი ხდებოდა...
****************
-როგორ ხარ? - გადავკოცნე ლიზი და ბარში შევედი
-კარგად შენ?
-რავი მეც
-მომენატრე
-მეც ძალიან
-გადმოდი ხოლმე შორს არ ვცხოვრობ
-სახლიდან არ გავსულვარ
-რატო?
-თორნიკე არ გინახავს?
-რატომ?
-მაინტერესებს
-არა ნიკუშასთან არ ყოფილა და რა ხდება?
-ვწერ და ორი კვირაა პასუხი არ მოუწერია
-მაკუნა ნუ გადაეკიდე ამ თორნიკეს
-ვაკოცე
-რა ქენი?
-იმ დღეს ერთად რომ ვიყავით სახლში თორნიკემ მომაცილა ხო და ვაკოცე
-თუ გაკოცა?
-არა მე ვაკოცე , და მითხრა ხვალ გნახავო მაგრამ არაფერი არ გამიგია მისგან
-გიყვარს?
-მგონი , მაგრამ ამას აზრი აქვს
-რატომ?
-ერთად ვერ ვიქნებით
-მაკუნა რატომ?
-ლიზი ამის მიზეზი მაქვს
-მომისმინე არვიცი მგონი რაღაც მოხდა აღარ მენდობი? რამე გაწყენინე? ხვდები რომ საერთოდ დავიკარგეთ , სახლშუ ხარ და არავინ არ გახსოვს , მოვდივარ შენთან და უხეშად მიშორებ , ისე მექცევი თითქოს შენთვის უცხო ვიყო , ჩვიდმეტი ივლისის შემდეგ შეიცვალე იცი? ნუთუ იქ გავაკეთე რამე არასწორად?!
-ყველაფერი მოგიყვე გინდა?
-რა უნდა მომიყვე?
-რამ შემცვალა
-მგონი მაგ კითხავს არც უნდა სვამდე!
-მოკლედ იმ ღამეს როდესაც სახლისან გამოვედი ვიღაც ბიჭმა მანქანაში ჩამაგდო და სადღაც წამიყვანა , და ორი საათის მერე ტყეში შიშველმა გავიღვიძე ტანსაცმელიც იქვე ეყარა
-მოიცა მოიცა ანუ შენ რისი თქმა გინდა ეხლა?
-ზუსტად იმის რაც გაიფიქრე
-გაგაუპატიურს? - ისეთი სახით მიყურებდა თითქოს ის გაიარა რა მე ერთი თვის წინ
თავი დავხარე და ტირილი დავიყწე
გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა
-იცი რას ვუზავ? დედას ********* , ვიპოვი და ჩემი ხელით მოვკვლავ! გვამს მოგიტან და ისეთს ვუზავ რომ მისი სახელი და გვარი მხოლოდ საფლავის ქვაზე დარჩება! მე და შენ ყველაფერს დავივიწყებთ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ! ვისწავლით ვიმუშავებთ ! გავთხოვდებით და ყველაზე ბედნიერები ვიქნებით ვაბშე ჩვენს ქმარ-შვილთან ერთად! ხო გაიგე?
-შენც არ იცი რას ამბობ , ან ვერ გააანალიზე რა მოხდა და როგორ ვარ!
-ეგ არ ნიშნავს რომ ცხოვრება დამთავრდა! პირიქით ჩვენთვის ყველაფერი ეხლა იწყება!
-დამპირდი!
-გპირდები!
*********************************************
ერთი თვის შემდეგ...
-მენატრება!
-ამდენი ხანი არ გამოჩენილა და ხვდები რომ არ არის შენი ღირსი?!
-მენატრებათქო!
-გაგეცი მეც პასუხი!
ტელეფონზე ესემესის ხმა გაიამა
”ჩემოდი უნდა გნახო”
სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავფრინდი
-არც გაბედო ჩასვლა!
ლიზის სიტყვებისთვია ყურადღება არც მიმიქცევია ისე გავიქეცი ქვემოთ
მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე
მანაც მომხვია ხელები მაგრად და საფეთქელთან ნაზი კოცნა დამიტოვა
-სად დაიკარგე? - ვკითხე გახარებულმა
-მაკუნ მისმინე ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი შენზე ჩემზე და საერთოდ ჩვენზე , შენი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი არ გეგონოს მინდოდა უბრალოდ ვერ გშორდებოდი დღე ჩემთვის არაფერი არ იყო შენ რომ არ მენახე , ვერ ვძლებდი! ვერა! მაგრამ იმასაც ვიაზრებდი რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით! და ვცდილობდი რომ შორს ვყოფილიყავი შენსგან! ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა და უბრალოდ ისე ვერ წავიდოდი რომ არ მეთქვა მიყვარხარ! ხო ხო , თაბაგარო მიყვარხარ! - მაკოცა და უკანმოუხედავად წავიდა
-მეც მიყვარხარ - ტირილით ვიჩურჩულე და სახლში გავიქეცი
ლიზის ჩავეხუტე და მწარედ ავქვიათინდი
-მორჩა! - ვთქვი მხოლოდ ეს და ოთახი ტირილის ხმამ მოიცვა
************************************************
ორი დღის შემდეგ...
გადავწყვიტე ნიკუშასთან წავსულიყავი, ადრეც მინდოდა წასვლა მაგრამ ვწრ ვბედავდი , მეშინოდა იქ თორნიკე არ ყოფილიყო , მაგრამ ყველაფერი ჯანდაბაში გავუშვი და ნიკუშასთან გადავედი
სახლიდან ყვირილის ხმა მომესმა
კარი ფრთხილად შევაღე და იქვე კედელს ავეყუდე
-არ მინდოდა გესმის შენც იცი იმ დღეს რა მჭირდა - გავიგე თორნიკეს ხმა და შიშნა მომიცვა
-იცი მაინც ვინაა? იცი მაინც რას ნიშნავს ჩემთვის?! დაზე მეტია! მისგან გამო ყელსაც გამოგჭრი იცი?!
-რომ მცოდნოდა შენ გგონია მსგავს რამეს გავაკეთებდი? იცი რა მჭირდა ?! იცი რას ნიშნავს დის დაკარგვა? შენთვის ის ხომ დაა წარმოიდგინე რომ დაკარგო რაამოგივა! იმ დღეს ყველაფერი ცუდი ჩემს ორგანიზმში იყო! თორნიკე არ ვყოფილვარ არა! ხომ მიცნობ? ხომ იცი რომ მსგავს რაღაცას არასდროს არ გავაკეთებდი?
-მაგრან გააკეთე! შენ მაკუნას ცხოვრება დაუნგრიე! სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო!
-ვიცი და მტკივა , შემიყვარდა ნიკუშ , შემიყვარდა
ნიკუშას აღარაფერი აღარ უთქვია მისკენ გაქანდა და მუშტი გაარტყა
ოთახში შევედი და მათ წინ დავდექი
როდესაც დამინახეს ორივე გაქვავდა მიყურებდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ
ნიკუშაც თავს დამნაშავედ გრძნობდა
-მაკუნა გადი - მითხრა ნიკამ და ხელი მომკიდა
-არა შენ გადი და მასთან მარტო დამტოვე! გთხოვ
-არსად არ წავალ
-ჩემს თავს გაფიცებ
-აქვე ვიქნები! თითიც არ დააკარო - თქვა ნიკუშამ და გავიდა
თორნიკეს წინ დავუჯექი და თვალებში ჩავხედე
ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა
ჩემსკენ ხელი წამოიღო მაგრამ უკან გავიწიე
-ერთი თვე რა მჭირდა იცი? იმ ამბიდან ერთი თვის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი! სახლიდან ვერ გავდიოდი იმიტომ რომ ჩემი თავი ყველაზე ბინძური არსება მეგონა! იცი რა გამიკეთე? ცხოვრება დამინგრიე! იმის შანსი წამართვი რომ ნამდვილი სიყვარული მეგრძნო! შენ გგონია რომ იმ ამბის მერე მე ვინმესთან რამე გამომივიდოდა? კაცები მძულდა! მათი მეშინოდა! არადა ადრე ყველაზე მზრუნველი ადამიანო ჩემთვის ზუსტად კაცი იყო! მამაჩემი! რომელსაც ვამსგავსებდი ყველას და შენ დამანახე ადამიანში ცხოველი! მე მამა არ მყავს! ვარ დაუცველი გოგონა მაგრამ მყავს ნიკუშა ძმა და რა მოხდა იცი საკუთარი ძმის ძმაკაცმა დამინგრია ცხოვრება! და ზუსტად ამ დანგრეული ცხოვრების შენება დაიწყე შენ! მაგრამ იმ თორნიკემ რომელსაც არ ვიცნობდი!
-მე ისეთი ვარ როგორიც გამიცანი
-და ჩვიდმეტ ივლისს როგორ ამიხსნი?
-ვერ აგიხსნი
-ნანობ?
-სინანული ბოლოს მიღებს
-იცი ეხლა გიყურებ და მძულხარ!
-უარესს ვიმსახურებ
-აი თურმე რატომ მიდიოდი , შენ თავიდანვე იცოდი ვინ ვიყავი მე , მაგრამ ვერ ვხვდები რატომ დაიჭირე საქმე ჩემთან?
-მართლა არ მიცდია , ყველაფერი თავისით მოხდა ,
შემდეგ...
-შემდეგ?
-წასვლა ვცადე მაგრამ მივხვდი რომ მიყვარდი
-რას აპირებდი საერთოდ? იმ ამბის მერე რას აპირებდი?
-მაპატიე მაკუნა გემუდარები! - თვალებიდან ცრემლები ჩამოუვარდა
გამეღიმა
-გვიანია
-ვიცი მაგრამ მაპატიე
-როდესაც მიცანი მაშინვე უნდა წასულიყავი!
-უნდა გამეგო როგორ იყავი
გამეცინა
-როგორ ვიქნებოდი?
-მაპატიე , ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ მაპატიე
-შენს დას რა მოუვიდა?
-მაკუნა რა მნიშვნელობა აქვს
-მაინტერესებს!
-არ მინდა გახსენება
-კარგად თორნიკე! წადი რა უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!
-გთხოვ უბრალოდ მითხარი რომ მაპატიე!
-მაგას ვერ გეტყვი მაგრამ ისე ვერ წავალ რომ არ გითხრა მიყვარხარ!
-ოდესმე მაპატიებ?
-შეიძლება მაგრამ შენ ვერ გაიგებ ამას! - ვუთხარი და კარი მივიხურე
***************************************************
მოვკვდი
კიდევ ერთხელ დაუსვა მან ჩემს ცხოვრებას წერტილი!
მივხვდი იმასაც რომ შემიყვარდა
ჩემი გამანადგურებელი და ამავდროულად მსხნელი შემიყვარდა
მივხვდი რომ მის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა მაგრამ პატიება...
ეს ყველაზე რთული რამ იყო!
************************************************
ვცადე !
ვცადე ცხოვრება ახლიდან დამეწყო
უნივერსიტეტში მოვეწყვე
ვსწავლობდი
მე და ლიზი ერთად ვცხოვრობდით
მაგრამ რაღაც მაკლდა
ყოველ წამს მაკლდა!
ორი თვე გავიდა მაგრამ არ გასულა წამი მასზე არ მეფიქრა...
მენატრებოდა ყველაფერზე მეტად
სიკვდილამდე
ზოგჯერ მინდოდა მოსულიყო ერთქვა მიყვარხარ!
ხო ეგრეა
ვაპატიე!
ვაპატიე და თავს უფლება მივეცი მყვარებოდა!
*************************************************
სახლში შევედი და ნანახმა ცუდად გამხადა!
ირგვლივ სასმელის ბოთლები ეყარა
თორნიკე მაგიდასთან იჯდა სვავდა
-რას გავხარ!
-მაკუნა? - გაკვირვებულმა გამომხედა და ფეხზე წამოდგა
-როგორ ხარ?
-როგორ ფიქრობ? აქ რამ მოგიყვანა
-მომენატრე
-მართლა? მე ხომ ცხოველი ვარ
-ხო მაგრამ ის ცხოველი შემიყვარდა მე
-მჭირდები ! სიცოცხლისთვის მჭირდები მაგრამ შენ უკეთესს იმსახურებ - წაიქცა და მისკენ წავედი
-მომისმინე ჩემთვის პირველი კაცი შენ იყავი და მოგიწევს ბოლომდე ჩემთან იყო!
-მაპატიე?
-იცი სიყვარულს ყველაფერი შეუძლია!...

*********************************
იმედია მოგეწონებათ...



№1  offline წევრი Likk Tsitelauri

Iyo yvelaferi rac unda yofiliyo, kargia... ^^

 


№2 სტუმარი Tata

Vaimeee axla movkvdebii :'((( ar maxsovda es :'(( tan maxsovda tan ara :D auuu

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent